შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 8


26-10-2016, 19:18
ავტორი Viktoria
ნანახია 2 256

დღეები ერთმანეთს გავდა ლექციები სახლი და ასე შემდეგ. გიორგი სვანეთში იყო ლუკა არ ჩანდა ანი და მე მარტო ვიყავით და გამოცდებისათვის ვემზადებოდით. მე ყველა საგნის კონსპექტები მქონდა. მე და ანი ერთად ვსწავლობდით. წინასწარ ბიჭებისთვისაც გადავიღეთ პირველი გამოცდის საკითხები იმ იმედით, რომ სადმე ვნახავდით და აუცილებლად გადავცემდით. დროს კარგად ვატარებდით, ვიცინოდით, ვჭორაობდით და ასე შემდეგ. ანის ლუკაზე ხშირად ვესაუბრებოდი და ვანიშნებდი, რომ ერთად უნდა ყოფილიყვნენ რაზეც გულიანად ეღიმებოდა. ჩემს შენიშვნებზე და რჩევებზე ლოყები უწითლდებოდა.
გამოცდებამდე ორი დღეა დარჩენილი ლუკა და გიორგი კი არ ჩანან ავნერვიულდი და ანის მათზე ვესაუბრე. ლუკას სახლისაკენ წავედით სახლში თიკა დაგვხვდა გაუკვირდა ჩვენი დანახვა, მაგრამ მაინც თბილად მიგვიღო.
- ლუკას, რატომ ეძებთ?
- ზეგ გამოცდა აქვს და ვიფიქრეთ საკითხებს მივცემთ მეთქი თქვა ოდნავ ლოყებაწითლებულმა ანიმ.
- ის და გიო ხვალ ერთად ჩამოვლიან სვანეთიდან თუ გინდათ საკითხები დატოვეთ და მე გადავცემ.
- არა იყოს თიკა ხვალ ჩემთან გამოიარონ და მე თვითონ მივცემ თან რაღაცეებსაც ავუხსნი.
- კარგი გადავცემ.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლისკენ წამოვედი, საკითხებს ჩავუჯექი როცა ვიღაცამ კარზე დამიკაკუნა, კარისკენ გავბანდალდი გავაღე და ლამის გავშეშდი. მის აქ ნახვას არ მოველოდი.
- აქ რას აკეთებთ? რატომ მოხვედით?
- მარიამ გთხოვ დამეხმარე, შვილი უკვე დავკარგე, გურამსაც ვერ დავკარგავ.
- მე რა შუაში ვარ, თქვენს ქმარს რა დაემართა? მე, როგორ დაგეხმარებით ვერ ვხვდები.
- ის ძალიან ცუდადაა, მან ბევრი სისხლი დაკარგა, მას მხოლოდ შენ თუ გადაარჩენ, თქვენ ერთი ჯგუფის სისხლი გაქვთ.
- მისმინეთ მე...
- გევედრები შვილო გთხოვ დაგვეხმარე, თუ გსურს მუხლებშიც ჩაგივარდები.
დახრას აპირებდა ხელი შევუშალე და დასაწყნარებლად ჩავეხუტე.
- დამშვიდდით ქალბატონო ნინო მე ახლავეს წამოვალ, უბრალოდ გამოვიცვლი და წავიდეთ.
თავი მოვიწესრიგე და ნინოსთან ერთად საავადმყოფოში წავედი. სისხლი გადავუსხი კაცს, რომელიც მამად მეკუთვნოდა, მაგრამ მასზე გაბრაზებული არ მინდოდა მასთან ყოფნა, არ ვიცი წყენა როდის გამივლის, მაგრამ იმას ვგრძნობდი, რომ მისი დაკარგვა არ მინდოდა. ის ასეა თუ ისე, მაინც მამა იყო ჩემი. მთელი ღამე მის პალატაში ვიყავი. დილით ნინომ გამაღვიძა და გურამს ვესაუბრე.
- მიხარია, რომ აქა ხარ.
- გამოჯანმრთელებას გისურვებთ.
- არასოდეს არ მაპატიებ შვილო?
- არ ვიცი დრო მჭირდება...
- კარგი დაფიქრდი თუ რამე იცოდე, რომ შენს გვერდით ვართ.
გურამს და ნინოს დავემშვიდობე, სახლისკენ წამოვედი. რაღაცაზე დაფიქრებული ვიყავი, მათზე ვფიქრობდი როცა ვიღაცამ შემაჩერა. ეს ვიღაც გიორგი ვიბლიანი გახლდათ.
- მარიამ რაზე ფიქრობ ასე, სახლსაც კი გაცდი იცი.
- უი გავითიშე მომენტალურად.
- ლუკა ანასთან წავიდა კონსპექტებზე და მალე მოვლენ.
- ხო კარგია.
- რთულია ისე?
- არც ისე გააჩნია, მოდი მანამდე რაღაცას მაინც აგიხსნი.
- კარგი წამო წავედით.
