შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა სიჭარბე (7)


16-10-2016, 22:33
ავტორი casas
ნანახია 2 304

–ჰა?!–იკითხა და თავი აწია.და უცებ დემეტრეს გაღიმებულ სახეს შეეჩეხა.ყველაფერს იფიქრებდა,მაგრამ ახლა და ამ სიტუაციაში დემეტრეს ნახვას და ყველაფრის გაფუჭებას ვერა.გულმა რამდენჯერმე აცნობა არსებობა.მოულოდნელი ბედნიერებისგან თუ დაბნეულობისგან ისე აუჩქარდა,ხელი მიიიდო.
–ნენე დამავიწყდა შენთვის თქმა,ჩვენ ბევრი ბარგი გვაქვს და შენ დემეს მანქანით მოგიწევს მგზავრობა–ვითომც არაფერიო ისე გამოუცხადა აკომ და მეუღლესთაან ერთად თავის მანქანაში ადგილი დაიკავა.ხოდა დატოვა ასე გაოცებული და გაშეშებული ნენე.
–ისე ყიდვის არ ვიცი,მაგრამ ამ მანქანაში ჩაჯდომის გარეშე სიკვდილი არ მოგიწევს ხომ ხედავ– მანქანიდან გამოყო ანომ თავი და მიაძახა.მერე ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და უცებ მოსწყდნენ ადგილს.კარგა ხანს უბრიალა ანოს თვალები,მაგრამ შენც არ მომიკვდე გაღიმებულმა დაუქნია ხელი და შეატოვა ესე დემეტრეს.აი ამას ჰქვია ნამდვილი დაქალი,აბა რა! იმაჭანკლა გოგომ თავისი ჭკუით.აბა აკო ამდენს ვერ მოიფიქრებდა.წარმოდგენაც არ აქვს რა ხდება ნენეს გულში.შეიძლება რაღაცეებს ხვდება კიდეც,მაგრამ ისეთს ვერაფერს ასეთი რამეები რომ გააკეთოს.

–კიდევ დიდხანს უნდა ლანძღო ანო?–მწარე ფიქრებიდან დემეტრეს ხმამ დააბრუნა.გაოცებულმა ახედა და მისი ჩატეხილი ტუჩი და ირონიულად მოციმციმე თვალები რომ დაინახა,უნდოდა რაღაც გაექანებინა იმ თვითდაჯერებულ თავში.მერე რა ურცხვათ ათვალიერებდა.პირდაპირ შეჭამა თვალებით.არა ისე ნამდვილად გამომწვევად იყო მოკლე შორტებში და ტოპ ზედაში,მაგრამ ასე ხამობა გაგონილა?!
–მე შენ გაჩვენებ სეირს–გაიფიქრა გულში და თავაწეული,სექსუალური ნაბიჯებით გაემართა მანქანისკენ.დემემ ერთი გადააქნია თავი ღიმილით დაიკავა თავისი ადგილი
–წესიერად ვერც მოგესალმე,როგორ ხარრ?–ცოტახნიანია დუმილი ბაბლუანმა დაარღვია
–მე მშვენივრად,თავად?–არც გაუხედავს მისკენ ისე ჰკითხა
–გეტყობა მშვენივრად რომ ხარ–ღიმილით უთხრა და თვალი მის გამომწვევ ფეხებს ააყოლა
–წინ იყურე,თორემ მერე ყურების საშუალებაც არ გექნება–ირონიული ღიმილით უთხრა და ხელით გზისკენ მიუთითა
–ც? ანუ კიდევ სხვა რამის საშუალებაც მექნება?–მხოლოდ მისთვის საინტერესო ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება
–გაააჩნია,თუ ჭკვიანად იქნები ვნახოთ–თამაშში აყვა და მეტი ეფექტურობისთვის ფეხი ფეხზე გადაიდო
–ნუ მეთამაშები–წარბების თამაშით უთხრა და თვალი ჩაუკრა
–მამაკაცი ხარ და გაუძელი–ბაბლუანის ჰორმონების ათუხთუხება იგრძნო ნენემ
–მამაკაცი რომ ვარ მაგიტომ არ უნდა ითამაშო ჩემს ნერვებზე,თორემ ადგილი დიდია შენი ოცნების მანქანაში–ღიმილით უთხრა და თვალით უკანა სავარძელზე მიუთითა.წინადადების დამთავრება და ბაბლუანის ცხელი ტუჩების გრძნობა მის ბაგეებზე ერთი იყო.იმდენად უნდოდა და სჭირდებოდა მისი კოცნა,ერთი წამითაც არ უფიქრია წინააღმდეგობის გაწევაზე.მაშინვე შემოხვია ხელები და ამბორსი აყვა.მისი ტკბილი ტუჩების შეხება თავგზას აკარგვინებდა,გონებას უბინდავდა და სხვა სამყაროში გადაყავდა.კოცნიდა მთელი სინაზით და სიველურით.სწრაფად და მომთხოვნათ.მხურვალე ხელების თეძოებზე შეხება ერთი დიდი სიამოვნება იყო.ენით აუღწერელი და წარმოუდგენელი.თბილი ბაგეებს მთელ სახეზე დააცოცებდა და ნენეს აზროვნების უნარს უკარგავდა.ზედა და ქვედა ტუჩს მორიგეობით უკოცნიდა.მთელი სხეული ეწვოდა,უფეთქვდა და კიდევ უფრო მეტად ქაჩავდა ბაბლუანს მისკენ.

–ნენე–ეჩურჩულებოდა და თან კოცნას არ წყვეტდა–ნენეე,ნენეეეე–მხარზე ხელის შეხებამ იძულებული გახადა დახუჭული თვალები გაეხიალ.პირველი რასაც შეხედა ბაბლუანის ირონიული მზერა იყო.მერე მანქანას მოატარ თვალი და ისევ წინა სავარძელზე რომ იჯდა ცოტა კი გაუკვირდა.მერე ტანზე დაიხედა და ყველაფრის ადგილზე ყოფნამ გონება გაუნათა.ოცნებობდა,დემეტრე ბაბლუანთნ სექსზე ოცნებობდა.მისივე მანქანაში და მისსავე გვერდით.რა სირცხვილიაა.იმედია რამე სამარცხვინო არ წამოცდა.
–რა ხდება?–ერთი ღრმად ჩაისუნთქა და პირდაპირ თვალებში ჩახედა ბაბლუანს
–არაფერი,გესაუბრებოდი და თითქოს არ მისმენდი–მოჭუტული თვალებით გამოხედა
–რაღაცაზე ჩავფირდი–ჩუმად ჩაიბურტყუნა
–თუ რაღაცაზე კარგი მაშინ–ორაზროვნად ჩაილააპარაკა ბაბლუანდამ და გვერდულათ გაიღიმა
–იქნებ ცოტა ხნით გამიჩერო,სუფთა ჰაერი მინდა–დაბნეულმა უთხრა.დემემ ერთი გამოხედა გაოცებულმა,მაგრამ მის ნებას დაემორჩილლა.როგორც კი მანქანა გაჩერებული დაიგულა,მაშინვე გააღო კარები და გადავიდა.ისეთი საოცარი ხედი გაიშაალა მის წინ გაოცებისგან ემოციები ვერ შეიკავა.თან რაღაც გიჟურმა იდეაამ დაარტყა თავში და ბოროტულად ჩაიღიმა,წინ ოდნავ ამაღლებული ადგილი რომ დაინახა.დემე ნელი ნაბიჯებით მიდიოდა მისკენ და თან გარემოს ათვალირებედა.დაელოდა სანამ საკმარისი მანძილით არ მიუახლოვდებოდა.მერე ტელეფონი ამოიღო ვითომ სელფს იღებდა და ნელ–ნელა ამაღლებულ ადგილს მიუახლოვდა.რომ გადაიხედა და იმხელა ხრამი დაინახა,ცოტა კი შეეშინდა,მაგრამ უკან არაფრის დიდებით არ დაიხევდა.გადაიღო ერთი,ორი,სამი სელფი.დემეც უფრო ახლოს რომ დაიგულა კიდევ უფრო უკან წაიწია,ის ის იყო ფეხი აუცდა და გადავარდებოდა აკოს ძლიერი ხელი რომ იგრძნო წელზე.სწრაფი რეაქციათ სტაცა ხელი და გულზე აიხუტა.ნენეს შიშისგან გული გამალებით უცემდა.მიუხედავად იმისა,რომ ბაბლუანის იმედი ჰქონდა,ბოლომდე თავის გეგმას მაინც არ ენდობოდა

–მადლობა–შეშინებული ხმით უთხრა და მზერა გაუსწორა
–მხოლოდ მადლობა არ გიშველის–აციმციმებული თვალებით უთხრა კიდევ უფრო მიიკრა მკერდზე.ნენე ნამიოკს მიუხვდა.ნელა აიწია ფეხისწვერებზე და სახე სახის წინ გაუსწორა.კარგა ხანს აციმციმებულ თვალებშუ უყურა.ხედავდა როგორ იცვლიდა მოლოდინისგან მისი თვალის ფერი ფერს და ახლ ყველაზე მეტად მიისი ტკბილი ბაგეების დაგემოვნება უნდოდა.ოცნების რეალობად ქცევა და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ყოფნა.გრძნობდა დემეტრეს გულის ფეთქვას და მის მომლოდინე თვალებს ხედავდა.შუბლი შუბლზე მიადო და ოდნავ გაეხახუნა ტუჩზე.მერე ბაგეები ცოტა გვერდზე მიაჩოჩა და მთელი სინაზით აკოცა ლოყაზე.
–იმედია მადლობა გადახდილია–კეკლუცად გაუღიმა და უკანალის ქნევით წავიდა მანქანისკენ
–გამოწვევა მიღებულია–ტუჩზე ხელი გადაისვა ბაბლუანმა და თავის ქნევით წავიდა მანქანისკენ.მთელი გზა ხმა არცერთს არ გაუღია.ნენეს დაღლილობისგან ჩაძინებოდა და ტუჩები ისე საყვარლად ჰქონდა გაბუსული,დემეტრე თავს ძლივს იკავება.მთელი გზა გაღიმებული უყურებდა და თმებზე ეფერებოდა.წერეთელიც თითქოს გრძნობდა და გაბადრული სახით აგრძელებდა ძილს.
სახლთან მისულებს ანო და აკო გარეთ დახვდნენ.უკვე ყველაფერი მოეწესრიგებინათ და ზღვაზე წასასვლელად ელოდებოდნენ დემეს და ნენეს

–როგორც იქნააა,სად ხართ ამდენხანს–წიკვინით შეეგებათ ანო წინ
–არც ისეთი მაგარი მძღოლია ეგ თქვენი დემეტრე–ნიშნისმოგებით თქვა და ცხვირაბზუებულმა ზურგი აქცია/
–კიდევ კარგი რომ ცოცხალი და სახსალამათი ჩამომიყვანე–ღიმილით უთხრა ანნომ დემეს და თვალი ჩაუკრა
–ცოტა კი გამიჭირდა,მაგრამ ვეცადე–დემემაც იგივე ჟესტი გაიმეორა ბარგი სახლში შეიტანა
–მიდდი ახლა უცებ გამოიცვალეთ და წავედით–კიბეებისკენ უბიძგა ორივეს
–ჩემი ოთახი რომელია?– ორივემ ერთდროულად იკითხა
–კიბეზე როგორც ახვალთ ხელ მარჯვნინ,ხო მართლაა გვერდი–გვერდ ოთახებში მოგიწიათ ყოფნა–მხრების აჩეჩვით უთხრა ანომ ნენეს აბრიალებული თვალები რომ დაინახა
–კიდევ კარგი ერთ ოთახში რომ არ შეგვასახლე–კბილებსი გამოცრა და კიბეებს აუყვა
–არც ახლაა გვიან,ხომ არ გვეფიქრა მაგაზე?–თვალი ჩაუკრა დემემ და თავით ოთახისკენ ანიშნა
–მაგას ანოსთან და აკოსთან დაწოლა მირჩევნია შუაში–ტუჩაბზუებულმა თქვა და მეგობრეს გახედა
–არ შეგვარგო სიტკბოება ახალდაქორწინებულებს–აფერისტული ღიმილით უთხრა ანომ
–ჩემს იქით გზა არ გაქვს–ხელები გაშალა ბაბლუანმა და სიცილით ავიდა მეორე სართულზე
–იდიოტი–ჩაიბუტბუტა
–გავიგონე–ზემოდან ჩამოსძაახა დემემ
–მაგისთვის ვთქვი,რომ გაგეგონა–დაუყვირა და კარი მაგრად მიიჯახუნა.გაცოფებული იყო და არ იცოდა ბრაზი როგორ ამოენთხია.ყველა მის წინააღმდეგაა.საკუთარი დაქალიც კი.ჯერ გუშინდელი ამბები არ გადაუხარშავს და ახლა კიდევ დღევანდელი თავის ტკივილიც დაემატა.მთელი გზა ისე იარეს დემეს თავისი გუშინდელი საქციელი არ უხსენებია და არც აუხსნია.უსამართლოდ და ცუდათ იქცევა.მაგრამ მაინც რომ გიჟდდება წერეთელი?მაინც რომ არ უშვებს ხელიდან მასთან ყოფნის არცერთ შანს?ალბათ სწორედ ესაა სიყვარული.არ იცის როგორ გაძლებს ერთ სახლში დემეტრეს გვერდით,მაგრამ ის იცის რომ ყველა წუთს სამუდამოდ ჩაიბეჭდავს გონებაში და სიყვარულით თუ ვერ გააბრუებს,გაამწარებს მაინც ბაბლუანს.
შავი ერთიანი ბიკინი ჩაიცვა.წინ სამკუთხედა ჩაჭრილი და უკან მთლიანად ზურგამოღებული.თხელი სარაფანი გადაიცვა და სათვალით და ჩანთით ხელში დაეშვა კიბეებზე.ქვემოთ ჩასულს ყველა მომზადებული დახვდა და ელოდნენ.ანო ცქმუტავდა,ერთი სული ჰქონდა ზღვაში როდის ჩავიდოდა.მართალია დიდხანს ვერ გაჩერდებოდა,მაგრამ რამდენიმე წუთიანი გაბანავებაც საკმარისი იქნებოდა მისთვის.ხუთი წუთის სავალზე იყო სახლიდან სანაპირო.იქ მისულებს არც ისე ბევრი ხალხი დახვდათ.ჯერ ახალი დაწყებული იყო საზღვაო სეზონი და ხალხიც ნელ–ნელა ემატებოდა ზღვისპირა კურორტებს.ადვილად მოძებნეს ცარიელი ადგილი და კომფორტულად მოკალათდნენ.

–როგორც იქნა–ბედნიერმა წამოიკივლა ანომ და აკოს რასაც ჰქვია შეაფრინდა
–წყალში არ ჩავიდეთ?–იკითხა აკომ და თან ანოს მოხვია ხელი
–მე არ მინდა–ერთდროულად თქვეს დემემ და ნენემ.ჯერ გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთ.მერე ყურადღება ჩუმად მოფხუკუნე ანოსკენ და აკოსკენ გააპარეს.
–კარგი წამოდი,ვაცადოთ ამათ დაჭამონ ერთმანეთი–ნიშნისმოგებით უთხრა ანომ და სიცილით წავიდა წყლისკენ.
–მეტი საქმე კი არ მაქვს–ცხვირზე სათვალე დაიკოფსა წერეთელმა და კომფორტულად მოკალათდა.რატომღაც ბაბლუანი დუმდა,რაც ცოტა არ იყოს და გასაკვირი იყო.შანს არ უშვებდა ხელიდან ნენეს გასამწარებლად.ახლა როდესაც მასთან ასე ახლოს იყო ნენეს გული ორმაგად უცემდა,წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა გაეტარებინა დანარჩენი დღეები ისე,რომ მისი შეხების საშუალება არ ჰქონოდა.კლუბში მოპარული კოცნის მერე იმდენად ჩაიბეჭდა ეს კაცი მის გულში,ალბათ ვერც ვერასდროს ამოშლიდა.ერთდროულად უყვარდა და საშინლად აღიზიანებდა.მისიც იყო და თითქოს მას საერთოდ არ ეკუთვნოდა.ორ ურთიერთსაპირისპირო გრძნობას განიცდიდა მის მიმართ.ორ სრულიად რადიკალურ,როგორც მზე და მთვარე,როგორც ცა და დედამიწა.მაგრამ ბოლომდე ჯეროდა,რომ ასე უცებ მოსული სიყვარული აუცილებლად იპოვიდა გზას უფრო გასაღვივებლად.
სასიამოვნო ფიქრებში იყო და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,მოულოდნელად მზე რაღაც დიდმა მასამ რომ დაუფარა და მთელს სხეულზე ჩრდილი დაეცა.უცებ მოიხსნა სათვალე და ნახევრად წამოჯდა,მის წინ მდგომი გაღიმებული დემეტრე რომ დაინაახა.

–დაიწყვები–მისმა მბრძანებლურმა ტონმა ლამის ჭკუიდან გადაიყვანა.ხელი აუქნია და დასაწოლად მოემზადა მოულოდნელად ფეხქვეშ მიწა რომ გამოეცალა და რამდენიმე წამში ცივ ზღვაში აღმოჩნდა.მოულოდნელობისგან სული ძლივს მოითქვა და კარგა რაოდენობის წყალიც ყლაპა.გონს რომ მოვიდა და შორიდან მოკისკისე ანო და აკო დაინახა,გაბრაზებისგან მუჭები მაგრად შეკრა.
–უტქატო ხარ–ეს როგორ აკადრაა,როგორ გაუბედა
–გითხარი დაიწვები მეთქი–სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაიწია
–მეორედ მოკარება არ გაბედო–საჩვენებელი თითი წინ აუფრიალა და ნაპირისკენ წასვლა დააპირა.ეგონა ნაპირთან ახლო იყო და ფეხს დაადგამდა,მაგრამ ძალიან შეცდა.როგორც კი დემეს ოდნავ მოშორდა,ფეხქვეშ სიცარიელე იგრძნო და უცებ ჭაყვინთა.ხელების ქნევით ძლივს ამოვიდა ზედაპირზე,სანაპიროს გახედა და კივილი მორთო.ინსტიქტურად დემესკენ გაცურა და მთელი ძალით აეკრა გულ–მკერძე.თვალები დახუჭული ჰქონდა და არაფრის დიდებით არ ახელდა..
–კარგი,მშვიდად.მე შენთან ვარ–დემე სიცილის ძლივს იკავებდა და დამშვიდების ნიშნად ზურგზე ხელს უსმევდა
–ახლავე გამიყვანე ნაპირზე,ახლავე–ტირილნარევი ხმით წუწუნებდა და დემეს სხეულს არ შორდებოდა
–მხოლოდ ერთი პირობით–ნელა მოიშორა და წინ გამოსწია
–ყველაფერს შეგისრულებ–შეშინებული თვალებით უყურებდა და წელიდან ფეხებს მაინც არ აშორებდა
–სულ ყველაფერს?–ეშმაკურად უთხრა და სახე ახლოს მიუტანა
–თქვი–თავი შორს დაიჭირა წერეთელმა
–ამ ღამით ჩემთან დაწვები–სრულიად სერიოზული სახით განუცხადა და მის რეაქციას დაელოდა.ნენეს თავიდან ეგონა მომესმაო.რამდენიმე წუთი სრული შოკი ჰქონდა.ვერ იჯერებდა რომ ეს სიტყვები პირიდან დემეტრეს ამოუვიდა.
–შენ თავი ვინ გგონია?–სიბრაზიგან სახე უხურდა და ფრჩხილებს მთელი ძალით აჭერდა ზურგზე ბაბლუანს
–ის ვის ხელშიც შენი ბედია–ირონიულად ჩაიღიმა და ხელი ოდნავ შეუშვა შესაშინებლად.ნენემ შიშისგან ისევ სწრაფად მიეკრა და მთელი ძალით აეწეპა სხეულზე.
–აირჩიე ან იძინებს ამ ღამით ჩემთან ერთად,მხოლოდ იძინებ ან გტოვებ აქ,ზვიგენებთან ახლოს–ნენეს გაფართოებულ თვალებზე ხმმაღლა გაიცინა და ლოყაზე ნაზად მიეფრა.
–იცოდე ცუდი ძილი ვიცი–თვალებმოჭუტულმა უთხრა და ანიშნა მიფრთხილდიო.შიში რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს.ისეთ რამეს რასაც ვერასდროს იფირებდი და მხოლოდ სიზმრებში და ოცნებებში წარმოიდგენდი ხოლმე.რისთვისაც შეიძლება ცხოვრება დაგეთმო.ახლა კი ეს ყველაფერი თვითონ დემემ შესთვაზა.ყველაზე რეალურად და ყველაზე ცხადად.საერთოდ არ ნანობს თანხმობა რომ უთხრა.ვინ იცის ასეთი შანსი კიდევ როდის მიეცემა.როდის დაიძინებს საყვარელ კაცზე ჩახუტებული.ფიქრებიდან რომ გამოერკვა უკვე სანაპიროზე იყო და თავის კუთვნილ ადგილას იჯდა.გვერდით მიიხედა და დემეტრეს ვნებიან მზერას გადააწყდა.რომელიც თითქოს რაღაცას ანიშნებდა.იწვევდა და წვავდა.მოულოდნელად წამოახურა და ლოყებიც აუწითლდა.ახლა გაანალიზა ცხადად დემეზე რომ იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში შემოხვეული.მისი შიშველი სხეულის და იიქიდან წამოსული სითბოს გახსნებისას თვალები მიელულა.ახლა მიხვდა რატომ ვერ გრძნობდა სიცივეს წყალში ყოფნის დროს.ბაბლუანის მხურვალე სხეული ათბობდა.როგორ იზიდავს ეს ბიჭი და როგორ აკარგვინებს თავს.

–წავედით რა,დავიღალე...თან მშია–წაიწუწუნა ანომ და მუცელზე ხელი მოისვა.ყველა დაეთანხმა ჭირვეულ ორსულს და სახლისკენ დაადგნენ გზას.ანო და აკო წინ მიდიოდნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები.დემე და ნენე უკან მიყვებოდნენ წინ წასულ წყვილს უყურებდნენ.ნენე ბედნიერი თვალებით უყურებდა მეგობარს და მისი სიხარული მასაც უხაროდა,მისი ბედნიერებით ხარობდა და ყველაზე მეტად უყვარდა.თან ახლა მითუმეტეს,პირველ ნათლულს და დისშვილლს აჩუქებდა.ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ყოფილიყო.
–თუ გინდა შენც ჩაგეხუტები–დემეს მწარე კომენტარმა იძულებული გახადა ღიმილი შეეწყვიტა
–მაგას აი იმ ხესთან ჩახუტება მირჩევნია–გაბრაზებულმა ხელი წინ მდგომი ხისკენ გაიშვირა და პატარა ბავშვივით ენა გამოუყო ბაბლუანს
–არამგონია იმ ხის გახსენებისას სახე ისე გაგინათდეს,როგორც ჩემი გახსენების მერე–თვალი ჩაუკრა ირონიულად მომღიმარმა და აპილპილებული ნენე უკან მოიტოვა.ეს ბიჭი ძალიან გათავხედდა ან ჯადორობის ნიჭი აქვს.არა აშკარად გრძნეულია.აბა საიდან იცის რა ფიქრობს ხოლმე ნენე ან რა თვითდაჯერებული იდიოტია.მხოლოდ თავისი თავი წარმოუდდგენია ყველგან და ყველაფერში.ჰმ,კრეტინი.
სახლში რომ შევიდა,პირდაპირ თავისი ოთახისკენ წავიდა.ახლა ყველაზე მეტად შხაპის მიღება უნდოდა.კიდევ კარგი ყველა საძინებელს საკუთარი აბანო აქვს,თორემ რიგში ჩადგომას ყოველ დღე ნამდვილად ვერ აიტანდა.სიარულში გაიძრო საცურაო კოსტუმი და ცივი წყლის ქვეშ დადგა.გახურებულ კანზე ცივი წყლის შეხება ერთი დიდი სიამოვნება იყო.მანამ ინებივრა წყლის ქვეშ,სანამ სიცივემ არ აიტანა ამ სიცხეში.პირსახოცი მოიფარა და ფეხისწვერებზე სიარულით გამოვიდა ოთახში.გარდერობთან დადგა და სასურველი ტანსაცმლის ძიება დაიწყო.მოკლე ჯინსის შორტი და წვრილ ბრეტელიანი მაისური გამოიღო.სწრაფად გადაიცვა ტანზე,თმა ოდნავ შეიმშრალა პირსახოცით და ხელით აიჩეჩა.ქერა თმა აქვს და ძალიან სჭირდება მოვლა.ამდენხანს სულ ისწორებდა და სულ დაეწვა.მერე რამდენჯერმე შეიჭრა კიდეც,დამწვარი ბოლოების მოსაშორებლად.ათასნაირ ნიღაბს ხმარობს,თმას პირველადი ეფექტი რომ დაუბრონს.თანდახან გამოსდის კიდეც.ამიტომ არანაირ თმის შრობის და სწორების საშუალებებს აღარ იკარებს თავზე.კიდევ ერთხელ დატრიალდა სარკის წინ და ქვემოთ ჩავიდა.გეზი სამზარეულოსკენ აიღო და თვალები გაუფართოვდა ლამაზად გაწყობილი სუფრა რომ დაინახა.იქ მხოლოდ დემე და აკო იყვნენ.ანუ აშკარა იყო ბიჭები კარგი კულინარები ყოფილან.ვიზუალურად ასე ჩანს,მაგრამ გასინჯავს და დანარჩენში მერე დარწმუნდება
–ეს თქვენ გააკეთეთ?–ეჭვების გასაფანტად მაინც იიკითხა და სუფრას მიუჯდა
–დემემ,მე უბრალოდ ვეხმარებოდი–თავი დაიძვრინა აკომ და დემეზე მიუთითა
–ამ ყველაფრის ჭამა შეიძლება?–სუფრას თვალი მოავლო და ხელით კერძებზე ანიშნა
–არა,მოგწამლავს–სრული სერიოზულობით თქვა დემემ
–ასეც ვიცოდი–მხრები აიჩეჩა და საზურგეს მიეყუდა.ამ დროს ოთახში ანო შემოვიდა და გაოცებისგან პირი დააღო
–დემე,დღეიდან შენ მოამზადებ ყველაფერს.ამას კატეგორიულად ვითხოვთ მე და ჩემი შვილი–განაცხადა და სუფრას მიუჯდა.მერე მადიანად გაიქანა ყბაში დემეს საფირომ სალათი და მოწონების ნიშნად ცერა თითი აწია.ნენე კარგა ხანს უყურებდა საწყალი თვალებით გემრიელად მოვახშმე ანოს და ნერწყვებს ძლივს იკავებდა
–რაც იქნება,იქნება–დანებებულლმა თქვა და ბლინები დაილაგა თეფშზე.პირველი ლუკმი გასინჯვისთანავე საოცრად მოეწონა,თუმცა ბოლომდე ცდილობდა ეს ყველაფერი სახეზე არ დატყობოდა
–აუღებელი ციხე–სიმაგრეც ავიღეთ–ხმამაღლა გაიცინა აკომ და ცოლის გვერდით დაიკავა ადგილი.მშვიდად ივახშმეს.ყოველგვარი ზედმეტი წაკბენების და საუბრის გარეშე.მერე მშვიდადვე ითავა სუფრის აალაგება და ყველანი მისაღებში გაუშვა.საქმეს რომ მორჩა ყველაფერი თავის ადგილას შეაწყო და ისიც შეურთდა დანარჩენებს.დაღლილი ჩაესვენა სავარძელში და მოკინკლავე ანოს და აკოს გახედა.
–ნენე უთხარი,რომ რომანტიკული დრამა სჯობს–თვალებით ეხვეწებოდა ანო მისი მხარე დაეჭირა
–ბიჭებს საშინელების ყურება გვინდა–აკო დემეს იმოწმებდა და გოგოების წინააღმდეგ იბრძოდა
–აკო,ანო ორსულადაა და მის სურვულს დავემორჩილოთ–თვალებით ანიშნა დაწყნარდიო და ფილმის ჩასართავად ადგა.იცოდა ანოს საყვარელი დრამა რომელიც იყო.თვითონაც იგივე ფილმი უყვარდა.სწრაფად მოძებნა საძიებო სისტემაში "Delibal-შეშლილი შეყვარებული" და ლეპტოპი დიდ ეკრანზე შეაერთა.მშვიდად მოკალათდა თავის ადგილას და სულმოუთქმელად დაელოდა ფილმის დაწყებას.უკვე მესამედ უყურებდა და მაინც იგივე ემოციით ელოდა,როგორიდაც პირველად ყურების დროს.სიგიჟემდე უყვარდა მთვარი როლის შემსრულებეელი ბიჭი.დიდი ხანია უკვე მისი ფანია.მეგობრები და დედა დიდი ხანია ეხუმრებიან დაგტოვებს ეგ ბიჭი გაუთხოვარსო და მართალიცაა.აგერ უკვე მეორე წელია მისი ფანია და სერიოზულად ბიჭისთვის ჯერაც არ შეუხედავს.დემეს თუ არ ჩავთვლით.სწორედ ისაა პირველი,ვინც ჩაათაის სიყვარული გადაწონა.თბილი თვალებით გადახედა დემეს,რომელიც უინტერესო სახით იჯდა და იძულებული იყო გოგონების არჩეული ფილმი ეყურებინა.პირველივე მომენტებმა ისევ ისე ჩაითრია.თვალმოუშორებლად უყურებდა უკვე შესისხლხორცებულ მომენტებს და ბედნიერების ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან.როგორ უნდოდა ასეთი სიყვარული.როგორ ოცნებობდა.ყოველთვის იმედი ჰქონდა,რომ ოდესმე მის ცხოვრებაშიც გამოჩნდებოდა ფილმიდან გადმომხმტარი ბიჭი და მის გაგიჟებასაც შეძლება.წლები გადიოდა,ოცნება კი ისევ ოცნებად რჩებოდა.ერთადერთი ეროტიული მომენტი იყო ფილმში,რომელზეც რატომაღაც თავი ვერ შეიკავა და ინსტიქტურად გახედე ბაბლუანს.დემემაც სწორედ ამ დროს გამოიხედა და თვალებით შეეჩეხენ ერთმანეთს.დემე ზუსტად ისეთი თვალებით უყურებდა,როგორიცად პლიაჟზე.მომთხოვნი,ჭინკებათამაშებული და სითბოშეპარული თვალებით.თითქოს დანაშაულზე წაიჭირესო,სწარაფად გაატრიალა თვალები და ფილმის ყურება განაგრძნო.ბოლო მომენტში უკვე დასიებული თვალებით იჯდა და ანოს ამშვიდებდა,შენთვის არ შეიძლებაო.ბიჭები,როგორც ყოველთვის გოგოების გულჩვილობის და ცრემლების ღვრის მიზეზს ვერც ახლა ხვდებოდნენ და გაოცებულები ატრიალებდნენ თვალებს. აკო ანოს ეხუმრებოდა ასეთი ბიჭი გიზივარ გვერდით და იმ თურქ ს...რზე რამ გადაგრიაო.
ამდენ ემოციას ვეღარ გაუძლო,მეძინებაო მოიმიზეზა და დასაწოლად ავიდა.თან უკვე გვიანიც იყო.კარი მიიკეტა და გულაღმა დაემხო საწოლზე.ცოტახანი გაშტერებული იწვა დ ჭერს უაზროდ უყურებდა.მერე გონს მოვიდა,ადგა მოკლე პენუარი ჩაიცვა და საწოლში შეწვა.საერთოდ არაფერზე და არავიზე ფიქრის თავი არ ჰქონდა.იმდენად იყო დაღლილი მაშინვე ძილი მოერია.ის ის იყო თითქმის ჩაძინებას აპირებდა კარის გაღების და მერე ნაბიჯების ხმა რომ მოესმა.შიშისგან გული ლამის საგულედან ამოუვარდა.ისედაც ძალიან მშიშარაა.საოცარია ახლა მარტო რომ წვება ოთახში.უბრალოდ სცხვენია და სხვა გზა არ აქვს თორემ ანოს და აკოს მიუწვებოდა გვერდით.ნაბიჯების ხმა მის საწოლთან რომ შეწყდა და მერე საწოლი ერთ მხარეს ჩაიზნიქა,მაშინ მიხვდა რომ შიშის მიზეზი არ ჰქონდა და არავინ აპირებდა მის მოკვლას და მოტაცებას.ზღვის ინციდენტის და დემესთან დადებული შეთანხმების გახსენებაზე ოდნავ ჩაეღიმა.
–რატომ დაწექი უჩემოდ?–ჩუმი ჩურჩული მოესმა
–შენ უნდა შეგთანხმებოდი?–წელზე შემოხეული დემეს მხურვალე ხელების შეხებისას სიტყვები ძლივს გადააბა ერთმანეთს
–აწი შემითანხმდები–კიდევ უფრო მიეკრა უკნიდან და სახე მის თმებში ჩამალა
–აუცილებლად–უნდოდა ირონიულად ეთქვა,მაგრამ განცდილი სიამოცნებისგან კნავილი უფრო გამოუვიდა.დემეტრეს მხურვალე სხეულის შეხებისას სისხლმა უკუსვლით იწყო მოძრაობა.გული ახმაურდა და ტანზე ბუსუსებმა დააყარა.ძალიან უნდოდა თავის შეკავება,თუმცა თავისივე სხეული ყიდიდა.პატრონის წინააღმდეგ ამხედრებულ სხეულს ვერ იმმორჩილებდა.დემეც თითქოს ნენეს შინაგან მდგომარეობას ხვდებაო და ცეცხლზე ნავთს უსხმადა.თითებს ნაზად ამოძრავებდა მის მუცელზე და ტუჩებს ზურგზე დააცოცებდა.სადაც იყო განცდილი სიამოვნებისგან იფეთქებდა და ათას ნაწილად დაიშლებოდა.აქამდე ასეთი რამ არასდროს განუცდია.არასდროს მოუშვია მამაკაცი ასე ახლოს.თან ამ ყველაფერს საყვარელი მამაკაცისგან რომ იღებ და განიცდი სულ სხვა ელფერი აქვს.სისხლის სხვანაირად ჩქეფს ძარღვებში და ვნებებიც განსხვავებულ სახეს იძენენ.
–მშვიდად პატარავ,მშვიდად–დემეს ხმამ ვარდისფერი სამყაროდან დააბრუნა და სირცხვილის გრძნობა დაუბრუნა.გრძნობა რომელიც ჯანდაბაში გაგზავნა თავისდაუნებურად.ნელ–ნელა პულსიც მწყობრში ჩადგა და ბაბლუანმაც შეწყვიტა ტუჩების და ხელების მის სხეულზე ცეცება.გრძნობდა რომ ბედნიერებისგან სადაც იყო გული გაუსკდებოდა.ერთო ღამისთვის ზედმეტი სიხარული ხვდა წილად.საყვარელი კაცის მკლავებში მოქცეული ყველანაირი სექსუალური კავშირის გარეშე განიცდიდა ვნებების ქარიშხალს და გონებაში ათასჯერ წარმოდგენილი სექსუალური აქტის სიამოვნებას.აი ეს იყო ბედნიერების განცდა,რომელიც პირველად დააკავიშირა წიგნებში წაკითხულთან და გონებაში ჩაძინებამდე მხოლოდ ერთი ფრაზა უტრილებდა "ბედნიერება წვრილმანებია".



№1  offline მოდერი D-roni

ვაინრეე არ მყოფნის !
გავაფრენ!
გავგიჟდები!
აღტაცებული ვარ !
ვაიმე ჩემო ტკბილო ვგიჟდები მე ამათზე !
იუმორი ნუ გაქვს და გაქვს!
და ეს ზე ცხელი დემე ისე მომწონს მე ავთუხთუხდი აქ ! დ
ზუსტად დემესნაირი ბიჭი მინდა!
ეს ნენეც როგორი საყვარელია! მიკლედ შენ ხარ სასწაული! ❤️

 


№2  offline წევრი kiko

რა კარგია <3 დემეტრე როგორ მიყვარს ძალიან სასწაულო ვინმეა რა :დ <3

 


№3  offline წევრი casas

D-roni
ვაინრეე არ მყოფნის !
გავაფრენ!
გავგიჟდები!
აღტაცებული ვარ !
ვაიმე ჩემო ტკბილო ვგიჟდები მე ამათზე !
იუმორი ნუ გაქვს და გაქვს!
და ეს ზე ცხელი დემე ისე მომწონს მე ავთუხთუხდი აქ ! დ
ზუსტად დემესნაირი ბიჭი მინდა!
ეს ნენეც როგორი საყვარელია! მიკლედ შენ ხარ სასწაული! ❤️

ჩემო ერთგულოო

kiko
რა კარგია <3 დემეტრე როგორ მიყვარს ძალიან სასწაულო ვინმეა რა :დ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent