შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 5


31-10-2016, 00:25
ავტორი kato wiklauri
ნანახია 3 217

სანდრომ მანქანა ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში გააჩერა და მაღალ სართულიან კორპუსს ახედა.
- როგორც ჩანს ჩემები სახლში არიან, სინათლე ანთია.
-შენ აქ ცხოვრობ?-გაკვირვებულმა ავაყოლე მეც თვალი შენობას.
-კი აქ ვცხოვრობ, რამე პრობლემაა ამაში?
-არა რათქმა უნდა არა,- ჩავილაპარაკე ჩუმად და უკან ავედევნე მანქანიდან გადასულს...ლიფტის მოლოდინში სადარბაზოს შესასვლელთან გავჩერდით.
-ახლა დამაცადე შენ როგორ უნდა გავაცურო ჩემები. შენ არაფერი არ თქვა და არ შეიმჩნიო,უბრალოდ ამყევი,-ჩაეიღიმა მას
-რას ამბობ?
-ჩემებს ძალიან უნდათ რომ დავქორწინდე და ახლა ამით კარგად ვიხალისებ,- თქვა მან და კარზე ზარი დარეკა. ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი, საკეტი გაჩხაკუნდა და კარი გაიღო, შუახნის, გემოვნებით ჩაცმული ელეგანტური ქალბატონი შემოგვეგება. ჩვენს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და ხმის ამოღება ვერ გაბედა,
-დედა ჩვენ მოვედით, ხელი დამავლო სანდრომ და ასე შემიყვანა სახლში, ქალმა კარი დაკეტა და დაბნეული მოგვყვა უკან.
-შვილოო ეს შენი ცოლია?... აკანკალებული ხმით ჰკითხა ქალმა.
მე ოთახს თვალი მოვავლე და ოთახის სიღრმიდან მომავალი, ასევე შუახნის მამაკაცი დავინახე რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ სანდრო იდგა და ყურებამდე გაღიმებული .
-დეეე სანდრო მოვიდაა?, -მომესმა წკრიალა ხმა და სამზარეულოდან ახალგაზრდა გოგონამ გამოყო თავი, მხიარულად ჩამოეკიდა სანდროს კისერზე და ლოყაზე აკოცა, მერეღა შემამჩნია მე. უხმოდ შემომიარა გარშემო ისე თითქოს გასაყიდად გამზადებული ნივთი ვიყავი და მერე გაოცებისგან აღმოხდა.
-ვაუუ ძმაო. მაგარი გოგოა, მაგარი გემოვნება გაქვს
-შვილო როგორ გავიგოთ ეს?-ჰკითხა მამამ
-ნუთუ ცოლი მოიყვანე?
-სამედიცინო ფორმა რატომ აცვია? რა იყო პირდაპი საავადმყოფოდან მოიტაცე?-გაიცინა გოგომ
-იმიტომ აცვია რომ ექიმია, გააწყვეტინა სანდრომ და დასერიოზულდა,-დამშვიდდით ცოლი არ მომიყვანია, რაღაცნაირად გულში რაღაც ჩამწყდა. თავს გამოვუტყდი რომ უკვე მასზე ვფიქრობდი. რეალობაში დაბრუნება ცოტა მტკივნეული იყო
-მოკლედ ეს სალომეა ჩემი მეგობარი, იცრუა მან და ხელზე ხელი მომიჭირა.-რაღაც პრობლემები აქვს და რამდენიმე დღით ჩვენთან დარჩება. სალომე ეს დედაჩემია ნანი,მამაჩემი- ოთარი და ჩემი კუსკუსა დაიკო თიკო,
-კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში შვილო.
-მადლობთ ბატონო ოთარ,..
-აბა ეგეთები არ გვინდა, ოთარი დამიძახე უბრალოდ...
-უხერხულია..
-არფერიც არაა უხერხული. მოდი შვილო ჩამოჯექი ფეხზე ხომ არ უნდა იდგე, სანდრო, თიკო ეგაა თქვენი მასპინძლობა?
რატომღაც მხოლოდ ოთარი აქტიურობდა და მამაშვილურად დამელაპარაკა.ნანი ხმას არ იღებდა და შევამჩნიე რომ ჩემი თვალიერებით იყო დაკავებული.
-მიხარია თქვენი გაცნობა ჩავილაპარაკე მე და თავი დავხარე.
-დეე აბა გაგვიმასპინძლდი, უკვე საღამოა და თან ერთი-ორი ჭიქაც დავლიოთ ჩვენი გაცონობის, მე კი წავალ წყალს გადავივლებ, თიკო შენ გაბარებ.
-წამოდი შენ ოთახს გაჩვენებ , თიკომ ხელი მომკიდა და ოთახისკენ წამიყვანა. -შენ შხაპი მიიღე, მე კი ამასობაში წავალ და ჩემს ტანსაცმელს მოგიტან. როგორც ჩანს დაგჭირდება.-მითხრა მან და ისევე მალე გაუჩინარდა ოთახიდან როგორც თავიდან გამოჩნდა...
ოთახს მოვავლე თვალი. პატარა და მყუდრო ოთახი იყო, სადად და გემოვნებით მოწყობილი, თავისი სააბაზანო ჰქონდა. როგორც ჩანს სახლი საკმაოდ დიდი იყო და ბევრი ეწვალიათ მის მოწყობაზე.
ცხელი შხაპი ძალიან მესიამოვნა. ზამთარი ნელ-ნელა ძალას იკრებდა და ამის ფონზე ცხელი შხაპის ქვეშ ნებივრობა ნამდვილად ბედნიერება იყო. სააბაზანოს ხალათი მოვისხი და უკან დავბრუნდი ოთახში. თაკოს საწოლზე დაელაგებინა რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი და ფუშფუშა ოთახის ჩუსტები, მის დანახვაზე გამეცინა. ჯინსის შარვალი ამოვიცვი და თხელი ლურჯი ზედა გადავიცვი, პირსახოცით თმა გავიმშრალე.მისი შეკვრა ვცადე მაგრამ არ გამომივიდა, სარკესთან მივედი და საკუთარ გამოსახულებას თვალი გავუსწორე,
-ნუთუ ამისთვის იბრძოლე სალომე დევდარიანო რომ ასე დამნაშავესავით იმალებოდე უდააშაულო? ფიქრებში წავედი წარსულმა თვალწინ ფილმის კადრებივით გამირბინა, ვერ გავიგე როგორ შემოვიდა სანდრო ოთახში და მხარზე ხელის შეხება რომ ვიგრძენი მაშინ დავბრუნდი რეალობაში
-აქ რა გინდა?
-ტირიხარ?-დაიბნა ის.-რამე ისე არაა როგორც უნდა იყოს?
-არა, არა შენ არაფერ შუაში ხარ, ცრემლები მოვიწმინდე და გაღიმება ვცადე.
-მაპატიე არ მინდოდა ხელის შეშლა. მეტყვი რატომ ტიროდი?-ის ჩემსკენ წამოვიდა
-განა სატირალი არ არის რომ დამნაშავესავით ვიმალები? სახლიდან გამოვიქეცი და ვიღაც არაკაცის გამო ახლა სრულიად უცხო ადამიანებს ვაწუხებ? რაც უფრო მეტად ვაღწევ წარმატებას, მით უფო მეტად წარუმატებელი ვარ პირად ცხოვრებაში და მით უფრო მემატება პრობლემები.- უცებ ემოციებს ვეღარ გავუმკლავდი, ჩემს წინ მდგარ სანდროს მოვეხვიე და ავღრიალდი. ჯერ ისიც დაიბნა მერე ხელები მომხვია და დამშვიდება დამიწყო.
-კარგი ნუ ტირიხარ. მარტო შენ არ ხარ ასე, აი მეც არ მაქვს პირადი ცხოვრება აწყობილი ხომ ხედავ გოგოები მარტო იმიტომ დამდევენ რომ ჩემი ფული, ქონება და სახელი აინტერესებთ. ყველაფერი მოგვარდება, გული არ გაიტეხო.
-არ მოგვარდება. შენ სიმართლე არ იცი და იმიტომ ამბობ ასე.- მას მოვშორდი და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი. უცებ სანდრომ გადაიხარხარა.
-რა გაცინებს?-დაბნეულმა შევხედე
-ეს რა რის? ვერ ჩერდებოდა ის და გულიანად იცინოდა. ფეხებზე დავიხედე და მეც გადმომედო წამშივე მისი სიცილი.
-შენ დამ მომიტანა, ბავშვია რას იზავ.
-კურდღლები. როგორ აქვთ ყურები დაცქვეტილი .ისე იყურებიან თითქოს ეშინიათ და გაქცევა უნდათო,
-ხო, სასაცილო ფაჩუჩებია,-გამეცინა მეც.
-მიხარია რომ გაგამხიარულე.ჩემს გვერდით ჩამოჯდა ის. -აღარ იტირო კარგი.
-ეს ადვილი არაა.
-როგორც კი დაგინახე მაშინვე გამიჩნდა სურვილი დაგხმარებოდი. თუ მომცემ ამის უფლებას ყველაფერს მოვაგვარებ. ნუ გეშინია, გპირდები ვეღარავინ გაბედავს შენს წყენინებას.
-შენ სიმართლე არ იცი და ამიტომ ლაპარაკობ ასე, სიმათლეს რომ გაიგებ არა მგონია ამის სურვილი კიდევ გქონდეს.
-ამას მე გადავწყვიტავ კარგი?-მოკლედ მომიჭრა მან.-ახლა კი წავიდეთ, ნანიმ სუფრა გაშალა და ვახშამზე გველოდება, კი მოგიწევს დღეს მაგით წამოსვლა ხვალ კი რამეს გიშველი,- ჩაეიღიმა მას.
სუფრა სასადილო ოთახში იყო გაშლილი და ჩვენ გველოდნენ. ჩვენც გამოვჩნდით და სავახშმოდ მივუსხედით მაგიდას. ისეთი მხიარულება და სითბო იგრძნობოდა რომ მეც მაშინვე ვაიძულე თავი რომ ეს საერთო მხიარულება არ გაემფუჭებინა. სანდრო ჩემს წინ იჯდა და მთელი საღამო ვგრძნობდი მისგან მწველ მზერას, რამდენჯერმე ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და დავიბენი.
-სანდრო დაასხი სასმელი და ერთი სადღეგრძელო შევსვათ,- თქვა ოთარმა.
მანაც მაშინვე შეასრულა მამის დავალება.
-სალომე შვილო, ამ ოჯახში არასოდეს არ გამოლეულა სტუმარი და არც არასოდეს ყოფილა ისე რომ ვინმე გარეთ დაგვეტოვებინოს, ან რამე არასწორად გაგვეკეთებინოს.. არც ვკითხულობ რატომ ხარ აქ, რა პრობლემები გაქვს ან რამდენი ხანი დარჩები , უბრალოდ მინდა რომ კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ოჯახში, შენ გაგიმარჯოს როგორც ჩვენს სტუმარს და ჩვენ გაგვიმარჯოს როგორც მასპინძლებს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი.-საოცარი კაცი იყო ოთარი. ამას მაშინვე მივხვდი და მის მიმართ საოცარი სითბო ვიგრძენი. ყველამ დალია სადღეგრძელო და მე მელოდნენ
-აბა შენი ჯერია,-მითხრა სანდრომ და ჭიქისკენ მიმითითა.
-ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი დახვედრისთვის და ასეთი სითბოსთვის. დიდი ხანია ადამიანებისგან ეს არ მიგრძვნია. მოდით ყველას ერთად გაგვიმარჯოს. ვთქვი და ოდნავ მოვსვი სასმელი. ჭიქა დავაბრუნე თავის ადგილზე და სანდროს გავხედე. ვგრძნობდი ისიც მე მიყურებდა. გულის სიღრმეში მინდოდა ამ ოჯახის წევრი გავმხდარიყავი. ვახშამი გვიან დავასრულეთ. საუბარში დრო ისე გაგვეპარა ვერც გავიგეთ. ოთახამდე სანდრომ მიმაცილა. საინტერესო იყო რომ ჩვენი ოთახები ერთმანეთს უყურებდნენ.
-იმედი მაქვს ცოტა გაგამხიარულე და ცოტა ხნით დაგავიწყეთ შენი პრობლემები
-კი ცოტა კი არა ძალიან კარგი დრო გავატარე. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის.
-არ არის მადლობა საჭირო, უბრალოდ დამპირდი რომ ტირილს მორჩები და ძლიერი იქნები?
-კარგი გპირდები.-გავიღიმე მე.
-შენთვის უთქვამს ვინმეს რომ როცა იღიმები საოცრად ლამაზი ხარ?
-ისე არ ვარ?
-არა ისეც, როგორ არა. უბრალოდ ღიმილი ძალიან გიხდება. დაიბნა ის
-იშვიათად ვიღიმი და იმიტომ გეჩვენება განსხვავებულად.
-მთელი დღეა ჩემთან ხარ და თითქმის მთელი დღეა იღიმები
-უბრალოდ ასეთი რაღაც ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ხდება, მაშინაც არ მომხდარა როცა შეყვარებული ვიყავი..უცებ ენაზე ვიკბინე და გავჩუმდი. მივხვდი ზედმეტი წამოვროშე
-იმედია ხშირად გაიღიმები დღეიდან. ცდილობდა არ შეემჩნია ეს, მაგრამ წყენა მაინც აშკარა იყო.-ღამემშვიდობის. დამემშვიდობა და ოთახში გაუჩინარდა.
-რა სულელი ვარ. როგორ წამომცდა.- ხმაურით დავხურე კარი და საკუთარ თავზე ვბრაზობდი.-ადამიანს ჩემი დახმარება უნდა მე კიდევ რა სისულეებს ვლაპარაკობ და რა სისულებს ვაკეთებ.
ლოგინში ჩავწექი და განვლილ დღეზე ვფიქრობდი. საოცარი დღე იყო. საოცარი დღე მაჩუქა სანდრომ. აღფრთოვანებული ვიყავი მისით, ნეტავ ახლა რას ფიქრობს? ძალიან ვაწყენინე თუ ცოტა? ნეტავ ის რას ფიქრობს ამ ყველაფერზე? რატომ ვდარდომ იმაზე როგორ იქნება ან რას იფიქრებს ის? მერე გამახსენდა როგორ უნამუსოდ მოვექეცი მეგობარს და მთელი დღე არც მოვიკითხე. მასთან მინდოდა დამერეკა მაგრამ გამახსენდა რომ მობილური არ მქონდა. -არაუშავს ხვალ სანდროს ვთხოვ და დამარეკინებს, თვალები დავხუჭე და დაძინება დავაპირე,მაგრამ არ ჩამეძინა, ამაოდ ვიწრიალე მთელი საათი საწოლში. მერე წამოვდექი ოთახიდან გავედი. ფრთხილად დავაკაკუნე სანდროს ოთახის კარზე.
-რას ვაკეთებ?ასე პიჟამოებით წამოვედი. რას იფიქრებს ის ბიჭი ნახევრად შიშველი რო მივადექი. სანამ ჩემს სისულელზე ვფიქრობდი კარი გაიღო და ნახევრად მძინარე სანდრო გამოჩნდა, თითქმის შიშველი.
-ვაიი. ვიყვირე მე და პირზე ხელი ავიფარე. რომ სახლში მყოფებს არ გაღვიძებოდათ. სანდრო დაბნეული ამოეფარა კარს და მხოლოდ თავი გამოყო.
-რა ხდება ხო მშვიდობაა? რატომ არ გძინავს.?
-შეგიძლია ტელეფონი მათხოვო? ეკას გავაგებინებ რომ კარგად ვარ.
-ახლავე. ოთახის სიღრმეში გაუჩინარდა და რამდენიმე წამში მობილურით დაბრუნდა.
-აი აიღე და შენთან იყოს თუ გინდა.
-არა ახლავე დაგიბრუნებ მხოლოდ შეტყობინებას გავგზავნი. სწრაფად ავკრიფე ტექსტი და ეკას გავუგზავნე რომ კარგად ვიყავი. მერე სანდროს მადლობა გადავუხადე, ტელეფონი დავუბრუნე და ახლა უკვე საბოლოოდ დავემშვიდობე. ოთახში შევდიოდი როცა ჩუმად დამიძახა.
-სალომეე.
-რაა. მოვბრუნდი და კარში გავჩერდი
-ასე ნახევრად შიშველმა აღარ იარო თორემ შეიძლება თავი ვერ გავაკონტროლო და მერე შენს თავს დააბრალე რაც მოგივა. -ჩაეღიმა მას
-მართლა და რა მომივა? -მისი გამოწვევა ვცადე. თან გულში გავიფიქრე,-როდიდან ხარ ასეთი თამამი და როდიდან იქცები ასე ვით სალომე დევდარიანო? .
-გაჩვენებ რაც მოგივა. სანდრომ სწრაფად დაკეტა კარი და სათქმელი არ დაასრულა...

დილით გვიან გამეღვიძა. იგივე ტანსაცმელი ამოვიცვი. თმა უკან შევიკარი უბრალოდ და ასე გამოვფრატუნდი მისაღებში.
-დილამშვიდობის. მივესალმე ყველას.
-როგორ გეძინა?-მკითხა ნანიმ
-კარგად ქალბატონო... ნანი დეიდა...დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
-შენ უკვე გაშიანურდი?-შემოიქროლა სანდრომ.
-ღმერთო რა ლამაზია ეს ბიჭი. გავიფიქრე და გავუღიმე.
-აბა როგორ. თავი ისე უნდა იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში. ჩაერთო ოთარი.
-მოდით რაა თორემ დამაგვიანდება. დაიძახა სასადილო ოთახიდან თიკომ და ჩვენც იქით გავემართეთ.საუზმე მშვიდად მიმდინარეობდა.
-სალომე შვილო რას საქმინობ?-მკითხა ნანიმ
-დედა სალომე როგორც უკვე იცი ექიმია. ჩვენი ექიმია ნაკრების და მასთან ვმკურნალობთ ხოლმე.მივხვდი რომ იცრუა დ მას გავხედე ისეთი თვალებით თითქოს ვეკითხეოდი ასე რატომ თქვა. მან თვალი ჩამიკრა და გამიღიმა პასუხად.
-ძალიან კარგია რომ ასეთი წარმატებული ხარ და კარიერა აგიწყვია. მშვენიერი გოგო ხარ. ნანის ამ ნათქვამს ყურადღება არ მივაქციე. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი რატომაც თქვა.
-დღეს ოდნავ შემაგვიანდება. ვარჯიში მაქვს და მერე რაღაც საქმეები, გვიან მოვალ. იმედია ჩემს მოსვლამდე არ მოიწყენთ.
-მე კი წასვლას ვაპირებდი და ვიფიქრე დაგემშვიდობებოდი
-სანამ შენი მეგობარი არ გვეტყვის რომ ყველაფერი კარგადაა ვერ წახვალ,- შემომიბღვირა მან.
-მეც უნდა წავიდე სალო, ლექციები მაქვს და საღამოს მოვალ ასე რომ არ მოიწყინო. გასართობი ბევრ გვაქვს სახლში. ჩემს ოთახში ლეპტოპია,შეგიძლია აიღო და გაერთო. -მითხრა თიკომ
-დიდი მადლობა თიკო...
-დარჩი შვილო რა გეჩქარება წასვლა? წასვლას ყოველთვის მოასწრებ. მთხოვა ოთარმა.
საუზმის შემდეგ სანდრო დავიმარტოხელე ოთახთან და ვკითხე
-რატომ იცრუე?
-თუ გინდა გავალ და ვიტყვი სიმართლეს,- გამიცინა მან
-სანდროოოო.. სერიოზულად გეკითხებიი
-იმიტომ რომ გაეგოთ გუშინ გაგიცანი კითხვებს დაგაყრიდნენ და უხერხლდ იგრძნობდი თავს. ასე ჯობდა.
-სანდროოო წამო რააა. მაგვიანდება .-მოისმა გასასვლელიდან თიკოს ხმა.
-კარგი წავედი, აბა შენ იცი არ მოიწყინო. დამემშვიდობა ის და სახლიდან გავიდნენ.
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ამიტომ სამზარეულოში გავედი და ნანის შევთავაზე დახმარება. მან უარი მითხრა.
-წადი შვილო გაერთე, დაისვენე შენ სტუმარი ხარ და აბა როგორ დაგსაქმებ?-თავზე დედასავით გადამისვა ხელი და გულში ჩამიხუტა.-ყავას მოვადუღებ და რამეს ვუყუროთ ერთად თან ვიჭორავოთ მე და შენ.
-მაშინ ერთი პირობით, ყავას მე მოვადუღებ.
-კარგი,- დამთანხმდა ის მცირე ყოყმანის შემდეგ,-გავსინჯავ შენს მოდუღებულ ყავას.
რამდენიმე წუთში ტელევიზორის წინ ვისხედით, ფილმს ვუყურებდით ერთად და ყავას მივირთმევდით.
-ძალიან გემრიელია, შემიქო ნახელავი
-დიდი მადლობა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ დიდად არ მეხერხება სამზარეულოში ტრიალი და კულინარობა. სტუდენტობის დროს ძირითადად ქუჩაში მიწევდა ჭამა სწრაფი კვების ობიექტებში.
-არაუშავს მთავარი მონდომებაა,თან ეტყობა არ გჭირდებოდა, რომ დაგჭირდება ყველაფერს ისწავლი. აი მე მაგალითად ოთარს რომ გავყევი ცოლად კვერცხის შეწვაც კი არ ვიცოდი. მაგრამ რომ დამჭირდა ვისწავლე. მარტო ვცხოვრობდით და აბა ვინ მოამზადებდა საჭმელს.-გაეცინა მას.
-ბებო მეუბნება ხოლმე ქმარს მოკლავ მშიერსო. მეც ვაბრაზებ და ვპასუხ ხოლმე რომ რესტორანში შევუკვეთავ და მზა საჭმელს მოვატანინებ-თქო და ამაზე გული მოსდის. მეჩხუბება რომ დიდი გოგო ვარ. უნდა ვისწავლო უკვე. მამაკაცისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო მეუბნება. ვერ დავაჯერე რომ დრო შეიცვალა.- ჩემს ნათქვამზე ორივეს გავეცინა.
-დრო კი შეიცვალა შვილო და ამას ახლა ყურადღებას აღარ აქცევენ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა როცა ქალმა იცის კერძების მომზადება. მეუღლე ორმაგად აფასებს. ერთს გეტყვი კიდევ ქართველი კაცი მაინც აზიატია და რამდენიც არ უნდა იძახოს დრო შეიცვალა და არ აქვს მნიშვნელობა ჩემს ცოლს ეცოდინება თუ არა საქმის კეთება და სადილების მომზადებაო, გულის სიღრმეში მაინც სიამოვნებს როცა ცოლს სამზარეულოში მოფუსფუსეს ხედავს.
-გავითვალისწინებ ნანი დეიდა და სანამ აქ ვიქნები ვეცდები თქვენგან ვისწავლო საღაცეები. ნუ ეხლა კარტოფილის და კვერცხის შეწვა კი ვიცი და მთლად მშიერს არ მოვკლავ ქმარს.
ორივემ ვიმხიარულეთ და კარგდ გავუგეთ ერთმანეთს. მერე ოთახში განვმარტოვდი, ლეპტოპი ავიღე და ინტერნეტ საიტები მოვინახულე. დიდი ხანია ჩემი ფეისბუქი არ მომინახულებია, საიტს ვეწვიე, უამრავი სიახლე დამხვდა. ნიკას გამოგზავნილი შეტყობინებები. ძირიათად საშინელებებს მწერდა და მემუქრებოდა, ამიტომ ის დავბლოკე და პროფილი გავაუქმე, წავშალე ყველა მეგობარი და ფოტო. მერე ფიქრები გადავეშვი და ჩამთვლიმა. როდის დაბრუნდნენ სახლში თიკო. ოთარი და სანდრო არ გამიგია. მხოლოდ მაშინ გამოვხიზლდი როცა სახლი ახმაურდა და მისი ხმა მომესმა.
-დედა სალომე სად არის?
-ოთახშია შვილო. დილის მერე არაფერი უჭამია და ცოტა ვნერვიულობ.
-შენ სუფრა გააშალე და ჩვენც ახლავე მოვალთ.-მისი ხმა თანდათან ახლოვდებოდა და მალე ოთახში კაკუნის ხმა გაისმა.
-ხომ არ გაგაღვიძე? შემოვიდა სანდრო
-არა არა. მოდი.- წამოვჯექი საწოლზე .
-შენს მეგობარს დავურეკე და შენი პირადი ნივთები მოგიტანე, დაგჭირდება. ის წინ ჩამოჯდა და პაკებში ჩაწყობილი ჩემი ნივთები წინ დამწყო
-დიდი მადლობა, რატომ შეწუხდი?.
-ხომ იცი ეს დიდი არაფერია. კიდევ აი ეს მოგიტანე ჩემგან საჩუქრად. სანდრომ ახალი თაობის მობილური ტელეფონი ამოიღო და ისიც ნივთების გვერდით დააწყოო.
-სანდროოო ეს არ იყო საჭირო მართლა. ასეთი საჩუქარი როგორ მივიღო?
-როგორ და ჩვეულებრივად
-არა არ შემიძლია
-გინდა მაწყენინო?
-ისედაც ასე მეხმარები და ასეთი ძვირადღირებული საჩუქრები როგორ მივიღო.
-მაშინ გათხოვებ და დამიბრუნე მერე როცა ყველაფერი მოგვარდება. ახლა კი წამოდი ვივახშმოთ
-ასე თუ გავაგრძელეთ მე გავსუქდები.იმიტომ რომ ჭამოს მეტს არაფერს ვაკეთებ და მთელი დღე ვისვენებ
-მე მსუქანიც მომეწონები. გაიხუმრა მან და ხმამაღლა გაიცინა
-არ მინდა,დღეს უჩემოდ ივახშმეთ.
-ასე არ გამოვა უნდა წამოხვიდე თუ არადა ძალით წაგიყვან
-ოოო არ მინდაა,- დავამანჭე ჭირვეული ბავშვივით.
-კარგი მაშინ შენ თავს დააბარალე. მოულოდნელად ხელში ამიტაცა და სასადილო ოთახისკენ გამაქაანა.
-დამსვი სანდროოო, ხმაამაღლა მომივიდა ნათქვამი, ვცდილობდი დავსხლტომოდი ხელიდან, მაგრამ მას ძლიერად ვყავდი მიხუტებული სხეულზე და მხოლოდ მხოლოდ მაშინ დამსვა როცა სუფრასთან მივედით.
-რა ხდება? რა ხმაურია შვილო?-გამოვარდა სამზარეულოდან ნანი შეშინებული
-საჭმელად არ მოდიდოდა და ძალით გამოვიყვანე.
-ბოდიშით თუ შეგაშინეთ. შემრცხვა ჩემი საქციელის.
-მე არ ვიცი რა პრობლემები გაქვს. რა ხდება შენს თავს მაგრამ ჯანმრთელობას გაუფრთხილდი შვილო. მითხრა ოთარმა და სუფრის თავში მისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა. სანდრომ ძალით დამსვა სკამზე. ჩემს გვერდით დაჯდა. სალათს დასწვდა, თეფშზე გადმომიღო და მანიშნა ჭამეო. რომ არ გავინძერი. ჩანგალი მოიმარჯვა,მოზრდილი ლუკმა აიღო და მომიბრუნდა:
-აბა გააღე პირი თვითმფრინავი მოფრინავს .... მის ხუმრობაზე ბავშვობა გამახსენდა, გულიანად გადავიხარხარე და პირი გავაღე. ო რა სასიამოვნო იყო როცა ვიღაც ასე ზრუნავდა ჩემზე. გული სიხარულით ამევსო და ჩანგალი გამოვართვი, გავუღიმე და ცემით გავაგრძელე ჭამა.....



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ძაან კარგი ისტორიაა ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2 სტუმარი ketis

ა დზაან მომწონს მალე დადე გთხოვ ახალი თავი

 


№3 სტუმარი ahsjsbs

Shemdegi maleraaa

 


№4 სტუმარი Guest თაკო

აღარ დადებ შემდეგ თავს?

 


№5  offline წევრი kato wiklauri

დღეს დავდებ ახალ თავს

 


№6 სტუმარი Leanne

We're a group of volunteers and starting a new scheme in our community.
Your web site offered us with valuable information to work on. You've done an impressive job and our
entire community will be grateful to you.

Feel free to visit my homepage ... what does vpn stand for

 


№7 სტუმარი Angeline

Have you ever considered publishing an ebook
or guest authoring on other blogs? I have a blog based on the same subjects you discuss and would really like to
have you share some stories/information. I know my subscribers would value your work.
If you're even remotely interested, feel free to send me an email.


Feel free to visit my web blog vpn special coupon code 2024

 


№8 სტუმარი Ramon

Hello I am so excited I found your blog, I really found you by error,
while I was searching on Askjeeve for something else, Anyways I am
here now and would just like to say kudos for a
remarkable post and a all round exciting blog (I also love the theme/design), I don't have time to go through it all at the moment
but I have saved it and also added in your RSS feeds, so when I have time I will be back to read a lot
more, Please do keep up the excellent job.

Feel free to surf to my site; vpn ucecf

 


№9 სტუმარი Eloy

It entails the use of various kinds of testosterone that assist
restore your serum T ranges. Zinc might enhance testosterone, DHT
(Dihydrotestosterone), and sperm parameters in men with inadequate zinc consumption. Nevertheless, if you're already consuming sufficient zinc, further
supplementation won't increase your T levels. That is true even within the case that you have low T as a end result of other causes,
corresponding to male hypogonadism. Both magnesium and
zinc can enhance testosterone if you're deficient in both
mineral.
This mineral can also be necessary for testosterone production, a hormone essential for male vitality and well-being.

The human physique can’t synthesize its personal – nor does it have a storage system for it –
so you must get enough amounts of zinc through foods or supplementation day by
day. A limitation of our research is that we used information from a single scientific
well being examination middle in a single region. Additionally, we couldn't use
the serum estrogen degree as a variable because of a scarcity of
data. Therefore, we consider that our knowledge provide the most concrete proof
among the many research that attempted to elucidate the relationship between testosterone ranges and nephrolithiasis.

If you are considering zinc supplementation,
it's best to seek the assistance of with a healthcare skilled to
find out the appropriate dosage in your particular needs.

Whereas zinc is a vital think about testosterone manufacturing, it is unlikely
that zinc supplementation alone can significantly increase testosterone levels in individuals with regular zinc ranges.
Nevertheless, if a person is poor in zinc,
supplementing with zinc may help restore optimum ranges and
help healthy testosterone production. It can also be important to maintain up a balanced diet and interact in common train, as these way of life factors also can affect testosterone ranges.
The physique tightly regulates testosterone manufacturing, and excessive zinc
consumption can doubtlessly lead to unwanted effects similar to
nausea, stomach cramps, and copper deficiency.

A 2013 research reveals that sense of odor may very well be necessary to libido, particularly
in youthful men. That signifies that zinc deficiency,
which may cut back the sense of scent, can also cut back libido.
Zinc not only impacts the level of testosterone but also might trigger a lack of the ability to detect refined chemical substances that induce arousal.
It was discovered that their testosterone levels have been larger
post-supplement in comparability with earlier than they took the supplement.
If you don’t have enough zinc, you’ll have much less endurance, muscle energy,
and have a hard time together with your cardiorespiratory functions.
If you’re going to for a zinc complement, be warned that it's attainable
to take too much zinc.
We hope this cleared up any questions you might have
about zinc and testosterone. Erectile dysfunction is when a person is unable to hold
up an erection for sexual exercise. Some drugs like ACE inhibitors,
abdomen acid reducers like Zantac and Prilosec, or thiazide diuretics
can result in zinc deficiency. If you’re a vegetarian, then you
definitely might wish to get your zinc where do anabolic steroids come from yogurt, beans,
nuts, whole grains, yeast, dietary supplements, or bread and
cereals which may be zinc fortified. If you’re looking to add extra zinc to your food plan, attempt foods which may be full
of the mineral. Usually, a excessive protein food plan has sufficient zinc since a lot of shellfish (especially
crab and oysters) are full of zinc. If you are a man over
the age of 19, it’s advised to take a minimal of 11 milligrams
a day.
Discover the results exercise has on testosterone, plus a week-long workout schedule to
assist you maximize your testosterone. To discover out if
this system is right for you, just answer a couple of questions on your symptoms and
medical history. With the Rex MD TestoRx program, you’ll have access to drugs and testosterone substitute therapies that may help you feel like yourself once more.

Researchers also observe that zinc may assist scale
back the chance or severity of common respiratory infections similar to colds, though the effect is negligible.
Taking zinc alongside TRT isn't doubtless to offer additional advantages to your
situation. I’m a veteran private coach and for more than 30 years I’ve been serving to my military of
purchasers obtain their lifelong fitness targets.
If you struggle with getting enough of the above and suppose you could be zinc-deprived, there’s a
capsule for that! Multivitamins that include zinc are
available or if you're severely missing, zinc only drugs may be prescribed.
Nevertheless, you would wish to undergo a full evaluation conducted by a healthcare skilled to get your arms on these.
People who are zinc poor are inclined to have
more and stronger exacerbations of acne in comparability with those with
enough levels.
They can help decide your optimal dosage, advocate the best form of zinc supplement, and provide steering on lifest adjustments which will assist wholesome testosterone
levels. When it comes to growing testosterone levels, many individuals turn to supplements like zinc.
Zinc is an important mineral that plays a crucial role in testosterone manufacturing and
total hormonal stability within the body. However, it is important to notice that taking zinc for testosterone must be
carried out with warning and beneath the guidance of a healthcare professional.
In The End, one of the best approach could also be a mixture of each zinc dietary supplements and
zinc-rich meals. By incorporating a selection of zinc-rich meals into
your food regimen and considering supplementation if essential, you'll find a way to help healthy testosterone levels
and overall well-being.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent