შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 3


26-10-2016, 18:01
ავტორი kato wiklauri
ნანახია 3 285

ფეხი ვერ გადავდგი რომ იქაურობა დამეტოვებინა. გაშეშებული ვიდექი თითქოს ამ ადგილს მიმაჯაჭვესო. ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავდი. წამში გამახსენდა ყველაფერი რაც მან გამიკეთა და რაც მის გამო გადავიტანე. ისევ გიოს ხმამ დამაბრუნა ამ სამყაროში.
-დაიკო მეშინია.- ხელი ჩამკიდა და დამქაჩა.
-წავიდეთ,- მოვბრუნდი და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ მისი ხმა მომესმა.
-მოიცა არ წახვიდე...
-რატომ? ჩვენ აღარაფერი დაგვრჩა საერთო და არც სალაპარო
-როგორ ხარ? მე უბრალოდ შენი მოკითხვა მინდოდა
-როგორ ვარ? მეხუმრები? ხვდები საერთოდ შენ რა ჩაიდინე ჩემს წინაშე? ასეთი არაკაცი როგორ ხარ. ასეთი ნაგავი როგორ შემიყვარდი? კაპიკია შენი ფასი.- სიბრაზისგან თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და მის წინ როგორ აღმოვჩნდი ვერც გავიაზრე.
-კარგი რაა? ისეთი რა მოხდა რაც სხვა წყვილებს შორის არ მომხდარა?
-ვერ გიტან. იცოდე მაგ შენს სიამაყეს და თავნებობას ფეხქვეშ გაგითელავ, აი ნახავ სულ მალე ყველაფრისთვის გადაგიხდი სამაგიეროს. შურისძიება ძალიან მწარე იქნება.-ვუთხარი და გიოს ხელი ჩავკიდე,უკან დავბრუნდით. არ ვიცი რამდენ ხანს იდგა ის. იქ არც ის გამიგია როდის წავიდა.
-დაიკო ჩვენ ხომ უნდა გვეთამაშა?
-ახლა არა გიო. ხვალ იყოს კარგი. დღეს მაპატიე.- ვუთხარი მას და ჩუმად მოვიწმინდე ცრემლი, რომ მას არ დაენახა...
სახლში რომ მივედით ჩემს ოთახში შევიკეტე და საღამომდე არ გამოვსულვარ. ისევ გამახსენდა. არადა მეგონა რომ დავივიწყე, ისევ ამტკივდა სული. ვიღაცას უნდა დავლაპარაკებოდი და ეკას დავურეკე.
-როგორც იქნა. სად ხარ გოგო დაკარგული?
-კარგი რაა, ნუ მსაყვედურობ. ისე გავერთე მშობლებთან საუბრით და გიოსთან თამაშით რომ გადამავიწყდა დარეკვა. როგორ ისვენებთ თქვენ?
-როგორ დავისვენებთ? ისინი კარგად. მაკო თავის შეყვარებულთან ერთად სულ ცდილობს სადმე განმარტოვდეს და გაიქცეს. ირაკლი ახალ ახალ ნაშებს დასდევს. მე კიდევ სახლში მიწევს ყოფნა და საჭმელების გაკეთება, ძალიან მაკლიხარ.
-ხოდა დაჯექი და ჩამოდი ჩემთან.
-ხვალ ისედაც ვბრუნდებით თბილისში, ასე რომ იყოს. იქ ვნახავ რამე გასართობს. მერე კი შენც ჩამოხვალ
-ხო ჩამოვალ. ხვალვე ჩამოვალ...
-მოიცა რამე მოხდა? რა ხმა გაქვს?
-ისეთი არაფერი.-თავის არიდება ვცადე მე
-აბა მითხარი ეხლა...
-ის ვნახე დღეს აკო..აქაა. ეტყობა ძმაკაცთან ჩამოვიდა
-არაკაცი.თავს რატომ არ განებებს. შეგეშვას. თორემ ვანანებ. შენ დამშვიდდი გთხოვ არ ინერვიულო მეგობარო. გახსოვდეს რომ წინ ახალი ცხოვრება გველოდება და სამუდამოდ ჩააბარე ეგ ადამიანი წარსულს.
-გპირდები...კარგი ეკა ყველა მომიკითხე. წავალ ახლა მშობლებთან, მოვესიყვარულები. ბებიას ვნახავ თორემ დღეს მთელი დღე ოთახში ვარ ჩაკეტილი..
მეგობარს დავემშვიდობე და ქვემო ჩავედი. დედა და ბებო საზარეულოში ვახშამს ამზადებდნენ. მამა მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. გიო იქვე სათამაშოებში ჩამჯდარიყო და თამაშით იქცევდა თავს.
-რას უყურებ?-ვკითხე მამას და გვერდით მივუჯექი.
-მსოფლიო ჩემპიონატია ჭიდაობაში და ჩვენები ჭიდაობენ. ახლა ფინალს ველოდები.
-ვაა რა საინტერესოა. მეც ვუყურებ.
ტელევიზორში სპორტსმენი გამოჩნდა. იაპონური კიმონი ჩაეცვა და ისწორებდა თან ასაკოვან მამაკაცს ესაუბრებოდა. ჩემი ვარაუდით ის მისი მწვთნელი იყო. საინტერესო და მრავლისმეტყველი სახე ჰქონდა. მის სახეზე ვერ წაიკითხავდი ვერაფერს. ახლო კადრი აჩვენეს და მისმა მწვანე თვალებმა რატომღაც მიიქცია ყურადღება.
-ეს რა ჭიდაობაა? რა აცვიათ?
-ეს ძიუდოა შვილო. ახლა გაჩუმდი და უყურე. მერე ილაპარაკე.- მკაცრად მითხრა მან და მეც გავჩუმდი. ჭიდაობის დაწყებიდან დაახლოებით ერთი წუთი იყო გასული როცა მამაჩემმა წამოიყვირა.
-რა მოხდა მამა?-შემეშინდა და შევკრთი მის ყვირილზე.
-მოიგო შვილო, მოიგო,სუფთა გამარჯვებაა ეს. აი ასეთი ვაჟკაცები ამრავლოს ღმერთმა. კაცური კაცია. ამას ვენაცვალე.- მამის სახეზე დიდი ხანია ასეთი ღიმილი და აღფრთოვანება არ დამინახავს.
-ვინმე ნაცნობია?
-ჩვენებურია, მაგრამ აქ არ ცხოვრობს. პატარა იყო მისი მშობლები აქედან რომ წავიდნენ დ მას შემდეგ აქ არ აბრუნებულან. შემდეგში სახლიც გაყიდეს და იქ გადავიდნენ .საბოლოოდ დაივიწყეს აქაურობა.
-მამა იქნებ თქვენც წამოხვიდეთ ჩემთან. შევაპარე მე
-არა. იქ აღარ დავბრუნდები. აქ კარგად ვართ. აბა რა მინდა იქ მითხარი? აღარც ერთი მეგობარი არ დამრჩა. არც ბიზნესი. ნათესავებსაც აღარ ვუნდივართ ხომ ხედავ. რამდენიმე ახლო ნათესავის გარდა არავის აღარ ვახსოვართ. საკუთარ ძმას და მის ოჯახასც აღარ ვუნდივართ, იმიტომ კი არა რომ რამე დავაშავე ? იმიტომ რომ აღარც ბიზნესები მაქვს და აღარც ფული რომ ყველას დავეხმარო.
-კარგი მამა არ ინერვვიულო. დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება. მოვეხვიე მას. -მალე ყველა გაიგებს ჩვენს ფასს. თვალზე ცრემლი მოადგა ამ ყველაფრის გახსენებაზე.
-რა ხდება აქ? გულახდილობის საღამო გაქვთ?-გოგი წამოდი ვივახშმოთ სუფრა გაშლილია.
-მოვდივართ დედა.
გიო პირველი გავარდა სასადილო ოთახში და ჩვენ რომ შევედით უკვე მაგიდასთან დასკუპებულიყო და გემრიელად ილუკმებოდა.
-ამ ბავშვს ასეთი მადა საიდან აქვს ერთი გამაგებინა,-ჩაილაპარაკა მამამ და გაეღიმა...

სოფელში კიდევ ორი დღე დავყავი, შემდეგ თბილისში გამოვემგზავრე. მეგობრები უკვე მელოდნენ მითუმეტეს რომ ზაფხული მიიწურა და სამსახურში უნდა წავსულიყავი...
დილით ადრიანად ავდექი. კლასიკურად ჩავიცვი და კლინიკაში გამოვცხადდი. ეკაც იქ დამხვდა. კადრების განყოფილებში კონტრაქტები გაგვიფორმეს და შემდეგ ჩვენი კაბინეტები გვაჩვენეს .იმავე საღამოს რესტორანში ავღნიშნეთ მე და ეკამ მეგობრებთან ერთდ ეს დღე. მეორე დღიდან კი სრული დატვირთვით შევუდექით მუშაობას. თავიდან არც ისე ბევრი იყო პაციენტი მაგრამ დღითიდღე მატულობდა და ხან ისეც ყოფილა რომ გვიანობმადე ვერ გამოვიოდით კლინიკიდან...
ფული რა თქმა უნდა ბევრს არაფერს ნიშნავს ჩემთვის მითუმეტეს. მაგრამ როცა არ გაქვს ცხოვრებაში პრობლემებიც მატულობს.როგორც კი შემოსავალი გამიჩნდა თანაც საკმაოდ სოლიდური მაშინვე შევივცალე იმიჯი. განვაახლე გარდერობი და ახლა უკვე საქმიან ქალად ვიქეცი. მოკლედ დავიწყე ახალი ცხოვრება რომელიც საკმაოდ განსხვავებული და კარგი ჩანდა.მიუხედავად იმისარომ სიყვარული აღარ ეკარებოდა ჩემს გულს და არც ვინმე ისეთი სერიოზული და ღირსეული პიროვნება ჩანდა რომელიც წარსულს დამავიწყებდა. გატეხილ გულს გაამთელებდა. იარებს მოაშუშებდა და ცხოვრების ხალისს დაუბრუნებდა ისედაც დატანჯულ გულს...
მართალი აღმოვჩნდი ნიკასთან დაკავშირებით. ცუდს მიგრძნობდა გული და ასეც მოხდა.იმ საბედისწერო დღის შემდეგ თავს არ მანებებდა. მოსვენება დამეკარგა მის გამო მითუმეტეს იმ კლინიკის დირექტორის შვილი იყო სადაც ვმუშაობდი და ეჭვი არ მეპარებოდა რომ ჩემი იქ დატოვება სწორედ მისი დამსახურება იყო...
არ ვიცი საიდან ან როგორ მაგრამ ჩემს შესახებ თითქმის ყველაფერი იცოდა.სად დავდიოდი, ვისთან ერთად, სად ვცხოვრობდი, ზუსტად იცოდა ჩემი ყველა მეგობრის მისამართი და ჩემი მშობლების სახლიც კი. აჩრდილივით უკან დამდევდა და არ ნებდებოდა რომ ოდესმე მას შევხედავდი და შევიყვარებდი. მიგზავნიდა უამრავ საჩუქრებს, ყვავილებს კლინიკაში. ადგლი აღარ იყო იქ და მე კიდევ მათ გადაყრას ვერ ავუდიოდი...ხან ვეხვეწე, ხან ვემუდარე, ხან დავემუქრე რომ ჩემთვის თავი დაენებებინა, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა. ირაკლისაც ვერ ვეუბნებოდი ამ ყველაფერს არ მინდოდა შარში გახვეულიყო ამ არამზადას გამო. მხოლოდ ეკამ იცოდა ჩემი გასაჭირი,სამსახურიდან წასვლა და საზღვარგარეთ გამგზავრება გადავწყვიტე. ეკამ არ გამიშვა. ამდენმა მერვიულობამ და ასეთ დაძაბულ რეჟიმში ყოფნამ ჩემზე და ჯანმრთელობაზე იმოქმედა და სერიოზული პრობლემები შემექმნა.
გადავწყვიტე წასვლის მაგივრად დარჩენა და პრობლემის მოგვარება. ირაკლის მის შესახებ ინფორმაცია მოვაპოვებინე. შედეგი მოწმენდილ ცაზე მეხის გავადნას გავდა და კიდევ უფრო მეტად შევიძულე...ნეტავ რატომ შევხვდით ერთმანეთს და რატომ გადაიკვეთა ამჯერად ჩვენი გზები. უცნაურია ცხოვრება. რას გაუგებ....

***********************

კარი დავკეტე და ლიფტის მოსვლას არც დავლოდებივარ კიბეზე დავეშვი. სამსახურში ვაგვიანებდი. გზაში ჟურნალები ვიყიდე და ტაქსის მოლოდინში იქვე გავჩერდი გაჩერებაზე. ჩემს წინ საკმაოდ ძვირად ღირებული მანქანა გაჩერდა, შავი ფერის და უცებ მიიქცია ხალის ყურადღება. იქიდან ნიკა გადმოვიდა და მომესალმა. თავი ავარიდე და გვერდით გავიხედე. ის წინ დამიდგა და მომაშტერდა
-რას მიყურებ?
-ყურებას ვერ დამიშლი? გამარჯობა მაინც გეთქვა.
-შენ არ ხარ გამარჯობის ღირსი
-ნუ მენაგლები გოგო.- მოთმინება ელეოდა მას
-როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები. ენა ჩემია
-ასე ხომ? ამდენი თვეა უკან აგდევ და ვერ გავალღვე ის ყინული შენ რომ გაქვს აღმართული. რატომ მექცევი ასე?
-იქნებ მაქვს ამის მიზეზი?
-მითხარი მეც ხომ უნდა ვიცოდე.
-არ ვაპირებ. საკუთარ წარსულს და ცოდვებს თუ გადაავლებ თვალს წესით უნდა მიხვდე.
-შენ რა იცი ჩემი წარსული შესახებ.?-სახე შეეცვალა მას
-ისეთი არაფერი ძვირფასო. მე უბრალოდ გითხარი რომ შენ თვითონ ეძებო წარსულის შეცდომები და მიხვდე რატომ გექცევი ასე.ირონია გავურიე ნათქვამში, მოვბრუნდი და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ის წინ გადამიდგა და შემაჩერა.
-გაიწიე მაგვიანდება სამსახურში.
-მოიცადე, მე შენთვის საჩუქარი მაქვს. აი ეს მანქანა შენია შენ გიყიდე და ამის შემდეგ სამსახურში ამით ივლი. აღარ დაგაგვიანდება..მან გასაღები და მანქანის საბუთები მომაწოდა.-მხოლოდ შენი ხელის მოწერა აკლია
-რაა?-გავცოფდი მე.საბუთები გამოვტაცე და სახეში მივაყარე. -შენ მე ვერასოდეს მიყიდი. გაიგე მე შენგან არაფერი მინდა მხოლოდ ის მინდა რომ შემეშვა და თავი დამანებო. არც მანქანა მინდა, არც საჩუქრები, არც ყვავილები და არც არაფერი
-კარგი რაა სალომე მე ხომ მიყვარხარ.-ცდილობდა არ გამოსულიყო წონასწორობდან
-შენ რა გესმის სიყვარულის საერთოდ? მეზიზღები. ახლა კი გაიწიე.ხელით გავწიე და ტაქსს გავუქნიე ხელი.ისიც მაშინვე გაჩერდა.კარი გამოვაღე და ჩაჯდომას ვაპირებდი როცა ზურგს უკან მომესმა
-იცოდე ვინც არ უნდა შეგიყვარდეს არავის არ ვაცოცხლებ .მოვკლავ ყველას, მაინც ჩემი გახდები.
-მერედა ვინ გითხრა რომ ვინმეს შეყვარებას ან ვინმეს ცოლობას ვაპირებ?მონასტერში წავალ ძვირფასო. -ირონიით მივაძახე და ასე გაოგნებული დავტოვე ნიკა...

სამსახურში დაგვიანებით მივედი და განერვიულებული ვიყავი, ეკა მაშინვე მიხვდა მიზეზს და არაფერი უკითხავს, მაგრამ ვხვდებოდი რომ ინტერესით კვდებოდა გაეგო რა მოხდა ამჯერად. ფორმა ჩავიცვი და რეგისტრატურას მივაშურე.
-არის ჩემთან ვინმე?
-დიახ ექიმო. ახლავე დავუძახებ.
-კარგი. კაბინეტში ვიქნები.
ეკა უკან ამედევნა და ხმას არ იღებდა.კაბინეტში შემომყვა და ჩემს სამუშაო მაგიდას მიუჯდა.
-აბა მომიყევი რა მოხდა. ხომ ხედავ ვკვდები ინეტერესით
-ისეთი არაფერი ეკა. სახლთან დამხვდა და მანქანის საბუთები მომცა.მითხრა გჩუქნი შენიაო, მე კიდევ სახეში მივაყარე ის საბუთები და ასე დავტოვე.
ექთანმა პაციენტი შემოიყვანა. მოვტრიალდი და სახტად დავრჩი. ის იყო- მამაჩემის ფავორიტი სპორტსმენი.დავიბენი და წამიერად მივაშტერდი და მისი გარეგნობა შევაფასე-მაღალი, ნავარჯიშევი, დაკუნთული და ოდნავ გარუჯული სხეული. ათლეტური აღნაგობა, შავი თმები, სწორი ცხვირი, თხელი ტუჩები და საოცარი მწვანე თვალები. ის თვალები რომლებმაც ჩემი ყურადღება მაშინ მიიქციეს როცა ტელევიზორის წინ ვიჯექი და მას ვგულშემატკივრობდი. მუქი ლურჯი ჯინსი ეცვა და ასეთივე ფერის ზედა და ეს უფრო მეტად მომხიბვლელს ხდიდა. უცებ შეფაასე მისი პიროვნება.მერე გონს მოვეგე და მივესალმე.
-ექიმო ეს მისი ანკეტაა და ანალიზები.
-ძალიან კარგი. ექთანს მადლობა გადავუხადე და ახალგაზრდას ვთხოვე სკამზე მოთავსებულიყო. თამამად გამომყვა და სტომატოლოგიურ სავარძელში ჩაჯდა. ხელის დასაბანად გავედი. ეკაც უკან გამომყვა.
-ნეტავ გენახა შენი სახე,?გამოლენჩებული უყურებდი.-მიჩურჩულა მან
-არანორმალური ხარ,-ვუჩურჩულე მეც
-ვიცი მადლობა. კარგი ნიკასთან რამე მოხდა კიდევ.
-დამემუქრა მითხრა რაც არ უნდა მოხდეს მაინც ჩემი ცოლი გახდები. მოვკლავ ვისაც არ უნდა გაყვეო. მე მივაძახე არ ვაპირებ გათხოვებას და ვინმეს შეყვარებას თქო. ეს იყო სულ
სამედიცინო ხელთათამანები და ინსტრუნეტები ავიღე. ვცდილობდი პაციენტს ჩვენი საუბარი არ მოესმინა. ყოველშემთხვევაში მეგონა რომ არ მოუსმენი. ეკა კი არ ჩერდებოდა და უკან გამომყვა.
-არ მითხრა რომ რაც უთხარი სიმართლეა.-პაციენტის წინ მითხრა მან.
-ეკა უხერხულია, მერე ვილაპარაკოთ. ის სკამზე ჩამოჯდა და ჟურნალების თვალიერება დაიწყო.
-აბა რა გვაწუხებს?-მივუბრუნდი პაციენტს
-კბილი მტკივა.- დაიკვნესა მან
-როდის აგტკივდათ?
-გუშინ საღამოს და მთელი ღამე მტკიოდა.
-გამიღეთ პირი ვნახავ ჩემო კარგო ამოსაღებია თუ სამკურნალო?
კბილი ამოსაღები არ აღმოჩნდა.დაახლოებით ერთი საათი დამჭირდა მის სამკურნალოდ. მერე დანიშნულება მივეცი და ერთ კვირაში დავიბარე მკურნალობის საბოლოოდ დასრულებისთვის.
-სხვათა შორის ჩემს ოჯახში თქვენ ძალიან გგულემატკივრობენ, განსაკუთრებით მამაჩემი.
-ძალიან სასიმოვნოა.- გამიღიმა მან
-ბოლო შეჯიბრი რომელიც თქვენ მოიგეთ მეც ვნახე. შემთხვევით შევესწარი.-გავუღიმე მეც.
ეს არ გამოპარვია ეკას. ჟურნალი დახურა და მომიბრუნდა
-არ მითხრა რომ ერთმანეთს იცნობთ.
-მხოლოდ ტელევიზორიდან
-გოგო შენ ტელევიზორის ყურებას როდისღა ასწრებ? მითუმეტეს სპორტს როდის აქეთ უყურებ?
-რავიცი მოვახერხე იმ დღეს. რას წარმოვიდგენდი ჩემი პაციენტი თუ გახდებოდით.
-ეტყობა გულმა გიგრძნოთ.-მიპასუხა მან,
საუბარი ჩემმა ტელეფონმა შეგვაწყვეტინა.-ერთი წუთით დამელოდეთ,- ვთხოვე მას და მობილურს ვუპასუხე.
-მოკლედ ასე.- მომესმა ნიკას ხმა.-რამდენიმე წუთში მანდ ვიქნები და ყველაფერი დასრულდება. ყელში ამომივიდა შენი სისულელეები, შენი დევნა. დღეს ჩემი ცოლი გახდები. შენს თავს დააბრალე. მე ყველანაირად ვეცადე თბილად მოგქცეოდი.
შეშინებულმა შევხედე მათ და ტელეფონი ხელიდან გამივარდა. თვალები ცრემლით ამევსო
-ნიკა იყო?-მაშინვე მიხვდა ეკა.-რა უნდოდა?
-დამემუქრა დღეს ყველაფერი დამთავრდებაო. ვერც კი მივხვდი რომ ის ბიჭიც იქ იდგა და გვისმენდა.-ახლა რა ვქნა ეკა? რამდენიმე წუთში მანდ ვიქნებიო. მეშინია ეკა, სადაც უნდა წავიდე ხომ იცი ყველგან მიპოვის.რა ვქნა? ტირილი ამივარდა და ცრემლები წამომივიდა.
-მე ვიცი რაც უნდა ქნა.- ჩაეღიმა ეკას
-ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათ?მომიბრუნდა ჩემი პაციენტი, რომელიც დაბნეული იდგა და უხმოდ ადევნებდ თვალს ამ სიტუაციას
-მე ვიცი რაც უნდა ქნა?ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.მივხვდი რაღაც სისულელე მოიფიქრა მაგრამ ახლა შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა.
-შეგიძლიათ ჩემი მეგობარი სადმე წაიყვანოთ და ერთი დღით გადამალოთ? ცუდი არაფერი ჩაუდენია უბრალოდ ამის ახსნის დრო არ გვაქვს, გზაში აგიხსნით ყველაფერს თვითონ
-კი რა თქმა უნდა. არაა პრობლემა.სადაც მეტყვის იქ მივიყვან. ისედაც ვაპირებდი ამის თქმას.
-უარის თქმა ვერ მოვასწარი ასე ფორმით ავედევნე უკან მას. დაბნეულმა არჩ ტელეფონი ავიღე და არც თბილი ქურთუკი გარეთ ხომ სუსხიანი მარტი იდგა.რამდენიმე წუთში მის მანქანაში აღმოვჩნდი. სწრაფად დაძრა ადგილიდან და მკითხა:-სად წავიდეთ?
-სადაც გინდა.ვუპასუხე მე და გავჩუმდი....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent