შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა სიჭარბე (9)


24-10-2016, 11:32
ავტორი casas
ნანახია 2 261

მეორე დღეს ეზოდან ამომავალმა ხმაურმა გააღვიძა..თვალებ დახუჭული დაფეთებული წამოხტა ფეხზეეე და აივანზე გავარდაა.ეზოშო მორბენალი ბავშვების დანახვაზე სიცილი ძლივს შეიკავა..ამხელა ხალხს პატარა წყლის თოფები დაუჭერიათ და კივილით დაზდევდნენ ერთმნეთს.ისეთი სასაცილოები და ბავშვვურებიი იყვნენ,ნენე დიდხანს ვეღარ გაუძლო და თავქუდმოგელიჯილი დაეშვა კიბეებზე.თავისთვის განკუთვნილი თოფი აიღო,რომელიც სამზარეულოს მაგიდაზე დაეტოვებინათ და მხიარულად შეუერთდა მეგობრებს.
–ამდგარა მძინარე მზეთუნახავი, დემეტრე გამოგზავნას ვაპირებდით იქნებ კოცნით რომანტიკულად მაინც გაეღვიძებინე–დასცინა სანდრექსამ და წერეთელის გაბრაზებული სახის დანახვისას თეკოს ზურგსუკან დაიმალა
–შენ ჯობს შენი პრინცესა გაააღვიძო ღრმა ძილიდან–არც ნენემ დააკლო და თვალით ლოყებაწითლებული თეკოსკენ ანიშნა
–მე შენ გიჩვენებ როგორ უნდა ენის ტლიკინი–მოჩვენებითი სიბრაზით გამოიქცა სანდრექსა და დემეტრესკენ გაქცეულ ნენეს აედევნა წყლის თოფით.დაფეთებულმა წერეთელმა დემეტრეს ზურგსუკან მოძებნა თავშესაფარი და ენა გამოუყო ადგილზე გაჩერებულ სანდრექსას.
–რამეს ეძებ ძმაოო?–ირონიული ღიმილით ჰკითხა ბაბლუანმა და უფრო კარგად გადაეფარა ნენეს
–არაფერს ძმაო,გზა შემეშალა–ხელებისაწევით მოშორდა იქაურობას და ნენეს კისკისის გაგონებისას წარბშეკრულმა დაემუქრა.უკანსვლით მიდიოდა და ნენეს გამგმირავ მზერას არ აშორებდა,მოულოდნელად წონსწორობა ვერ შეიკავაა და იქვე მდგარ თეკოსთან ერთად ძირს გაიშოტა.გონს რომ მოეგო თეკო გულ–მკერდზე ეწვინა და ხელები საგულდაგულოდ ჰქონდა შემოხვეული.საყვარელი ქალის სიახლოვისგან სხეულმა საგანგაშო სიგნალის დაგზავნა დაიწყო,ვეღარ მოითმინა და ასე ახლოს მყოფ თეკოს პირდაპირ ტუჩებზე დააკვდა.კოცნიდა ნაზად და ცდილობდა მთელი მისი გრძნობებიი ამ ერთი კოცნით ეჩვენებინა.არ იცოდა რა რეაქია ექნებოდა თეკოს,ადამიანს რომელსაც საუკეთესო მეგობრად თვლიდა,რომლის მიმართ გრძნობები ისე შემოეპარა თვითონაც ვერაფერი გაიგო.თანდათან ისეთი ძვირფასი გახდა მისთვის,როგორც სხვა არაავინ.როგორ ახსოვს პირველი ეჭვიანობა,პირველი სითბო მისი ჩახუტებისას.მერე რა,რომ თეკო როგორც მეგობარს მხოლოდ ისე იხუტებდა.გულის სიღრმესი ესეც კი სიამოვნებდა და ეგოისტურად უხაროდა ყოველი ერთად გატარებული წამი.ამდენხანს ბოლომდე ებრძოდა თავის თავს.ცდილობდა არავისთან არაფერი შეემჩნია.არ უნდოდა ამით მეგობრბებთან ურთიერთობა გაეფუჭებინა.არ იცოდა ვინ როგორ მიიღებდა ამ ამბავს,მაგრამ ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა მიახვედრეს რომ ყველა რაღაცას ხვდებოდა და მხარსაც უჭერდნენ.მეგობრების უთქმელმა თანადგომამ კიდევ უფრო მოუმატა გამბედაობა.აუცილებლად აპირებდა თეკოსთან დალააპარაკებას და ყველაფრის ახსნა,მაგრამ ასე უცებ თუ მოხდებოდა ყველაფერი და იმპულსურად იმოქმედებდა წარმოდგენაც არ ჰქონდა..ხოდა ახლა ცდილობდა რაც შეიძლება დიდხანს გაეგრძელებინა კოცდა,ოღონდ თეკო თვალებში სინანულის ნაპერწკალი არ დაენახა.არ იცოდა რისი იმედი ჰქონდა.ნელა მოშორდა სასურველ ბაგეებს და თეკოს დახრილ თვალებზე გული მოუკვდა.ეგონა ნანობდა.ეგონა სწორედ ახლა დასრულდა მისთვის ყველაფერი.მთელი გამბედაობა მოიკრიბა და თავი ზემოთ ააწევინა.გაუბედავად ჩახედა თვალებში და საერთოდ ვერაფერი ვერ დაინახა იქ.კი მართალია გაუხარდა იმედგაცრუება რომ ვერ შენიშნაა,მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს,უნდოდაა სადღაც გული სიღრმეში უნდოდა ზუსტად იგივე ეგრძნო,რასაც თვითონ გრძნობდა

–თეკო...არ ვიციი რა ვთქვა...არ მინდა იფიქრო რომ–ნაწყვეტ–ნაწყვეტ საუბრობდა და სათქმელს ძლივს უყრიდა თავს.ის ის იყო ბოდიშის მოხდას აპირებდა უეცრად თეკოს რბილი ბაგეების შეხება რომ იგრძნო ტუჩებზეე,მერე მეგობრების ტაშის და შეძახილების ხმა მისწვდა მის ყურთასმენას და ყველაფერი ნათელი გახდა.თეკო,მისი თეკო კოცნიდა თავისი ნებით. ზუსტად ისევე იწვოდა მისი სიყვარულით თეკო,ზუტად ისევე უძგერებდა გულს და ზუსტად ისევე ეძვირფასებოდა.მაგრად მოხვია საყვარელ სხეულს ხელი და ახლა უკვე თავის თავზე აიღო კოცნის ინიციატივა..
*******
ბათუმში ყოფნის ბოლო დღეებს ითვლიდნენ.იმდენი სისულელე აკეთეს ერთად,დაჯერებაც კი უჭირდათ.ორსული ანოც აიყოლიეს და ხან სად დაატარებდნენ და ხან სად.ყოველი წამით ტკბებოდნენ და შანს არ უშვებდნენ ხელიდან კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი რომ არ ეჩუქებინათ საკუთარი თავებისთვის.ათასი სულელური იდეა მოსდიოდათ თითოეულ მათგანს თავში და მერე ამ იდეების განსახორციელებლად ემზადებოდნენ.სანდრექსა თავისი ტელეფონით ოპერატორის ფუნქციას ითავსებდა და სტარტზე იყო ყველა სასაცილო მომენტი ჩაეწერა და მერე სათავისოდ გამოეყენებინა.
მისაღებში ისხდნენ დაღლილ–დაქანცულები და მთელი დღის ნაკეთებ სიგიჟეებს განიხილავდნენ.
–სანდრექს მათხოვე რა ტელეფონი,გადავავლო თვალი ჩვენს გმირობებს–ღიმილით უთხრა ნენემ და ფეხზე წამოდა
–უყურე,უყურე რა ტალანტები ხართ–სიცილით გაუწოდა ტელეფონი და თეკოსკენ მიჩოჩდაა
–ამას ეხლა სულ ჩვენი "გრეხები" ექნება გადაღები.თავისი და პრინცესა თეკოსი არა–ბუზღუნით თქვა ანომ
–სამაგიეროდ მე მაქვს მაგათი–წელში გაიჯგიმა აკო და სასაცილოდ ააფრიალა ტელეფონი ჰაერში
სიცილ-კისკისში იყვნენ ნენემ უეცრად ვიდეოების თვალიერების დროს თავისი თავი რომ ამოიცნო
-ეე სანდრექს მე აქ საიდან?- გაკვირვებულმა იკითხა და ვიდეოს ჩასართავად მოემზადა
-არაფერი რაღაც ორ წამიანი ძველი ვიდეოა-ხელი აიქნია სანდრომ და ეცადა ტელეფონი გამოერთმია
-ო დამაცადე,მაინტერესებს-ბუზღუნით უთხრა
-კარგი,მერე მე არ დამაბრალო რამე-უდარდელას სახე მოითო და ააქამდე წყნარად მჯდომ დემეს გადახედა მეამიტი სახით.ნენემ ვიდეო ჩართო და დიდი სამბით მიეხუტა დემეტრეს,მასაც რომ კარგად შეძლებოდა დანახვა.პირველივე წამებიდან იცნო რომელო საღამო იყო და გონებაში რაღაცეების ამოტივტივება დაიწყო.თანდათან მის მიერ ნათქვამი ათასი უაზრობა ესმოდაა და აღარ იცოდა სახე სად დაემალა,ოღონდ დემეტრეს გაოცებულ და ირონიულ სახეს არ შეჩეხებოდა.სისულელეს სისულელეს ამატებდა და ნენეს სახის ფერიც იცვლებოდა.ერთიანად სიწითლეს მოეცვა წერეთელი,რომელიც ერთის მხროვ თავის თავს წყევლიდა აამდენი დალევის და ასე გათიშვის გამო და მეორეს მხრივ სანდრექსას მოკვლის გეგმებს სახავდა გონებაში.არა ეს როგორ გაუკეთა.ჯერ მისი სიმთვრალით როგორ ისარგებლა და როგორ აჩერჩეტა და მერე ვიდეო გადაუღო და თან შეინახა?! არააა,აარ აპატიებდაა..ერთადერთი გამოსავალი იყო ან მოკლავდა ან კიდევ მეორედ მოკლავდა.
-აი თურმე როგორ ატარებდი მთვრალ ღამეებს ჩემთან შეხვედრის შემდეგ-ირონიულად უთხრა დემეტრემ და თვალი ჩაუკრა
-ეს...უბრალოდ...საერთოდ სანდროს ბრალია..ვერ ხედავ? როგორ დამცინააა-სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს ისე სცხვენოდა და თან მომაკვდინებელი მზერით უყურებდა სანდრექსას
-რას მიყურებ??? არ გაგაფრთხილე? -თავი იმართლა სანდრომ და უდარდელას სახით დაჯდა თეკოს გვერდით
-კარგი ნენე ვის არ დაულევია გონის დაკარგვამდე-თავისი ჭკუით გაამხნევა აკომ და ცოლს მოხვია ხელი
-ხო ნენე არ იდარდო არ დაგცინებთ სიმთვრალეში დემეზე ოცნებებში რომ ბოდავ რაღაცეებს-ცეცხლზე ნავთი დაუსხა ანომ და ნენეს გამწარებული სახის დანახვისას ხმამაღლა გადაიკისკისა
-კარგით გეყოთ თორე ხომ ხედავ სადაცაა ადგილზე მიგვაკლავს ყველას..დავტოვოთ გვრიტები მარტო-სიცილით თქვა ეკომ და გარეთ გავიდნენ..
დარჩა ნენე დემეს პირისპირ მარტო..ახლა ბაბლუანისთვის შეხედვას მიწა გაუსკდეს და შიგ ჩავარდეს ეგ ურჩევნია.იმდენად სცხვენია მისი ათასი სულელური იდეა მოსდის თავში.
რომ ადგეს და გაიქცეს?!
ანდა გავიდეს და ზღვაში დაიხრჩოს თავი?!
მთლად უკეთესი,ახლა ადგება და მთელი სისწრაფიდ ავარდება ოთახში..ხო,ხოოო ეგრე ჯობს.მერე კარს კარგად ჩაკეტავს და იქნება ის მანამ სანამ სირცხვილის გრხნობა არ გადაუვლის..
მაგრამ გადაუვლის კი ოდესმე?!
რაღაც გული აქვს ცუდათ...
უფრიალებს...
ხელებიც უოფლიანდება...
თავბრუც ეხვევაა...
თვალებშიც უბნელდება...
და ვაიმეეეე გული წაუვიდა.
თვალები რომ გაახილა თავის ოთახში იწვა საწოლზე.უკვე დაღამებულიყო და ოთახშიც ბნელოდა.პირველას რაც იგრძნო შიში იყო.ოთახში ღამე მარტო ყოფნის შიში.სწრაფად წამოიწია სინათლეს ავანთებო,მაგრამ საშინელმა თავის ტკივილმა იძულებული გახადა უკან,საწოლზე დაბრუნებულიყო
-ნუ გეშინია,აქ ვარ-დემეს ხმის გაგონებისას შიშის გრძნობა ჯანდაბაში მოისროლა და ბედნიერს გაეღიმა.მერე უცებ გულისწასვლის მიზეზი ამოუტივტივდა თავში და ბედნიერება სირცხვილის გრძნობამ შეცვალა.სასწრაფოდ გადაიფარა ზეწარი თავზე და ბაბლუანისგან დამალვის ყველაზე ცუდი გზა იპოვა
-როდემდე იქნები ეგრე სირაქლემას პოზაში?-დემეტრეს ღიმილიანი ხმის გაგონებისას იხულებული გახდა თავი ამოეწია და მისთვის შეეხედა
-მანამ სანამ სირცხვილის გრძნობა არ გაქრება და ვშიშობ დიდხანს მომიწევს ასე ყოფნა-უთხრა ისე რომ არც შეუხედავს.
-რატომ გგონია რომ რამე სამარცხვინო გააკეთე?-საწოლთან ახლოს მოვიდა და იქ ჩამოჯდა
-კი არ მგონია ვიცი-კიდევ კარგი ბნელოდა და მის აწითლებულ ლოყებს ვერ ხედავდა დემეტრე
-რა არის ცუდი იმაში ჩემთან ყოფნა თუ გინდოდა და კვდებოდი სურვილით ჩუმად-ირონიულად უჩურჩულა და სახე ახლოს მიუტანა
-მე..უბრალოდ..არც კი ვიციიი რა გითხრა-თავის მართლებაზე მეტად ბლუკუმს უფრო გავდა მისი სიტყვები
-მე ვიცი,ის რომ იწვი ჩემი სურვილით-კიდევ უფრო ახლოს მიჩოჩდა და სახე პირისპირ გაუჩერა.იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ერთი სიტყვის თქმა და ტუჩებით ერთმანეთს შეეხებოდნენ.ნენეს რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ როგორ გაბედავდა და ხმას ამოიღებდა.ამით ბაბლუანის წისქვილზე დაასხამდა წყალს და მერე თვითონაც ვერ შეიკავებდა თავს მისი კოცნისგან.არადა წესით სირცხვილით უნდა კვდებოდეს,ეს კიდე რომანტიკული თამაშების თამაშითაა გართული.ტუჩებზე დემეს ტუჩების შეხება რომ იგრძნო რეალობას მაშინ მოწყდა და მთლიანად მის დაგემოვნებაზე გადაერთო.ბაბლუანმა ნაზად შეუცურა თმაში ხელი და ოდნავ მოქაჩა.მთელი სინაზით უკოცნიდა ტუჩებს და მეორე ხელს უმისამართოდ დააცოცებდა.პიკი მისი მხურვალე ხელი აღმოჩნდა კაბის ქვეშ.ნენემ აზროვნების უნარიც დაკარგა და მთლად დაავიწყდა აქამდე მწარედ განცდილი სირცხვილის გრძნობაც.დემეს ხელმა მკერდზე რომ გადმოინაცვლა და ნელა მოუჭირა,სადღაც მუცლის ქვემოთ საშინელი ქარბუქი იგრძნო.იმდენად სიამოვნებდა ბაბლუანის თითოეული ქმედება,მზად იყო ასე მჯდარიყო მთელი სიცოცხლე და მისი ალერსით დაკავებულიყო.დემეტრეც ხვდებოდა ნენეს თანხმობას და უკითხავად აგრძელებდა მის სხეულზე თარეშს.კაბის ბოლოს რომ მოკიდა ხელი და ნელ-ნელა ზემოთ აწია,ნენეს სიამოვნებისგან მიბნედილი თვალების დანახვამ მისი ქმედების სისწორეში დაარწმუნა და კაბა სასწრაფოდ მოაშორა წერეთლის ნატიფ სხეულს.თვითონაც წაეტანა მაისურს და კაბის გზას გაუყენა.ბაბლუანის ტუჩები რომ იგრძნო მუცელზე,სიამოვნებისგან ეგონა სულს განუტევებდა.ტუჩზე კბილს აჭერდა,რომ როგორმე უცაბედად წამოსული გაურკვეველი ბგერები ჩაეხშო.
მუცლიდან მკერდამდე განცდილი სიამოვნება და ბაბლუანის შიშველი სხეულის შეგრძნება ზემოდან.
წამებში შემორბენილი გაალაქტიკა და დემეტრეს ტუჩების უგზოუკვლოდ თარეში.
არასდროს განცდილი მსგავსი რამ და მუცელში პეპლების ფრიალი.
თავზე კონტროლის დაკარგვა და სხეულის ყველა უჯრედით დემეტრეს წყურვილი,წყურვილი დაწყებულის ბოლომდე მიყვანისა და ვერ შეკავებული კვნესის ხმა.
საბოლოოდ გაერთიანებული ორი სხეული და სიყვარულის სურნელით გაჟღენთილი ოთახი.
ბოლო წამები ნეტარებისა და შუბლზე კოცნით გადაცემული სიყვარული.
ვერ დატეული ბედნიერება და გრძნობათა სიჭარბე!


პ.ს. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.
აქამდე რასაც ვდებდიი დაწერილი მქონდა და დიდი თავებიც იყო..დანარჩენი ნაწილი აწი უნდა დავწერო,ამიტომ მაპატიეთ უპასუხისმგებლობა..შეიძლება ყოველდღე ვერ დავდო ახალი თავი.
მადლობა ვინც კითხულობთ



№1  offline წევრი kiko

ძლივს არ მეღირსა :დ აუუ მაგარია ძაან <3 მევასება მე ეს ორი. პატარა ბაბლუანის მოლოდინში ვარ ახლა :დდ

 


№2  offline წევრი casas

kiko
ძლივს არ მეღირსა :დ აუუ მაგარია ძაან <3 მევასება მე ეს ორი. პატარა ბაბლუანის მოლოდინში ვარ ახლა :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent