შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოსულობის უპირატესობა (თავი 9)


21-10-2016, 17:49
ავტორი ninuca16
ნანახია 1 464

ლიზა: ბოლოს და ბოლოს გავერკვიე ჩემს თავში და ისიც შენი სიტყვების მერე, დავფიქრდი და მივხვდი, რომ მართალი ხარ. მართლაც გამაჩნია შენს მიმართ გრძნობები და მგონია რომ ეს უბრალოდ ბავშვური გატაცება არ იქნება. საკმაოდ მაქვს გააზრებული რაც შეიძლება მოხდეს და მინდოდა რომ ერთხელ მაინც ვყოფილიყავი ჩემს თავთან ამ ურთიერთობაში მართალი და როგორც იქნა გამოვუტყდი ჩემს თავს. ახლა კი, მინდა შენგან გავიგო რას ფიქრობ ჩემს მიმართ. მინდა რომ აბსოლუტურად გულწრფელი იყო ლუკა.
ლუკა: რატომ გაგიჩნდა ახლა ამ ყველაფრის თქმის სურვილი?
ლიზა: იმიტომ, რომ ჩაბეჭდილი მქონდა თავში, რომ არ მინდოდა არავისთან ურთიერთობა და გაირკვა რომ ეს ყველაფერი ესე არ ხდება. ვერ იგებ როცა გიყვარდება, გრძნობ ისიც დიდი ხნის მერე თუ ჩემნაირ სიტუაციაში ხარ.. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი რომ გითხარი და მე მოვრჩი ჩემს სათქმელს.
ლუკა: არ მჯერა, რომ ჩემთვის ყველაზე საყვარელი გოგო ამას მეუბნება, მე!
ლიზა: უნდა დაიჯერო, სხვა გზა არ გაქვს (იცინის).
ლუკა: არ მეგონა, რომ ეს ბედნირება დღეს მეწვეოდა. ყველაზე ბედნიერი ვარ ამ წუთებში ლიზ და ისიც შენს გამო. მიხარია თუ კი ასე ფიქრობ ჩემზე და მინდა ერთი რამ შემოგთავაზო.
ლიზა: გისმენ აბა.. მაგრამ მინდა გითხრა რომ ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ შენ აღმოჩნდი ის ადამიანი ვისაც აქამდე ვიცნობდი, ანუ ვისაც აქამდე ასაღებდი თავს, ჩემი აუტანელი ხასიათის გამო, ბევრი ჩხუბის და სიტყვების გამო, იმ სიტყვების გამო, რაც კი მე შენთვის აქამდე მითქვამს არ გაიცანი სხვა და უბრალოდ გული არ გადააყოლე, რასაც სხვები აკეთებენ და საკმაოდ ბევრიც. ახლა კი გისმენ.
ლუკა: თუ გსურს, მინდა რომ ერთად ვიყოთ, ყოველ შემთხვევაში ვცადოთ. არ შეგეშინდეს არაფრის რადგან უკვე გამომიტყდი ამ ყველაფერში.
ლიზა: არ მეშინია, რადგან ახლა უკვე შენ მყავხარ და იმედია ბოლომდე მეყოლები.
ლუკა: ანუ?
ლიზა: რათქმაუნდა ვცდი ლუკა და არა მარტო ვცდი, ვეცები რომ არცერთს გვეტკინოს გული.
ლუკა: ჩემი საყვარელი გოგო ხარ შენ!
ლიზა: ლუუკ(იღიმის), უკვე მაბედნიერებ.
ლუკა: ეს არაფერია ლიზ, მინდა რომ ყველაზე ბედნიერი გოგო იყო ჩემთან ყოფნის დროს და ასეც იქნება. ეხლა კი ეს მითხარი შენ, როდის გნახო?
ლიზა: არვიცი ლუ მართლა, მოვფიქრებ დღეს და თუ მოვახერხე, უფროსწორად თუ დავითანხმე დედა, მალევე გნახავ და ვეჭვობ ეს მალე ხვალ უნდა იყოს (იღიმის).
ლუკა: კარგი, ჩემო პატარა იმედია მოახერხებ.
ლიზა: ვნახოთ აბა, კარგი ლუ (ეს მას ზედმეტსახელად შევარქვი),ძალიან მძიმე დღე მქონდა და მეძინება, ხვალ თუ გნახავ მოგიყვები რა მოხდა.
ლუკა: კარგი ლიზ, ტკბილი ძილი და სიზმრები.
ამოვისუნთქე, ბოლო-ბოლო მივხვდი რაც მინდოდა, სულაც არ ყოფილა ისე როგორც ვფიქრობდი. ბედნიერად ვგრძნობდი თავს, შხაპი მივიღე, დავწექი დასაძინებლად და ლევანი მირეკავს.. გამიკვირდა მისგან ზარი, მაგრამ რომ ავიღე ყურმილი რუსკა აღმოჩნდა.
რუსკა: ლიზ, რუსკა ვარ, ალბათ გიკვირს რომ გირეკავ არა?
ლიზა: ხო რუსკა, გამიკვირდა რადგან არ მოველოდი, თან ასეთ დროს. ხო მშვიდობაა?
რუსკა: კი კი ლიზა, მადლობა მინდა გადაგიხადო და ბოდიში ჩემი საქციელისთვის, ვინ იცის როგორი გაბრაზებული ხარ ჩემზე.
ლიზა: მოდი არ გვინდა რა ახლა ამ ყველაფერზე საუბარი რუსკა, რაც იყო იყო, ვერაფერს შევცვლით, ასე რომ არ გეგონოს, რომ არ ვაპირებ ხმის გაცემას. ყველაფერი ისე დარჩება, როგორც აქამდე იყო. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ახლა ჩემი ძმის ცოლი და ჩემი რძალი გახდები. უკაცრავად, უკვე ხარ. მადლობას ნუ მიხდი, მიხარია კიდეც, რომ შენ იქნები ჩემი რძალი (იცინის), ისე მინდა ეხლა შენთან ყოფნა, მომენატრეს რუსკატოოო.
რუსკა: ლიიიზ, იმედია მალე ჩამოხვალ, ვნერვიულობ თქვენები რას იტყვიან აქ რომ დაგხვდებით. ძალიან ვნერვიულობ ლიზ.
ლიზა: ნუ ნერვიულობ, მოგვარდება ყველაფერი, მოვიფიქრებთ რამეს. თან დედაჩემი გიცნობს და არამგონია შენი ღძლობა არ უნდოდეს (იცინის), ნუ ასაკზე ვერ დაგპირდები რომ არ გაამახვილებს ყურადღებას, მაგრამ რომ გაიგებს ორსულად ხარ, მოუწევს შეეგუოს ისე როგორც მე.
რუსკა: ღმერთო, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
ლიზა: მთავარია შენ არ ინერვიულო ეხლა არაფერზე, ხომ იცი, რომ შეიძლება არასასურველი რამე მოხდეს ამ ნერვიულობით, თანაც შენს ასაკში, ასე რომ გაუფრთხილდი ჩემს ძმისშვილს(იცინის).
რუსკა: ვიცი ლიზ, ვიცი. კარგი დაგემშვიდობები ეხლა, ლევანი მეძახის.
ლიზა: კარგი, ძილინებისა.
მართლა როგორ მომენატრა ეს გიჟი გოგო, ჩავიცინე ჩემთვის და დავწექი, სოციალურ ქსელზე შევედი რომ გადამევლო თვალი და გავხსენი Friend Requests-ის შეტყობინება, ვიღაც სალომე ორჯონიკიძე მამატებს, გვარი რათქმაუნდა მეცნო, თან ლუკა იყო ჩვენი საერთო მეგობარი, გადავავლე თვალი მის პროფაილს და გაირკვა, რომ ლუკას და იყო. დავეთანხმე მის მეგობორბას და რამოდენიმე წამის შემდეგ მისგან მომდის SMS..
მადლობა რომ კითხულობთ, ესეც მეცხრე თავი)) იმედია მოგეწონებათ.. შემდეგ თავში კი იხილავთ ლიზასა და ლუკას დის მონოლოგს)))



№1  offline წევრი anuki15

ველოდები მოუთმენლად ახალ თავს kissing_heart kissing_heart

 


№2  offline წევრი ninuca16

Xval daideba axali tavi

Madloba rom kitxulob ❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა სმს აბაა ველოდები kissing_heart ჰოჰ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent