შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ გართობა (თავი 4)


21-10-2016, 23:22
ავტორი loveblee
ნანახია 1 857

-შვილო მანქანამ როგორ დაგარტყა?_თაზო მუხლებზე იყო დაყრდნობილი და აიდას თვალებში უყურებდა.
-აუ თაზო რაღადროს ეგარის, საუკუნის წინ მოხდა._მობეზრებული ხმით უთხრა აიდამ და ლოგინიდან გიჟივით წამოხტა.
-რა ჭამა აგიტყდა ქუჩაში გამაგებინე აიდა!
-სადაც მინდა მინდა შევჭამ და სადაც მინდა დავლევ მამა, არავის საქმე არ არის რას გავაკეთებ._ხელი აიქნია აიდამ და მისაღებში გავიდა. თაზოც უკან გაყვა და მის გვერდზე, დივანზე ჩამოჯდა. აიდა მობილურში იყო ჩავარდნილი და თაზოს ყურადღებას არ აქცევდა.
-კარგი ჰო...არდადეგები დაგეწყო უკვე?
-კი._არც შეუხედავს აიდას ისე უპასუხა.
-გინდა სადმე წავიდეთ მე, შენ, ება და აკო?
-არ მინდა არსად წასვლა. უნდა გავიდე მამა, დროებით._აიდა ოთახში შევიდა, ფეხსაცმელები ამოიცვა და გარეთ გავიდა.
[აიდა: დეა სად ხარ? გამოდი რა?? :P]
[დეა: სახლში ვარ :* ამოხვალ???]
[აიდა: აუ არა რაა :/ ძლივს სახლიდან გამოვედი გარეთ და სადმე გავიდეთ ოქეი?]
[დეა: კარგი :P შენი სკოლის სკვერში დავსხდეთ]
აიდა სკვერისკენ გაემართა და თავის საყვარელ ადგილას დაჯდა სადაც ჩრდილი იყო. აიდა თამაშში გართულ ბავშვებს ღიმილით უყურებდა. მალე დეაც მოვიდა და მეგობარს გვერდით დაუჯდა.
-როგორ ხარ სიხარულო?_დეა აიდას ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა.
-აუ მამაჩემი იყო ამოსული და ლექციებს მიკითხავდა._ტუჩები დაბრიცა აიდამ._აღარ მქონდა მაგის ნერვები და ევას დავუტოვე._ორივეს ჩაეცინა.
-ხო ევას უყვარს თაზო ბიძია.
-ამერიკაში როდის მიდიხარ?
-სექტემბრის ოცდაათში.
-მერე სკოლა არ გაქ?
-გოგო მაქ მაგრამ მეთორმეტე კლასია და არ უკვე?_გაეცინა დეას და იდაც აყვა მაგრამ აიდამ სახე უეცრად დაასერიოზულა როცა ნიკა და მისი ძმაკაცები დაინახა რომლებიც მათ წინ ჩამოსხდნენ.
-რა გეტაკა გოგო?_დეამ სიცილი ღიმილში გადაიტანა.
-გოგო ჩვენ წინ რო ზის ხუთი ბიჭი, შუაში რომ ზის არის ნიკა._აიდამ დეას ჩასჩურჩულა. დეამ თვალები ნიკასკენ გააპარა.
-ნიკა ვინ არის?_წარბი აწია დეამ.
-ევას მოწონდა. ნუ ეხლაც მოწონს. ეს ნიკა ხვდებოდა რა, ხან ელაპარაკებოდა ევას და ხან ევას დასანახად სხვა გოგოებს კერავდა.
-იდიოტი. ეს ალბათ "გაჩითული" ტიპია ხო?_ბრჭყალები გააკეთა თითებით დეამ.
-გადაცდება ორას ლაიქს და ზედ არავის უყურებს, გაა*ვას რა!_ნერვები მოეშალა აიდას. გოგოებმა ვიღაცის მოსვლა იგრძნეს და ორივემ ნელა შეაბრუნა თავი. აიდამ ნიკა რომ დაინახა წარბი ზემოთ აწია და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-ევა სად არის?_ურეაქციოდ კითხა ნიკამ, სკვერს თვალი მოავლო, შემდეგ დეა აათვალიერა და ბოლოს ისევ აიდას დაუბრუნდა რომელიც სადაც იყო აფეთქდებოა.
-რაში გაინტერესებს?_ისე ვერ იტანდა ამ ბიჭს უნდოდა ერთი კარგად დაეჟეჟა.
-მაინტერესებს. პრობლემა გაქ?
-კი პრობლემა მაქ!
-და რა არის შენი პრობლემა?
-ჩემი პრობლემა ის არის რომ, გოგოებს ვეღარ კერავ და ჩემი და გინდა გაანადგურო!_გაბრაზებული აიდა ფეხზე წამოდგა.
-არავის არ ვანადგურებ და ნუ ასკვნი შენი პატარა ტვინით ყველაფერს!
-ჩემი პატარა ტვინი სხვათაშორის იმდენს აზროვნებს და იცის ვიდრე შენი გასიებული ტვინი!
-მომისმინე შე პატარა ლაწირაკო..._ნიკამ ლაპარაკი დაიწყო როდესაც აიდას მობილურზე დაურეკეს.
-ერთი წუთით დიდ ტვინა, მირეკავენ._აიდა ნიკას დაეჭყანა და მობილურს უპასუხა.
-ხო აკო?
-გოგო ბარში მივდივართ და სად ხარ?
-მე და დეა ვართ სკვერში._დეამ ხელით აჩვენა აიდას რა ხდებაო.
-კარგი ამოდი გაემზადე და წავიდეთ.
-კარგი მაგრამ მე ხომ არ შემიძლია...
-ვიცნობ იქ ბევრს, მაგაზე ნუ ღელავ._სიტყვა გააწყვეტინა აკომ და გაუთიშა.
-ბოდიში დიდ ტვინა მაგრამ მეჩქარება. სხვადროს ვიჭორაოთ._აიდამ ხელი დაუქნია ნიკას, დეას ხელი მოკიდა და ელვის სისწრაფით მოშორდა ადგილს.
-გოგო ეს ჩავიცვი და ხო კარგია?_ევა აიდას ოთახში შემოუვარდა და მის წინ დატრიალდა.
-კი ძალიან მაგარია, გიხდება შორტები, მაგრამ მე ვერ ავარჩიე რა ჩავიცვა._აიდა დაიჭყანა და ტანსაცმელების არჩევა დაიწყო.
-გოგო ის შავი მუხლს ოდნავ ზემოთ რომ არის, მოტკეცილი როა, ფეხზე ადიდასის ბოტასები და ჟაკეტი შემოიხვიე მაინც რო არ აგრილდეს. მე ეგრე ვაკეთებ.
-კარგი._აიდამ მოწყვეტით აკოცა ევას ლოყაზე და ჩაცმა დაიწყო.
ათ წუთში აიდა უკვე მზად იყო. დედას დაემშვიდობა და გარეთ აკოს მანქანასთან ჩავიდა სადაც ყველა ადგილზე იყო. ბექამ თვალი ააყონა და ქვედა ტუჩზე კბილი დაიდგა. აიდას მის რეაქციაზე ჩაეცინა და უკანა მხარეს ძლივს ძლივობით ჩაეკვეტა.
-ვაიმე რა სექსუალური ხარ გეჟო?_ცოტნემ ხმა დაიწვრილა.
-რა გავჩნდი ასეთი._აიდა ცოტნეს სიცილში აყვა. აკომ კი მანქანა ადგილს სწრაფად მოწყვიტა.
ბარში გოგოები ადვილად შეუშვეს აკოს დამსახურებით. ექვსივე ბართან დაჯდა და სასმელი შეუკვეთეს. აიდა ბექას გვერდზე იჯდა მაგრამ ბიჭს ყურადღებას არ აქცევდა. ბექა კი აიდას თვალს არ აშორებდა. აკომ და ცოტნემ რაღაცაზე დაიწყეს ლაპარაკი, შემდეგ ევა და დეაც აყვნენ. აიდა და ბექა ჩუმად ისხდნენ. ცოტახნის შემდებ აიდას დაცხა და გარეთ გავიდა. ორ წუთში ბექაც გვერდზე აბოუდგა და როგორც ჩვევია სიგარეტს მოუკიდა. აიდამ ერთხელს შეხედა ბექას. გარეთ გრილმა ნიავმა დაუბერა და აიდამ მაშინვე წელზე მოხვეული ჟაკეთი შემოიცვა და ხელები გადააჯვარედინა. ცოტახანს ასე ჩუმად იდგნენ. აიდამ ღრმად ჩაისუნთქა, ბექას ისევ შეხედა რომელიც მეორე ღერის მოწევაზე იყო გადასული და კითხა.
-შეიძლება გავსინჯო?_ოდნავ ღიმილი შეეპარა აიდას. ბექამ გოგონას შეხედა და მანაც გაუღიმა, შემდეგ კი სიგარეტ აიდას მიაწოდა. აიდა სიგარეტც ცოტახანს უყურებდა, პირისკენ წაიღო მაგრამ ისევ მოშორა.
-არასდროს მოგიწევია?
-არა._თავი გააქნია აიდამ და ჩაეცინა._რა სასაცილოა არა? თექვსმეტი წლის გოგოს ჯერ გასინჯული რომ არ აქვს.
-სულაც არა._ბექამ პაუზა გააკეთა._შეეცადე რომ ფილტვებში გადაუშვა და ერთი ორი წამი გააჩერე.
აიდამ ნელა მიიტანა ტუჩებთან სიგარეტი. ისე გააკეტა როგორც ბექამ უთხრა და უეცრად ძლიერი ხველება აუტყდა.
-არ დაიხრჩო.-ბექა აიდას მიუახლოვდა და ზურგზე ხელი დაადო.
-ეს რა იყო._სიცილით თქვა აიდამ თან ხველება არ უჩერდებოდა. ბექას ხელი რომ იგრძნო ზყრგზე ესიამოვნა. ხველება თანდათან შეუჩერდა მაგრამ სიგარეტის გემო რომ არ გაუვიდა სახე დაჭყანა. ბექას მის ასეთ ქცევაზე გაეცინა.
-საქართველოში ამდენი ხნის შემდეგ რატომ ჩამოხვედი?_აიდამ თემა შეცვლა და ამ კითხვაზე ბექასაც შეეცვალა სახე.
-უბრალოდ. მომენატრა._მოკლედ უპასუხა ბექამ. აიდა მიხვდა რომ არ უნდა დაესვა ეს კითხა და თავი უხერხულად იგრძნო.
-იცი? არ ყოფილხარ ისეთი საზიზღარი როგორიც მეგონე._აიდამ სიცილით უთხრა ბექას. ბექასაც გაეცინა აიდას ნათქვამზე.
-შენ კიდევ იმაზე საყვარელი ვიდრე მეგონე._ბექამ აიდას გაუღიმა. გოგონა ბექას სიტყვებზე ცოტა დაიბნა.
-შევიდეთ._აიდამ ბექას უთხრა და ბარის შესასვლელისკენ გაემართა. ბექაც გოგონას უხმოდ გაჰყვა.

--------------
ბოდიშით რომ ვაგვიანებ :( ბევრი სამეცადინო მაქვს :/ კი იტყვით თუ სამეცადინო გაქ რაღას წერო მაგრამ მინდა რომ დავწერო <3



№1 სტუმარი Guest elle elle

dzalian dzaaalian momwons ❤ male dade axali tavi❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent