SoulMate 9
17 მარტი 2014. ხელები მიკანკალებს. სიგარეტი 16საათია არ მქონია. უკვე ცუდათ ვარ. ჩემი ნაწერი პრაქტიკულად გაურკვეველია. რაილიმ მითხრა რომ არაუშავს თუ დამოკიდებული გავხდი. მასზე ნაწყენი ვიყავი, მაგრამ არ შეიძლება ნაწყენი იყო რაილიზე დიდხანს, მალევე ისევ შეგიყვარდება მისი მომხიბლავი ტალღოვანი თმა და თავხედური ღიმილი. როგორხ არის, ეხლა დივანზე ვწერ, მთლიანად მტვერით და კვამლით ვარ გარშემორტყმული. უკვე საღამოა და დაახლოებით სამი ბიჭია რომელიც ზის, ეწევა და დაბალ ხმაზე საუბრობს. ვცდილობ მათი კვამლი შევისუნთქო, მაგრამ შორს ვარ და თან არ მინდა შემამჩნიონ. თანაც პასიური მწეველობა არც ისე კარგია. დღევანდელი დღე ნორმალური იყო რომელიც დაიწყო უცნაურად. დილით გავიღვიძე დასიებული თვალებით და მოდუნებული სხეულით. თითქმის არ მძინებია, ნახევარი ცეკვაში გავატარე და როდესაც დავიძინე ერთ საათში კოშმარმა გამაღვიძა. შემიძლია ვიამაყო რომ მხოლოდ რაილი გავაღვიძე ერთხელ, როდესაც თავში ხელი მოვარტყი. არ მიყვირია. როდესაც ვემზადებოდი თითქოს ტრანსში ვიყავი, თავს ზომბივით ვგრძნობდი. ფეხებს მივათრევდი და იმის თავიც არ მქონდა თამბაქო შემეხვია. -Vous deux! J'ai besoin de vous pour recueillir du bois de la cabine arriere. apportez tout cela! allez! ( თქვენ ორი! მინდა რომ შეშა მოიტანოთ მაღალი კაბინიდან. მოიტანეთ! მიდით!) - ერთმა მცველმა მიგვითითა მე და რაილის ტრადიციული დაღვრემილი სახით. მხოლოდ "თქვენ ორი" "კაბინა" და "წადით" გავარჩნიე. რაილიმ სწრაფად მითარგმნა დანარჩენი და ამაყად ვიგრძენი თავი რომ შევძელი სიტყვების გარჩევა. - მას უნდა რომ შევაგროვოთ შეშა კაბინის უკანა მხრიდან და მთლიანად მოვიტანოთ. თავი დავაქნიე, მიხაროდა რომ ფარცხვა არ მომიწევდა, ჯერჯერობით მაინც. შეშის მოზიდვა ცოტახანს მაინც მოგვიწევდა, შეიძლება მთელი დღეც და შემეძლო მეთქვა რომ სხვა ბიჭებმაც იცოდნენ ეს. ისინი გულისწყრომით იყურებოდნენ ჩვენსკენ. წინააღმდეგობა უნდა გამეწია ენის გამოყოფის სურვილს. ჩვენ არ ვიყავით დაწყებით სკოლაში. - კარგი წავედით! რაილის გავყევი კაბინისკენ. ამ მხარეს არასდროს ვყოფილვარ და მაშინვე დავინახე რომ ეს კაბინა უფრო კარგი იყო. უცებ რაღაც გავაანალიზე. - რაილი, ეს გოგონების კაბინაა? - ჰო - მიპასუხა მან - გინდა შევიხედოთ? სექსუალურები არიან. -არა. მან გაიცინა- დარწმუნებული ხარ? იმიტომ რომ ზოგიერთ მათგანს ყველაზე დიდი მკერდი აქვს რაც ოდესმე მინახავს... ჩავიცინე, ვფიქრობდი რატომ გამოგვგზავნა მცველმა აქ თუ ეს წესების დარღვევა იყო. კაბინის უკან მივედით. - მაქს, აქ არ არის შეშა... - თქვა შემცბარმა რაილიმ. - რა? - აქ შეშა არ არის! ის შემობრუნდა და დაბნეულმა შემომხედა, მისი თვალები ჩემს უკან რაღაცას მიაშტერდა და შიშით ნერწყვი გადაყლაპა. ნელა შევტრიალდი, ძალიან ნელა და დავინახე ყველაზე დიდი ადამიანი რომელიც მინახავს. მას ჰქონდა თეთრი თმა და დანაოჭებული სახე, ისე რომ მისი თვალების დანახვა ძნელი იყო. მას ჰქონდა დიდი მხრები და მიუხედავად იმის რომ მოხუცი იყო, ვგრძნობდი შეეძლო ხელით შეეძლო ყველანაირ ბრძოლასი გაემარჯვა. - Qu'est-ce que vous faites revenir ici deux? (თქვენ ორი, რატომ გამოხვედით აქ?) - მისმა ხმამ დაიჭექა ჰაერში. რაილიმ პირი გააღო და ისევ დახურა როგორც თევზმა. ჩემმა ტვინმა მუშაობა დაიწყო და ლაპარაკი დავიწყე. მადლობა სამოთხის მბრძანებელს რომ კარგი მატყუარა ვარ. - ოჰ ღმერთო ჩემო სერ, საერთოდ არ დამინახიხართ! თქვენ დაახლოებით რვა გულის შეტევა დამმართეთ! ხმას ავუწიე რამდენიმე ოქტავით და გავიღიმე გამარჯვებულივით და თითზე მხრებამდე თმა დავიხვიე. კაცის სახეზე დაბნეულობა დავინახე. - რრ...რას აკეთებთ ბანაკის ამ ადგილზე? - მომმართა მან. არ დავიბენი, ტუჩები გამოვბურცე და მარჯვენა ქუსლი მარცხენასთან დავდე ძალიან ქალურ პოზაში - არ ვიცი რას გულისხმობთ სერ, ჩვენ უბრალოდ გამოვედით სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად, გავიგე რომ ეს კარგია ჯანმრთველობისთვის? ასე რომ მე და ქრისთი გამოვედით? ვიფიქრეთ გამოვიდოდით და რამე მაგარს ვიპოვიდით როგორც ფილმებში? გინახავთ "ნაციონალური განძი"? მთავარი გმირი ძალიან სექსუალური იყო, განსაკუთრებით ჭუჭყიანი. ღმერთო ჩემო ქრისთი, არ მოგეწონა, არ გინდოდა მისთვის გეკოცნა მთელი ფილმის მანძილზე? ჰო, ვიცი გინდოდა. ეს ცოტა გიჟურია როცა ცნობილ ადამიანზე შეყვარებული ხარ და შემდეგ ხვდები რომ სინამდვილე ესეთი მოსაწყენია? მოიცადე, რას ვლაპარაკობ არასდროს შევხვედრივარ ნამდვილ ცნობილ ადამიანს. და რომც შევხვედროდი დარწმუნებულივარ ისინი ისეთივე სექსუალურები იქნებოდნენ, რომ არ იყვნენ არც შევხვდებოდი. მართალი ვარ ქრისთი? ჰო მართალივარ. გინახავს... - საკმარისია! - კაცმა დაიყვირა და შემაწყვეტინა უაზრო ლაპარაკი. რაილის თავი დახრილი ჰქონდა რომ მისი შესამჩნევი კაცური ნაკუთები არ შეემჩნია, თვალები სწრაფად ავახამხამე და ტუჩზე მაცდურად ვიკნბინე. მან მოიფხანა თავის უკანა მხარე, და ვხედავდი ვერ გადაეწყვიტა, დაეჯერებინა ჩვენთვის თუ არა. პირველად ცხოვრებაში ვინატრე მკერდი მქონოდა. - ქრავლერ? რა ხდება? თბილმა ხმამ დაიძახა. დაახლოებით ცამეტი წლის გოგონა ჩვენთან მოვიდა. მას ჰქონდა სუფთა, მუქი კანი და აბსოლიტურად მკვეთრი აბრეშუმის მსგავსი თმა. ის სუფთად გამოიყურებოდა, ტანსაცმელი გარეცხილი და მისი გრძელი ფეხები არ იყო დალურჯებული. შური ვიგრძენი. როგორ შეეძლო ეცხოვრა ლამაზად და ჩვეულებრივი გოგოსავით და ყოველ კვირა გაუპატიურებასა და ტკივილში ყოფილიყო? შემაჟრჟოლა მოგონებამ სისხლის, რომელიც ჩემს ბარძაყებზე მოედინებოდა, არამხოლოდ ბატონის ჭრილობებით. როდესაც ეჭვიანობამ გადაიარა, გამოვიყენე შესაძლებლობა რომ მას გამოვეყვანეთ მე და რაილი ამ არეულობიდან. - ოჰ გამარჯობა - მივესალმე ენთუზიაზმით, უფრო მეტად დავიხვიე თმა. დავინახე რაილიმ შემი უკანალი შეათვალიერა და გავიღიმე. - გამარჯობა? - დავინახე როგორ დაიბნა გოგო, არსდროს ვუნახივარ მანამდე და იცოდა რომ ბიჭი ვიყავი, მაინც არც ისე დარწმუნებული ჩანდა. - ჰო გამარჯობა! ქრავლერი უბრალოდ გვსაყვედურობდა გარეთ ყოფნის გამო, მაგრამ ვფიქრობ შენ ხარ რომელმაც გვითხვრა რომ გამოვსულიყავით აქ, ხომ ასეა? შენ არ იყავი, რომ თქვი სუფთა ჰაერი კარგი იყო? თვალებით შევევედრე. ან ძალიან სექსუალური ვიყავი ან ის უბრალოდ ძალიან დებილი იყო რადგან თავი დააქნია. - ოჰ დიახ, ქრავლერ, სუფთა ფაერი კარგია შენთვის, ამ ორი... გოგონასთვის... რომლებიც ჩემი რჩევით გამოვიდნენ, - და ეს მშვენიერი რჩევა იყო - დავეთანხმე. ქრავლერმა დაბნეულმა ჩაიბუზღუნა - კარგით, უბრალოდ შარში არ გაეხვეთ... ის მოგვშორდა. როდესაც მხედველობის არეს გასცდა, ჩემი როლი მოვიშორე და რაილის მივეყრდენი. - ღმერთო, მადლობა - ვთქვი ნორმალური ხმით - მადლობა ღმერთს ინგლისურად ლაპარაკობ - გულიანად გავიცინე. - მკვდრები იქნებოდით რომ გაეგო - პატარა გოგონამ თვალები გადაატრიალა - რას აკეთებთ აქ? - გვითხრეს რომ შეშა მიგვეტანა მაგრამ აქ არაფერია - რაილიმ ჩაიბურტყუნა. გოგომ მხრები აიჩეჩა - ალბათ თქვენს მხარეს უნდა წახვიდეთ, თუ არ გინდათ რომ ... ის ისევ მოდის! - ჯანდაბა - რაილიმ მხარზე ხელი მომკიდა და წამიყვანა. გოგონაც ჩვენ გამოგვყვა და კაბინის კართან მივედით. სამივე ღრმად ვსუნთქავდით ადრენალინისგან და ერთმანეთს გვერდულად გავუღიმეთ. - რა გქვიათ? - იკითხა გოგომ. - მე რაილი ვარ, ეს მაქსი - რაილიმ ხელი გადამხვიია დამცველობითი მანერით. - გოგოს კარგად განასახიერებ მაქს - გამიღიმა მან - მე ლორანი ვარ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ხელი ჩამოვართვით. მისი პატარა და ტკბილი ხელი, ბევრად ნაზი იყო ჩემთან შედარებით. პატარა კაბინა გადავათვალიერე, რაილი მართალი იყო აქ შეშის კვალიც არ ჩანდა. კაბინა თითქმის ცარიელი იყო, ნუ თითქმის. - ფორტეპიანო - გაგუდული ხმით ამოვთქვი. ოთახი გადავჭერი და მტვერი გადავბერტე სკამიდან და დავჯექი. ისეთი გაფუჭებული იყო, გამიკვირდა ჩემს ქვეშ რომ არ დაიშალა. დაახლოებით ათი კილო დავიკელი რაც აქ ვარ. სახურავი ავწიე და თითები კლავიშებს გადავატარე. სპილოსძვლისფერი თითქმის აღარ ჩანდა, მხოლოდ მტვრის დიდი ფენა ფარავდა. ხელები ნაზად დავალაგე კლავიშებზე და მხოლოდ რამდენიმეს დავაწექი. ტონისგან ოდნავ ამცდარი იყო მაგრამ ისევ მუშაობდა. ალექსი და მე ფორტეპიანოზე დავდიოდით პატარაობიდან. ორივე ერთ სკამზე ვჯდებოდით, ჩვენი ხელები სიმფონიურად ქმნიდა ლამაზ მელოდიებს. მახსოვს პირველი სიმღერა რომელიც ვისწავლეთ იყო "მთბარის სონატა" დუეტში. უცნაურია ხო? რთული პიესაა დასაწყებად, მაგრამ ვიტყვი რომ ალექსს და მე ამაზე მეტად არაფერი გვეამაყებოდა. შეგვეძლო დავმჯდარიყავით და დაგვეკრა თვალებდახუჭულებს, მხრები ერთმანეთზე ოდნავ გვეხებოდა, და თითები ცეკვავდნენ... ცარიელ სივრცეს გადავხედე, რომელიც დაუფიქრებლად დავტოვე სკამზე. მწველი გრძნობა ვიგრძენი ყელში, რომელიც სწრაფად გადავყლაპე. არ მახსოვდა როგორ უნდა მეტირა. - შენ... უკრავ ფორტეპიანოზე? - იკითხა ლორენმა. მას შევხედე. დიდი, ყავისფერი თვალები ჰქონდა, ღია თითქმის თაფლისფერი. ვხედავდი უმანკოებას, განათლებას და სილამაზეს მათში. ოდნავ, სევდიანად გავუღიმე. არასდროს მინდოდა ჩემსავით დაესრულებინა. - არ ვუკრავ... მარტო. - გთხოვ? - ჩაიჩურჩულა მან. ამოვიოხრე და თითებს დავხედე. ელოდებოდნენ მაგრამ არ იყვნენ მზად. - მიდი რა მაქსი - ეხლა რაილიმ დაიწუწუნა - მოწევის ერთ დღეს დაგენიძლავები ბოლომდე ვერ დაამთავრებ. ეს უკვე სხვა იყო. ვიცოდი ის სერიოზული იყო და თუ არ დავუკრავდი და დავამთავრებდი ხვალამდე ვერ მოვწევდი. როდესაც დაკვრა დავიწყე ლორანს შევხედე. ნოტები გონებაში დაფრინავდა. ტკბილმა მელოდიამ გაიჟღერა, მაღალი მელოდეიები ერთმანეთში ერწყმოდნენ. სონატაზე არც კი ვფიქრობდი, ეს უბრალოდ ჩემს გონებაში იყო. ნოტები ჩემგან სუნთქვასავით გადმოდიოდა, თითქოს გუშინ დავუკარი. სიმღერა სუსტი დაბალი ჰარმონიული იყო, მაგრამ ამას ალექსი უკრავდა... როდესაც მელოდია უფრო მელანქოლიურში გადავიდა, ვიგრძენი როგორ საშიშად მივუახლოვდი ტირილს. ეს მე და ალექსი ვიყავით, მე ალექსთან ერთად ვუკრავდი, ალექსი და მე... ჩემი ნახევარძმა... ის არ უკრავდა აქ ჩემთან ერთად... ცრემლები ჩავყლაპე და თითები ამიკანკალდა. კბილები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე და დაბლა დავიხედე, ვიცოდი რაილი თავს აარიდებდა თავხედურ ღიმილს, ნიძლავის მოგების გამო, მანამდე სანამ არ ეცოდინებოდა რომ ამის ატანა ჩემეძლო. თითებმა მოძრაობა შეწყვიტეს, და დავიფიცებ მესმოდა, მთვარის სონატის ბოლო ნოტები როგორ უკრავდნენ ჩემს გონებაში როდესაც, მტვირან და დავიწყებულ პიანონოს დავყურებდი. სადღაც, ვიცოდი ჩემი ძმაც პიანინოზე უკრავდა. მთვარე ხვრელს ჰგავს სიბნელეში, მაკრატლით ამოჭრილს. სრულყოფილი წრეა, ბრილიანტის მკაფიო, უხეში კიდეებით, ერთადერთი ნაწილი ღამის ცაზე რომელიც ანათებს საიდუმლოებით. როგორ უნდა გავუგოთ მთვარეს? მგლები შესჩივიან თავიანთ შფოთვის სიღრმეს სიბნელისას, რომელიც მთლიანად შეიწოვს მათ. მარტოსული მტრედი თავს თავისივე ფრთებში მალავს არ შეუძლია უყუროს საზეიმოდ გახსნილ მთვარეს სახეში და ნამდვილად სჯეროდეს მისი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.