ჰომოსექსუალიზმისგან განკურნებული (ნაწილი 8, დასასრული)
-რააა რას ქვია წავიდა! შეყვირა პალატიდან დაბრუნებულმა თამთამ, მისთვის დედამისის წასვლის ამბავი ბომბის აფეთქებას გავდა. -თაამთ მამაშენი მოვიდა რაღაცეები ილაპარაკეს და მერე წავიდა. -გავგიჟდები ეხლა შენ სად იყავი ამ დროს ხელი რატო არ შეუშალე? -კაი რაა თაამთ მე ხელი როგორ უნდა შემეშალა თან დედაშენსაც ეტყობოდა სახლში დაბრუნება უნდოდა. თავის მართლება სცადა საკომ. -ვაიმე ღმერთო ჩემო მომკალი და არ მესმის ამ ქალის, არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ, შეეჩვია ამ ხელების რტყმას თუ რა ხდება, ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის შანსი მივეცი და მაინც იქ დაბრუნდა. -კაი თამთ დაწყნარდი დაელაპარაკე დედაშენს და გაარკვიე ყველაფერი. ამაზე თამთამ ირონიულად ჩაიცინა. -კიი აბა რაა გავიქცევი მორჩა საალ რაც უნდა ის უქნია ამის შემდეგ არც დედაჩემთან მიმსვლელი ვარ არც მასთან დამლაპარაკებელი, ყავდეს ეგ თავისი მოძალადე ქმარი თუ ასე უნდა მე იქ რო აღარ დავბრუნდები ეს დანამდვილებით ვიცი აღარ მინდა ამ უაზრო დრამების მოწმე ვიყო, ხელები დამიბანია. საშინელი ბრაზით თქვა თამთამ და ცრემლით აევსო თვალები. ....... ეკა ენითაუწერელ ბედნიერებას გრძნობდა, ყოველწამს გონზე მოსულ დიტოს ეხვეოდა თავისი ხელით აჭმევდა, ღმერთს მთელი გულით უხდიდა მადლობას, დიტო მიუხედავათ გადატანილი განსაცდელიდა სასიამოვნოდ იყო გაკვირვებული და კმაყოფილი იმ ფაქტით რომ მისი საყვარელი ქალი ასე ზრუნავდა მასზე. -ღმერთო უფრო ხშრად უნდა მოვყვე ხოლმე ავარიაში! გახუმრება სცადა, მაგრამ როგორც კი ეკუნას შეშფოთებულ მზერას მოკრა თვალი მაშინვე გაჩუმება ამჯობინა. -კიი აბა რაა იქნებ გულის შეტევაც დამმართო ერთხელ ნერვიულობისგან! ისე საყვარლად დაიბუზღუნა ეკამ დიტომ თავი ვეღარ შეიკავა და თავისკენ მიიზიდა. -არა ჩემო ანგელოზო გპირდები ამის შემდეგ ჭკვიანურად მოვიქცევი, მოვკვდები და შენს ნერვიულობას აღარ დავუშვებ. ამ სიტყვებით ეკას ისეთი საოცარი სითბო ჩაეღვარა გულში ყველანაირი მორიდება გაუქრა და დიტოს ტუჩებს დაეწაფა, მანაც უპასუხა კოცნაზე. -გეფიცები შენ რომ რამე დაგმართნოდა, ვერ გადავიტანდი მრავალგვარი კოშმარისთვის გამიძლია, მაგრამ შენი დაკარგვა ნამდვილად გამანადგურებდა, დამპირდი რომ ამის შემდეგ ასე აღარ მანერვიულებ და სულ ერთად ვიქნებით. -პატიოსან სიტყვას გაძლევ ეკატერინე! გაეღიმა დიტოს და საყვარელ არსებას თავზე აკოცა. მიხარია შენ და თამთა რომ შერიგდით. -კიი ისე შენმა ავარიამ ბევრ რამეზე დამაფიქრა აქამდე მხოლოდ ის მახსოვდა ჩემი და რომ არ მეხმარებოდა და მხოლოდ მეცადინეობაზე ფიქრობდა, ის კი არ გამხსენებია რომ ჩემს დასაც არანაკლებ ტკიოდა ის საშინელება რასაც მამაჩემი დედას უკეთებდა, არც მე არ გამიკეთებია არაფერი მის დასახმარებლად, ეგოისტურად მოვიქეცით ორივე იმის მაგივრად ერთმანეთს დავხმარებოდით საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეთეთ. -კარგი აღარ იფიქრო წარსულზე ეკ ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ, ამას მე გპირდები მსოფლიოში უბედნიერეს ქალად გაქცევ, ყველაფერი ცუდი რაც გადაგიტანია მხოლოდ ცუდ მოგონებად დარჩება, აი ნახავ ჩემი ცოლი რომ გახდები და ჩვენი სახლი ბავშვების ჟრიამულით რომ გაივსება, შენი წარსული აღარც გაგახსენდება. -მადლობა რომ არსებობ დიტო, ღვთის საჩუქარი ხარ საჩუქარი რომელიც არ დამიმსახურებია. -ამას ნუ ამბობ ეკ შენ ყველაზე საუკეთესოს იმსახურებ და გექნება კიდეც აი ნახავ! ....... დიტო საავადმყოფოდან ორი კვირის შემდეგ გამოწერეს, ჯერ კიდევ სუსტად გრძნობდა თავს, მაგრამ ეკა მოსიყვარულე ცოლივით ზრუნავდა მასზე. თამთამ სულ მალე ბინა მონახა და გადავიდა, დას და მომავალ სიძეს ყოველდღე ნახულობდა მათი ბედნიერებით ტკბებოდა, მაგრამ მაინც სულ დედაზე ფიქრობდა მიუხედავათ იმისა რომ საშინლად იყო მასზე გაბრაზებული მაინც ენატრებოდა და მისი ნახვა უნდოდა, მაგრამ ბრაზი ამის საშუალებას არ აძლევდა. რაც დრო გადიოდა სულ უფრო და უფრო ნერვიულობდა დედაზე გული რაღაც ცუდს უგრძნობდა, მაგრამ ვერაფრით გაეგო რა სჭირდა. ....... ბატონი გივი საკმაოდ შეზარხოშებული გახლდათ, მისი ძვირფასი ძმა-ბიჭები ახლახანს წასულიყვნენ, მანამდე როგორცელი მომსახურების პროცესს ცოტა ხნით მოწყვიტეს და ადღეგრძელეს თუმცა მა წესია არაფრის მთქმელი სადღეგრძელოები შესვეს ქალბატონი ნინლევე შეაბრუნეს უკან ძვირფას ''კუხნაში'', ძმაკაცებმა როგორც იქნა იკადრეს წასვლა. ბატონმა გივიმ სამზარეულოში მოფუსფუსე ცოლს გახედა და როგორც დალეულზე ჩვეოდა აგრესია მოეძალა წამოდგა და ცოლს საზიზღარი ხმით მიმართა. -რაო იმ მეორე გველის წიწილმაც მოიკვეთა ჰოო სახლიდან ფეხი. -არ ვიცი შემხმიანებია! გულგრილი ტონით მიუგო ცოლმა. -მოკლედ რაა ვერააა ვერ გამიზარდე კაი შვილები რომელი რომელზე უარესია ვერ გავიგე, რაც შენ ხარ ის შვილები გამოგივიდა, არა მე უკეთეს ცოლს ვიმსახურებდი და არა შენნაირ ტვინნაკლულს და უნიათოს, ბიჭI ჰო ვერ მაღირსე და ვერ მაღირსე გოგოებიც ვერ გამიზარდე წესიერად! საშინელი აგრესია იგრძნობოდა მის ხმაში. ქალბატონი ნინელი შეჩვეული იყო ქმრისგან მსგავს დამცირებებს, ხმა არ გაუციაუბრალოდ ღრმად ამოიოხრა. -რასა ოხრავ ქალო ჰააა გამეცი პასუხი თორემ შემოგალეწავ რაღაცას! უღრიალა ქმარმა. ქალბატონი ნინელი შიშისგან შეხტა მერე როგორც იქნა ხმა ამოიღო. -მე ყველანაირად ვცდილობდი კარგი ცოლი და დედა ვყოფილიყავი როგორც შემეძლო ისე გავზარდე შვილები, ისე კი ძმაკაცებთან ერთად ქეიფის და დროსტარების მაგივრად ცოტა დრო შვილებისთვის შენც რომ დაგეთმო ჯობდა, ჩემგან განსხვავებით შენ ხომ იდეალური და სრულყოფილი ადამიანი ხარ, დარწმუნებული ვარ შენ საუცხოოდ გაზრდიდი ორივე შვილს! მისი სითამამე თვითონაც გაუკვირდა ქალბატონ დედას. ბატონი გივი ერთხანს გაკვირვებული იდგა შემდეგ კი სილა გააწნა თავის ცოლს. -წესიერად მელაპარაკე და შენი ადგილი იცოდე ქალო! ქალმატონ ნინელის საოცარი სევდა ჩაუდგა თვალებში. -ჰოო რათქმაუნდა მე ჰომ არაფერს წარმოვადგენ მონა-პოვარი ვარ შენთვის რომელსაც უბრალოდ საჭმლის კეთება, სარეცხის რეცხვა და შვილების აღზრდა ევალობოდა სანამ შენ ძმაკაცებთან ერთად ილეშებოდი და მეძავებთან ცხოველურ ჟინს იკმაყოფილებდი. ამის გაგონებაზე ბატონმა გივიმ ხელმეორედ გააწნა სილა შემდეგ კი კედელს მიახეთქა. ქალბატონი ნინელი. ქალბატონმა ნინელიმ მწარედ გაიღიმა, შემდეგ თავისი ოთახისკენ წავიდა ისე რომ ქმრისკენ არ გაუხედავს. -სად მიდიხარ შენთან ლაპარაკი არ დამიმთავრებია, მოდი აქ შენი... მოეთრიე მეთქი სანამ გესროლე რაღაცა. ქალბატონი ნინელი ნელი ნაბიჯებით განაგრძობდა სვლას თითქოს ქმრის ნათქვამი არც გაუგონიაო. მთვრალ და აგრესიამორეულ ''ვაჟკაცს'' ლამის თავში სისხლი ჩაექცა ცოლის ''ურჩობის შემხედვარე'' იქვე მაგიდაზე დაგდებულ ბასრ დანას ხელი წაავლო და ცოლის მიმართულებით გაიქცა. -ააა არაფრად არ მაგდებ და პასუხის ღირსადაც არ მთვლი ხოო მე შენ გიჩვენებ სეირს შენი დებილი დედა მოვ...ან გამხეცებული დაეტაკა ცოლს. რამდენიმე წუთში ქალბატონი ნინელი სისხლის გუბეში ცურავდა. მორჩა! გათავდა! აღარ იყო დედა ცოცხალი, დამთავრდა მისი ტანჯული და ძალადობით სავსე ცხოვრება. ........... თამთამ და ეკუნამ მეორე დღეს გაიგეს საშინელი ამბავი , ასე ეგონათ მათ ფეხქვეშ მიწა გასკდაო, მაშინვე სახლში გაქანდნენ , სახლი პოლიციით იყო სავსე მთელი სამეზობლო გარეთ გამოსულიყო და ყველა თავისთვის რაღაცას ლაპარაკობდა. ბატონი გივი ბორკილებ დადებული გამოიყვანეს, გოგონებს თვალი მოკრა თუმცა მაშინვე თავი დახარა და სიტყვს თქმაც კი ვერ გაბედა. გოგონები ისეთ ძლიერ შოკში იყვნენ ხმის ამოღებასაც კი ვერცერთი ვერ ახერხებდა. ......... -ეს მაინც მოხდა! ძლივს ამოიღო ხმა ეკუნამ როდესაც ოთახში მარტო ის თამთა და საკო დარჩნენ, თამთა ისე იყო გათიშული დის სიტყვები არც გაუგია. -რაა ეკუშ! შეეკითხა საკო. -მამამ დედა მოკლა! იმ დაწყევლილ საღამოს მამამ დედა ფეხქვეშ რომ გაიგდო განა მამაჩემის ღრიალის შემეშინდა არა უბრალოდ ფეხქვეშ გადებული დედა რომ დავინახე შემეშინდა რომ დედას მოკლავდა იმ საღამოს, ამის შემდეგ ყოველდღე უდედოდ დარჩენის შიშით ვიღვიძებდი და ვიძნებდი, მეშინოდა რომ ერთხელაც მორიგი ცემა-ტყეპოს დროს დედა გამომეცლებოდა ხელიდან და საბოლოოდ მართლაც ასე მოხდა! ეს ტქვა ეკუნამ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა აქვითინდა, დიტო გვერდიდთ მიუჯდა და ატირებული გოგო გულშ ჩაიხუტა. -ვაიმე დედაააააა! ამოიღრიალა თამთამ სრულიად მოულოდნელად. ჩემი ბრალია ჩემი რატომ ძალით არ წამოვიყვანე იქიდან ღმერთო ჩემო, ეს რა გავაკეთე მაპატიე დედააა, ვაიმე დედაააა, აპატიე შენს უტვინო შვილს, ღმერთო ეს რა გავაკეთე დედაჩემი იმ არაკაცთან მარტო როგორ დავტოვე. ისტერიკის ზღვარზე იყო თამთა უკვე მისული. საკო გვერდით მიუჯდა მეგობარს და გულში ჩაიხუტა. -გემუდარები თამთ დაწყნარდი შენ არაფერში ხარ დამნაშავე შეიძლება არასწორია რასაც ვამბობ, მაგრამ დედაშენმა თავად გააკეთა არჩევანი, შენ ჰომ ეცადე და სახლიდან წამოიყვანე, მაგრამ თვითონ მაინც სახლში დაბრუნება არჩია მიუხედავათ იმისა რომ იცოდა ქმრის ხასიათი, ქალმა საკუთარი თავი თვითონ არ უნდა გაიმეტოს ძალადობისთვის, თორემ შენ თუ თავი დახარე და შეეგუე მთელი მსოფლიოს უფლებების დამცველი ორგანიზაციბიც კი ვერ გიშველის. თამთა უსმენდა და ვერ იგებდა რასაც საკო ეუბნებოდა სულ ერთი და იგივეს იმეორებდა. მაპატიე დედა! ჩემი ბრალია დედა მაპატიე დედა! ........ ბატონ გივის ოცი წელი მიუსაჯეს, არც თამთა არც ეკუნა მის სასამართლო პროცესზე არ ყოფილან, ორივესთვუს მამა დედასთან ერთად მოკვდა, ქალბატონი ნინელი წესისამებრ დაკრძალეს, მისი დაკრძალვის შემდეგ რამდენიმე თვეში თამთა გერმანიაში გაემგზავრა სამუშაოდ იქიდან ორ წელიწადში დაბრუნდა თუმცა ფსიქოლოგობას რატომღაც თავი დაანება და პატარა ბიზნესი წამოიწყო, მისი ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში ეკამ და დიტომ ჯვარი დაიწერეს და პატარა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეს, მაშოს შესახებ ეკამ არაფერი იცოდა და არც აინტერესებდა, მასთან ურთიერთობა შავი ლაქა იყო მის ცხოვრებაში რომელსაც სიამოვნებიტ ჩამოირეცხავდა, ამ ყველაფრის გახსენება ყოველთვის სირცხვილის გვირდა და ღმერთის მადლობელი იყო რომ დიტო ყავდა გვერდით. .......... თამთა და ეკა დედის საფლავს აწესრიგებდნენ. -ეკა შენ დაისვენე მოდი ყველაფერს მე გავაკეთესბ, შენთვის დაღლა არ შეიძება ისედაც ძლივს გამომატანა შენი თავი შენმა ქმარმა! -ნუ იტყვი ნუ იტყვი, ტაქსიში რო ვჯდებოდი სამჯერ მაინც გააფრთხილა მძღოლი ფრთხილად ატარეო, რა გიჟი მამა იქნება წარმომიდგენია! -აბაა რაა წარმომიდგენია რა განებივრებული და გატუტუცებული დისშვილი მეყოლება! სიცილით თქვა თამთამ და ეკას მუცემლზე მოეფერა. -დეეე გაიგეეე მალე პირველი შვილიშვილი გეყოლება! დედის საფლავის მიმართულებით დაიძახა ეკამ. -ნეტა ჩვენი ესმიის? -იცი რამდენიმე დღის წინ დამესიზმრა თითქოს ტრიალ მინდორზე ვიყავი დედა შორიდან დავინახე თეთრები ეცვა მიყურებდა და მიღიმოდა. -ეს იმას ნიშნავს რომ იმქვეყნიდან გიყურებს და გლოცავს. -თამთ გადავწყვიტე თუ გოგო მეყოლა დედას სახელს დავარქმევ პატარა ნინიკო ჰო კარგი იქნება? თამთამ კიდევ ერთხელ გაიცინა და დას მუცელზე მოეფერა. -გოგო დღეისთვის მემგონი მოვრჩით ყველაფერს წავიდეთ კარგიი? -ნახვამდის დეეე! დედას დაემშვიდობა ეკა მიმავალი მუცელს ეფერებოდა და იღიმოდა ზუსთად იცოდა მის მომავალ შვილს, მისგან განსხვავებიტ, მშვიდი და უდარდელი ბავშვობა ელოდა წინ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.