სახლში შევედით მისაღებში დავტოვე ოთახიდან კონსპექტები ჩამოვიტანე ჩემებიც და მათიც, ცოტა ხნით ჩუმად ვიყავით ამჯერად სიჩუმე მე დავარღვიე.
- უი ყავას დალევ?
- ვფიქრობდი, როდის შემომთავაზებს მეთქი.
- დალევ ანუ, მოიცა წავალ წყალს დავადგამ.
- კი დავლევ, ოღონდ მე ტკბილი მიყვარს.
- რძიანს დალევ თუ ისე?
- სულ ერთია მთავარია ტკბილი იყოს.
- მე რძიანი მიყვარს.
- ნიასაც რძიანი უყვარდა.
- ვიცი ლუკამ მითხრა.
- მაგრად გავხართ ერთმანეთს, რომ არ მცოდნოდა, რომ დედისერთა იყო ვიფიქრებდი, რომ მისი ტყუპისცალი ხარ.
- იცი მე და ნიას რაღაც საერთო გვაქვს ჩვენ...
კარზე კაკუნმა მაიძულა საუბრის გაწყვეტა, კარისკენ წავედი და ლუკასთან და ანასთან ერთად მისაღებ ოთახში დავბრუნდი.
- ყავას თქვენც დალევთ ხო?
- წამოვალ მოგეხმარები.
მე და ანი გამოვედით და საუბარი მან დაიწყო.
- იცი მგონი ლუკას მართლა ვუყვარვარ მე კიდევ...
- რამე გითხრა? ხომ გეუბნებოდი.
- ხო, მაგრამ მე მაინც თავს ვიკავებ, მიყვარს, მაგრამ მალე დაოჯახებაც არ მინდა.
- მოიცა ცოლობა შემოგთავაზა?
- ჯერ არა მაგრამ...
- რა, მაგრამ.
- დრო მომცა რამოდენიმე დღეში პასუხი უნდა გავცე.
- რას ფიქრობ მერე ამდენს, გიყვარს და რატო აწვალებ.
- რავიცი, კარგი მოვრჩეთ ჩემზე შენ და გიო რას შვებით.
- მითხრა, რომ ნიას ვგავარ და მოვუყევი ჩვენი საუბარი დეტალებში.
- მოგწონს ხომ?
- კი ძალიან, მაგრამ ჩვენს შორის ყოველთვის ნია იქნება.
- ნუ სულელობ.
- არ ვსულელობ ანი, შენ ხომ იცი არა?
- კარგი ამას დრო გვიჩვენებს, შენზე და ნიაზე ეტყვი?
- აზრი არ აქვს დამალვას, ადრე თუ გვიან მაინც გაიგებს გამოცდების მერე ან მანამდე ვეტყვი ორივეს.
ყავა გავიტანეთ, მივირთვით და სამეცადინოდ დავჯექით. ბევრი ვიმეცადინეთ და დაღლილ დაქანცულები დივანზე ჩამოვჯექით.
- ჩვენც წავალთ მარ.
- კარგი ლუკა და იცოდე სახლამდე მიაცილე.
- არ ინერვიულო მარიამ, კარგად გიო.
- აბა ჰე ბავშვებო.
ბავშვებს დავემშვიდობე და ოთახში დავბრუნდი გიორგი ისევ კონსპექტს კითხულობდა.
- დახმარება ხომ არ გჭირდება.
- არა საკმაოდ გასაგებად წერია აქ ყველაფერი.
- თუ რამე არ მოგერიდოს.
- კარგია შენ მაინც, რომ სწავლობ კარგად, ჩვენ არცერთი არ ვიკლავდით თავს სწავლისთვის.
- არც ნია არ სწავლობდა?
- ნწ. უფრო ვერთობოდით, სწავლა მეორე ხარისხოვანი იყო ჩვენთვის.
- ცუდია, მე სულ სწავლაზე ვფიქრობდი.
- ჰო ანუ შკოლნიკი იყავი?
- შეიძლება ასეც ითქვას.
- კარგი წავალ თორემ ღამეა და ნიას გავხარ თან აქ მყავხარ.
- ხო ნიაზე გამახსენდა, ხვალ გამოცდების მერე სადმე წავიდეთ, რაღაც მინდა, რომ გითხრათ სუყველას.
- კარგი მარ.
- კარამდე მივაცილე, გამომხედა გამიღიმა და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
- აბა ჰე მარიამ დაისვენე, ხვალ რთული დღე გვაქვს.
- შენც გიორგი ხვალამდე აბა ჰე.
ვუცქერდი მანამ სანამ სახლში არ შევიდა, მერე მეც დაღლილ დაქანცული ავბანდალდი ჩემს საძინებელში და დაწოლისთანავე ჩამეძინა.



№1 სტუმარი Saliusi

Momwons dzalian ^_^ gaagrdzele gtxovv

 


№2 სტუმარი nia

Zaaan momwons male Dade shemdegi taviii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent