შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოსულობის უპირატესობა(თავი 17)


4-11-2016, 21:33
ავტორი ninuca16
ნანახია 1 578

ძალიან რთული საყურებელია როცა დედა შვილს არ ელაპარაკება,შვილს რომელსაც დედასთან ლაპარაკი უნდა და ვერ მიდის,სიტყვა დედასაც ვეღარ ეძახის. ხომ წარმოგიდგენიათ რა ცუდი სიტუაცია ტრიალებს ჩემს ოჯახში.ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ ეს ყველაფერი ჩემს ოჯახში მოხდებოდა.თუმცა რა მიკვირს,გამართლება არ აქვს ჩემი ძმის და რუსკას საქციელს.დედას ადგილას მეც მასე მოვიქცეოდი ალბათ, ამიტომ დედასიც მესმის.
რამოდენიმე დღე გრძელდებოდა ასე,სანამ ჩემმა ძმამ არ გადაწყვიტა სახლიდან წასვლა.
ეს ყველაფერი უკვე აუტანელი გახდა.სახლი სახლს აღარ გავდა,ერთმანეთისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ,ერთი სისხლისები,ჰაჰ:))
ახლა კი მე ვცადე დალაპარაკება..
დედააა,დეეე..
დედა:რაიყო ლიზა?
ლიზა:დეე,მე გეტყვი ჩემსას და ყოველშემთხვევაში ვცდი და არ ვიცი რა გამოვა,შენი გადასაწყვეტია.
ხომ ხედავ სახლში შექმნილ სიტუაციას?მოგწონს ეს ყველაფერი? დედა-შვილის ასეთი ურთიერთობა? მესმის შენი დე,არც მე ვამართლებ მათ საქციელს და არასწორად მოიქცნენ,მაგრამ ასეც არ შეიძლება. თან ორსულადაა რუსკა.
დედა:ლიზა,მოდი შეწყვიტე ამაზე ლაპარაკი.
მე უკეთ ვიცი რა და როგორაა უკეთესი.
ლიზა:იცი,ისიც იცი რომ ასე არ უნდა იქცეოდე,ასე არააა?
არ თქვა ახლა არაო..
დედა ჩვენ რა არ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს როცა, თავად ქრისტემ ჯვარცმა გვაპატია.
ამ დროს დედას თვალზე ცრემლი მოადგა და მომეკრო.
დედა: ვიცი ლიზ, ვიცი რომ ცუდად ვიქცევი ჩემი შვილის წინაშე და მითუმეტეს იმ პატარა გოგოს წინაშე რომელიც ორსულადაა და ჩემს შვილიშვილს აჩენს,მაგრამ მე..
ლიზა: მაგრამ რა დედა? შენ გინდა რომ ლევანი და რუსკა სახლიდან წავიდნენ?
გინდა,რომ ისე გაიზარდოს შენი შვილიშვილი რომ ვერ ნახო? ვერ მოეფერო?
აბა დაფიქრდი დე,აქამდე რომ ნატრობდი,ჩემს ლევანის შვილი რომ ეყოლებაო,როგორ მინდა ამას მოვესწროვო. ეს შენი სიტყვები არ არის? შეიძლება ახლა ზედმეტიც კი მომდის,მაგრამ ოჯახი იშლება,ახლა თუ არ ამოვიღე ხმა მერე გვიანი იქნება. დაფიქრდი დედა და გაგვაგებიინე შენი პასუხი,გავაგებინებ ლევანს და რუსკას და დაველოდებით შენს პასუხს,დღეს!!
დედა:ლიზა,თურმე როგორ გაზრდილხარ.
ლიზა:ხო დედა,ის,რომ ჩუმად ვარ და სულ რაღაც 16 წლის ვარ,იმას არ ნიშნავს,რომ დიდი არ ვარ.
თუმცა ცალკე თემად განსახილველი დამრჩა ჩემი ასაკი(იცინის),16 წლის გოგოს რომ ისევ მჩაგრავთ და ისევ პატარა ლიზად რომ მიგაჩნივართ.კარგი ეს სხვა თემაა,ამაზეც გავმართავ დისკუასიას,მაგრამ ახლა ეს გადავწყვიტოთ.
ლევანს და რუსკას მოვუყევი ამის შესახებ და იმედი მიეცათ,რუსკამ წასასვლელად გამზადებული ჩანთა ამოალაგა,მაგრამ ლევანმა შეაჩერა.
რუსკა:კი,მაგრამ..
ლიზა:მოიცადე რუსკა,მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.
ოთახში გავედი,დედამ დამიძახა და..
ლიზა:რა გადაწყვიტე დეე?
დედა:ლევანს და რუსკას დაუძახე.
ზედმეტი კითხვები აღარ დამისვამს.მათაც დავუძახე და შემოვიდნენ ოთახში.
დედა: რატომ გაქვთ შეშინებული სახეები? ნუ გეშინიათ.
ამ სიტყვებმა სულში გამძრა,ვფიქრობდი,რომ დედა შეურიგდებოდა მათ.
დედა:პირველ რიგში,ალბათ აცნობიერებთ თქვენს დანაშაულს
რუსკამ შეაწყვეტინა საუბარი..
რუსკა: მელანო დეიდა ბოდიშით,სრულიად დაუფიქრებლად მოვიქეცით და მართლა ვნანობთ ჩვენს საქციელს.
დედა:ნუ მაწყვეტინებ რუსკააა.
დედა:ეს ყველაფერი საკმაოდ უდროოდროს მოხდა და საკმაოდ ადრეც.ლიზას სიტყვებმა დამაფიქრა და მივხვდი,რომ შეიძლება არასწორადაც ვიქცევი,ყოველ შემთხვევაში შენ განერვიულებ,ახლა კი შენი ნერვიულობის დრო არ არის.ასე,რომ მივიღე გადაწყვეტილება და იმაზე მაინც გაგიწევთ შეღავათს,რომ ახალი სახლის ქირა თქვენ არ გადაიხადოთ.
ეს მომენტი.. ყველა სიხარულისგან აღვივსეთ,გაბრწყინებული თვალებით შევსცქეროდით დედას პასუხს და ერთმანეთს გახარებული სახეებით გადავხედავდით ხოლმე,და აი დედას პასუხის შემდეგ ადგილზე გავშრით სამივე.
ლევანი: დედაააააა
დედა:არაფერი მითხრა ლევანი.
რუსკას ცრემლები მოადგა თვალზე და აქვითინდა..
შემეცოდნენ რუსკა და ლევანი,თანაც ძალიან,კარგი რაც მოხდა მოხდა. წარმოვიდგინე როგორ გაუჭირდებოდათ ახლა სახლში გადასვლა და მარტო ცხოვრება. ამ დროს კი ლუკამ დამირეკა..
ბოდიშს გიხდით ორ დღიანი პაუზისთვის და ესეც მე-17ე თავი,იმედია მოგეწონათ,მადლობა ვინც კითხულობთ <3



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

მომიკვდა გული შევწუხდი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent