მარტოსულობის უპირატესობა (თავი 5)
ბათუმში პირველად ვიყავი, არ წარმომედგინა თუ ასეთი ლამაზი იქნებოდა, ჰორიზონტზე დიდად გაშლილი მოკამკამე ზღვა.. მე და დედა ერთად ვსეირნობდით, სანდრო კი თავისი სტიქიებით გართული იყო და მარტო დაიარებოდა, არა, ვიცოდი რომ რაღაც აწუხებდა, მაგრამ იმისთვის რომ მეკითხა, გამბედაობაც არ მყოფნიდა!! ამ დროს მომწერა ანიმ, აინტერესებდა როგორ ჩავედი და შევყევით ლაპარაკს, მომიყვა ახალი ამბები ჩვენს უბნელ გოგოზე რომელიც ძალიან პოპულარულია თავისი გახრწნილი საქციელებით და დაპყრობილი აქვს Facebook-ი (იცინის), იმდენი ვილაპარაკეთ მასზე და მის უკვე ყოფილ შეყვარებულზე, საწყალი ალბათ სლოკინისგან იტანჯება (იცინის), როგორც იქნა განვიხილეთ ყველა თემა და ჩვენი საუბარიც დასასრულს მიუახლოვდა.. ანი: ხოდა მოკლედ ესეთები ამბები ხდება ლიიზ, შენ როდის აპირებ ჩამოსვლას? ლიზა: არვიცი ანი, გაგაგებინებ რომ დავაპირებ ჩამოსვლას, უკვე მომენატრეთ ანი: ჩვენც მოგვენატრე ლიზაა იმედია მალე ჩამოხვალ, რუსკა ვეღარ ითმენს.. ლიზა: რას ქვია რუსკა ვეღარ ითმენს? რას გულისხმობ?! ანი: აა, არაფერი ისეთი, არ მომაქციო ყურადღება, თავი მტკივა და.. ლიზა: თავის ტკივილი რა შუაშია ანი აქ?! მითხარი რას მიმალავთ?! ანი: ჯობია რუსკამ გითხრას ლიზა ლიზა: და შენ რატომ არ გინდა მითხრა, განა ასეთი რა უნდა იყოს, რომ ვერ მეუბნები? კარგი, ის მაინც მითხარი რას ან ვის ეხება?! ანი: რუსკას ეხება.. ლიზა: კარგი!! მერე შეგეხმიანები ანი, გავდივარ. ანი: კარგი, დროებით ლიზ, მიიყვარხარ! წარმოსახვაშიც კი არ მქონდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო, თანაც ისეთი რომ, ასე ვერ მეუბნებოდნენ. აზრზეც ვერ მოვდიოდი. არ ვიცოდი რა მეფიქრა, რუსკაც არ ჩანდა რომ მეკითხა, არადა ვამჩნევდი რომ რაღაცა ხდებოდა ლევანის და რუსკას თავს, არც კი მინდოდა რამე ცუდზე გაფიქრება. ლევანი გამოჩნდა და მივვარდი.. ლიზა: ლევანიკოო!! ლევანი: რა იყო ლიზა? მოხდა რამე? ლიზა: არა, არაფერი. რამე ხო არ გაქვს სათქმელი ჩემთვის? რას ვეკითხებოდი, მე თვითონაც არ ვიცოდი, ან რატომ... ლევანი: ლიზა, რისი გაგება გინდა? ლიზა: მისმინე, რუსკა კარგადაა? ან, შენ და რუსკა? მოკლედ, ყველაფერი ვიცი და ამიტომ მინდა რომ, მითხრა ყველაფერი, შენი და ვარ, ასეც რომ არ იყოს, ბოლოს და ბოლოს, ჩემი საუკეთესო დაქალია და არ დამიმალო არაფერი. ლევანი: ლიზა მისმინე! არც დავაცადე რამის თქმა.. ლიზა: გისმენ ხოო, მითხარი მიდი.. ლევანი: არ მცალია, კარგად. ლიზა: მადლობაა! ხანდახან მაოცებ ისე მაგრძნობინებ სიყვარულს! სიმართლე გითხრათ, ძალიან მეწყინა მისგან ასეთი საქციელი, საერთოდ ყველაფერი ადვილად მწყინს, ამიტომ ბუტიასაც კი მეძახიან. აი თუნდაც ლუკასთან მიმართებაში. ვცადე რუსკასთან დაკავშირება, მაგრამ ამაოდ, მობილური გამორთული ჰქონდა და საიტზეც ვერ გამოვიჭირე. ჩვენ კი ზღვაზე უნდა გავსულიყავით და გავემზადე, მოკლე, კოპლებიანი კაბა ჩავიცვი და თმებიც გავიშალე. წიგნიც და სათვალეც წამოვაყოლე, ზღვის ნაპირზე ჯდომას, სიმღერების მოსმენას და წიგნის კითხვას არაფერი სჯობს, ირგვლივ მოკამკამე ზღვა, აქა იქ ზღვის ნაპირების ხმა, როდესაც წყალი მოექცევა ერთ ნაპირს და კლდეს ეჯახება, გაშლილ ჰორიზონტზე კი მზე, რომელსაც მოწითალო ფერი აქვს და უკვე ჩასვლას აპირებს. ბულვარში დავჯექით, დედას ლეილა დეიდა შეხვდა და ლაპარაკი გაუბა, გახსოვთ ხო ლეილა დეიდა? მატარებლის თანამგზავრი, ჩემს გათხოვებაზე რომ ლაპარაკობდა და თავად ოცდასამი წლის გოგო უზის სახლში მობილურში ჩავრთე სიმღერები, ყურსასმენები გავიკეთე და ამ დროს რაოდენ უჩვეულოც არ უნდა იყოს, ვხედავ ლუკას, დიახ, იმ ლუკას მე რომ მოვწონვარ. პირი ღია დამრჩა, ვერ დამინახა, მე კი პირი ღია დამრჩა და აღტაცებული დავრჩი, ვიღაც გოგოსთან ერთად იყო, ისეთი თბილი სიტყვებით იხსენიებდა, ხელ ჩაკიდებულები დასეირნობდნენ. მინდოდა მივსულიყავი და ყველაფერი მეთქვა რასაც ვგრძნობდი მაგრამ, გამახსენდა რომ დედაც ჩემთან ერთად იყო და თავი შევიკავე. მადლობა ყველას ვინც კითხულობს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.