შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოსულობის უპირატესობა (თავი 7)


19-10-2016, 18:44
ავტორი ninuca16
ნანახია 1 709

ლევან, ლევააან!! ვაკაკუნებ გაუთავებლად და ხმამაღლა ვყვირივარ..
ლევანი: რა იყო ლიზა?!! რა მოხდა? ამ შუაღამისას რა საქმე გამოგიჩნდა?
ლიზა: აა რა საქმე? რატომ არ მითხარი, რომ რუსკა ფეხმძიმედაა შენგან!! ახლახანს რუსკამ დამირეკა და მითხრა რომ მის მშობლებს გაუგიათ ეს ამბავი. რუსკას მამა გაოცფებული ყოფილა, დედამისი რა დღეშია ხომ წარმოგიდგენია, მისთვის უთქვიათ რომ აბორტი გაიკეთოს..
ლევანი გაჩუმდა, ხმასაც ვერ იღებდა.
ლევანიკოოო, ამოიღე ხმაა!! განა დაუშვებ რომ რუსკამ აბორტი გაიკეთოს?!
ლევანი: არვიცი ლიზაა..
რუსკა: და ის არ იცოდი რა მოყვებოდა შენს საქციელს? ახლა კი ნება იბოძე და რამე გააკეთე, არ დაუშვა რომ აბორტი გაიკეთოს, ყველაფერს რომ თაი დავანებოთ ის შენი შვილია.
ლევანი: დედა და მამა? აპირებ რომ უთხრა ამის შესახებ?
ლიზა: არა ლევანიკო, მე არაფერს არ ვეტყვი, შენი გადაწყვეტილებისამებრ მოუყვები ამ ყველაფერს.
ლევანი: ცოლად მოვიყვან!
ლიზა: იმის და მიუხედავად რომ ამის დრო არ იყო და არც ასაკი გიწყობთ ხელს, ერთადერთი გამოსავალი ესაა. ხვალვე ჩაალგე ნივთები და გაემგზავრე.
ლევანი: კარგი ლიზა, ძილინებისა.
მეც დავემშვიდობე და ჩემს ოთახში შევედი. ვერ დავიძინე იმ ღამით, ლევანიზე და რუსკაზე ვფიქრობდი, და იმ პატარა არსებაზე რომელიც ჯერ არ დაბადებულა, წარმომიდგენია რა საფრთხის წინაშე დგას, თუ ლევანიკო არ ჩავა ხვალ, რუსკას აბორტს გააკეთებინებენ. ღმერთო, რას წარმოვიდგენდი თუ ეს ყოველივე ჩემს თავს გადახდებოდა. ვფიქრობდი ლუკას უუნარო საქციელზე, რათქმაუნდა არ დამვიწყებია ეს ყველაფერი. კიდევ კარგი, რომ მასთან სერიოზული ურთიერთობა არ დამიჭირავს, თორემ ახლა საშინლად მეტკინებოდა გული. მართალია 16 წლის ვარ, მაგრამ ისე მიკვირს როცა ამ ასაკში უკვე სერიოზულად ფიქრობენ ოჯახის შექმნაზე, სიგარეტს ეწევიან გოგოები და ბიჭებს სახეში აბოლებენ, დადიან ჩილიმის მოსაწევად და შემდეგ სოციალურ ქსელზე ტვირთავენ ფოტოებს წარწერით „ვაუ, ყველაზე მაგარიაააა“ გიგსონასთან ერთად!! ბიჭებზე მეტად ახლა გოგოები ბილწსიტყვაობენ!..
უკვე დილის 7 საათი იყო, ვიცოდი რომ ადრე წასვლას აპირებდა ლევანი და ამიტომ ავდექი, მოვწესრიგდი, ჩავიცვი და ლევანისთან გავედი, ჩანთას ალაგებდა უკვე.
ლიზა: დედას არ ეტყვი ლევანიკო?
ლევანი: არ მინდა, რომ გავაღვიძო ასე ადრიანად, თან ვიცი შეკითხვებით შემაყოვნებს და გთხოვ ლიზ, ჩემს მაგივრად მოიფიქრე რამე და უთხარი.
ლიზა: კარგი, რამეს მოვახერხებ, არ ინერვიულო. მზად ხარ?
ლევანი: ხო, უკვე მზად ვარ.
ვიცოდი, რომ ეს ყოველივე მისთვის ადვილი არ იყო, ის ამხელა პასუხისმგებლობას ეჭიდებოდა, ოჯახის მოვლა თავის თავზე უნდა აეღო სწავლის პერიოდში მყოფ ბიჭს. ახლოს მივედი და ჩავეხუტე.
ლიიზ, მითხრა მან.. ვნერვიულობ
ნუ ნერვიულობ ლევანიკო, მე შენს გვერდით ვარ, რაც საჭირო იქნება ყველაფერში დაგეხმარები, შენც და რუსკასაც, თუ რათქმაუნდა არ დამიმალავთ კიდე რაღაცეებს. მაგრად ჩამიხუტა გულში და ჩამჩურჩულა, ლიზ, ჩემო პატარა ანგელოზო, იცოდე რომ ყველაზე საუკეთესო და ხააარ, მიყვარხარ!!
- მეც მიყვარხარ ლევანიკო!! ახლა კი წადი და რუსკას მიხედე.
ჩუმად და ფეხაკრეფით, თითის წვერებზე აწეული ჩემს ოთახში გავრბოდი რომ დედას არ დავენახე, ჩემს საწოზლე წამოვწექი და ვფიქრობდი რა მეთქვა დედასთვის.. ამასობაში გავიდა დრო, ჩამძინებია მაგრად ფხიზლად ვიყავი, დედა ეძახდა ლევანის და წამოვხტი უცბად, გავედი დერეფანში...
ლიზა: დეეეეე, ლევანიკო თბილისში წავიდააა..
დედა: რაოოო? ჩემს დაუკითხავად? რატომ არ მითხრა თუ აპირებდა წასვლას?!
სიბრაზე შეერია მის სიტყვებში, რაც აშკარად შესამჩნევი იყო.
ლიზა: თავისი ძმაკაცი, გიორგი ხომ იცი? ფეხბურთზე ერთად რომ დადიან, რამოდენიმეჯერ ჩვენც გვესტუმრა სახლში, ავარიაში მოყოლილა და როგორც კი გაიგო, მაშინვე გავარდა..
დედა: უი საწყალი, ღმერთმა გადმოხედოს და გამოაჯანმრთელოს. რა საწყენია, ასეთი ახალგაზრდა ბიჭები, რამდენ უბედურებაში ეხვევიან.
მეც თავს ვუქნევდი და ვეთანხმებოდი ყველაფერზე.
როგორც კი ჩავიდა ლევანი დამირეკა, პირდაპირ რუსკასთან წავიდა, ველოდებოდი მოვლენებს. არ ვიცოდი რა მეკეთებინა, ისე ვნერვიულობდი არაფრის თავი არ მქონდა, ლუკასგან SMS-ები კი განუწყვეტლივ მოდიოდა, არ მინდოდა რომ მენახა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ისე მძლევდა, რომ ვნახულობდი, თუმცა არ ვწერდი. რამოდენიმეჯერ დამირეკა კიდეც, მაგრამ არ ვპასუხობდი. აქეთ იქით გავდიოდი და გამოვდიოდი, დედამ საჭმელად დამიძახა, მაგრამ არ ჩავედი, შიმშილის გრძნობაც კი გამიქრო ნერვიულობამ. რუსკამ იცოდა, რომ აპირებდა ჩასვლას ლევანიკო და ამიტომ თითქმის აღარ ნერვიულობდა.
გავიდა რამოდენიმე საათი და მობილურზე ისმის ლუკასგან ზარი...

მადლობთ ვინც კითხულობთ ... დაელოდეთ ახალ მერვე თავს



№1  offline წევრი anuki15

ვაიმე რა დაიძაბა? :D იმედია მალე გამოსწორდება სიტუაცია. კარგი თავი იყო როგორც ყოველთვის <3

 


№2  offline წევრი ninuca16

მადლობაა ანუკიიი

მერვე თავში იხილავ ამ სიტუაციის გაგრძელებას❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აბა რა უდნდა ლუკას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent