არ მოკვდები (თავი 22) დასასრული
-როდის?!! როგორ მოასწარი(ანი) -ჩვეულებრივად შენმა ძმებმა საჩუქარი გაგიკეთეს(დიტო) -აუ მაგრა მიყვარხარ (ანი) -მეც ძალიან(დიტო) -შემო ბავშვებს გაგაცნობ(ანი) ანი და დიტო შიგნით შევიდნენ. ყველა გააცნო და დაჯდნენ. ცოტახანში დიდი ტრიუმფით მიულოცეს დაბადების დღე. ფეიერვერკებით, მუსიკებით და სანთლებით. ტორტით. მერე ისევ ერთად დაჯდნენ და გვიანობამდე გადაწყვიტეს. -ესე იგი ვინაა აბა ეს საბა?!(დიტო) დიტომ ისეთი სახით შეხედა ანის რომ ის ცოტა ჩაიწია. -ეგ არ გიშველის. აბა ვინ გამაცნობს?(დიტო) -საბა?-გაეცინა იოანეს -ხო საბა(დიტო) -ანი ერთი და იგივე საბაზე ვლაპარაკობთ?-ნატალიც და რეზიც ჩაბჟირდნენ -რა ხდება ვინაა ეს საბა!(დიტო) -საბა არის ჩემი 8წლის ძმა(რეზი) -აჰა შენი რვა წლის ძმა... ანი არაფრის ახსნა არ გინდა?(დიტო) -აჰაჰ.... დიტო ადგა ანიც წამოაყენა და გაიყვანა ოთახიდან. -ეჰემ-დიტომ ხელები გადააჯვარედინა და ანის მიაშტერდა -ისა... მე ხო გითხარი მაგარი ბუნჩულა ტიპია თქო და ვუყვარვარ თქო არ მითქვამს რომ დიდია -არა შენ ჩემი ეჭვიანობა გინდოდა, -აუუ პროსტა გართობა მინდოდა შენ რო შენ ქეთისთან ერთად დადიოდი ხოლმე მაშინაც როცა დაშორებულები იყავით(ანი -აჰაა. რა გიყო ეხლა შენ მე? -ისა ჩამეხუტო -ჩაგჭმუჭნი სასტიკად-დიტომ ანის ლოყებზე ჩქმეტა დაუწყო . -კაი ხოოო. სორიი -ხოდა ეგრე არა მაინც არ მომწონს ის ამბავი რო ამ ბავშვს ევასები -მე შენ მევასები და ის ბავშვი ბავშვია მხოლოდ და მხოლოდ -მე რომ მოკვდები იმ ბავშვთან იქნები? -ნუ ამბობ ეგრე. -ანუ კი? -არა -ოო სუ რო იქიდან მომიწიოს ჩამოსვლა ვიზამ და დავბრიდავ ყველას ვინც მოგიახლოვდება-დიტო თითქოს ჩაფიქრდა-არა... ეს ეგოიზმი იქნება. პირველი 2წელი დავბრიდავ ყველას და მერე ვისთანაც გინდა იმასთან იყავი -ჩემი სულელი ანიმ აკოცა. -წამო რა იმ ტყეში იმ დღეს რო შეგეშინდა. შიში დაგაძლევინო -აუ არა წამო რა შევიდეთ -რა გინდა იქ გამო გამო. დიტომ და ანიმ სახლიდან კარავი აიღეს და ფეხით წავიდნენ ტყეში. -მოგენატრები რო მოვკვდები?(დიტო) -ხო თქვი წარმატებით ჩაიარა ყველაფერმაო რატო მაშინებ? რას მიმალავ დიტო -არაფერს არ გიმალავ ჩემო ცხოვრება პროსტა გკითხე -რა კითხვაა რათქმაუნდა მომენატრები მეც მოვკვდები რო შენთან ერთად ვიყო -არა. მაგას არ იზამ. შენ შენ დროზე მოხვალ შენთითონ არაფერს იზამ -მე შენ გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია პატარა. ჯერ ყველაფერი წინ გაქ -და რა შენ არა? -მე მქონდა ყველაფერი წინ და შეილება მაქვს კიდეც რაღაც გარკვეული დრო -დიტო ნუ მაშინებ -კაი ვსო მორჩა. ლიკა მერამდენე კვირაზეა -მეშვიდე და 2კვირის უკან გაიგო პროსტა ჩვენ გვიან გვითხრა -ეე მუცელი რო არ ეტყობა -ჯერ პატარაა ძაან -ტყუპები? -ალბათ. გაიგებენ მეთორმეტე კვირაზე. როგორ მინდა ეგეთი პატარები -4? -ვაფშეტა 2 ალბათ -მე ბევრი მინდა. ბევრი ჩემნაირი -რათ გინდა -აუ რავი მევასებიან ბავშვები -მეც მარა მაგდენს როგორ მოვუვლით -თუ შენ ვერა მე მოვუვლი ისე მიყვარს ბავშვები -მოიცა საერთო ბავშვებზე ვლაპარაკობთ? -ხო აბა მე შენ ცოლად მომყავხარ -აუფ. -რა არ გჯერა? -ნწ -ეხა ტყეში ხო მოგიტაცე რას იზამ მამაო რო მოვიდეს და ჯვარი დაგვწეროს. -ჩემი თანხმობის გარეშე ვერ იზამს -იზამს. მე დავუშვად ვუთხარი რო თანახმა ხარ -ნუ მაშინ რა ვქნა ჩემზე ძლიერი ხარ ვერ შეგეწინააღმდეგები -ხოდა ეგრე. აი ეს ბეჭედი აიღე-დიტომ ჯიბეში ხელი ჩაყო და შავი ყუთი ამოაცურა -დიტო ჯერ ადრეა... -არა ცოლად არა. გპირდები რო ცოლად მოგიყვან და თუ პირობა ვერ შევასრულე ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოვკვდები. გაიკეთე ეს და არასდროს მოიშორო ხელიდან მაგრა მიყვარხარ და პროსტა იცოდე რო აი შენ ხარ ჩემი მთელი მსოფლიო კაროჩე შენ გარეშე მე ალბათ უფრო მალე მოვკვდებოდი და ვაფშე ჩემთვის სიყვარულიც არ არსებობდა. ან ყველაფერი ხარ ჩემთვის. ყველანაირი მყავხარ დანახული ჩემო სიცოცხლე და აი ძაან ბედნიერი ვარ რო შენ არსებობ ვაფშე. -მეც ძაააან მიყვარხარ და ბოლოჯერ გთხოვ ნუ ლაპარაკობ ეგრე არ მოკვდები -მე სხვა რამე ვიგულისხმე ან -კაი -აი პროსტა რამდენი ხანი გვაქ ერთად გასავლელი მთელი ცხოვრება. არავინ არასდროს მოგეკარება იმიტო რო მე გყავარ გვერდით და ვერც ვერავინ შემოგხედავს, სახლში სმირნაზე უნდა დამელოდოთ ხოლმე შენც და ჩემი შვილებიც. მაგრა გენდობი და მინდა მჯეროდეს რომ არასდროს გამიცრუებ იმედებს. აი რამდენი გოგო მინახავს და მათ შორის შენ ისეთი განსხვავებული ხარ რო რავი, ბევრია ერთმანეთისგან განსხვავებული ან იყო ყოველშემთხვევაში. მარა შენ მათ შორის ჩემთვის ერთადერთი ხარ და შენგარდა მე გოგოს პროსტა არ გავხედავ იმ პონტშიც არა რო შენ გაეჭვიანო ან რაღაც იმიტო რო მაგრა მიყვარხარ და შენ რო გული გატკინო არ ვიცი ალბათ მართლა კიბოს დავასწრებ და თავს მოვიკლავ. არავის ვაპატიებ ჩემი ,,ცოლის’’ჩემი გოგოს და ბედნიერების წყენინებას მივაბრიდავ და მივაყოლებ იმას ვინც გზაზე გადაგეღობება შენ ან შენთვის საყვარელი ადამიანებს. ყოველთვის ესე იქნება და თუ მართლა გავიმარჯვებ და აღარ მექნება ეს დაავადება 50წლის მერე შენ რო სკლეროზი გექნება და აქეთ იქით დაიწყებ ნივთების ძებნას და დაჟე არ გემახსოვრები აი მაშინაც კი მეყვარები. გასაღების წამოღება რო დაგავიწყდება სახლიდან მე წამოგიღებ ხოლმე და ყოველთვის ყველანაირი მეყვარები გარდა ერთისა მოღალატის როლში მაშინ ყველაფერი დამთავრდა.მე რო მიყვარხარ ისე ვერავის უყვარხარ... -დიტოო ხო იცი რო მეც ვაფშე მაგრა მიყვარხარ და თუ შენ არასდროს მატკენ გულს არც მე არასდროს გატკენ და არ ვიცოდი თუ შენ ესე გიშლიდა ნერვებს ჩემი ვინმე სხვასთან დანახვის და მეც ისევე მოვიქცევი მეც არცერთ ადამიანს არ შევარჩენ შენზე რამე რო თქვას ვიცი რომ პროსტა ამას ვერავინ ვერასდროს გაგიბედავს მარა მაინც. შენთვის საყვარელი ადამიანები მეც მიყვარს დიდიხანია სანდრომ მეორე მამა შემიცვალა. უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა ისე მაგრა მიყვარხარ რო რავი ჩემი ბედნიერებაც და სიცოცხლეც შენ ხარ. გახსოვს საავადმყოფოში რო ვიყავით მაშინ ღამით მე რო ვთქვი რა მნიშვნელობა აქვს ადრე მოკვდები თუ გვიანო ეხლა მივხვდი რატო თქვი ეგრე შენ ყველაფრის მოსწრება გინდა სიყვარულის ქონაც გინდოდა მაშინ კი დიდი სამბით ამბობდი არ მჯერა ეგეთი რაღაცეებისო მარა გინდოდა რომ ვინმე ისე ძლიერად შეგყვარებოდა როგორც მას შეუყვარდებოდი მეც პროსტა ჩემი სათქმელი რო გავაგრძელო ალბათ მთელ ღამეს გაგათევებინებ ჩემი ყველაფერი ხარ და შენ გარეშე მართლა არ წარმომიდგენია სიყვარული და ეს ბოლოჯერაა როდესსაც ესეთ ბანალობებს ვამბობ მარა როცა მთხოვ გავიმეორებ-ანის გაეცინა დიტოც აყვა ანიმაც აკოცა მერე კარავში დაიძინეს. მეორე დილით ანიმ რომ გაიღვიძა მის გვერდით დიტო აღარ იწვა. იფიქრა შეშას ან რამე ეგეთს ჩეხავსო. გაავიდა და დიტო ვერ იპოვა იყვირა ყველგან ეძება მარა ვერ იპოვა.. შეშინებული გავარდა სახლში. პოლიციაც კი გამოაძახებინეს. მთელი დღის განმალობაში აძებნინეს დიტო, მაგრამ გადიოდა 1-2საათი და პოლიციისგან ზარიც არ იყო. სახლში იჯდა ყველა დაძაბულ სიტუაციაში. მარტო ტყუპების ერთი-ორი წამოკივლება თუ არღვევდა სიჩუმეს. ანი იმედს არ კარგავდა და სანდროს და ნინოს არწმუნებდა იპოვიან ნუ გეშინიათო, მაგრამ თითქოს მათ უკვე იცოდნენ რაც მოხდა და მომზადებულიც იყვნენ ამისთვის და პირიქით ანის აწყნარებდნენ. ანდროს გული უკვდებოდა დის ასეთ მდგომარეობაში რომ უყურებდა. ანი გიჟს გავდა, თვალები ჩასიებული, თმები ოდნავ აბურდული, ხელები უკანკალებდა, გუგები საშინლად გაფართოებული ჰქონდა და აქეთ იქით იყურებოდა გიჟივით. ხან ვისთვის რას აკეთებდა ან სულ ტელეფონზე ელაპარაკებოდა პოლიციას და ლანძღავდა. აი ის კი რაც მართლა დააწყნარებდა ანის კი მხოლოდ უბრალო ზარი იქნებოდა პოლიციის რომ დიტო იპოვეს ის ცოცხალია და უვნებელი ეს ნამდვილად დაამშვიდებდა. ვერავინ ვერანაირად ვერ დაარწმუნა ანი რო უმჯობესი იქნებოდა თუ ცოტახანს დაისვენებდა. შუა ღამემდე გაგრძელდა ეს ყველაფერი. ლიკას და ტყუპებს უკვე ეძინათ, დანარჩენები სავარძლებზე თითქოს ფხიზლად იყვნენ მოწყობილნი, მაგრამ ყველას ჩარგული ჰქონდა თავი და მათაც ეძინათ. მხოლოდ ანი დადიოდა აქეთ-იქით, ლოცულობდა და რას არ აკეთებდა. ბოლოს მაინც დათი ადგა და დაემუქრდა დას დამამშვიდებლის გაკეთებით თუ არ დაიძინებდა ცოტახნით რადგან უკვე მართლა გაგიჟებულს გავდა ანი წუწუნით მარა მაინც დაწვა. დიდიხანი ეძინა თუ არა აღარ ახსოვდა. სულ გადაავიწყდა რომ მისი დაბადდების დღე იყო. მის ძმებს ნამდვილად არ უნდოდათ რომ ესე მომხდარიყო ყველაფერი. საშინლად განიცდიდა ყველა. ღამით ანის დაესიზმრა დიტო, თავისი ფეხით მივიდა ანი მასთან. სულ თეთრებში იყო სახეზე ღიმილი ეკერა. ანის მიუახლოვდა, მიყვარხარო უთხრა მერე მაგრა ჩაეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა ,, შენ არ მოკვდები’’ მერე ისევ აკოცა და თითქოს გაქრაო. ანი წამოხტა გაეღვიძა, გიჟივით ადგა ჩაიცვა და ტყეში გავარდა ყველა მიყვა ანიმ მათ გასაოცრად დიტო იპოვა. სულ თეთრი და გაყინული იყო. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ჩიხში გადავარდნილიყო და სისხლისგან იცლებოდა. ანი მისკენ გაიქცა მივარდა და ტირილი დაიწყო ჩაეხუტა, მოეხვია კოცნიდა. -ვიცოდი რო მიპოვიდი -არა... არა არ მოკვდები. დიტო სასწრაფოს გამოვიძახებთ დიტო არ დამტოვო გთხოვ დიტო! -ან რაც გითხაარი და...იმახსოვრე. ანი .... მიყვარხარ -დიტო გთხოვ მაგრამ გვიანი იყო დიტოს თვალები ღია დარჩა, თავი ანის კალთაში ჰქონდა ჩადებული. ანი ეფერებოდა ტიროდა და ვერავინ გამოაცალა მას დიტო ხელებიდან. ყვიროდა ქვებს ისროდა გადით არ მიეკაროთ ცოცხალია სასწრაფო გამოიძახეთო. ბოლოს სანდრომ დამამშვიდებლით მოაშორა შვილს ანი. ეს 3დღე ანისთვის ყველაზე საშინელი იყო. ის ღამეებს ათენებდა მის ცხედართან. სანდრომ დართოა მის უფლება. ვერ შორდებოდა მას, სულ ლოცვებს უკითხავდა. კოცნიდა რას არ აკეთებდა. მერე ანიმ ჩუმად დიტოს სვიტრი მოიტანა რომელიც მან ბათუმში აჩუქა. ის ეცვა სულ. ვერ ემშვიდობებოდა დაკრძალვის დღეს ხომ სულ დაითხარა თვალები ტირილისაგან. იმ დღეს საშინლად წვიმდა. გაუთავებლდა, სეტყვაც კი წამოვიდა. ანისთან ერთდ ყველა განიცდიდა დიტოს სიკვდილს. სანდრო და ნინო საერთოდ გახევებულები ისხდნენ სკამებზე ვერცერთი ვერ გამოხატავდა ემოციას. ანი დეპრესიაში ჩავარდა საწოლიდან ვერავინ აყენებდა. ფსიქოლოგმა ურჩია რომ საწოლში ყოფილიყო და უბრალოდ წამლები დაელია. გავიდე 1კვირა-2კვირა. ანი არ დგებოდა და არც უკეთესად არ ხდებოდა. სიგიჟემდე ცუდად იყო, რამოდენიმეჯერ იფიქრეს დიტოს საფლავზე ან მის სახლში რომ მივიყვანოთ იქნებ უკეთესი იქნებაო. სანდროს უპოვია წერილი დიტოსმიერ იყო დაწერილი და ანისთვის დაუტოვებია. ,,გამოდის რო მალე მოვკვდი?, არაუშავს ან. ხო იცი რო მიუხედავად ყველაფრისა მაგრა მიყვარხარ. ვიცი ეხლა რაც მოხდება, მთელი დღეები ჩემ კუბოსთან გაატარებდი დროს, მე კი ეს ნამდვილად არ მინდოდა. მინდა დაგმახსოვრებოდი მე ისეთი როგორც ვარ. გთხოვ არც დეპრესიაში ჩავარდე. მე ამ წერილის ისეთ ადგილას გადამალვას ვაპირებდი სადაც ვერავინ იპოვიდა და ახლიდან დაწერას არ გამომივიდა. შენ უნდა იცოცხლო ეს ფრაზა ,,არ მოკვდები’’ რამდენჯერ გვაქ ალბათ ერთმანეთისთვის ნათქვამი ალბათ უფრო ხშირად ვიდრე სიტყვა ,,მიყვარხარ’’. მართალი ხარ იცი? სიყვარულის მჯერა მართლა. ადრე არ მჯეროდა შენ დამაჯერეე. რადგან შენ ამიხილე თვალები და არ მინდა შენ დამახუჭინო მინდა დაგამასხსოვრდე თვალებ ღია. ეხლა მეცინება ამას რომ ვწერ თან მაგრა. 1წლის უკან ალბათ ესეთ ადამიანებს დავცინებდი, ის კი არა ქუჩაში ხელიხელჩაკიდებულ ხალხს რომ ვხედავდი იმაზე მეღიმებოდა ხოლმე რა სულელები არიან მალე ატკენენ ერთმანეთს გულებს და ამით დამთავრდა თქო. დღეს ვინმემ ეგეთი რამე რომ თქვას უფროსწორად რომ ეთქვათ ალბათ მოვკლავდი. მე იქიდანაც მაგრა მოგივლი ან, არ ვიცი მართალს ამბობენ თუ არა რო იქიდან ხედავენო. წერილების მოწერა რო შემეძლოს მოგწერდი მაგრამ არ მინდა ჩემი თავი გაგახსენო. ეს მხოლოდ ტკივილს მოგგვრის. ალბათ ეგოისტი ვარ მაგრამ ვერც იმას შეველევი რომ გავიგო რომ დამივიწყე და სხვისი ცოლი გახდი, მიუხედავად ყველაფრისა ეს შენი ცხოვრებაა და თუ შენ მანდ ბედნიერი იქნები მეც ბედნიერი ვიქნები. ბოლოს მაინც იქ შეგხვდები და ისეევ ერთად ვიქნებით არ დავშორდებით ესე ერთმანეთს. გთხოვ არ თქვა უარი ოპერაციაზე. რათქმაუნდა მაშინვე არ მოკვდები მაგრამ ნელ-ნელა პარალიზებული გახდები მერე კი... ანი. რა მახსენდება იცი? აი ბათუმში ვიღაც ორ ტიპს რო თხლიშე, აქედან დაწყნარებული მივდივარ ოთხი დიდი ძმა გყავს ხალხი რომელსაც ბოლო დონეზე უყვარხარ. არც იმის მეშინია რომ დაგტოვე დაუცველად’’ წერილის დასრულებისთანავე ვიღაცამ თითქოს ანი შეანჯღრია. -ანი! ანი გაიღვიძე? ანი წამოხტა და გაგიჟდა. თვალებს ვერ დაუჯერა. -დ-დ-დიტ-ტო? -ხო რა მოხდა -დიტო. შენ... -ანი რა დაგემართ -შენ ხომ მოკვდი -მოვკვდი? -სად ვართ -რათქმაუნდა სამოთხეში არა . ტყეში. ჩემო პატარა რა მოხდა -დამესიზმრა რომ შენ.. მოკვდი და მე... მე.. მაგრამ... -ან ეს სიზმარი იყო დაწყნარდი ჩემო სიცოცხლე. მე ესე ადვილად ვერ მომიშორებ თავიდან -ანუ არ მოკვდები ხო? -არ მოვკვდები-დიტომ მაგრად მიიხუტა ანი და იმის მერე ერთმანეთს დიდიხანი არ დაშორებულან. *** ბოლო წამს მომაფიქრდა დასასრული. მეც ძალიან განვიცადე დიტოს სიკვდილზე რომ დავიწყე ფიქრი ამიტომაც ესე განვავითარე სიუჟეტი. რათქმაუნდა გრამატიკულად ბევრი შეცდომა მაქვს მაგრამ მომავალში გამოვასწორებ მადლობა რომ კითხულობთ ამ ისტორიას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.