მარტოსულობის უპირატესობა (თავი 18)
როგორც ჩანს ადვილი არ ყოფილა ეს ყოველივე,რუსკასთვის და ლევანისთვის ეს საკმაოდ დიდი სტრესი იყო და ამავდროულად ტკივილიც,განსაკუთრებით რუსკასთვის. თუმცა ტკივილის გარეშე კი შევიცნობთ სიხარულს?! ბარგი ჩაალაგეს ლევანმა და რუსკამ,კარების გაღებისას დედა გამოვარდა ნამტირალევი,რუსკას მივარდა და გულში ჩაიხუტა. რუსკა:მელანო დეიდა!!გთხოვთ დამშვიდდით. ჩემი სახე უნდა გენახათ,სახტად დავრჩი ერთ ადგილას. დედა:ვერ გავძლებ უთქვენოდ,ლევანნ! დედა:დედიიი მაპატიე მთელი ამ ხნის გამმავლობაში ასე რომ გექცეოდი. ლევანი:ნუ მებოდიშები დედააა,არ ვიმსახურებ შენგან ბოდიშის მოხდას.პირიქით,კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს. რუსკა:მეც დიდ ბოდიშს გიხდით ჩვენი საქციელისთვის,მელანო დეიდა. დედა:გაჩერდით ბავშვებო,მოდით ჩაი დავლიოთ და ვილაპარაკოთ. ასე არ ჯობია? აბა ისე როგორ იქნებოდა მეც,რომ არ მეთქვა ერთი ორიოდე სიტყვა(იცინის). შემდეგ კი ყველა ერთად შემოვუსხედით მაგიდას,სანამ დედა ჩაის გაკეთებას მოამთავრდებდა,ჩვენ ღიმილიანი სახეებით შევციცინებდით ერთმანეთს. რუსკა რაღაცას ეჩურჩულებოდა ლევანიკოს,მაგრამ გაუგებრად და ჩუმად ელაპარაკებოდა,ამიტომ ვერაფერი გავიგე(იცინის). უცაბედად წამოდგა მაგიდიდან,უკნიდან მიეპარა დედას,წელზე ხელებით ჩაებღაუჭა და ჩაეხუტა. რუსკა:მელანო დეიდაააა,მადლობა,ძალიან დიდი მადლობა. დედა:ჩემი პატარა და სულელი გოგოო,გეყოს ამდენი მადლობების მოხდა!მეორედ აღარ მომიხადო მადლობა. მგონი,ეს ისაა,რაც აქამდე მხოლოდ მესიზმრებოდა(იცინის),რაღა დაგიმალოთ და არ მოველოდი დედასგან ასეთ არც მოპყრობას და არც სიტყვებს. ლევანის ისეთი სახე ჰქონდა,ისიც გაკვირვებულიყო და პირი დაეღო(იცინის),რა სასაცილო გამომეტყველება ჰქონდა. და აი ისევ მეე.. ლევანიკოოოო,ეგრე არ დარჩე ბიჭო,პირი დაკუმე თვარა ბუზები შეგიფრინდებიან. თქვენთვის უფრო გასაგები,რომ იყოს ჩემი წინადადების ინტონაცია,გეტყვით,რომ ეს წინადადებაც და ამ წინადადების ინტონაცია ქართული ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა”-დან მოვიშველიე. ჩაიც მზად იყო,ტკბილეულიც გამოვიტანე და თითქოს არც არაფერი მომხდარა,ისე ვიყურებოდით და ვლაპარაკობდით,ვლაპარაკობდით დედას მიერ დასმულ კითხვაზე,რომელსაც დისკუსიაც მოყვა. დედა:რუსკა,ლევან,სახელებზე იფიქრეთ? რუსკა:ბიჭი თუ იქნება მინდა ანდრეა დავარქვა,ხოლო გოგოს შემთხვევაში ელენეს ან ქეთას ვფიქრობ და არ ვიცი ვნახოთ. ლევანიც არ არის წინააღმდეგი,მაგრამ ბიჭზე ანდრეას არ ფიქრობს.. გოგო თუ იქნება ჩემი სახელი დაარქვით,სიცილით ვუთხარი. ლიზააა! დედასგან ერთგვარი შენიშვნა მივიღე.. დედა:რა ეგოისტი ხარ(იცინის),მოკლედ შენი საშველი არაა რა)) -აი შენ და ლუკას რომ გეყოლებათ.. ლევანიმ შეაწყვეტინა საუბარი. ლევანი:რაოო,ლუკასო? ლუკა ვინ არის ლიზ? ლიზა:ლუკა? არავინ,ისე იხუმრა. დედამ ჩაიჩურჩულა:ხოხ,არავინ,ამას დამიხედეთ. ლევანი:კარგი,მითხარი რააა.. ლიზა:ოოფ,არავინ რაა,შეყვარებულია. ლევანი:და შენ შეყვარებულს არაფერს ეძახი? ვინაა ეგ შენი ლუკა,რა გვარია? ლიზა:კაით რაა,ხომ იცით არ მიყვარს ასეთი რაღაცეები,ლუკა ორჯონიკიძე. ლევანი:ოოხ,ორჯონიკიძეეე(იცინის). ლიზა:შენ რა,იცნობ მას? ლევანი:კიბატონო,ვიცნობ შენს ლუკას. ლიზა:ეე,საიდან? ლევანი:რა მნიშვნელობა აქვს მაგას. დედა:მერე და როგორი ბიჭია ეს ლუკა? ლევანისთან გადავიდა.. ლევანი:კარგი ბიჭიაა,ზრდილობიანი,კარგი ოჯახიდანაა. შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. დედა:აჰაა,ძალიან კარგი. საუბრობდნენ,მე კი გამიტაცა ფიქრებმა,რაღაცნაირად ჩამწვდა გულში ლევანის სიტყვები და მესიამოვნა,მეღიმებოდა ჩაცინებით. ლიზააა,ლიზააა,ლიიიიზ.. იმდენად ვიყავი გართული,რომ ვერც გავიგე ჩემი სახელი როდის ახსენეს. რუსკა:ოხ,საკმარისია ლუკა ვახსენოთ და,ლიზა იკარგება თავის წარმოსახვით სამყაროში.. მხატვრულად და ხუმრობით დაიწყო ლაპარაკი რუსკამ.. რუსკა:იქ,სადაც მხოლოდ ლიზა და ლუკა არიან,რომანტიულად.. გავაწყვეტინე წინადადება.. ლიზა:კარგით რა,გვეყოს ლუკაზე საუბარი. რუსკა:კარგი ჰოო. მერე კი ყველას ერთად აგვიტყდა სიცილი. რა კარგია,ისევ შეკრულად რომ ვართ და რაც მთავარია ისევ გახარებულები. ბედნიერებისთვის ისიც საჭიროა,რომ უბრალოდ გიყვარდეს და პატივს სცემდე. ბედნიერება მხოლოდ საჩუქრებზე არაა დამოკიდებული.აქვე ხაზს გავუსმევ ძვირადღირებულ საჩუქრებს,დღეს ხომ ძვირადღირებული საჩუქრებით იყვარებენ.. ეს იყო მე18-ე თავი მეგობრებო,იმედია მოგეწონათ. მადლობა მათ,ვისაც კითხულობთ ❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.