შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 11


4-11-2016, 15:29
ავტორი Viktoria
ნანახია 2 089

დღეები ერთმანეთს გავდა, უნივერსიტეტი, ლექციები და ა.შ. გიორგი, როგორც ყოველთვის გადაიკარგა. ალბათ ისევ სვანეთში იყო წასული. რაც შეეხება ანისა და ლუკას სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდნენ. მე რაც შემეხება ხშირად დავდიოდი სტუმრად გურამთან და ნინოსთან. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო. რაც შეეხება ციალა ბებოს ამ ქალმა ისე შემაყვარა თავი, რომ სიტყვებითაც ვერ ავღწერ.
უნივერსიტეტის საკითხებს ვაკონსპექტებდი, ვკითხულობდი ვსწავლობდი და ა.შ. დრო სწრაფად გადიოდა სულ რაღაც ორ კვირაში ზეპირი გამოცდები გვექნებოდა. ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა, შესწორება რაღაც არა ვიღაც. გიორგი აი ვინ მაკლდა მისი დანახვაც კი ისეთ სიხარულს მანიჭებდა, რომ სიტყვებით აღწერაც კი არ შემიძლია. მასზე ფიქრებში ვათენებდი და ვიძინებდი, ჩემი ფანჯარა კი ჩემი უსაყვარლესი ადგილი გახდა, ხშირად ვამოწმებდი ფანჯრიდან ჩამოსული იყო თუ არა.
როგორც ყოველთვის დილით ადრე ავდექი თავი მოვიწესრიგე და უნივერსიტეტისაკენ წავედი. ინგლისურის ლექცია მქონდა და მეც 1225-ე ოთახისაკენ წავედი. მალევე ანი და ლუკაც მოვიდნენ.
- როგორ ხარ მარიამ?
- მე კარგად ვარ, თავად რას შვები ლუკაჩო?
- რავი აბა ვიფერებ, რომ საუკეთესო გოგო ჩემი ლოვეა.
- აბა გეტყობა, ხომ იცი ცოტათი გაწითლდი.
- ხდება ხოლმე, კარგი მე წავედი ძვირფასო, კარგად მარ.
- მოიცა სად მიდიხარ ლექცია.
- Don't worry Baby... I know English a little.
- oh, Yes... and where ara you going?
- საყვარელო აუხსენი რა გავიქეცი Bay- bay ladies.
- გიორგის უნდა დახვდეს დღეს ჩამოდის სვანეთიდან.
- გასაგებია სხვა რას მეტყვი კარგს და ახალს.
- მარ იცი როგორი ბედნიერი ვარ სიტყვებითაც კი ვერ ავხსნი ის არის ჩემი ცხოვრების აზრი. მისი შეხება ჭკუიდან მშლის და მის მკლავებში ვიფერფლები. არც კი მეგონა თუ კი ასეთი სიყვარული შემეძლო, ის ჰაერივითაა, მის გარეშე მოვკვდები.
- მიხარია ანი, მართლა ძალიან მიხარია, რომ ერთად ხართ, რას გეგმავთ ახლო მომავლისათვის?
- რას გულისხმობ? იმედია ქორწილს არა?
- არა, მაგრამ ხომ შეგიძლიათ ნიშნობა მოაწყოთ.
- ცუდი აზრი არაა , მაგრამ იცი რას მივხვდი, მან ცოლობა რომ შემომთავაზოს დავთანხმდები.
- მაგრამ, დრო მაინც ბევრი გაქვთ.
- ვივი მაგრამ, მაინც წლის ბოლოს ცუდი არ იქნება ქორწილი.
- კარგი აზრია და მანამდე პირველ კურსაც ჩახურავთ.
- ჰო თან ყოველთვის მინდოდა ზაფხულში ქორწილის გადახდა.
- მე კიდევ პირიქით, რაღაცნაირად ზამთარი მიყვარს.
- მოდი შევთანხმდეთ მე ზაფხულში მექნება ქორწილი, შენ კი ზამთარში გადაიხადე.
- ზამთარი თითქმის ახლოვდება მე კიდევ მარტო ვარ.
- რატომ მარტო გიორგი ხომ არის შენს გვერდით.
- იცი ჩვენ ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ მეგობრობა.
- თქვენ თუ შენ? კარგი არაუშავს და თან ხომ იცი ყველაფერი მეგობრობით იწყება.
- ჰო მაგრამ ჩვენ მარტო მეგობრები ვიქნებით.
- მაგას დრო გვიჩვენებს ჩემო მშვენიერო.
ლექცია, როგორც ყოველთვის საინტერესო იყო.
- წამოდი სტუდკაფეში ჩავიდეთ რამე ვჭამოთ.
- კარგი ანი წავიდეთ და თან რაღაცას მოგიყვები.
სტუდკაფეში შევედით და საკუთარი ადგილები დავიკავეთ, შეკვეთაც მალევე მოგვიტანეს.
- აბა რა უნდა გეთქვა?
-იცი მე ჩემს მშობლებს ვაპირებ, რომ შევურიგდე.
- მოიცა ნინოს და გურამს გულისხმობ?
- ჰო, ანი ეს ბოლო დროა რაც მათ ვხვდები. არც ისეთი ცუდები არ არიან ციალა კიდევ გადასარევი ქალია, პირდაპირ დამიპყრო, ძალიან თბილია და თან მარტო ყოფნაც არ მინდა.
- კარგია მარ მიხარია, რას აპირებ გადახვალ მათთან?
- არა ჯერ არა, მაგრამ სავარაუდოდ რატომაც არა, იცი ნიაზე ვკითხე იცოდა თუ არა ჩემზე, მე მასზე არაფერი არ ვიცოდი, მეგონა მასაც ატყუებდნენ, მაგრამ თურმე სიმართლე ცოდნია მე კიდევ...
- გული არ დაგწყდეს მარ, ნია თავისებური იყო, მაგრამ ამასთანავე არაჩვეულებრივი გოგონაც იყო თუკი იცოდა ესეიგი მიზეზიც ჰქონდა, რომ დაემალა.
- უბრალოდ გამიხარდებოდა ჩემით, რომ დაინტერესებულიყო. იცი ყოველთვის მინდოდა და ან ძმა, რომ მყოლოდა. მე, რომ სიმართლე მცოდნოდა აუცილებლად მოვძებნიდი მას.
- მესმის შენი.
- კარგი მოდი რამე კარგზე ვისაუბროთ.
- იცი რა მოვიფიქრე? იქნებ კურსელებმა წვეულება მოვაწყოთ მალე ახალი წელი იქნება, რას იტყვი?
-კარგი აზრია.
- მაშინ ბავშვებს გავუზიაროთ ხვალ ჩვენი იდეა.
- კარგი.
ანის დავემშვიდობე და სახლისაკენ წამოვედი, გზაში ლუკასა და გიორგის შევხვდი.
- პრივეტ მარ, როგორ ხარ?
- კარგად ვარ თავად როგორ ხარ?
- რავი არამიშავს ლუკა ცდილობს, რომ არ მოვიწყინო.
- გასაგებია.
- საინტერესო ლექციები გამოვტოვეთ?
- საკმაოდ საინტერესო.
- ანი სახლში წავიდოდა, წავალ და ვნახავ, აბა ჰე მარიამ, კარგად ძმაო.
- ხვალ გნახავ ლუკაჩო.
- კარგი მეც წავალ ჰო.
- სახლამდე მიგაცილებ.
- ნუ შეწუხდები მართლა.
- მარიამ, რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი, რომ ჩემი გეშინია და გამირბიხარ.
- არა გიორგი ეგ რა შუაშია უბრალოდ ძალიან დავიღალე.
- კარგი გაგეხუმრე.
- კარგი ხვალ გნახავ ლექციებზე ხო?
- ალბათ ზუსტად არ ვიცი ვიქნები თუ არა.
- კარგი აბა ჰე.
სახლისაკენ წამოვედი, გიორგიზე ფიქრები არ მასვენებდა. რატომ? ასე ცივად, რატომ ვესაუბრე? მე ხომ ის სიგიჟემდე მომწონს, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ თავი მისგან შორს დავიჭირო. ისევ ნიას გამო, მე არ ვიქნები მართალი მის მიმართ. სახლში მივედი კონსპექტები გავაკეთე თავი მოვიწესრიგე და დასასვენებლად წამოვწექი.
დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე და უნივერსიტეტში წავედი. პირველი ლექციის შემდეგ ანიმ ბავშვებს ჩვენი იდეა შესთავაზა რაც ყველას ძალიან მოეწონა. გადავწყვიტეთ, რომ 31-ის მაგივრად პირველში ამირანში დავმჯდარიყავით.
ლექციების შემდეგ გიორგი მე ლუკა და ანი ქალაქურში წავედით. ბევრი ვიცინეთ და სახლისაკენ წამოვედით. თითქმის მთელი გზა ჩუმად ვიყავით, ბოლოს გიორგიმ დაიწყო საუბარი.
- იცი მარიამ რაღაც მინდა, რომ გითხრა.
- გისმენ გიორგი.
- ძალიან მომწონხარ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იცი. ისიც ვიცი, რომ შენც მოგწონვარ...
- მისმინე გიორგი, შენ არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ, მაგრამ ხომ გესმის მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით. შეგვიძლია უბრალოდ მეგობრები ვიყოთ, მოდი ყველაფერი დავტოვოთ ისე როგორც არის.
- კარგი, როგორც გინდა, შენი გადასაწყვეტია, თუკი მეგობრობა გინდა, კარგი არაა პრობლემაა. კარგი წავედი მე მეგობარო კარგად.
- კარგად გიორგი.
სახლში შევედი კონსპექტები გავაკეთე და ისევ წიგნებს დავუბრუნდი.
დღეები ერთმანეთს ჰგავდა. უნივერსიტეტი, ლექციები, სახლი და ასე შემდეგ. სიახლე მხოლოდ ის გახლდათ, რომ გიორგი ვიღაც ნინის ხვდებოდა ჩვენს კურსზე. ცუდი გოგო მართლაც არ იყო, მაგრამ გული მტკიოდა როცა მათ ერთად ვხედავდი. გიორგის არც არაფერში არ ვადანაშაულებდი, მაგრამ მე არ შემეძლო მასთან ყოფნა ნიას გამო. პლიუსი ისიც გახლდათ, რომ ჩემს მშობლებს ხშირად ვნახულობდი და ახალი წლისათვის მათთან ერთად ვემზადებოდი.

ესეც ასე მომდევნო თავი, იმედია მოგეწონებათ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც კითხულობთ.



№1 სტუმარი nia

Zaan momwons male Dade shemdegi tavi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent