ცისფერი და მწვანე (თავი 2)
თავი 2 ეს რაიყო ახლა? იდიოტი! თავი ვინ ჰგონია! ამას ვაჩვენებ ვინ არის მარიამ ნოზაძე!! თანაც, ზაფხულია, ამ დროს კი საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ.. ელეც გაკვირვებული დარჩა, შენ ასეთი შარშან ზაფხულშიც არ ყოფილხარო. ხელი ჩავკიდე და კოცონისკენ წავათრიე.. ბავშვებთან მივედით. ლიზასთან და მაკოსთან კიდევ ერთ გოგო იყო. გაგვაცნეს, ლალი ერქვა ისიც ჩვენხელა იყო. ბიჭებიდან ირაკლის გარდა კიდევ ოთხი ბიჭი იყო: გეგა, ავთო, ნიკა და სანდრო. ყველანი კარგები იყვნენ ძალიან. გვიანობამდე ვიყავით კოცონთან. ბევრი ვისაუბრეთ. ელე და გეგა რაღაც საყვარლად ჩურჩულებდნენ და იცინოდნენ. დანარჩენებიც რაღაცაზე იცინოდნენ. მე ინტერნეტის დაჭერას ვცდილობდი და აქეთ-იქით დავდიოდი. ხელი ზემოთ მეჭირა და როცა გავაცნობიერე, რომ ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი, უკვე გვიანი იყო: ყველა მე მიყურებდა და იცინოდნენ. ირაკლი უბრალოდ იღიმოდა. მალე დაწყნარდნენ შეწყვიტეს ჩემზე ღადაობა ;დდ ირაკლი დამიჯდა გვერდით. -ძალიან ლამაზი ხარ.. -მადლობა. -თავში არ აგივარდეს ოღონდ -შევეცდები- უხეშად ვუპასუხე რაზეც გაეცინა. -კარგი ვხუმრობ.. მართლა ძალიან ლამაზი ხარ, რაც დაგინახე იმის მერე ვერ დავადგინე რა ფერსი თვალები გაქვს. ლურჯი, ცისფერი, მწვანე თუ ნაცრისფერი... -ქამელეონი, ფერს იცვლის. რა იყო, ხომ არ შეგიყვარდი? -მაშინვე შევამჩნიე რა აფერისტი იყო. მან მიპასუხა: -რაღაცნაირი ხარ. -როგორი? -არვიცი, სხვებს არ გავხარ. - ამაზე გული გამიჩერდა! -ჩვეულებრივი ვარ. -არა არხარ და ეს შენც იცი. -ეეჰ შეგიყვარდი ხოომ?- გადავწყვიტე უხერხულობა სიცილში გადამეყვანა მაგრამ ძალიან ცუდად გამომივიდა. დებილი ხარ მარიამ ! დე-ბი-ლიი!! -კარგი უკვე ძალიან გაწითლდი, ასე ძალიან გინდა რომ შემიყვარდეე? ჰაჰაჰა...- სიცილით მოკვდა კინაღამ. თავიდანვე ვიცოდი რა აფერისტიც იყო! მაგრამ მეგონა.. რა გეგონა მარიამ, რა?? მაშინვე სიყვარულს აგიხსნიდა? შტერი ხარ რა.. ისეთი თვალებით შევხედე, გამომეტყველება შეეცვალა. ავდექი და წამოვედი. სახლთან ვიყავი მისი ხმა რომ გავიგე. დამიძახა, მითხრა დამელოდეო. -რაგინდა-ვკითხე მე -გამომყევი. -რა?სად? -დავიბენი -მომენდე -არა -გთხოვ, მარიამ..- აჰა ჩემი სუსტი წერტილი. ჩემს სახელს ისე ამბობს, მაშინვე ვდნები. ხელი ჩამჭიდა და მეც სულელივით გავყევი. დიდი მორწმუნე არვარ, არც ათეისტი, მაგრამ ჩემთვის ნამდვილი სასწაული იყო ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა როდესაც ხელზე შემეხო. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს სიყვარულს აუცილებლად გრძელი და ლამაზი თითები ექნებოდა. ყველა ბიჭი რომლის მიმართაც ინტერესი გამჩენია, მხოლოდ იმიტომ აღარ მიზიდავდნენ, რომ მახინჯი თითები ჰქონდათ. რთული ვარ ნამდვილად. და დიახ! ირაკლის სწორედ ისეთი თითები ჰქონდა მე რომ მაგიჟებდნენ და ჩკუიდან მშლიდნენ. -მოვედით!..- ირაკლის ნათქვამმა გამომიყვანა ფიქრებიდან. რაღაც ამაღლებულ ადგილას ამიყვანა. იქიდან მთელი სოფელი მოჩანდა. ულამაზესი იყო. მაგრამ არმესმოდა, რატომ მომიყვანა აქ? რის მიღწევას ცდილობს? -ულამაზესია.. -ჰო, ვიცი. აქ მე და ჩემი ძმა მოვდიოდით ხოლმე. ვსაუბრობდით მთელი დღე. საჭმელ-სასმელი მოგვქონდა, ვეწეოდით, ვსვამდით, ზოგჯერ ვტიროდით კიდეც, როცა ყველაფერი ძალიან ცუდად იყო.. -კარგია როდესაც შენს ძმასთან ასეთი ურთიერთობა გაქვს.. ნეტავ მეც ასე ვიყო ჩემ ძმებთან. -გექნება, თუ მოინდომებ..- ველოდებოდი რომ მკითხავდა რამდენი და რამდენიწლის ძმები მყავდა, როგორც ყველა ბიჭი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. -ირაკლი, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია და მადლობ, მაგრამ რატომ მე? დღეს გამიცანი და უკვე ეს ყველაფერი.. როგორ გითხრა, არ მესმის.. -ჰო ვიცი მართალი ხარ, მაპატიე.. უბრალოდ დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა. 16ის გახდებოდა და მინდოდა აქ მოსვლა. შენ რატომ წამოგიყვანე არ ვიცი, მაგრამ არ ვნანობ. ან საერთოდ რატომ გელაპარაკები ახლა ეგეც არვიცი. ახლა მივხვდი რაშიც იყო საქმე, ძმა გარდაცვლილი ჰყავდა. ღმერთო რა სულელივარ აქამდე როგორ ვერ მივხვდი. -კარგი, დროა წავიდეთ. სახლში მიგიყვან. -ირაკლი, მე.. ძალიან ვწუხვარ.. -არა არაა საჭირო.. მადლობა.. ხო გესმის, მოკლედ.. მივედი და ჩავეხუტე. ვაი დედა ეს რავქენი. არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მინდოდა ჩავხუტებოდი. თავიდან დაიბნა. გაუნძრევლად იდგა. მერე ხელები წელზე შემომხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო. მის სუნთქვას ვგრძნობდი. მთელი ძალით მეკვროდა სხეულზე.. კარგახანს ასე ვიდექით. შემდეგ თვითონ გაიწია და ხელი ჩამჭიდა უკან მივყავდი, სახლისკენ. კართან მიმიყვანა და ძალიან ცივად დამემშვიდობა: "კარგად". მე კი არაფერი მიპასუხია. იმ ღამეს სულ ირაკლიზე ვფიქრობდი. არვიცოდი რა მოხდებოდა, როცა გათენდებოდა. თავზე დამათენდა. თვალი არ მომიხუჭავს. ზანტად წამოვდექი, ელეს ჯერკიდევ ეძინა. თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი. ნელი ბებომ უგემრიელესი ხაჭაპურები დაგვახვედრა. ბლომად ვჭამე და ნელის დავუბარე ლიზასთან და მაკოსთან რომ მივდიოდი და ჩაცმა დავიწყე. ელეს გაეღვიძა, მარა ეგ ისეთი ზარმაცია ჯერ რას ადგებოდა, 12 საათი იყო. ტელეფონზე მესიჯი მომივიდა. დავხედე და უცხო ნომერი იყო. "მდინარესთან ვართ და ჩამოდით შენ და ელე აქ" არვიცოდი ვინ იყო მაგრამ მივხვდი რომელიღაც აქაური იქნებოდა და მეც ვუპასუხე "კაიი" ელეს ეძინა, ამიტომ გადავწყვიტე მარტო ჩავსულიყავი ელეს კი მივწერე მდინარესთან მოსულიყო როცა გაიღვიძებდა. მდინარესთან მივედი ჩვენს ადგილას, სადაც ვიკრიბებოდით ხოლმე. მაგრამ არავინ იყო. უცებ რაღაც ხმა გავიგონე. მივბრუნდი და გეგა შემეჩეხა. -აუ გული გამისკდა ბიჭოო ვერხარ?-და სიცილი დავიწყე. გეგას წარბი არ შეურხევია. მისმა გამომეტყველებამ ნამდვილად შემაშინა. -მოხდა რამე? -ახლა მოხდება- მითხრა თუარა მაშინვე ჩემს ტანსაცმელს ეცა. ველურივით იქცეოდა. ყელში მკოცნიდა ვეწინააღმდეგებოდი მაგრამ უშედეგოდ. რატომ იქცევა ასე? მთელ ხმაზე ვყვირი მაგრამ ვინ გინდა გაიგოს ამ მიყრუებულ ადგილას? ძირს დამაგდო და ჩემს ზემოდან მოექცა. ბალახს ვემღაუჭებოდი მაგრამ ჩემი ძალებით ვერ ვებრძოდი. უცებ გეგა საოცარი სისწრაფიდ მომწყდა და ჰაერში აღმოჩდა ხეზე მიმაგრებულს ჰგავდა. ირაკლი... ირაკლიმ გადამარჩინა. გამეტებით დაუწყო ცემა გეგას. დაასახიჩრა, კბილები ჩაუმტვრია. მესმოდა გეგას ხმა: "გაჩერდი.. მაპატიე.. გაჩერდი გთხოვ".. მაგრამ ირაკლი არ ჩერდებოდა.. შემდეგ როგორც იქნდა დაასრულა მისი დასჯა რადგან დავუძახე. ერთიანად ვკანკალებდი, გაყინული ვიყავი, ფიზიკურადაც და სულიერადაც.. -მარიამ, კარგად ხარ? მარიამ.. ხმა გამეცი გთხოვ მითხარი რამე! ხმას ვერ ვიღებდი და ვერც ვინძრეოდი. ხელში ამიყვანა, უცებ თვალები საშინლად ამტკივდა ისე რომ ვერ ვახელდი, როცა გავახილე უცხო სახლში ვიყავი... ჰეეი^^ იმედია მოგეწონათ მეორე თავი, პირველ თავს გამოხმაურება არ ჰქონია.. თუ ამასაც არ ექნება, ტყუილად აღარ გავაგრძელებ წერას. ასე რომ თუ კითხლობთ დატოვეთ კომენტარი <3 მადლობა ყველას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.