შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ გართობა (თავი 6)


26-10-2016, 03:22
ავტორი loveblee
ნანახია 1 906

-ფუ შენი! ცოტნე?! ბექა?!-ყვირის დეა და სამივე აკოს მიცვივდა რომელიც უგონოდ აგდია იატაკზე. მაგიდაზე მოყავისფრო სიგარეტის ფორმის პატარა რამდენიმე ქაღალდია რომელშიც მწვანე მცენარეა, რომდენიმე თეთრი ტაბლეტი რომელიც მიმოფანტულია. აიდა ბექას და ცოტნეს მივარდა რომლებიც აზრზე არ იყვნენ და თვალებს უაზროდ ატრიალებდნენ. ორივე აიდას ძლიერმა შეხებამ გამოაფხიზლა. გონს რომ მოეგო ორივე, დაინახეს ნამტირალები ევა და დეა როგორ ცილობდნენ ძირს დაგდებული აკოს გონზე მოყვანას. ბიჭებმა აკო აბაზანაში შეათრიეს და ვანაში ჩააწვინეს. ცივი წყალი მოუშვეს და აკოს მიუშვირეს. აკო გონზე ნელნელა მოვიდა. როგორც კი ყინულივით წყალი იგრძნო მაშინვე წამოდგომა სცადა. ბექამ და ცოტნემ აკო ისევ მისაღებში გაიყავეს. ცოტახანს ყველა ჩუმად იჯდა. ბოლოს ევამ დაარღვია სიჩუმე.
-თქვენ ნორმალურები ხართ? ჰააა?_ევა ღრიალზე გადავიდა და აკომ ხელები ყურებზე მიიდო რომ დის ხმა დაეფარა._რომ ვერ მოგვესწრო ვინ იცის რა მოხდებოდა!_ევას ცრრემლი წასკდა თვალებიდან.
-კაი ევა დამსვიდდი._დეამ ევა ჩაიხუტა და აწყნარებდა.
-იდოტები ხართ! უტვინოები!_თქვა აიდამ.
გოგოებმა სახლი მიალაგეს. მაგიდიდან ყველაფერი მოაშორეს და თბილისში დაბრუნდნენ. გზაში არავის ხმა არ ამოუღია. ყველა თავის სახლში დაბრუნდა. გავიდა ერთი კვირა. აკო სახლიდან არ გადიოდა. ნუცას ეს ძალიან უკვირდა მაგრამ არაფერს ამბობდა. გოგოები გარეთ ყოველდღე გადიოდნენ. ევა ნიკას ყოველდღე ნახულობდა. აიდაც და დეაც ფიქრობდნენ რომ ნიკას მართლა ქონდა გრძნობები ევას მიმართ. ევასაც ახალისებდა მეგობრების კარგი დამოკიდებულება ნიკას მიმართ. აიდას კი ყოველდღე ემატებოდა ბექაზე ფიქრი. ვერ იძინებდა ისე, მისი სახელიც რომ არ გაევლო გონებაში. გულიც წყდებოდა რომ ვერ ნახულობდა.
ერთ დღეს აიდა და ევა, დედის ოთახში საწოლზე ისხდნენ და კომპიუტერში ტანსაცმელებს ათვალიერებდნენ როცა აკო შემოვარდა გახარებული.
-ოე სასტავ._გახარებული ჩამოჯდა საწოლზე და დებს შეხედა.
-რა ხდება?_ევამ კომპიუტერს თვალი არ მოაცილა ისე კითხა აკოს და თან დედას უჩვენებდა რომ ეს კაბა ეყიდა.
-შენ გოგო სულ თმებს როგორ უნდა იღებავდე ტო?_უთხრა აკომ ევას რომელსაც ახლად შეღებილი ქონდა ქერად თმა.
-მომბეზრდა ეს ნაცრისფერი და ქერად შევიღებე._წაიბურდღუნა ევამ
-უხდება რა გინდა._უთხრა აიდამ აკოს. აკომ ტავი გააქნია და სხვა თემაზე გადავიდა.
-აუზზე რო წავიდეთ არ გინდათ?
-აუ კი._სიხარულით წამოხტა აიდა.
-ხო და ადგეს შენი დაც და წავიდეთ.
-ჭკვიანად იყავით!_ნუცამ სამივეს აკოცა და კომპიუტერში თვალიერება გააგრძელა.
ევაც ზოზინით წამოდგა. კაბების თვალიერება ძალიან უნდოდა მაგრამ ამ კარგ ამინდში აუზზე უარს რომელი იტყოდა. გოგოები ათ წუთში მზად იყვნენ. აკო დაბლა ელოდებოდა დებს მანქანაში. დები რომ მალე ჩავიდნენ გაუკვირდა.
-ვამე რა შუსტრები ხართ?_ხმა დაიწვრილა და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
-ოო მოიცა... დეასაც დავურეკავ რა?_კითხა აიდამ და მობილური ამოიღო.
-ეგენი უკვე წავიდნენ, გველოდებიან.
-ბიწებიჩ მოდიან?_იკითხა ევამ.
-ხო აბა, თქვენნაირ ნაშობაში ნამდვილად არ გავივლი რაა? თან მარტო._გაიცინა აკომ
-იოცნებე შე უბედურო მაგაზე._გაიცინა აიდამ.
აუზზე მალე მივიდნენ. დებს დეას დანახვა ისე გაუხარდათ, ბექას და ცოტნეს საერთოდ არ მისალმებიან. აიდამ და ევამ მზის დამცავი წაისვეს. აკო და ცოტნე წყალში გიჟებივით გადაეშვნენ.
-მე არ უნდა მომიკითხო?_ბექა აიდასთან მივიდა რომელიც თმას იკრავდა. აიდამ ჩაიცინა და ბექას ლოყაზე აკოცა. ბექას მის საქციელზე გაეცინა და შეზლონგზე ჩამოჯდა.
-ძაან გამიტყდა._ბექამ თქვა და თავი ჩახარა.
-რა გაგიტყდა?_აიდამ კითხა. მის წინ ჩამოჯდა და თან ჩანთიდან რაღაცეებს იღებდა.
-რა და მაშინ...გალეწილ მდგომარეობაში რო მნახე.
-კაი ნუ მახსენებ მაგას რა.
-შეგეშინდა ხო?_ბექამ თავი აწია და ოდნავ გაეღიმა.
-აუ ბექა? რაც იყო იყო. ნუ მახსენებ ძალიან გთხოვ._აიდა ფეხზე წამოდგა და აუზთან მივიდა. ევა და დეა იწვნენ და რუჯს იღებდნენ. ბექაც აიდას მიუდგა გვერდზე.
-ჩაგაგდო?_კითხა ბექამ აიდას და ერთი თავლი მოჭუტა.
-მჰჰ, ჩამაგდო?_აიდამ ბექას სიტყვა გაიმეორე და ისე კრა ბექას ხელი თვალის დახამხამებაში ბიჭი წყალში აღმოჩნდა. ცოტნე და აკო ბექას დასცინოდნენ. ამხელა ბიჭი გოგომ როგორ ჩააგდოო. აიდა ერთი გაიცინა, შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი უკან დაიხია, მთელი სისწრაფით გაექანა და ისე ჩახტა, სამივე ბიჭს სახეზე შეესხა წყალი.
-აუ რა ქაჯია ტო._თქვა სიცილით აკომ.
-გოგო წყალში რო უფრო შავდები არ იცი?_უთხრა ცოტნემ ევას.
-ნუ მასწავლი რა?_ხელი აიქნია ევამ.
-აუ რამე დასალევი მინდა დაგამომყევით ვინმე რა?_აიდა ბიწებს მიუბრუნდა.
-აი ბექა გამოგყვება._უთხრა დას აკომ გაცურა.
აიდა და ბექა ბართან დასხდნენ და ორი კოქტეილი შეუკვეთეს.
-რა სექსუალურად გამოიყურები დღეს?_უტხრა ბექამ აიდას და სასმელი მოსქვა.
-მარტო დღეს?
-ყოველთვის.
-ჰო ვიცი._თავი დააქნია აიდამ._რა გავჩნდი ასეთი ნუ?
-შენზე იცი რა გავიგე?_კითხა ბექამ
-რა გაიგე?
-რა და შავგვრემან ბიჭებზე აბოდებსო.
-ჰოო?_სიცილით კითხა აიდამ.
-კიდევ ბიჭისთვის არ უკოცნიაო.
-ეგ საიდან მოიტანე._წარბები შეკრა აიდამ.
-ანუ შენ ამბობ რომ ბიჭის ეზასავე ხო?
-და ისეთ ასაკში ვარ რომ ჯერ ბიჭისთვის ნაკოცნი არ მქონდეს?_წარბები მაღლა აწია აიდამ და ტუჩები დაბრიცა.
-მაგას მალე გავიგებ გაქვს თუ არა.
-და როგორ გაიგებ?
-ეგ მე ვიცი როგორ გავიგებ._თქვა ბექამ და აიდა იმ წამსვე წამოდგა ფეხზე. ბექაც უკან გაყვა და უეცრად აიდას საჯდომზე ხელი წამოარტყა. აიდა დენდარტყმული შეხტა და ბექას თვალები დაუბრიალა.
-შენ ვერ ხარ ხო?_ხმადაბლა კითხა აიდამ.
-შეიძლება ითქვას._თვალი ჩაუკრა ბექამ და აუზში ბიჭებთან გადაეშვა.
აიდა გოგოების გევრდი დაწვა. ტელეფონში სიმღერები ჩართო, ყურსასმენები გაიკეთა და სხვა სამყარაში ნაცნობ ადამიანზე ფიქრით გადაეშვა.

-----------
ბოდიშით რომ ვაგვიანებ. ვერ ვდებ მალე <3 მადლობა რომ კითხულობთ <3



№1 სტუმარი nia

Magariaa zaaan

 


№2 სტუმარი Guest პანდა

აუ დადე რა აალი თავაი relaxed relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent