შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოსულობის უპირატესობა (თავი 12)


25-10-2016, 17:04
ავტორი ninuca16
ნანახია 1 716

სიმართლე გითხრათ არც დედას მოეწონა მისი საქციელი,მისი ქუჩური,ჟარგონული გამონათქვამები.სასტუმროში მისვლისას ჩემს ოთახში ავედი,ლუკას მოუწერია,მაგრამ ვერ გავიგე შეტყობინების ხმა.დავურეკე და ხვალინდელ დღეზე ვილაპარაკეთ..
ლუკა:ხო ლიზ, სად იყავი აქამდე,რომ გირეკავდი? ხო კარგად ხარ?
ლიზა:კი ლუკა,ზღვაზე ვიყავით მე და დედა გასული და ისეთი სიტუაცია შემემეთხვა აღარ მქონდა მობილურის თავი.

ლუკა:რა მოხდა?!
ლიზა:არაფერი ისეთი,უბრალოდ როლიკებზე ვკატაობდი და ვიღაც ბიჭი დამეჯახა,ლეილას შვილიშვილიც იქ იყო და დაუწყო უხეში სიტყვებით მიმართვა და ბილწსიტყვაობა.
ლუკა:ვინ იყო ის ბიჭი?! მე ვიცნობ?
ლიზა:კარგი რა ლუკა!არა,არამგონია იცნობდე. უბრალოდ დამეჯახააა,დამწყები იყო და ვეღარ დაატორმუზა და რიკინ-რიკინით (იცინის),წამოვიდა და დამეჯახა.
ლუკა:მერე რაღა მაინც და მაინც შენ?
ლიზა:კარგი ეხლა ლუკა,გეყოს!
ლუკა:კარგი,ჰო.ხვალ რას ვშვრებით?
ლიზა:ხო მართლა ხვალ რომელი საათისკენ შევხვდეთ?
ლუკა:რა ვიცი აბა,შენ რომლისკენ გაწყობს მითხარი და არ არის პრობლემა.
ლიზა:კარგი მაშინ 4საათისკენ შევხვდეთ,კარგი?
ლუკა:კარგი ჩემი პატარა.
ლიზა:კარგი ლუუ,ეხლა გავალ დავიძინებ თორე გადავიღალე.
ლუკა:კარგი ჩემო გოგო,ტკბილი ძილი.
მართლა ძალიან მეძინებოდა,ამიტომ ერთხელ შევედი სოციალურ ქსელზე,თვალის გადასავლებად და მხვდევა მეგობრობის თხოვნა ალექსანდრესგან,ჩამეცინა და გადავედი მისი სურათების დასათვალიერებლად. რა სიმპატიური ბიჭია,გავგიჟდი. ალბათ შეყვარებულიც ეყოლება,ვფიქრობდი რადგან უამრავ გოგოსთან ერთად ჰქონდა სურათი გადაღებული და არც გამიკვირდა.რათქმაუნდა დავთანხმდი მის მეგობრობას და მომწერა.
ალექსი:საღამომშვიდობისა ლამაზო ქალბატონო..
ლიზა:ოჰ,კარგი რა. საღამომშვიდობისააა,ღიმილით მიმართა.
ალექსი:რა ლამაზი გოგო ხარ ლიზა.მოვიხიბლე შენი სურათებით.
ლიზა:ოჰოო,რა პირდაპირი ხარ))მადლობა.
ალექსი:ხო მიყვარს პირდაპირი ადამიანები. ლიზა,კიდევ როდის შევხვდებით?
ლიზა:არვიცი,ვნახოთ თუ მოვახერხე.
ალექსი:ხვალ ჩემი დაბადებისდღეა და აქ ვიხდი,მინდა რომ შენც მოხვიდე.
ლიზა:აუ,ხვალ არ მეცლება,ბოდიში რაა.
ხვალ ლუკა უნდა მენახა და ისიც არ ვიცოდი დედა გამიშვებდა თუ არა მის დაბადებისდღეზე.
ლიზა:იცი ხვალ,ერთგვარი პაემანი მაქვს(იცინის),შეყვარებული უნდა ვნახო.
ალექსი:შეყვარებულიც გყოლია(იცინის),რა პრობლემაა მასთან ერთად მოდი.
ლიზა:უხერხული არ არის მერე?
ალექსი:არა რა უხერხული,არ გრცხვენია? გამიხარდება თუ ორივე მოხვალთ,თან გავიცნობ შენს შეყვარებულსაც.
ლიზა:კარგი,ხვალ გაგაგებინებ პასუხს,ლუკასაც ვკითხავ,ჩემს შეყვარებულს.
ალექსი:კარგი ლიზაა.
გამოვრთე მობილური და დასაძინებლად დავწექი.
11 ივლისი,ორშაბათი.
დღე რომელიც ჩემთვის დაუვიწყარი წარმომედგინა.ვფიქრობდი რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს დღე ჩემთვის.
დილით სასაუზმედ ჩავედი,სიმღერ სიმღერით ჩავდიოდი კიბეებზე.
დედამ შეამჩნია რომ კარგ ხასიათზე ვიყავი და მკითხა..
დედა:ლიზააა,რაღაც აჟიტირებული და გახარებული ჩანხარ დღეს და ნეტა რატომ?
ლიზა:რატომ?ოხ დედააა(იცინის),მითომ არ იცი)) ხო მართლა დე,ის ბიჭი გახსოვს ალექსი? რომ დამეჯახა როლიკებით,დღეს აქვს დავადებისდღე და დამპატიჟა,ვუთხარი რომ დღეს ლუკას უნდა შევხვედროდი და მასთან ერთად დამპატიჟა,გამიშვებ დე?
დედა:თუ ლუკაც შენთან ერთად წამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში,ისე არა.
ლიზა:ხო,რათქმაუნდა,მადლობა დედიი.
დედა:ჭკვიანად იყავი იცოდე.
ლიზა:სულ მაგას მეუბნები))ჭკვიანად ვიქნები დეე ხომ იცი.
საუზმე დავამთავრე და ჩემს ოთახში ავედი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერის Twenty One Pilots(Stresed Out)ის ღიღინით.
ანის ვწერდი ჩემს დაქალს,ვცდილობდი დრო როგორმე გამეყვანა და სკაიპში ვიალაპარაკეთ ბევრი,თან ჩემი წითელი კაბაც ჩავიცვი და ვაჩვენე როგორ მქონდა,ფეხზე კი შავ ქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამდი,რომელიც წვრილ დაბალ ქუსლზე იყო.ყელსაბამიც გავიკეთე,სადაც ჩემი სახელი იყო ამოტვიფრული და მზად ვიყავი.
უკვე წასვლის დრო იყო და ანისთან საუბარიც დავამთავრე.
ანი:ლიზ,ჭკვიანად იყავი იცოდე და მიყვარხარ ძალიან.
ლიზა:მეორე დედაჩემი(იცინის)უკვე რამდენჯერ მითხრა ნეტა იცოდე))
ლუკამ სასტუმროსთან მიმაკითხა,დედაც გამოვიდა კარებთან და გაიცნო ლუკა,მოხიბლული დარჩა როგორც მისი გამომეტყველებიდან მივხვდი.თვალი ჩამიკრა და დამემშვიდობა,ეს რათქმაუნდა კარგის ნიშანი იყო.
რესტორანში დამპატიჟა ლუკამ,შემდეგ კი ალქსისთან წასვლას ვაპირებდით,თუმცა თქმა დამავიწყდა და როგორც კი ამის თქმა დავაპირე,დამასწრო თქმა და მითხრა. ლიიიზ ძალიან ლამაზად გამოიყურები და ეს კაბაც ძალიან გიხდება,შემდეგ კი შუბლზე მაკოცა.მესიამოვნა მისგან ასეთი სიტყვები. რესტორანში მივედით,მაგიდა უკვე შეკვეთილი ჰქონდა და დავსხედით.. რაღაცნაირად მერიდებოდა და მორცხვად ვიჯექი.
ლუკა:ლიზ,დალევ ცოტაოდენ წითელ ღვინოს?
ლიზა:ამ,ღვინო აუცილებელია?
ლუკა:1ჭიქა მხოლოდ,სიმბოლურად.
ლიზა:კარგი,მაშინ 1ჭიქას დავლევ.
ლუკა:რას შეუკვეთავ სხვას? არ მოგერიდოს ოღონდ.
ლიზა:შენ შეუკვეთე ლუკა,გენდობი.
მერიდებოდა რამის შეკვეთა და ამიტომ ვარჩიე მას შეეკვეთა.
შეხვედრამ სასიამოვნოდ ჩაიარა და ორივე სიყვარულით აღსავსე თვალებით შევსცქეროდით ერთმანეთს მთელი საღამო. ვილაპარაკეთ ჩვენს მომავალ ურთიერთობაზე და ერთმანეთს დავპირდით რომ არასდროს არაფერს დავუმალადავდით,რაც არ უნდა მომხდარიყო და რაც მთავარია ეჭვიანობები არ იქნებოდა.შემდეგ კი ალექსიზეც ვუთხარი და დამთანხმდა.ტაქსით გავედით ალექსის სახლამდე დაა..
ლიზა:ლუუ,მადლობა ამ მშვენიერი საღამოთი.
ლუკა:მადლობა შენ,იმისთვის რომ ასეთი ბედნიერი ვარ ამ დღეს მე.
ლიზა:მიყვარხააარ
ლუკა:მეც ჩემო ანგელოზო.
უკვე მივედით ალექსის სახლთან და გადმოვედით მანქანიდან.
გზაში საჩუქარიც ვუყიდეთ და კარზე დავაკაკუნებისას,კარი ალექსანდრემ გააღო,რომელიც ნასვამი ჩანდა და არ მიმეწონა მისი გამომეტყველება.მივესალმეთ,შეგვიპატიჟა.ჩვენ დაგვიანებით მივედით,დიდ წრეში არ გადაუხდია,მხოლოდ მეგობრები ყავდა.უცხოდ ვიყავით მე და ლუკა,მაგრამ რაც მთავარია ერთად ვიყავით. ამ დროს ალექსი მოვიდა და საცეკვაოდ გამიპატიჟა,ლუკასკენ მივტრიალდი,მან კი თავი დამიქნია რომ შემეძლო მასთან ცეკვა.
ცეკვისას ყურში ჩამჩურჩულა,რომ ძალიან კარგად გამოვიყურებოდი და ნელ ნელა,ზურგზე შემოხვეულ ხელს,ქვევით აცურებდა და როგორც კი ამის თქმა დავაპირე მაკოცა. სახტად დავრჩი და სილა შემოვარტყი.ყველამ გაიგო და ჩვენ შემოგვყურებდნენ,ლუკამ მოვარდა და ჩხუბი დაუწყო,მუშტებით ცემაზე გადავიდნენ და არცერთი არ ინდობდა ერთმანეთს,ბოლოს როგორც იქნა გავაშველე და მომეხმარნენ ბიჭები მათ გაშველებაში.აღარაფერი მითქვამს ალექსისთვის,ლუკას ჩავჭიდე ხელი და სასტუმროში მივედით,შემდეგ კი ჩემს ოთახში ავიყვანე რადგან სახეზე ჭრილობა ჰქონდა ჩხუბისგან და დამემუშავებინა პირველადი დახმარებით.
ესეც 12-ე თავი და ლუკას და ლიზას პირველი პაემანი,დაელოდეთ შემდეგ თავს.
მადლობა ვინც კითხულობთ და იმედია მოგეწონებათ,შეგიძლიათ რჩევებიც მომცეთ და კომენტარში დამიწეროთ,გამეხარდება.



№1  offline წევრი ninuca16

Madloba ❤ xoo bevri moulodneli ambebi ikneba

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

პირველი პაემანი მაგარი არის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent