შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 3


18-10-2016, 22:31
ავტორი Viktoria
ნანახია 2 637

მთელი ზაფხული ქუთაისში გავატარე.სწავლის დაწყებამდე ერთი კვირაა დარჩენილი ცოტას ვნერვიულობ მაინც ახალი ვარ ამ ქალაქში,გვიანობამდე წიგნს ვკითხულობდი. უეცრად სიმღერის ხმა გავიგონე ფანჯრიდან გავიხედე და ჩემი სიმპატიური მეზობელი დავინახე.ისეთი ნასვამი იყო, რომ ძლივს მიაბიჯებდა. ეს ბიჭი ჩემზე რაღაცნაირად მოქმედებდა.არ ვიცნობდი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი ცხოვრება მასთან გავატარე.მისი ნახვით გახარებულმა,სიხარულით თავბრუ დახვეულმა სარაფნით გავირბინე ჩვენს შორის მანძილი კოკისპირულ წვიმაში. საკუთარი თავი მის დახმარებაში დავარწმუნე, ვსველდებოდი ტანში მაციებდა, მაგრამ მაინც მივუახლოვდი მას.
-უკაცრავად დახმარება ხომ არ გჭირდება?
- სწორედაც, რომ შენ გეძებდი.
-უკაცრავად?...
- არ გრცხვენია ნია ასე, როგორ მომექეცი?
ხელები დამიკავა და შემომხედა თვალებით, რომელიც არასოდეს არ დამავიწყდება.
-არ მესმის რას მეუბნები, ვინაა ნია? ან შენ ვინ ხარ? მე შენი სახელიც კი არ ვიცი.
-ახლა აღარ გახსოვს პატარა მატყუარა ქალბატონო, გაგახსენებ გიორგი ვარ გიო ვიბლიანი.
-ალბათ ფიქრობ, რომ ეს სახელი რამეს ნიშნავს ჩემთვის, მაგრამ მე ასეთს არავის, რომ არ ვიცნობ რა ვქნა ?
-მეთამაშები ხომ, კარგი მიყვარს თამაშები და მეც მოვედი თამაშის ხასიათზე.
-ვერ გავიგე გიორგი რას ამბობ?
- ასე, როგორ მომექეცი მიმატოვე მერე და როგორ ? მთელი ეს დრო მატყვილებდი. ეხ ნია როგორ მიყვარდი და რა გამიკეთე? ახლაც მიყვარხარ, მაგრამ ვერ ვხვდები ასე, რატომ მოგვექეცი სუყველას.ყველას მკვდარი გონიხარ დედაშენი და მამაშენი ახლაც გლოვობენ შენს დაკარგვას მეც გამანადგურე შენი სისასტიკით, ეხლა აქა ხარ და ისე იქცევი თითქოს არც არაფერი მომხდარა.
-გიორგი მისმინე მე ნია არა ვარ. მე მარიამი მქვია ნასვამი ხარ ვიღაცაში გეშლები, გთხოვ ხელი გამიშვი, მეგონა დახმარება გჭირდებოდა, მაგრამ შევცდი, მშვენივრად ხარ და უჩემოდაც მიაგნებ შენს სახლს.
- შენი აზრით ახლა გაგიშობ როცა გიპოვე. გახსოვს ნია გითხარი შენ ჩემი ხარ და მე კიდევ შენი, გითხარი, რომ მე მეკუთვნი, მაგრამ არ გჯეროდა ჩემი.
თავის გამოხსნა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ მან მის გულ-მკერდზე მიმიკრა და საუბარს აგრძელებდა.
- ვიცოდი, რომ არ მიმატოვებდი ჩემო ცხოვრება, მიყვარხარ ნია და ეს შენც მშვენივრად იცი. შენ ჩემი ხარ იყავი და იქნები.
- გიორგი მისმინე ვიღაცაში გეშლები მე მარი მქვია მე არ ვარ ნია.
-ჩუმად იყავი და მოუსმინე ჩემი გულის ცემას გამალებით ფეთქავს იმიტომ, რომ ჩემთან ხარ.
ის ვერ გრძნობდა, რომ ჩემი გულიც გახეთქვას იყო,მისი სიახლოვე თავბრუს მახვევდა ის კი არ ჩერდებოდა.
-ისე მენატრებოდა შენი სითბო,შენი თვალები,შენი ტუჩები,შენი სხეული ჭკუიდან მშლი შენი სილამაზით. მენატრებოდი ნია, ძალიან მენატრებოდი. შენ ? ალბათ კი ამიტომაც დამიბრუნდი.მთავარია ჩემთან ხარ ასე, რომ წარსულის უსიამოვნება შეგვიძლია დავივიწყოთ.
-მისმინე მე მარი ვარ და არა ნია, შენ გეშლება მე...
ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა სხეული მისი ტუჩები ვიგრძენი ბაგეზე, რომელიც ვნებიანად მკოცნიდა. მის მკლავებში მომიქცია და ნაზად მეფერებოდა ხელებით სხეულზე. წვიმდა, ციოდა მე კი სითბოს განვიცდიდი, ვგრძნობდი, რომ მთელი სხეული მეწვოდა, ის კი კვლავ მეფერებოდა სხეულზე მისი ნატიფი თითებით. მეგონა ჭიანჭველები დაღოღავდნენ ჩემს სხეულზე, ყოველივე ეს კი სიამოვნებას მანიჭებდა.მკოცნიდა და მეც ჩემდაუნებურად კოცნითვე ვპასუხობდი, მის თითოეულ მოქმედებას ვიმეორებდი. თვითკონტროლი სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე, იმდენად მსიამოვნებდა მისი შეხება.
ვიცოდი ეს კოცნა სხვას ეკუთვნოდა, მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებდი. ეს იყო ჩემი პირველი კოცნა, რომელიც მან გამომტყუა, მომპარა, რომ ეკითხათ ვნანობდი თუ არა დაუფიქრებლად გიპასუხებდით. მე მიხაროდა, რომ მან დატოვა მისი კვალი ჩემს ბაგეზე. არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა ყოველივე ეს, მაგრამ შეწყვეტა არ მსურდა,ნაზად მაკოცა ლოყაზე და ჩახუტებული სახლამდე მიმაცილა დამშვიდობებისას ისევ მაკოცა ლოყაზე და ღიღინ-ღიღინით სახლისკენ წავიდა.
გაოცებული ვიყავი, ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის სურნელს ჩემს სხეულზე. სურნელს, რომელიც ჭკუიდან მშლიდა, ვიხსენებდი თითოეულ დეტალს და სიამოვნებისაგან ვიღიმოდი. უეცრად წამომიტივტივდა სახელი ნია, აი პირველად დავინტერესდი თუ ვინ იყო ნია ან რით ვგავდით ერთმანეთს ასე ძალიან, მაინტერესებდა როგორი იყო. პირველად გამიჩნდა ქალისადმი ინტერესი ისიც იმიტომ, რომ გამერკვია მასზე ლამაზი ვიყავი თუ არა.გიორგის ნახვა და მასთან საუბარი გადავწყვიტე, ყველა კითხვაზე ის მიპასუხებდა საწოლზე წამოვწექი, ძლივს მოვახერხე დაძინება, მის ბაგეს ვგრძნობდი ჩემს ტუჩებზე და სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა მთელს სხეულში. უეცრად წამომიტივტივდა თავში სიტყვები, რომლებიც პატარა ლექსად აღვიქვი.
შენს შეხებას მე შევიგრძნობ ჟრიამულით,
შენს თვალებში შევამჩნიე სიხარული,
შენს ბაგეზე, კვლავ შევიგრძნე სიხარული
მხიარული ლამაზია სიყვარული.
ნუთუ სიყვარული იყო, რაც მემართებოდა, არა განა ერთი ნახვით შეყვარება შესაძლებელია, ეს რაღაც ახალი იყო ჩემთვის ჯერ კიდევ გამოუცდელი. მივხვდი, რომ ინტერესი გამიჩნდა მის მიმართ და ჩემმა თავმა გამაოცა. მე მას, როგორც მამაკაცს ისე აღვიქვამდი და არა ჩემს სიმპატიურ მეზობლად. ვგრძნობდი, რომ მას ვეკუთნოდი და მსიამოვნებდა ამის გაფიქრება.
დილით ადრე ავდექი თავი მოვიწესრიგე და გიორგის სახლისაკენ გავეშურე, გზაში ვიღაც ბიჭმა შემაჩერა.
- თუ გიოსთან მიდიხარ სახლში არ არის, წასულია და ერთი კვირით არ იქნება.
-თქვენ ვინ ბრძანდებით?
- ნიაკო ვეღარ მცნობ ჰა, მოიცა გაგახსენებ ჩემს თავს მე ლუკა ვარ ლუკა ბუკია.
- სასიამოვნოა, მე კიდევ მარი ვარ და არა ნია.
-ჰო არა, კარგი ნია თუ ასე გინდა მარის დაგიძახებ.
- ეგ რა შუაშია, მე მარი მქვია.
- კარგი კარგი დამშვიდდი მარი უნივერსიტეტში გნახავ ალბათ აბა ჰე.
- კარგად ლუკა.
- უცნაური ხარ, მაგრამ საყვარელიც ნი.
ბოლოს ისევ ნია დამიძახა. ვინ არის ნია ? აუცილებლად უნდა გავიგო. რატომღაც ლუკა ძალიან მომეწონა ჩემი ყურადღება მისმა თვალებმა მიიპყრო. ასეა თყ ისე ამ ქალაქში ჩემი მეზობლის გარდა ვიღაც გავიცანი და ეს ვიღაც საკმაოდ სიმპატიური ბიჭი გახლდათ. ჩემს ოთახში დავბრუნდი და ნიაზე კვლავ ჩავფიქრდი. ვინ იყო? რას წარმოადგენდა ეს გოგონა, ყველა მასზე მესაუბრებოდა . პასუხს გიორგისთან საუბრისას გავიგებდი, მაგრამ ერთი კვირით იყო წასული, რაღაცნაირად მაგიჟებდა ამ ბიჭზე ფიქრები. დღეები ერთმანეთს გავდა, სახლიდან არ გავდიოდი.მენატრებოდა, ძალიან მენატრებოდა ჩემი სიმპატიური მეზობელი. წიგნების კითხვაში ვაქსოვდი ყველანაირ სურვილს, მეც წარმოვიდგენდი, რომ ერთ-ერთი პერსონაჟი ვიყავი და ავტორისეულ მოსაზრებებს პირნათლად ვიზიარებდი.
უნივერსიტეტი ხვალიდან მეწყებოდა და ცოტათი ვნერვიულობდი. რთული იყო ჩემთვის უცხო ქალაქში ყოფნა მე, ხომ თითქმის არავის არ ვიცნობდი თუ მხედველობაში არ ჩავთვლით ლუკა ბუკიასა და გიორგი ვიბლიანს.


დიდ ბოდიშს გიხდით სუყველას დაგვიანებისათვის, იმედია მოგეწონებათ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მომეწონა და იმეფია ასევარ დააგვიანებ ახალი თავის დადებას
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Tako

imediaa male dadeeeb

 


№3 სტუმარი Tako

ratoomardeeeb ??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent