ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 10
დილით ანის ზარმა გამომაღვიძა, ავდექი თავი მოვიწესრიგე სახლი დავალაგე და მაღაზიაში გავედი საყიდლებზე. სახლში მალევე დავბრუნდი, ყავისთვის წყალი დავადგი და ანიც მოვიდა ისეთი გახარებული იყო, რომ მეც გავხალისდი. - აბა რა ამბავია მშვენიერო ანი რა ხდება? - მე ლუკასთან ვიყავი. - რას ნიშნავს იყავი ნუთუ თქვენ... - ხო მარ ჩვენ სექსი გვქონდა. - ვაუ ამას არ მოველოდი. - თავიდან არც მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქორწილამდე ასეთ რამეს არ ჩავიდენდი, მაგრამ თვითონაც არ ვიცი ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. - არც კი ვიცი რა გითხრა. - არც არაფერი უბრალოდ გიხაროდეს ჩემი ბედნიერება. - როგორ არ მიხარია, ძლივს დაალაგეთ ურთიერთობა. - ბედნიერებაზე და სიხარულზე გამახსენდა შენ და გიო რას შვებით აბა. - გუშინ ერთმანეთს ვაკოცეთ მაგრამ... - არავითარი მაგრამ, ცხოვრება ხანმოკლეა ხო იცი ასე, რომ ისიამოვნე ყოველი წამით. - ლუკა სადღა არის? - გიოსთან წავიდა ალბათ ისინიც ჭორაობენ. - ალბათ. ............................ - მიხარია ძმაო როგორც იქნა ერთად ხართ? - ხო გიო, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ ჯერ კიდევ თავი სიზმარში მგონია შენ მაინც ხო იცი არა. - კარგი დამშვიდდი სიზმრებზე და ზღაპრებზე მე უნდა ვიწუწუნო. - რა ხდება აბა? - მგონი მარიამი მომწონს. - ნიას, რომ გავს ალბათ იმიტომ. - თვითონაც ეგრე ფიქრობს, მაგრამ ასე არაა მე მართლა მარიამი მომწონს. - და რა ხდება თქვენს შორის? - გუშინ ერთმანეთს ვაკოცეთ ადრეც მიკოცნია მისთვის, მაგრამ გუშინ სხვა იყო მთელი არსებით ვგრძნობდი მას. - ისე კარგი გოგოა გამიხარდება თუკი ერთად იქნებით, ნუ სანამ შეყვარებულები იქნებით გამოცდებიც ჩაბარებული გვექნება. - ხო მაგრამ, ნიას გამო ის თავს იკავებს და მეც სიმართლე, რომ ვთქვა. - ვიცი, რომ ნია გიყვარს მაგრამ, ის მოკვდა ასე, რომ შანსი მიეცი საკუთარ თავს უფლება გაქვს, რომ ახალი ცხოვრება დაიწყო. - ხო მაგრამ, ზმაო არ შემიძლია, მოდი შენზე ვისაუბროთ. - აბა რა გითხრა გიო სიხარულით მეცხრე ცაზე მგონია ჩემი თავი ბედნიერი ვარ ძმაო. - მიხარია, იმედია მალე ქორწილშიც ვიგრიალებთ. - არვიცი ანის არ უნდა ჯერ-ჯერობით და მეც არ ვაძალებ ისე კი მე დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი. - არაუშავს მთავარია ერთად ხართ და მერე ყველაფერი იქნება. - იმედია ძმაო იმედია.კაი გიო ახლა წავალ და ხვალ ვნახავთ ერთმანეთს ლექციებძე. უი ხო მარიამზე რაც გითხარი არ დაგავიწყდეს. - რომელს გულისხმობ იმას, რომ კარგი წყვილი ვიქნებით თუ იმას, რომ სანამ ერთად ვიქნებით გამოცდებს წარმატებით ჩავაბარებთ? - ორივეს ძმაო, მაგრამ ამჟამად მაინც გამოცდებისაკენ ვიხრები, კაი ხვალამდე გიო. ლუკა სახლისაკენ წავიდა, მე კი კვლავ ფიქრებს მივეცი თავი. ვიხსენებდი იმ დროს როცა ნია მყავდა გვერდში. ალბათ ლუკა მართალია, მარიამი იმიტომ მომწონს, რომ ნიას გავსს. საკუთარი თავის დარწმუნება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ, მე მართლაც მარიამი მომწონდა. ვიცოდი, რომ ის ნიას გავდა, მაგრამ მაინც ის მომწონდა, რომ ნიასგან განსხვავებული იყო. მომწონდა მისი ჭითელი ლოყები და დაბნეული გამოხედვა, ვიცოდი მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ ვიცოდი, რომ მოვწონდი, მაგრამ ამასთანავე ისიც ვიცოდი, რომ ნიას გამო თავს შეიკავებდა. მეგობარმა დამირეკა თავი მოვიწესრიგე და ძმაკაცებთან ერთად გასართობად წავედი. სახლში ღამით მოვედი, ოდნავ ნასვამი ვიყავი. ბევრს ვფიქრობდი მარიამთან მისვლაზე, საშინლად მინდოდა მისი ნახვა. შევამჩნიე ფანჯარაში ფარდის მიღმა მისი სილუეტი. ვგრძნობდი, რომ ხშირად მიცქერდა, მის მზერას ხშირად ვგრძნობდი, რაღაცნაირად მესიამოვნა, რომ ჩუმად მითვალთვალებდა შხაპი მივიღე და დასასვენებლად წამოვწექი. .................................... ანის გასტუმრების შემდეგ ნინოსა და გურამს დავურეკე და მათთან წავედი. ყველა თბილად შემხვდა განსაკუთრებით კი გურამის დედა ქალბატონი ციალა. უნდა ვაღიარო აშკარად მეამა. მე ბებია არასოდეს არ მყოლია და თუ მეყოლებოდა ვისურვებდი, რომ ასეთი ყოფილიყო. გურამსა და ნინოს ძალიან გაუხარდათ ჩემი ნახვა, ვაღიარებ მეც რაღაცნაირად მესიამოვნა მათთან ყოფნა. ბევრი ვისაუბრეთ და მეც საბოლოოდ გადავწყვიტე ნიაკოზე ჩამომეგდო საუბარი. - იცით რაღაც მინდა, რომ გკითხოთ და გთხოვთ გულახდილად მიპასუხეთ. - გისმენ მარიამ გვკითხე რაც გსურს. - მაინტერესებს ნიაკომ იცოდა ჩემს შესახებ? - მან ყველაფერი იცოდა, ჩვენ მას სიმართლე თხუთმეტი წლის იუბილეზე გავუმხილეთ. - და ჩემი მოძებნა არ უცდია საერთოდ? - სიმართლე, რომ გითხრა არ ვიცი შვილო. - შენ გული არ დაგწყდეს ჩემო მშვენიერო, მისთვის რთული იყო ყოველივე ამასთან შეგუება ბებო გენაცვალოს შენ. - გასაგებია. ყველას ჩავეხუტე დავემშვიდობე და სახლისაკენ წამოვედი. ახალი მისული ვიყავი გამოვიცვალე და წიგნის კითხვა დავიწყე, მანქანის ხმამ მაიძულა და წიგნის კითხვა მივატოვე. ფანჯრიდან გავიხედე და დავინახე, ღმერთო როგორც ყოველთვის ბრწყინვალე იყო. არ ვიცი იგრძნო თუ არა მან, მაგრამ მალევე საწოლზე წამოვწექი. არც ვიცი როდის ჩამეძინა. ესეც მომდევნო თავი იმედია მოგეწონებათ... მადლობა თითოეულ თქვენგანს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.