მარტოსულობის უპირატესობა (თავი 16)
თუმცა სადამდე გაგრძელდებოდა ეს ნეტარება,ცოტახნის მერე წავიდა ლუკა,გადაძვრა ისევე აივნიდან.სახლში მისვლისას მომწერა,არ მეძინებოდა,ჩვენს ურთიერთობაზე ვფიქრობდი,ვფიქრობდი რაც დღეს მოხდა და იმაზე თუ როგორი იქნებოდა ჩვენი მომავალი და ა.შ,არც მეტი არც ნაკლები თქვენ წარმოიდგინეთ ღრმა ფიქრები და ოცნებები გავიკვლიე.მოკლედ რომ ვთქვათ,გაგეცინებათ მაგრამ,ჩემი მომავალი განვსჭვრიტე. დილის 6 საათი იქნებოდა რომ ძილში წავედი,ლევანისგამ და რუსკასგან ახალი არაფერი ისმოდა. 10საათზე გადიოდა მატარებელი.სულ რაღაც 4საათი მეძინა,წასვლა ისედაც არ მინდოდა და ახლა კიდევ უფრო "მესიკვდილებოდა"ადგომა. ავდექი,მაგრამ,ვაი იმ ადგომას(იცინის),მთვრალი კაცისავით დავაბიჯებდი,ნახევრად ღია თვალებით.. დედა დილაადრიან ქოთქოთებდა,ისე მიკვირდა,ნუთუ არეძინებოდა. მაგრამ რა მიკვირდა,ჩემსავით ღამის ნათევი კი არ იყო. ლუკა მირეკავს.. ლიზა:ხო ლუკააა,რა იყო? ლუკა:დილამშვიდობისააა ჩემო პატარა,აბა რას შვრები? ლიზა:სადგურზე მივდივართ ლუუ,შენ რას შვრები? ლუკა:ეუფ,ცუდია!!ნეტავ იცოდე როგორ არ მინდა შენი წასვლა. შევატყვე საუბარი ღრმა სიყვარულისკენ იხრებოდა და გვერძე გავედი,შევამჩნიე დედას სახეზე ღიმილი როგორ ეპარებოდა. ლიზა:არც მე არ მინდა,მაგრამ რას ვიზამთ,ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა. ლუკა:ხოო სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,იმედია მალე ჩამოვა მამაჩემი და რომ ჩამოვალ გნახავ. ხო მართლა,რაო პატარა ქალბატონო,არ გაგიჭირდა დილით ადგომა? დამცინოდა. ლიზა:არააა,რა სისულელეა(გავიხუმრე). ორივეს სიცილი აგვიტყდა მერე. საუბარი დავასრულეთ და დედას ამოვუდექი გვერდით,მითომც არ გავსულვარ გვერძე,ჩემი სახე უნდა გენახათ. გაცისკროვნებული და სიხარულისგან მოციმციმე თვაპებით შევსცქეროდი ყველას და ყველაფერს. ეს არც დედას გამორჩენია და არც დაუმალავს მითხრა,რომ კბილებ დაკრეჭილი სასაცილო სანახავი ვიყავი(იცინის). მატარებელში ჩავსხედით და ნერვიულობაც დამეწყო. ვნერვიულობდი,დედა,რომ გაიგებდა ლევანიზე და რუსკაზე,წარმოიდგინეთ რა მოხდება. ლევანიმ ხომ მშობლებისგან დაუკითხავად მოიყვანა ცოლი,ცოლი რომელიც ულვე ორსულადაა. ცოლი როგორც ასეთი,ოფიციალური სახელწოდება,მაგრამ ის ხომ სულ რაღაც 16წლისაა.თბილისამდე დარჩენილი დრო წიგნის კითხვით გავატარე. სულ რაღაც 15წუთში უკვე სახლში ვიქნებოდით,სადგურში მამა დაგვხვდა მანქანით და ჩვენთან ერთად წამოვიდა,მამა ჯერ ცალკე ცხოვრობდა,თუმცაღა აპირებს გადმოსვლას. ლევანის მივწერე,რომ მზად ყოფილიყო და ნერვიულობა უფრო მიმძაფრებოდა. და აი დადგა ეს მომენტიც.. კარზე კაკუნი და ლევანის შეგებება,ლევანის და რუსკას,რომელიც გვერძე ამოუდგა ლევანს. დედა:რუსკა როგორ ხარ? გამიხარდა,რომ შენც დახვდი ლიზას.ანი სად არის? ლიზა:ანი არ არის აქ.. დედა:კარგი,არაუშავს)) ძალიან კარგი,ახლა ყველა ერთად ავღნიშნავთ ჩვენს ჩამოსვლას. და აი ლევანმაც ამოიღო ხმა.. დედა,რუსკა აქ ამისთვის არ მოსულა,დიდი ხანია უკვე რაც აქ რჩება. დედა:რას ნიშნავს ეს? რუსკას მიუბრუნდა პასუხით.მოხდა რამე რუსკა სახლში? რუსკა დუმდა.. ლევანი:ცოლად მოვიყვანე დედა. დედა:კარგი ლევანიკო სულ როგორ უნდა ხუმრობდე?(იცინოდა). ლევანი:არა დედა,არ ვხუმრობ.სერიოზულად ვლაპარაკობ. მამა ჩაერთო ამ საუბარში. მამა:მოიცა მოიცა,ლეო რა ხდება აქ? ლევანი: მე და რუსკა ერთად ვართ,ცოლად მომიხდა მისი მოყვანა,განა რა გახდა ამის გაგება? დედა:განა რა გახდა ამის გაგება? როგორ გაბედე შენ ჩვენს დაუკითხავად ამის გაკეთება?! დედა მართლაც ძალიან გაბრაზდა. რუსკა:ორსულად ვარ მე. დედა:არააა,ახლა კი მითხარით რომ ხუმრობთ თორემ გავგიჟდები. ეს რა ამბები დატრიალებულა აქ,მე კი რა მშვიდად ვიყავი ბათუმში. მამა:რუსკა,მართლა ორსულად ხარ შვილო? რუსკა:დიახ.. დედა კი ცუდად გახდა შექმნილი სიტუაციით,წნევამ აუწია და თავშალი აიღო და შუბლზე ძლიერად მოიჭირა.წამლები მოვუტანე,შემეშინდა ისე ცუდად იყო,უარესად არ გამხდარიყო. დედა:რუსკა,რამდენი დღის ხარ? რუსკა:უკვე 1თვის ვარ მელანო დეიდა. შეხედე ამათ რააა,ეს რა გამიკეთეს,ლიზა შენ იცოდი? ლიზა:ვიცოდი დედა,მაგრამ არაფერი მითქვამს,ვიცოდი რა რეაქციაც გექნებოდა და ამიტომ ხმა არ ამოვიღე,მაპატიე და საერთოდ აპატიე მათაც რა. დედა:გაჩუმდი! - კი,მაგრამ შენმა მშობლებმა რა თქვეს რუსკა ამაზე? რუსკა:როგორც ხედავთ,ჩემი აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი კიდევ ისაა,რომ გამომაგდეს.უფროსწორად აბორტს მაკეთებინებდნენ. დედა ამაზე კიდევ უფრო გადაირია. ხმა არ გამცეთ არცერთმა! ლევანი:დედააა,გთხოვ,რომ.. დედამ გააწყვეტინა წინადადება და.. დედა:ხმათქო! შენ როგორ იღებ ხმას? არ გრცხვენია შენი საქციელის? ესეც მე 16-ე თავი და შექმნილი სიტუაცია. იმედია მოგეწონათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.