შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაძიებელი (თავი 8)


17-10-2016, 22:32
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 298

გუშინდელის შემდეგ ლუკასს თავიდან ვერ ვიგდებ, ისევ მასზე ვფიქრობ. ვერ ვხვდები რას აკეთებდა სასახლეში ასე გვიან და რატომ მომატყუა. ოთახიდან ჩუმი ნაბიჯებით გავდივარ და კარებს ზურგს უკან ფრთხილად ვხურავ რომ ზედმეტი ხმა არ გამოსცეს. ამ წამს ლუკასსზე უფრო მნიშვნელოვან რაღაცეებზე მაქვს საფიქრალი, როგორიცაა მაგალითად დამალული ბიბლიოთეკა.
იმისთვის რომ საიდუმლო ბიბლიოეკა ვიპოვო მჭირდება მთელი სასახლის სრული გეგმის დაზეპირება იმედია ბიბლიოთეკაში ვიპოვი რაიმე საჭიროს. ჩაბნელებულ კარიდორს ფრთხილად მივუყვები.
ხუთი წუთის შემდეგ მასიური ხის კარის წინ ვდგავარ. როცა ბიბლიოთეკაში შევდივარ პირველი რასაც ვამჩნევ უამრავი წიგნია, წიგნეის სურნელი მაბრუებს და ვიღიმი. დიდი ხანია, რაც აქ არ ვყოფილვარ...
იმ სექციისკენ მივიწევ სადაც სასახლეზე ინფორმაციები ინახება. ამ სექციით არავინ არ ინტერესდება ხოლმე, მაგრამ მისი განახლება ყოველ წლიურად ხდება. მაგრამ წიგნი რომელსაც მე ვეძებ, ძალიან ძველია, გაცრეცილი ყდით და ადვილად ხევადი ფურცლებით. როცა წიგნს ვპოულობ რომელიც მჭირდება იატაკზე ვჯდები და კითხვას ვიწყებ.
***
ჯერ მხოლოდ ორი საათია რაც ვკითხულობ და უკვე ვიცი რომ სასახლეში უამრავი ბუნკერი, საიდუმლო გასასვლელი და სამალავია. მაგალითად სამზარეულოდან, დიდი, ძველი ბუხრის უკან გვირაბია, რომლის გაღებაც სპეციალურ აგურზე ხელის მიდებით შეგიძლია. გვირაბს მისაღებ დარბაზამდე გაყავხარ და იქიდაბ დიდი სამეფო ოჯახის სურათის უკანა მხრიდან ამოდიხარ. მისაღებ დარბაზში, საიდუმლო გასასვლელი კედელშია, რომლის გაღება სპეციალური სანთლის ჩასადების ჩამოწევით არის შესაძლებელი. გვირაბი ბიბლიოთეკამდე მოგიყვანს ან ბაღში გახვალ იქიდან. მთლიან სასახლეში და მის დაბლა უზარმაზარი ლაბირინთებია, რომელში დაკარგვაც ძალიან ადვილია თუ გზა არ იცი.
იმის და მიუხედავად რომ ამ წიგნში ყველაფერი წერია, ძალიან ბევრი ფურცელი აკლია. დიდი ხნის ძებნის შემდეგაც კი ვერ ვპოულობ ვერანაირ ინფორმაციას საიდუმლო ბიბლიოთეკაზე.
როგორც ჩანს კარგად იმუშავეს იმაზე რომ ბიბლიოთეკა მიუგნებელი ყოფილიყო. მაგრამ, მე მჭირდება რომ ის ვიპოვო, შემდეგ კი სახლში დავბრუნდე რომ ნიკოლასის შემდეგი მინიშნბა ვიპოვო. ნიკოლასმა იცოდა ბიბლიოთეკის მდებარეობა? ალბათ იცოდა, რადგან სხვა შემთხვევაში მისი არსებობის შესახებ არ ეცოდინებოდა.
***
ლუკასი მატიას გაბრაზებული სახით უყურებს და ცდილობს აუხსნას თუ რატომ ჭირდებათ. მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ აგებინებს.
-მატიას! -ლუკასი გაბრაზებული უყვირის და თვალებში უყურებს. -ემის სიმართლე უნდა ვუთხრათ ის დაგვეხმარება!
-არა! -მატიასი დაბალი, მაგრამ მკაცრი ხმით იძახის. -ამას ვერ ვიზამთ. ემილიას ამაში ვერ გავხვევთ. მასზე ისედაც ეჭვობენ, რამე რომ მოხდეს მას მოკლავენ.
-რატომ ხარ მაგაში დარწმუნებული? -ჯონათანი სკამზე კომფორტულად ჯდება და მატიას აშტერდება. ის დარწმუნებულია იმაში რომ ემილია მათი ერთადერთი იმედია რომ სინათლე იპოვონ.
-მე ლუკასის და ჯონათანისკენ ვარ. -ედვარდი ჩუმი ხმით ამბობს და მატიასს თვალს არიდებს. -ჩვენ ემილია გვჭირდება, და ეს შენც იცი, რატომ არ გინდა ამის აღიარება? ან რაომ არ გინდა რომ ემილია საფრთხეს ავარიდოთ? ის მაინც გააგრძელებს სინათლის ძებნას და მარტო შეიძლება დაიჭირონ კიდევაც.
-ედვარდი მართალია. -ლუკასი ჩუმი ხმით ამატებს. -ჩვენ უკვე ოთხი წელია ვეძებთ სინათლეს და რადგან ერთად ვართ ვერ დაგვიჭირეს.
-არა! -მატიასი ყვირის და შემდეგ დაბალი ხმით განაგრძნობს. -ჩევნ ვერ დაგვიჭირეს რადგან ვერაფერი ვერ ვიპოვეთ, მან იპოვა და ის ისევ ეძებს. გრანტების სახლი გადაჩხრიკეს იმისთვის რომ მისი ნაპოვნი წერილი ან ნივთი ნახონ, მაგრამ ემილიამ მისი დამალვა მოასწრო. -მატიასი თავს დაბლა ხრის რომ გაშტერებული ბიჭების მზერას თვალი აარიდოს. -ის აქაც მაგიტომ წამოვიდა რომ რაღაცას ეძებს. ემილია რომელსაც მე ვიცნობ სასახლეში ისე არ წამოვიდოდა, ის თავს მოიკლავდა და აქ არ წამოვიდოდა ეს მისთვის მომგებიანი რომ არ ყოფილიყო.
-რას გულისხმობ? -ლუკასი დაეჭვებული ხმით კითხულობს და თავის საუკეთესო მეგობარს უყურებს მომლოდინე მზერით.
-ვგულისხმობ იმას რომ მან ხელჩასაჭიდი იპოვა. -მატიასი ჩუმი ხმით იძახის. -და შემდეგი მინიშნება სასახლეშია.

________________________
ხელოუ გაიზ



№1  offline აქტიური მკითხველი select

აუუ მალე მალეე ვაიმე რა საინტერესოა და სად გაწყვიტეე ერთი სული მაქ როდის დადებ ისე ძალიან ცუდია რომ ცოტა ლაიკები აქ არადა მაგარი ისტორიაა და მე ძალიან მომწონს heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი გიოო

მალე დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent