ბედის საჩუქარი თავი 2
მთელი წელი გადატვირთულები ვიყავით მე და ეკა. კლინიკაში პაციენტები ბევრი გვყავდა და ეს ინციდენტი აღარც მახსოვდა. ეს მამაკაცი საერთოდ გადამავიწყდა. არც იმ კლუბს გავკარებივართ.ზედმეტი პრობლემები აღარ მჭირდებოდა.ასე ერთფეროვნად მიედინებოდა ჩემი ცხოვრება სახლიდან სამსახურში და პირიქით. ხანდახან ძალით გამიყვანდნენ მეგობრები გასართობად. ამის მიუხედავად ბედს მაინც არ ვუჩიოდი. როგორც იქნა შემოსავალი გამიჩნდა. კლინიკაში საკმაოდ გვიხდიდნენ ხელფასს და ახლა უკვე მშობლების დახმარებაც შემეძლო. ბინის ქირას თავისუფლად ვიხდიდი და მათთანაც ვგზავნიდი გარკვეულ თანხას. ასე გამეპარა ერთი წელი და მოვიდა ზაფხული. სანამ ოფიციალურად გადმოგვცემდნენ იმ წელს კურსდამთავრებულებს დიპლომებს და სერთიფიკატებს გამოსაშვები საღამო უნდა გქონოდა რომელიც,მეგონა რომ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და ბედნიერი დღე უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში მაგრამ ასე არ მოხდა.... იმ დღეს დილიდანვე დადებითი განწყობით გავიღვიძე.ცოტა ხანს საწოლში ვინებივრე, მერე კი სამზარეულოს მივაშურე. არაფერი შეედრება დილით თურქულ ყავას. ცოტა აზრზე რომ მოვედი ეკას დავურეკე. როგორც ყოველთვის გვინ მიპასუხა. -რას შვები ეკ? ემზადები საღამოსთვის?... როგორც იქნა დღეს საბოლოოდ შეგვეძლება დამოუკიდებლდად დავიწყოთ მუშაობა. ... ახლაც არ მჯერა რომ ჩემს კაბინეტზე დაეწერება ექიმი სალომე დევდარიანი.კარგად ჟღეს არა? ამის წარმოდგენაზე ჩამეღიმა.... -- კარგი მიდი მოემზადე და საღამოს ჩემთან გამოიარე აქედან წავიდეეთ არ დააგვიანო....დროებით. მეგობარს დავემშვიდობე და სააბაზანოს მივაშურე. მერე სალონში წავედი. რამდენიმე საათი წაიღო ამ ყველაფერმა. კარზე ზარი რომ დარეკეს საათს დავხედე და გამიკვირდა რომ უკვე საღამო მოსულიყო. ხელში ირაკლი შემრჩა. -მივესალმები ყველაზე ლამაზ ქალბატონს. მხიარულად მითხრა და თავი დამიკრა ისე თითქოს დედოფალი ვყოფილიყავი და ის ჩემი ქვეშევრდომი -მორჩი მაიმუნობას და შემოდი. გამეღიმა მის საქციელზე. -ასეთი მასხარა როდემდე უნდა იყო. -ასე ხოო? მე კიდევ სპეციალურად გამოვეწყვე თქვენთვის. პირველად ჩავიცვი შარვალ-კოსტუმი რომ დღეს თქვენი თანმხლები ვყოფილიყავი იმ წვეულებაზე. შენ კი ასე მექცევი?გაბუსხულმა მიპასუხა და ოთახში შემოვიდა. -ხო დამავიწყდა აი ეს ვარდები შენ. -ოჰ ირაკლი, ირაკლი. ჩავილაპარაკე და უკან მივყევი. -შენ კიდევ არ ჩაგიცვამს? -არა ჯერ ადრე არაა? -რაღა ადრე აგოგო ხუთი საათია და ეკასთანაც ხომ უნდა გავიაროთ?ასე რომ ახლა დროზე ჩაიცვი და გავედით. -მადლობა ყვავილებისთვის.- გამოვყავი თავი საძინებლიდან. ის დივანზე ჩამომჯდარიყო და ტელევიზორს უყურებდა -მალე მალეეე მიდიი არ უნდა ამდენი ლაპარაკი. შემომიღრინა მან. სწრაფად გადავიცვი მუქი ლურჯი კაბა, რომელიც მუხს ზემოთ ჩერდებოდა, ზურგზე ოდნავ იყო ამოღებული და ამავე ფერის მაღალქუსლიან ფეხსაცმელი ამოვიცვი. -ვაუ ძაან მაგარია. თვალებიი შუბლზე აუვიდა ირაკლის ჩემს დანახვაზე.-აბა დატრიალდი. ხელები გავშალე და მის წინ შემოვტრიალდი. აღფრთოვნებული მიყურებდა. -რას გაშტერდი წავიდეთ თუ არა? -არა რაა მაგარი ქალი ხარ ჩემო გადარეულო, ნახავ დღეს რამდენ მამაკაცს დაახვევ თავბრუს.-ირაკლიმ ხელი მომხვია და კიბეზე ერთად დავეშვით. მერე როგორც ჯენტლმენს შეეფერება კარი გამიღო, მაქანაში ჩაჯდომაში დამეხმარა,თვითონაც ჩაჯდა და ეკას სახლისკენ ავირეთ გეზი. -ახლა ავალ ეკასაც მივართმევ ამ ლამაზ ყვავილებს, ჩამოვიყვან და წავიდეთ. ირაკლიმ თეთრი ვარდების თაიგულს დასტაცა ხელი და მანაქანიდან გადავიდა. რამდენიმე წუთში გამოჩნდა ეკასთან ერთად. ის წითელ კაბაში იყო გამოწყობილი და ულამაზესად გამოიყურებოდა. მანქანაში უკან დაიკავა ადგილი და აღფრთოვანება ვერ დამალა ჩემი დანახვისას -ასეთი სალომეს დანახვას უკვე წელიწადზე მეტია ველოდებოდი.მიხარია რომ გადალახე ის ყველაფერი მეგობარო -არ გვინდა ახლა წარსულის გახსენება. მხოლოდ კარგზე ვიფიქროთ -ხო რა ეკა. დღეს მომიწევს რომ დალევისგან თავი შევიკავო. ორი ულამაზესი ქალბატონი მყავს მისახედი. ... წვეულება ახალი დაწყებული იყო როცა მივედით. ყველა თავის კავალერთან ერთად მოსულიყო. ზოგი მეუღლესთან ერთად, ზოგი საქმროსთან, ზოგს უბრალოდ მეგობარი ჰყავდა წამოყვანილი. ჩვენსავით ზოგს ოჯახის წევრი. იქ მყოფებს მივესალმეთ და ჩვენთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავეთ. საუბარი დავუწყეთ ჩვენს მაგიდაზე მსხდომთ. მალე სცენაზე ჩვენი ხელმძღვანელი გამოჩნდა დირექტორთან ერთად და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს. მერე ყველას სათითაოდ გადმოგვცეს დიპლომები და საუკეთესოები დაგვაჯილდოვეს ჩემთვის მოულოდნელი იყო როცა კლინიკის ხელმძღვანელმა ითხოვა სიტყვა -მინდა ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეიდან ჩვენ უკვე კოლეგები ვართ და შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ. ჩვენმა კლინიკამ უნივერსიტეტთან რეკომენდაციით შეარჩია სამი კანდიდატი, რომელთაც ავიყვანთ ჩვენთან შტატში და იმუშავებენ დამუკიდებელ ექიმებად სრული განაკვეთით და მაღალი ხელფასით. ესენი არიან სალომე დევდარიანი. ეკა მელაძე... მეტი არაფერი აღარ გამიგია სიხარულისგან. ჯერ ძლივს გავიაზრე ეს, მერე დავიბენი სამყაროს გამოვეთიშე და მოულოდნელად სიხარულისგან ვიკივლე, ეკას ჩავეხუტე და ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა თვალებიდან. ირაკლიმ ორივეს მოგვხვია ხელები და გულშიი ჩაგვიკრა. ჯერ მე მაკოცა ლოყაზე, მერე ეკას -ჩემი ყოჩაღები ხართ თქვენ. გილოცავთ. -ეს ისაა მეგობარო რასაც ველოდით. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი -ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება ეკა. ახლა ჩვენი დროა.- ვუთხარი და ხელები მოვხვიე მათ... მერე წვეულება გაგრძელდა.მუსიკა ჩაირთო და ახალგაზრდების ნაწილი აცეკვდა. ნაწილმა კი მაგიდებთან დარჩენა გადაწყვიტა და დალევა გააგრძელა. უეცრად მოპირდაპირე მაგიდიდან ისევ ვიგრძენი მზერა, თვალი გამექცა და მოულოდნელდ ახალგაზრდა მამაკაცის და ჩემი თვალები ერთმენეთს შეეჩეხა. ნაცნობი იყო. გონება დავძაბე და გამახსენდა ვინც იყო. მაშინვე ადგა და ჩემსკენ წამოვიდა. ეკა და ირაკლი საცეკვაოდ იყვნენ გასულები და აშკარა იყო ვერ მიშველიდნენ. უკითხავად ჩამოჯდა ირაკლის ადგილზე და ჩემი ხელი თავის უხეშ ხელებში მოიქცია. მერე ნაზად მაკოცა.გამოვტაცე და გაბრაზებულმა შევხედე -როგორ ბედავთ. -იქნებ ჯერ მომესალმოთ ლამაზო ქალბატონო.ზრდილობა არ უსწავლებიათ თქვენთვის? -თქვენნაირებთან ზრდილობა არ ჭრის -იცი მაშინ ვერ გაგეცანი. მე ნიკა ვარ დუმბაძე თქვენს განკარგულებაში მიგულეთ -კლოუნი ხართ -ასეთი ლამაზი და ასეთი უჟმური რატომ ხართ?წამოდი ვიცეკვოთ და უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს. თუმცა მე უკვე ვიცი რომ თქვენ სალომე ხართ. -აქ რა გინდათ?უკვე გკითხეთ და მგონი უნდა მიპასუხოთ. -შენი დირექტორი მამაჩემია და შესაბამისად აქ ამიტომ ვარ. -წარმოდგენელია ასეთ კარგ ადამიანს თქვენისთანა იდიოტი შვილი ჰყავდეს. -ხო პრინციპში ისიც ასე მეუბნება ხოლმე. არც გვაქვს კარგი დამოკიდებულება ერთმანეთთან -რატომ არ მიკვირს.-ირონიულად ჩამეღიმა მე -წამოდი რა ვიცეკვოთ და მომეცი შანსი რომ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი -მე არ ვცეკვავ გასაგებად ხომ აგიხსენით. -ასეთი ჯიუტი რატომ ხარ? -სვანი ვარ და იმიტომ -ეს ვიცი. -კიდევ რა იცი? -ბევრი რამე.მაგრამ ასეთი უხასიათო და საკუთარ თავში ჩაკეტილი რატომ ხარ ეს ვერ გავარკვიე -არც არის საჭირო.ახლა კი ბოდიშს გიხდით მუსიკა დასრულდა და ჩემი მეგობრები უკან ბრუნდებიან. ადგილი დაუთმეთ -არ გაგივა ჩემთან ასეთი საუბარი. წამიერდა შეეცვალა სახე და ხელი ჩამკიდა მკლავში. ძალით წამომაყენა სკამიდან და ჩემი გაყვანა სცადა საცეკვაოდ, მაგრამ ირაკლი ჩაერია ხელი გააშვებინა და სახეში მუშტი უთავაზა.პასუხად მასაც მოხვდა გემრიელად. წამში იქაურობა ბრძოლის ველს დაემსგავსა.დაცვამ გააშველა -ინანებ ამ ყველაფერს.მიაძახა მან -სალომეს ახლოს არ გაეკარო თორემ მოგკლავ,- მიაძახა ირაკლიმ და მე და ეკამ თითქმის ძალით გავიყვანეთ იქიდან. მანქანაში ჩავტენეთ. ეკა საჭეს მიუჯდა და ჩემი სახლისკენ წავედით. -მაპატიე სალო ასეთი ამბავი რომ ავტეხე. მაგრამ ასე იყო საჭირო. მაგასთან სხვანაირი ლაპარაკი არ ჭრის. -არაუშავს,მადლობა ჩემი დაცვისთვის. იცნობ მას? -კი. დიდი არაკაცი ვინმეა ფულის ტომარა.-კბილებში გამოსცრა ირაკლიმ -რამე იცი მაზე ? -არაფერი სალო დამშვიდდი. შენ არაფერს არ დაგიშავებს. ამჯერად არა..ჩაილაპარაკა მან, ხელი მომხვია მზარზე და მიმიხუტა. მაშინ ისე ვიყავი შეშინებული მის ნათქვამს არ მივაქციე ყურადღება. მერე როცა უკვე ყველაფერი სხვანაირად წავიდა მაშინ გავაანალიზე ამ სიყყვების შინაარსი. ახლა შიშს ვყავდი ატანილი და ვხვდებოდი რომ წინ კიდევ დიდი თავსატეხი მელოდა... ზაფხულის ნახევარი უკვე გასული იყო. ერთი თვე მქონდა დარჩენილი დასავენებლად. გადავწყვიტეთ მეგობრები ზღვაზე წავსულიყავით ორი კვირით. მაკომ თავის შეყვარებული წამოიყვანა და გაგვაცნო. მოგვეწონა. დიმა მხიარული ადამინანი აღმოჩნდა. ჩვენთან საერთო ენა ადვილად გამონახა და მაკოც ბედნიერი იყო ამით. გასართობი უამრავი იყო ბათუმში განსაკუთრებით საღამოს და ჩვენც ამდენ გადარეულს ერთად რა გაგვაჩერებდა. მოულოდნელი სიუპრიზი არც აქ ამცდა. ნიკამ მომაგნო და მოსვენება არ მომცა. ერთი ჩხუბი აქაც მოუვიდათ მას და ირაკლის. დიმამაც არ დააკლო მითუმეტს ნიკა მარტო არ იყო და პოლიციმ დააშოშმინა ისინი.ერთი ღამის გათენებაც მოუწიათ იქ. მერე ირაკლიმ ბარგი ჩამილაგა და ერთობლივი გადაწყვეტილებით სვანეთში გამამგზავრა ჩემებთან. მსობლებს ძალიან გაუხარდათ ჩემი ჩასვლა. -მოდი ბებო გენაცვალოს. როგორ მომენატრე ჩემო გოგო რამდენიმე თვეა არ ჩამოსულხარ. როგორ გამხდარხარ გოგო -ბეეე მეც ძალიან მომენატრე,- მოვეხმიე მას -დაემსგავსე ხო ბებო იმ ქალაქელ თხა გოგოებს.?დიეტას და ათას რამე იგონებენ რომ ძვალი და ტყავი დარჩნენ, ასეთი ქალი ვის უნდ ბებო?კაცებს არ მოსწონთ გამხდარი ქალები. წავალ ახლა მე ცომს მოვზელ და მერე გემრიელ კუბდარს გამოგიცხობ. მერე დედას რიგი დადგა მან ჩამიხუტა და მომიალერსა. ბოლოს მამის რომელიც გატეხილი მეჩვენა. და გამხდარი. თვალებში კიდევ უფრო მეტი სევდა ჩასდგომოდა. -მააა ასე რატომ ხარ? -რა ვქნა შვილო. მთასავით კაცი მიწას ჩემი ხელით მივაბარე და მე ცოცხალი ვარ. ესაა სამართალი. ცრემლი მოადგა მას -ცხოვრება გრძელდება მამა. მე ხომ გყავარ.გიო გყავს.დედა, ბებო...ჩვენთვის უნდა იყო ძლიერი. -ვცდილობ შვილო. მაგრამ ამ ამბავმა ბოლო მომიღო.... -ჩემი ძმა სადაა?-მოვკითხე გიო რომელიც ექვსი წლის იყო და ისეთი საზრიანი და ისეთი ცელქი ერთ წუთს ვერ ვაჩერებდით. ახლაც არ გამიკვირდა რომ აქ არ იყო დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. როგორც ჩანს სოფლის ბავშვებთან ერთად იყო სათამაშოდ წასული. მალე ხმაურით შემოაღო კარი და რომ დამინხა მაშინვე იყვირა. -სალომე ჩამოვიდაააა. ჩემსკენ გამოიქცა,კისერზე შემომხვია თავის ხელები. -როგორ მომენატარე ჩემო პატარა ვაჟკაცო. -სად იყავი შენ?-მკაცრად ჰკითხა მამამ.-ხომ გითხარი ოთახიდან არ გამოხვიდე-თქო. მან თავი ჩაღუნა და ხმა არ ამოუღია, ცრემლი მოაგდა თვალზე. -ნუ უყვირი მამა -დასჯილია -ასეთი რა დააშავა? -არ სწავლობს და იტყუება. რა კაცის საქმეა ტყუილი?სანამ არ მოეშვება ტყუილებს და სწავლას არ დაიწყებს, არ გამოვა ოთახიდან. ხმას აუწია მამამ და ამას ელოდაო გიოს გული აუჩუყდა და ცრემლები ღაპა-ღუპით ამოუვიდა. -მამაა.... შევუბღვიერე მას და ძმას მოვეხვიე. -გიო შემომხედე. აღარ იტირო და თავი ასწიე მაღლა. გიო ხომ იცი რომ ტყუილი არ შეიძლება და ცუდია? ხომ იცი რომ უნდა ისწავლო თუ გინდა რომ ექიმი გამოხვიდე? -ვიცი. თავი დამიქნია მან -მაშინ დამპირდი რომ აღარ მოიტყუები და კარგად ისწავლი? -გპირდები დაიკო... -მაშინ მამას ვეტყვი და საღამოს სტადიონზე ფეხბურთი ვითამაშოთ. მამა ხომ აღარ დასჯი?მამას თვალი ჩავუკარი და ჩუმად გავუღიმეე. -კარგი თუ დამპირდება რომ ისწავლის და კაცურად მოიქცევა.... -გპიდები მამა,- წამოიძახა გახარებულმა და მისკენ გაიქცა. მამამ ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა გიო. საღამოს ძმას დანაპირები ავუსრულე და ფეხბურთი ვითამაშეთ ჩვენ ორმა.მერე ვივახშმეთ . დედამ გიო დასაძინებლად წაიყვანა მე, ბებო და მამა გვიანობამდე ვსაუბრობდით აივანზე ჩემი წარმატებების შესახებ ვუთხარი.თითქმის შუაღამე იყო დასაძინებლად რომ დავწექით... დილით გვიან გამეღვიძა. მშობლები სამსახურში იყვნენ წასულები. ბებო სამზარეულოში საქმიანობდა. იქიდან გემრიელი სუნი გამოდიოდა. გიო ეზოში თამაშობდა. -ბეეე როგორ ხარ? -გაიღვიძე ჩემო პრიცესა? -კი ბებო.დაგეხმარები მომეცი მე დავჭრი ხახვს. -არა ბებო გენაცვალოს. შენს ლამაზ თვალებს ამის სიმწარეს როგორ მივაკარებ. წადი შენ გაისეირნე. სუფთა ჰაერი ჩაყლაპე. -კარგი ბეე გავისეირნებ და მალე დავბრუნდები. გიოს ხელი ჩავკიდე და სოფლის ორღობეებში დავეშვით, მდინარისკენ ავიღეთ გეზი. ნელა მივდიოდით თან ვმაიმუნობდით და გიოს ვაწვალებდი.მოულოდნელად მანქანა გამოჩნდა მოსახვევიდან გამოვარდა და დროზე რომ არ მოესწრო დამუხრუჭება ალბათ გიოს დაეჯახებოდა. წინ ის გარბოდა. -ნელა შე იდიოტო. წინ არ ინდა იყურო?-ვუყვირე მე მძღოლს და მოულოდნელად დავმუნჯდი. გულმა ძველებურად სიყვარულით დაიწყო ძგერა და თავი ძლივს შევიკავე რომ არ დავცემულიყავი. გიო ზურგს უკან ამომიდგა შეშინებული და ხელი მომკიდა ხელზე.ის იყო. მაშინვე ვიცანი, სუნამოც კი ისევ ის ესხა. სათვალე მოიხსნა მანქანის კარს დაეყუდა და ოდნავ გამიღმა -გამარჯობა სალომეეე..მისმა ხმა ჰაერი გააპო და ძლივს მისწვდა ჩემს ყურებს. მაგრამ საკმარისი იყო ყველაფერი რომ გამეხსენებინა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.