შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ თუ გგონია დაგთმობ როდისმე ცდები (34)


16-01-2016, 17:29
ავტორი Natta
ნანახია 3 033

ლუკა ჩემს გვერდით იყო როდესაც ოთახში ნატა შემოვიდა.
- რამდენიმე წუთში დემეტრე აქ იქნება. ( ნატა )
მეგონა, რომ დემეტრემ არ იცოდა მედა ლუკას შესახებ ამიტომ ოდნავ ავღელდი, როგორც ყოველთვის ლუკას ეს არ გამოპარვია.
- ნუ ნერვიულობ ლამაზო დემეტრემ ყველაფერი იცის. ( ლუკა )
- ხომ არ გაბრაზდა? რა თქვა, რომ უთხარი?
- ვერაფერი ჩვეულებრივად შევთანხმდით, რომ ერთმანეთს გავუგებდით. ( ლუკა )
- არაჩვეულებრივია.
- კარგი მე გავალ. ( ნატა )
ნატა ოთახიდან გავიდა შემდეგკი ლუკა ისევ ჩემს გვერდით დაჯდა.
- ანამარია. ( ლუკა )
- რა?
ლუკამ პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო, რომ ოთახში დემეტრე შემოვიდა ყვავილებით ხელში.
- ჩემი ლამაზი დაიკო როგორ მყავს? ( დემეტრე )
- დემე როგორ მომენატრე.
დემეტრე მომიახლოვდა და ძლიერად ჩამეხუტა.
- ეს ყვავილები ცოტა აუტანელ მაგრამ მაინც ყველაზე იშვიათად არსებას. ( დემეტრე )
- ჰაჰა ეს მართლა აუტანელი იუმორიც ძალიან მომენატრა.
დემეტრემ პასუხი აღარ გამცა და ლუკას შეხედა.
- პრივეტ. ( დემეტრე )
ლუკამ საპასუხოდ დემეტრეს თვალი ჩაუკრა, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
- თავს როგორ გრძნობ? ( დემეტრე )
- უძალიანმაგრესად ვარ, შენ?
- ექიმმა რა თქვა? როდის გაგწერენ? ( დემეტრე )
- არ ვიცი, დემე ლუკაზე რას ფიქრობ?
- დარწმუნებული ხარ, რომ ახლა მაგ თემაზე ლაპარაკი გინდა? ( დემე )
- კი დარწმუნებული ვარ.
- ძალიან გიყვარს? ( დემეტრე )
- კი.
დემეტრეს გაეღიმა შემდეგკი მე შემომხედა.
- ზატო მე რა შემიძლია არ ვაპირებ ის დაგიშალო რაც შენ გაბედნიერებს, ლუკას უკვე ველაპარაკე და იცის რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ შეცდომებს ექნება ადგილი. ( დემეტრე )
- გასაგებია.
- ცუდ ხასიათზე ხომ არ ხარ? ( დემეტრე )
- არა უბრალოდ ცოტა დავიღალე.
- თუ ასეა ჯობია დაისვენო. ( დემეტრე )
ყვავილები გამომართვა, მაგიდაზე დადო და ოთახიდან გავიდა.
- ცოტახნით გავალ. ( დემეტრე )
- კარგი არ ინერვიულო, ანამარიასთან ჩვენ ვიქნებით. ( ნატა )
მოულოდნელად ლუკაც გამოჩნდა.
- დემეტრე სად მიდიხარ? ( ლუკა )
- რაღაც საქმეზე, რაიყო? ( დემეტრე )
- ერთ ადგილას უნდა გამაყოლო. ( ლუკა )
- პრობლემა არაა, წავიდეთ. ( დემეტრე )
- ბიჭო ჩემი მანქნა წაიყვანე და წადი სადაც გინდა. ( ჯეკო )
- არა ტო ბექუშა უნდა ვნახო მანქნას დავითრევ და მალე მოვალ. ( ლუკა )
- კარგი მიდი მაშინ და თუ რამეა აქ ვარ. ( ჯეკო )
ლუკას ჯეკოსთვის პასუხი აღარ გაუცია.
- დემეტრე ანამრიას ვნახავ და წავიდეთ. ( ლუკა )
- კარგი, ქვევით დაგელოდები. ( დემეტრე )
ლუკა მაშინვე ჩემთან შემოვიდა, დემეტრეს გასვლის შემდეგ მალევე დამეძინა, ამიტომ ჩუმად მომიახლოვდა მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
- ცვეტში ვეცდები მალე მოვიდე მაგრამ თუ იქამდე გაიღვიძა დამირეკეთ და წამოვალ. ( ლუკა )
- კარგი ჩვენო პრიცნო წადი. ( ნატა )
- ჰაჰა პრინცო? ( ლუკა )
- რატომაც არა? ( ნატა )
- კარგი კარგი წავედი. ( ლუკა )
ერთი საათი გავიდა მაგრამ ლუკა არსად ჩანდა, ამიტომ ჯეკომ მაშინვე დაურეკა.
- სად ხარ ძმაკაც, რამე პრობლემა ხო არაა? ( ჯეკო )
- ანამარიამ გაიღვიძა? ( ლუკა )
- არა ჯერ არ გაუღვიძია, რა ხდება? ( ჯეკო )
- ისეთი არაფერი, ბექუშასთან იყო რაღაც გაუგებრობები და ცოტახანში დავბრუნდები. ( ლუკა )
ჯეკომ ტელეფონი გათიშა და ნატასთან მივიდა.
- რამე მოხდა? ( ნატა )
- არა საყვარელო ყველაფერი მშვენივრადაა, მალე მოვა. ( ჯეკო )
- კარგია. ( ნატა )
რამდენიმე წუთში ნატას ტელეფონის ხმაც გაისმა, ეს ჩვენი კლასელი ზუკა იყო.
- ნატა პრივეტ როგორ ხარ? ანამარია როგორ არის? ახლა გავიგეთ რაც მოხდა. ( ზუკა )
- კარგად ვართ ზუკ არ ინერვიულოთ. ( ნატა )
- უჰ კარგია, გამოწერაზე ხომ არ უთქვამთ რამე? ( ზუკა )
- ჯერ არა მაგრამ ალბათ მალე გასწერენ. ( ნატა )
- მაგარია, მანდ გვინდოდა მოსვლა და ნახვა მარა სახლში გვირჩევნია, რომ გასწერენ შეგვეხმიანე, ოღონდ ანამარიას არაფერი უთხრა. ( ნატა )
- კარგი ზუკ. ( ნატა )
ნატამ ტელეფონი გათიშა და ექიმიც გამოჩნდა.
- აბა ვნახოთ ჩვენი პაციენტი თავს როგორ გრძნობს. ( ექიმი )
- მგონი ბევრად უკეთესადა, როდის გასწერთ? ( ჯეკო )
- სწორედ მაგაზე მინდოდა დალაპარაკება, ლუკა სადაა? ( ექიმი )
- რაღაც საქმეზეა გასული, შეგიძლიათ ჩვენ დაგველაპარაკოთ. ( ჯეკო )
ექიმს გაეღიმა.
- როგორც ჩანს მართლაც მნიშვნელოვანი საქმე იქნებოდა, თორემ ასე ადვილად არ დატოვებდა ლუკა ანამარიას. ( ექიმი )
- ყველაფერი მესმის.
ჩემი ხმის გაგონება ძალიან გაუკვირდათ.
- მატყუარა მზეთუნახავო, მეკი მეგონა რომ გეძინა. ( ნატა )
- ჰაჰა მზეთუნახავო? მგონი ძალიან აჭარბებ.
- არაფერსაც არ აჭარბებს მზეთუნახავთან ერთად ძალიან ყოჩაღი გოგონა ხართ, ამიტომ სწრაფად გაგსინჯავთ და იმასაც გეტყვით როდის გაგწერთ. ( ექიმო )
- კარგია, აქ ყოფნა უკვე ზედმეტად აუტანელი გახდა.
ექიმს ჩემს ნათქვამზე გაეცინა.
- მეც მასეთი აუტანელი ვარ? ( ექიმი )
- არა რას ამბობთ, მე ეგ არ მითქვამს.
- იცით ანამარია ზოგჯერ ყველაზე კარგი წამალი იუმორია. ( ექიმი )
ჯეკომ მე შემომხედა და თავისთვის ჩაილაპარაკა.
- მაშ ამას რაღა გახდის ცუდად, იუმორით სავსეა. ( ჯეკო )
- ჯეკო გავიგე. ( ნატა )
- ჰაჰა ვიცი, რომ გაიგე ჩემო ერთადერთო, ვიხუმრე. ( ჯეკო )
- ხო შენც სულ ჯამრთელად მეყოლები. ( ნატა )
- ბავშვებო ცოტახნით ხომ არ დაგვტოვებდით? ( ექიმი )
ნატა და ჯეკო ექიმს ხმის ამოუღებლად დაემორჩილნენ და ოთახიდან გავიდნენ.
- ჭრილობა ხომ არ გტკივა? ( ექიმი )
- არა არ მტკივა.
- ძალიან კარგი, მოდი ნელა ვეცადოთ წამოდგომას. ( ექიმი )
ექიმმა ხელი წამავლო და ფრთხილად ამაყენა.
- ფეხის მოძრაობისას ტკივილს ხომ არ გრძნობ? ( ექიმი )
- კი მაგრამ ოდნავ.
- ძალიან კარგი ეგ ნორმალურია, ახლა ისევ ნელა დაწექი თორემ ცოტახანში თავბრუ დაგეხვევა ( ექიმი )
- როდის გამწერთ?
- თუ დამიჯერებ და კარგად მოიქცევი ხვალვე. ( ექიმი )
ამ სიტყვების მოსმენა ძალიან გამიხარდა.
- კარგი მე ცოტახნით დაგტოვებ და შენს მეგობრებს შემოვუშვებ. ( ექიმი )
რამდენიმე წამში ოთახში ჯეკო და ნატა შემოვიდა.
- რას აკეთებ?
- ლუკას ვურეკავ. ( ნატა )
- არა არ გინდა გათიშე.
ნატამ ტელეფონი გათიშა შემდეგკი გაკვირვებულმა შემომხედა.
- რატომ გამათიშინე? ( ნატა )
- იმიტომ რომ ლუკას საქმეები აქვს და მინდა ჯერ თავისი პრობლემები მოაგვაროს, ისედაც ეს დღეები გვერდიდან არ მომშორებია.
- ჩემი ჭიამაია, რა მზრუნველია. ( ნატა )
- მოდი უნდა ჩაგეხუტო, რამდენი ხანია ერთად არ გავგიჟებულვართ.
- ჰაჰა მგონი შენ ამ ოპერაციამ იუმორიც შეგმატა. ( ნატა )
- რა სიბოროტეა, ისედაც იუმორით აღსავსე ადამიანი ვიყავი.
ნატა მომიახლოვდა და ძლიერად ჩამეხუტა.
- მე გავალ. ( ჯეკო )
- სად მიდიხარ? ( ნატა )
- მალე დავბრუნდები სიყვარულო. ( ჯეკო )
ნატასთან მივიდა აკოცა და ოთახიდან გიჟივით გავარდა


აბა როგორია? მოგეწონათ თუ არა ეს თავი? ♥ თქვენს რჩევებს ყოველთვის გავითვალისწინებ თუკი რეალური იქნება :) ასევე შენიშვნებსაც მივიღებ და გამოვასწორებ თუ მართლაც გამოსასწორებელი იქინება :) მაგრამ თუ უბრალოდ აცხადებთ, რომ მაგალითად არ მოგოწონთ მთავარი გმირის სახელი, ან არ მოგწონთ სიყვარულის ახსნა და ის სიტყვები, რომელსაც მე ამ 34 თავის განმავლობაში "ვხმარობდი" - არ ვიცი ასეთ შენიშვნებზე სწორი რეაქცია რა იქნებოდა მაგრამ მე ისევ იგივეს გავიმეორებ და გეტყვით, რომ სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ჩემი მთავარი მიზანი ამ ისტორიაში დღევანდელი რეალობის ასახვა იყო, რეალობაც სწორედ ის არის, რომ დღევანდელი ახალგაზრდობის უმეტესობა ზუსტად ისტორიაში გამოყენებული ჟარგონებით საუბრობს, ამიტომაც არ შევცალე მათი საუბრის მანერა :) იყო შენიშვნა, რომ ეს თბილი სიტყვები მოსაბეზრებელიაო მაგრამ გეტყვით, რომ ამ ისტორიაში მთავარი გმირების სიყვარულია ასე რომ "ცივი" გრძნობებით ნამდვილად ვერ დავწერ :D კიდევ გეტყვით, რომ არ აქვს მნიშვნელობა მე რა მომწონს და რა მიზიდავს ისტორიას უბრალოდ დღევანდელი რეალობის შინაარსი აქვს და 34 თავი სწორედ ამ რეალობას ეთმობოდა, ასე რომ თუ ისტორიის კითხვის შეწყვეტა გინდათ ეგ თვქენი თავისუფალი ნებაა :) რაც შეეხება ჩემს ერთგულ მკითხველებს, რომლებიც ყოველთვის რეალური შეფასებით, შენიშვნებით, ერთგულებით სითბოთი და ნადმვილობით გამოირჩევიან - ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით ♥



№1  offline წევრი Lana Tomlinson

კარგია.ლუკაზე ვგიჟდები :დ
პ.ს ყველა პერსონაჟი მომწონს მაგრამ ლუკა მაინც სულ სხვანაირად :დ <3

 


№2  offline წევრი გაიღიმე

კარგია მაგრამ მეორედ გეუბნები რო დიალოგები ზედმეტად ბევრია და ინტერეს მიკარგავს ამ მოთხრობის მიმართ ) ასერომ ჩემიირჩევაა შეამცირო დიალოგები <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent