შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადერა (8)


17-10-2016, 22:38
ავტორი N7
ნანახია 1 940

8
და, როგორი უსაფუძვლოც გინდა ყოფილიყო ჩემი შიში, მაინც იქონია გავლენა მოულოდნელობის ეფექტმა და გული გამიხეთქა ლამის.
როდის მერე გეშინია ჩემი? - სიცილით მითხრა დათომ.
თავიდანვე, - ვაღიარე.
მოკლედ, თუ დაბალ ხმაზე ისაუბრებ, დამავალებ მეც და საკუთარ თავსაც! - სახიდან ღიმილი, ტონიდან კი სირბილე გაუქრა მას.
აქ რას აკეთებ? - სადავეები ძლიერ მოვქაჩე, როგორც კი ხელლში დავიგულე.
როცა ბარში ისეთი მნიშვნელობის ადამიანი, როგორიც შენ ხარ, გონების დაკარგვამდე თვრება, ვალდებული ვარ იქ გავჩნდე და კბილების როლი ვითამაშო. მოვაკეტინო მთვრალს, რომ ზედმეტი არ ილაყბოს! - ბოლო სიტყვები ისეთი მკაცრი ტონით წარმოთქვა, რომ შემაჟრჟოლა, შიშისგან ავცახცახდი.
მოიცა, რამე ვთქვი? - ისტერიკამ შემიპყრო.
თითქმის თქვი. ბედმა გაგიღიმა, რომ შენი დაქალოჩკებიც შენსავე დღეში იყვნენ!
ისეთი ზიზღით საუბრობდა, ისე აუგად, გარეშე თვალი იფიქრებდა, გავყიდე და პოლიციაში ჩავუშვი. თუმცა ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, როგორც არ უნდა დავმმთვრალიყავი, ასე სულელურად მაინც არ მოვიქცეოდი.
ადგა, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ფანჯარასთან მივიდა.
ვიცოდი და ახლაც ვიცი, რომ შარში გაგვხვევ! ვიცოდი… - ბრაზით გამოსცრა კბილებში.
ეგ აღარ გაიმეორო! - სიბრაზე ყელში მომაწვა და მივხვდი, სრულად გამოვფხიზლებულიყავი. - აღარ გაბედო… - მუქარასავით გაისმა ჩემი უკანასკნელი სიტყვები.
თორე რა? - ირონიამ ჩაუტეხა ტუჩის კუთხეები დათოს.
ჯერ ერთი, - გააგრძელე ბრაზით ანთებულმა, - თავად გამხვიეთ შარში, მე, თქვენთვის არავინ. და, როცა შემეძლო პოლიციაში კისვლა და თქვენი მხილება, ეს გა არ ვარჩიე. ვალდებული ვიყავი? - ვეკრ მივხვდი, ისე ავუწიე ხმას, - არა, რა თქმა უნდა, არ ვიყავი და მაინც არ ავირჩიე მარტივი გზა და იგივე არ გაგიკეთეთ… შარი აღარ დაგიმატეთ!
მონოლოგი რომ დავასრულე, მაშინღა მივხვდი, სრულად ვკანკალებდი. ზურგი ვაქციე დათოს, რადგან ემოციებისგან დაცლილს ტირილიღა მინდოდა. მისგან შებრუნებულს ობლად ჩამომიგორდა მარჯვენა ლოყაზე ცრემლი, რომელსაც მარცხენა მოჰყვა და ღვარად იწყო სითხემ ჩემი ორგანიზმიდან თვალების გავლით დენა.
ონკანზე ცხელი წყალი მოვუშვი და პირი ჩამოვიბანე. მაშინღა მივხვდი, რომ ფეხშიშველი ვიდექი მეთლახზე და სიცივე პირდაპირ ძვალ-რბილში მქონდა გამჯდარი. ტანზე დავიხედე, კიდევ კარგი, მემოსა მაინც.
შემობრუნებულის მზერას პირველი რაც მოხდა, თეთრი კონვერტი იყო, მაგიდის განაპირას დაფენილი, ხოლო ბოლოში სხეული… ანკა იჯდა და მომშტერებოდა. თვალები დაეწვრილებინა და ისე მიყურებდა, თითქოს მიყვიროდა, მითხარიო. დავიბენი, სიწითლე ღაწვებს შემოუჩნდა და უხერხულობამ სხეულში დენად დამიარა. ნუთუ ყველაფერი გაიგო? ნუთუ სანამ მე დათოს ამ ახლართულ სიტუაციებში ვარკვევდი, მიხვდა, რომ მიჭირდა? და ახლა სურდა, ყველაფერი გაეგო…
როგორ მიყურებ? - გავიცინე უხერხულად, - რა მოხდა?
ღმერთო, მაწამებდა მისი მზერა და წამის მეასედები მთელ საუკუნედ მეჩვენებოდა.
ვინ იყო? - კითხვა შემომიბრუნა და ოდნავი შვება ვიგრძენი. ვიფიქრე, მხოლოდ დაინახა დათო და დააინტერესა-მეთქი.
გავიცინე. ეს უნდა მექნა, თუნდაც ყველაზე პათეტიკურად.
ჩემი მეგობარია, - ვუთხარი მოკლედ და სკამი გამოვწიე. - ეს ჩემია? - მივანიშნე კონვერტზე.
აბა, ჩემი ხომ არ იქნება?! - აშკარა უკმაყოფილებით შემომიღრინა.
იქნებ არის?! - არ მესიამოვნა მისი ტონი, რომლითაც თითქოს მავალდებულებდა გულახდილი ვყოფილიყავი. ჩვენ ხომ, თუ ვაღიარებდით, არავინ ვიყავით ერთმანეთისთვის?!
არ არის, დამშვიდდი, - მომიჭრა მოკლედ და წამოდგა.
მის დინჯ ნაბიჯებს თვალი მივაყოლე. გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა. კონვერტს მივწვდი და თითები გადავატარე. უცნაურად მომეჩვენა, მუხტი რომ ვიგრძენი შეხებისას. თითქოს აბრეშუმს ვეხებოდი. სახესთან მივიტანე და ლოყაზე ჩამოვისვი. მომეჩვენა, რომ სუნამოს სურნელი სდევდა. ისეთი სურნელი, აქამდე რომ მეგრძნო სადღაც. მერე კონვერტი დავატრიალე. არც ერთ მხარეს არ ესვა წერტილიც კი. შემაჟრჟოლა.
ყავას დალევ? - ზურგიდან ანკას ხმა შემოიჭრა ჩემს ფიქრებში და გაკვეთა ისინი.
კი, - ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი ხასიათზე.
უშაქრო?
ნახევარი კოვზი.
ინტრიგა შემოიპარა და მთელი არსება მოიცვა. ისე მინდოდა წერილის გახსნა, მოუთმენლობისგან მელეოდა სული. წამები კი ისე იწელებოდნენ, როგორც არასდროს.
ფანჯარაში ნელ-ნელა იპარებოდნენ სხივები და ოთახს ანათებდნენ. ყველაფერს მივცემდი, ჩემი ცხოვრებაც ისევ ამ ნათელ ფერებში რომ გაგრძელებულიყო. თან სულის პატარა ნაწილს არც სურდა რუტინულ ცხოვრებას დაბრუნებოდა. მოსწონდა ეს ადრენალინი, ეს არსაით ყოფა.
რაში გაერიე? - კვლავ დამირღვია ფიქრების სიამოვნება ანკამ და მივხვდი, დრო იყო მარტო მეცხოვრა, რადგან დათოს მოსვლა არც პირველი იყო, არც უკანასკნელი.
ანკა, რას ბოდავ? - ბრაზისგან ავენთე.
ვბოდავ? - გაეცინა და სიგარეტს მოუკიდა. - ერთი შენ თავს შეხედე… როგორ აგაფორიაქა იმ კაცთან საუბარმა.
და მივხვდი, რომ მართლა სახეზე მეწერა ყველაფერი. მერე რა, რომ ანკა თითქმის საერთოდ არ მიცნობდა. ესეიგი, უფრო მძიმედ იყო ჩემი საქმე ვიდრე მეგონა.
ანკა, რაღაც უნდა გთხოვოთ რა, - ვუთხარი დამძიმებულმა.
აბა?
სხვა სახლი მოძებნეთ… - გამიჭირდა ამ სიტყვების თქმა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა.

7
ჩაის ფინჯანში ლიმონი ჩავაგდე, კონვერტი ჩავბღუჯე და ოთახისკენ წავედი. კარი ძლიერად ჩავრაზე და ფანჯარათან სავარძელში ჩავეშვი. კარგ წიგნს რომ ვიწყებდი ხოლმე, ასე ვიქცეოდი. და შემეძლო მთელი დღის განმავლობაში დამელია უამრავი ლიმნიანი ჩაი ან ყავა და ამასობაში დამესრულებინა წიგნი. რა თქმა უნდა, რამდენიმე წუთით მელოდა მოწყვეტა ამ ჩემეული, რუტინული სამყაროდან, რადგან შესაძლოა წერილში სულ ორი სიტყვა ყოფილიყო მიჯღაპნილი, მაგრამ ვიცოდი, ამ ორ სიტყვაზეც კი დიდხანს მომიწევდა ფიქრი.
კონვერტს რომ ვხსნიდი, წამიერად თითები ამიკანკალდა. ვიცოდი, რომ ირაკლისგან იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სასიამოვნო ამბის წაკითხვა მელოდა? რა თქმა უნდა, არა.
“ელენა, გამარჯობა.
რა ირონიულია, ოცდამეერთე საუკუნეშიც კი რომ კალმით წერა მიწევს სანთლის შუქზე. გარეთ წვიმს. არ ვიცი, საიდან იპარება ეს ნაზი ხმები, მაგრამ ყურთასმენას ეხლებიან და მსიამოვნებს წკაპუნი. თითქოს რიტმულად ეცემიან დედამიწას, თითქოს ჯარისკაცების მძიმე ნაბიჯებივით ზუსტია, მაგრამ არა… მესმის, როგორ წყდება, იხლიჩება თითოეული წვეთი და ზოგი აგვიანებს დაცემას, ზოგიც კი პიქით, წამზე უსწრაფესად ეხლება მყარ ზედაპირს. თუმცა უკვე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ დედამიწა მყარია. არ ვიცი, როდის ამოტრიალდება, როდის შეიცვლება გრავიტაცია და ზეცისკენ როდის გაგვიტაცებენ უხილავი მაგნიტები. აქ ჩაჯდომით ხომ ზეცა დამემხო, მიწაზე დავენარცხე და ორ სიმძიმეს შორის ფრთები მოვიტეხე. არ გეგონოს, რომ წამით დამვიწყებიხარ. რაც ჩამსვევ, შენზე ვფიქრობ. ყოველ წუთს, ყოველ წამს. აქ ყველაფერი წამის მეასედებში აითვლება. აქ დრო არსებობს საუკუნეობრივად. ნელა, ნელა, კუზე უფრო ნელა მიიწევს ფინიშის ხაზამდე. და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ მისულს დახვდება ოლიმპიური ცეცხლი, გამარჯვებულის თასი და გვირგვინს დაადგამენ. ზედმეტად ირონიულია ცხოვრება, ამ პატარა დადგმას რომ დასჯერდეს.
ჰო, ჩემო ელე… იმედები აქ ცამტვერდებიან. აღარც კი ვიცი, რისი მჯეროდეს, ვის ვენდობოდე. კიდევ მელოდები? განა შეიძლება, მელოდო? არა, მასე არ გასწირო თავი, არ დამელოდო. მინდა, შეეშვა წარსულის სამოსის ტარებას, გაიხადო და დაწვა. თორემ თვითონ დაგწვავს. მე კი არ მინდა, რომ ჩემს მონატრებაში მოკვდე. მირჩევნია მზის სხივებმა დაგიწვან ეგ სპილოსძვლისფერი კანი, ვიდრე ჩემი შეხების სურვილმა.
მე?
ჩემი საქმე წასულია. მზეს ვეღარ ვიხილავ აწი და მზად ვარ შენს სურვილში ჩავიფერდლო. პოეტი ვხდები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და რაც უფრო ვუახლოვდები ამ დიდებულ გვირგვინს, მით უფრო ვკარგავ პიროვნულ სახეს. რადგან არ ვარ დაბადებული უბრძოლველად სიკვდილისთვის. თუმცა კი, აქვს ბრძოლას აზრი?
ნეტავ მქონდეს მიზეზი, ვიბრძოლო და საკუთარი თმის ღერებიდანაც კი გამოვძერწავდი იარაღს. ნეტავ ვიცოდე, რომ აზრი აქვს ყველაფერს…
ელე… ელენა.
იცი? მენატრება ბახტრიონი, დიდებული ბახტრიონი… გახსოვს, როგორ გავიპარეთ და დავბრუნდით, ვერავინ რომ გაიგო? როგორ ნერვიულობდი… და ის სახლი გახსოვს? - ყველა უპატრონო კატა რომ იყრიდა თავს. როგორ არ გიყვარდა კატები და როგორ შეგიყვარდა… კიდევ გიყვარს?
ღმერთო, იწვება ეს სანთელიც. ბჟუტავს და ნესტი აქრობს.
აირჩიე, გინდა გაგრძელება ჩემი ცდის სამოსის ტარების თუ აპირებ გახდას? მე მეორე მირჩევნია შენთვის…
მიყვარხარ და სულ მეყვარები.
რა ბანალური ვარ, ღმერთო…
ხომ გეუბნები, პოეტი გავხდი.
კარგად იყავი, ელ.
შენი ი.ი”

მაპატიეთ.
მიყვარხართ და მიხარის, რომ ხართ.



№1  offline წევრი N7

ანი ანი
ძლივს რამდენი ხანია ველოდები პატარა თავი იყო და ზედმეტად ჩახლართული წერილი ..
მალე დადე აღარ დააგვიანო

ძალიან პატარა თავი არ იყო, რეგულარული... წერილი კი თუ ძალიან ჩახლართული იყო, ესეიგი შეუსრულებია მოვალეობა. ვეცდები მალე დავდო❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№2  offline წევრი An_Gel

ესეიგი,რომ შემოვედი და ეს ისტორია დავინახე,ვიფიქრე თვალი ხომ არ მატყუებსთქო? ვუარე,ვუარე შორიდან და რომ მივხვდი არ იყო "მირაჟი" გავხსენი. მერე ვიფიქრე,ამხელა რატოა,თვალი ხომ არ მატყუებსთქო? მედიდა თავი :დდდდდ . შენ უეჭველად ჩემი სიკვდილი გინდა,მარტო ჩემი კი არა,ყველა მკითხველის. აიი,ამდენი ინტრიგა საიდან მოდის? ვკდები უკვე ინტერესით! ეს საწყალი გოგო რა შარში გაეხვა :( ირაკლი საოცარი პერსონაჟია, ისეთ წერილებს წერს,ან ფანტაზია საიდან აქვს? :დ და რაც მთავარია ეს გოგოა ძალიან მაგარი,რომ ახერხებს და ხვდება მის თითოეულ აუზრს სიტყვებს შორის. ის დათო ნერვებს მიშლის,ამ თავში რაღაც ძაან "გამოხტა", რა უნდა ამ გოგოსგან? მართლა მადლობის მაგიერია? - უმადური! აუუ,ძალიან მაინტერესებს რა ხდება რაა :დ ან "მადერა" რაშუაშია,ან ირაკლიმ რა დააშავა,ან იმ კონვერტში რა იდო,მოკლედ რა,აფეთქდა ჩემი ტვინი! :დ შენ ხარ საოცრება,უნამდვილესი! ვგიჟდები მე შენს წერის სტილზე,ხო იცი რომ ვგიჟდები? მაგრამ გიმეორებ ესე,დაუღალავად :დ კი გეყტოდი ეხლა ახალი თავი მალე დადეთქო,მაგრამ შენ აქ ისეთ უზარმაზარ ინტრიგებს და ამბებს ხლართავ,მალე ვერანაირად ვერ გამოგივა,ამიტომაც გელოდები ხო ხედავ? :დდდდ უუხ,ძაან მიყვარხარ რა მარიამ, უმწერლესი ხარ!! <3 :დ

 


№3  offline წევრი N7

papastatekulosi
ესეიგი,რომ შემოვედი და ეს ისტორია დავინახე,ვიფიქრე თვალი ხომ არ მატყუებსთქო? ვუარე,ვუარე შორიდან და რომ მივხვდი არ იყო "მირაჟი" გავხსენი. მერე ვიფიქრე,ამხელა რატოა,თვალი ხომ არ მატყუებსთქო? მედიდა თავი :დდდდდ . შენ უეჭველად ჩემი სიკვდილი გინდა,მარტო ჩემი კი არა,ყველა მკითხველის. აიი,ამდენი ინტრიგა საიდან მოდის? ვკდები უკვე ინტერესით! ეს საწყალი გოგო რა შარში გაეხვა :( ირაკლი საოცარი პერსონაჟია, ისეთ წერილებს წერს,ან ფანტაზია საიდან აქვს? :დ და რაც მთავარია ეს გოგოა ძალიან მაგარი,რომ ახერხებს და ხვდება მის თითოეულ აუზრს სიტყვებს შორის. ის დათო ნერვებს მიშლის,ამ თავში რაღაც ძაან "გამოხტა", რა უნდა ამ გოგოსგან? მართლა მადლობის მაგიერია? - უმადური! აუუ,ძალიან მაინტერესებს რა ხდება რაა :დ ან "მადერა" რაშუაშია,ან ირაკლიმ რა დააშავა,ან იმ კონვერტში რა იდო,მოკლედ რა,აფეთქდა ჩემი ტვინი! :დ შენ ხარ საოცრება,უნამდვილესი! ვგიჟდები მე შენს წერის სტილზე,ხო იცი რომ ვგიჟდები? მაგრამ გიმეორებ ესე,დაუღალავად :დ კი გეყტოდი ეხლა ახალი თავი მალე დადეთქო,მაგრამ შენ აქ ისეთ უზარმაზარ ინტრიგებს და ამბებს ხლართავ,მალე ვერანაირად ვერ გამოგივა,ამიტომაც გელოდები ხო ხედავ? :დდდდ უუხ,ძაან მიყვარხარ რა მარიამ, უმწერლესი ხარ!! <3 :დ

ბოლო სიტყვაზე გავიკრიჭე.
ანა, ძალიან, ძალიან, ძალიან მახარებ შენ მე და მიყვარხარ!
heart_eyes heart_eyes



პ.ს
მაპატიეთ ჩემო კარგებო, ახლა შევნიშნე, დიალოგების წინ დეფიზები არ არის... რადგან კომპიუტერი გამიფუჭდა, მიწევს დედაჩემის კომპიუტერში წერა და შესაბამისად "გუგლის" დოკუმენტებშI. არ ვიცი, რა მაქინაციებია, მაგრამ, ალბათ, არ იქ რომ წერს დეფიზს, აქ არ გადმოყვება ხოლმე... ახლა არ მაქვს თავი და ხვალისთვის გავასწორებ.
ბოდიშIთ ამ ხარვეზისთვისაც
cold_sweat
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მარიამ, ძლივს...
ი.ი? ირაკლი? ისევ მინიშნება...
ისევ წერილი...
გახსენი კარტი დავიღალე ლოდინით, რააა

 


№5  offline წევრი N7

ლორელაი
მარიამ, ძლივს...
ი.ი? ირაკლი? ისევ მინიშნება...
ისევ წერილი...
გახსენი კარტი დავიღალე ლოდინით, რააა

ძალიან კი გამიგრძელდა, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვხსნი ჯერ... საკმარისი არაა ყველაფერი. ❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

აღარ დაგვეკარგო რა.კარგია
--------------------
ლანა

 


№7  offline მოდერი Eleniko13

არ ვიცი, ეს წერილი როგორ და რა მიზნით იყო დაწერილი, ან სად იყო გასაღები... მე ყველგან დავინახე. ჩავუჯექი და იცი, რამდენჯერ გადავიკითხე?

მაგარი ხარ, შვიდიანო.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№8  offline წევრი lucifer :)

რომ შემოვედი თვალი მოვკარი მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. დიახ! მისაყვედურე მაგრამ ძალიან დავიღალე ლოდინით. მაგრამ ვიცი რა ძნელია როცა უმადური მკითხველი გყავს ჩემი სახით :D კარგი ხო განა მართლა. წერილმა ყველაფერი გადაფარა. სასწაული იყო და ეს ირაკლი თავისი მინიშნებებით და რომანტიკით... ოო ღმერთო. რაღაც ის დათო არ მომწონს. ანკა და სხვები მეცოდებიან და როცა წავიკითხე რომ სახლიდან უნდა გაუშვას გაოცებული დავრჩი. ვერ აღგიწერ როგორ მიყვარს ელენე და ეს ირაკლი მიუხედავად იმისა რომ რაღაცის გამო ციხეში ჩასვევ მაინც მიყვარს. არც ვიცი ალბათ იმის გამო რომ ასეთი რომანტიკული და იდუმალია. ოხ გელოდები და გელოდები სხვა რა დამრჩენია heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent