შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოსულობის უპირატესობა (თავი 6)


18-10-2016, 18:42
ავტორი ninuca16
ნანახია 1 610

როგორ მინდოდა დავენახე მაინც, მაინტერესებს რას გააკეთებდა, წარმოიდგინეთ რა უნამუსო ყოფილა, მატუებდა რომ ისევ თბილისში იყო, განა რამოხდება რომ ეთქვა ბათუმში ჩამოსვლაზე. ასეთი რაარის ამაში? აა, თუმცა როგორ არა, ის ხომ ვიღაც გოგოსთან ერთად არის აქ! გაოცებას ვარ, როგორი ფარისეველი ყოფილა, ჰაჰ!! ისეთი გამწარებული ვიყავი წიგნის წაკითხვის თავიც არ მქონდა, ჩავირთე ჩემი მუსიკები და ხმამაღლა ვუსმენდი. დედამ კი როგორც იქნა დაასრულა ლეილა დეიდასთან საუბარი და გვერძე დამიჯდა.
მელანო(დედა): ლიზა, იცი ლეილა დეიდას გოგო გათხოვილა, გაპარულა თურმე, ლეილას კი არ სდომებია ის ბიჭი, მატერიალურად არ ყოფილან კარგად.
ლიზაააა..!
ლიზა: ბოდიში დედა, სიმღერებს ვუსმენდი და ვერ მოგისმინე. ხო რასამბობდი?
დედა: ლიზა, ხომ გთხოვე, რომ სიმღერებს ასე ხმამაღალზე ნუ უსმენთქოო!
ლიზა: კარგი რა დედააა!! რას ამბობდი მითხარი რა თუ ამბობ.
ხმამაღალი ტონით მივმართე დედას და წამებში ვიგრძენი კიდეც ჩემი დანაშაული.
დედა: ლიზა, რა გჭირს? შენ ესეთი არ ხარ, არც არასდროს გილაპარაკია ჩემთან ასეთი ტონით.
ლიზა: არაფერი დედა! მითხარი რააა თუ მეუბნები.
დედა: ლიზაა, ხომ იცი რომ თავისუფლად შეგიძლია მელაპარაკო და მითხრა რაც ხდება.
ლიზა: დედა არაფერითქო რაა! რატომ იცი ასე გადაკიდება?
დედა: არაფერს არ გიყვებოდი.
ავდექი და წამოვედი სახლში, ისე ფეხაკრეფით გავრბოდი რომ ვიღაცას დავეჯახე. როცა ზევით ავიხედე, ის გოგო აღმოჩნდა რომელზეც გიყვებოდით, ლუკას გოგო!! ბოდიში მოვუხადე და ამ დროს ლუკაც გამოჩნდა თავის ძმაკაცებთან ერთად. ღმერთო, მინდოდა მიწა გამსკდომოდა აქვე როცა დავინახე რომ მარტო არ იყო და ვერც ვერაფერს ვეტყოდი.
ლუკა: ლიზააა?
ლიზა: როგორ ხარ ლუკა? არ მეგონა ბათუმში თუ იყავი, რატომღაც, შენი მონაწერიდან მეგონა რომ თბილისში იყავი.
ლუკა: ხოო, მე მინდოდა მეთქვა, რომ..
ლიზა: კარგად იყავი.
ესეც შენი ლუკა, არ მეგონა ასე თუ გამიცრუვდებოდა იმედი, მითუმეტეს ლუკასგან არ მოველოდი ამას. ერთი შეხედვით ყველა ანგელოზია არა? დედაზე ვფიქრობდი, ლუკა აღარ მადარდებდა, მის გამო ჩემთვის იდეალ ქალს ვაწყენინე, ასე პირველად მივმართე და ისიც ვის გ ამო?! ვიღაც ეგოისტი, უნამოუსო და ფარისეველი ლუკა ორჯონიკიძეს გამო!! როგორ მეშლებოდა ნერვები, დედას მოსვლას ველოდებოდი, რომ მომეხადა მისთვის ბოდიში.
ასე, 3 წუთის შემდეგ გამოჩნდა დედაც, დავაკაკუნე მის კარებზე...
ლიზა: შეიძლება?
დედა: მოდი ლიზა.
ლიზა: დე, მინდა რომ ბოდიში მოგიხადო ჩემი საქციელისთვის, არვიცი რამ წამომიარა, ხომ იცი რომ ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებდი, ასე უაზროდ. მინდა რომ დაივიწყო.
დედა: ლიზა ბოდიში მიღებულია, მოდი აქ..
და ჩამიხუტა გულში. ყველაზე მეტად ეხლა დედა მჭირდებოდა, ისე მიშველა მისმა ჩახუტებამ, თავზე ხელი დამადო, თმაზე მეფერებოდა და შუბლზე მკოცნიდა. შემდეგ წამოვიწიე და ვუთხარი.
ლიზა: დე, იცი რომ მიყვარხარ, მაგრამ მინდა, რომ კიდევ გითხრა როგორი კარგი და მაგარი დედა ხარ, ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ მე და ლევანის არაფერი მოგვაკლდეს, შენი ნერვების ფასად არაფერი მიღირს, მინდა რომ იცოდე, თუ მამა კიდევ გაიმეორებს იგივეს მე ჩავერევი. არ მივცემ უფლებას რომ კიდევ ერთხელ გატკინოს გული.
დედა: ჩემო პატარაა და სულელო გოგოვ, უკვე დიდი გოგო ხარ. გახსოვს როგორ მაწვალებდი ხოლმე პატარაობაში? (იცინის), არ გიყვარდა ხოლმე კაბები და ძალით გაცმევდი, სულ ტიროდი ხოლმე. დიდი ჩხუბის მერე იცვამდი ხოლმე და როცა სადმე გამყავდი ხოლმე, ყველას ეუბნებოდი, რომ გაბრაზებდი და არ გიჯერებდი(იცინის).
ლიზა: კიი, მახსოვს დეე, მაგას რა დამავიწყებს, გახსოვს მაგის გამო ერთხელ ლევანის რომ დავავალე შენი გამოტყუება? კაბას მიუთოებდი და უთო ჩართული რომ დატოვე დაგეწვა, დაგეწვა არა დავწვით(იცინის).
დედა: მახსოვს, მახსოვს. რა კარგი იყო პატარები როცა იყავით. წადი ეხლა დაიძინე, გვიანია და დაისვენე ცოტაც.
გასვლისას შემოვტრიალდი და ვუთხარი: დეე, ჩემო პატარა ქალბატონო, მიყვარხარ! და მოვუხურე კარები. ძალიან დავმშვიდდი დედასთან ლაპარაკით. შევედი ჩემს ოთახში, ამ დროს მომივიდა SMS ლუკასგან, არც მინახია მისი შეტყობინება, დავდე ბალიშზე თავი და დავიძინე.
შუაღამისას კი მირეკავს რუსკა შეშინებული და ნამტირალევი ხმით.
რუსკა: ლიზ, არვიცი როგორ გითხრა და საიდან დავიწყო, პირველ რიგში მინდა გამიგო როგორც საუკეთესო მეგობარმა და მაპატიო, დამპირდი რომ მაპატიებ.
ლიზა: რუსკა რა მოხდა?!! მალეე მითხარი.
რუსკა: ლიიიზ, არ შემიძლიააა, ღმერთო რატომ?
ლიზა: მისმინე ეხლა რუსკა, სანამ არ მეტყვი ვერც ვერაფრით დაგეხმარები და დაწყნარდი, დამშვიდდი და მითხარი ეხლა, ნუ გეშინია არ გაგიბრაზდები.
რუსკა: ლიიზ, ფეხმძიმედ ვარ, დედა გავხდები.
არვიცოდი რა მეთქვა, არც კი წარმომედგინა ეს თუ შეიძლებოდა რომ გადამხდარიყო მის თავს, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. გვერდში უნდა დავდგომოდი და მეც აღარ დავაყოვნე პასუხი.
ლიზა: ვისგან ხარ ფეხმძიმედ რუსკა?! ან როგორ მოხდა, როგორ დაუშვი ეს შენ?!
რუსკა: მაპატიე ლიზა, არ მინდოდა.
ლიზა: რუსკაა მითხარი ეხლა!!
რუსკა: ლევანისგან ვარ ფეხმძიმედ..
ჩემი ძმაა!! არვიცოდი რა უნდა მეთქვა, სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ვერც აგიღწერთ.
ლიზა: ლევანიმ თუ იცის ეს ყველაფერი.
რუსკა: ბათუმში წასვლის დღეს ვუთხარი.
ლიზა: რა გითხრა, რა აზრისაა?! აქამდე რატომ არ მითხარი რუსკა, ოხ!
რუსკა: მეშინოდა რომ გაბრაზდებოდი და არ მაპატიებდი, მაგრამ ახლა უკვე როცა ჩემებმა გაიგეს, გადავწყვიტე მეთქვა, რადგან უნდათ რომ აბორტი გავიკეთო, სასტიკად გაბრაზდნენ ამაზე, მამაჩემი ისეთი გაცოფებულია ლიზ..
ლიზა: აბორტი?! არც კი იფიქრო ამაზე, ახლავე გავალ ლევანისთან..!



№1  offline წევრი anuki15

ძალიან მომწონს <3 აშკარად იხვეწები <3 წარმატებები <3

 


№2 სტუმარი Ninuca

Dzalian didi madlobaaa

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

როგორცკი რუსკა გამოჩნდა მააშინვე მივხვდი ფეხმძიმედ რომ იქნებოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent