ცისფერი და მწვანე (თავი 4)
.. 5 წუთს კიდევ გავჩერდი სახლში. ყველგან შუქები ჩავაქრე და სახლიდან გავედი.. ირაკლი იქვე იყო, კედელს აყუდებული და სიგარეტს ეწეოდა.. -რატომ იყავი მდინარესთან გეგასთან ერთად, თანაც მარტო.. -უცხო ნომრიდან მომივიდა წერილი რომ ბავშვები მდინარესთან იყავით და შენ და ელეც ჩამოდითო. ელეს ეძინა, ამიტომ მარტო მე ჩავედი.. -კარგი -უცნაურად მითხრა.. ცოტა მეწყინა -კარგი?! ირაკლი რახდება? -არაფერი სიცოცხლევ, არაფერი.. გულში ჩამიკრა. მიყვარს.. მიყვარს მასთან გატარებული ყოველი წამი.. მიყვარს მისი თვაალები, ხელები, თმა, ყველაფერი.. მისი სუნი ჭკუიდან მშლის. ჩემი მწვანე.. მიყვარს.. ირაკლი გოცირიძე მიყვვარს!! და უკვე აღარ შემეძლო, ეს მისთვის არ მეთქვა.. -მიყვარხარ..- როგორც იქნა ვთქვი ეს სიტყვა და ვიგრძენი დიდი ბედნიერება და შვება.. -მეც მიყვარხარ, მარიამ.. ყველაზე და ყველაფერზე მეტად!.. და ის ახლა უფრო შემიყვარდა. გარშემო ყველაფერი ისევ ჰაერში იყო.. მივედი და მთელი გულით, მთელი სულით, მთელი სიყვარულით ვაკოცეთ ერთმანეთს.. შემდეგ ისევ, მწვანე შეხვდა ცისფერს.. -იკა რაღაც უნდა გითხრა.. -ჰო გისმენ. -შენი ძმაკაცი როა, ნიკა, ჰოიცი -ხო ჩემი ძმაკაცია და მეცოდინება აბა ;დდ-დამცინა -ჰო ნუ მოკლედ ;დდ მაგას მოსწონს ელე -არაა მოდი გამოვიცნობ. ელეს მოსწონს ნიკა და უნდა რო ნიკასაც მოსწონდეს. -ნუხარ შენ ლუციფერი ;დდ -მე თუ ლუციფერი ვარ შენ ლილითი იქნები <3 -კარგი <3 ოღონდ ეხლა მე შენ ელეს ტელეფონს გეტყვი და შენ ნიკას მისცემ. -ოჰ, აწყვილებ ხალხს? - გაეცინა -დიახაც! რატომაც არა -აჰა კარგი. ელეს ნომერი ჩაიწერა. -მარიამ ხვალ ჩემი ძმაკაცი ჩამოდის ტატო. და მინდა რომ გაგაცნო.. ტატო? ნუთუ.. არა ასეთი დამთხვევა არშეიძლება.. ის არ იქნება, არა.. -კარგია, გავიცნობ! - აღელვებ არშევიმჩნიე. -ჰოდა ძალიან კარგი. მისმინე, შარშან ტატოს გვანცა მოსწოდა ძალიან, უბრალოდ ესგოგო ერთი კვირით იყო მარტო და ვერაფერი ვერ ქნა ამან ვერ დაუახლოვდა და რაღაც რაა თან ესეც არ იკარებდა ვაფშე არ აძლევდა ლაპარაკის საშუალებას და იქნებ თავში წამოუთაქოთ გოგოებმა და მიახვედროთ რომ ჩემი ძმაკაცისნაირს ვერსად იპოვის!! -ჰაჰა კარგი რა იკაა წამოთაქების გარეშეც იცის ეგ დარწმუნებულივარ. ტატო უეჭველი მოსწონს აი ნახავ ეგრე თუ არ იქნება. -რა მოსწონს გოგო ხმას არსცემდა აი საერთოდ მგონი ეზიზღებოდ კიდეც. -არა რა ეზიზღებოდა ვერხარ? მოსწონდა უეჭველიი აი ზუსტად ვიცი. აბა დაფიქრდი ეხლა.. შენ ხო გელაპარაკებოდა და სხვა ბიჭებს? -კი, მერე? -მერე ის, რომ ტატოს განა არ ელაპარაკებოდა, ვერ ელაპარაკებოდა, ხომ ხედავ ცოტა მორცხვი გოგოა, ბევრს არ ლაპარაკობს, და ცოტა ჩაკეტილია. ტატო მოსწონდა და რცხვენოდა მასთან ლაპარაკი. ვოტ ტაკ -ვოტ ტაკ;დდდ ვაიმე რაგიჟი ხარ -ჰოვიცი ;დდ -კარგი გასაგებია ჰოდა ეხლა ცოტა გაათამამე ეგ გოგო შე დარტყმულო -კაიი რა პრობლემაა ოღონდ ტატოს შენ უნდა მიხეედო.. -ჰო აბა. -კაი იკა უნდა წავიდე მე თორე ნელიმ რო გაიღვიძოს და ოთახში ვერ მნახოს ნამდვილად გამაგდებს სახლიდან.. -ძალიან კარგი! ჩემთან იცხოვრებ -ოო კარგი რა ;დ -ისე მართლა, როგორ გამოხვედი სახლიდან? -ნელი დავათვრე მოდი სულ მინდოდა შენთან ერთად დალევათქო და.. აი ამაზე იმდენიიცინა და იმხელა ხმაზე, რომ არ ვიცნობდე ალბათ ვიფიქრებდი რამე მოწიათქო. -და შენ რატო არხარ ნასვამი? ;დდ -მე რა დამათრობს კაი რაა -ჰოდა ხვალ ვიწყებთ დალევას!! ფესტივალი იწყება სოფელში და უეჭველი ვერთობით ყველა!! -აუუ მაგარიააა ჰოდა გავერთობით ყველა მაგრად!! -სვაამ? -ვსვამ!- ვუპასუხე თავდაჯერებულმა -ეწევი?-ეშმაკური თვალებით შემომხედა ირაკლიმ -მხოლოდ ზაფხულში, და მხოლოდ დალევის შემდეგ! -მიყვარხარ..- მხურვალე კოცნა დამიტოვა, და მე სახლში შევედი.. დილით გვიან ავდექი ძალიან, მგონი 2 იყო.. მაგას დილა აღარ ეთქმის. ვაიმე! ახლა გამახსენდა რომ დღეს ირაკლის ძმაკაცი ტატო ჩამოდის.. გული მიგრძნოს რომ ის იქნება.. ღმერთო რატომ//.. როგორც კი ბედნიერი ვარ, მაშინვე რაღაც ხდება.. ირაკლის არ უნდა დავუმალო, მან ეს უნდა იცოდეს.. მწვანეს მივწერე: "სალაპარაკო მაქვს. მდინარესთან ჩამოხვალ?" "მოხდა რამე? ტატო ჩამოვიდა და ბიჭები ვართ ჩემთან. გოგოებს თუ გამოიყვან აქეთ, კარგი იქნება" "კარგი, ოღონდ მხოლოდ მე და შენ. ცალკე უნდა ვილაპარაკოთ" "უკვე მაშინებ" "მოვდივართ" მე და ელე გავედით სახლიდან. -უნდა ვუთხრა -ვის? რა?- დაიბნა ელე -ის ამბავი.. -რა ამბავი? -ლექსოზე. ტატოა ჩამოსული იმ სატანის ძმა.. -ა უი.. ვიამე მარრ.. დარწმუნებული ხარ? იქნებ სხვაა? კარგი რა.. იქნებ.. -კი.. ზუსტად ეგაა ვიცი უბრალოდ ვიცი დამიჯერე რა.. -ნეტა ირაკლიმ თუ იცის ეგ ამბავი? -მაგას ახლა გავიგებთ.. ირაკლისთან შევედით და.. ღმერთო ისაა.. ტატოა.. სატანის ძმა.. სახეზე წამომაწითლა.. მერე სისხლი გამეყინა.. ყველაფერი გამახსენდა რაც მისმა ძმამ გააკეთა. დამინახა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. მე სიძულვილით, ის სინანულით.. -ირაკლი გამოდი რა..- ისეთი ტონით ვთქვი ყველას გაუკვირდა. თანაც არცკი მივსალმებივარ არავის.. გამოვიდა ირაკლი გარეთ და დაბნეული მეკითხება -მარიამ ამიხსენი რახდება ვერაფერი გავიგე ძალიან მანერვიულებ უკვე! -მისმინე, რაღაც უნდა მოგიყვე.. -გისმენ. რახდება? -ორი წლის წინ..-ცრემლები წამსკდა. -ვაიმე სიცოცხლე რაგჭირს? კარგი დამშვიდდი, მე აქვარ..-მაწყნარებდა ძალა მოვიკრიბე და მოყოლა განვაგრძე -ორი წლის წინ, ჩემი საუკეთესო მეგობარი ალექსანდრე მოკლეს. სოლოლაკში.. მიზეზი დღემდე არავინ იცის.. შენ არიცი რა გადავიტანე მისი დაკარგვით.. ყოველ შაბათს 4-ზე მირეკავდა და თავისუფლებაზე ვხვდებოდით ერთმანეთს, ნაყინს ვჭამდით, ვიცინოდით, ერთმანეთს ვუყვებოდით ჩვენს სასიყვარულო ისტორიებს, რჩევებს ვაძლევდით, ძმაზე მეტად მიყვარდა! მე ვიცოდი ვინ იყო მკვლელი.. შენი ძმაკაცის, ტატოს ძმა.. შემეძლო ყველაფერი მეთქვა პოლიციისთვის, ალექსანდრეს დედისთვის, მისი შეყვარებულისთვის, ყველასთვის.. მაგრამ არავის არაფერი ვუთხარი, იმიტომ რომ იმ დროს ტატო მომწონდა ძალიან.. პატარა ვიყავი, ტატომ ამით ისარგებლა და მომატყუო რომ ვუყვარდი, ვინმესთვის რამე რომ არ მეთქვა, საბაბად ეს გამოიყენა.. ჩემი გრძნობა.. მაგრამ მის ტყუილს მაშინვე მივხვდი და დავშორდი.. მას შემდეგ ვერ ვიტან სოლოლაკს, ტატოს, მითუმეტეს მის ძმას.. სატანას.. ასე სახელწოდებით არის ის იმ შავ სამყაროში.. შურისძიება მინდოდა.. -მარიამ, ძალიან ვწუხვარ.. -არ დამიმთავრებია, მისმინე.. ყველაზე საშინელი ახლა იწყება: შურისძიება გადავწყვიტე. ჰო, როგორია? 13 წლის გოგო შურისძიებას რომ გადაწყვეტს.. სატანის შესახებ ყველაფერი გავიგე, ვიცოდი მისი ყოველი ნაბიჯი, როდის სად იყო, სად ჰქონდა "გარჩევა" და ასე შემდეგ.. 14 აპრილს, ღამით, სახლთან დავხვდი, გარჩევიდან მოდიოდა, დასისხლიანებული და ნაცემი იყო, ფეხზე ძლივს იდგა.. იცოდა ჩემი იქ მისვლის მიზეზი.. "-შავები რატომ გაცვია პატარა გოგონავ? ვინმე მოგიკვდა?ჰაჰა.. - ირონიულად მითხრა სატანამ -როგორ გამოიცანი, არაკაცო.. -რავიცი აბა ჭკვიანი ვარ.. რაიყო შურისძიება ხომ არ გადაწყვიტე? -რატომაც არა.. შენ ხომ გიყვარს ის?" - ვუთხარი ეს და სახეში მთელი ძალით გავარტყი. დღემდე არვიცი საიდან წამოვიდა ეს ძალა.. ვუყვებოდი ამას ირაკლის და ცრემლები მოადგა.. თან გაბრაზებული იყო, არვიცოდი რამეთქვა მისთვის, ალბათ მანაც არ იცოდა.. -შემდეგ რა მოხდა? -მერე ჩემი დაქალები მოვიდნენ, არვიცი საიდან იცოდნენ რომ იქ ვიყავი და წამომიყვანეს.. ისინი რომ არა არვიცი რას ვუზამდი, არვიცი... -ჩემო ცხოვრებავ.. -მაპატიე, იკა.. -რაუნდა გაპატიო სულელო? -შენი ძმაკაცია, არვიცოდი რა გამეკეთებინა როცა მითხარი რომ ჩამოდიოდა.. უბრალოდ ვიცოდი უნდა გცოდნოდა.. -მართალიხარ. გაფასებ, ასეთი მტკივნეული თემაა შენთვის, მაგრამ მაინც მითხარი.. ტატოს რაც შეეხება, ჩემი ძმაკაცი რომ ყოფილიყო ყველაფერი მეცოდინებოდა... შურისძიებას და ჩემი გოგოს გულისტკენას კი - არასდროს არვაპატიებ.. - თქვა ეს და სახლში შევარდა გიჟივით. მეც უკან გავყვევი.. ტატოს მივარდა და ცემა დაუწყო, გამეტებით ურტყავდა... ვცადე მისი შეჩერება, მაგრამ არგამომივიდა.. მერე გვანცა ადგა და ტატოს დაცვა დაიწყო.. -აი ეს ნაბი**არი არ გამოგადება შენ არასდროს გვანცა!! ბევრად უკეთესს იმსახურებ!! -უთხრა ირაკლიმ გვანცას -ირაკლი გთხოვ გაჩერდი.. მწვანე.. გთხოოვ.. - უკვე ვტიროდი საშინლად ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.. მე ვიყავი მიზეზი ამყველაფრის.. -ჩემი ბრალია ჩემი ბრალი.. მაპატიეთ, მაპატიეთ ყველამ გთხოვთ... -ჩემო პატარა შენი ბრალი არაა.. ტატოს თავი დაანება და ჩემთან მოვიდა. -მარიამ, ხმა გამეცი.. მარიამ!.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.