შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დილის არომატი - სრულად


19-10-2016, 19:41
ავტორი D-roni
ნანახია 26 735

სახლში შევდივარ და გიჟივით ვიღიმი.
მგონი ეს ისაა რაც ამდენ ხანს მინდოდა !
ეს ისაა , რაც დასამშვიდებლად ნამდვილად მეყოფა!
ეს რაჭაა !
- ვაიმე რაჭუნაა ! - გავკივი ბოლო ხმაზე და ვგრძნობ , როგორ მირტყავენ თავში.
კისკისით ვიხედები უკან და ნუცას თვალს ვუკრავ.
ჩემი დაქალი მგზავრობის შემდეგ , იმავე დოზით კვდება რა დოზითაც მეორე დღეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ცოცხლდება!
ფანჯრებს ვაღებ და სიცილს ვიწყებ.
ხო , ძალიან ბევრი მაკლია ... მაგრამ საერთოდ არ მაღელვებს ეს !
- ელე , კარი ჩაკეტე ! - ნუცა დივანზე გორდება და თავს ზედ დებს. - ვაიმე აქედან წასვლა აღარ მინდა ... - ტუჩებს აწკლაპუნებს და მეც ზემოდან ვახტები.
- ხო ? - ეშმაკურად ვუთამაშებ წარბებს. - გაგირიგებ ვინმე კაი რაჭველ ბიჭს და ჩაურძალდი მერე ოჯახს ... - სიცილით ვდგები და უკანალს ვაქნევ. - არა რა, ტყუილად კი არ მეძახის დედა ვაშლისტრაკას ... იმენა ვაშლია ჩასაკბეჩი ! - ხელი მივირტყი და ისევ სიცილი დავიწყე.
- ვაშლი არა , კვახი ... - კიბისკენ გარბის და მეც მივდევ.
- ნელა ირბინე , ძველი აშენებულია სადმე არ ჩაბეტონდე ! - გავძახი და ისიც ადგილზე შეშდება ერთ პოზაში.
- რა ? - მეკითხება და შიშისგან თმას იფხანს.
- კარგი გოგო რა იყო ... - სიცილს ვუშვებ ბოლო ხმაზე და კარისკენ მივდივარ . - ნახე წუნკალა მოდის , ნათელაა!
- მანახე ! - ხელი მკრა და მეც სახე დავმანჭე .
- ველური ხარ ამხელა ქალი ! - მხარზე მივარტყი ხელი და შემოსულ ნათიას გავუღიმე. - "რავა ყველა ნათიასთან აფერისტობა მიწევს ჰა ? , ვითომ ბედია ? " - ვეჩურჩულები და ძალით ვიკრიჭები.
- ამასწინათ ვეუბნებოდი გოგონებს , ელენეს პირიდან დაძახებული ელენე სულ სხვაათქო და ჩამოხვედი კიდეც ... - თვალს მიკრავს და მეხუტება.
- ხო იცი ვგიჟდები შენს სახელზე , ჩემს პირველ შვილს ნათიას ვარქმევ ... - ოდნავ ვიწევი უკან და ნუცას ვუყურებ , რომელიც სახეზე მწვანდება შეკავებული სიცილისგან. - გაიცანი ეს ჩემი დაქალია ნუცა ... ზემოთ კიდევ არიან გოგონები ... წელს ამალით ჩამოვედი .
- სასიამოვნოა ! - უღიმის და სახლში შემოდის. - მოენატრე რაჭას , სად დაიკარგე ? - მეკითხება და მეც ირონიულად ვიღიმი.
- რა ვიცი ... სულ მეგობებთან ერთად ვარ ზღვაზე , ახლაც ძალიან დაუგეგმავად წამოვედით .
- კარგია , რომ ჩამოხვედი ... ახლა ჩამოვიდა ყველა და გავერთობით !
- ვინ ყველა ? - ვეკითხები ინტერესით .
- რა ვიცი ... ბიჭები ჩამოვიდნენ !
- ვა ვა , ნაშობა ჩამოვიდა ? - სიცილს ვიწყებ ნუცას ნათქვამზე.
- ჩამოვედით და ჩამოგვყვნენ ... - მეც ვყვები და ნათიას აქაჩულ წარბებზე და მერე უცებ დაკერილ ღიმილზე უფრო მეცინება .
- სხვათაშორის გიორგი ჩამოვიდა ... - გვეუბნება და საზურგეს ეყუდება.
- ვინ გიორგი ? - ინტერესით ვაკვესებ თვალებს.
- გედენიძე გოგო , შენ რა არ იცი ? - მეკითხება და თვალებს ქაჩავს.
- და ვინაა ეგეთი , რო უეჭველი უნდა ვიცოდე ? - მეცინება და თმას სარჭით ვიმაგრებ.
- გაიცნობ , კარგი წავედი ახლა ... გამოგიარეთ უცებ კარი რო იყო ღია ... გოგოები უნდა ვნახო და საღამოს გამოდით იცოდე ჩვენს ადგილას ...
- კი , კი აუცილებლად ... აბა კარგად !
***
- მართლა არ იცი ვინაა გედენიძე? - მეკითხებიან გოგონები და მეც თავს მეათეჯერ ვაქნევ.
- არ ვიცი ეს გედენიძე ვინ არის და რა ვქნა კუდი არ მაქვს , რომ გავაქიცინო ! - მობეზრებულად ვიქნევ ხელს და ნათიას კმაყოფილ სახეს ეჭვით ვუყურებ. - რომელიმეს , ხომ არ მოგწონთ ? - რაჭველებს მივმართავ ძირითადად.
- არა ... - ყველამ უარყო და წამიერად ნათიასკენ მიაშტერეს მზერა.
- ისეთი აღბრთოვანებულები საუბრობთ ... - სიცილით გავაქნიე თავი
^^^
რამდენიმე დღით თბილისში მომიწია დაბრუნება , თან მხოლოდ ნუცა გავიყოლე ... დანარჩენი გოგონები რაჭაში დარჩნენ .
შუა ღამე იყო დაწყებული , მანქანა კორპუსთან რომ გაჩერდა და მეც გადავედი სადარბაზოსთან.
ცალი თვალით ავხედე ჩემს ფანჯრებს და ანთებული შუქები ეჭვით შევათვალიერე .
ალბათ დედა მივიდა ...
ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული სადარბაზოსკენ კიბეზე რაღაც , რომ ახტა და შიშისგან შექანებულმა გულზე მივიდე ხელი.
ვერც კი გავიაზრე , როგორ ჩავუვარდი მაღალ სხეულს განიერ მკლავებში .
შიშისგან აკანკალებული გამოვხტი უკან და ღრმად სუნთქვა დავიწყე.
თვალებმოჭუტულმა ავათვალიერ-ჩავათვალიერე შავ სპორტულებში გამოწყობილი ბიჭი , რომელიც კიბეებზე ჩამორბოდა და თავი გავაქნიე.
- მე ... ბოდიში , უბრალოდ ... - სიტყვის დამთავრება არ დამცალდა კორპუსის განათებაზე გამოსული ოდნავ , რომ ავათავლიერე , ენა ჩამივარდა.
ისეთი თვალებით იყურებოდა ... უცხო იერით და მზაკვრული ღიმილით.
ტუჩის კუთხეები თანმიმდევრობით უთამაშებდა და ნაცრისფერ თვალებს ხან მშვიდად ახამხამებდა , ხანაც მკაცრი გამომეყველებით აბრიალებდა.
შიშისგან გამცრა და შუბლზე ხელი გადავისვი.
- არ იცი , რომ შუაღამეს მარტო სიარული არ შეიძლება ? - მისი ეს კითხვა ისეთი მოულოდნელი იყო , უეცრად ენა ჩამივარდა.
ვერც კი გავიაზრე , როგორ დავაღე პირი და გაოგენბული ავაჩერდი ჩემზე ორი თავით მაღალ სხეულს.
ჯიბეებში ხელჩაწყობილი მიყურებდა , თავის ფორმას კაპიშონი უფარავდა , მოკლეზე გაპარსული წვერის კონტურები ლამაზად გამოხატავდა , სახის ყველა ნაკვთს.
- რა შენი საქმეა? - ისეთი ტონით წამომცდა , ისეთი რომ ბოლოს გააზრებულის ძალიან შემრცხვა.
- უკაცრავად ? - ირონიულად აათამაშა ტუჩის კუთხეები.
ოდნავ შეატრიალა თავი და ჩემსკენ წამოვიდა , გამბურღავი მზერით.
- ვაიმე დედა ... - ჩემთვის ჩავილუღლუღე და იმ წამს ეზოში შემოვარდნილ ნუცას , რომელმაც ხელი მკლავში ჩამავლო მადლიერი მზერით გავხედე.
- ელენ ... - მხარზე მიჯიკა და უცნობს ღიმილით მიესალმა. - ელენე ... - ოდნავ შემანჯღრია და მეც მაშინვე მოვედი გონს .
- აა , ხო ... - დაბნეულმა გავხედე და ისევ უცნობს მივაპყარი მზერა , თითქოს მისი სახის დამახსოვრებას ვცდილობდი.
- წავედით , გვიანია ! - ხელი თვალების ბრიალით ჩამავლო და ნელი ნაბიჯებით წამიყვანა სადარბაზოსკენ.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ყიფშიძე ! - უკნიდან მომაძახა უცნობმა ბოხმა ხმამ და მეც ადგილზე გავშრი .
უკან მიხედილს არავინ არ დამხვდა ადგილზე , გაოგნებულმა გავატრიალე ნუცასკენ თავი და თითები ჰაერშ დაბნეულმა ავღმართე.
- რაო ? - ლიფტში შესულმა ოდნავ ჩავავლე ხელი საყელოში ჩემს დაქალს.
- როო და სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ყიფშიძეო ... - მხრები აიჩეჩა მან და ღილაკს მიაჭირა. - ვინ არის ?
- რა ვიცი მე ? , ან ჩემი გვარი საიდან იცოდა? - ვკითხე თვალებმოჭუტულმა . - არ მომწონს ეს ტიპი , ზედმეტად მაცდურია ჩემთვის ! - თავი გადავაქნიე და სარკეში ჩავიხედე.
- ელენე მისმენ ? - მხარზე მომკრა ხელი ნუცამ და მეც დაბნეულმა გავხედე ისევ მას.
- რამე მითხარი ? - ვკითხე წამწამების ფახულით.
- ღმერთო შენ გვიშველე ! - თავში შემოირტყა ხელი და გაღებულ კარში ძალით გამაგდო , ბინაში შევედით და კარი დავკეტეთ.
- დედა ... - დავიძახე სახლში და ოთახებში გავედი . - დედა ! - სააბაზანოც შევამოწმე , თუმცა კარი ჩაკეტილი დამხვდა.
- რა დედა აგიტყდა გოგო , სად ხედავ ახლა დედას ? - მეკითხება ნუცა და სამზარეულოში შედის.
- აბა შუქები ვინ აანთო ? - ვეკითხები და წარბებს ვკრავ. - ვაიმე დედა ... - გულზე იდებს ხელს .
- რა გჭირს? - წყალს მაწვდის და მეც ერთი ამოსუნთქვით ვსვამ.
- ზუსტად მახსოვს , რომ შუქები ჩავაქრე ! - შემოსასვლელში გავედი და ჩამრთველს დავაკვირდი.
- იქნებ არასწორად გახსოვს ...
- არა , აქვე ჩანთაც დამივარდა ... მახსოვს ,რომ ჩავაქრე ! - დარწმუნებით ვამბობ და თავს ვანქნევ. - ის ... ის ხომ არ იყო შემოსული ?
- ვინ ის გოგო , რეებს ბოდიალობ მოდი აქ ! -სკამზე ძალით დამსვა და თვითონაც წინ დამიჯდა.
- სიბნელე იყო , ის თავქუდმოგლეჯილი მორბოდა კიბეებზე , თანაც აქამდე არასდროს მინახავს აქ ... ახალი მეზობელიც არ გადმოსულა , რა ხდება ?
- და რაღა ეგ ბიჭი ? - მეკითხება დაბნეული . -შენ ძალიან დაინტერესდი მაგ ბიჭით , ჩაგრჩა და ნუ გადაეკიდები ახლა ... უბრალოდ დამთხვევაა !
- აბა ჩემი გვარი საიდან იცოდა ? , ეგეთი სკლეროზიანიც არ გეგონო ... კარგი ჩავთვალოთ შუქის ჩაქრობა დამავიწყდა და ახლა არასწორად მახსოვს , რისი ალბათობაც ნულის ტოლია ! , გვარი , რომ მეთქვა არ მემახსოვრებოდა ? ... გეუბნები აქ სხვა რაღაც ხდება და ძალიან მეშინია!
- კარგი დამშვიდდი ... თუ კიდე რამე მოხდება ვუთხრათ დათის და ეგაა ... - ჩემს ბიძაშვილზე მითხრა და მეც თავი დავუქნიე .
- ასე აჯობებს !

მეოთხე დღე იყო დაწყებული ეზოში ვიდექით და ნუცას მანქანაში რაღაც ნივთებს ვალაგებდით.
შლაგბაუნი , რომ გაიღო და შავი მუქი მანქანა შემოვიდა ეზოში.
დაკვირვებით გავაყოლე ჩაბურულ მინებს მზერა და თავის ქნევით განვაგრძე საქმე.
ის ის იყო კარი უნდა დამეკეტა , თლილი თითებ რომ შეეხნენ საკეტს და ზემოთ დაიჭირეს.
გაკვირვებულმა გავატრიალე მზერა გვერდით მდგომისკენ და წამით შევხტი , რომცა ღამის ინციდენტის ბიჭი დავინახე.
დაკვირვებით , რომ მათვალიერებდა და ოდნავ იღიმოდა .
თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე ხელი ვუშვი მანქანის საკეტს.
ზურგით მიეყრდნო , თავისივე დაკეტილს და ხელი ისე დაადო , რომ მისგან ვერ გავსულიყავი.
გაბრაზებულმა და გონს მოსულმა შევათვალიერე ერთი დაკვირვებით და წარბები შევჭმუხნე.
- უკაცრავად ... რამე გინდათ ? - ვეკითხები უხეშად და ისიც ღიმილს უმატებს და უმატებს.
- არ მოგენატრე ? - მეკითხება თავხედურად და ტუჩის კუთხეს ცალ მხარეში თავისებურად ტეხს.
- კითხვა უნდა ? - აგდებით შევუბრუნე კითხვა და გამოწევა ვცადე , თუმცა არც წინ გამიშვა და არც უკან.
- რატომღაც მგონია , რომ მთელი ეს დღეები ჩემზე ფიქრობდი ... - ცაში თვალებმოჭუტულმა აიხედა და ოდნავ გამიღიმა გაგიჟებულს.
- შენ ცოტა ვერ ხარ ხო ? - ვეკითხები და შეშინებული ვცდილობ უკან გამოწევას.
- ხო , ცოტა ვუბერავ ... - წელზე მხვევს ხელებს და ოდნავ მიჭერს ერთ ხელს მხარზე.
უკვე სუნთქვა გახშირებული ვცდილობ მისი ხელებიდან თავის დაღწევას , თუმცა მგონი ის ამაზე არც კი ფიქრობს.
- ხელი გამიშვი ! - განიერ გულმკერდზე ხელებს ვაბჯენ.
- გინდა გავისეირნოთ ? - სერიოზული გამომტყველებით მეკითხება და ხელებს მიშვებს.
- პრავა გაქვს ? - ვეკითხები ისე თითქოს ძალიან მაინტერესებდეს.
მაგრამ ხომ უნდა წავკბინო ?
- არა , ფსიქოლოგიური ვერ გავიარე ! - დანანებით ანქევს თავს და ისე მიყურებს მზერით მეუბნება " მიგიხვდი და დაგასწარიო".
- ასეც ვიფიქრე ! - წინ წავედი და კარი გამოვაღე.
- ანუ შენი მანქანით უნდა გავისეირნოთ ? - უკან გამომყვა და მანქანის კარი ხელით დაიჭირა.
- რა გინდა ? - ვეკითხები მობეზრებული.
- მშია ! - მეუბენება და თავს ოდნავ გვერდით ხრის , შემდეგ კი ისე იცინის რადიკალურად განსხვავებულ წარმოდგენას მიქმნის .
- გაკლია ! - ხელს ვიქნევ და კარის მოკეტვას ვცდილობ სავარძელზე დამჯდარი.
- მაგრად ! - ჩემთან იცუცქება და ხელებს ფეხებზე მალაგებს.
- ვაიმე გაიწიე ! - ოდნავ უკან ვუბიძგე , თუმცა მის უზარმაზარ სხეულთან ჩემი ვერაფერს გახდა.
- რა ლამაზი ხარ ტოო , აი რო იცინი მაგრად მომწონხარ ! - მის ნათქვამზე უნებურად მეცინება და თავს ვანქნევ.
- მად ... - მადლობის თქმას ვაპირებ ჩემს უკან , რომ წევს ხელს და ნუცას პატარა ფისოს ხელში , რომ იყვანს.
გაოგნებულ/გაბრაზებული ვქაჩავ თვალებს და უნებურად მეცინება მის უზარმაზარ ხელებში , გატრუნულ ფისოს მზერას რომ ვავლებ.
- რა გქვია ? , პატრონივით ხო არ იკაწრები ? - ეკითხება და ხელში ისე იჭერს , ფეხები და ხელები მისკენ აქვს მიშვერილი პატარა კნუტს.
- საერთოდ არ ვიკაწრები ამ დროს ... - საჭესთან ნუცა იკავებს ადგილს და სიცილით იკრავს ღვედს.
- აა შენია ? - ეკითხება ღიმილით და ახლა ვრწმუნდები ...
ეს ჩემთან იდებილებს თავს!
- ამისი გეგონა ხო ? - სიცილი უტყდება და ჩემს გამომტყველებაზე ტუჩებს კუმავს.
- ფხუკუნი მესმის! - ხელი ვკარი და მეც გამეცინა.
ფისო უკან ჩასვა და ისე ახლოს აღმოჩნდა ჩემთან სუნთქვა შემეკვრა.
დიაფრაგმა შემეკუმშა და მთელი ძალით ავეკარი საზურგეს.
- კარგად ... - ოდნავ მახებს ტუჩებს შუბლზე და იმის გააზრებასაც კი ვერ ვასწრებ რას აკეთებს ...
მისი სურნელი ისე მახვევს თავბრუს , ლამის გავგიჟდე.
- შენს ლამაზი გოგო ხარ ! - ირონიულად ჩურჩულებს ჩემს ყურთან და უკან იხევს. - მშვიდობიანი მგზავრობა , მომიკითხეთ რაჭველები ! - ხელს წევს და თავისი მანქანისკენ ჩქარი ნაბიჯებით მიდის.

- ეს ტიპი ვერაა ხო ? - ვეკითხები ნუცას და ნერვიულად ვიკრავ ღვედს.
- არ ვიცი ვერ არის თუ არის , მაგრამ რაც არიას მაგარი ტიპია ! - სიცილით აქნევს თავს და მანქანას ქოქავს.
^^^
არც ისე ბევრი მიფიქრია მასზე.
მთელი გონებით გადართული ვიყავი რაჭაზე და იქ ჩასვლის სურვილი მკლავდა.
რაც შეიძლებოდა ჩქარა დავდიოდით , თუმცა მერე მე ავტეხე პანიკა შეანელეთქო და ნუცამაც შეანელა.
მართალია გზა გაგვიგრძელდა , თუმცა არც ისე ძალიან.
მალე ჩავედით , სახლთან გაჩერებული მანქანიდან გადავხტი და სახლისკენ გავიქეცი.
თეკო და ნინა გამოვარდნენ და თანმიმადევრობით ჩავკოცნეთ ორივე.
სახლში შესულებმა ცოტა დავისვენეთ , რა თქმა უნდა ამბებიც გავცვალეთ.
ჩემს მონაყოლს გაგუდული სიცილით ხვდებოდნენ , მეც მეცინებოდა ...
- კარგი ბიჭია ? - ჰკითხა თეკომ ნუცას და მანაც გაბადრულმა დაუქნია თავი . - შენ არ გეკითხები , ვიცი გაბრაზებული რამე საზიზღრობას იტყვი ! - მე გამომიბრუნდა და მის ნათქვამზე ყველას გაგვეცინა.
- სულაც არა , მართლა გიჟია მე კი არ ვამეტებ ... - თავი გავუქნია და წვენი მოვსვი. - ვერ გაიგე რეებს მეუბნებოდა ? - ნუცას შევუბრუნდი და მანაც ფხუკუნით დამიქნია თავი. - რა გაცინებს შე სირფუნჩულა? - ვეკითხები და ისიც სიცილს აღარ იკავებს.
- ისე ,როგორ შეიძლება ეგ ტიპი არ მოგეწონოს ? - მკითხა და მეც თავი მოვიქავე.
- აი ვერ მოვიდა აქამდე რა ... - გულზე ხელი მივიდე და გადავიკისკისე.
- მე კი მგონია , რომ ვინც არ უნდა ნახო ის მაინც უფრო ღრმადაც შემოვა ! - თავიდან ისეთი სერიოზული ტონით და სახით მითხრა ერთხანს ჩავფიქრდი , მერე რომ გავაცნობიერე რა მითხრა გაგიჟებული გადავწვდი და ზემოდან დავაწექი. - მთლად ისე ნუ იზამ, მაგაზე ადრე მე შემოვიდე ღრმად ... -ჩაგუდული ხმით თქვა და მეც სიცილისგან მუცელზე მოჭერილი ხელებით გადავგორდი გვერდით.
- გოგო რანაირი უზრდელური ფიქრები გაქვს ! - ხელი გაჰკრა ნინამ ეშმაკური ღიმილით და მივხვდი რაღაცით დააგვირგვინებდა. - შენ ნუ ფიქრობ იქ შესვლაზე ცუღლუტო , არ ჩანს ის დალაგებული ტიპი რამე არ გიქნას ეჭვიანობის ფონზე.
- გეყოფათ რა მაგ ტიპზე ლაპარაკი , აღარ მინდა რაღაცნაირად ვღიზიანდები ! - გავიცინე და ფეხზე ავდექი. - დღეს ბირჟის ხალხი არ დავყაროთ ? - ვიკითხე და კიბეებისკენ წავედი.
- ნელა იარე მანდ , არ ჩაბეტონდე ! - მომაძახა ნუცამ და მეც გამეცინა სამაგიეროს გადახდაზე.
- ბარემ როგორი აშენებულია , ეგეც მითხარი ... - სიცილით გამოვეპასუხე და კიბეებზე ავდგი ფეხი.
^^^
საღამოს გარეთ გასულები პირდაპირ მთავარი , შესაკრები ადგილისკენ წავედით ოთხივე.
რაღაც ყვებოდა თეკო და სიცილით ვიგუდებოდით ყველა.
უცებ , რომ გამოხტა ნათია და მეც გულგამსკდარმა ხელი მივიდე გულზე.
- სიცილზე გიცანი ... - ფხუკუნით დამადო ხელი მხარზე და მეც წარბებაქაჩულმა ოდნავ გავიღიმე.
- ხო , რატო ვერ მიცნობდი ... - წავკბინე და მანაც სახე დამანჭა.
- მოდით , გაგაცნოთ ბავშვები ! - მათკენ წაგვიყვანა და ჩვენც ღიმილით ჩამოვდექით ერთ ადგილზე. - ეს ზურაა ... - დაიწყო ლაპარაკი ,მაგრამ ამ დროს ზურა წამოხტა და მეც გახარებული ჩავეხუტე მონატრებულ მეგობარს.
- აეე ზურია , რავა ხარ შე დაკარგულო ! - მხარზე ხელი დავკარი და ოდნავ უკან დავიწიე.
- რავი ელენ შეენ? - უცებ გავაცნობიერე ,როგორ აკვირდებოდა ჩემს უკან ჩამომადგარ ნუცას და გამეცინა , მან სახის მანჭვით რომ გამომხედა.
- რატომ მიყურებს ისე თითქოს უცხოპლანეტელი ვიყო ? - ჩუმად ჩამჩურჩულა და უხერხულად გამეცინა.
- ამათთვის ხარ ! - მეც ავყევი და ერთ ხმაში ავკისკისდით ოთხივე.
- მოკლედ ეს გცნობია ... ეს დათოც გეცოდინება , კოკოც , უი შენ გედენიძეს არ იცნობ ! - შეჰკივლა და მეც მეორედ მივიდე გულზე ხელი . სიბნელეში მაღალი სხეული გამოძრავდა და ჩვენსკენ წამოვიდა . - გაიცანი ელენე , გიორგი გედენიძე ! - ოდნავ უკან გავიხედე გოგონებისკენ , რომლებიც ახლა გიორგის უყურებდნენ თითქოს ის ყოფილიყო უცხოპლანეტელი , გამეცინა და ჯერ ვერ შემჩნეულს გავხედე.
ღიმილი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სახეზე მიმახმა , თითქოს კინოდან გადმოყვანილს ვუყურებდი ისე იღიმოდა.
"ჰოლივუდის ღიმილი"!

ახლა სრულიად გასაგები გახდა , რატომ საუბრობდა ყველა , ყოველთვის უაზროდ ბევრს გედენიძეზე.
გიორგი გედენიძე , ეს ბიჭი ერთადერთი სხივი იყო , რომელიც რაჭას ანათებდა.
გაოგნებული მხოლოდ ნინას ხელის მოძრაობამ მომიყვანა გონს.
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყბაგავარდნილი ვუყურებდი და ღმერთს ვლოცავდი სიბნელეში , რომ მანახა და სინათლისთვის ცოტა , რომ შემამზადა.
თავი გადავაქნიე და ღიმილით შევაგებე ჩემი ხელი.
თლილი თითები , თუმცა არა იმდენად რამდენადაც ჩემი ღამის ბიჭს.
როდის გახდა ჩემი ? ჰმ ...
მომეჩვენა თუ შევადარე ? არა, არ მინდა მასზე ფიქრი!
- რას შვები ელენ , რა ხდება ახალი შენსკენ ? - ზურა გვერდით მომიჯდა და ოდნავ გამიღიმა.
- რავი აბა ... დასასვენებლად ჩამოვედით გოგოები , ვცდილობ ცოტა ხანი მოვშორდე ხმაურიან თბილისს... შენ რას შვები ? - ვკითხე და ოდნავ გავაპარე გედენიძისკენ თვალი , მაგრამ რომ მივხვდი მიყურებდა ფეთიანივით გავატრიალე კისერი.
- რავი , აი ბიჭებთან ერთად ვარ მეც ჩამოსული , ამ ზაფხულს ცოტა დიდ ხანს გადავწყვიტეთ დარჩენა , თქვენ რამდენ ხანს ჩერდებით ?
- რავი,აი გოგოები რამდენ ხანსაც გაჩერდებიან ... - ნუცას მივადე მხარზე თავი და ძალიან გამეცინა , როგორც კი თეკოს და ნინას თვალების ბრიალი დავაფიქსირე , გედენიძისკენ რომ მანიშნებდნენ გიყურებსო.
მეც რა თქმა უნდა გავინაბე და ძალიან ნაზად გავიცინე.
ჩემთვის ეს ძალიან ძნელია !
თუ ვიცინი და თან გრძნობით ვაკეთებ ამას , აუცილებლად რაღაც დოზით უნდა ვიჭიხვინო!
არა, გამაღიზიანებლად ოღონდ ... საყვარლად და ხმამაღლა!
- და გოგოები რამდენ ხანს რჩებიან ? - ცალი თვალით გადახედა ნუცას და კარგი დონჟუანი კაცივით გაუღიმა და დაუჟუჟუნა თვალები.
ჩემმა დაქალმა სახე უკმაუოფილოდ დამანჭა და თეკოს გაჰკრა ხელი , შენ უპასუხეო.
- არ ვიცით , რამდენ ხანსაც მოგვინდება!
- ეს სულ ასეთი ჩუმია ? - ცოტა ხანში მკითხა ზურამ ჩუმად და ისეთი სიცილი ამიტყდა , ეჭვი მაქვს მამაზეციერი ვერ მომასულიერებდა , თუ არ შევეცდებოდი გაჩერებას.
ნუცამ გაოგნებულმა გამომხედა და ხელი მომკრა.
მეც გედენიძეს გავხედე და დავინახე ,როგორ ეჟღურტულებოდა ნათია ჩემზე მინიშნებებით რაღაცას.
ისე გავღიზიანდი , მომენტშივე დამისერიოზულდა სახე და ამაზეც ისეთი სიცილი ატეხეს გოგონებმა მეც ავყევი ძალაუნებურად.
მალე "ბირჟა" დაიშალა , ყველა სახლში დარიგდა.
მათ შორის ქალბატონი ნათელაც ... მხოლოდ გიორგი და ზურა იჟდნენ გაუნძრევლად და ჩვენც.
- აუ ძალიან მეძინება ! - დაიწუწუნა ნუცამ და მაშინვე თვალები ვუბრიალე.
- რა გეძინება , ხო კარგად ხარ ნახე რა მაგარი ცაა ! - ცას გაბადრულმა ავხედე და შემდეგ ისევ მას გადავხედე.
- რაჭამდე ახალი გაღვიძებული შენ არ მჯდარხარ საჭესთან და გეძინა კიდეც მანქანაში ! - დამიბღვირა და ნელა წამოდგა ფეხზე. - ვაიმე წელო ! - დაიკვნესა და უკან დაჯდა. - არა რა , ან მანქანის სალონი უნდა გამოვცვალო ,ან თვითონ ის მანქანა !
- მე გიყიდი ახალ მანქანას , ოღონდ შენ დაჯექი და მაცადე ჩუმად ყოფნა ! - ზურამ ოდნავ გაიცინა და ნუცამაც თვალები დაქაჩა.
ეს ბიჭი ისე ნათლად ეფლირტავება ჩემს დაქალს , გული მიგრძნობს მალე ამის რეაქციები პიკი პანიკაში გადავა.

- ელენე , დღეს 25 ია! - ტაში შემოჰკრა თეკომ და მეც დაბნეულმა გავხედე მას.
- ინგლისურის ქულა , რომ გაიგე გახსოვს ? , როგორ კიოდი ... - სიცილით გამახსენა ნინამ და მეც მაშინვე გამახსენდა ის ბედნიერი დღე.
- ხო , მახსოვს ყველაზე მაღალი ავიღე ... ერთი ქულა მაკლდა მაქსიმალურამდე , ეჰ როგორ მიხაროდა , ისე ძაან ცოტამ აიღო წინა წელს ჩემნაირი ქულა , იმენა სიამაყით ვიყავი აღსავსე ! - გავიცინე და თავი გადავაქნიე.
- მე უფრო მაღალს ავიღებ ამ წელს ... - გვერდით მომიჯდა გედენიძე და ისე დავიბენი ნერწყვი ძლივს გადავაგორე სასულეში.
- ჩემზე პატარა ხარ ? - ირონიულად ჩავიღიმე , თითქოს მისი ნიშნისმოგებით ნათქვამი სიტყვები გავაცამტვერე.
- სულ რაღაც ორი თვით ... - თმა ყურს უკან გადამიწია და თბილად გამიღიმა.
წამში წამეშალა სახიდან კმაყოფილების ღიმილი და ვიგრძენი , როგორ დამიარა სასიამოვნო ჟრუანტელმა.
თმა გავისწორე და ოდნავ შევიშმუშნე ჩემს ადგილას.
- ეგ როგორ ? - თვალები დაბნეულმა გავაცეცე.
- როგორ და ... გრძელი ისტორია , მოკლედ სხვაგან მინდოდა სწავლა , მაგრამ ისე გამოვიდა , რომ იქ ძაან გამიცდა წელი ... მერე სამხედროც და კაროჩე , წელს ვაბარებ თავიდან ...
- სიამოვნებით დაველოდები შენს ქულას ... - მისკენ გადავიწიე და ოდნავ ჩავჩურჩულე.
- სიამოვნებით გაგაგებინებ ჩემი გამოცდის ქულას ! - მანაც იგივე მოძრაობა გაიმეორა და თვალებმოჭუტულმა გავწიე სახე.

რაღაცაზე ისე გავაბით ლაპარაკი , რომ ლამის თავზე დაგვათენდა.
წყალი მომინდა , წყაროზე წამოყოლა შემთავაზა ... მეც არ გავჯიუტებივარ მხრების ჩეჩვით წავედი მის გვერდით და სიარულს შევუნელე.
- ძალიან საყვარელი ხარ ... - წინ წავიდა და ოდნავ გამიღიმა.
თვალები გადავატრიალე , მისი ღიმილი ძალიან მთიშავს.
რომ იცოდეთ თვალებს , როგორ ჭუტავს და ტუჩებს ... ჯანდაბა ტუჩებსაც როგო ისველებს თქვენც გააფრენდით ჩემს მაგივრად !
არაუშავს , დანაკლისი არ იგრძნოთ ხალხნო , მე ვაფრენ ყველას მაგივრად ამასაც გავუძლებ !
- მადლობა ... - ოდნავ გავუღიმე და თმა ინტიქტურად გადავიწიე ყურსუკან.
- პირველად დავუმეგობრდი რაჭაში ასე გოგოს , ხო დანარჩენებთან არ გამომდის! - მიხვდა რის თქმასაც ვაპირებდი და სიცილით დაამთავრა.
- ხო შევამჩნიე , ყველა სხვა თვალით გიყურებს ... იცი სანამ ჩამოხვიდოდი , ყველა გაოგნებული მეკითხებოდა მართლა არ იცი ვინ არის გედენიძეო ? - ირონიულად ჩავიღიმე და მანაც თვალემოჭუტულმა გამომხედა.
- მართლა არ იცოდი ვინ ვიყავი ? - მოფლირტავის სახით მკითხა და მის საქციელზე ძალიან გამეცინა.
- გაგიკვირდება და არა ... - ამჯერად წინ მე გადავუსწარი .
- ფრთხილად ! - როცა წაბორძიკებული დამინახა ხელები შემომაშველა და პირველად აღმოვჩნდი მასთან ასე ახლოს .
იმ წამს მეგონა გული გამიჩერდებოდა , ხო ... ცოტა უცნაურია მაგრამ მეგონა არ ვსუნთქავდი .
სიბნელეშიც კი ვარჩევდი მის თვალებს და ისე მსიამოვნებდა ამ მზერით , რომ მიყურებდა ჭკუიდან ვიშლებოდი ...
ოდნავ შევახე მის მხრებს ხელი და თითებით მაისურს მოვეჭიდე , არ მინდოდა მისი ხელები წელიდან მომშორებოდა ... თითქოს ეს სიამოვნება სადღაც მქონდა გამოცდილი ... ხელები , რომლებიც ჩემს წელზე ძალიან მსიამოვნებდა , თუმცა ვერაფრით ვიხსენებდი ვისთან შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.
ვფიქრობდი და ვერ ვიხსენებდი , ამჟამად ეს გედენიძესთან ხდებოდა ... ხო , გედენიძესთან ... ბიჭთან , რომლიც ვინაობა გასაოცარი ყოფილა და მართლაც არ მცოდნია!
ოდნავ წამომაყენა და ხელები ნელა მიშვა , გონს მოსულმა თვალების ფახულით მოვაშორე თითები მის მხრებს და ცალთვალ მოჭუტულმა ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალს.
- მადლობა ... არ ვიცი , როგორ მომივიდა ! - სველ , ნამიან ფოთლებს დავხედე , რომლებზეც სავარაუდოდ ფეხი ამისრიალდა.
- ხდება ხოლმე , წამო მივიდეთ წყარომდე თორე მოვიდა მგელი ! - წელზე ოდნავ შემიღიტინა და ისე შევხტი გაკვირვებულმა დააკვესა თვალები.
- მეორედ ეგ აღარ გააკეთო , თუ არ გინდა რომ გული გამისკდეს ! - ნერვიული სიცილით გავაფრთხილე და თმა ხელებში მოვიქციე . -მოღუტუნება , ეს ისაა რაც საღ გონებაზე ჩემთან არ წაგადგება ! - თვალებანთებულმა ავხედე და მასაც ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
- გასაგებია , მადლობა ინფორმაციისთვის ... მიღებულია , აუცილებლად გამოვიყენებ უახლოეს მომავალში ! - გამიცინა და მეც გაკვირვებულმა გავაყოლე წინ წასულს თვალი. - აბა , წამოხვალ პანტერა ? - გამიცინა და მეც ღიმილით და თავის ქნევით გავყევი უკან.
ბევრი ვისაუბრეთ , ბევრიც ვიცინეთ ... ცოტა დისკომფოტს რა თქმა უნდა ვგრძნობდი , არ ვიცი რატომ მაგრამ ბოლომდე გულით ვერ ვიხსნებოდი .
ის კი ისე თავისუფლად და თბილად მექცეოდა ინსტიქტურად ვუღებდი გონების კარს...
ხო გონების კარს , რატომღაც გული არ იხსნებოდა ...

სახლში მისული საწოლზე მივესვენე დაღლილი , სამივეს აინტერესებდა რა მოხდა და რაზე ვილაპარაკეთ ... თუმცა არც ერთი მისვამდა კითხვას.
- არ მომწონს ეგ ბიჭი ! - თავისთვის ჩაილაპარაკა ნუცამ , თუმცა მაინც გავიგე და ჩემსკენ მოვაბრუნე.
- რატომ ? - გაკვირებულმა აიჩეჩა მხრები და ჩაფიქრებულმა მიაპასუხა.
- არ ვიცი , რატომღაც არ მომწონს ... მგონია , რომ არ გამოყვება ... სერიოზული ურთიერთობებისთვის ზედმეტად როგორ ვთქვა ... ზემეტად შენიღბული ჩანს , მგონია რომ ეს ნამდვილი გიორგი არ არის ... არ ვიცი , ელენ შენი გადასაწყვეტია ! - ლოყაზე მაკოცა და პირსახოცი აიღო . - წავალ გადავივლებ , თორემ ზურა ისე ახლოს ტრიალებდა ლამის კანი ავიგლიჯო ! - ტუჩები დამანჭა და მეც სიცილით გავაყოლე თვალი.
ხო , ნუცა ზედმეტად პირდაპირი და რეალისტია.
^^^
უკვე ძილბურანში ვიყავი მობილური ტელეფონის ხმა , რომ ჩამესმა ...
თვალებმიბნედილმა დავხედე ტელეფონის ეკრანს და უცხო ნომრისგან მოსულ ესემსს გაკვირვებულმა დავუწყე დაკვირვება.
როგორც კი მივხვდი , რომ მხედველობა გამეწმინდა და გონს მოვედი , მაშინვე გავხსენი მესიჯი და გული ამიჩქარდა.
" როგორც ჩანს კარგად ერთობი ... ძალიან არ შეტოპოთ)) , გამოსვლა ერთ-ერთს ძალიან გაუჭირდება !"
კანკალით წავიკითხე ესემესი და ხელით შევანჯღრიე ნინა.
- რა იყო ქალო , რა გინდა ! - ბღვერით გადმომხედა და შუქი ავანთე მაშინვე.
სამივემ ჭყიტეს თვალები და დაბღვერილები მომაჩერდნენ.
- რა სახე გაქვს , რა მოხდა? - თეკო წამოდგა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა.
- ნუცა ... - მას გავხედე და ისიც მაშინვე გადმოხტა ნინას საწოლზე.
- რა მოგივია , რა მოხდა ... - მობილური ამაგლიჯა ხელიდან და ესემესი , რომ წაიკითხა გაიკვირბებულმა შეჰკივლა. - ვინ არის ეს კვახის მარცვალი ?
- არ ვიცი , მაგრამ ეს თუ ის არის ვინც მე მგონია ძალიან მეშინია! - კბილებაკანკალებული მივეყრდენი ბალიშს. - მანიაკი ავიკიდე!
- ვინ ? , არა ... შანსი არ არის , ის არ იქნება ! - მობილური გადმომიგდო ხელში.
- ვინ ხალხო გაგვაგებინეთ რამე ჩვენც ! - თეკომ დაიკივლა და ნინამ მიჯიკა ხელზე.
- ის , ვისზეც გიყვებოდით ...
- მიწერე გოგო ! - თეკომ მიჯიკა და მეც გამოფხიზლებულმა ავიღე მობილური.
"კოშმარი ნახე"? - ყველამ რომ დაიძინა , ვერ მოვისვენე და მაინც დავუბრუნე პასუხი.
"შენ თუ კოშმარში მოიაზრები , მაშინ ყოველ ღამე კოშმარებს ვნახულობ))"
"რა გინდა ? , ვინ ხარ !" - ფანჯარას გავხედე და , რომ მიჯახუნდა შიშისგან ხმა ძლივს დავიმორჩილე.
"დავიჯერო ვერ მცნობ ?'
" რაზე უნდა გიცნო , სმაილებზე?"
"ნუ გეშინია , მანიაკი არ ვარ ვერ დამინახე რა საყვარლად გიჟუჟუნებდი თვალებს ?"
ვაიმე ღმერთო ეს მართლა ვერ არის თავის ძრავაზე!
"გინდა , რომ შენი მეშინოდეს?"
"მინდა , რომ რაც შეიძლება ნაკლები ბიჭი მყავდეს შენს გამო საცემი!"
"დამირეკე!"
გაგიჟებული წამოვდექი ფეხზე და კიბეები ჩავირბინე , შუქი ავანთე და სასტუმრო ოთახში ფეხებაკეცილი დავჯექი სავარძლეში.
სულ ტყუილად , გოგონებსაც გაეღვიძათ და ჩემს გვერდით წამოჯდნენ ყველანი.
ზარი , რომ მომივიდა სამივეს ვანიშნე , რომ გაჩუმებულიყვნენ და ღრმად ამოვისუნთქე.
- ჩემი ხმა მოგენატრა? - საყვარლად გაიცინა და თვალები გადავატრიალე.
თეკომ მანიშნა რა საყვარელი ხმა აქვსო და ისეთი წიხლი ვკარი მტრისას და ავისას!
- გამარჯობა გოგოებო , როგორ ხართ ... რა საყვარლად ზიხართ! - მხიარული ხმით ჩაგვძახა და ოდნავ უკან დავიწიე შეშინებული.
- რა იცი , რომ ვზივართ ! - კითხვის ფორმითაც კი ვერ დავსვი ...
- აბა წევხართ ? - მიამიტური ხმით იკითხა და წამში ჩამაგდებინა ენა . - აბა შენ არ იდგები , არ გიყვარს დგომა ... მაგარი ზარმაცი მყავხარ ჩემო სიცოცხლე!
- ღმერთო შენ მიშველე ! - ამოვიოხრე და აკისკისებულ გოგონებს თვალები ვუბრიალე. - რა გინდა ამიხსნი ? - ვკითხე და თმაში ხელები დაღლილმა შევიცურე.
- გამორთე სპიკერი ! - გაკვირვებულმა დავხედე მობილურს და წარბები შევკარი.
- გამოვრთე ... - ღიმილი შემეპარა ტუჩის კუთხეში.
- კარგი , მიდი ახლა მართლა გამორთე - ბავშვური ტონით მითხრა და მართლაც სიცილით გამოვრთე. - აი ასე ჯობს პატარა , ვგიჟდები კისერში ხელს , რომ იცურებ! - ხმა ხრიწიანი გაუხდა და ისეთი დავაკვესე თვალები სახეზე ახურებულმა , რომ წამში ატეხეს სიცილი სამივემ.
გაბრაზებული წამოვდექი ფეხზე და აივანზე გავედი.
- შენ ... შენ სულ , სულ ... გამოშტერდი ? - სიტყევბი ძლივს გადავაბი ერთმაენთს და გარშემოვა მიმოვიხედე ... ჯანდაბა საიდან მხედავს !
- სახლში შედი და ეგეთი ნაჭრებით აივანზე აღარ დაგინახო ! - ხმა ბოხი გაუხდა და წამში დავიხედე ტანზე , რომელსაც მხოლოდ პენუარის თხელი ნაჭერი მიფარავდა.
- თუ არ დამენახები , არსადაც არ შევალ ! - ადგილზე გავიჯგიმე , რატომღაც ვიფიქრე რომ არაფრის დამშავებელი არ არის ეს მანიაკი ჩემთვის!
- მე თუ დაგენახე , ხო იცი რომ კარგი დღე არ დაგადგება პატარა? - აწითლებულ ღაწვებზე თითები გადავისვი და მობილური გავთიშე.
სახეზე ღიმილი მომეფინა მეორეჯერაც , რომ დარეკა...
არ ავიღე , მესამეჯერად , მეოთხეჯერაც ... ბოლოს აივანზე დიდი ქვა , რომ ამოვარდა შეშინებულმა დავტაცე მობილურს ხელი და ინსტიქტურად ვუპასუხე აღრიალებულ აპარატს.
- სულ გააფრინე ? , რომ მომხვედროდა ?! - ვკითხე გაბრაზეულმა და მეორე მხრიდან ახარხარება მომესმა.
- რა უნდა მოგხვედროდა ჩემო სიცოცხლე ? - ისეთი თბილი გაუხდა ხმა , რომ წამში პატარა ბავშვი მეგონა თავი.
- რა და ქვა !
- რა ქვა გოგო , თბილისში ვარ ჩემთვის გემრიელად ! - ხმა ჯუჯღუნა გაუხდა და მეც თვალები გადავატრიალე.
აივანზე გადავიხედე და გაოგნებისგან წამში პერანგისკენ წავიღე ხელი , ხალათი მაგრად შევიკარი და გაოცებულს რამდენიმე ბგერა წამცდა ბაგეებიდან.
- გიოგი ? , აქ რა გინდა ? - ადგილზე შევხტი და ღიმილით მომზირალს თვალები დავუქაჩე.
- ვინ გიორგი გოგო ! - გაბრაზებულმა დასჭექა და დაბნეულმა ავაფახულე წამწამები.
- არ ჩამოხვალ ? - მკითხა გედენიძემ და გაშტერებულმა გავუქნიე თავი.
- გვიანია გიო ... ხვალ გნახავ !
- ვის ნახავ , ყიფშიძე შემომაკვდები ! - დასჭექა და სახის მანჭვით გავწიე აპარატი , რომ მის ღრიალს არ დავეყრუებინე.
- ვის ელაპარაკები ? - ქვემოდან ამომძახა წარბებშეკრულმა და მის სახეზე ძალიან გამეცინა.
ისე საყვარლად იყურებოდა , თვალებს ისე ჭუტავდა ...
- თუ არ უნდა , რო მთელი სოფელი თავზე დავახიო გააჯ*ას მანდედან ! ელენე ფეხით ჩამოვალ და იცოდე ... კარგი დღე არც ერთს არ დაგადგებათ !
- რა გაღრიალებს ადამიანო ! - წამომცდა გაბრაზებულს.
- ვინ ღრიალებს ელენე ! - უკვე გედენიძეც ბრაზდებოდა.
- ვაღრიალებ მე მაგას მთელი ცხოვრება ! - ერთი აქედან , მეორე იქიდან.
- ვინმე გაწუხებს ? - მკითხა
და მეც ნერვებზეაკრეფილმა დავიკივლე.
- ორივე გაჩუმდით !
- კარგი ხვალ გნახავ ...- ეზოს გაშორდა გედენიძე და დამშვიდებული ჩამოვჯექი სარწეველაზე.
- ხვალ გნახავს კი არა თუ ჩავულეწე ის კბილები მერე იჩლიფინოს მაგდენი! - ისეთი სასაცილო , ჯუჯღუნა ხმა ჰქონდა სიცილი ვერ შევიკავე. - რა გაცინებს ? - მკითხა გაბრაზებულმა.
- წავედი ! - მობილური გავუთიშე და ოთახისკენ დავიძარი. - ვაიმე , ორივე ისე მაღიზიანებს ... ისე მაღიზიანებენ , რომ ლამის შემოვგლიჯო ყველა ერთმანეთს !
- მოიცა , ეგ მანიაკი ვაფშე არ მოგწონს ? - რომ ვერ მიხვდა , როგორ უნდა მირმართა , თითების ქნევით თქვა თეკომ.
- მომწონს კი არა , ორივეს დავიჭერ და ერთამენთზე ვარტყმევინებ თავს !
ფრუტუნით წავედი საძინებლისკენ და ბალიშზე თავი ჩამოვდე. - ხვალვე თბილისში დავრუნდეთ რა ... არ მინდა აქ , გედენიძესთან ერთად ყოფნა ! - ამოვილუღლუღე და
- დავბრუნდეთ ... - ნინა უკნიდან ამეხუტა და კისერში მაკოცა. - კარგი რა , დამშვიდდი ...- ფხუკუნით მითხრა და გაოგნებულმა გავხედე მოცინარს.
- რა გაცინებს ქალო ... - დაბნეულმა მივკარი ხელი.
- ვაიმე , მომწონს ეგ მანიკი ბიჭი ძაან ... - ბოლო ხმაზე აკისკისდა.
- ვაიმე , თუ არ გაკლდეს ! - ენა გამოვუყავი და ბალიშზე გადავაგდე თავი.
"ტკბილი ძილი ლამაზო!"
ბოლო ესემესს თვალი გადავავლე და წარბები შევკარი.
დეგენერატი !
^^^
დილითვე ჩავბარგდით და ნუცას მანქანისკენ წავედით ყველანი.
ცოტა ამოვისუნთქე , გედენიძეს აღარ ვნახავდი ... მაგრამ აქ მეორე პრობლემა იწყება , იმ ... იმ მანიაკის ნახვა მომიწევს , ან არ მომიწევს!
ღმერთო დიდებულო , შენ მიშველე!
___
თბილისამდე ძლივს ჩავაღწიეთ , გზაში ცოტა ხანს ჩამეძინა , თუმცა ჰაერის დამძიმება , რომ ვიგრძენი თვალები გავახილე და უსიამოვნოდ ამოვიფრუტუნე ... რაჭის ჰაერის შემდეგ , ცხვირი მტკივა სუნთქვისგან!
სახლში ასული პირდაპირ სააბაზანოსკენ წავედი , მოწესრიგებისა და ცხელი შხაპის გარდა ვერაფერი მიშველის.
თხელი, სრიალა, გრძელი , აბრეშუმის პერანგით დავფრიალებ ოთახიდან ოთახში და აჟიტირებულს დაძინება მიჭირს.
ფანჯარასთან მინის ჭიქით ხელდამშვენებული მივდივარ , შემდეგ აივნისკენ მივფრატუნობ და იქვე მოთავსებული სარწეველისკენ მივიწევ.
შიგ მოთავსებული გემრიელად ვიყურსები ადგილზე და ოდნავ ხმადაბალზე ვრთავ მუსიკებს.
არ ვიცი , რამდენი ხანი ვარ ამ მდგომარეობაში და როდის მათენდება თავზე თუმცა , ვგრძნობ როგორ მიჭყიტინებს თვალებში მზის სხვივები.
გაკვირვებული დავყურებ ჩემს ტანზე მოთავსებულ პლედს და ძილისგან გაბრუებული საწოლისკენ მივლასლასებ.
უსულოდ ვეცემი ზედ და ვფიქრობ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აქედან ვერანაირი ძალა ვერ ამიღებს!
^^^
საღამოს თვალების ფშვნეტით ვდგები ფეხზე და საწოლზე მიგდებულ პლედს გონს მოსული ვავლებ ხელს.
გაოგნებული ვიხსენებ გუშინდელ დღეს და უნებურად მახსენდება "ჩემი მანიაკი"...
აღელვებული ვგრძნობ , როგორ მიტანს კანკალი და ვცდილობ შიშს არ ავყვე ... აშკარად არც მაქვს მიზეზი არა ? ჩემი მოკვლა , რომ უნდოდეს ან რაიმე ცუდი განზრახვა ამოძრავებდეს ღამით აივანზე მძინარეს პლედს არ გადამაფარებდა ...
ანდაც რა ვიცი , რომ ეს ისაა და არა სხვა ? ...
თავს ვაქნევ და შიშით გავდივარ მისაღებში , ამ სახლში მარტო დარჩენა შიშთან ასოცირდება !
მობილურს ვიღებ და გოგონებს ვურეკავ , ახლა ყველაზე მეტად მჭირდება მათი ნახვა და მათთან საუბარი!
^^^
მოკლე , ფრიალა სარაფნის ამარა გავდივარ სადარბაზოში და კარს ვკეტავ.
სიცილით დავყურებ ჩემს სანდლებს და მახსენდება , ბავშვობაში რამდენჯერ გამოვსულვარ სკოლაში წასასვლელად გამზადებული ჩუსტებით და უჩანთოდ.
მზერა იქვე კართან აყუდებულ ერთ ცალ ვარდს ავატარ-ჩავატარე და თავბრუ დახვეული მივეყრდენი ხელით კარს .
არა !
ეს უკვე მეტისმეტია ...
ვიღაც ძალიან მწარედ მეთამაშება !
ვარდს ისე ვტოვებ და ქვემოთ ჩავდივარ , ნუცას მანქანაში ვხტები და გვერდით დასკუპებულ ნინას ლოყაზე ვაკოცე და ჩემსკენ გადმოწეულ წინ მჯდომ თეკოს შუბლზე ჩამოკონწიალებული კულული გავუსწორე.
- სად მივდივართ ? - იკითხა ნუცამ და სარკიდან რაღაცას გააყოლა თვალი . - ვაიმე დედა!
- რა მოხდა? - უკან მიიხედა თეკომაც და თვალები დაქაჩა. - ნუცა კარგი მანქანაა , მაგრამ ისეთი არაა ვაიმე დედაო რო იძახო ... - სიცილით ჩაილაპარაკა . - მდა , არადა მართლა ვაიმე დედაა ...
- ისა , ელენე კივილი არ ატეხო და ის შენი მანიაკის მანქანა არ არის ? - სვლას შეუნელა და მეც დენდარტყმულივით გავიხედე უკან.
ჩაბურულ მინებში ვერაფერი გავარჩიე , თუმცა თეკოს ხელს მაგრად ჩავეჭიდე.
- გუშინ ღამე აივანზე ჩამეძინა სარწეველაში , პერანგით დავიძინე თუმცა პლედით გამეღვიძა ... ახლა , რომ სახლიდან გამოვდიოდი , კართან ვარდი დამხვდა აყუდებული ...
- აშკარად შენი უბნიდან მოდის ... - თეკომ თავი ნუცასკენ მიატრიალა , რომელიც ლამის შუა ტრასაზე გაჩერებულიყო.
- ჩქარა წადი ... მაქსიმალურად ჩქარა ნუცა ! - კანკალმა ამიტანა და გავღიზიანდი ... უკვე ზედმეტებში გადადის!
- რა გაბრაზებს არ მესმის ... - ფხუკუნით იწევა ჩემსკენ თეკო.
- ვაიმე მაღიაიანებს ხალხნო , რა წესია ღამით სახლში შეჭრა და ასეთი გამოხატვა შენი გრძნობების ?!
- კარგი ხო დამშვიდდი ... - სიცილით მამშვიდებს ნინა და მეც საზურგეზე ვწევბი .

- რა ბიჭია გახედეთ ... - კაფეში შემოსულ სამ ბიჭზე მიგვანიშნა , რომლებიც ზურგით იდგნენ და მოსახერხებელ ადგილს ეძებდნენ.
- სად დაინახე ახლა მაგის სიმპატიურობა ? - ეკითხება ნინა .
- ჭკვიანო , ახლა გაბრუნდნენ ! - თეკომ თვალები დაუჭყიტა და მანაც ხმადაბლა ჩაიცინა.
- ვაიმე დედა ვოლ 2 ! - ნუცამ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ახლა უკვე მეც ავწიე მენიუდან თავი.
- ეს რა , სულ გაგიჟდა ?! - გაბრაზბულმა გამოვცარი კბილებში და ნერვებმოშლილი წამოვდექი ფეხზე.
- დაჯექი ! - თეკო ხელზე დამექაჩა და სიცილით გადაატიალა თვალები . -ახლა მითხარით , რომელია ის მანიაკი ?
- აი მობილურს , რომ ათამაშებს და იცინის ... - ნუცამ უპასუხა და ნინა ჩემსკენ გადმოწვა.
- ღმერთმანი , გვიმრავლოს ასეთი მანიაკები მსოფლიომ! - სიცილით მაკოცა ლოყაზე და ამ დროს გამოგვხედა ერთ-ერთმა.
- ცოტა მაკლია , რომ არ ვცემო ! - თვალები დავქაჩე და მიმტანს დალაგებული სახით ავხედე.
- რას ინებებთ ? - გვკითხა და რაღაცნაირად გამიღიმა.
- ესეც ... ღმერთო რა დავაშავე?- ვიკითხე და თავი ჩემთვის ჩავხარე.
- უკაცრავად, ეგეთი არაფერი გვაქვს...- ცალწარბ აწეულმა შემომხედა და მზერით მითხრა ვიღაცაში გეშლებიო.
მის ნათქვამზე ისეთ ხმაზე ამიტყდა სიცილი, მასაც გაეცინა.
გოგოებიც ამყვნენ და მთელი კლიენტურა ჩვენ გვიყუებდა.
- ვაჩე!- მენეჯერი მოვიდა ჩვენს მაგიდასთან.-გითხარი არ არის საჭირო , კლიენტებთან ერთად ბოლო ხმაზე სიცილი საჭიროთქო!
თვალი იმისკენ გავაპარე და გამეღიმა , როგორი ძარღვებ დაბერილი გვაკვირდებოდა ორივეს.
- რას ამბობთ ...ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი მომსახურე პერსონალი ...იცით თუ ეს ახალგაზრდა სულ ასეთ ხასიათზე იქნება აუცილებლად ძალიან ხშირად გესტუმრებით!
- რა თქმა უნდა...-დაბნეული მენეჯერი როგორც გავიგე ვაჩეს სიამაყით უყურებდა.
- ახლა კი.... ვაჩე მე შენს გემოვნებას ვენდობი...რაიმე ხილის ნამცხვარი მომიტანე და ასევე ხილის წვენი ! - ღიმილით ავხედე და მანაც სიცილით დამიქნია თავი.
^^^
კარგ ხაისათზე დამდგარი გამოვედი კაფიდან და ნუცას თვალებისფახულით გადავხედე.
- რა გინდა?-სიცილით მკითხა და მეც კისკისით გამოვგლიჯე გასაღები ხელიდან.
-

- აპ,აპ!- საჭისკენ წავიდა და მეც გაბრაზებული გავყევი.
-დამსვი შე გათახსირებულო! - სიცილით გავწიე და მე ჩავჯექი , ამ დროს ბიჭებიც გამოვიდნენ კაფიდან.
- ელენე, დალეწავ მანქანას და დაგლეწავ შენ ! - დამემუქრა და გვერდით მომიჯდა.
- მპუა , მპუა!
- გინდა წავეგონკავოთ ? - ფანჯრები ჩავწიე და სიმღერა ჩავრთე.
"Ariana Grande - Into you"
- ელენე ! -ნუცამ წაკივლებაღა მოასწრო და ხელით მაგრად მოეჭიდა ხელის ჩასაკიდს.
სიცილით ავიღე ყველაფერი და ირონიული ღიმილით გავხედე გვერდით შუქნიშანზე ჩამომდგარ მანქანას .
მამაკაცი ნიშნისმოგებით მიღიმოდა და წარბებს ათამაშებდა.
მხრები ავიჩეჩე და სიმღერას უფრო ავუწიე.
მისამღერის დაწყება და ჩემი "აძიგძიგება" ერთი იყო!
ეს , რომ შეიგრნოთ ზუსტად ამ სიმღერას და მის მისამღერს უნდა მოუსმინოთ!
ცეკვა ცეკვით დავქოქე მანქანა და ისე ჩავუქროლე შავ მერსედესს ნერვებაწიოკებულმა ნინამ კივილი მორთო , შეანელე გავგიჟდიო.
კისკისით შევიყვანე მანქანა ეზოში და იქიდან ისე გადმოვხტი სიმღერა არც კი გამომირთავს.
ეზოში ცეკვა დავიწყე და უკანალი სასაცილოდ გავუქნიე თეკოს.
სიმღერა სიმღერით ვცეკვავდი და უკან - უკან მივდიოდი.
ისე შევეჯახე რაღაც მკრივს თვალები გადმომეფშვნა გუგებიდან.
გაკვირვებულმა გავხედე უკან მდგომს და შიშისგან შემხტარი პირდაპირ მის ხელებში ჩავესვენე.
- თორნიკე!-ბოხი ხმა გავიგე და თვალებში ავხედე,ნაცრისფერი თვალებით ზემოდან დამყურებდა და საერთოდ არ აინტერესებდა ის ფაქტი , რომ ვიღაც მისი სახელის ძახილით სადღაც შუაზე იხეოდა.
- ღმერთო შენ მიშველე... - ჩავიჩურჩულე ხმადაბლა და ახლა გავაანალიზე , რამდენად მომწონდა მისი ტუჩები.
- მოგწონს? - მკითხა , თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდა.
სირცხვილისგან სახე სად ჩამემალა არ ვიცოდი ,თითქოს მისი ეს სითამამე ძალიან მომწონდა და მიზიდავდა...
თითქოს ეს მისი იდუმალება გულს მიჩქარებდა , ისე მივყავდი მისკენ... ისე , რომ გააზრების უნარიც კი დამეკარგა.
- იქნებ წამომაყენო? - ისე ჩავილაპარაკე მისი ტუჩებისთვის თვალები არ მომიშორებია .
- სანაცვლოდ რას მივიღებ ? - ჩახშულად მკითხა და ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადამისვა.
- ძალიან სასიამოვნო რაღაცას ...- მეც იგივენაირად გადავატარე მის ქვედა ტუჩს საჩვენებელი თითი და ვიგრძენი , როგორ დაეჭიმა წელზე მოხვეული ხელი .
- გასამრჯელო წინასწარ ! -თქმა არ დამცალდა , ვიგრძენი როგორ შეეხო მისი რბილი ბაგეები ჩემსას და გაოცებული და ისედაც ერთ ადგილზე გაშეშებული უფრო მივიყინე და მხოლოდ ჩემს სხეულში ჩაღვრილი ცხელი ლავა ვიგრძენი , რომელიც შიგნებულობას მთლიანად მიწვავდა და ეს ყოველივე ისე მსიამოვნებდა ჩემი თავი ავადმყოფათ გამომყავდა.
გონზე მოსულმა თვალები მაგრად დავახამხამე და მივხვდი , რომ აშკარად ბინაში ვიყავი ასული და ჩემს გარშემო მხოლოდ ნინას თითებში მოქცეულ ერთ წითელ ვარდს აღვიქვავდი.
ტუჩებზე თითები გადავისვი და გაბრუებული ჩავესვი სავარძელში.
- მაკოცა ... - თეკოს ფრჩხილებს დავუწყე თამაში და ნუცას გავხედე , რომელმაც ლარნაკში ჩასხმული წყალი მაგიდაზე დადგა.
ვერაგულმა აზრებმა შემომიტია , ლარნაკს ხელი დავავლე დაა აივანზე გავედი .
ის ის იყო , შავ სპორტულებში გამოწყობილი ბიჭისთვის წყალი უნდა გადამესხა , ზემოდან რომ დამესხა გაყინული წყალი.
გაოგნებულმა ავიხედე ზემოთ და მოაჯირებზე ხელებგადაჯვარედინებული თორნიკე შემრჩა ხელში.
თვალები დავაკვესე და სწრაფად შევვარდი სახლში , კარი გამოვიკეტე და გაბრაზებული ავვარდი ზედა სართულზე.
კარზე დაკაკუნებაც არ დამცალდა , რომ ინერციით გადავვარდი სივრცეში და ბინაში "შეგდებული" დაკეტილ კარს ავეყუდე სველი , მოშიშვლებული ზურგით.
- ეს ... ეს , რამდენს ბედავ ?, ამიხსენი...-სიტყვები ისევ ბაგეებშივე გამეყინა და გაოცებული მივაჩერდი თორნიკეს, რომელმაც თითით თმა გადამიწია და ლოყაზე მომეფერა.
- ნეტავ იცოდე , რამდენ ხანს გგეგმავდი ! - გაურკვეველი სიტყვები და მთლიანად ამოყირავებული შინაგანი სამყარო.
5 სიტყვა და გადასხვერებული მე ...
სახეზე ფერები გადამივიდა , ვიგრძენი როგორ ამაკნაკალა და ეს ნმადვილად არ იყო სველი ტანის სამოსის ბრალი!
მისი მოხვეული ხელი და ერთმანეთზე ახურხლული ორი სხეული მთელს არსებას მიწვავდა ...
ფიქრებშივე გავიყინე , თითქოს ნერვებმა მიმტყუვნა ... სუნთქვა გამიხშირდა , ლოყები ამიწითლდა ... ღაწვებზე ალბათ ცისარტყელის ფერი მედო ...
ენა დამება , გულმკერდი ღრმა ოხვრისგან ამომივარდა...
ნაფლეთებად ქცეული სამყარო და დაბნეული მე...
ვერც კი ვიაზრებ უნდა გამიხარდეს თუ უნდა მეწყინოს ...
- ვერც კი წარმოიდგენ , რამდენ ხანს იგეგმებოდი ჩემს ცხოვრებაში!
ტონი თბილი და მხურვალე გაუხდა.
მივხვდი მალე , სული ამომივარდებოდა სხეულიდან...
მთელი არსება ათრთოლდა , თითქოს გავითიშე , თითქოს შევიცვალე ...
დაბნეულმა ჩავაცოცე მზერა მისი ხელისკენ , რომელიც მთელი ძალით მიჭერდა თეძოზე თითებს.
მაშინვე მოადუნა გრძელი თითები და თბილი ღიმილით გამიშვა ხელები.
ყველაფერს ისე ფრთხილად და ნაზად აკეთებდა , გონება უფრო და უფრო მეთიშებოდა...
ვინანე, ვინანე რომ საერთოდ წამოვედი რაჭიდან!
ვინანე,ვინანე რომ გედენიძეს გამო მეორე და ყველაზე დიდი პრობლემა გავიჩინე თორნიკეს სახით...
- ბოდავ ? - სიცილით ვკითხე და გონზე ძლივს მოვედი.
- რამე მეტყობა ?- სახეზე ბრაზი დაეტყო.
- აბა რას მგეგმავდი, რას ნიშნავს მგეგამვდი ?-ღიმილით ვკითხე და ოდნავ უკან წავიწიე.
ადგილზე გაშრა, არ ელოდა ჩემს ასეთ რეაქციას...
გაბრაზებული ვარ , ძალიან გაბრაზებული ვარ რომ ასე მოიქცა , ასე შუა ეზოში მომვარდა და მაკოცა...
წყალი გადმომასხა , სახლში შემოიპარა ... იმ ვარდზე გავბრაზდი , იმ პლედზე და დატოვებულ შუქზე გავბრაზდი!
გადათელილ თავმოყვარეობაზე გავრბრაზდი , მანიაკურ ქმედებებზე გავცოფდი!
ჩემს თავზე გავჩერდი , თავზე რომელიც მე ... თვით მეც კი მაღიზიანებს!
ამ ჩამოუყალიბლებლობის გამო მაღიზიანებს ... მაღიზიანებს იმიტომ , რომ არ მეზიზღება, ვერ ვბრაზდები ... ვცოფდები , როცა მისი თვალები ყველაზე დიდი ქრთამი ხდება ჩემი გამყიდველი არსებისთვის!
- ენდე და დააფასე ადამიანი , ვისაც შენში შეუძლია3 რაღაცის დანახვა ...
სევდის - ღიმილის მიღმა...
სიყვარულის -სიბრაზის უკან ...
და ... სათმელის - დუმილის დროს!
მისი სიტყვები ისევ ჰაერში მყინავს , არ ვიცი რას მიშევება მაგრამ...მისი ეს ნაცრისფერი თვალები ყველაზე დიდი ზემოქმედებაა ჩემთვის.
- არ მესმის შენი , არ მიცნობ ... არ გიცნობ , როგორ შეიძლება დიდ ხანს მგეგმავდე შენს ცხოვრებაში ? , არ მესმის როგორ შეიძლება დაინახო ჩემი სევდა , ამოფარებული ღიმილის მიღმა , სიყვარული , არ არსებული სიყვარული სიბრაზის უკან და არაფრად ღირებული სათქმელი დუმილის დროს?!
- სევდა , რომელიც ყველას ემალება და ღამ-ღამობით ჩუმად გამოდის ნასახლარიდან? ვერ გააზრებული სიყვარული ? თუ სიბრაზე და თავმოყვარეობა , რომელსაც დუმილით თუ არა ირონიით აკიაფებ?
- რა ?... - დაბნეული სიტყვას ვერ ვძრავ. - ღმერთო ახლა სულს განვუტევებ !
- რა მოგკლავს , როცა იცი რომ ამ გულს ძალიან უყვარხარ და მისი სასუნთქი წყარო ხარ ? - ლოყაზე თითები შემიცურა . -მერე პარკუჭებზეც გადავალ, ჯერ ადვილით ვიწყებ ! - ღიმილით ჩატეხა ტუჩის კუთხე და ვიგრძენი , რამდენად მესიამოვნა მის სახეზე ათამაშებული ღიმილის დანახვა.
- მცვლი და ეს საშინლად არ მომწონს !-ამივიჩურჩულე შეშინებულმა. -მეშინია , ძალიან მეშინია !
- ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება ადამაინი , რომელიც მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის ... რა მნიშვნელობა აქვს , ის მოგაყენებს ტკივილს თუ გაჩუქებს უდიდეს ბედნიერებას ... მთავარია ვერავინ გახდება ისეთი , როგორიც იყო ძველად ... თავის დროზე შენ მე ჩემცვალე , ახლა ჩემი ჯერია!
-ვერაფერს ვიგებ , ჯანდაბა არაფერი არ მესმის!
- ელენ, ცვლილება ცხოვრების მთავარი კანონიაო ნათქვამია !
თუ მას შეუშინდები , აუცილებლად დაკარგავ მომავალს!
- მე შენ არც კი გიცნობ !- ხელი გავაშვებინე და უკან დავიწიე.
- თორნიკე დევდარიანი !
- წავედი ... - დენდარტყმულივით გამოვიხურე კარი და კიბეები ჩქარი ნაბიჯებით ჩავირბინე.
ვ გ ი ჟ დ ე ბ ი !
დიდხანს ვიჯექი გაუნძრევლად , ყველაფერზე ვფიქრობდი ... არა გატყუებთ !
ვერაფერზეც ვერ ვფიქრობ , არ შემიძლია ... დავიწყებ ფიქრს და ისევ მისი სიტყვები მიტრიალებს თავში !
"ვერც კი წარმოიდგენ რამდენ ხანს იგეგმებოდი ჩემს ცხოვრებაში!"
მისი მზერა , მისი თბილი და გამჭირვალე თვალები...
მისი წარბები , ძალიან მკაცრ იერს რომ სძენს მის გამომეტყველებას ...
მისი ტუჩები , ლამაზი და საშუალო ზომის ტუჩები , სუნთქვის დროს ოდნავ , რომ აშორებს ერთმანეთს!
ყბები ,გაბრაზება და დაჭიმვაც კი ძალიან რომ უხდება და თვალები ... ნაცრისფერი თვალები , სიბრაზის დროს მწვანეში , რომ გადადის და ბედნიერების დროს გამჭირვალე რომ ხდება ...
მგონი ვგიჟდები ... თან მაღიზიანებს და თან მიზიდავს !
მგონი ვცივდები ... თან , რომ მცხელა და თან მაკანკალებს ...
გაციებაა ?
ალბათ გაციებაა!
თქვენ რას იტყვით ?
ალბათ მართლაც ვგიჟდები , არა მაგაზე ნუ ფიქრობთ !
გამორიცხულია ის იყოს რაც თქვენ გგონიათ !
გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა !
- რა უნდა ქნა ? - ნუცამ ყავის ჭიქა მომაწოდა და მეც ღიმილით გამოვართვი ხელიდან.
- არ ვიცი, დარჩება ყველაფერი თავის ადგილას ...რა უნდა ვქნა სხვა ? -საწრუპით ნაყინი ამოვიღე და გემრიელად გადავუშვი სასულეში.
- სულ არ მოგწონს?-მკითხა თეკომ და ნინას მხარს თავით მიეყრდნო.
- არ ვიცი ... ვიზუალურად ვერაფერს , რომ ვერ დაუწუნებ ისეთია!
თუმცა თავისი სიჯიუტით , სიმკაცრით , გამოხედვითაც კი ნერვებს მიშლის !
- და რატომ ?- ოდნავ წამოჯდა ნინა .- გაიწიე გოგო , რომელი ბალიში მე მნახე ?! - შეუბღვირა და ისევ უკან დაბრუნდა ინერციით.
- შენ ვერა და შენი ბალიშები გამოდგება ! -სიცილით დაეყრდნო ხელით და მის ნათქვამზე მეც გამეცინა.
- მოკლედ , არ მინდა ამაზე ლაპარაკი ... არც მისი ნახვა მინდა , მინდა სიწყნარე და ჩვეულებრივად გაგრძელება ჩემი მხიარული და გიჟკრული ცხოვრების!
ფეხზე წამოვდექი და ოთახისკენ წავედი .
- მორალურად უნდა მოვემზადო , დღეს ღამე უნდა გავერთო!
^^^
მის წინ მდგომი , თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდი ასე თუ გამიადვილდებოდა , ამ ყველაფრის გადახარშვა ... თუმცა არც პირველი და ვიმედოვნებ არც უკანასკნელია ვინც სიყვარული ამიხსნა!
ვერ გამამტყუვნებთ , არ მომწონს და არც მიყვარს ...როგორ გინდა დადგე და ინერვიულო იმაზე , რაც რეალურად შენში არ ზის?!
ნუ კარგი , ცოტა მაინც ვნერვიულობ ... აფორიაქებული ვარ , თუმცა არც იმდენად , რომ გართობა ვერ შევძლო!
-

- იმას გახედეთ ... - ნინამ ჩუმად შემოატრიალა თავი და კარიდან შემოსულ ბრბოზე გვანიშნა .
- ვინ ...- სიტყვა შუაზე გამიწყდა , კარში შემოსული თორნიკე და მასთან ერთად რამდენიმე გოგო-ბიჭი , რომ დავინახე.- იმენა ისეთი შეყვარებულია , რომ საღამოს გული თუ არ გადააყოლა ქალებში სასმელთან ერთად ისე ვერ გაძლებს! - ირონიულად წავიგესლე და სასმელი მოვიყუდე.
- შენ რა გაბრაზებს , ხომ გკიდია? - სწერვულად გამიღიმა თეკომ და ფეხზე წამოდგა . - ვიცეკვოთ რა ! - ჩვენც წამოგვაგდო და თამამად წავედი საცეკვაოდ.
ჯერ არავინ იწყებდა ცეკვას , ამიტომ ცარიელ ადგილას მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვიდექით და სიცილით ვიკლებდით იქაურობას.
მალევე შემოგვიერთდნენ ბიჭები , ერთ-ერთმა ღიმილით გამომიწოდა ხელი და მეც ჩქარი ტემპით დავიწყე მასთან ერთად ცეკვა.
სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა , ბევრიც მაცინა ... სასაცილო რეპლიკებიც ისროლა , ისეთი სასაცილო სიცილი აქვს ჯერ მარტო მაგაზე გაგეცინება ადამიანს.
კარგით , ვიცი რომ ძალიან ბოროტი ვარ!
ხელზე გადამიწვინა და უნებურად წამსკდა ბაგეებიდან ბოლო ხმაზე სიცილი , მეც არ ვიცი რაზე გამეცინა , თუმცა ფაქტია ძალიან გამეცინა!
ფეხზე წამომდგარმა უნებურად მოვკარი თორნიკეს თვალებს მზერა , თუმცა მის სახეზე ურეაქციობისა და უემოციოობის მეტი ვერაფერი შევნიშნე.
ოდნავ გაბრაზებულმა შევკარი წარბები და ჩემს მეწყვილეს ვანიშნე , რომ მწუროდა.
ბარისკენ წამოვედი , მან კი თეკოსთან გააგრძელა ცეკვა.
თეკო ცოტა შებოჭილი გოგოა , არ უყვარს უცხოებთან ცეკვა და ტრალი ვალი , ასე რომ ვანიშნე ეცეკვე არაფერს არ იზავსთქო , მანაც მხრები აიჩეჩა და მართლაც აყვა მის სასაცილო მოქმედებებს.
ღიმილით შევუტრიალდი ბარმენს და სასტიკად მომინდა რაიმე ცივი და გამაგრილებელი.
- ყველაზე გემრიელი კოქტეილი , რომელი გაქვთ ?-ვკითხე ხმამაღლა და მაღალ სკამზე ტრიალი დავიწყე.
- გემრიელი და ძლიერი , თუ მარტო გემრიელი ? -ღიმილით ჩამეკითხა და რაღაც აისროლა ჰაერში.
გაოგნებულმა ავაყოლე მის მოქმედებას თვალი და ტუჩები გავაწკლაპუნე.
- იყოს ძლიერიც ! - თვალი ჩავუკარი და მობილური ამოვიღე.
ერთ-ერთი მთვრალი ბიჭი მომიახლოვდა კოქტეილის წრუპვის დროს , შეშინებულმა გავისწორე კაბა და ყურადღება არ მიმიქცევია მისი გალოკილი ტუჩებისთვის და ამაზრზენი თვალებისთვის ჩემს სხეულზე , რომ დაატარებდა მთელი მონდომებით.
წინ ჩამომიჯდა და რაღაცაზე ბუტ-ბუტი დაიწყო , თავიდან არ მეგონა მე თუ მელაპარაკებოდა , ალბათ ჩემმა ურეაქციობამ გააგიჟა და მაჯაში მთელი ძალით წამავლო ხელი.
გაოგნებულმა და შეშინებულმა გავხედე დაჭიქას მთელი ძალით მოვუჭირე თითები.
- ხელი გამიშვი , რა გინდა ? -ვკითხე და ხელის გამოგლეჯვა ვცადე , ვცდილობ სახეზე არაფერი დამეტყოს თუმცა შეშინებულს ძალიან მიჭირს საკუთარი ემოციების კონტროლი.
- რომ გელაპარაკები , პასუხი უნდა გამცე გაიგე? - მკითხა და ოდნავ დამექაჩა.
ამჯერად იმდენად შემიბყრო ბრაზმა , შიში საერთოდ დამავიწყდა , ხელი მთელი ძალით გამოვგლიჯე და ჭიქა სახეში გავუქანე , სითხე სახეზე შეესხა და ჭიქა ფეხზე დაეცა.
გაბრაზებულმა მოიწმინდა სახე და , როგორც კი ხელი ასწია დასარტყმელად წამოკივლებაც კი ვერ მოვასწარი , გაოგნებულმა გავაყოლე მის მაჯაზე წავლებულ ხელს მზერა და გულდამშვიდებულმა შევხედე დევდარიანს.
მამაკაცმა მთელი ძალით მოუქნია მთვრალს ხელი და ბარზე მინგრეულს საყელოში ჩავლებული ხელით ჰკრა ფეხი.
- თავის კონტროლი ისწავლე სანამ ხელში არ შემომფშვნები , სად არის დაცვა გაათრიოს ეს ლეში აქედან ! - დაიღრიალა და უნებურად შევხტი მის ხმაზე.
არ იყო ის თბილი თორნიკე , ის გახდა ვისიც ყველას ეშინოდა , ვისაც ყველა დამფრთხალი უყურებდა , გოგონები აღბრთოვანებით რომ აკვირდეოდნენ და მის მამაკაცურობას კიდევ მემლიონეს უსვამდნენ ხაზს.
კიდევ უფრო გაკვირვებულმა გავაყოლე კარისკენ წასულს თვალი და ჩანთა ავიღე .
- თორნიკე ! - დავუყვირე ის კი ჩემს ხმაზე არც კი გაჩერებულა , ტემპს მოუმატა და მანქანისკენ წავიდა.
კარი მივუკეტე და ზედ აკრულს დამფრთხალმა ავხედე.
ისევ ისე მიყურებდა , მის სახეზე მიმიკაცს კი არ იცვლებოდა , თვალები შეშინებულმა ავაფახულე და ოდნავ უკან დავიწიე.
- მადლობა ...- შიშით ამოვიჩურჩულე და ჩანთას ხელი მოვუჭირე.
- სულ ესაა?-ირონიულად ჩაიღიმა და წარბშეკრული მიტრიალდა კარისკენ. - სხვა დროს , სხვის გასაბრაზებლად თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ ! მითუმეტეს იმის , ვინც შენი ცალტვინური დასკვნებით საერთოდ არ გიცნობს ! -ჩემივე სიტყვები გამახსენა და უკანმოუახედავად გავარდა მანქანით.
ცრემლმორეული ვიდექი და გოგონების ხმაც ვერ მაფხიზლებდა ...


მთელი ღამე განვლილ რამდენიმე წუთზე მეფიქრებოდა.
რა იქნებოდა , რომ ვერ მოესწრო?
ვიტყუები...ეგ საერთოდ არ მანაღვლებს ,გული ძალიან მატკინა მისმა სიცივემ, სიმკაცრემ, არაფრის მთქმელმა გამოხედვამ და შავ ფერებში შემოსილმა მზერამ...
გული მატკინა მისმა რამდენიმე საათში შეცვლილმა დამოკიდებულებამ ჩემს მიმართ...
თორნიკემ მატკინა გულმა ...თვითონ თონიკემ!
- ნუ ნერვიულობ ... - გვერდით მჯდომმა თბილად გამიღიმა და მისკენ გაყინულმა მივატრიალე თავი .
- დე ...- ცრემლები მოვიწმინდე და ღიმილით წამოვჯექი ოდნავ სარწეველედან.
- გოგონებმა მითხრეს ... - დამნაშავესავით გააქნია თავი . - არ გაუბრაზდე , ძალიან ვთხოვე!
- დეე , რამდენიმე საათში ასე რამ გააბოროტა? - ვკითხე დაბნეულმა და ჩაის ჭიქას თითები მთელი ძალით შემოვხვიე.
- შენმა ქცევამ დედიკო... - თავზე ხელი გადამისვა და თმაში თითები შემიცურა.
- ძალიან მეწყინა ... - ჩემთვის გაბუტულმა ჩავიფრუტუნე.
- შენ ეგ გეწყინა , ახლა წარმოიდგინე იმას როგორ ეტკინა გული , მაგას გასწავლიდი დეე ?ხომ გითხარი გრძნობებით არ უნდა ითამაშო და არავის არ უნდა დასცინოთქო ... რამ დაგაცინა იმ ანგელოზივით ბიჭისთვის დედიკო ?
- დედა , არ მინდოდა ... უბრალოდ ასე გამოვიდა , უცებ ძალიან დავიბენი ... არა ნუ გამეცინა , როგორ შეიძლებოდა არ გაგცინებოდა მაგრამ ...
- და რა იყო მაგაში სასაცილო არ გადამრიო ? - გაბრაზებულმა წამწიწკნა თმა.
- მეტკინა დედა ! - შევუბღვირე და ნატკენი ადგილი დავიზილე. - რა იყო და ... რა ვიცი მე რა იყო ? იყო და მომკალი ახლა ! - ხელები გადავიჯვარედინე.
- ხო და დაჯექი ახლა და იცინე ! - შემიბიღვირა და ფეხზე წამოდგა. - ესეც შენი , მოკლე კაბები და ღამის კლუბები კიდევ ! -მაინც ღიმილით დააყოლა ბოლოში "დედური".
- ოხ დედა , დედა!- სიცილით მივაძახე და ოთახისკენ წავედი .
უცნაური ხმები შემომესმა ზემოდან , თითქოს ვიღაცამ რაღაც დააგდო .
შეპარული ეჭვებით ავიხედე , მაგრამ არავინ დამხვდა აივანზე.
თავი გადავაქნიე და პლედი მოვიშორე.
ძალიან მეძინება!

დილით ადრე გაღიძებული სხარტად წამოვჯექი საწოლზე , სახე მოვიფშვნიტე და სპორტულებში გამოწყობილი გარეთ გავვარდი.
რამდენიმე დღეა
თერმოს ხელი დავავლე და ქუჩაში გავედი , კიბეებიდანვე დავიწყე სირბილი ...
იმდენად შეჩვეული ვიყავი ცხოვრების ამ სტილს , რომ არც კი ვიღლებოდი .
ენერგიულად გადავჭერი ქუჩა და ვიგრძენი , როგორ წამალვეს ხელი შიშველ მუცელზე , რომელსაც მოკლე ტოპი ვერ მიფარავდა.
შეშინებულმა მოვიხსენი ყურსასმენები და მხოლოდ ახლა მივხვდი , რომ მთელს ტანზე ჭიანჭველები დადიოდნენ.
თვალების ფახულით ავხედე თავზე დაჩერებულ თორნიკეს და ადგილზე ოდნავ შევყანყალდი.
- როცა ქუჩაზე გადადიხარ , ცოტა ყურადღებით უნდა იყო !-ხელი უხეშად მიშვა და ახურებულ ადგილზე სიცივე ვიგრძენი.
გაგიჟებულმა მიმოვიხედე გარშემო და , რომ გავაანალიზე უკვე მეორედ მიხსნა თავი გავაქნიე გამოსაფხიზლებლად.
- მოიცადე ! - მივაძახე და სპორტულებში გამოწყობილს თვალი აცეცხლებულმა მოვავლე.
ყურადღება არ მიუქცევია ჩვეულებრივად გააგრძელა სირბილი , უკვე ვგიჟდებოდი მის უყურადღებობაზე.
- შენ რა არ მისმენ ?-ხელით ჩემსკენ შემოვაბრუნე , მან კი დაღლილმა გადაატრიალა თვალები .
- რამე გინდა ? - მკითხა აგრესიულად და ისევ გაბრუნდა .
- ელემენტალური ზრდილობის ამბავია , გაჩერდე და მომისმინო ! - გაბრაზებული გადავუდექი წინ , გვერდით გადგა და ისევ წინ წასვლა დააპირე , თუმცა გზა მოვუჭერი და ჟაკეტის სამრეებში თითები ჩავავლე.-მომისმინე და ნუ გამაძრე ქანცი !
- ელენე ხელები მომაშორე და გზა გამინთავისუფლე ! - კბილებში გამოსცრა და მართლა შემეშინდა.
- რატომ მელაპარაკები ასეთი ტონით ? - ვკითხე გაბრაზებულმა.
- მაპატიე , შენთან ნოტებზე უნდა ვისაუბრო დამავიწყდა ... -ცინიკურად გაიცინა და თითებში ხელები წამავლო. - დაიმახსოვრე , და შეეცადე გაიაზრო ... არ მინდა შენთან ლაპარაკი ასე , რომ გამეცალე ! - მომიშორა და წინ წავიდა.
- ასე ადვილად ?-ერთ ადგილზე გაშეშდა და ჩემსკენ მობრუნდა.
- რა ?-მკითხა გაკვირვებულმა.
- ასე ადვილად მეთქი ? - მისკენ მივბრუნდი და თვალი თვალში გავუყარე. - ასე ადვილად დამთმე ? , ეს იყო სულ შენი ჩემს მიმართ ნაგრძნობი სანაქებო სიყვარული ?
- მეხუმრები არა ? - მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა . - ახლა რას მოითხოვ ჩემგან , იმ შენი რეაქციის მერე რას მოითხოვ , ფეხებზე დაკიდებული ჩემი გრძნობების მერე რას მოითხოვ ? , თბილად მოპყრობას ? ფეხქვეშ გაგებას ? - ბრაზი დაეტყო სახეზე.
- რა ჩემი ბრალია , რომ იგივეს ვერ ვგრძნობ შენს მიმართ რასაც შენ ? - გაბრაზებულს სისულელე წამომცდა. - რა ვქნა , რომ ასეა ... - თავი დავხარე შერცხვენილმა , ჩემი თავმოყვარეობა და სავარაუდოდ ნათქვამი სიცრუე შიგნიდან მღრღნიდა.
- და ? - სახე წაეშალა.- და თუ შენ იგივეს არ გრძნობ ჩემს მიმართ , რასაც მე შენს მიმართ რატომ არ მაძლევ მოსვენებას ? - მაჯაში წამავლო თითები .- რატომ გინდა , რომ მოგისმინო , შემოგხედო , დაგიცადო , რატომ ნერვიულობ ?! - სხეულზე ამიკრა , თითებს კი უფრო და უფრო მიჭერდა მაჯაზე.
- იმიტომ , რომ დამნაშავედ მიმაჩნია თავი !-უცებ წამოვაყრანტალე რაც კი ენაზე მომადგა., თვალები ჩაუშავდა ...- მადლობის გადახდა მინდოდა ...
- მიღებულია ეგ შენი მადლობა ! - ხელი უხეშად მიშვა და გზა გააგრძელა.
- რა გჭირს , რა ჯანდაბა გჭირს!- თმაში ხელები წავივლე და ერთ ადგილზე ჩავიკეცე . - რა გჭირს , რა!
^^^
გედენიძეც შემხვდა , რამდენიმე დღე გადაბმულად ჩემს უბანში მიმოდიოდა.
რომ გეკითხა რა უნდოდა და რას დაძრწოდა აქეთ-იქით ვერ გეტყოდა .
მხოლოდ ის ვიცი , რომ ცოტა მსიამოვნებდა მასთან ყოფნა და ურთერთობა , ეს ალბათ სახეზეც მეხატა , მასთან ერთად სულ ვიღიმოდი ... სულ ვიცინოდი ...
რამდენჯერმე შეგვხვდა ბიჭებთან ერთად დევდარიანიც, მიუხედავად იმისა , რომ ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით , ზემოთ-ქვემოთ მაინც ვერ ვხედავდით ერთმანეთს ხშირად.
მისი დანახვის დროს , ყოველთვის გული მიჩქარდებოდა და თითქოს მეშინოდა ...
ჩვენთვის და ჩემი კისკისითვის ყურადღება არ მოუქცევია ისე გაგვიარა გვერდით , დავინახე გედენიძეს როგორი მზერა გააყოლა და სხეულში ორგანულად შემაცია ...
კანკალით ვუთხარი გიოგის , რომ ჩემი სახლში ასვლის დრო იყო და მსუბუქი ლოყაზე კოცნით დავემშვიდობე.
მეორე დღეს გავიგე , რომ გედენიძე ცემეს ...
როგორ გავიგე ? თვითონ მომწერა ...
"არ ვიცოდი , შენს მიმართ გაჩენილი სიმპატიები ამდენად ძვირად თუ დამიჯდებოდა"-ო ...
ვურეკავდი მაგრამ არ მიპასუხა ... გამორთული ჰქონდა!
მესამე დღეს შემთხვევით მოვკარი უბანში ბირჟავიკების საუბარს ყური , გედენიძე მაგრად არის ნაცემიო ...
უნებურად ამომიტივტივდა თორნიკეს მისკენ მიმართული მზერა და მომნტალურად გავშრი ადგილზე , გაოგნებულმა გავაქნიე თავი და მის კმაყოფილ ღიმილს , რომელითაც მხოლოდ ერთხელ შემომხედა გაკვირვებული შევხვდი.
დევდარიანმა მხოლოდ ერთხელ ჩამიკრა თვალი და მისი ეს ერთი მიმიიკაც საკმარისი იყო იმისთვის , რომ მივმხდარიყავი მომხდარის ამბის მიზეზს .

თავი გაბრაზებულმა გავაქნიე და ჩემსკენ წამოსულ ერთ-ერთ უბნელს , რომელმაც ხელი ჩამკიდა და თავისკენ უხეშად შემაბრუნდა გაცოფებულმა შევხედე.
- რას შვები ელენ? - ეს რა შუაშია , მაგრამ მთელი 12 წლის ნაგროვებს ამაზე ვიყრი !
- გიო, ახლა არ მცალია ...- ხელი დავიხსენი და უცებ წინ გადამიხტა.
- რას ქვია არ გცალია ტოო .-გაბრაზებულმა ჩამავლო ხელი.
- ვაიმეე , გამიშვი ხელი და შემეშვი!- გაგიჟებულმა გამოვგლიჯე ხელი და გაოგნებულს , რომელიც ჩემგან მსგავს რეაქციას არ მოელოდა ჩქარი ნაბიჯებით გამოვცილდი.
გაგეცინებათ და მეორე დღეს გავიგე , რომ ვიღაცას გიო უცემია ღამით.
ძალინ არა ... მსუბუქი მოტეხილობებით წევს თურმე საავადმყოფოში , უბანში ერთი ჩოჩქოლი იყო ატეხილი , მე კი უკვე მეორედ გამახსენდა გაცოფებული თორნიკეს თვალები.
თმაში თითები შევიცურე და გაგიჟებული დავჯექი საწოლზე.
- არა , ასე უნდა ცემოს ყველა ვინც შემეხება ? - გოგონებს გადავხედე და მათაც სიცილი ამოუშვეს.
- არა გედენიძეს რას ერჩოდა , მაგრამ ჩვენში დარჩეს და ეგ გიო მეც მაგრად მაღიზიანებდა ! - თეკომ ჩაიფხუკუნა და თვალების ტრიალით გავედი აივანზე.
- ბიჭო გეყოფა რაა , მართლა მთელ უბანს ხო არ ამოწყვიტავ ძმობას გაფიცებ ! - ჩახშულად მაგრამ გარკვევით გავიგე ზემოდან ბიჭის ხმა და ოდნავ უკან წავიწიე.
- ნუ გაატრ*ებ ! მეორე უბანზეც გადავალ თუ საჭირო გახდება ! - გავიგე თორნიკეს ხმა და სხეულში გამაცია .
-ღმერთო, უეჭველი მანიაკია ... - ოთახში შევვარდი და გოგონების შუაში ჩავხტი. -მანიაკია , გეფიცებით მანიაკია !
- ვაიმე , ნუ ბოდავ ! - თავზე მომიკაკუნა ნუცამ და ჩემი ტუჩსაცხი აიღო.
- ცოტა მაქვს ეგ დარჩენილი ... - ტირილისგან ამოვისრუტუნე და ოთახივეს გაგვეცინა ჩემს საქციელზე.
- მაინც თავის მეიქაფებზე , რომ ზრუნავს არ ღადაობთ მაგაზე? - ნინამ გააქნია უკანალი და მობილური უფრო ზემოთ აწია.
- მეტი საჯდომი ნინაჩკა , მეტი...-გააჯავრა ნუცამ და სიცილით დაივარცხნა თმა .- რა გამაჩინე ასეთი დედა ?
^^^
- რას ფიქრობ ? - უნივერსიტეტიდან გამოსულს გუკა დამეწია.
- რაზე ? - არც შემიხედას ისე გავისწორე ჩანთა.
- პაემანზე ... - ღიმილით ამითამაშა წარბები და მობილურიდან ყურადღება წამით მასზე გადავიტანე.
- არაფერს ! - ძლივს შევიკავე სიცილი.
- აუ ელენე კაი რა ტოო ! - წინ გადამიდგა და ხელები გაშალა. - ამხელაზე მევასება და შენ მაინც არ მომყვება ! - ჯუჯღუნით თქვა და ძალიან მომინდა მასთან ჩახუტება.
კისკისით გადავდგი მისკენ რამოდენიმე ნაბიჯი და მთელი ძალით მოვხვიე ხელები.
მანაც მომხვია თავისი ტორები და ოდნავ უკან გამწია.
- ანუ დამეხმარები ? -ისევ ამითამაშა წარბები.
- ნუ ხარ ასეთი სიმპატიური , ნუ ! - გაბრაზებულმა მივკარი ხელი და მანაც ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა. - მიდი რაა ტო , თორე თეკო ისეთი ქაჯანაა მე მაგას ვერ დავკერავ ჩემით , ვერ მიყურებ ? თვეებია ვჩალიჩობ !
- ხო კარგი , რა უნდა ვქნა ? - მის მანქანაში ჩასკუპებული მისკენ მივბრუნდი და მანაც დაქოქა მანქანა.
- რა და სადმე წადით დღეს საღამოს , მეც მოვალ ჩემს ბიჭებთან ერთად , წასული რო ვიყავი ეს თვეები არ მინახავს ნორმალურად რაც ჩამოვედი ,ხო და ვითომ შემთხვევით შევხდით და გადმოსხდებით ჩვენთან რაა !
- შენი ჭირიმე აქ აუხვიე , ბარემ ნუცას დავურეკავ და გავიყოლოთ!
- ნუცა ? - მკითხა და უცებ გააქნია თავი .- აა , ხო ნუცა !
- საიდან იცნობ შენ ? გაკვირვებულმა შევხედე , დავინახე როგორ დაიბნა და თვალები ააფახულა.
- არ ვიცნობ , შენი ... შენი სურათებიდან რაა ! - მხრები ავიჩეჩე და ოკეითქო ვუთხარი.

- აი , გააჩერე ! - უნივერსიტეტის წინ გააჩერა და დავინახე , როგორ მოსდევდა უკან ვიღაც ბიჭი ნუცას.
თავში ხელი წაირტყა ჩემმა დაქალმა და რაღაც ძალიან მკაცრი სახით შეუღრინა.
- ვაიმეე , ეს ვინ არის ღმერთო ჩემო ! - უკან ჩამხტარმა ამოიოხრა და გუკას სიცილით მიესალმა.
- ვინ იყო ? - ვკითხე და უკან გავხედე.
- გინდა თუ არა შენი კონსპექტები მომეცი , შენ სხვანაირი კალიგრაფია გაქვსო ! - ამოიოხრა და მობილური ამოიღო. - ხო თეკო !
გუკას გავხედე და როგორ გაშრა ადგილზე , სასაცილოდ არ მეყო მისი ეს რეაქცია.
- კი რა იყო ? , გოგო კი ახლა მე და ელე მოვყავართ მის უნივერსიტეტელს ... სად ხარ ? მოიცა ! - ისა , გმირთა მოედანზე ვარო და გამომივლითო ?
- კი , რა პრობლემაა ? - გაუღიმა გუკამ და ისე უცებ მოატრიალა მანქანა , ჩასუნთქვა ძლივს მოვასწარი.
- კარგი , მოვდივართ !

თეკომ უცნაური სახით ჩაგვხედა მანქანაში და თვალები მიბრიალა , მხრები ავიჩეჩე და უკან დამჯდარს სიცილით გადავხედე.
- გამარჯობა თეკო , როგორ ხარ ?-უკან მიუტრიალდა გუკა და მშვიდად მიესალმა.
- კარგად შენ როგორ ხარ? - ჰკითხა და თმა უკან გადაიწია.
ჩემი ცუღლუტი გოგო !
გუკას ხმა აღარ გაუცია , გაბრაზებულმა თეკომ წარბები შეკრა და საზურგეს ბრაზმორეული მიეყრდნო.
სიცილი ამოვუშვი ბაგეებიდან და ჩუმი ფხუკუნით გადავხედე გუკას , მანაც თვალი ჩამიკრა და მივხვდი ... ეს ბიჭი საშინლად მექალთანეა!
^^^
კაფეში ვსხედვართ.
ნინა თავჩარგული ფუხუკუნებს , ნუცაც მშვიდად იღიმის , მე კი სიცილს ვერ ვიკავებ და უაზროდ ვიცინი.
თეკო გაოგნებული გვიყურებს და წარბებს კრავს.
- სამივეს ფეხქვეშ გაგიგებთ , თუ არ მეტყვით რა ჯანდაბაზე იცინით !
- ვაიმე ... გუკა ! - ხმადაბლა ვამბობ , თითქოს გაოგნებული და პირი ეს ესაა სიცილით უნდა დავაღო , რომ გაოგნება მართლაც ნათლად მეხატება სახეზე. - და ვაიმე , თორნიკე ...
აჩქარებული გული ისე მეტკინა , ისე ...
ხმის ამოღებას ვერ ვაღებ რამდენიმე ბიჭი , ჩვენი მაგიდისკენ რომ მოდის და ძლივს ვახერხებ სუნთქვის დარეგულირებას.
- ელენ , თქვენ ტოო ? - ლოყაზე მკოცნის და გოგონების გაკვირვებულები მისჩერებიან სახეში ხუთივეს.
- ვაა გუკა ? - თვალების ბრიალით ვესალმები და ჩემს ადგილზე ვჯდები.
სულ მალე ყველა ჩვენს მაგიდასთან სხდება და მიმტანს უხმობენ.
ბიჭი ჩქარი ნაბიჯებით უბრუნდება ჩვენს მაგიდას და გაკვირვებული გვიყურებს ამდენს.
შეკვეთით ხელდამშვენებული მიდის უკან და ამჯერად გუკა ჩემსკენ ტრიალდება.
- ელენ , მე რო არ გნახო შემთხვევით , ისე არ უნდა დამირეკო ? - წარბს ზემოთ წევს და მეც გაკვირვებული ვუყურებ .
- შენ ...- რომ არა მისი სიტყვები , მაშინვე დავიწვავდით ორივე თავს.
- კარგი , არ არის საჭირო თავის გამართლება !
- ძმარავს ამას ! - წარბებს ვკრავ და საზურგეს ვეყუდები.
- უი ხო , გოგოებო ესენი ჩემი ძმაკაცები არიან ... ეს თორნიკეა , ეს დათკა , კოკიტო და ამას ნიკა ქვია მაგრამ შეგიძლიათ ლამრიკო დაუძახოთ ! -სერიოზული სახით ამბობს და ცოტა მაკლია ბოლო ხმაზე ახარხარებამდე.
- ეს გურამიკოა , ამას დღემდე ასე ეძახიან! - ნიკა ლაპარაკობს და მის ნათქვამზე სიცილით გავყურებ გუკას სახეს.
- გუკა, რა პონტია ასეთი ძერსკული სახელით რო გამეცანი ?- ღიმილით ვეკითხები და ვცდილობ თქვალი ისე გავაპარო , რომ არ დამინახოს.
ფეხს ფეხზე ვიდებ და შემთხვევით კედით მის ფეხს ვეხები.
შეცბუნებული , ვერც კი ვმოძრაობ ... გაყინული შევყურებ მის ირონიულად მომღმარ სახეს და სახეზე ახურებული ვცდილობ სუნთქვის დარეგულირებას.
ფეხის გამოქაჩვას ვცდილობ , თუმცა დევდარიანი ჩემს ფეხს თავისაში იქცევს და ძალიან ნელა მისვავს შიშველ წვივზე.
ვგრძნობ , როგორი სიმძლავრით მივლის ტანში ჟრუანტელი და სახეზე ალმური მედება.
ღმერთო , ოღონდ ახლა გადამარჩინე ...
ფეხზე წამოდგომას ვცდილობ , თუმცა იმის გამო რომ ცალი ფეხი უკუპირებული მაქვს ვბორძიკდები და , რომ არა თორნიკეს ხელები წინ მთელი სხეულით გადავემხობოდი ... ან ცალი ფეხის გარეშე !
აწითლებული ლოყები უფრო დიდ დისკომფორტს მიქმნის და ყელში რაღაც ბურთივით მეჩხირება.
მინდა მთელ ხმაზე ვიყვირო , ვიღრიალო ... თუმცა მისი ცინიკური გამომეტყველება ხმის ამოღების ყველანაირ საშულაებას მისპობს !

ურეაქციოდ მიშვებს ხელს და მეც აწითლებული ისევ ჩემს ადგილს ვუბრუნდები.
გაშტერებული , ერთ ფორმაში გაშეშებული რამდენ ხანს ვზივარ ვერ ვაცნობიერებ , თუმცა როცა ნინას ხმა მესმის , რომ უკვე წასვლის დროა ფეხზე ვდგები და რობოტივით მივყვები უკან.
- დამსვი ! - ნუცას ვთხოვ და ისიც უყოყმანოდ მაძლევს გასაღებს ხელში. დაუმშვიდობებლად მოვდივარ , მანქნაში ვჯდები და გაბრზებული ვქოქავ ავტომობილს.
- ზრდილობა სად დაკარგე ? - გუკა ფანჯარაში თავს ყოფს და მეც ფეთიანივით ვიწევი უკან.
- გუკა ბოდიში , ძალიან დაღლილი ვარ ... ასე არ მინდოდა ! - გადმოსვლას ვაპირებ მაგრამ სიცილით მკოცნის ლოყაზე და მანქანას შორდება.
- რა მოხდა ? - გოგონები მანქანაში სხდებიან და მაშინ ვქოქავ ავტომობილს , როცა ამას ისინი აკეთებენ.
ინსტიქტურად მახსენდება , წინა გონკაობის ისტორია და ბრაზი უფრო მიპყრობს.
- ჯანდაბა ! - საჭეს ხელს ვურტყავ და მთელი ძალით ვაწვები გაზს.
- ელენ რა მოხდა ! - თეკო უკნიდან მხარზე ხელს მადებს და მეც ოდნავ დამშვიდებული სარკეში ვიყურები , უკან მომყვება!
- ღმერთო ჩემო , რა განუვითარებლად ჩამოქცეული აყლაყია ! - ნერვებმოშლილი ვგმინავ, - როგორ ბედავს ასე ჩემთან მოქცევას !
- კი მაგრამ რა მოხდა , თქვი !
- უნდა გენახათ , როგორ მიხახუნებდა თავის ტორებს მაგიდის ქვეშ ! - აღშფოთებული ვამბობ და გვერდით ჩამოყენებულ მანქანას , შუქნიშანზე თვალს ვაშორებ.
- ვაიმე დედა ...- სამივე ერთ ხმაში ახარხარდა და მეც გაოცებულმა გადავხედე ყველას სათითაოდ.
- აუ გაუსვით რაა ! - სიმწრის სიცილით ვამობ , ჩვენს საფირმო სიტყვას და მწვანეზე მშვიდად ვიწყებ ჩქარა სიარულს.
- ვაიმე , ახლა გავდნები ამდენი სიცილისგან ! - ნუცამ ამოიხრიალა და ფანჯარაში გაყო თავი.
- აუ არ მოიხრჩო ! - კარს ვკეტავ , რა ვიცი იქნებადა გადავარდეს.
- კაი ხანია ამდენი არ მიჭიხვინია ! - მშვიდი ნინაც კი უფრენს!
- არა რა ... ხო ყველაფერს ველოდი , აი ამ ტორების ხახუნს იმენა ვერ ველოდი ! - თეკო ისევ ხარხარებს.
- ვქვი უკვე გაუსვითთქო ! - ვიმეორებ ნათქვამს და მეც ჩუმად სადღაც მეღიმება. - მაინც გაუთლელი გორილაა !

^^^
დილით გაუცნობიერებლად ვდგები ფეხზე და ასევე გაუცნობიერებლად შევდივარ სამზარეულოში.
ჯერ ისევ ბნელა , მზე ჯერაც არ ამოსულა ... მე კი მამალზე ადრე ვიღვიძებ და ალბათ მალე ასეთი რეჟიმისგან ყიყლიყოსაც დავიძახებ.
აპარატს ვრთავ და კაპუჩინოს ვიმზადებ , სანამ ეს ჩამოარიხინებს მანამდე , აბაზანაში შევდივარ ჩემი გრძელი ხალათით და სახეზე წყალს ვისხავ.
უკვე გამოფხიზლებული ერთ ადგილზე ვყანყალებ და სარკეში ჩემს თავს გაოცებული ვუყურებ.
- ნეტა ამ თავში რა დევს ?! - ჩემი თავით გაოცებული კარს ვკეტავ და ისევ სამზარეულოში შევდივარ , აპარატს ვრთავ და ყავის ჭიქით ხელდამშვენებული ვჯდები აივნის სარწეველაში.
სონის პატარა დინამიკში სიმღერებს ვრთავ და თავ გადაგდებული აივნის მოაჯირზე ფეხებს ვაწყობ.
ამ წამს სულაც არ მაინტერესებს ვინ ცხოვრობს ზემოთ , რა ხდება ქვემოთ ... არც ამინდი , არც ის რომ ოდნავ გრილა ... მე კი თხელი ხალათით ვარ გაჯგიმული და ხელის გადაწევაც კი მეზარება პლედი , რომ ავიღო და მოვიფარო.
ყავის ჭიქას გვერდით ვდებ და კომფორტულად მოწყობილი ვიწყებ თვალების დახუჭვას ... დილის მზის სხივები სახეზე მანათებენ , მე კი ისე მსიამონებს ოდნავ შეთბუნება , რომ იმის მაგივრად ავდგე ახლადამოსულ მზესთან ერთად მივდივარ უსასრულობისკენ და ჩემი მთელი არსება ძილისკენ მიილტვის.
სიბნელიდან წითელ სივრცეს გამოვყავარ, თვალებანთებული ვსწორდები სკამზე და წელის ტკივილისგან ხმამაღლა ვკვნესი.
სულ ასე დაუდევრად ვიცი მოქცევა , ყოველთვის!
იარე ახლა წელმტკივანმა ელენე ყიფშძიძე , მოკუნტული ვდგები და სამ დათვლაზე უცებ ვსწორდები წელში.
- ჩემი კაი , დავბერდი ! - ჩემთვის ვლპარაკობ და დილის ვარჯიშებს აივანზევე ვაკეთებ.
ნასიმაოვნები , კარგ გუნებაზე დამდგარი შევდივარ სახლში და დინამიკს ბოლო ხმაზე ვუწევ.
ტანს ნაზად ვაყოლებ და სულ მალე გიჟივით ცეკვას ვიწყებ.
მგონი გარეთ ძილმა მიშველა , ასეთ ბედნიერს კარგახანია არ გამღვიძებია!
არც გორილა თორნიკე არ მაინტერესებს და ...
არა რამ გამახსენა ახლა დევდარიანი? ეჰ ჩემი საშველი არ დადგება!
ნეტავ , როდის მეღირსებ ამ ბიჭისგან განთავისუფლება?!

^^^
- კარგი , დამელოდე ! - თეკოს გაბრაზებული მივყვები უკან ველოსიპედით , როგორც ყოველთვის მასწრებს!
- გამასწარი შე ტყლარწო ! - კისკისით მომაძახა და უფრო აუჩქარა სვლას.
- ამოწდი ! - მივაძახე და ვერც კი გავაცნობიერე . როგორ გადავეშვი ჩემი ველოსიპედიანა პატარა გუბურაში. - ჩემი კაი ,რა გოგოს მაფუჭებენ ! - ტკივილისგან ვკვნესი , თუმცა დილინდელ ხასიათს მაინც ვერაფერი მიფუჭებს.
- ვაიმე ... - ხარხარებს ბოლო ხმაზე და ვიდეოს მიღებს , როგორი გატუნტყლული და დაშავებული ვარ ... თითქოს ვეცოდები ! - ღმერთო შენ მიშველე ! - იცინის ბოლო ხმაზე.
- რა ხდება ტოო ... - გუკა მორბის ჩემსკენ და თეკოც ფერშეცვლილი ინახავს მობილურს.
- აუ გუკა ... მტკივა ! - სიმწრის სიცილით ვწუწუნებ და ხელებს ვხვევ , მის ხელებში გატრუნული ფეხებს ვიქნევ და მუხლის არეში მწარე ტკივილს , როგორც კი ვგრძნობ სახეს ვმანჭავს. - ჩემი სახსრები კრუსუნებს!
- როგორ მოხერხე ჩემთავს გაფიცებ ? - ღიმილით მეკითხება და ვხედავ , როგორ უჭირს თავის შეკავება ბოლო ხმაზე არ ახარხარდეს.
- გაიცინე შე კუჭუნჭურა , შენც მოისვენებ და მეც ! - მხარზე ვჩქმეტ და სადარბაზოდან გამოსულ თორნიკეს სახეს ვარიდებ.
გული მიჩქარდება , თუმცა უსიამოვნებას ვაწერ და ისევ გუკასთან ვიწყებ ლაპარაკს.
- არა მართლა , როგორ მოახერხე? - უკვე ხარხარით მეკითხება და სკამზე მსვავს.
- ხელი მომე ! ვკივი და უკვე უკან ვეშვები სკამიდან ბალახებში.
ფეხები ზემოთ მაქვს აშვერილი და მესმის , როგორ ხარხარებენ ყველა ერთად! -თქვენ ხართ ადაიანები ?- სრუტუნით ვამბობ , როცა გუკა ისევ მეხმაება და ამჯერად ფეხებით მწევს და მაბრუნებს ჩემს ადგილზე.
- მაპატიე , რა ვიცოდი მე ... - ფხუკუნით მიბოდიშებს და მეც თმას ვისწორებ გაბრაზებული.
- ღმერთო , დამენაყა ნიგოზივით ჩემი ვაშლის უკანალი ! - ვბურდღნებ ჩემთვის და თან ფეხებიდან ვიშორებ ტალახს. - თეკო , თუ გაპატიო ! - გაბრაზებული ვდგები და , რომ არა თორნიკეს გამოშვერილი ხელები , ისევ ძირს მოვდენდი ზღართანს.
გაშეშებულმა ავხედე და თვალები კინაღამ მიმენაბა , მისი ცხელი გახურებული ხელების შეგრძნებისთანავე.
რა მჭირს ... ღმერთო რა მჭირს?!
ჯანდაბა , როგორ ვიბნები , როგორ ვითიშები ...
გონზე ვერ მოვდივარ , ვერ ვფიქრობ რა უნდა ვქნა ...
ხელებს მიშვებს და ფრთხილად იხევს უკან.
მის სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობ , თავის შეკავება ისე მიჭირს ლამის მის წინაშე ავტირდე!

- მადლობა ... - ჩუმად ვჩრჩულებ და ოდნავ ვუღიმი.
თორნიკე მხოლოდ თავს მიქნევს და უკან უფრო და უფრო იხევს.
ნაწყენი და გონებამოშხამული მივდივარ კოჭლობით სადარბაზოსკენ.
ოდნავ წავბორძიკდი , ვიგრძენი მუცელზე შესრიალებული გახურებული თითები და სხეული უფრო მომიდუნდა.
სანამ მე გავაცნობიერე ვის ხელში ვიყავი და სახლამდე ვინ მიმიყვანა უკვე კარშიც შესული ვიყავი და ისიც თავისუფლდებოდა ჩემი ხელებიდან.
- ბოდიში ... - ხელზე ვექაჩები და ისიც ჩემსკენ იწევა სახით.
მისი თვალები ... ისევ ნაცრისფერია , ნაცრისფერი და გამჭირვალე!
ვხვდები რამდენად დიდი ტკივილია ჩემი გულისთვის , ის რომ მას მე ვაწყენინე...
დაახლოებითაც კი იმის შეგრძნება , რომ მე მისი ჭირი ვარ ჩემს არსებას ბოლოს უღებს.
- საპატიებელი არაფერი გაქვს ! - გასწორებას ცდილობს , თუმცა მე არ ვაძლევ საშუალებას.
- მომისმინე ... - ვცდილობ ჩემი სათქმელი ბოლომდე ვთქვა , თუმცა სახლში შემოვარდნილი გუკა არაფერს მაცდის.
- თორნიკე , სად ხარ შეჩე*ა ანა გელოდება ქვემოთ , დღეს ექიმთან უნდა წავსულიყავით სქესის გასაგებად არ ახსოვსო ? - ხელს ინსტიქტურად ვუშვებ სახე წაშლილი.
თავში ყველაფერი ტრიალდება , თანდათან ყველა ორგანო მიდუნდება და ცუდად გამხდარი ბალიშს ვეკვრი ზურგით.
ვგრძნობ , როგორ მასხავს ცივი ოფლი და როგორ მიჩნდება გულის რევის შეგრძენება ცუდად ყოფნისგან.
- ჩავალ ახლავე ... წელში სწორდება და ყოყმანით მიყურებს.
ვცდილობ უდარდელი სახე მივიღო , თუმცა ეჭვი მაქვს ყველა შინაგანი ემოცია სახეზე მაწერია.
ალბათ მკვდრის ფერიც მადევს , თვალებმინაბული ვუყურებ დევდარიანს და თანდათან მისი სახე ჩემი თვალდახედვის არედან ქრება , ან არ ქრება და ჩემი მხედველობა ქრება ... თანდათან მისი ლამაზი ნაკვთები და მის გარშემო მყოფი ადამიანებიც ბუნდოვანნი ხდებიან ჩემთვის.
ვგრძნობ , როგორ მეცლება ყველანაირი ძალა სხეულიდან და ვხვდბი , ვხვდები აზრი არ აქვს ჩემს თავთან ჭიდილს!
ხელები უღნოდ მივარდება სავარძლიდან და თავშეკავებულობის უნარით ჩამოქვეითებული მთელი სხეულით სავარძლის კიდისკენ მივცურავ.
ზურგსუკან ჩამოსრიალებული ფაფუკი ბალიში ჩემს სხეულს შორდება და ახლა უკვე არც ის ხმები მესმის , რაც გათიშვამდე მესმოდა.
მთლიანად სიბნელეში ჩაძირულს მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა მიტრიალებს გონებაში ...
"დღეს ექიმთან უნდა წავსულიყავით სქესის გასაგებადო , დაავწიყდა?"

^^^
გონს რაღაც მძაფრ სუნს მოვყავარ , თვალებს ნელა ვახელ და ბუნდოვნად ვხედავ ჩემს სხეულთან წამომჯდარ რამდენიმე სილუეტს.
როგორც კი მხედველობას ვიწმენდ , მაშინვე ვცდილობ საწოლზე წამოჯდომას.
შუბლიდან რაღაც ცივი მვარდება და ცივ ნაჭერს სახე დამანჭული დავყურებ.
- ძლივს... კარგად ხარ ელე?- ნინა და ნუცა ჩემს საწოლზე ძვრებიან და მაგრად მეხუტებიან.
- არ ვიცი რა დამემართა ... ბოლოს თორნიკეს სახე მახსოვს ... თორნიკე ? სად არის თორნიკე ? - ვკითხულობ და ფეთიანივით ვიწევი საწოლზე.
- წავიდა ელენე , ქვემოთ ელოდებოდნენ ... დამიბარა მომწერე როგორ იქნებაო !
- წავიდა ? - ვკითხულობ ბრაზმორეული და გაოცებული.
- ხო წავიდა ... - მხრები აიჩეჩა და ლოგინზე წამომიჯდა. - სასწრაფო საქმე მაქვსო !
- წავიდა ... - ჩავიჩურჩულე ჩემთვის და ვიგრძენი , როგორ მეტკინა გული.
^^^
- ხო გუკა ... - სრუტუნით ავიღე აზუზუნებული აპარატი და თავი ისევ ბალიშზე დავაბრუნე , გამიკვირდა ამ დროს რომ მირეკავდა გუკა.

ბრაზმორეულს , მეც არ დამძინებია ...
მთელი ღამე დევდარიანის ლანძღვაში ვიყავი და მხოლოდ იმას გავიძახოდი , როგორ მეზიზღბეოდა და მაღიზიანებდა მისი ამაზრზენი საქციელები.
გოგონები კი თავის ქნევით მიყურებდნენ და ჩემს რეპლიკებს მზაკვრული და ეშმაკური ღიმილით ხვდებოდნენ.
- ელენე , შენთან საქმე მაქვს ... შეგიძლია მნახო ?
- გუკა , ღამის 2 ის ნახევარია ... - დაბნეულმა დავხედე საათს. - მისმინე , შენ ამოდი ჩემთან !
- არა ... იყოს . - ყოყმანობდა მაგრამ , ვგრძნობდი არასერიოზულის გამო ამ დროს ამას არ მთხოვდა და არ მოვეშვი.
- გუკა გელოდები ! - ბაჩუჩები ამოვიცვი და გათიშული მობილური ლოგინზე მივაგდე.
^^^
- შემოდი ... - მისაღებისკენ წავიდა ოდნავ ნასვამი და სავარძელში ჩაემხო.
- გუკუნა , ყავა არ გინდა ? - თეკო გამოტანტალდა და გუკამ ისეთი სახით გახედა , ისეთი მოულოდნელობით აღსავსე მზერით გამეცინა ... აშკარად თეკოზე უნდოდა რაღაცის თქმა და ეს , რომ აქ დახვდა ამან გააოცა.
- კი მინდა თეკუნ . - ღიმილით უთხრა და თეკაც სამზარეულოსკენ გაბანცალდა.
- მივხვდი და უსიტყვოდ მესმის შენი ! - სიცილით დავუქნიე თავი და მანაც ოდნავ ჩაიცინა.
გოგონებიც გამოვიდნენ ოთახებიდან , მე კი ჩემს ყავას დავავლე ხელი და ის ის იყო უნდა გადამეყლაპა , საშინელმა გრძნობამ დამიარა მთელს სხეულში.
თვალები დამეხუჭა და მაშინვე თვალწინ სისხლიანი დევდარიანი წარმომიდგა.
აკანკალებულმა ვეღარ ამოვისუნთქე და ფერდაკარგულს ჭიქა ხელიდან გამივარდა.
მსხვრევის ხმაზე ოდნავ წამოვიკივლე და ფეხზე წამოვხტი.
- ელენე ... ელენე რა გჭირს ?! - ნინა მომვარდა და ხელებში მწვდა. - ელენე !
- თორნიკე ... თორნიკე ! - ამოვიოხრე და დასუსტებული დავეგდე ადგილზე.
- რა თორნიკე , ელენე რა მოხდა ? - გუკა ჩემთან ჩაიკუზა და მობილური ამოიღო ჯიბიდან.
- თორნიკე ... გუკა გთხოვ თორნიკეს დაურეკე ... მოიყვანე გუკა ... - ვხრიალებდი და თანდათან სუნთქვა უფროდაუფრო მიჭირდა.
- ელენე დამშვიდდი ...წყალი მოუტანეთ , ელენე თორნიკეს რა სჭრის ... რამ წამოგიარა გამაგებინე ! - წყობიდან გამოსული მწვდა ხელებში , თუმცა მისი მოჭერილი თითები არ მტკენია ისე , როგორც ის ცუდი წინათგრძნობა მთელს არსებას , რომ მიჭამდა!
- გუკა ... თორნიკეს უჭირს , გთხოვ დაურეკე ... მოიყვანე , ის ...ის კარგად უნდა იყოს ... გუკა გხოვ რამე იღონე გუკა ! - ვტიროდი და მის მხრებს ვეჯაჯგურებოდი.
ფეხზე წამოდგა და მობილური მიიდო ყურთან.
წყობიდან გამოდიოდა , არ პასუხობნდნე ... როცა ეს გავაცნობიერე ფეხზე წამოვხტი და კედელს მთელი ძალით დავუშინე ხელები.
- ის არა , ის არა ...ჯანდაბა ოღონდ ის არა ! - გავკიოდი და ვერც ერთი ბედავდა ჩემთან მოსვლას.
- თორნიკე ძლივს ... - სიტყვა შუაზე გაუწყდა , ღიმილი სახეზე შეახმა ... ბოლოს უკვე მანქანა მახსოვს , გზა ... რომელიც უსასრულოდ იწელებოდა და თეთრი კედლები ... საშინელი სუნი ... სიკვდილის არომატი , რომ ტრიალებდა ის სუნი ...

- სად არის ... - საავადმყოფოში შევარდნილი დერეფანში უმისამართოდ დავეხეტიალებოდი და თმაში ხელებწავლებული ხან ერთ კედელს დავეჯახებოდი თავით , ხან მეორეს.
- ელენე დამშვიდდი ! - ჩუმად მითხრა ნუცამ და მეც გაოცებულმა გავხედე მისი ხედვის ობიექტს.
საოპერაციოს წინ ახალგაზრდა ქალი , მამაკაცი და მათ შორის ჩამომდგარი ცრემლებამდე მისული გოგონა იდგა , ოდნავ გამობერილი მუცლით , შავები ეცვა და ცდილობდა სადმე ადგილი ეპოვნა.
- გუკა ... - ატირებული ვეცი მეგობარს , რომელიც ექიმს კაბინეტში ესაუბრებოდა. - გუკა მითხარი ... მითხარი როგორ არის ... ხომ გადარჩება , ხომ სუნთქავს ? - საყელოში ვწვდი და კედელზე ავაკარი. - გუკა გამაგებინე , ჯანადაბა მითხარი , რომ კარგად იქნება და ისევ იცოცხლებს ...
- ელენე დამშვიდდი , ავარიაშია მოყოლილი ... არაფერი ჭირს , უბრალოდ ... უგონოდაა და იკვლევენ რატომ ,ვერ მოდის გონს !
- რა არაფერი ... გონს როდის მოვა , გამაგებინეთ რა ჯანდაბა ეტაკა! - ბოლო ხმაზე ვკივი და ვგრძნობ უკვე მეორედ იგივეს რასაც რამდენიმე საათის წინ ვგრძნობდი.
გონს ისევ რაღაცის მძაფრ სუნს მოვყავარ ... თვალებს ვაცეცებ და ისევ ფეხზე ვდგები რეტდასხმული.
- შეგიძლია შესვლა , ძინავს ... - მეუბნება საშუალო ასაკის ქალი , რომელიც მგონი მთლი ამ დროის მანძილზე თავზე დამჩერებოდა.
ისევ ჩემი სახლის ბაჩუჩებით გავიქეცი იმ პალატისკენ , სადაც სხვები ისხდნენ .
აარავისთვის შემიხედავს , პირდაპირ კარში შევაჭერი და მუხელებზე დამხობილი მივვარდი მის საწოლს.
- თორნიკე ... ჩემო თორნიკე!- ლუღლუღით ვთქვი და მისი ხელი ტუჩებთან მოვიქციე. - ჯანდაბა , თორნიკე მოდი გონს ! - აცრემლებულმა დავაგდე თავი მის მკერდზე და სლუკუნით ძლივს ამოვისუნთე. - როგორ შემაშინე , როგორ გადამრიე ! - მთელი სახე დავუკოცნე და ახლა დავაკვირდი წყნარად მყოფი , არც მასხარა ...არც სერიოზული როგორი საყვარელია ! - ღმერთო , შემიყვარდი...-ჩემთვსი ამოვიხრიალე და მის მარწყვისფერ ტუჩებს ოდნავ შევეხე. - მთელი არსებით შემიყვარდი თორნიკე ... - ავლუღლუღდი და ამჯერად უფრო მომთხოვნად წავეტანე მის გემრიელობებს . - შემიყვარდი ... შემიყვარდი , ძალიან შემიყვარდი ! - მისი სახე ხელებში მოვიქციე და ამჯერად მის კისერში ჩავრგე ცხვირი.
ვიგრძენი , როგორ მომხვია ხელები წელზე და ბედნიერებისგან გულაჩქარებულმა ხელები მთელი ძალით შემოვხვიე კისერზე.
- შემიყვარდი დევდარიანო ... ჩემს მთელ არსებად შეუყვარდი ... - ამოვიჩურჩულე მის ყურთან და ცხელმა ტალღამ დამიარა მისი ტუჩების შეგრძენებაზე კისერთან ...
- ნუთუ ამას შენ ამბობ ? - მისუსტებული და მაინც ბოხი , ხრიწიანი ხმა ამოუშვა ნარნარით ბაგეებიდან.
ოდნავ წამოვეიე თავი და მის ნაცრისფერ თვალებს ბედნიერი ჩავაჩერდი.
- გონს მოხვედი ... - ამოვიჩურჩულე და ისევ მის ტუჩებს დავეწაფე. -ჩემთან ხარ ... ჩემი ხარ!- ვჩურჩულებდი გონზე ვერ მოსული . - ღმერთო ... ასე , ასე როდის შემიყვარდი ? - ვკითხე და ისევ მთელი ძალით ჩავეხუტე. - როდის შემიყვარდა ასე შენი სურნელი ... ასე როდის შემიყვარდი დევდარიანო !
- ბავშვობაში შე ქაჯანა ! - თავზე ხელი გადამისვა და ჩემი თმა სახეზე დაიყარა. - სულ გიყვარდი , სულ გინდოდი ... მაგრამ დაბრმავებული იყავი ... რომ არ მივსულიყავი აქამდე , ამ დონემდე რომ არ მივსულიყავი , ისევ ვერ გაიაზრებდი ? კიდევ რამდენ ხანს დაიბრმავებდი თავს ?! - თბილი ხმით მკითხა და მეც დამნაშავესავით ავწიე სახე.
- აბა ... ისე მომახტი და ისე მოხდა ყველაფერი ... წესიერად ვერც კი გავაცნობიერე თორნიკე ! - პატარა ჯიბრიანი ბავშვივით ვუთხარი და მანაც ღიმილით მაკოცა ცხვირზე.
- ამის მერე დამიჯერებ ხოლმე !-მითხრა და მეც ღიმილით დავადე მკერდზე თავი .- რომ ვამბობ გიყვარვარ , ესეიგი მართლა გიყვარვარ ! აფერისტს ვგავარ ? - მკითხა სერიოზული ხმით და წარბაწეულმა ძლივს დავისერიოზულე სახე , რომ არ გამცინებოდა.
- მასხარა ხარ ! - მხარზე ოდნავ ვუჩქმიტე და ტუჩებზე ვეცი.
- ნუ გამითამამდები ... ასე როცა მოგინდება , სულ კი ვერ მაკოცებ ! - ისევ ეს სერიოზული ხმა და მეც გაოგნებულმა ავწიე სახე. - კარგი ნუ მომაჭამ თავს და , როცა გინდა მაშინ მაკოცე ! - ოდნავ ჩაიღიმა და ისე ვუჩქმიტე ფეხზე , რომ ოდნავ ამოიგმინა. - ფრხილად შე ქაჯო , მანდ ნაკერი მაქვს ! - ხმაწასულმა მითხრა და ოდნავ მიბლინტა თვალები.~
- თორნიკე , თორნიკე ... - შეშინებულმა ვკარი ლოყაზე სახე და მანაც სიცილით გაახილა თვალები. - დეგენერატო , ნუ მაშინებ ! - ვუთხარი და ისევ ჩავეხუტე.
- რომ მცოდნოდა , ასე შეგიყვარდებოდი ... აქამდე 9ჯერ მოვყვებოდი ავარიაში ... - ახარხარდა და მეც სიცილით გადავაქნიე თავი .
- შენი დაკარგვის შიშმა გამანადგურა ... - ჩუმად ვთქვი და ლოყაზე ვაკოცე . - სულ კარგად უნდა იყო !

___

ნამდვილად სულ კარგად არიან მის შემდეგ, მართალია თოკუნკულა ვერ გადაეჩვია მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის სახეების გაერთიანებას , თუმცა ელენესთვის შეუდარებელი მეორე ნახევარია!
უნდა ვაღიაროთ ელენეც არანაკლებია მისთვის ...
ორივეს ძალიან კარგად ესმით მათი ღრმა ურთიერთობის არსი და მგონია , რომ მალე მათ ქორწილში პატარძალზე არანაკლები ლამაზი მეჯვარეც ვიქნები :დ
(ჩემებური მაინც უნდა შემოვაგდო)
ასე რომ ... შევეცდები ყველანაირი საინტერესო სიახლე ამ ისტორიას დავუკავშირო , დავუკავშირო და თქვენც ჩაგაყენოთ საქმის კურსში ...
ხო და კიდევ !
ელენემ დიდი მადლობა და ვერ შეგპირდებით ჩემნაირ ბიჭს , ის მხოლოდ ერთიაო ...
უკეთესიც გაიმეტოს ღმერთმა თვქენთვის თუ არის და არსებობსო :დ
( ბოლოში მაინც წამოუმწარ-მოუტკბილა) ...
ეს ამბავი აქ დასრულდა , ისე ისევ გაგრძელდება იმედია მთელი ცხოვრება და კიდევ ასი წელი !



____

პ.ს გვიყვარხართ !
მეც , ელესაც , თეკოსაც , ნინასაც და თორნიკესაც ...
პ.ს.ს თეკომ და გუკამ ამათზე მალე დააყენეს საშველი , ეს ისე რომ იცოდეთ :დ









№1  offline წევრი SillyGirl

უბრალოდ ვაუ !
ვიტირე და ვიცინე ერთდროულად !
ძალიან სასიამოვნო ისტორია იყო !
დიდი სიამოვნებით წავიკითხავ შენს ახალ ისტორიას იმედია შემოგვთავაზებ მალე ! <3

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

აუუ წაკიტხვა მინდაააა disappointed_relieved sob
დავამტავრებ ყველაფრის სწავლას და წავიკითხავ მაინც laughing ერთ სამ საათში მაინც wink მერე სჰევაფასებ შენი შემოქმედების ნაყოფს ჩემო კუსკუსელა kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი aNuGi

გავგიჟდი ისე მომეწონა!
საუკეთესო ხარ! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4  offline წევრი Kukrika123

Dzaaan magari xarrrr

 


№5  offline წევრი mimimimo

ისე არ მოველოდი...
შენგან უცხოა ასეთი პაწაწუნა ისტორია.
მაგრამ, მაინც იმდენი ემოციით დავიტვირთე, რომ ვერც გადმოვცემ ბოლომდე.
საოცრება ხარ!

 


№6 სტუმარი mtvaro svani

zalian kargi iyoo.momecona.yochag zalian visiamovne vicine vixalise cota sul cota gavbrazdi kidec magram uceb gadamiara.

 


№7  offline წევრი casas

ჩემიიი გიჟი გოგო heart_eyes
ეს რა საყვარლობა და მაგრობაა იყოო...თან რეალურიც ყოფილააა smiley რა საყვარელი წყვილი თორნიკე და ელენე..ვგიჟდები ეგეთ პირდაპირ ბიჭებზეე,ცხრა კრუგს რომ არ ურტყამენ გოგოსთან მისასვლელად smile
შენი წერის სტილი ხომ ზოგადად მიყვარს,მაგრამ ეს იყო რაღაც ძაან სასაცილო,იმდენი ვიცინე ცუდათ ვარრ smile ყოჩაღ,გეკუთვნის 10 smile smile smile

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

უჰ რა მაგარი იყო ყოჩაღ.

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვაიმეე ეს რა იყოო ყველასგან განსხვავებულიი ,ემოციურიი, სასაცილოო და უტკბილესიც ♡♡♡ძაალიან მომეწონაა ვიცინეე ბევრიი კარგ ხასიათზე დამაყეენეე ემოციებითაც ამავსეეე და დამატკბე შენი თბილი ისტორიით ♡♡♡არც უაზროდ გქონდა გაწელილიი და ყველაფერი იდეალურად გეწერა ♡♡♡♡

 


№10  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გიჟქალა, როგორ უცრბ მოაკვარახწინა.
გოგო აბა ბავსვის სქესიო? ის გოგო ვინ იყო?

 


№11  offline მოდერი D-roni

ლორელაი
გიჟქალა, როგორ უცრბ მოაკვარახწინა.
გოგო აბა ბავსვის სქესიო? ის გოგო ვინ იყო?


ის გოგო ძმის ცოლია ❤️

 


№12  offline მოდერი bibo

ხო გეუბნები გიჟი ხარ გაკლიათქოოოო heart_eyes heart_eyes რაღაც უცებ დადე რო არ ველოდი და ისე მორჩი გაგებაში არ ვიყავი რა იყო ეს ეხაც შოკი თუ შოკუნიები მაქ პატარ პატარა heart_eyes მაინც ჩემი გიჟ ქალა ნუცინციკულა ხარრრ kissing_heart kissing_heart მაგიტო ვგიჟდები და ვაფრენ შენ ისტორიებზეე არ კარგავს იმ სილაღე სიხალისეს და მრავაფეროვნებას რაც გჩვევია ისევვ ისთი კომედიური და საყოფაცხოვრებლოა ისევ ისეთი სასიყვარულო ისევ ისეთი საოცარი ისევ ისეთი გასაგიჟებელია იცი რატო შენ ხარ სასწაული საოცრება გასაგიჟებელიიი heart_eyes kissing_heart kissing_heart heart_eyes ვგიჟები შენ ნაწერებზე ასეთ ტკბილ და თბილ ისტორიებზე ჩემო კვაზიმოტოს კუზო kissing_heart heart_eyes ვინ არისო ჩემი ჩმუსუნა მუსუნა კრუსუნა ბუსნა kissing_heart heart_eyes ჩემი ვაფლი გოგო ხარ შენოოოო heart_eyes შენისთანა ანცი და ზოგჯერ მწარე ისტორია იყოოო bowtie smile შენიტკბილი ისტორიები გულამდე მოდისსს იმ პაწაწო თითებით ნაწერი და დიდი სავსე გულით შექმნილი ისტორიები heart_eyes kissing_heart საოცრება ხარ ჩემო მარწყვის ქულა და ატმის ჯემო heart_eyes kissing_heart ვინ არიო ჩემი ალუჩის კურკა და ატმის ბუსუსიოო ვინ არისო ტორტის უდიდესი ნაჭეი heart_eyes kissing_heart ჩემი დობრაწული კარტიოშკა და დოხრუკულო ქათამო ვაფრენ მე შენზე ჩემო ველურულო ნუციკუნკულიშო heart_eyes kissing_heart მეგრელზე მეტი ხარ თბილიში smile smile smile როგორც ხაშურს ჰამაკი უხდება ისე უხდები ამ საიტს შენოოო ჩემო წაწაკუნტელა kissing_heart heart_eyes

 


№13 სტუმარი Guest rolika

როგორ მომენატრა თურმე ჩემი გვერდიი

საოცარი იყო მომეწონაა <3 როგორ მწყდება გული რომ ერთ წელზე მეტია ისტორია არდამიწერია და ნიკის პაროლიც დამავიწყდა

 


№14  offline წევრი Gvantsa23

ახალ ისტორიას არ დაიწყებ რამეს? :((

 


№15 სტუმარი Guest Littlegirl

Nuu saocari istoriaa roa ki gitxari magram ana vin iko? A

 


№16  offline მოდერი D-roni

Guest Littlegirl
Nuu saocari istoriaa roa ki gitxari magram ana vin iko? A


ანა ძმის ცოლია ❤️

Gvantsa23
ახალ ისტორიას არ დაიწყებ რამეს? :((


უკვე დავიწყე წერა და შევედები მალე დაგიბრუნდეთ ! ❤️

ხალხნო ძალიან დიდი მადლობა , მართლა მაბერნიერებთ არც კი ვიცი რა გითხრათ !დიდი ადგილი გიჭირავთ ჩემს დიდ გულში ! ❤️

 


№17  offline წევრი tatiko.1995

Mmmmmm ra kargi iyo

 


№18  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Iiii raa magarii iyooo sadwauli xar sheen

 


№19  offline წევრი blondeangel631

უმაგრესი იყო ძალიან მაგარი ვიგაცეები არიან რა ეს თორინიკე და ელენე <3 თავი შემაყვარეს <3

 


№20  offline წევრი Elene777

ძალიან სასიამვნო წასაკითხი იყო♥️♥️♥️ეს ნამდვილი ისტოროა იყო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent