შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი და მწვანე (თავი 3)


4-11-2016, 00:20
ავტორი 13mariammi
ნანახია 1 681

თავი 3
-მარიამ, კარგად ხარ? მარიამ.. ხმა გამეცი გთხოვ მითხარი რამე!
ხმას ვერ ვიღებდი და ვერც ვინძრეოდი. ხელში ამიყვანა, უცებ თვალები საშინლად ამტკივდა ისე რომ ვერ ვახელდი, როცა გავახილე უცხო სახლში ვიყავი...
ირაკლი ფანჯარასათან იდგა ჭიქით და სიგარეტით ხელში. სადღაც, სივრცეში იყურებოდა. გამხდარი და ნავარჯიშები სხეული ჰქონდა. მის მწვანე თვალებსა და ოდნავ ღიაფერის თმას ყველგან ვიცნობდი. ისეთი სანახავი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი.. მინდოდა ასე, მუდმივად მეყურებინა მისთვის..
-დიდხანს აპირებ ყურებას ლამაზთვალება? -და მე რათქმაუნდა გავწითლდი. ყოველთვის, როცა მისი ხმა მესმის, გული მიჩქარდება, სხეულში სისხლი მაქსიმალურად სრაფად იწებს მოძრაობას, ტემპერატურა მაღლა იწევს, მუცელში კი პეპლები კიარა, თოლიები დაფრინავენ და უაზროდ ვიღიმი.
-თუ მინდა გიყურებ, თუ მინდა შეგეხები.. -ოპაა აი აქ დამერხა!! ეს რა ჯანდაბამ მათქმევინა? საშინლად შემრცხვა, იმდენად, რომ წამოვხტი და უაზროდ დავიწყე სიარული.
-აზრები გააკონტროლე, ლამაზთვალებავ, თორემ ისედაც მაგიჟებ..-თქვა ეს და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ინანა ეს რომ მითხრა..
მეტეორივით მოწყდა ადგილს და ჩემს წინ დადგა. დიდრონი მწვანე თვალები ზემოდან მიმზერდა.. თითქოს რაღაცის წაკითხვას ცდილობდა. ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, ისე რომ მე მის სუნთქვას ვგრძნობდი, ის კი - ჩემსას.. ნელ-ნელა უკან დავიხიე. ძარღვებში სისხლი დუღდა..
-მოიცა, საით?-შევეკითხე რადგან ოთახიდან გავიდა
არაფერი მითქვამს. გავეკიდე და მხარში ჩავავლე ხელი..
-გამომყევი და გაიგებ, ცისფერთვალებავ.. - და მე ისევ დავდნი .. ასე უსიტყვოდ მიმიყვანა ჩემს საყვარელ ადგილას ამ სოფელში. ნახევრად აშენებული შენობა, 12 სართულიანი... საშიშად მოგეჩვენებოდათ რომ გენახათ, დაუსრულებელი მშენებლობა, გარშემო წიწვოვანი ტყე, და ნისლი.. საიდან იცოდა, რომ ჩემი საყვარელი ადგილი იყო. ყოველთვის აქ მოვდიოდი როცა რამე ცუდი მოხდება, და სიმშვიდეს ბუნების სილამაზეში ვპოულობდიხოლმე..
-საიდან იცოდი...
-გაჩუმდი..-შემაწყვეტინა.
-აა მივხვდი! სატანისტი ხარ და მსხვერპლად უნდა შემწირო?- აი ამაზე ნამდვილად გადავბჟირდით ორივე.
-დაახლოებით.-სერიოზული სახით გამომხედა და მეც ისევ დავსერიოზულდი.
-მოიცა მეშინია ეგეთების რა.. -ამაზეც გულიანად ვიცინეთ.
კიბეზე ამიყვანა.. მეთერთმეტე სართულზე თვალები დამახუჭინა. როგორც იქნა ავედით.
-თვალები გაახილე..-მითხრა და მაშინვე ჩემს წინ უზარმაზარი სივრცე გადაიშალა. ეს იყო დასაწყისი და დასასრული. არაერთხელ მქონია ასეთი გრძნობა, მაგრამ ამჯერად იგი ძალზე ძლიერი და უსაშველო იყო, ძვალსა და რბილში მქონდა გამჯდარი. ირაკლის შევხედე, მე მიყურებდა... ორივეს ერთი და იმავე რამ გვინდოდა - ერთმანეთი. ახლოს მოვიდა, მეც მივუახლოვდი.. ყელზე მომკიდა თავისი უმშვენიერესი ხელები. ის იყო ერთადერთი ბიჭი, ვინც ასე მიყურებდა და მეც ასე ვუყურებდი.. მის მწვანე თვალებში ვიძირებოდი და ვხვდებოდი, ვერასდროს შემომხედავდა ვინმე ისე, როგორც ახლა ის.. და მისი ტუჩები ჩემსას შეეხო.. ყველაფერი ჰაერში დაფრინავდა, მსუბუქი და უწონო გამხდარიყო.. გაქრა თითქოს ყველაფერი, არ არსებობდა გრავიტაცია, და აღარც გრძნობები.. ჰო გრძნობებიც კი გაქრა!! და იცით რას მივხვდი? გრძნობები ზედაპირულია, არა იმას კი არვამბობ, რომ ისინი არაა საჭირო, უბრალოდ ისინი გონებიდან მოდის და არა გულიდან.. გულიდან მოდის ემოცია. მხოლოდ ემოციები დარჩა.. მინდოდა ის წამები არასდროს დასრულებულიყო. მხოლოდ ერთმანეთის მიზიდვას ვგრძნობდით.. ჩვენ ვიყავით ორ სხეულში არსებული ერთი სული, და ეს ორივემ ვიცოდით.. კარგია ამის ცოდნა, მაგრამ უკეთესი მისი შეგრძნობა, რომ ვიდრე ცოცხალი და გიყვარს, არაფერია საბოლოოდ დასრულებული..
თვალები გავახილეთ ორივემ, და ცისფერი შეხვდა მწვანეს. ახლა ის დრო იყო როცა ერთს უნდა ეთქვა "მიყვარხარ" მეორეს კი უნდა ეპასუხა "მეც".. მაგრამ ეს არცერთმა არ გავაკეთეთ.. ერთმანეთის გარდა იმწამს არაფერი გვინდოდა, მაგრამ თან გვეშინოდა ერთმანეთის, ან უბრალოდ სიყვარულის გვეშინოდა.. წყვდიადი ჩამოწვა. ყველაფერი მისტიური, ამაღელვებელი და ემოციებით სავსე იყო..
-დროა წავიდეთ, შენები ინერვიულებენ..
-კარგი..- მითხრა და სახლისკენ წამოვედით. გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია. უბრალოდ ხელიხელ ჩაკიდებულნი მივდიოდით ტყეში. თითქოს ყველაფერი გვგრძნობდა ჩვენ ორს.. ხეები, ბუჩქები, ბალახები, მცენარეები, ყვავილები, ყველაფერი!! ყველა ცოცხალი არსება...
სახლამდე მიმაცილა. ვიდექით ასე დებილებივით, ვერც მე ვტოვებდი მას და ვერც ის მიშვებდა.. მერე ელე გამოვარდა.
-გოგო სად ხარ მოვკვდით მე და ნელი ნერვიულობით!
-აქვარ..-ისე ვუპასუხე არც გამიხედავს მისკენ.. მწვანეთვალებს ვუყურებდი ისევ.. არც ირაკლის გაუხედავს არსად.. მერე მოვიდა და ისე მაგრად ჩამეხუტა.. მისით ვიკვებებოდი, მისით ვსუნთქავდი... ვიცოდი, მის გარეშე ვერ ვიარსებებდი.. შუბლზე მაკოცა და მითხრა:
-ნახვამდის, ცისფერთვალებავ..
-ნახვამდის, მწვანეთვალებავ...
სახლში შევედით მე და ელე.. ნელიმ ლექციები ჩამიტარა, რატომ მანერვიულებო, ფრთხილად იყავიო ვინ არის ეგ ბიჭი მე ხომ არ ვიციო და ა.შ. მაგრად დავიკიდე. მაგრამ არმინდოდა ნაწყენი დარჩენილიყო. ბოლოს და ბოლოს გვივლის მე და ელეს ასე ზრუნავს ჩვენზე. მივედი ჩავეხუტე და ვუთხარი რომ ასე აღარ ვანერვიულებდი. ისიც უცებ მოლბა და ხაჭაპურების კეთება დაიწყო. მე ყურსასმენები გავიკეთე და სიმღერა ჩავრთე: Nick Badza - Listen To Your Heart მიყვარს ეს ძალიან <3
უცებ ოთახში ელე შემოვარდა და თავზე დამახტა
-შე იდიოტკაა!! არ უნდა გეთვქა ჩემთვის?? დროზე მომიყევი ყველაფერი.
-კარგი ხო, მოკლედ..
მთელი ღამე ვსაუბრობდით გაგიჟდა კინაღამ ისე ლანძღავდა გეგას.
-აუ რა დამპალიი ხარ პროსტა რაა ასეთი ამბები გადაგხდა და მიმალავდიიი ხოო?- ნაწყენივით მეუბნებოდა მაგრამ თან ეცინებოდა.
-კარგი რა ელე, ორი დღე გავიდა მეტი კიარა!
-რას ვიფიქრები ორდღეში თუ ვინმე შეგიყვარდებოდა, 1 წელი გეჩალიჩებოდა ზოგი და ფეხებზე გეკიდა ყველა და ამან კიდე.. ჯადო გაგიკეთა?
-ჰო, აშკარად.
-მასწავლოს რაა.. ან უთხრას თავის ძმაკაცს რო გამომართვას ნომერი!
-მოიცა რა??-დავიბენი უცებ
-რა და ნიკა მომწონს.. მგონი.. -ნიკა ირაკლის ძმაკაცია და მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა..
-შე ეშმაკოო!! თურმე შენ არ მიყვები არაფერს! დაიწყეეხლა გისმეენ დროზე..
მანაც მომიყვა ყველაფერი. თურმე ნიკას სითბოს ელე ძალიან გრძნობდა. მაგრამ ნიკა მორცხვია ცოტა და ელეს ვერაფერს ეუბნებოდა.
-ხვალ მოვაგვარებ მაგ საქმეს დაო!! - ვუთხარი თავდაჯერებულმა
-ოქეიი სიკვა <3 კაი ახლა მეძინება აბა ტკბილი ძილი..
-ტკიბილი ძილი <3
მეც დავწექი დასაძინებლად, მაგრამ რათქმაუნდა ვერ ვიძინებდი.. ტელეფონზე წერილი მომივიდა:"გამოდი. მწვანე ვარ." გამეცინა. ნომერს "მწვანე" დავაწერე და გასვლა დავაპირე როცა მივხვდი რომ ვერ გავიდოდი. ნელის ღვიძავს. რომც ეძინოს ჩემს წასვლა უეჭველად გაიგებს.. რამე უნდა მოვიფიქრო.. "ცოტა დრო მჭირდება. ნელის მოვუხერხებ რამეს და გამოვალ"- მივწერ ირაკლის. მანაც მალევე მიპასუხა: "კარგი ცხოვრებავ"- ვაიმეე ამაზე ჩამოვდნი კიარა სადღაც გავქრი ;დდ . ისე უნდა დამეძინებინა ნელი რომ დილამდე ვერ გაეღვიძა ყველაფერი რომ დაქცეულიყო.. ჰოდა სამზარეულოში გავედი.
-კარგ დროს მოხვედი, ბები, მოდი მზადაა ხაჭაპურები. ელე სადაა??
-ეძინებოდა და დაწვა უკვე.- ხაჭაპურით გამოტენილი პირით ვუთხარი
-უიმეე რა ძილის გუდაა.-შეწუხებული სახით მითხრა.
-ნელი, მოდი ერთი გადავკრათ რაა მე და შენ. სულ მინდოდა შენთან ერთად დამელია!
-ქალო, შენ ვერა ხარ ხო?-ისეთი სახით შემომხედა, მივხვდი რომ არაფერი გამოვიდოდა და წამოვედი გულდაწყვეტილი სახით.
-კარგი კარგი მოდი ერთი ჭიქა არაფერს გვიზამს..
ჩამოასხა ნელიმმ თავის ქმრის წითელი ღვინო 20 წლის დაძველებული და გადავკარით.. ნელი თან დარბოდა აქეთ იქით და მე ამასობაში ჭიქას ვუვსებდი. მე კი მხოლოდ ერთ ჭიქა ვწრუპავდი 15-20 წუთი.
-კარგი ბებო გენაცვალოს, წავედი მე დავიძინებ.. ადგა და თავბრუ დაეხვა. შემეშინდა ვაითუ ეს ქალი ხელებში ჩამაკვდათქო და მაშინვე ჩემს ფიქრებზე გამეცინა.
-რა გაცინებს ქალო? მიმიყვანე ოთახამდე ვეღად დავდივარ ამხელა ქალივარ. დედა მომეჭრა თავიი ორ ჭიქაზე ასე რო დავეციი ნწნწ.. არ თქვა არსად იცოდე!!
-არა ნელი ბებო სად ვიტყვი რას ამბობთ..
კიი ორი ჭიქა აბა რა. მინიმუმ 12 მაინც იყო.. 5 წუთს კიდევ გავჩერდი სახლში. ყველგან შუქები ჩავაქრე და სახლიდან გავედი.. ირაკლი იქვე იყო, კედელს აყუდებული და სიგარეტს ეწეოდა..



№1  offline წევრი 13mariammi

ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის <3 მადლობა ყველას ვინც კითხულობთ <3 გამიზიარეთ თქვენი აზრები, რა მოგწონთ, და რა არ მოგწონთ.. გავითვალისწინებ აუცილებლად <3 შემდეგ თავს ხვალ საღამოს დავდებ 10ისკენ დავდებ.

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

კარგია მთელი დღე ველოდი როდის დაჯდებოდა..გაგრძელება..არ დააგვიანოო..დაა ტავებიი გაზარდე
--------------------
G.ke

 


№3  offline წევრი 13mariammi

gvanciii kereselidze
კარგია მთელი დღე ველოდი როდის დაჯდებოდა..გაგრძელება..არ დააგვიანოო..დაა ტავებიი გაზარდე

ჰო გვიან იდება სამწუხაროდ. ძალიან დიდი მადლობა <3 დღეს აუცილებლად დავამატებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent