ფრთხილად, აკრძალულია (2)
სახლში მისულს ლამის კარში შემხვდა რუსიკო ყინულიანი თასით ხელში. -ვაიმე შვილო, რაარის ეს.. შემოდი წამოწექი -შენ საიდან? მადონამ დარეკა? ამ ერთი კოპის გამო ხომ შეიძრა მთელი საზოგადოება.. -სერიოზული რომ ყოფილიყო რამე მერე რას ვშვებოდით? ათასი რამ ხდება.. მითუმეტეს თავზე -კაი დაწყნარდი რა ბე.. ნიკუშა სადაა? -ვიღაცის სანახავად გავიდა. ვინ იყო ერთი ის ბიჭი? ყველგან ფრთხილად უნდა იყო, არ იცი რომელი გიჟი როდის გამოგიხტება რაა -არიყო გიჟი რუსიკო ნუ დაიწყებ ახლა, შემთხვევით მოხდა. -შემთხვევით, ყველაფერი შემთხვევით ხდება-ბუზღუნებდა მაინც თავისთვის რუსო-დედაშენმა დაგირეკა? -არა დღეს არ მეცლებაო -არ გნახოს ესე გაუსკდება გული -როდის მომირჩება?-გავუმხილე ჩემი გულისტკივილი -მალამოს მაქვს, წაგისვამ და ორ სამ დღეში გარეთაც ჩვეულებრივად გახვალ. -აუ ანუ მიცდება ხო ყველაფერი? -თუ ესე სიარული გინდა, წადი ბატონო -არა დავრჩები-ზედმეტი ძილი არავის აწყენს. სამი დღე სახლში ვიყავი. არაფრის კეთებით ვტკბებოდი და გულში მადლობასაც კი ვუხდიდი უცნობ დათოს, რომელმაც ჩემი დაინტერესება როგორც ჩანს ისე მოახდინა, რომ ეს რამდენიმე დღე ჩემ ფიქრებში ხშირად ჩნდებოდა ხოლმე. შაბათ დილით მობილურმა დარეკა. დავხედე და თვალები გამიბწრყინდა -ნინუცააა, გაგახსენდი გოგო? -ელუნაა, როგორ მომენატრე ჩემო პატარა, რას შვები? -რავიცი აბა, არაფერს.. ნაცნობების გარეშე თავისუფლად ვგრძნობ-მწარედ ჩავიცინე-შენ გოგო? მეც მომენატრეე -რავი აბა რასვიზამ.. მოიცა რა, ჯერ სად ხარ, ახლახანს ჩახვედი. რახდება დაიწყე უკვე მომზადება? -კი თითქმის ყველაფერზე.. შენ? -მეც ხო.. მითხარი აბა, მოგწონს ვინმე? -მმ, არა არავინ. -დროა ელუ უკვე, როდემდე უნდა გადაყვე ამ გიგის, დავიჯერო არავინ დადის მანდ ნორმალური? -რა შუაშია ნინი გიგი, დავივიწყე უკვე.. -ნუ მასწავლი რა შენ თავს, დარწმუნებული ვარ კიდევ მაგაზე ფიქრობ. -კაი გვეყო ჩემზე. შენკენ რახდება? -არაფერი, სანდროს რა უნდა ვერ ვხვდები და მაგასაც გავარკვევ რა.. -ვინ სანდრო? -კაი ელენე გავედი, ლელა მეძახის. გკოცნი და ჭკუით -აბა ჰე..მეც გკოცნი. გიგი ჩემი პირველი სიყვარული იყო, რომელსაც გადმოსვლამდე დავშორდი. გამიჭირდა დავიწყება, კარგად არც გამომივიდა, მაგრამ თავს ვართმევდი. მიჭირდა უმეგობროდ ცხოვრება. მანამდე მიჩვეული ვიყავი, რომ ყველა დეტალი ნინისთვის და გოგოებისთვის უნდა მომეყოლა. ახლა ყველაფერი შეცვლილიყო. აღარც რამე საინტერესო ხდებოდა. საღამოს ქართულზე წასასვლელად მოვემზადე. წაბლისფერი თმა გავიშალე, შავი კაბა ჩავიცვი, ოდნავი მაკიაჟი გავიკეთე და თამამად გავედი სახლიდან. კარგი ამინდი იყო. გრილი ნიავი, მბჟუტავი ლამპიონები, ჰაერში უცნაური სუნი და უჩვეულოდ სხვანაირი ატმოსფერო. ფეხით წავედი. ყურსასმენები გავიკეთე და გზას გავუყევი. რამდენიმე ჩამოცვენილმა ფოთოლმა განწყობა ბევრად უფრო ამიმაღლა. ამჯერად შესახვევი სწორად ვიპოვე. კიბეებზეც ფრთხილად ავედი. კარი ნელა შევაღე და ოთახში შევედი. მაგიდას რამდენიმე ბავშვი შემოსხდომოდა. ჩემგან პირდაპირ კი გრძელ ქერა თმას და შავჩარჩოიან სათვალეს ვხედავდი. უნებურად ჩამეღიმა და თავისუფალ ადგილას დავჯექი. -გამარჯობა-მოვავლე თვალი ჩემს სავარაუდოდ მომავალ „თანაქართულელებს“. მზერა დათოზე გავაჩერე -ელენე..-ღრმააზროვნად თქვა და მზერა შუბლისკენ გაექცა-კოპი სად წაიღე? გიხდებოდა -სამწუხაროდ, გაქრა.. არადა იმ შესანიშნავ დღეს მახსენებდა-გესლიანად გავუღიმე -თქვენ იცნობთ...?-იკითხა გვერდიდან შავგვრემანმა გოგომ -გვქონდა ერთმანეთის ნახვის ბედნიერება-გაიცინა ქერამ. -მე ლიკა ვარ, ეს ლექსო-მიმითითა გვერდით მჯდომ ბიჭზე -სასიამოვნოა, ელენე მე-გავუღიმე ახალ ნაცნობებს-მადონა სადაა? -10 წუთით დამელოდეთო წიგნები ამოვალაგე და ოთახის კვლავ დათვალიერებას შევუდექი, რაც რათქმაუნდა დათოსკენ ყურებით დამთავრდა. ის, რომ ბიჭს მივშტერებოდი, მაშინღა გავიაზრე, როდესაც გამომხედა და მზერა სასაცილოდ სხვა რამეზე გადავიტანე. გავწითლდი. შევამჩნიე რომ დათოს ჩაეღიმა. საბოლოოდ ერთმანეთი გავიცანით. ქართულიც ჩაგვიტარდა და გამოვედით. -ელენე, საით მიდიხარ?-მკითხა ლიკამ -ქვევით, ახლოს ვცხოვრობ შენ? -აა მე გაჩერებაზე ავალ. დროებით.. -ერთი გზა გვქონიაო-გვერდზე ამომიდგა მაღალი ფიგურა. გულში თითქოს მესიამოვნა. -როგორც ჩანს-გავუღიმე. მის გვერდით ზედმეტად პატარა ვჩანდი. -გვერდით მოვლენებს რომ არ დავაკვირდეთ, საკმაოდ ორიგინალურად გავიცანით ერთმანეთი -ანუ ძალადობა გსიამოვნებს -არა, მე ძალიან კეთილი და საყვარელი ბიჭი ვარ-გაიჯგიმა ჩემს გვერდით -პირველივე შეხვედრისთანავე შეგატყვე-არ ჩამოვრჩი ჩემის მხრივ -არც ენამწარე და გესლიანი გახლავართ, თუ სიტუაცია არ მოითხოვს. ახლა კი ამის საჭიროება იგრძნობა-თვალები ააფახულა. ცისფერი, მოლურჯო წრეები მოჩანდა სათვალის ლინზის მიღმა, რომელიც საოცრად უხდებოდა. -მიზეზს ხომ ვერ ამიხსნიდით ბატონო.. -დავით. ჯერჯერობით თავს შევიკავებ. -გასაგებია.. რა პროფესია გაქვს არჩეული? -ჰოო, სამედიცინოზე ვაბარებ-გამიღიმა -ჰა? მეც-გამიფართოვდა თვალები. რატომღაც ამ საერთო ნიშანმა სასიამოვნოდ დამიკაკუნა ტვინში. ასე გავიცანით ერთმანეთი. შემდეგი რამდენიმე გაკვეთილიც ერთად დავდიოდით. ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ დათო მომწონდა. რაღაცნაირი იუმორით, კეთილი თვალებით და საყვარელი ღიმილით. თუმცა ერთ დღეს ფეისბუქზე მეგობრობის შემოთავაზება მომივიდა. გავხსენი დავით რობაქიძე. გულაჩქარებული გადავედი მის გვერდზე, ბოლოს დავეთანხმე. ტელეფონი საწოლზე დავაგდე და მუშტიც დავაყოლე. გულში ჩემს ბედს ათასნაირად ვწყევლიდი. რატომ დავიბადე ასეთი უიღბლო? როგორ შეიძლება, დიდი ხნის მერე მოგეწონოს ერთი ბიჭი, ძალიან, მასზე ფიქრობდე და უცებ აღმოაჩინო, რომ შენი მეგვარეა. ამაზე საშინელება არაფერია. მართალია, მე მიცნობდნენ როგორც ელენე მაჩაბელს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც საბუთების გამო დედის გვარზე მჭირდებოდა გადასვლა. მორჩა. დათო დასრულდება. ძლივს ვაანალიზებდი ამ ყველაფერს და იმის გამო კი არა, რომ დათო ძალიან მიყვარდა და მის გარეშე არ შემეძლო.. არა, ის ჯერ კიდევ მორიგი სიანტერესო ბიჭი იყო. არამედ იმის გამო, რომ ცხოვრება დამცინოდა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა სახეზე. იმედი თუ მქონდა რამის? სანამ გავიგებდი, მქონდა. არც ის ვიცოდი მოვწონდი თუ არა დათოს, არც მაინტერესებდა. ჩემთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ქონდა. ხანდახან დგება მომენტი, როდესაც რაღაცნაირი მოლოდინი გაქვს. როდესაც საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მაინც მთელი სხეული გიგრძნობს რომ რაღაც მოხდება. როდესაც არაფრის მიუხედავად, ადამიანისში ხედავ იმას, რომ ის დიდ გავლენას იქონიებს შენს მომავალზე. არ იცი როგორ, რა ფორმით, მაგრამ იმის ინტუიცია არ გატყუებს, რომ მასთან იოლად ვერ დაასრულებ. ასე ხდებოდა ახლაც. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ამ ფაქტზე საერთოდ არ ღირდა ყურადღების გამახვილება. ჩვენ ერთმანეთისთვის უბრალოდ ნაცნობები ვიყავით და ჩემი უკიდეგანო ფანტაზიის გამო ტყუილ დეპრესიებში ვერ ჩავარდებოდი. კიდევ ერთხელ გადმომესხა თავს მწარე და ყინულიანი რეალობა და გამომაფხიზლა. ___________ რჩევა მჭირდება. ფიქრისას ვხვდები, რომ ისტორია მთლიანად ჩემია. მთელი ფაბულა აგებული მაქვს გონებაში, დეტალებიც წარმომიდგენია და მომწონს, ვგრძნობ ამ ყველაფერს. მაგრამ როგორც კი საწერად დავჯდები, თითქოს ყველაფერი ტვინიდან ამოფრინდება ხოლმე და ვრჩებით მხოლოდ მე და თეთრი ფურცელი. ამიტომაა, რომ ასეთი თავი გამოვიდა. არადა სულ სხვა მოლოდინი მქონდა. თუ ესეთი შემთხვევა გქონიათ, დამეხმარეთ, იქნებ წერის გაგრძელება შევძლო, თორემ ალბათ აუცილებლად შევწყვეტ რადგან არ მინდა კარგი იდეა გავაფუჭო. :) წინასწარ დიდი მადლობა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.