შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულს + კიბო=?


29-10-2016, 02:00
ავტორი sophiaa
ნანახია 1 861

-გამარჯობათ, თქვენც ქალბატონ ნინოს ელოდებით?
ფიქრებში ისე ვიყავი გართული ჩემს უკან მდგომი ქალის ხმა ვერც კი გავიგე, სანა მხარზე არ შემეხო
-შვილო, ნინო წულაიასთან ხარ შენც?
-დიახ, ქიმიოთერაპიას ვიკეთებ
-შვილო დიდი ბოდიშის მოხდით ერთ რაღაცას გკითხავ
ახალგაზრდა ქალი ისეთი თბილი თვალებით მიყურებდა უარი ვეღარ ვუთხარა, ვანიშნე ჩემს გვერდით დამჯდარიყო.
-შვილო შენი სახელი? მე მაია მქვია
-სასიამოვნოა ელენე ვარ, თუ გნებავთ ელიკო დამიძახეთ
-ელიკო შვილო რაზე გაქვს სიმსივნე?
გამეღიმა, ამ კითხვას პირდაპირ არავინ მისმევს, ყველა ცდილობს შორიდან მოუაროს და უფრო კორექტულად და თბილად მკითხოს, ვხვდები რომ არც ისეთი ადვილია 18 წლის გოგოს უყურო რომელსაც რამოდენიმე თვე აქვს დარჩენილი
-თავის ტვინის სიმსივნე მაქვს, კეფის წილის
-ჩემს შვილს 20 წლისაა პანკრიასზე სიმსივნე დაუდგინდა
ქალმა ცრემლების შესაკავებლად ტუჩები კბილებს შორის მოიქცია მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ტკივილმა თავისი ქნა.
-ქალბატონო მაია ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება
ვამბობდი და საკუთარი სიტყვების არ მჯეროდა, რა იქნება კარგად? რა შეიძლება იყოს კარგად? 18 წლის გოგო ვარ, მეხსიერება მეკარგება, მხედველობა, კრუნჩხვებში ვვარდები. არ მაქვს გამოჯანმრთელების იმედი
-შვილო ელიკო, ჩემს ბიჭს გაგაცნობ დაელაპარაკე გთხოვ. დიაგნოზის დასმის შემდეგ მთელი დღე სახლშია, არც ჭამს, ტელეფონი და კომპიუტერი დაამტვრია, არავის ნახვა არ უნდა
-აქ არის? დაველაპარაკები დამიჯერეთ 2 წელია ამ დიაგნოზით ვცხოვრობ და ბევრი რამ ვიცი
-აქ არაა, გთხოვ თერაპიის შემდეგ იქნებ ჩემთან წამოხვიდე? კარგი ნამცხვარი მაქვს, ყავა დავლიოთ
გავყოლილიყავი უცხო ქალს სახლში რომელსაც სიმსივნიანი დეპრესიული შვილი ჰყავს? ჩევენ კიბოიანებს რაღაც გვაერთიანებს, ეს რაღაც განუყოფელს გვხდის ერთმანეთისგან. ეს შიშია, სიკვდილის შიში.
-იცით ახლა მაინც დიდ რიგში ვარ, ხვალ მოვალ აქ. წავიდეთ თქვენთან
ქალი ბედნიერი სახით წამოდგა ფეხზე, საავადმყოფოს კარებთან მისი მანქანა ეყენა. სახლი იქვე ახლოს ყოფილა. მალევე მივედით
-ელიკო ჩემი შვილის დენიელის ოთახი მეორე სართულზეა პირველივე კარი
მტკიცე ნაბიჯებით გავემართე კიბისკე, ჩემი სქელძირიანი ბათინკების ხმა მთელს სახლში ისმოდა. ამიტომ ვცდილობდი ნაზად დამებიჯებინა. ოთახის კარზე დავაკაკუნე, პასუხი არავინ რომ არ გამცა პირდაპირ შევედი. ფანჯარასთან მაღალი ბიჭი იდგა, ყავისფერი თმით. ბეჭებზე ეტყობოდა რომ ნავარჯიშები იყო
-დენიელ
ოთახში ჩემი ხმა ექოდ გაისმა. ბიჭმა უცნობი ხმის გაგონებაზე მოიხედა. მეცნო მისი გამომეტყველება, მეც ასე ვიყავი. მეგონა სამყარო თავზე დამენგრა, მეგონა ყველაფერი დამთავრდა მაგრამ როგორც ჩანს გავუძელი
-უკაცრავად?
ბიჭის ხმა ბოხი აღმოჩნდა. არ ვიცი სიცივის თუ მისი ბოხი ხმის ბრალია მაგრამ ფაქტია რომ მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა
-მე ელიკო ვარ
-ფსიქოლოგი? თუ ფსიქიატრი? დედაჩემმა ვერ შეიგნო რომ გიჟი კი არა კიბოიანი ვარ
ბრაზისგან კისერზე ძარღვები დაეჭიმა, მუშტები შეკრა. მეგონა ირგვლივ ყველაფერს დალეწავდა მაგრამ ჩემი შეშინებული სახის დანახვაზე ცოტა დაწყნარდა
-მე ელიკო ვართქო, თავის ტვინის სიმსივნე მაქვს უკვე 2 წელია, 18 წლის ვარ, დღის განმავლობაში შეიძლება 5 ჯერ დავკარგო გონება, დავკარგო მხედველობა, ჩავარდე კრუნჩხვებში. ასე გრძელდება ორი წელია, მაგრამ შენსავით არ ვყვირივარ, არ ვამტვრევ ყველაფერს. დედას არ ვუყვირივარ, სახლიდანაც გავდივარ, მეგობრებიც მყავს. მერე რა რომ კიბო გვაქვს? პირიქით ჩვენ ის უნდა დავამარცხოთ
-ელიკო ჰო? შენ სხვანაირი ხარ, ლამაზი ჭკვიანი კეთილი ხარ. მე კიდე ცივი და ბოროტი არსება ვარ, ღმერთმა დამსაჯა
-კარგი და მე თუ ასეთი კარგი ვარ, მაშინ კიბო რატომ მაქვს?
-ღმერთიც უშვებს შეცდომებს ელიკო
ჩემთან ახლოს მოვიდა და თმაზე ჩამომისვა ხელი. მის მწვანე თვალებს რომ დავაკვირდი მთელი სამყარო დავინახე
-დენიელ გთხოვ მაიას ნუ
ტუჩებზე ხელი ამაფარა, თმაზე მეფერებოდა შემდეგ კი კისერზე გადავიდა. არ ვიცი რა მემართებოდა მაგრამ მინდოდა მოვხვეოდო
-ელიკო მაკოცებ?
მეგონა მომესმა, თავი კარგად გამოვწიე რომ მისი სახე დამენახა
-გთხოვ მაკოცე რაა, შენი კოცნა იქნება ჩემთვის წამალი
არ ვიცი იმ მომენტში რა მომივიდა, მართლა არ ვიცი. ფეხის წვერებზე ავიწიე და მის რბილ და თბილ ტუჩებს შევეხე. მთელს სხეულში მილიონობით ვოლტმა დამიარა, მთელს მუცელში ზოოპარკი დახტოდა.
-აჰჰ ელიკო
ამოისუნთქა და ჩემს თმებში თავი ჩაყო
-იცი რომ მინახიხარ? ჰოო ახლა გამახსენდა, საავადმყოფოში კაბინეტთან იჯექი. მუქი ლურჯი პალტო გეცვა და კეტები. გავიფიქრე ამ პატარა გოგოს რატომ არ ცივათქო.
საშინლად მესისმოვნა სიტყვები, სიამოვნებისგან კინაღამ გული წამივიდა
-დენიელ როგორც ვიცი მაიას კარგი ნამცხვარი აქვს
-ნამცხვარი? ძალიან მიყვარს
კარები გააღო ჯერ მე გამატარა შემდეგ თვითონ გამოვიდა
-დენიელ რატომ მაკოცე?
-არ ვიცი ელიკო, ბავშვობიდან იმას ვაკეთებ რაც მინდა
მისმა სიტყვებმა ისე დამაბნია იქვე მდგომი სკამი ვერ დავინახე და მთელი ძალით დავეჯახე
-ღმერთო ელე რა მოუხერხებელი ხარ, ფრთხილად წამოდექი
სიცილი ვერ შევიკავე, დენიც ამყვა სამზარეულოში სიცილით შევედით. ორივეს ცრემლები მოგვდიოდა, მაია ჩვენს დანახვაზე სახეზე ფერი დაეკარგა, შემდეგ კი სიხარულისგან თვალები გაუფართოვდა
-მაიკო ელიკომ მითხრა ნამცხვარი აქვსო, აბა გვაჭამე ბავშვებს
-ახლავე ჩემო პატარა ბიჭო
დენი სამზარეულოდან გავიდა და ტელევიზორთან მივიდა
-ელეე ხომ ვუყუროთ რამე ფილმს?
-რავი შენ თუ გინდა ვუყუროთ
საყვარლად გამიღიმა და დისკებს დაუბრუნდა ისევე
-ელიკო ანგელოზი ხარ შვილო, ნამდვილი ფერია. არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო
-ქალბატონო მაია არანაირი მადლობა არ არის საჭირო, ვფიქრობ დენის სახით ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე
მომეხვია, თითქმის ფეხი რომ გამიჩერდა მაშინ მივხვდი ჩემი მობილური გამწარებული რეკავდა
-ხო დედიკო?
-ელე სად ხარ? ექიმმა მითხრა არ მოსულაო, გული გამისკდა
-დეე ნუ ნერვიულობ. კარგად ვარ. მეგობართან ვარ
-კარგი ელიკო მალე მოდი რაა
-გკოცნი დეე
მე და დენიმ ნამცხვარი ვჭამეთ შემდეგ კი სახლში გამაცილა
-ძალიან მაგარი გოგო ხარ
თავდახრილი მოდიოდა და თან ფეხით ქვებს ეთამაშებოდა. რა მჭირდა არ ვიცი, მის გვერდით რომ ვიყავი მავიწყდებოდა რა მჭირდა, მავიწყდებოდა რა მტკიოდა, ყველაფერი მავიწყდებოდა
-შენც ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, მიხარია რომ გაგიცანი
სახლის კარებს მივადექით, შემოსვლა შევთავაზე მაგრამ უარი მითხრა მაიას ვერ დავტოვებ დიდი ხანი მარტოო
-ელენე მოხვედი?
-ხო დეე, როგორ ხარ?
დედაჩემი ძალიან ახალგაზრდა ქალია, საკუთარ თავს ვადანაშაულებ ასეთ ასაკში რომ ვტანჯავ
-ელე რატომ არ იყავი ექიმთან?
-დიდი რიგი იყო და დავიღალე. მამა კაბინეტშია?
-კი მიდი
მამაჩემი ზუსტად ჩემი ჭკუისაა, ამიტომაა ის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი
-მაა გცალია?
-ჩემი ბარბისთვის როდის არ მცალია აბა მითხარი?
მისკენ გავიქეცი და მთელი ძალით მოვეხვიე
-აბა მითხარი შოთიკო როგორ მიდის შენი საქმეები?
-ნორმალურად, შენკენ?
-შოთიკო
ფეხზე წამოვდექი, მამაჩემს ყველაფერს ვუყვები, აი საერთოდ ყველაფერს. შეიძლება დედას არ მოვუყე
-დღეს კლინიკაში ერთი ქალი გავიცანი, სიმსივნე აღმოაჩნდა მის შვილს. მთხოვა სახლში გავყოლილიყავი
-მერე გაყევი?
-შოთა მაცადე მოყოლა, მთხოვა რომ მის ბიჭს დავლაპარაკებოდე, დეპრესიაში ყოფილა. მასთან სახლში რომ მივედი ველაპარაკე, მერე კიდე
-ელიკო მერე?
-მაკოცა
მამაჩემმა აღარ იცოდა გაეოცებინა თუ გაბრაზებოდა. მის რეაქციას ვაკვირდებოდი, მგონი გავაბრაზე
-ხო და კიდე სახლამდე მომაცილა
-ელიკო შენი აზრით ნახევარი საათის გაცნობილი ბიჭისგან კოცნა ნორმალურია?
-კი მამა, როცა კიბო გაქ ნორმალურია
ეს ყველაზე საშინელი თემაა შოთასთვის. იმის გახსენებაზე რომ კიბო მაქვს, 10 წელი ემატება, 38 წლის კაცი 50წლისას ემსგავსება.
-ელიკო მა, ხო იცი არ მინდა გული გეტკინოს ისედაც
-ისედაც ცოტა დრო მაქვს დარჩენილი ვიცი.
-ნუ ბოდავ რაღაცეებს, ჩვენი პირობა ხომ გახსოვს? სანამ ყველა მტერს არ მოვიშორებთ ფეხს არ გავადგავთ არსად
სიცილით გამოვედი მამას ოთახიდან. თავბრუ მეხვეოდა საშინლად. მხოლოდ ის მახსოვს რომ იატაკზე დავჯექი. თვალი რომ გავახილე თეთრ კედლებს მოვკარი თვალი
-ელიკო? როგორ ხარ შვილო?
იმ წამსვე დედა, მამა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მაია და დენიელი დავინახე. მათ ნამდვილად არ ველოდე აქ. დენი სულ სხვანაირი დავინახე, თითქოს მის თვალებს ისევ ჩამოეფარა ის შავი ფარდა რაც თითქოს მე გადავწიე, ისევ დაინგრა მის ცხოვრებაში ყველაფერი.
2კვირის შემდეგ გამომწერეს. ისიც დიდი ხვეწნით. 2 კვირის მანძილზე მე და დენიელი ძალიან დავახლოვდით. დღეს ერთმანეთით ვიწყებდით და ასევე ერთმანეთით ვამთავრებდით. მგონი შემიყვარდა. მის დანახვაზე სხეულის ყველა წერტილი მიცოცხლდება, მინდა მთელი ძალით მოვეხვიო და ასე ვიყოთ სამუდამოდ
-ელიკოო შეიძლება გელაპარაკო?
პალატაში მაია შემოვიდა, ჩანთა სადაც ტანსაცმელებს ვალაგებდი გვერდით გადავდე და დავჯექი
-გისმენთ
-ელენე მე შენ დენი იმიტომ გაგაცანი რომ არარეალური სამყაროდან გამოგეყვანა შენ კიდევ რაღაც ვარდისფერ სამყაროში გადაიყვანე საერთოდ
-ქალბატონო მაია ამ ვარდისფერ სამყაროს სიყვარული ჰქვია
-ელენე მე დედა ვარ, დედა რომელსაც სიმსივნიანი შვილი ჰყავს. არ მინდა დენის შეუყვარდე, არ მინდ როდესაც მოკვდები მას გული დასწყდეს. მინდა დარჩენილი სიცოცხლე ნორმალურ და ჯანმრთელ გოგოსთან გაატაროს, რომლის სიკვდილსაც ყოველ წამს არ დაელოდება და ღამით იმის შიშით არ დაიძინებს რომ დილით საწოლში ცივი დახვდება
მის სიტყვებზე მეცინებოდა
-ქალბატონო მაია, მხოლოდ ღმერთმა იცის ვინ როდის მოვკვდებით
-ელენე შენ ტვინზე გაქ სიმსივნე, არ გესმის? ჩემს ბიჭს გააუბედურებ. დენის ერთ თვიანი სიყვარული არ სჭირდება
-ანუ თქვენი აზრით ერთი თვე დამრჩა მხოლოდ?
ოთახში დენი შემოვიდა, ისეთი სახე ჰქონდს როგორც მაშინ პირველად რომ ვნახე
-დედა ყველაფერს შენ აფუჭებს, ყველა კიბოზე უარესი ხარ. საზიზღარი და გულქვა ხარ. ახლა არ მიკვირს მამამ რატომ მიგატოვა. შენ არ გესმის ელე მიყვარს. ელენე
მე მომიბრუნდა, მისი წყლიანი თვალების დანახვაზე უნებლიედ მეც ავტირდი. ეს კიბოს გვერდითი მოვლენაა, უეცარი სიყვარული, ტირილი ან სიცილი.
-ელე ცოლად გამომყევი რაა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს იცოცხლებ ან მე რამდენ ხანს ვიცოცხლებ. ქორწილიდან სულ რომ ნახევარ საათში მოვკვდე ეს იქნება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები
მოკლედ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, პატარა ქორწილი გადავწყვიტეთ,ექიმმა საიდუმლოდ მითხა ერთ თვეზე ნაკლები დაგრჩაო. არავისთვის მითქვამს, ორი კვირა მოვანდომეთ ქორწილის ორგანიზებას
-თანახმა ვარ
ამ სიტყვებს ჩემი მთელი გრძნობები და სული ამოვაყოლე. მახსოვს მოლოცვები, მახსოვს კოცნა, მახსოვს დენი სიტყვები „ყოველთვის მეყვარები“. ის ხვდებოდა, ხვდებოდა რა ცოტა დრო მრჩებოდა. ჩემი ბოლო სურვილი ფურცელზე დავწერე და წერილთან ერთად დენის მივეცი. მახსოვს ჯვრისწერის დასრულების შემდეგ დავეცი.
„დენიელი“
ჯვრისწერა რომ დასრულდა ელენე დაეცა. იმ წამს მივხვდი ყველაფერს. ნახევარი საათითაც კი ვერ მოვასწარი მისი ქმრობა. საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ექიმმა გვითხრა უმძიმესია და აზრიც აღარ აქვსო. ჯიბეში მისი ჩადებული ფურცელი ვიპოვე,პალატის წინ იატაკზე დავჯექი და კითხვა დავიწყე
„გთხოვ თეთრი კაბით დამმარხეთ, ამ კაბით“
ფურცელი მუშტში მოვიქციე და გულთან მივიტანე. ცრემლები თავისით მომდიოდნენ. მეგონა ელენესთან ერთად ჩემი გულიც კვდებოდა. ასეც იყო. ელიკო იყო ჩემი გულიც, სიხარულიც და ტკივილიც. გამბედაობა მოვიკრიბე და წერილი გავხსენი
„ჩემო საყვარელო დენიელ, ხომ იცი რომ მიყვარხარ? არ აქვს მნიშვნელობა მე სად ვიქნები, იცოდე რომ სიგიჟემდე მიყვარხარ. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო იმ ერთი თვისთვის რაც მე და შენ ერთად გავატარეთ. როგორც ჩანს ჩემი დრო ამოიწურა. სიმართლე გითხრა წასვლა არ მინდა, შენთან მირჩევნია მაგრამ ვიცი რომ იქაც გნახავ ოღონდ ძალიან დიდი ხნის შემდეგ. იცოდე არ გაბედო და მალე არ მოხვიდე. თორემ ძალიან მეწყინება. მინდა რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო იმათ შორის ვისაც კიბო აქვს. გული არ გაიტეხო რაა, მერა რომ მივდივარ, ჩემს გულს შენ გიტოვებ. ხომ გაუფრთხილდები? დენიელ უბედნიერესი ადამიანი ვარ, ალბათ მართლაც ჩემი წასვლის დროა რადგან შენ კიდევ წინ დიდი და ლამაზი ცხოვრება გელოდება. გახსოვდეს მე ყოველთვის დაგაკვირდები ზემოდან. შენი მფარველი ანგელოზი გავხდები. მიყვარხარ უზომოდ“
კითხვა რომ დავასრულე და ფეხზე წამოვდექი ექიმს შევეჯახე. ეს ელეს წერილის დასტური იყო. ჩემს პატარა გოგოს მართლაც ამოწურვია დრო. ნეტავ შემეძლოს, ნეტავ შემეძლოს ჩემს დროს დავუთმობდი ოღონდ მისი მოფარფატე სხეული ისევ მენახა, მენახა მისი ღიმილი, თვალები. მაგრამ არ შემიძლია. თეთრ კაბაში გამოწყობილ ელეს უსულო სხეულს გულში ვიხუტებ.............. მხოლოდ ეს შემიძლია.



№1  offline წევრი ლიკა^

ძაან მაგარი იყო heart_eyes იმედიაა გაგრძელება ექნება heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი select

ვაიმეე ეს რა იყოოო დენიელის და ელეს ტკიივილი ვიგრძენიი ვაიმეე ვტირი კი არა დავაყენე ტბა აუ რა იყოო ეეს არ მეგონა ასე თუ იქნებოდა მეგონა დაამარცხებდნენ კიბოს რა ვქნა მიყვარს სხვისთვის ბანალური ჩემთვის კი რომანტიული დასასრული არ მემეტებოდა ეს წყვვილიი მაგარი ისტორია იყოო და იქნებ გააგრძელო ჰა? დენიელი განკურნო და სიყვარული აპოვნინო დიდი ხნის შემდეგ აუ კაი იქნება
თუ გააგრძელებ მაგრად გამახარებ <3 kissing_heart kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent