შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადერა (9)

22-10-2016, 23:02
ავტორი N7
ნანახია 2 070

9
შუა დღიდან დილამდე განუწყვეტლივ ვფიქრობდი წერილზე. რამდენ საიდუმლოს მალავდა რამდენიმე ათეული სიტყვა… ღმერთო, საიდან ჰქონდა ამდენი ფანტაზია ამ ბიჭს? თან ისეთი წრფელი ნაწერი იყო, საერთოდ ვერ იგრძნობდი პათეტიკას. რომ არ მცოდნოდა, რომ მე და ირაკლი ბოლომდე მოკავშრეებიც კი არ ვიყავით, რა სიყვარულზეა საუბარი, დავიჯერებდი, რომ ვუყვარდი და მიყვარდა.
იმასაც დავიჯერებდი, რომ ბახტრიონში ვიყავით და, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, შემიყვარდა კატები, რომლებიც სინამდვილეშიც მეტად მძულდა. მისი მიზანიც ეს იყო, წერილი განსაკუთრებულად შეეფუთა, რომ უზრუნველად გამოეღწია ციხიდან. რა თქმა უნდა, მე ეს ვიცოდი. ვიცოდი და ყველა სიტყვას, ყველა წერტილს რამდენჯერმე ვკითხულობდი, ვიაზრებდი და ფსკერისკენ ღრმად ჩავდიოდი.
შუა დღიდან დილამდე ვცდილობდი სიღრმეში ჩასვლას, სადაც განძი იყო დამარხული, მაგრამ, რაც უფრო ვუახლოვდებოდი, თითქოს მით უფრო მშორდებოდა.
და რომ თენდებოდა, მაშინ მივხვდი.
მივხვდი იმას, რომ ბახტრიონს მხოლოდ ერთი გასაღები უკავშირდებოდა - ბახტრიონის ქუჩა.

თორმეტიც არ იყო, ტაქსი რომ გავაჩერე და წინასწარ გადავუხადე.
-ბახტრიონის ქუჩაზე. როგორც მივალთ, ქუჩის ბოლომდე ნელა ჩამატარეთ. ძალიან ნელა, ყველაფრის დათვალიერება რომ მოვახერხო.
ტაქსისტი შუახნის მამაკაცი იყო. გაკვირვებისგან სითეთრეშეპარული წარბები ზემოთ აზიდა და ჩაჯექიო, მითხრა. არასდროს მიყვარდა ტაქსებში წინ ჯდომა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩავჯექი, რათა ყველა მხრიდან მეკონტროლებინა სიტუაცია.
რომ მივუახლოვდით დათქმულ ქუჩას, უნებურად სუნთქვა გამიხშირდა. რა იქნებოდა, რომ ვერაფერი მეპოვა? არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ გასაღები იდო ამ წინადადებაში, ბახტრიონზე რომ წერდა, მაგრამ სწორად მივაგენი კი?
ნელ-ნელა მივუყვებოდით ქუჩას. ყველა კორპუსს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი ყველა სართულზე მომეძებნა კატები, მაგრამ არსად, მთელი ქუჩის მანძილზე არ შემხვედრია, არ მომიკრავს თვალი ერთი კატისთვისაც კი.
ქუჩის ბოლოში ტაქსისტს მანქანა გავაჩერებინე და ჩამოვედი. ქუჩას ფეხით დავუყევი. მივსეირნობდი ნელა და ყველაფერს ვათვალიერებდი. განა ერთი სახლიც არ იყო ისეთი, სადაც კატები ცხოვრობდნენ? ყველა კორპუსის ეზოში შევდიოდი, შორიდან ყველა აივანს ვათვალიერებდი, ყველა ვიტრინაში ვიხედებოდი, თუმცა არაფერი.
ბოლოს ფარ-ხმალი დავყარე და სახლში დავბრუნდი.
შუა დღე იდგა. დაღლილი არ ვიყავი, თუმცა შინაგანად თითქოს სრულად გამოვფიტულიყავი. “ალბათ, იმედგაცრუების ბრალია” - ვთქვი და თეთრი ფურცელი გავშალე. თავიდან მოვყევი გაშიფვრას.
“ელენა, გამარჯობა.
რა ირონიულია, ოცდამეერთე საუკუნეშიც კი რომ კალმით წერა მიწევს სანთლის შუქზე. გარეთ წვიმს. არ ვიცი, საიდან იპარება ეს ნაზი ხმები, მაგრამ ყურთასმენას ეხლებიან და მსიამოვნებს წკაპუნი” - პირველივე სიტყვებში უამრავი პათოსი, ნუთუ შეიძლება რამეს ნიშნავდეს? სანთლის შუქი რომ ახსენა, ვიფიქრე კარცერიდან საკანში გადმოიყვანეს, მაგრამ მაშინვე გამიქრა მსგავსი ფიქრები, როგორც თქვა, არ ვიცი საიდან იპარება წვიმის ხმაო. შეიძლება ამ ხაზებშ მეტი რამე იმალებოდეს? უბრალოდ, მიმანიშნა, რომ მკაცრი რეჟიმის იზოლატორში იყო. და რატომ მითხრა ეს? რას გაუსვა მინიშნებით ხაზი? ვიფიქრე, ვიფიქრე და რომ ვერ მივხვდი, შემდეგზე გადავედი.
“თითქოს რიტმულად ეცემიან დედამიწას, თითქოს ჯარისკაცების მძიმე ნაბიჯებივით ზუსტია, მაგრამ არა… მესმის, როგორ წყდება, იხლიჩება თითოეული წვეთი და ზოგი აგვიანებს დაცემას, ზოგიც კი პიქით, წამზე უსწრაფესად ეხლება მყარ ზედაპირს. თუმცა უკვე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ დედამიწა მყარია. არ ვიცი, როდის ამოტრიალდება, როდის შეიცვლება გრავიტაცია და ზეცისკენ როდის გაგვიტაცებენ უხილავი მაგნიტები” - პირველ ხაზში უბრალო ეპითეტი გამოიყენა, თუმცა მალევე უარყო მოსაზრება. იხლიჩებიანო და ზოგი ადრე ეცემა დედამიწას, ზოგიც გვიანო… რისი თქმა სურს? რომ მე დავეცემი, ადრე თუ გვიან? ალბათ, კი… არა, არა! ზუსტად ამას ამბობს! განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მაგნიტებით ზეცისკენ გატაცებას ახსენებს. ესეიგი, არ მენდობა. ზუსტად ისე, როგორც დათო არ მენდობა. ან კი რას ველოდი? უცხო კი არა, ახლობელიც აღარ გიფასებს ამაგს… ღმერთო, როგორ ვბრაზობ, რომ არ მენდობიან!
“აქ ჩაჯდომით ხომ ზეცა დამემხო, მიწაზე დავენარცხე და ორ სიმძიმეს შორის ფრთები მოვიტეხე” - უკანასკნელ ფრაზაზე სიმწრით გამეცინა. ფიქრობს, რომ ანგელოზი იყო ციხეში ჩაჯდომამდე? რა სასაცილოა…
“არ გეგონოს, რომ წამით დამვიწყებიხარ. რაც ჩამსვევ, შენზე ვფიქრობ. ყოველ წუთს, ყოველ წამს” - აი, როგორ უნდა გააცურო პოლიცია - ზედმეტი პათეტიკით, რომლის ფიქტიურობა მათ არ ესმით.
“აქ ყველაფერი წამის მეასედებში აითვლება. აქ დრო არსებობს საუკუნეობრივად. ნელა, ნელა, კუზე უფრო ნელა მიიწევს ფინიშის ხაზამდე. და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ მისულს დახვდება ოლიმპიური ცეცხლი, გამარჯვებულის თასი და გვირგვინს დაადგამენ. ზედმეტად ირონიულია ცხოვრება, ამ პატარა დადგმას რომ დასჯერდეს” - სრულ სიმართლეს ამბობს პირველ მონაკვეთში, მერე ისევ ჩემში შეაქვს ეჭვი, არ სჯერა, რომ ისე გამოვძვრებით ამ საქმიდან, როგორც სურს; არ სჯერა, რომ ფინიშის ხაზზე გვირგვინს დაახვედრებენ და არა ყულფს. და ბოლოს ცხოვრებას ახსენებს. ისევ პათეტიკას უბრუნდება და აბრუებს პოლიციას. ან, იქნებ, მართლაც ისე ფიქრობს, როგორც წერს? იქნებ ჩემში ეჭვი არც ეპარება, უბრალოდ, საქმის სითეთრის არ სწამს? რაც არ უნდა იყოს, ოპტიმისტი არ არის და ეს უხდება კიდეც, რაღა დაგიმალოთ.
“ჰო, ჩემო ელე… იმედები აქ ცამტვერდებიან” - ჩემო ელე… ღმერთო, ელეს არავინ მეძახის, მე ყველასთის ელენა ვარ. ამ მონაკვეთზე ტანში ჟრუანტელი მეშლება. იმდენჯერ, რამდენჯერაც ვკითხულობ.
“იმედები აქ ცამტვერდებიან. აღარც კი ვიცი, რისი მჯეროდეს, ვის ვენდობოდე. კიდევ მელოდები? განა შეიძლება, მელოდო? არა, მასე არ გასწირო თავი, არ დამელოდო. მინდა, შეეშვა წარსულის სამოსის ტარებას, გაიხადო და დაწვა. თორემ თვითონ დაგწვავს. მე კი არ მინდა, რომ ჩემს მონატრებაში მოკვდე. მირჩევნია მზის სხივებმა დაგიწვან ეგ სპილოსძვლისფერი კანი, ვიდრე ჩემი შეხების სურვილმა” - როგორ მინდა, თითოეულ სიტყვას ცალ-ცალკე განვიხილავდე და ჩემს სხეულს ეგონოს, რომ ხელოვნურობის გარეშეა დაწერილი თითოეული ასო-ბგერა. მინდა, რადგან ყველა სიტყვა აურცხელ სიამოვნებას მომანიჭებდა. ახლა კი ვბრაზობ…. ჰო, ვბრაზობ, რადგან მეუბნება, რომ საქმეს უნდა შევეშვა. როგორ გამომივა? შემიყვანა ბინძურ ჭაობში, ყელამდე ვარ ჩაფლული და ახლა სურს ამოვიდე? ეს ამბავი უბრალოდ რთული კი არა, შეუძლებელია. მაშინ რატომ მეუბნება ყოველივეს? რატომ იყენებს ოსტატურად ეპითეტის იარაღს? თავი ვიმტვრიე, გონება ვიჭყლიტე და მაინც ვერ მივხვდი, რაში სჭირდება ამის თქმა. რატომ შემოვიდა აქამდე, როცა იცის, ვეღარ დავბრუნდები.
“მე?
ჩემი საქმე წასულია. მზეს ვეღარ ვიხილავ აწი და მზად ვარ შენს სურვილში ჩავიფერდლო. პოეტი ვხდები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და რაც უფრო ვუახლოვდები ამ დიდებულ გვირგვინს, მით უფრო ვკარგავ პიროვნულ სახეს. რადგან არ ვარ დაბადებული უბრძოლველად სიკვდილისთვის. თუმცა კი, აქვს ბრძოლას აზრი?” - რას მეუბნება? ანუ, მისაბუთებს წინად ხსენებულ აზრს, რომ საქმის სითეთრის არ სწამს? რომ ყველაფერი იმაზე რთულად დასრულდება, ვიდრე ეგონა? დიახ, გამოდის ამას მეუბნება. და მე გამიჩნდა უამრვი კითხვა, მთავარი კი - თუ ეს ასეთი ცხადი არის, რისთვის დაიწყო ბრძოლა?

“ნეტავ მქონდეს მიზეზი, ვიბრძოლო და საკუთარი თმის ღერებიდანაც კი გამოვძერწავდი იარაღს. ნეტავ ვიცოდე, რომ აზრი აქვს ყველაფერს…” - აზრი აღარ აქვს. გამოდის, მართლა აღარ აქვს აზრი. ეს უბრალო პოეტური ფრაზა არ იყო, ვიცოდი, ეს სიტყვები ირაკლის შიგნიდან ამოსდიოდა და ფურცლებს ეფინებოდნენ. ამ ბოლო ფრაზამ მიმახვედრა.
“ ელე… ელენა” - რატომ იწყებს კნინობითი ფორმით და რატომ ცვლის ფორმალურით? იქნებ ამით მიმანიშნებს, რომ პათეტიკიდან საქმისკენ იცვლის გეზს?
“იცი? მენატრება ბახტრიონი, დიდებული ბახტრიონი… გახსოვს, როგორ გავიპარეთ და დავბრუნდით, ვერავინ რომ გაიგო? როგორ ნერვიულობდი… და ის სახლი გახსოვს? - ყველა უპატრონო კატა რომ იყრიდა თავს. როგორ არ გიყვარდა კატები და როგორ შეგიყვარდა… კიდევ გიყვარს?” - და აი, ბახტრიონი. ხომ მივედი? სხვაგან სად წავსულიყავი? რას გულისხმობს, ბახტრიონს რომ ახსენებს? მართლა ბახტრიონი ხომ არ… როგორ? ეს რამდენიმე სიტყვა უამრავ კითხვას მიჩენდა, პასუხისთვის კი ვერ მიმეგნო. განა არ ვიყავი ბახტრიონის ქუჩაზე? იქ არაფერი დამხვდა. კატები ტყუილად ახსენა, ნუთუ? აბა, სხვა რაღა უნდა მომეძებნა?
და ბოლოს, კვლავ ის პათოსი, მთელ წერილს რომ სდევდა თან.
ავდექი. ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე. სუფთა ჰაერი სახეზე მეცა და გამომაფხიზლა. იმ რეალობაში დამაბრუნა, რომელიც ირაკლიმ წუთებით და შეიძლება მთელი უსასრულობითაც წამართვა.
და უცებ ფიქრი შევწყვიტე. რამდენიმე წამით მოვიტოვე უკან ირაკლი… და გამოჩნდა ის ბახტრიონი, რომელსაც, ალბათ, გულიოსხმობდა.
გამახსენდა, რომ დაწესებულებას ერქვა ეს სახელი, ოღონდ არ ვიცოდი, რომელს. არ მახსოვდა, უფრო სწორად.
- ღმერთო, მიშველე! - ჩავილაპარაკე და ცისკენ ავიხედე.
მერე გამეცინა, სიხარულის ღიმილმა სახე გამიპო.
მიშველა ღმერთმა. მართლა მიშველა!

მიყვარხართ და მიხარის, რომ ხართ!

№1 სტუმარი Parker

Sauketeso xar miyvarxart

№2  offline წევრი N7

Parker
Sauketeso xar miyvarxart

ჩემი თითოეული მკითხველი ხართ საუკეთესო, მე კი არა! heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
ქოქოსის გოგო.

№3  offline წევრი An_Gel

მე ვიცი რაც უნდა ირაკლის! (მართლა კი არა :D) ძალიან სერიოზულ საქმეში არიან გახვეულები და ამოწმებს ელენე არის თუ არა ამ საქმისთვის საკმარისად ძლიერი. უკან დახევას თხოვს და ამით ცდის მის სიმტკიცეს. აი,ოღონდ ის გამაგებინა რა ოხრობა ტრიალებს ამ ისტორიაში და მადერა რა შუაშია ამ ყველაფერთან და მერე თუგინდა მამკალით :D 9 თავია ვკითხულობ და ვერაფერიც ვერ მესმის :D საერთოდ,ოდნავი წარმოდგენაც კი არ მაქვს ვოთ ზი ჰელ ის გოინგ ონ :DD შენ აღარ აგიხსნი სიყვარულს,შორს წაგვიყვანს ეგ ამბავი,იცი შენ ძალიან კარგად ჩემი შენდამი დამოკიდებულება ჩემო უმწერლესო! :D <3

№4  offline წევრი N7

papastatekulosi

ჩემო უტკბესო!
ვუახლოვდები ერთი კვანძის გახსნას და ისე მეშინია, სადმე არ შევცდე... მალე გავხდი ნათელს ყველაფერს❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

№5  offline წევრი An_Gel

N7

ოპანაა! მე გელოდები სულმოუთქმელად :D ნუ გეშინია არ შეგეშლება შენ ინტრიგები და ამბები :D <3

№6  offline მოდერი Eleniko13

შენი რომ ვიცი, შეწყვეტ ამას და ხახამშრალს დაგვტოვებ ყველას... შვიდიანო, რასაც აკეთებ, მაგრად აკეთებ, მაგრამ მე ცოტა დამღალე. აი, სულ ოდნავ, მაგრამ მაინც დამღალა და როცა ჩათვლი, მაშინ გახსენი კვანძი მაგრამ გირჩევ, აღარ გაწელო.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№7  offline წევრი N7

ინტრიგები არ მეშლება, მაგრამ დეტეატივს პირველად ვწერ და მეშინია შეცდომა არ დავუშვა :დდ ❤

Eleniko13
შენი რომ ვიცი, შეწყვეტ ამას და ხახამშრალს დაგვტოვებ ყველას... შვიდიანო, რასაც აკეთებ, მაგრად აკეთებ, მაგრამ მე ცოტა დამღალე. აი, სულ ოდნავ, მაგრამ მაინც დამღალა და როცა ჩათვლი, მაშინ გახსენი კვანძი მაგრამ გირჩევ, აღარ გაწელო.

არ გავწყვეტ ამას და აღარც გავწელავ, უბრალოდ, ეს რომანი არაა და მესმის რამაც დაგღალა... ვერ დავუშვებ შეცდომას სიჩაარის გამო, თუმცა კვანძს გავხსნი მალე, მაგას კი გპირდებით❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

№8 სტუმარი Maiko maiko

Dzalian kargi istoriaa momwons, yochag, ase gaagrdzele, ogonc male dade raaa shemdegi tavi, erti suli mawvs rodis wavikitxav shemdegs

№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

Dawesebuleba... Hmm... Gvinis magaziaa? :d mokled ar vici, magram shemdeg tavshi am saidumlos nawili mainc gagvande torem, cota ar iyos mec oxvrit mekitxeba... Gana cudia, ubralod tavebic pataraa, gvianac deb da es odnav damglelia... Geli <3

№10  offline წევრი Smiling girl

მარიამ <3 ძალიან გამიხარდა რომ ეს თAვი დადე <3 ვგიჟდები ამ ისტორიაზე ისეთი განსხვავებული, საინტერესოა რომ შეუძლებელი არ დაგაინტერესოს <3 ძალიან გთხოვ არ დაიგვიანო და მალე დადე <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent