შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დილის არომატი - 2


17-10-2016, 21:24
ავტორი D-roni
ნანახია 2 378

სახლში ასული პირდაპირ სააბაზანოსკენ წავედი , მოწესრიგებისა და ცხელი შხაპის გარდა ვერაფერი მიშველის.
თხელი, სრიალა, გრძელი , აბრეშუმის პერანგით დავფრიალებ ოთახიდან ოთახში და აჟიტირებულს დაძინება მიჭირს.
ფანჯარასთან მინის ჭიქით ხელდამშვენებული მივდივარ , შემდეგ აივნისკენ მივფრატუნობ და იქვე მოთავსებული სარწეველისკენ მივიწევ.
შიგ მოთავსებული გემრიელად ვიყურსები ადგილზე და ოდნავ ხმადაბალზე ვრთავ მუსიკებს.
არ ვიცი , რამდენი ხანი ვარ ამ მდგომარეობაში და როდის მათენდება თავზე თუმცა , ვგრძნობ როგორ მიჭყიტინებს თვალებში მზის სხვივები.
გაკვირვებული დავყურებ ჩემს ტანზე მოთავსებულ პლედს და ძილისგან გაბრუებული საწოლისკენ მივლასლასებ.
უსულოდ ვეცემი ზედ და ვფიქრობ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აქედან ვერანაირი ძალა ვერ ამიღებს!
^^^
საღამოს თვალების ფშვნეტით ვდგები ფეხზე და საწოლზე მიგდებულ პლედს გონს მოსული ვავლებ ხელს.
გაოგნებული ვიხსენებ გუშინდელ დღეს და უნებურად მახსენდება "ჩემი მანიაკი"...
აღელვებული ვგრძნობ , როგორ მიტანს კანკალი და ვცდილობ შიშს არ ავყვე ... აშკარად არც მაქვს მიზეზი არა ? ჩემი მოკვლა , რომ უნდოდეს ან რაიმე ცუდი განზრახვა ამოძრავებდეს ღამით აივანზე მძინარეს პლედს არ გადამაფარებდა ...
ანდაც რა ვიცი , რომ ეს ისაა და არა სხვა ? ...
თავს ვაქნევ და შიშით გავდივარ მისაღებში , ამ სახლში მარტო დარჩენა შიშთან ასოცირდება !
მობილურს ვიღებ და გოგონებს ვურეკავ , ახლა ყველაზე მეტად მჭირდება მათი ნახვა და მათთან საუბარი!
^^^
მოკლე , ფრიალა სარაფნის ამარა გავდივარ სადარბაზოში და კარს ვკეტავ.
სიცილით დავყურებ ჩემს სანდლებს და მახსენდება , ბავშვობაში რამდენჯერ გამოვსულვარ სკოლაში წასასვლელად გამზადებული ჩუსტებით და უჩანთოდ.
მზერა იქვე კართან აყუდებულ ერთ ცალ ვარდს ავატარ-ჩავატარე და თავბრუ დახვეული მივეყრდენი ხელით კარს .
არა !
ეს უკვე მეტისმეტია ...
ვიღაც ძალიან მწარედ მეთამაშება !
ვარდს ისე ვტოვებ და ქვემოთ ჩავდივარ , ნუცას მანქანაში ვხტები და გვერდით დასკუპებულ ნინას ლოყაზე ვაკოცე და ჩემსკენ გადმოწეულ წინ მჯდომ თეკოს შუბლზე ჩამოკონწიალებული კულული გავუსწორე.
- სად მივდივართ ? - იკითხა ნუცამ და სარკიდან რაღაცას გააყოლა თვალი . - ვაიმე დედა!
- რა მოხდა? - უკან მიიხედა თეკომაც და თვალები დაქაჩა. - ნუცა კარგი მანქანაა , მაგრამ ისეთი არაა ვაიმე დედაო რო იძახო ... - სიცილით ჩაილაპარაკა . - მდა , არადა მართლა ვაიმე დედაა ...
- ისა , ელენე კივილი არ ატეხო და ის შენი მანიაკის მანქანა არ არის ? - სვლას შეუნელა და მეც დენდარტყმულივით გავიხედე უკან.
ჩაბურულ მინებში ვერაფერი გავარჩიე , თუმცა თეკოს ხელს მაგრად ჩავეჭიდე.
- გუშინ ღამე აივანზე ჩამეძინა სარწეველაში , პერანგით დავიძინე თუმცა პლედით გამეღვიძა ... ახლა , რომ სახლიდან გამოვდიოდი , კართან ვარდი დამხვდა აყუდებული ...
- აშკარად შენი უბნიდან მოდის ... - თეკომ თავი ნუცასკენ მიატრიალა , რომელიც ლამის შუა ტრასაზე გაჩერებულიყო.
- ჩქარა წადი ... მაქსიმალურად ჩქარა ნუცა ! - კანკალმა ამიტანა და გავღიზიანდი ... უკვე ზედმეტებში გადადის!
- რა გაბრაზებს არ მესმის ... - ფხუკუნით იწევა ჩემსკენ თეკო.
- ვაიმე მაღიაიანებს ხალხნო , რა წესია ღამით სახლში შეჭრა და ასეთი გამოხატვა შენი გრძნობების ?!
- კარგი ხო დამშვიდდი ... - სიცილით მამშვიდებს ნინა და მეც საზურგეზე ვწევბი .

- რა ბიჭია გახედეთ ... - კაფეში შემოსულ სამ ბიჭზე მიგვანიშნა , რომლებიც ზურგით იდგნენ და მოსახერხებელ ადგილს ეძებდნენ.
- სად დაინახე ახლა მაგის სიმპატიურობა ? - ეკითხება ნინა .
- ჭკვიანო , ახლა გაბრუნდნენ ! - თეკომ თვალები დაუჭყიტა და მანაც ხმადაბლა ჩაიცინა.
- ვაიმე დედა ვოლ 2 ! - ნუცამ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ახლა უკვე მეც ავწიე მენიუდან თავი.
- ეს რა , სულ გაგიჟდა ?! - გაბრაზბულმა გამოვცარი კბილებში და ნერვებმოშლილი წამოვდექი ფეხზე.
- დაჯექი ! - თეკო ხელზე დამექაჩა და სიცილით გადაატიალა თვალები . -ახლა მითხარით , რომელია ის მანიაკი ?
- აი მობილურს , რომ ათამაშებს და იცინის ... - ნუცამ უპასუხა და ნინა ჩემსკენ გადმოწვა.
- ღმერთმანი , გვიმრავლოს ასეთი მანიაკები მსოფლიომ! - სიცილით მაკოცა ლოყაზე და ამ დროს გამოგვხედა ერთ-ერთმა.
- ცოტა მაკლია , რომ არ ვცემო ! - თვალები დავქაჩე და მიმტანს დალაგებული სახით ავხედე.
- რას ინებებთ ? - გვკითხა და რაღაცნაირად გამიღიმა.
- ესეც ... ღმერთო რა დავაშავე?- ვიკითხე და თავი ჩემთვის ჩავხარე.
- უკაცრავად, ეგეთი არაფერი გვაქვს...- ცალწარბ აწეულმა შემომხედა და მზერით მითხრა ვიღაცაში გეშლებიო.
მის ნათქვამზე ისეთ ხმაზე ამიტყდა სიცილი, მასაც გაეცინა.
გოგოებიც ამყვნენ და მთელი კლიენტურა ჩვენ გვიყუებდა.
- ვაჩე!- მენეჯერი მოვიდა ჩვენს მაგიდასთან.-გითხარი არ არის საჭირო , კლიენტებთან ერთად ბოლო ხმაზე სიცილი საჭიროთქო!
თვალი იმისკენ გავაპარე და გამეღიმა , როგორი ძარღვებ დაბერილი გვაკვირდებოდა ორივეს.
- რას ამბობთ ...ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი მომსახურე პერსონალი ...იცით თუ ეს ახალგაზრდა სულ ასეთ ხასიათზე იქნება აუცილებლად ძალიან ხშირად გესტუმრებით!
- რა თქმა უნდა...-დაბნეული მენეჯერი როგორც გავიგე ვაჩეს სიამაყით უყურებდა.
- ახლა კი.... ვაჩე მე შენს გემოვნებას ვენდობი...რაიმე ხილის ნამცხვარი მომიტანე და ასევე ხილის წვენი ! - ღიმილით ავხედე და მანაც სიცილით დამიქნია თავი.
^^^
კარგ ხაისათზე დამდგარი გამოვედი კაფიდან და ნუცას თვალებისფახულით გადავხედე.
- რა გინდა?-სიცილით მკითხა და მეც კისკისით გამოვგლიჯე გასაღები ხელიდან.
-

- აპ,აპ!- საჭისკენ წავიდა და მეც გაბრაზებული გავყევი.
-დამსვი შე გათახსირებულო! - სიცილით გავწიე და მე ჩავჯექი , ამ დროს ბიჭებიც გამოვიდნენ კაფიდან.
- ელენე, დალეწავ მანქანას და დაგლეწავ შენ ! - დამემუქრა და გვერდით მომიჯდა.
- მპუა , მპუა!

- გინდა წავეგონკავოთ ? - ფანჯრები ჩავწიე და სიმღერა ჩავრთე.
"Ariana Grande - Into you"
- ელენე ! -ნუცამ წაკივლებაღა მოასწრო და ხელით მაგრად მოეჭიდა ხელის ჩასაკიდს.
სიცილით ავიღე ყველაფერი და ირონიული ღიმილით გავხედე გვერდით შუქნიშანზე ჩამომდგარ მანქანას .
მამაკაცი ნიშნისმოგებით მიღიმოდა და წარბებს ათამაშებდა.
მხრები ავიჩეჩე და სიმღერას უფრო ავუწიე.
მისამღერის დაწყება და ჩემი "აძიგძიგება" ერთი იყო!
ეს , რომ შეიგრნოთ ზუსტად ამ სიმღერას და მის მისამღერს უნდა მოუსმინოთ!
ცეკვა ცეკვით დავქოქე მანქანა და ისე ჩავუქროლე შავ მერსედესს ნერვებაწიოკებულმა ნინამ კივილი მორთო , შეანელე გავგიჟდიო.
კისკისით შევიყვანე მანქანა ეზოში და იქიდან ისე გადმოვხტი სიმღერა არც კი გამომირთავს.
ეზოში ცეკვა დავიწყე და უკანალი სასაცილოდ გავუქნიე თეკოს.
სიმღერა სიმღერით ვცეკვავდი და უკან - უკან მივდიოდი.
ისე შევეჯახე რაღაც მკრივს თვალები გადმომეფშვნა გუგებიდან.
გაკვირვებულმა გავხედე უკან მდგომს და შიშისგან შემხტარი პირდაპირ მის ხელებში ჩავესვენე.
- თორნიკე!-ბოხი ხმა გავიგე და თვალებში ავხედე,ნაცრისფერი თვალებით ზემოდან დამყურებდა და საერთოდ არ აინტერესებდა ის ფაქტი , რომ ვიღაც მისი სახელის ძახილით სადღაც შუაზე იხეოდა.
- ღმერთო შენ მიშველე... - ჩავიჩურჩულე ხმადაბლა და ახლა გავაანალიზე , რამდენად მომწონდა მისი ტუჩები.
- მოგწონს? - მკითხა , თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდა.
სირცხვილისგან სახე სად ჩამემალა არ ვიცოდი ,თითქოს მისი ეს სითამამე ძალიან მომწონდა და მიზიდავდა...
თითქოს ეს მისი იდუმალება გულს მიჩქარებდა , ისე მივყავდი მისკენ... ისე , რომ გააზრების უნარიც კი დამეკარგა.
- იქნებ წამომაყენო? - ისე ჩავილაპარაკე მისი ტუჩებისთვის თვალები არ მომიშორებია .
- სანაცვლოდ რას მივიღებ ? - ჩახშულად მკითხა და ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამისვა.
- ძალიან სასიამოვნო რაღაცას ...- მეც იგივენაირად გადავატარე მის ქვედა ტუჩს საჩვენებელი თითი და ვიგრძენი , როგორ დაეჭიმა წელზე მოხვეული ხელი .
- გასამრჯელო წინასწარ ! -თქმა არ დამცალდა , ვიგრძენი როგორ შეეხო მისი რბილი ბაგეები ჩემსას და გაოცებული და ისედაც ერთ ადგილზე გაშეშებული უფრო მივიყინე და მხოლოდ ჩემს სხეულში ჩაღვრილი ცხელი ლავა ვიგრძენი , რომელიც შიგნებულობას მთლიანად მიწვავდა და ეს ყოველივე ისე მსიამოვნებდა ჩემი თავი ავადმყოფათ გამომყავდა.
გონზე მოსულმა თვალები მაგრად დავახამხამე და მივხვდი , რომ აშკარად ბინაში ვიყავი ასული და ჩემს გარშემო მხოლოდ ნინას თითებში მოქცეულ ერთ წითელ ვარდს აღვიქვავდი.
ტუჩებზე თითები გადავისვი და გაბრუებული ჩავესვი სავარძელში.
- მაკოცა ... - თეკოს ფრჩხილებს დავუწყე თამაში და ნუცას გავხედე , რომელმაც ლარნაკში ჩასხმული წყალი მაგიდაზე დადგა.
ვერაგულმა აზრებმა შემომიტია , ლარნაკს ხელი დავავლე დაა აივანზე გავედი .
ის ის იყო , შავ სპორტულებში გამოწყობილი ბიჭისთვის წყალი უნდა გადამესხა , ზემოდან რომ დამესხა გაყინული წყალი.
გაოგნებულმა ავიხედე ზემოთ და მოაჯირებზე ხელებგადაჯვარედინებული თორნიკე შემრჩა ხელში.
თვალები დავაკვესე და სწრაფად შევვარდი სახლში , კარი გამოვიკეტე და გაბრაზებული ავვარდი ზედა სართულზე.
კარზე დაკაკუნებაც არ დამცალდა , რომ ინერციით გადავვარდი სივრცეში და ბინაში "შეგდებული" დაკეტილ კარს ავეყუდე სველი , მოშიშვლებული ზურგით.
- ეს ... ეს , რამდენს ბედავ ?, ამიხსენი...-სიტყვები ისევ ბაგეებშივე გამეყინა და გაოცებული მივაჩერდი თორნიკეს, რომელმაც თითით თმა გადამიწია და ლოყაზე მომეფერა.
- ნეტავ იცოდე , რამდენ ხანს გგეგმავდი ! - გაურკვეველი სიტყვები და მთლიანად ამოყირავებული შინაგანი სამყარო.
5 სიტყვა და გადასხვერებული მე ...
სახეზე ფერები გადამივიდა , ვიგრძენი როგორ ამაკნაკალა და ეს ნმადვილად არ იყო სველი ტანის სამოსის ბრალი!
მისი მოხვეული ხელი და ერთმანეთზე ახურხლული ორი სხეული მთელს არსებას მიწვავდა ...
ფიქრებშივე გავიყინე , თითქოს ნერვებმა მიმტყუვნა ... სუნთქვა გამიხშირდა , ლოყები ამიწითლდა ... ღაწვებზე ალბათ ცისარტყელის ფერი მედო ...
ენა დამება , გულმკერდი ღრმა ოხვრისგან ამომივარდა...
ნაფლეთებად ქცეული სამყარო და დაბნეული მე...
ვერც კი ვიაზრებ უნდა გამიხარდეს თუ უნდა მეწყინოს ...
- ვერც კი წარმოიდგენ , რამდენ ხანს იგეგმებოდი ჩემს ცხოვრებაში!
ტონი თბილი და მხურვალე გაუხდა.
მივხვდი მალე , სული ამომივარდებოდა სხეულიდან...
მთელი არსება ათრთოლდა , თითქოს გავითიშე , თითქოს შევიცვალე ...
დაბნეულმა ჩავაცოცე მზერა მისი ხელისკენ , რომელიც მთელი ძალით მიჭერდა თეძოზე თითებს.
მაშინვე მოადუნა გრძელი თითები და თბილი ღიმილით გამიშვა ხელები.
ყველაფერს ისე ფრთხილად და ნაზად აკეთებდა , გონება უფრო და უფრო მეთიშებოდა...
ვინანე, ვინანე რომ საერთოდ წამოვედი რაჭიდან!
ვინანე,ვინანე რომ გედენიძეს გამო მეორე და ყველაზე დიდი პრობლემა გავიჩინე თორნიკეს სახით...
- ბოდავ ? - სიცილით ვკითხე და გონზე ძლივს მოვედი.
- რამე მეტყობა ?- სახეზე ბრაზი დაეტყო.
- აბა რას მგეგმავდი, რას ნიშნავს მგეგამვდი ?-ღიმილით ვკითხე და ოდნავ უკან წავიწიე.
ადგილზე გაშრა, არ ელოდა ჩემს ასეთ რეაქციას...
გაბრაზებული ვარ , ძალიან გაბრაზებული ვარ რომ ასე მოიქცა , ასე შუა ეზოში მომვარდა და მაკოცა...
წყალი გადმომასხა , სახლში შემოიპარა ... იმ ვარდზე გავბრაზდი , იმ პლედზე და დატოვებულ შუქზე გავბრაზდი!
გადათელილ თავმოყვარეობაზე გავრბრაზდი , მანიაკურ ქმედებებზე გავცოფდი!
ჩემს თავზე გავჩერდი , თავზე რომელიც მე ... თვით მეც კი მაღიზიანებს!
ამ ჩამოუყალიბლებლობის გამო მაღიზიანებს ... მაღიზიანებს იმიტომ , რომ არ მეზიზღება, ვერ ვბრაზდები ... ვცოფდები , როცა მისი თვალები ყველაზე დიდი ქრთამი ხდება ჩემი გამყიდველი არსებისთვის!
- ენდე და დააფასე ადამიანი , ვისაც შენში შეუძლია3 რაღაცის დანახვა ...
სევდის - ღიმილის მიღმა...
სიყვარულის -სიბრაზის უკან ...
და ... სათმელის - დუმილის დროს!
მისი სიტყვები ისევ ჰაერში მყინავს , არ ვიცი რას მიშევება მაგრამ...მისი ეს ნაცრისფერი თვალები ყველაზე დიდი ზემოქმედებაა ჩემთვის.
- არ მესმის შენი , არ მიცნობ ... არ გიცნობ , როგორ შეიძლება დიდ ხანს მგეგმავდე შენს ცხოვრებაში ? , არ მესმის როგორ შეიძლება დაინახო ჩემი სევდა , ამოფარებული ღიმილის მიღმა , სიყვარული , არ არსებული სიყვარული სიბრაზის უკან და არაფრად ღირებული სათქმელი დუმილის დროს?!
- სევდა , რომელიც ყველას ემალება და ღამ-ღამობით ჩუმად გამოდის ნასახლარიდან? ვერ გააზრებული სიყვარული ? თუ სიბრაზე და თავმოყვარეობა , რომელსაც დუმილით თუ არა ირონიით აკიაფებ?
- რა ?... - დაბნეული სიტყვას ვერ ვძრავ. - ღმერთო ახლა სულს განვუტევებ !
- რა მოგკლავს , როცა იცი რომ ამ გულს ძალიან უყვარხარ და მისი სასუნთქი წყარო ხარ ? - ლოყაზე თითები შემიცურა . -მერე პარკუჭებზეც გადავალ, ჯერ ადვილით ვიწყებ ! - ღიმილით ჩატეხა ტუჩის კუთხე და ვიგრძენი , რამდენად მესიამოვნა მის სახეზე ათამაშებული ღიმილის დანახვა.
- მცვლი და ეს საშინლად არ მომწონს !-ამივიჩურჩულე შეშინებულმა. -მეშინია , ძალიან მეშინია !
- ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება ადამაინი , რომელიც მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის ... რა მნიშვნელობა აქვს , ის მოგაყენებს ტკივილს თუ გაჩუქებს უდიდეს ბედნიერებას ... მთავარია ვერავინ გახდება ისეთი , როგორიც იყო ძველად ... თავის დროზე შენ მე ჩემცვალე , ახლა ჩემი ჯერია!
-ვერაფერს ვიგებ , ჯანდაბა არაფერი არ მესმის!
- ელენ, ცვლილება ცხოვრების მთავარი კანონიაო ნათქვამია !
თუ მას შეუშინდები , აუცილებლად დაკარგავ მომავალს!
- მე შენ არც კი გიცნობ !- ხელი გავაშვებინე და უკან დავიწიე.
- თორნიკე დევდარიანი !
- წავედი ... - დენდარტყმულივით გამოვიხურე კარი და კიბეები ჩქარი ნაბიჯებით ჩავირბინე.
ვ გ ი ჟ დ ე ბ ი !

____

გადახედვის დროც კი არ მაქვს , იმედია მოგეწონებათ!
ძალიან დიდი მადლობა მახარებთ !!!
ველი თქვენს აზრს !


დილის არომატი - 2



№1 სტუმარი Guest Niki

Kargia kargi,momwons,shenc kai xar,veli shemdegs.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

უჰ კარგი თავი იყო
--------------------
ლანა

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეე ამას რას ვხედავ ტავს მოვიკლავ ეს როგორ გამომეპარა არა რა მოსაკლავი ვარ რა მინდა ცოცხალს ასე მშვიდად დავაბოტებდი დედამიწაზე და აზრზე არ ვიყავი ისტორია თუ დადე rage rage როგორც იქნა რამდენიმე წუთს გამოვნახავ და შენს ცეცხლოვან ისტორიაში ჩავიძIრები bowtie bowtie (ცეკვის სმაილი არაა რა უბედურებაა angry ) ვაიმეე როგორ მომწოოონს იდუმალია და თან შენეულად გიჟური heart_eyes ეს ბიჭი მაგიჟებს სახელი და გვარიც რო მომწონს აუუუ გავგიჟდი მემგონი . ჩემი გრაფიკის მერე ერთიანად ამოხეთქა დადებითმა მუხტმა და აალება მოხდება ჩემი გულის მალე smile
მიყვარხარ მე შენ არა ვგიჟდები შენზე kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№4  offline მოდერი D-roni

Guest Niki
Kargia kargi,momwons,shenc kai xar,veli shemdegs.



მადლობა heart_eyes

La-Na
უჰ კარგი თავი იყო


მადლობა !!! heart_eyes

sameone crazy girl
ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეე ამას რას ვხედავ ტავს მოვიკლავ ეს როგორ გამომეპარა არა რა მოსაკლავი ვარ რა მინდა ცოცხალს ასე მშვიდად დავაბოტებდი დედამიწაზე და აზრზე არ ვიყავი ისტორია თუ დადე rage rage როგორც იქნა რამდენიმე წუთს გამოვნახავ და შენს ცეცხლოვან ისტორიაში ჩავიძIრები bowtie bowtie (ცეკვის სმაილი არაა რა უბედურებაა angry ) ვაიმეე როგორ მომწოოონს იდუმალია და თან შენეულად გიჟური heart_eyes ეს ბიჭი მაგიჟებს სახელი და გვარიც რო მომწონს აუუუ გავგიჟდი მემგონი . ჩემი გრაფიკის მერე ერთიანად ამოხეთქა დადებითმა მუხტმა და აალება მოხდება ჩემი გულის მალე smile
მიყვარხარ მე შენ არა ვგიჟდები შენზე kissing_heart kissing_heart kissing_heart



ვაიმე ჩემო სუნთქვა !!!
მე შენზე ვგიჟდები ! heart_eyes heart_eyes heart_eyes
მიყვარხარ ძალიან და მიხარია ისევ , რომ მომყვები და ასე მელოდები! heart_eyes

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გიჟი და გადარეული ხარ.
მომწონს ეს ბიჭი რაა...
ორონდ იმ თბილისურ ისტორიებს არ დაამსგავსო გთხოვ საიტზე რომ დებს ერთი-ორი. არ დაკარგი შენი ლექსიკა და გიჯურობა.
წარმატებები, ცუციკო

 


№6  offline მოდერი D-roni

ლორელაი
გიჟი და გადარეული ხარ.
მომწონს ეს ბიჭი რაა...
ორონდ იმ თბილისურ ისტორიებს არ დაამსგავსო გთხოვ საიტზე რომ დებს ერთი-ორი. არ დაკარგი შენი ლექსიკა და გიჯურობა.
წარმატებები, ცუციკო



რეალურია და არაფერს დაემსგავსებ პირობას გაძლევ !
მადლობა ლორე heart_eyes

 


№7  offline წევრი S T I L I N S K I

რეალურიო???
მეცმინდ თორნიკესნაირი ბიჭიი (( :Dდდდდ

 


№8  offline მოდერი D-roni

S T I L I N S K I
რეალურიო???
მეცმინდ თორნიკესნაირი ბიჭიი (( :Dდდდდ


კი რეალურია ...
მოგიკვდი :დდ
იქნებ გაიმეტოს ღმერთმა ერთი თოკოსნაირი შენთვისაც , დაველოდოთ :დ
heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent