შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მოკვდები (თავი 15 და 16)


19-10-2016, 00:00
ავტორი სატი
ნანახია 1 844

საშინლად დაღლილები დაბრუნდნენ თბილისში,მშობლებისგან ჩხუბი, მასწავლებლებისგან... ზოგს ფულს აღარ აძლევდნენ დასჯის მიზნით, ზოგიც სახლში გამოკეტეს და მანქანა ჩამოართვეს. სკოლიდან ტონა სამეცადინო მისცეს და 1კვირა დაუმატეს სწავლის. ანისაც არა ნაკლებად მოხვდა ძმებისგან. როცა გამოიძინა ანდრომ, ლაშამ და ნიკამ თერაპიაზე წაიყვანეს. სპორტზალში როგორც ყოველთვის დიტო დახვდა ის ტელეფონზე ლაპარაკობდა. ანის დანახვაზე გათიშა მივიდა და აკოცა.
-ეჰემ!(ლაშა)
-გამარჯობა-დიტომ ანის ხელი გადახვია-აბა რაო სანდრომ
-ჯერ არაფერი ეხა უნდა მოვიდეს
კაი მე გავალ ისედაც გამაგდებს მერე გნახავ
დიტომ აკოცა და გავიდა. სანდროც შემოვიდა და მიესალმა ოთხივეს.
-ესე იგი გამოკვლევები ისეთი იყო როგორსაც ველოდი, მდგომარეობა გართულებულია ნერვები უფრო დაზიანებულია. დატვირთვა არ შეილება და ცუდი არ იქნება თუ ცოტახანი ისევ ეტლით იმოძრავებს გარკვეული დრო.
-ჰააა? ეტლით? არ არსებობს ძლივს დავდივარ და ისევ ეტლით ვიარო? არა მორჩა მე არ ვარ თანახმა
-გაჩუმდი ორი წუთით. ესე სერიოზულად არის საქმე? მაგრამ როგორ გართულდა რამე არასწორად გავაკეთეთ?(ლაშა)
-ბათუმში წასვლის ბრალია?(ნიკა)
-ნახევრად მაგისიც მარა ანიმ არ მომისმინა როცა ვუთხარი რო გამოწერის მერე კიდე 2კვირა უნდა დარჩენილიყო საწოლში და ნელ ნელა ამ გადაღლამ სიარულმა და ალბათ ემოციური სტრესის ბრალიცაა ყველაფერი მალე შეიცვალა, მაგიტო დავუნიშნე ფსიქოლოგი. უკეთესი იქნება თუ ამჯერად ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის რომ ანი გამოჯანმრთელდეს რათქმაუნდა შეილება ერთი ორი ნაბიჯის გადადგმა კიბეებზე ასვლისას სკოლაში მარა მერე ისევ ეტლში.
-ეს რა ხუმრობაა?(ანი)
-ანი გაჩუმდი. წამლები?(ანდრო)
-გააგრძელეთ, ფსიქოლოგი დამამშვიდებელს და ანტიდეპრესანტებს გამოუწერს. კვება ჯანსაღი რათქმაუნდა ეხლა დაგვტოვეთ ცოტა თერაპიას გავავლევინებ და გავუშვებ.
-კაი. რამდენ ხანში მოვიდეთ(ლაშა)
-არა არა ცოტა ხანი გვინდა ძაან გარეთ დაელოდეთ(სანდრო)
ყველა გარეთ გავიდა.
-აბა დაჯექი და ვნახოთ. რეფლექსებს შევამოწმებ-თან ელაპარაკებოდა-როგორ გრძნობ თავს ამ ბოლო დროს? თავბრუსხვევები? მალე იღლები?
-არც ისე ხშირად მაქ თავბრუსხვევები, დაღლით სიარულზე არ ვიღლები მალე. უკეთესად ვარ
-ანი არ მომატყუო
-არ გატყუებ
-კაია.
-მე არ გატყუებთ ეხლა თქვენც მითხარით დიტოს რამდენი დარჩა
-1-2წელი სიგარეტით, 7-8სიგარეტის გარეშე და მკურნალობით ალბათ 10.
-სიგარეტს ანებებს თავს?
-იწყებს. გუშინ მითხრა
-კაია. ანუ კიდე დიდიხანი იცოცხლებს
-თუ რამე გართულება არ იქნება რათქმაუნდა
-მანდ მტკივა
-ხო. ფსიქოლოგი დაგელაპარაკება რაღაც კითხვებს დაგისვამს
-მან მელაპარაკოს მე არ დაველაპარაკები
-რატო
-არ მჭირდება ფსიხი არ ვარ და არც ემოციურად აშლილი
-ეგ ვინ თქვა უბრალოდ ოპერაციის მერე ყოველთვის მიყავთ ხოლმე ფსიქოლოგთან ისეთი როგორიც შენ გადაიტანე. ვინმესთან ლაპარაკი გჭირდება
-და ვინ თქვა რომ ჩემ ძმებს ვერ დაველაპარაკები
-ანი ჩვენ შენი დახმარება გვინდა შენ კიდე ჯიუტობ. მოდი ერთხელ დაგვიჯერე
-...
დიტო შემოვიდა.
-რა ჯიუტი შეყვარებული მყავს. მაინცდამაინც მე უნდა მოვიდე რომ რამე გააკეთო?-გაეცინა დიტოს
-ვაჰაჰაა სიგარეტს თავი დაანებე გირჩევნია
-მე სიგარეტს დავანებებ თავს და შენ ეტლით ივლი და ფსიქოლოგთან წახვალ
-და თან იმკურნალებ
-და თან ვიმკურნალებ. შენ დაუჯერე სანდროს
-და შენც
-მაწყობს
-მეც.
-თქვენ რა ერთად ხართ დიტო?(სანდრო)
-კი. როგორაა
-როგორ უნდა იყოს არ კვდება. არც არაფერი მოუვა თუ დამიჯერებს. ეხლავე მოვიტან ეტლს.
სანდრო ორი წუთით გავიდა.
-დამპირდი რომ მართლა იმკურნალებ(ანი)
-გპირდები ეხა შენც
-მე ვერ დაგპირდები იმედს გაგიცრუებ.
-რატო არ გინდა ვინმეს დაუჯერო იქნებ რამე კარგს ამბობენ
-ჯანდაბას.
-დღეს რა გეგმები გაქ?
-ფსიქოლოგი, მერე ანდროს, ლაშას და ნიკას ლექციები, მერე ეტლით აქეთ-იქით ძლივს სიარული და ბლა ბლა ბლააა
-გინდა გავიქცეთ? ნუ ფსიქოლოგის მერე
-რო კიდე მომკლან?
-არ მოგკლავენ პროსტა სახლში არ მიხვალ და მიწერ რო ჩემთან ერთად სეირნობ
-მაგას გაქცევა აღარ ქვია
-ქვია. წყნეთში მაგარი სახლი მაქ ტბასთან არის ზუსტად. ღამით დავრჩეთ იქ
-ანდრო მეტყვის უარს
-შენ კიდე დაელაპარაკე
-ვეცდები.
(ანდროსთან ლაპარაკი)
-არ არსებობს ეს არ განიხილება(ანდრო)
-რატო?
-იმიტომ იმას იქ რო რამე მოუვიდეს შენ მიხედავ? თან არ ვიცი იქ რას იზამ იქნებ ვაფშე დაიტვირთო იქ და რამე მოგივიდეს ის მოგხედავს? ორივე არ ხართ იმ მდგომარეობაში რომ ერთმანეთს მიხედოთ ისიც მკურნალობს და იმას უფრო სერიოზული დაავადება აქვს ანი.
-დიტო მკურნალობს და ისე ცუდად არაა.
-სიმსიმნე აქ ძალიან მიშვებული სტადია.
-გეხვეწები ხო იცი რო მაინც გავიქცევი თუ არ გამიშვებ
-არა თქო. გაიქცევი მიიღებ
-გთხოოოოოოოვ. მაგრა მიყვარს გევედრები
-ანი იქ თქვენ ერთ ოთახში იქნებით ეგ ზუსტად ვიცი და ჩვენ არ გვილაპარაკია იმ თემაზე და შენთვის ამაზე ლაპარაკიც კი ადრეა.
-ფუ ანდრო კაი რა. ვიცი რაც ხდება ბიოლოგია ნასწავლი მაქ და არაფერს არ ვაკეთებთ ვახ. უბრალოდ ერთ საწოლში ვიქნები
-აა!!! არ გამაგონო ეგეც კი. მოკეტე. ანი მაგით კიდე უფრო ვრწმუნდები რო არა
ანი ეტლიდან წამოდგა და უკნიდან მოეხვია ძმას.
-გევედრები რა ძაან გთხოვ გეფიცები არ დავიტვირთები და ყველა წამალს დავლევ. გთხოვ
-ანი, ავად ხარ სხვა რამე ვიგულისხმე. ვერ გაგიშვებ 24საათი გჭირდება მეთვალყურეობა. არ ხარ ადვილად მოსავლელი. 1-2წელი და რო გამოჯანმრთელდები სადაც გინდა იქ იარე.
-მერე ისედაც ვივლი შენ მეურვეობის ქვეშ აღარ ვიქნები
-იქნები პროსტა რასაც გინდა იმას გააკეთებ. და 1-2წლის მერე 19ის იქნები ბოთე.
-ანდრო გთხოოვ
-კარგი. ერთი დღე, როგორც კი რამე მოგივა ან შენ ან დიტოს ბრუნდებით და მირეკავთ მე. არ გეყო ბათუმში გულაობა?
-წყნეთი ახლოსაა მადლობააა!!!
-თბილად ჩაიცვი!! და ეტლში დროზე(ანდრო)
ანი ეტლში ჩაჯდა და გავიდა ოთახში. ლაშა და ნიკა შემოვიდნენ.
-რა უნდოდა
-დიტოსთან ერთად წყნეთში ასვლა(ნდრო)
-ანდრო მემგონი ზედმეტ თავისუფლებას აძლევ მემგონი ანის(ლაშა)
-ვეთანხმები მალე რაღაც არ ჩაიდინოს(ნიკა)
-არ ვაძლევ ზედმეტს. შეზღუდვით ვერაფერს მივაღწევ. მართლა ბუა ხო არ ვარ. მისმინე ნუ ნერვიულობთ არაფერი მოუვა. იცის რომ რამე არასწორი გააკეთოს მაგრა დავსჯი.
-რა ვიცი აბა(ლაშა)
-ვაიმე თუ არ გინდათ რო წავიდეს აი კარი და მიდი და ჩაკეტეთ თქვენც მაგის ძმები ხართ და ამოიღეთ ხმა. ლიკა! გამო რა ორი წუთი ხვალ ექიმთან რომელზე ჩაგწერე?
-2ზე!მეზარება (ლიკა)
-კაი მე შემოვდივარ.
***
დიტომ ანი წყნეთში აიყვანა. ანის ცოტა ტანსაცმელი ჰქონდა წამოღებული და არც ისეთი თბილები. სახლის კართან რო მივიდნენ დიტომ ხელში აიყვანა და ისე შეიყვანა შიგნით.
-რას აკეთებ დიტო შენი ცოლი ხო არ ვარ
-ვინ თქვა რო არ ხარ
-საიდან მოიტანე რო ვარ
-აი მე მინდა და ხარ
-დებილი ხარ
-შშ! ცოლო მიდი ეხა შენ დაეგდე სადმე და მე მოვამზადებ რამეს
-კაი ოღონდ დამსვი
-ოო ჩემო შტერუკა ეტლი დამრჩა გარეთ-დიტომ ეტლი შემოაგორა და ანი ჩასვა.
-რა კაი სახლი გაქ
სახლი ერთ სართულიანი იყო, რო გამოდიოდი ოდნავ ამაღლებული ადგილი იყო და ხის იატაკი იყო, აივნისნაირი რამ იყო ოღონდ პირველ სართულზე. გრძელი დიდი საქანელა იდგა 3-4კაცისთვის. ოდნავ მოშორებით მართლაც ულამაზესი ტბა იყო რათქმაუნდა დიდი არა მარა მაინც ტბა. სახლი სუ ხის იყო და ოდნავ ძველი რაც ანის მოსწონდა. სიწყნარე იყო, ცა მოღრუბლული იყო და წვიმას აპირებდა.
-ზუსტად ისეთი ამინდია მე რო მიყვარს მოღრუბლული წვიმას აპირებს(ანი)
-შენი ხასიათისნაირი-გაიცინა დიტომ
-ვეჰეე, შენი ხასიათისნაირი ცისარტ....აა?
-ანი აღარ იხუმრო. სუპს შეჭამ?
-ხო. აუ ყავა მომიდუღე რა
-კაი. გარეთ გინდა თუ სახლში?
-გარეთ ვჭამოთ რა.
-კაი. პატარა მაგიდას და პლედს გამოვიტან
-პატარა დამიძახე?
-პატარა მაგიდას მოვიტან თქო ბოთე. ისე პატარა კი ხარ-დიტომ ყველაფერი მოიტანა, ანი საქანელაზე გადაჯდა. დიტო გვერდით მიუჯდა. ორივემ ყავის სმა და ჭამა დაიწყეს.
-აუ მეზარება აღარ მინდა მეტი(დიტო)
-ჰა? ნწ ნწ ნწ მე მაძლევ მაგალითს რო არ ვჭამო? გააღე პირი ააა-ანიმ შემთხვევით საროჩკაზე შეაზილა სუპი. დიტომ მკვლელი სახით შეხედა
-მემგონი შენც მაგრა გშია-დიტომ ამოგანგლა სუპში. ანი წამოდგა და გაიქცა თან იცინოდა-და ვერ დაგეწევი ვითომ? ვაი შენს პატრონს რო დაგიჭირო!-დიტო გაეკიდა ანი დაეცა.
-ძაან გეტკინა?
-ვერ ვდგები
-მოდი დაგეხმარო
დიტომ ხელი გაუწოდა და ანიმ ისიც დააგდო მერე ისევ გაიქცა.
-მაინც დაგიჭერ!!-ისევ გაეკიდა და ამჯერად მოასწრო და ხელში აიყვანა-აჰაა ეხა ჩემი ხარ. რას კისრულობ რო გაგიშვა?
-აღარ ვირბენ მაგრა დავიღალე
-ისედაც არ ირბენ. წამო ეტლში ჩაგსვა-დიტომ სახლთან მიიყვანა და ეტლში ჩასვა. მერე პლედი მოახურა.
-ანი მაგრა მიყვარხარ
-ხო
-რა ხო შენ?
-მეც
-შენც რა
-მიყვარხარ
-არ მესმის
-მიყვარხარ!!
-არ მესმის თქო!!!
-დიტო მიყვარხააააააააააარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
-რა გაყვირებს დავყრუვდი-გაეცინა დიტოს
-დებილი ხარ და ქვა
-ეგ კიდე არ დაგავიწყდა?
-არა. აუ გავიყინე
-მოიცა.
დიტო შევიდა სახლში და მისი შავი სვიტრი გამოიტანა.
-ეს შენია დიტო
-ვიცი. ბათუმში გეცვა ჩაიცვი ეხაც
ანიმ გადაიცვა ზემოდან.
-აუ რა თბილია
-შენი იყოს
-აუ რა კაი სვიტრია აღარ დაგიბრუნებ
-არაუშავს. გიხდება ვაბშე.
-წამო ბუხარი დავანთოთ.
-მე შეშას მოვიტან შედი სახლში და მოვალ
ანი წამოდგა ეტლი სახლში შეიტანა და სავარძელზე დაჯდა ბუხრის წინ ტელეფონი აიღო და სკაიპში დაურეკა ანდროს თავისი მობილური ინტერნეტით.
-როგორ ხარ?
-კარგად ვარ. ძაან კაია აქ ეხა დიტო შეშას ჩეხავს და ბუხარს დაანთებს. აუ წვიმა წამოვიდა თან მაგარი მოიცა კარს დავხურავ-ანიმ კარი მიხურა. ისევ დაჯდა-როგორაა ლიკა
-ხვალ ექიმთან მიმყავს
-აუ ჩემ გარეშე არა რაა
-ხო არა. ვიცი. ორამდე ჩამო და შენც წამოდი
-აა მაგ დროს მემგონი თერაპია მაქ
-მაგას ვერ გააცდენ
-აუ... კაი ხო. მარა სქესს პირველი მე მეუბნებით
-აბა რა
-კაი წავედი რაღაც დიტო არ ჩანს დიდიხანი
-თუ ცუდადაა დარეკე მერე
-კაი.
-ეცადე ბევრი არ იმოძრაო
-კაი
ანიმ გათიშა, ეტლიდან წამოდგა და გარეთ გავიდა. დიტო უკან შეშას ჩეხავდა სდა სუ გალუმპულიყო.
-რას აკეთებ ანი შედი სახლში
-სუ დასველდი შემო შენც
-მოვრჩი შემოვდივარ ხო დროზე გადი გაცივდები
ანი შებრუნდა შიგნით დიტოც შევიდა შეშასთან ერთად ძალიან ბევრი ჰქონდა დაჩეხილი.
-ჯერ გამოიცვალე მერე დაანთე დიტო
-ავანთებ და გამოვიცვლი. ჩემი გოგო არ უნდა გაცივდეს.
დიტომ აანთო ბუხარი მერე გაიხადა ტანზე.
-კაი რა დიტო სხვა ოთახში გაიხადე
-რაა ჩემი ტანი გაწითლებს?
-დიტოო
-კაი ხო-დიტომ გამოიცვალა მაიკა. მერე შარვალი სხვა ოთახში და გამოვიდა ანისთან დაჯდა სავარძელში და მანაც პლედი გადაიფარა და ტელევიზორი ჩართეს. ფილმის ყურება დაიწყეს თან ლაპარაკობდნენ.
-ორი წუთი გარეთ გავალ
-კაი ეტლით რა
-აუ კაი ორი წუთი კიო ექიმმა
-ექიმი მამაჩემია და ვიცი რა თქვა
-დიტო.
-კაი
ანიმ დუხი და პლედი აიღო და გავიდა სახლის უკან. სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა მერე მოწევა დაიწყო. რო დაამთავრა დუხი შეისხა და გაბრუნდა შიგნით. ისევ ჩამოჯდა.
-მომიყევი რა წესიერად არ მჯერა რო მარტო ორი შეყვარებული მყავდა
-ნუ 1-2კვირიანები მყავდა მარტო ყველაზე დიდიხანი ვინც მყავდა 2იყვნენ. შენ ალექსი, რატი და ლაზარე როდის მოასწარი
-რატი მეცხრეში, 10ში ლაზარე, მეთერთმეტეში კი ალექსი. აუ რომელი საათია
-არ ვიცი-დიტოს დაახველა და სახეზე სუ გაწითლდა ოფლი ჩამოსდიოდა სახეზე
-გაცივდი?-ანიმ შუბლზე დაადო ხელი-სიცხე გაქ
-ოო მოიცა რა
-გაგიჟდი? მოიცა თერმომეტრს ავიღებ
-თერმომეტრით დადიხარ ყველგან?(დიტო)
-სამედიცინო ჩანთას მატანს ყველგან ანდრო ტვინი მიაქ. თერმომეტრით და მილიონი წამლის ჩათვლით-ანიმ თერმომეტერი ჩაუდო დიტოს
-აუ ანი მომაშორე რეებს აკეთებ ტო!
-ნუ იქცევი ბავშვივით. კაია ხო მე რო ნერვებს მიშლიდი? ეხა ჩემი ჯერია. დაეგდე. სიცხე გაქ-ამოიღო-37,8. მოიცა გავიხსენო რა ჯანდაბა უნდა დაგალევინო
-არაფერიც არ უნდა დამალევინო-დიტომ ხელი მოხვია ანის და სავარძელზე დააგდო-არ გაგიშვებ
-კაი რა დიტო ეხა მეც გადამდებ
-არ წახვიდე
-დიტოო
ანიმ ადგომა სცადა მარა დიტომ მოუღუტუნა და ისევ სავარძელზე დაბრუნდა.
-კაი დიტო გთხოოვ თორე მამაშენს დავურეკავ და ვეტყვი რო წამლებს არ სვამ
დიტომ ტელეფონი აიღო.
-ეხა ვეღარ
ანიმ ძლივს მოიშორა დიტო და ჩანთიდან წამალი ამოიღო და დაალევინა.
-მორჩა. ძლივს. ეხა დამასვენე.(ანი)
-ესე გღლი ჩემო ცხოვრება?(დიტო)
-ნწ.
-ჩემი ხარ(დიტო)
-არა
-კი ჩემი საკუთრება ხარ და არავისი.
-არა თქო
-აი ჩემი ცოლი რო გახდები ხელს მოგაწერინებ კონტრაქტზე რო ხარ ჩემი საკუთრება და ვსო.
-და მე რო არ მოვაწერო?
-მოაწერ
-საიდან იცი
-ვიცი.
-კაი გეყო. ნამცხვარს მოგიტან და ჩაის
-მე უნდა ვზრუნავდე ეხა წესით შენზე. ანი არაფერი არ მინდა-დიტო წამოდგა და ანის ხელი კრა ისე რო დაწვა-მე კარგად ვარ
-დიტო ნუ ჯიუტობ... იქნებ რაღაც კარგს გეუბნები-გაეღიმა ანის
-აი ესე არ გინდა ჩემო ანი. კარგად ვარ.
-არ ხარ
დიტო ისევ სავარძელზე დაჯდა, ანიმ ნამცხვარი და ჩაი მიუტანა მერე კი დაღლილს ჩაეძინა სავარძელზე. დიტომ აიყვანა ხელში და ოთახში დააწვინა. თვითონ სავარძელში დაიძინა. დილას ანის უკვე მანქანაში გაეღვიძა დიტოს თბილისში მიყავდა. უკვე სახლთან ახლოს იყვნენ.
-რატო არ გამაღვიძე
-ვცადე. დამამშვიდებლის მერე ისე ღრმად გძინავს რო ვერ გაღვიძებ-გაეცინა დიტოს
-გუშინ არ დამილევია
-დალიე. მე დაგალევინე რო არ დაგვიწყებოდა.
-სიცხე გაქ?
-არა
-დიტო. იცოდე თერაპიაზე როგორც კი მივალთ სანდროს ვეტყვი ყველაფერს
-მეც ვეტყვი რო დადიოდი
-კარგი არ ვიტყვი
-არც მე. თერაპიაზე თუ სახლში
-რომელი საათია
-1.
-აა ჯერ სახლში
-ისა.. ჩემებმა წაიღეს ტვინი... ანი მოიყვანე... ვახშამზეო, მამამისიანად და ძმებიანადო. მე ვუთხარი ვერ დაეტევიან იმდენი არიან თქო მარა წამოიყვანეო ტვინი წაიღეს. მოხვალ? თუ არა პრობლემა არაა
-რათქმაუნდა. რამე კაბა უნდა მეცვას თუ?
-როგორც გინდა ისე ჩაიცვი. სუ , მთავარია ბ***ვით არ იყო და. მოვედით. მიდი მიყვარხარ
-მეც
ანიმ აკოცა და გადავიდა. დიტომ ეტლი და ბარგი აატანინა ანის. მერე წავიდა. შევიდა სამზარეულოში. იქ ლაშა და ნიკა დახვდა.
-ანდრო და ლიკა?
-კარგი პოლიციელები არ არიან დღეს. ექიმთან მიდიან და მერე მშობლებთან წყნეთში ლიკასი.(ნიკა)
-ჯანდაბა(ანი)
-აჰა.(ლაშა)
-მე ოთახში ვიქნები(ანი)
-კაი დრო გაატარე?(ლაშა)
-და ეხა რას გულისხმობ(ანი)
-ლაშა გაჩუმდი(ნიკა)
-გაერთე?(ლაშა)
-ლაშა ენა ხო არ გაქ ძირში მოსაჭრელი.(ანი)
-შენ? ამდენი ხანია გაკვირდები და ანდროს შენ ჭკუაზე ატარებ. მაგრა გაგივიდა შენ თავს ხო იცი. რა შეყვარებული აგიტყდა 17წლის ასაკში? ანი მაგრა გამიცრუე იმედები პროსტა. შენზე ვფიქრობდი კაკრას რო მეთქი ეს ოჯახში ყველაზე კაი ტიპი დადგა რომელსაც ცხოვრება არ ენგრევა თქო
-მე არ მენგრევა ცხოვრება? იცი ბანალურ ტექსტებს არ დავიწყებ მარა დაფიქრდი აბა. შეყვარებული რომელსაც კიბო აქ, 2წელია ეტლში ვზივარ, ეხლა აღმოვაჩინე რო მამამ მყავს ვაბშე და ძმა, და კიდე რო დედაჩემს ფეხზე ვკიდივარ ვაფშე. ძმა კი ნარკომანობას მაბრალებს და მეუბნება რომ იმედი გაუცრუვდა ჩემზე რა ჯანდაბა გინდა მართლა მონაზონი ხო არ გავხდები?!
-ვაუ. ტექსტები მაგარი გაქვთ ორივეს. ბანალურებოო. არ გინდათ რა ეს ჩხუბი(ნიკა)
-დედა შ**** მაინც არაფერი არ გესმის!-ლაშა გაბრაზებული გავიდა ოთახში იმხელაზე მიაჯახუნა კარი რო ანდროც კი ვერ იზამდა ამას
-ანი მიდი დაელაპარაკე
-რა დაველაპარაკო ნიკა გაბრაზებულია ჩემზე სასტიკად
-მეც ვარ
-აუ კაი რა ნიკაა. ნიკ ხო იცი არა რო არც ნარკომანკა არა ვარ და არც რამე ეგეთი.
-ვიცი. მიდი დაელაპარაკე და იქნებ რამე მოახერხო.
-რა ვუთხრა
-რო ბოდიშს უხდი
-კაი
ანი გავიდა ლაშას ოთახში. ის აივანზე იდგა და ეწეოდა. ანი ადგა ეტლიდან და ლაშასთან მივიდა.
-რას აკეთებ ტო. დაჯექი
-ლაშ. ლაშაა მაპატიე რა-ანი უკნიდან შემოეხვია ძმას
-ეხა ძალიან გთხოვ არ გინდა რაა-ისევ ისეთივე ცივი ხმით უპასუხა დას
-ლაშაა, კაი რა მიდი რა მაპატიე. ლაშააა
-ანი გაცივდები
-აუ ხო იცი რო სიმართლე არაფერი არაა. ეხა შენ ეჭვიანობ ანდროზე? რო ძაან დავახლოვდით? პროსტა იმიტო რო გამიგო. შენ ადრე ისეთ ყურადღებას არ მაქცევდი და თან ისე ახლოსაც არ ვიყავით.
-კაი. გაპატიე-ლაშაც შემობრუნდა და ჩაეხუტა.
-მართლა?
-ხო. რაღაც ჩვენი ბრალიცაა ეტყობა რამე მოგაკელით სუ წამლებზე ვლაპარაკობდით და გამოჯანმრთელებაზზე ეტყობა სხვა თემებზეც უნდა გვესაუბრა.
-ხო. დღეს დიტოს მშობლები ვახშამზე გვპატიჟებენ
-რა პონტში
-ჩვენ ხო ერთად ვართ თქვენი ახლოს გაცნობა უნდა დიტოს დედას
-რა დროს გაცნობაა ჯერ
-პირველი გოგო ვარ ვინც დიტოს შეუყვარდა სანდროს ხო ისედაც იცნობთ.
-კაი ხო. ბაზარი არაა, რამე ისეთი ჩავიცვათ?
-არა კაცო. პროსტა ძაან ბომჟურად არ ჩაიცვათ
-როდის ჩამიცვია ანუშკი ბომჟურად ერთი-გაეცინა ლაშას
-კაი გავედი მე-ანი გავიდა
-ეტლი!
ეტლში ჩაჯდა და ოთახში გავიდა. მერე გამოიცვალა ეტლიდან ადგა და პირდაპირ თერაპიაზე წავიდა. სპორტზალში არ დახვდა ამჯერად დიტო. სანდროც ცოტახანში შემოვიდა.
-სად არის ეტლი ანი?
-დამრჩა
-რათქმაუნდა. დავიწყოთ?
-აჰამ.
-დიტომ გითხრა რო დღეს მოხვიდე
-კი
-პრობლემა ხო არაა?
-არა არანაირად.
-კარგია, დიტოს დიდად არ სცემს პატივს დედამისს არ
-აარაა საჭირო რაიმე ამიხსნა სანდრო არაუშავს.-გაიღიმა ანიმ
-ნინო კაი ქალია
-ეჭვი არ მეპარება
თერაპიიდან ანიმ საღამოს სახლში ასვლისთანავე გამოიცვალა და მოემზადა. ნიკოლოზისთვის დარეკილი ჰქონდათ უკვე. დათი სამწუხაროდ ვერ ჩამოვიდა ჯერ კიდე ბათუმში იყო. ლიკაც მიყვებოდა მათ.
-ანდრიუშაა! ბავშვის სქესი???
-რა გოგოო?!!(ანდრო)
-ბავშვის სქესი თქო!! გამო რა ამ ოთახში!!!
ანდრო შემოვიდა.
-რა გინდა
-ბავშვი
-გააფრინე?
-აუ ბავშვის სქესი თქო
-ა შენი აზრით?-გამომწვევად გაიღიმა
-არ ვიცი.
-ბოთე მყავხარ. ერთის მაგივრად ორიო. ხოდა ერთი ბიჭი ერთი გოგო.
-ეეეე რა მაგარიააა
-და ეს ყველაფერი არაა, სამსახურში დამაწინაურეს თვეში 4000ლარი მექნება ხელფასი
-ეეეე ეგეც რა მაგარია გილოცავ
-ხო. მადლობა ან. მზად ვართ წავედით?
-ხო.
-რა ლამაზი ხარ?
-შეილება ეტლით არ წამოვიდე?
-კაი ჯანდაბას
ანი ადგა ეტლიდან და წავიდნენ დიტოსთან. ანის კაბა ეცვა მუხლებამდე მოშვებული, ცისფერი. ზემოდან შავი ტყავის კურტკა და კეტები. უცნაურად გამოიყურებოდა ცოტათი მაკიაჟით მაგრამ მაინც ლამაზად. დიტო გამოწყობილი იყო შარვალ-კოსტუმში. ანის სიცილი აუვარდა მის დანახვაზე. მერე ჩამოჯდნენ სანდრო და ნიკოლოზი ორი საათი ღვინოზე შამპანურზე და ესეთ რაღაცეებზე ლაპარაკობდნენ. დიტო ანდროსთან და ლაშასთან ლაპარაკობდა. ნიკა და ანი კი გაიპარნენ სახლიდან და ეზოში მოსაწევად გავიდნენ. ორივემ მოუკიდა და მოწევა დაიწყეს.
-დუხი ხო აქ გაქ მერე არ მიგიხვდეს ანდრო
-აქ მაქ. მადლობა ნიკუშ.
-ნიკუშო როდიდან მეძახი ნიკუშას
-ანდროც ეგრე გეძახდა ხოლმე
-კი ან 11ის რო ვიყავი
-ოო მოიცა რა
-კაი ტიპი კია ეს დიტო მარა რატო გვაცნობენ დედამისს ცოლად მოყავხარ?
-საიდან მოიტანე რა დროს ჩემი ცოლობაა.
-რავი აბა დიდი იმედი მაქ არაა
-ხო. შენ რას შვები იმ შენ ნინოზე
-რავი მევასება კაი გოგოა მარა ჯერ არ ვარ იმ ასაკში რო ცოლად მოვიყვანო. 19წლის ღლაპი ვარ. მეყვარება 23 ან 22წლამდე და მოვიყვან და თუ არადა ჯანდაბაშიც წასული 3-4წელი თუ ვერ მოიცდის ჩემ გამო
-ვაუ ყოჩაღ. მე კიდე სუ მაინტერესებდა რომელი მოიყვანა პირველი ცოლს. მე და ანდრო შენზე ვდებდით ფსონს და ლიკა ლაშაზე.
-დაჟე? ლაშა მოიყვანს რათქმაუნდა ჩემზე დიდია
-ალბათ.
ამ დროს ნიკას ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა.
,,ბავშვებო მე ჩამოვედი, დამხვდებით სახლში?’’
ნიკა გაქვავდა და ანის გახედა.
-რა?... ნიკა დროზე ამოღერღე
-დედა შ**** ჩამოდის. დედა ჩამოდის

********************16**********************
-არა არ არსებობს ნიკა რეებს მატყუებ.
-არ გატყუებ ჩამოვდივარო.
-წამო დროზე ანდროს ვუთხრათ
-არა. არ გაბედო. ეხლა აიშლება მთლიანი ვახშამი ხო არ გინდა ეს? ეხა ავედით და ვითომც არაფერი ისე დავჯდეთ და მერე ვეტყვით.
-მაგრამ
-არანაირი მაგრამ ანი ანდრო სკანდალს ატეხავს აქ და დაწყნარდი რა
-კაი
-წამო
ანიმ დუხი შეისხა და ავიდნენ ისევ დიტოსთან.ნიკა ისე შევიდა ოთახში ვითომც არაფერი ბოდიში მოიხადა გასული რო იყო და დაჯდა. ანის კი ყველაფერი სახეზე ეწერა და ეს დიტომ მაშინვე შეამჩნია, მას სახეზე დამცინავი ღიმილი ეკერა. მერე ჩუმად გადაუჩურჩულა ანის.
-მსახიობობა ვინ გასწავლა? წამო აბა ორი წუთი. ბოდიშს გიხდით ანის გავიყვან ორი წუთით(დიტო)
-ეჰ დიტო კაი ადამიანი ხარ და არ მეშინია რომ ჩემი გოგო დარჩება მარტო როცა მე აღარ ვიქნები(ნიკოლოზი)
-მადლობა ბატონო ნიკოლოზ მივხედავ აუცილებლად ძალიან მიყვარს თქვენი შვილი
-ცოტა დააგვიანე მამა-პაპური დარიგებებით მამიკო(ლაშა)
-ლაშა!(ნიკა)
-არაუშავს.(ნიკოლოზი)
მერე ჩვეულებრივად გააგრძელეს საუბარი. დიტო და ანი გავიდნენ დიტოს ოთახში. ანი ფანჯრის რაფაზე დაჯდა, დიტო კი საწოლის კედელს მიეყრდნო, ხელები გადაიჯვარედინა და ანის მიაშტერდა.
-ჰე დიდხანს გელოდო?
-რა?
-სუ თეთრი ხარ სახეზე, ცუდად ხარ? დავუძახო სანდროს?
-არ ვარ ცუდად.
-აბა რა ხდება ანი ნუ მაწვალებ.
-დედაჩემი ჩამოდის
-საიდან მოიტანე
-ნიკას მიწერა მესიჯი
-ანდრომ იცის?
-არა ეხლა სკანდალს ატეხავს. შეილება ეცადოს ჩემზე მეურვეობის დაბრუნება და ამისთვის ყველაფერს იზამს. მოიგებს კიდეც სასამართლოში
-რატო მოიგებს
-ანდრო თავისი ფულით ვერ მოუვლის 4ადამიანს
-ლაშა და ნიკა მუშაობენ. ლიკაც ხო მუშაობს, ნიკოლოზიც გეხმარებათ.
-არ ვიცი, ესე მგონია რო მოიგებს
-დაწყნარდი და ნუ ნერვიულობ ხო იცი რო ანდრო ამას არ დაუშვებს.
-შენ არ იცი მამინაცვალი რა საზიზღარი კაცია
-არ ინერვიულო, ვერაფერს დაგიშავებს ვერავინ. მე გყავარ გვერდით, ჩემი ოჯახი, შენი ოჯახი, ნიკოლოზი, დათი. ყველა შენთან არის ისინი მხოლოდ ორნი არიან
-არა. სამნი. პატარა ძმა მყავს
-კიდე კაცო? რამდენი ხართ
-შვიდნი. დათი მამის მხრიდან და პატარა ძმა მემგონი 4წლის არის. მაგას ირაკლი ქვია.
-ნანახი გყავს?
-არა. მარტო სურათებში.
-ან ყველაფერი კარგად იქნება ნუ ნერვიულობ. ჯერ ესერთი ამისთვის დედაშენს ჯერ ფსიქოლოგებთან მოუწევს ლაპარაკი ღირს თუ არა შენი მეურვის შეცვლა მერე ექიმთან შენი მდგომარეობიდან გამომდინარე მამა ამას არ დაუშვებს
-რა ვიცი ვნახოთ. კაი მემგონი მიდიან ჩემები მერე მოგწერ
ანი ჩამოვიდა რაფიდან და დიტოს აკოცა. მერე წავიდნენ სახლში. ანი პირდაპირ ოთახში გავიდა. დანარჩენები სამზარუელოში დაჯდნენ.
-არა აქამდე რატო არ მიტხარი!! ნიკა დებილი ხარ?!!! სანამ გარეთ იყავი მაშინ რო მოსულიყო ის ყ** ვახო თუ რაც ქვია(მამინაცვალს გულისხმობს) ხო მოგკლავდა არ გახსოვს სუ რო გცემდათ?!! ვახ ჩემი. ვსო ამიერიდან ჩემ გარეშე არავინ არ გავა სახლიდან. ან თუ გახვალთ ერთად მარა აუ ჩემი!! ლიკა შენზე ვაფშე ლაპარაკი არ მაქ არსად არ ივლი მარტო.
-ნუ ნერვიულობ ესე ანდრო ცუდად გახდები(ლიკა)
-ცუდად არა ის. ლაშა ნიკა მე არ ვხუმრობ. ანიმ იცის?(ანდრო)
-კი იცის(ნიკა)
-ანიც არსად გავა მარტო. აუ მაგას რა დაიჭერს ეხა.
ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. ანდრო წამოხტა და მის ოთახში შევიდა. ორი დანა ამოიღო ერთი ლაშას მისცა, მეორე ნიკას და თავისთვის იარაღი აიღო. ლიკა ანისთან ოთახში შეუშვა და კარი ჩაკეტეს. კარი რო გააღეს გიჟივით შემოვიდა ეს ვახო. საშიში ჯერ მარტო უკვე გამოხედვა ქონდა. გვერდით ოდნავ დაბალი ქერათმიანი სახეზე მთლიანად მაკიაჟით წათხაპნილი ქალი ედგა. ეს მათი დედა იყო.
-რა გინდათ აქ!(ანდრო)
-შვილო ესე ესალმებიან დედას?(ვახო)
-შენი შვილი ტყეში დარბის!!!-დაიყვირა ოთახიდან ანიმ რომელიც გამოსვლას ლამობდა მაგრამ გარედან იყვნენ ჩაკეტილები
-ანი შვილო? ოთახში ჩაგკეტეს? როგორ ექცევი ბავშვს. გამომადგება ეს როცა სასამართლოში მივალ. (დედა)
-შენი!!!-მერე ეტყობა ლიკამ ააფარა პირზე ხელი და გაჩუმდა
-გადით აქედან დროზე(ლაშა)
-ლაშა მახსოვს როცა გცემდი ესეთი მამაცი არ იყავი(ვახო)
ანდრომ მუშტი გაარტყა ისე მძლავრად სახეში რო ვახო დაეცა.
-კარგად მომისმინე შე ნაძირალა და შენც! ანის ხელს ვერ ახლებს ვერავინ და ვერც ჩემ ძმებს სანამ მე ცოცხალი ვარ. თქვენც დაგბრიდავთ და ყველას ვინც წინ გადამეღობება და მერე თქვენ სხეულებს გადავწვავ და რაც დარჩება პადვალში მივუგდებ ვირთხებს. არ გაცოცხლებთ არცერთს და განანებთ რომ ჩემ ოჯახს გადაეჩეხეთ. უმეტესობა ვინც ანის იცნობს, გესმის იცნობს და არ მიატოვა არის ჩვენ მხარეზე. როგორც არ უნდა ეცადო დედა შ**** რაც არ უნდა გააკეთო ვერცერთს ვერ წამართმევ ეხა ნახ*ი ჩემი სახლიდან სანამ მართლა დამიბრედიხართ! დროზე!!(ანდრო)
ვახო წამოდგა ის იყო უნდა დაერტყა რომ გააჩერა ბავშვების დედამ.
-არ გინდა. წავედით მე უბრალოდ მომენატრეთ და თქვენ რანაირად იქცევით(დედა)
-არ ამაწევინო ქალზე ხელი დროზე გადი(ანდრო)
ორივე გავიდნენ. მათ კარი ჩაკეტეს და ანი და ლიკა გამოუშვეს.
-ე რა სახე გაქ კარგად ხარ? ანი?(ანდრო)
ანის გული წაუვიდა და ანდროს ხელებში ჩავარდა.
-ანი! ანი! დროზე ლიკა სპირტი რამე მოიტანე!!(ნიკა)
ლიკა კარადებს ათვალიერებდა სწრაფ სწრაფად როგორც იქნა იპოვა და ანის აყნოსინა. ნელ-ნელა გამოფხიზლდა. დივანზე დააწვინეს.
-ე როგორ ხარ?(ანდრო)
-რავი. წავიდა?(ანი)
-წავიდა ხო კარგად ხარ სასწრაფო, სანდრო რომელს გამოვუძახო?(ლაშა)
-არავის კარგად ვარ. ლიკა ხო აქაა და.(ანი)
-რატო ემართება ესე ტო(ნიკა)
-სისუსტე ხო თქვა სანდრომ გადაიღალა ემოციურადაც წამო დაგაწვენ(ლიკა)
-გადი შენ ამის თრევაღა გაკლია მე გავიყვან-ანდრომ ხელში აიყვანა და ანი საწოლში ჩააწვინა.
***
მეორე დღეს მართლაც რომ მანჩო(ბავშვების დედა) წავიდა სასამართლოში და საქმე გაიხსნა ანის მეურვეობის დაბრუნებაზე. ყოველდღე უწევდათ სასამართლოში სიარული, ანის კლასელებს,დიტოს, სანდროს, ნინოს, დათის, ნიკოლოზს და ა. შ აძლევდნენ ჩვენებებს თუ როგორ კარგად ეპყრობოდა ანდრო... გადაღლილები და ნერვებზე აშლილები ბრუნდებოდნენ, ანი დილიდან ჯერ სკოლაში დადიოდა მერე თერაპიაზე მერე დიტოს ნახულობდა მერე სასამართლოში, ფსიქოლოგთან და ბოლოს სახლში რო მიდიოდა მეცადინეობდა. ანტიდეპრესანტებს იღებდა და სულ გათიშული დადიოდა ფაქტიურად. ანდროც გიჟივით დადიოდა. არაფერი არ იცვლებოდა ანის ოპერაციის თარიღი საერთოდ კიდე უფრო იქით გადაწიეს. გავიდა 3თვე ამ 3თვეში უამრავი რამ მოხდა. თითქმის მოიგეს საქმე მანჩომ და ვახომ. ლიკას მალე მშობიარობა უნდა დაწყებოდა. ანდროს და ლიკას ქორწილიც შედგა და ნიკამ ხელი თხოვა ნინოს რაზეც მან უარი მიიღო ასაკის გამო მაგრამ მაინც ერთად იყვნენ. ანი და დიტო ჩვეულებრივად იყვნენ მაგრამ ანის ნელ-ნელა ბეზრდებოდა მისი ყოველდღე ნახვა და ლაპარაკი. ყველაფერზე ნერვები ეშლებოდა და ანდროზე უარესი გახდა. ვეღარაფერს ითმენდა მაგრამ ამას მაინც ვერ გამოხატავდა დამამშვიდებლების გამო. იმ დღეს როცა უნდა ემშობიარა ლიკას სასამართლო იყო დანიშნული და ამიტომ გადაიდო. ყველა გიჟივით გავარდა იქ რომ მოესწროთ ბავშვებისათვის. ანდრო ორი ულამაზესი ბავშვის მამა გახდა. მათ დაარქვეს დეა და რეზი. რეზი რათქმაუნდა მამას წააგავდა ხოლო დეა კი ორივეს. როგორც კი გამოწერეს ლიკა დაძაბულობა კიდე უფრო გაიზარდა. სახლში უკვე 7 ადამიანი იყო შეუძლებელი გახდა ძილი, დასვენება, მეცადინეობა,ვარჯიში, მუშაობა და ყველაფერი. ღამე არავის არ ეძინა ბავშვების გამო.
-აღარ შემილია უკვე!(ლაშა)
-არც მე რამე რო ვიშოვოთ დავიქირავოთ და მე და შენ გადავიდეთ(ნიკა)
-ნიკა ჯერ სასამართლო დამთავრდეს და მერე მოვიფიქრებ(ლაშა)
ანისთვის ხო ეს ყველაფერი კიდე უფრო დამღლელი აღმოჩნდა. იმ დღეს რომელსაც ყველა ასე ელოდა დადგა, მოწმეების ჩვენების შემდეგ მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება.
-ამიერიდან ანი ადამაშვილზე მეურვეობა გადაეცემა მის კანონიერ დედას. მხოლოდ და მხოლოდ საცდელი ვადით 1კვირით. ამის შემდეგ დაიკითხება ანი ადამაშვილი და თუ ის თანახმა იქნება მასზე მეურვეობა დედასთან დარჩება წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისევ ანდრო ადამაშვილს გადაეცემა. საქმე დახურულია-მოსამართლე ადგა და გავიდა. ანი ჭკუიდან შეიშალა და სასამართლოდან გიჟივით გაიქცა. ანდრო გაეკიდა.
-ანი არ წახვიდე ამით ყველაფერს გაართულებ
ანიმ ტირილი დაიწყო და ანდროს ჩაეხუტა. სუ კანკალებდა და არ შეეძლო სუნთქვა. ჩამოაშორეს ოჯახს. ნიკოლოზი მოსამართლეს ელაპარაკებოდა იქნებ ჩემზე გადმოაფორმოთო და მერე ისევ დაუბრუნებდა ანდროს მაგრამ არაფერი არ გამოდიოდა. ვახო და მანჩო გამოვიდნენ.
-აბა ანი წასვლის დროა
-არ მომეკაროთ. გადით!-ანი თან ტიროდა და იქნევდა ხელ-ფეხს. ნიკა და ლაშაც გამოვიდნენ და წინ გადაეფარნენ.
-არსადაც არ წაიყვან(ნიკა)
ნიკას ანი ეკავა რო არ წაქცეულიყო ტირილისგან უკვე იმდენად სუსტად იყო. ლაშა და ანდრო წინ ედგნენ.
-რა პოლიციას გამოვუძახო?(ვახო)
-შენი პოლიცია დედა შ****(ანდრო)
-ანდრო სხვა გზა არ გაქვთ-გამოვიდა დათიც-მაგრამ მე მაინც დაგეხმარებით-ისიც გადაუდგა მათ
-ესე იგი იყოს ასე პოლიციას ვიძახებთ(მანჩო)
-არა დაანებეთ. წამოვალ-ანი ეტლში ჩაჯდა.
-დამირეკა რო რამე (ანდრო)
-აუცილებლად(ანი)
-მიყვარხარ-დიტოც გამოვიდა და აკოცა
-მეც(ანი)
მანჩომ ანი მანქანაში ჩასვა. ვახო წინ იჯდა და იბღვირებოდა ეჩხუბებოდა ცოლს.
-და რა მოიგე ამით? ამ გოგოზე მეურვეობა?
-დაწყნარდი ვახო.ანის გადავცემთ ჩვენ მემკვიდრეობას რომ ვინმემ განაგრძოს ჩვენი ბიზნესი-ცალყბად გაიღიმა მანჩომ
-ხომ ასეა საყვარელო?(მანჩო)
საპასუხოდ ანიმ შეაფურთხა.
-ოჰ მე შენ გაჩვენებ სეირს!!!-ვახოს უნდა გაერტყა სახეში რომ ანიმ აიცილა
-ვახო დაანებე გონს მოეგება მალე რო ვცემოთ ცუდად გახდება რა ქათამი გაიზარდე(მანჩო)
ცოტახანში ანის წინ უზარმაზარი სამსართულიანი სახლი გადაიშალა. სახლის კართან დიასახლისის ფორმაში ჩაცმული ორი ქალი დახვდა. ერთი ახალგაზრდა ბიჭი რომელიც ალბათ დაცვა იყო. ანის ეტლი გადმოიტანა და მასში ჩაჯდომაში დაეხმარა. მერე მისი ჩემოდნები გადაზიდა.
-მე გიორგი ვარ ამიერიდან მე თქვენ...
-გიორგი არაა საჭირო მისალმებები უბრალოდ აიტანე ყველაფერი ანის ოთახში და დაეხმარე ასვლაში(მანჩო)
ამ დროს გამოვიდა სირბილით პატარა ირაკლი და ვახოს ჩაეხუტა. ანის გასაოცრად ვახომ შვილი ხელში აიყვანა და ჩაეხუტა.
-როგორ ხარ ჩემო პატარა?
-მაა ეს ვინაა?
-ეს შენი და. ანია.
-ეე რა მაგარია
-გამარჯობა ირაკლი
ვახომ ისეთი სახით გადახედა ანის შეეშინდა. გიორგი დაეხმარა ზემოთ ასვლაში. მისი ოთახი უზარმაზარი იყო. ოთახში რო შევიდა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. შიგნით ტელევიზორი ჰქონდა, დიდი კარადა, სამუშაო მაგიდა და ოდნავ შემაღლებულ ადგილას საწოლი შავ თეთრი გადასაფარებლით.
-ეს მთლიანად ჩემია?(ანი)
-ხო. აქ თუ რამე დაგჭირდება მე დამიძახე. ვიცი ვახო საუკეთესო მამა არაა(გიორგი)
-მადლობა.
გიორგი გავიდა. ანიმ კარი მიიხურა, ცოტახანში მესიჯი მოუვიდა ტელეფონზე.
,,მიხვედი?’’-დიტო
,,ხო’’
უკვე მართლა აღარ შეეძლო მისი ატანა ცოტახანი მისგან დასვენება უნდოდა. ამიტომ ტელეფონი გამორთო. საწოლზე დაჯდა წამლები დალია და დაღლილობისგან ჩაეძინა. ცოტახანში ვიღაცის ხელების თათუნმა გააღვიძა. ეს ირაკლი იყო მის საწოლზე ამძვრალი.
-ეე ირაკლი.-გაუღიმა ანიმ
-მე ირაკლი ვარ
-მე ანი
-გამასეირნებ შენი ეტლით?(ირაკლი)
უცებ ერთი ქალი ამოვიდა, დიასახლისი იქნებოდა ერთ-ერთი რომელიც ანის დახვდა. ოდნავ მოხუცს წააგავდა.
-სად გამექეცი შე ტუტუცო ბავშვო!
-რანაირად ესაუბრებით ბავშვს(ანი)
-შენ ვინ ხარ ერთი(ქალი)
-ირაკლის და
-ანი? ჰმ... მართლა ქათამი ხარ
-ესე ნუ მესაუბრებით და ტონი შეარჩიეთ(ანი)
-თორე რა დამითხოვ? დედაშენს სუ ფეხზე კიდიხარ
-არ !-გაისმა მანჩოს მკაცრი ხმა რომელსაც ხელში ფოდნოსი ეკავა ვახშმით.-გადი დროზე დათხოვილი ხარ
-მაგრამ... მე
-არ გესმის?!! გადი
ქალი წყევლა-კრულვით გავიდა.
-ანი ვახშამი მოგიტანე-გაიღიმა მანჩომ. ირაკლი მიკრული იყო ანიზე და არ უშვებდა.
-არ მშია
-ანი სიხარულო გთხოვ
-სიხარულოს ნუ მეძახი შენ დედაჩემი არ ხარ და ვერც ვერასდროს გახდები
-იცი რა!! ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ!! აქამდე კარგად გექცეოდი ეხლა მიყურე! ირაკლი წავედით!
-არა
-რაა?!! შენ რა მეწინააღმდეგები?
-ნუ უყვირი..ხარ ანის-ჩუმად ჩაილაპარაკა საბრალო ბავშვმა. მანჩომ ყურზე მოკიდა ხელი და ის იყო უნდა გაეთრია რო ანი აღუდგა წინ.
-ეხლა მე მომისმინე. ესე მოექცევი და ყველაფერს ეხლავე სოციალურ სამსახურში ვიტყვი
-ჰმ...-მანჩო გავიდა. ირაკლი ანის ჩაეხუტა. მერე მთელი საღამო კინოს უყურებდნენ და ერთად ჩაეძინათ. დილით ანის მაღვიძარა ჰქონდა დაყენებული დარეკვისთანავე გაეღვიძა რადგან წესიერად არც ეძინა. ღამე გაეღვიძა და სულ ფიქრობდა ეხლა ტყუპები ტირიან თუ არაო. ენატრებოდა სახლი და ის ჟრიამული და ქაოსი. ისე ადგა რო ირაკლი არ გაეღვიძებინა მერე ჩაიცვა და ჩავიდა ქვევით. იქ მეორე ქალი იდგა ახალგაზრდა. ალბათ ანიზე სულ რაღაც 3წლით დიდი იქნებოდა. ყავა და ნამცხვარი იდგა მაგიდაზე. ანი დაჯდა და დაიწყო ჭამა.
-ალბათ ცუდად გეძინა-გახედა გოგომ
-ხო. შენი სახელი?
-ო მე ნანუკა.
-ანი.რამდენი წლის ხარ
-20.
-რატო მუშაობ ამათზე
-ჩემი ბიძაშვილია ირაკლი. სამსახური მინდოდა და მოვეწყვე. სანამ ლექციები არ მაქ აქ ვმუშაობ კარგად მიხდიან.
-ვახო როგორი ადამიანია
-ცუდი არ არის მაგრამ მოსამსახურეებთან საერთოდ არც ლაპარაკობს ხოლმე.
-სასიამოვნო იყო შენთან საუბარი ნანუკა მაგრამ მეჩქარება
ამ დროს ვახო გამოვიდა.
-დილა მშვიდობის ნანუკა, ანი
ანიმ არაფერი უპასუხა.
-არ გესმის რა გითხარი?
ისევ არაფერი.
-კარგი!!-ვახომ სახეში გაარტყა ისე რომ ანის ტუჩი გაუსკდა და სისხლი წაუვიდა.
-ბატონო ვახო!-შეჰკივლა ანის რომელიც ძირს დავარდა მაგრამ ადგა და ეტლში დაბრუნდა. არაფერი უთქვამს მეორე ლოყა მიუშვირა
-აბა მიდი! და ყველაფერს მოვყვები!
ნანუკამ ანის სასწრაფოდ მობანა სისხლი და აბაზანაში გაიყვანა.
-როგორ ხართ?
-კარგად. ნანუკა ძაან მეტყობა?
-თვალთან სუ სისხლჩაქცევა გაქვთ.
-არაუშავს. მისმინე სათვალე მომე რამე შავი რო დავფარო
-ეხლავე
ნანუკა ორ წუთში დაბრუნდა.
-კარგად ვგრძნობ თავს ეტლს დავტოვებ აქ ოღონდ გადამალე და არ თქვა არსად
-კარგი
ანი ადგა და წავიდა. როგორც ყოველთვის ისევ ისე იჯდნენ რატი, კატო, ლაზარე და ირაკლი. კატო ტელეფონში იჯდა და თან ყავას სვამდა დანარჩენები ეწეოდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. ანი მათთან მივიდა.
-აბა როგორია ახალი სახლი(რატი)
-აუ რავი მთელი ღამე ანდროზე და დანარჩენებზე ვფიქრობდი რას აკეთებდნენ(ანი)
ამ დროს ნიკას შეძახილი გაისმა ანისთან მივიდა და ჩაეხუტა. მერე ოდნავ უკან დაიხია თითქოს რაღაცას ამოწმებსო და მერე სახეზე სათვალე რო შენიშნა გაეცინა.
-რა უკვე პახმელიაზე ხარ?(ნიკა)
-ხო-გაუღიმა ანიმ
-ოხ ოხ. ნახა იქ სასმელი. აბა როგორ ხარ
-რავი კარგად.
-არ გენატრებით
-როგორ არა 6დღეში ყველაფერი დამთავრდება
-ნეტა მანქანამ გაიტანოს მანჩო
-ჩვენი ძმა ვნახე. საყვარელი ბავშვია მარა ცუდად ექცევიან
-შენ როგორ გექცევიან
-არ მინახავს არცერთი გუშინ. მანჩოს მოტანილი ვახშამი არ ავიღე გაბრაზდა და იმის მერე არ მინახავს
-კაი არ გინდა მთლად ეგრეც ეხა ნუ იშიმშილებ გუშინ ტყუპების მაგივრად ანდრო არ გვაძინებდა მთელი ღამე გირეკავდა
-ხო გავთიშე ტელეფონი არავისთან ლაპარაკ არ მინდოდა
-წამლებს სვამ?
-კი ნიკა გაკვეთილზე მეჩქარება
-მოიცა ეტლი?
-არ მინდოდა კაი მერე გნახავ
ვერც ვერავინ მიხვდა რომ ანის სინიაკი ჰქონდა სახეზე. სანამ თერაპიაზე წასვლა არ მოუწია.
-ანი მიდი მოიხსენი სათვალე თორე ვარჯიშში ხელს შეგიშლის
დიტოც იქვე იდგა
-ანი მოიხსენი(სანდრო)
-არა იყოს, არ შემიშლის
-რათ გინდა მზე არაა
-არა სანდრო გთხოვ
დიტო ჩამოვიდა ტრენაჟორიდან და ანისთან მივიდა მის წინ ჩაიკუზა.
-რა ხდება-გაბრაზებული სახით ჰკითხა-მოიხსენი სათვალე
-არა მე...
დიტომ მოხსნა სათვალე და ორივეს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ანის სახეზე რომ სინიაკი დაინახა დიტომ მთელი სიმწრით გლიჯა ხელი იატაკს.
-ეს ვახო ხო? მოვუ**ავ დედის ტ***!!!!



№1  offline წევრი Ucnobigogo

heart_eyes heart_eyes ვაიმე რამაგარიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent