შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 9


29-10-2016, 14:45
ავტორი Viktoria
ნანახია 2 302

დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე და ჩემი კონსპექტებით უნივერსიტეტში წავედი, გამოცდა გვქონდა აკადემიურ წერაში, ბავშვებს ველოდებოდი და საკითხებს ვიმეორებდი. თორმეტი საათისათვის აუდიტორიაში შევედით და საათის შემდეგ გამოვედით.
- სამივე დაწერე მარი?
- კი ანი და შენ?
- მეც სამივე დავწერე.
გიორგი და ლუკაც გამოვიდნენ.
- რამდენი დაწერე ლუკა?
- ორი ანი.
- შენ გიორგი?
- მეც ორი დავწერე მარიამ , თქვენ რა ქენით?
- სამივე დავწერეთ ორივემ.
- ასეც ვიფიქრე და ჩაიღიმა გიორგიმ.
- სადმე არ წავიდეთ, ვჭამოთ რამე, რა მნიშვნელობა აქვს აქ ყოფნას მშია.
- შვენიერი აზრია ლუკა და თან ქსეროქსებიც გადავიღოთ ზეგ უცხო ენაში გვაქვს გამოცდა.
- კარგი გიო.
-სტუდკაფეში წასვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ გიორგიმ ქალაქისაკენ აიღო გეზი. კონსპექტები გადასაღებად დავტოვეთ, ქალაქურში შევედით და ხინკალი შევუკვეთეთ.
- სანამ შეკვეთას მოგვიტანენ რაღაც მინდა, რომ გაგიმხილოთ.
- გისმენთ მარიამ, შემთხვევით გათხოვებას ხომ არ აპირებ ?
- ნუ სულელობ ლუკა, მე ნიაზე მინდა საუბარი, ალბათ გაინტერესებთ თუ რატომ ვგავართ მე და ნია ერთმანეთს, მოკლედ ჩვენ ტყუპები ვიყავით.
- მოიცა ეგ როგორ, მაირიამ ალბათ რაღაც გეშლება. მე ვიცნობდი ნიას, ის არასოდეს არ მატყვილებდა ვიცოდი, რომ დედისერთა იყო ანერვიულებული აჩქარებით საუბრობდა გიორგი.
- მაგრამ ეს ასეა ნია ჩემი ტყუპისცალი იყო.
- ხო მაგრამ, მაინც არ ცხრებოდა გიორგი.
- გიო მართალს ამბობს მეც იქ ვიყავი.
- ვაა, მაგარია გაიღიმა ლუკამ.
ვხედავდი გიორგის მზერას და მივხვდი, რომ ყველაფერი დაწვრილებით უნდა მომეყოლა ასე რომ დავიწყე საუბარი უმნიშვნელო დეტალსაც კი არ ვტოვებდი როცა მივხვდი, რომ საკმარისად ჩათვალეს ახსნა განმარტება ცხელი ხინკლის ჭამას შევუდექი.
სახლში დაღლილი მივედი წამოვწექი თუ არა ჩამეძინა. დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე და სახლის დალაგება დავიწყე ყველაფერს მოვრჩი და ნამცხვრის გაკეთება გადავწყვიტე, უცებ გამახსენდა ჩემი და დედიკოს საყვარელი ნამცხვარი " მელიის კუდი" ვიცოდი, რომ მამასაც უყვარდა. ყოველთვის ამბობდა დედა როცა კი გააკეთებდა ნამცხვარს, ბევრი არც მიფიქრია ჩემს ტელეფონზე ქალბატონი ნონას ნომერი ავკრიფე და დავურეკე, გურამის ამბავიც გამოვკითხე ორ დღეში საავადმყოფოდან გაწერდნენ ნონას დავემშვიდობე და ნამცხვრის გამოცხობა დავიწყე, ვიცოდი, რომ ისევ ჩემთან შევიკრიბებოდით. მართლაც დათქმულ დროს გამომეცხადა სუყველა.
- რა გემრიელი სუნია? რა გააკეთე?
- ნამცხვარი გამოვაცხვე ჩვენთვის, იმედია მოგეწონებათ.
- თუ სუნით ვიმსჯელებთ ალბათ კარგი იქნება გაიღიმა ლუკამ.
ყავა და ნამცხვარი მივირთვით, მერე მეცადინეობა დავიწყეთ და ბევრი წვალების შემდეგ ყველაფერი ვისწავლეთ.
დილით უნივერსიტეტში მივედი, ჩავაბარეთ გამოცდები და კმაყოფილები გამოვედით სუყველა. ასე გრძელდებოდა სხვა გამოცდებზე, ჩემთან ვიკრიბებოდით.
დილით უნივერსიტეტში მივდიოდით ვაბარებით გამოცდებს შემდეგ კი ჩემთან ვიკრიბებოდით და ვმეცადინეობდით, ბოლო გამოცდა საერთაშორისო ურთიერთობებში გვქონდა და მეც მივაკალი თავი მეცადინეობას, ბატონ დავითთან მაღალი ქულები მინდოდა, რომ მქონოდა. დაღლილ დაქანცული ძლივს მივბობღდი საწოლამდე. დილით გიორგის ზარმა გამაღვიძა, ფეხზე წამოვფრინდი, კინაღამ დამაგვიანდა არადა საათის დაყენებაც დამვიწყებია, უნივერსიტეტში მივედი სამივე საკითხი დავწერე გახარებული გამოვედი ბავშვებიც გამოვიდნენ.
- არ ავღნიშნოთ გამოცდების დამთავრება?
- რას გვთავაზობ, სად წავიდეთ გიო?
- რავი ლუკა რამე მოვიფიქროთ.
- კარგი მოდი დღეს ამირანში ავიდეთ და ჩავუჯდეთ ჩვენებურად.
- კარგი გიო მე ანის წამოვიყვან.
- მე კიდევ მარიამს.
- ჩვენ არც კი გვეკითხებით? გაიღიმა ანიმ.
- აბა რას იზამთ გოგოებო? გაიპრანჭეთ და ჩვენც გამოგივლით.
მე და გიორგი ერთად წამოვედით უნივერსიტეტიდან. ერთმანეთს დავემშვიდობეთ. სახლში შევედი შხაპი მივიღე, თავი მოვიწესრიგე. შავი მოკლე მკერდზე მოჭერილი კაბა ჩავიცვი, თმები ჩამოვიხვიე და ჩამოვიყარე. უბრალო მაკიაჟი გავიკეთე, ხელჩანთა ავიღე, გიორგიმ დამირეკა და გარეთ გავედი.
- ვაუ, ლამაზად გამოიყურები.
- შენც, შავი ფერი ძალიან გიხდება.
- შავი ყველას უხდება.
- ჰო.
ტაქსში ჩავჯექით და ამირანისაკენ წავედით რესტორანთან ლუკაჩო და ანი გვიცდიდნენ, კუთვნილ ადგილებს მივაშურეთ და შევუდექით დროსტარებას. ვცეკვავდით, ვიცინოდით და ვსვამდით. უეცრად ჩვენს მაგიდას ვიღაც მოუახლოვდა გაგვიღიმა და ანის გაუბა ბაასი.
- უკაცრავად მშვენიერო შეიძლება, რომ ვიცეკვოთ?
- იცით მე...
- ის არ ცეკვავს.
- შენ არავინ არ გეკითხება.
- მე მისი საქმრო ვარ.
- მერე რა, რომ ხარ.
- წამოდი ერთი გარეთ გავიდეთ.
- რამე პრობლემაა ბიჭო?
- არაფერი ანზო, გარეთ გავალთ და ვსიო.
- მეც მოვდივარ ლუკა.
ბიჭები და უცნობი თავისი მეგობრებითურთ გარეთ გავიდნენ ათი წუთის შემდეგ დაბრუნდნენ და ჩუმად დაიკავეს თავიანთი ადგილები.
- რა მოხდა ბოლოს და ბოლოს იქნებ აგვიხსნათ, თქვენი გადამკიდე ვეღარავის...
- ის მოხდა ანი, რომ მიყვარხარ ამის დედა შ....., შენ კიდევ იმენა გკიდივარ რა.
- საიდან მოიტანე იქნებ ამიხსნა, თუ შეამჩნიე მე მას უარი ვუთხარი.
- მე ჩავერიე თორემ გაყვებოდი.
- იცი რა თუ ეგრე ფიქრობ ჩემზე, საუბარიც არ ღირს ასე, რომ კარგად იყავი ლუკა.
- იცით რა ჩემი აზრით საუბარი არ გაწყენდათ თქვენ ორივეს.
- მარიამ სალაპარაკო აქ არც არაფერია.
- კაი რა ანი თითქოს არ იცოდე, რომ მას უყვარხარ.
- ვიცი გიო მაგრამ, ის...
- უკაცრავად ბავშვებო მაგრამ, ჩვენ გავალთ და მალევე დავბრუნდებით.
ლუკამ ანის დაავლო ხელი და გარეთ გაიყვანა.
- იმედია მორიგდებიან.
- იმედია ერთმანეთთან მოაგვარებენ ურთიერთობას, ისე კი საყვარლები არიან.
- ჰო და ჩვენ რა ვქნათ?
- არც არაფერი.
თხუთმეტი წუთის შემდეგ ანი და ლუკა დაბრუნდნენ, გახარებულები ჩანდნენ ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შერიგდნენ.
- აბა რა ხდება ძმაო?
- ჩემი გოგოა გიო. ჩაიღიმა და თვალები ეშმაკურად აათამაშა ლუკამ.
- დამიყოლია მაინც გაიღიმა და ლოყებაწითლებულმა ანიმ ორივეს გადმოგვხედა.
- კარგია მიხარია, გილოცავთ.
- მადლობა გენაცვალე.
- მოდი ვიცეკვოთ ბავშვებო.
- კარგი აზრია საყვარელო.
ლუკა და ანი საცეკვაოდ წავიდნენ, მე კი გიორგისთან ერთად მაგიდასთან დავრჩი.
- იქნებ ჩვენც გვეცეკვა, რას იტყვი?
- რატომაც არა.
საცეკვაოდ წავედით და ცეკვა დავიწყეთ. ისევ ვიგრძენი მისი ხელები ჩემს წელზე და სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში, ცეკვა დასრულდა და მაგიდასთან დავბრუნდით. ბევრი ვიცეკვეთ, დავლიეთ და კარგი დრო გავატარეთ, ბოლოს კი სახლისკენ წამოვედით. ლუკა და ანი ერთად წამოვიდნენ მე კი გიორგიმ წამომიყვანა. მაგარი ნასვამი იყო.
- იცი? რაღაც მინდა, რომ გითხრა.
- რა ხდება გიორგი?
- რაღაც მინდა რომ გავაკეთო.
- რა უნდა გააკეთო?
- ძალიან მინდა, რომ გაკოცო.
- ხო მაგრამ, ნასვამი ხარ, მე კიდევ ნიას მამსგავსებ. მესმის შენთვის რთულია მაგრამ, მაინც გიორგი მოდი ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის. დავრჩეთ მეგობრებად.
- ხო მაგრამ, ამოიგდე თავიდან ნია მე შენ მინდა, რომ გაკოცო.
- შენ არ გესმის. განა ჩემთვის ადვილია? შენ ნიას შეყვარებული იყავი მისთვის პირველი. შენი აზრით რას უნდა ვგრძნობდე ახლა? ცუდად ვარ იმიტომ, რომ ჩემი დის გამო არ შემიძლია გაკოცო.
- ამაზე საუბარი არცაა საჭირო იმიტომ, რომ მე შენ მაიც გაკოცებ.
გულ-მკერდზე მიმიხუტა და ნაზად ვენებიანდა დამიწყო კოცნა ტუჩებზე. მსურდა, რომ ეს წამები სამუდამოდ გაგრძელებულიყო, მკოცნიდა და მეც კოცნაში ვყვებოდი. ტუჩებიდან ყელზე გადავიდა შემდეგ კი მსუბუქად მიკბინა კისერზე, რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ ტუჩებზე დამაცხრა, ბოლოს როგორც იქნა ძლივს გავჩერდით. ვიცოდი, რომ ის იქნებოდა ჩემი პირველი, მაგრამ ასე არ მინდოდა, ისიც ვიცოდი, რომ ნიას გამო თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი.
გიორგიმ სახლამდე მიმიყვანა ლოყაზე მაკოცა და დამემშვიდობა.
- ტკბილ ძილს გისურვებ მშვენიერო.
- შენც გიორგი.
ისევ მაკოცა ბაგეზე და სახლისაკენ წავიდა. ალბათ ხვდებით თუ რა რთული იყო ჩემთვის ყოველივე ეს მიხაროდა და თანაც დანაშაულის გრძნობას განვიცდიდი ნიას გამო. ისიც მიკვირს ძილი, როგორ მოვახერხე.
ესეც დაპირებული მომდევნო თავი იმედია მოგეწონებათ მადლობა ყველას ვინც კითხულობთ...



№1 სტუმარი eto

auuu ver gavige tavidan saxelebi gaq areuli xan ambob luka da mariami gavidao xan kide sxvas dzaan ageria saxelebi da ro daalagebde kargi iqneba mtlianobashi kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent