შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

SoulMate 13


5-11-2016, 23:55
ავტორი Constance
ნანახია 1 534

11 მარტი, 2016.
დილით საშინელი ნაბახუსევით გავიღვიძე.
ლევანმა სასმელი მცველის კაბინიდან მოიპარა (წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ მოახერხა, ეს ბიჭი ფაქტიურად უჩინარია) და ყველა ჩვენგანმა მთელი ღამე სმაში გავატარეთ. ასევე, დღეს ორი წელი გავიდა რაც პორნო ვარსკვლავი გავხდი. ჰო, არ ვიცი ამაყი თუ უნდა ვიყო. ბევრი რამე შეიძლება მოხდეს ორ წელიწადში.
სია ჩამოვწეროთ?
- ვისწავლე როგორ ვილაპარაკო თავისუფლად ფრანგულად.
- შვიდი ახალი ბიჭი გვყავს.
- ლორანი ქალი გახდა და ძალიან სექსუალური (გეი ამბობს ამას)
- გავირუჯე.
- სიმაღლეში მოვიმატე.
- თმა გამეზარდა.
- რაილი და მე პრაქტიკულად დაკავშირებულები ვართ.
- უამრავჯერ გავხდი ბატონის მსხვერპლი.
- ასევე სამჯერ ქალთან ვიწექი (მადამთან).
- საჭმლის ნაკლებობით თხუთმეტი კილო დავიკელი.
- ვისწავლე კარატე (ცოტა რაილისგან და ცოტა სტივენისგან).
- ლუკამ ლამის გამაუპატიურა.
- ლუკას დავარტყი და ცხვირი გავუტეხე.
- ალექსი მენატრება ყოველი საათის მანძილზე.
- ყოველ ღამე კოშმარებს ვხედავ.
- ალექსის კოცნისთვის ვილტვი ყოველ დღე.
- ერთი ცრემლიც არ დამიღვრია.
დღეს ჩვეულებრივი დღე იყო. რაილიმ გამაღვიძა.
- იდიოტო, როგორ ცუდათაც არ უნდა იყო უნდა წავიდეთ - მითხრა ფრანგულად.
მხოლოდ ფრანგულად ვლაპარაკობთ. ვფიქრობ ინგლისურად რომ არ ვწერდე უკვე დამავიწყდებოდა.
- რაილი, მოძრაობა არ შემიძლია და ნაბახუსევი მაქვს, თან სულ ცოტა მეძინა გუშინ ღამე - ამოვიკვნესე.
ამიყვანა თითქოს მსუბუქი თოჯინა ვიყავი და მხარზე გადამიგდო როცა გავაპროტესტე.
- არ მაინტერესებს პატარა, ლორანს დავპირდით რომ დღეს ვნახავდით მინდვრის სამუშაოს შემდეგ.
ამოვიოხრე და უფლება მივეცი მინდორზე გავეყვანე. ყველაზე უფროსები ვართ, რაილი თვრამეტისაა და მე ჩვიდმეტის. როგორც ყოველთვის ჩვენ ბოლოს მივედით და დავიწყეთ მუშაობა.
ფარცხვის სეზონია, მაგრამ უახლეს თამბაქოს ვიღებთ.
სხეული ისევ დალბილებული მაქვს ორი ღამის წინანდელის გამო, დილით ბატონთან მისვლა წამება იყო. ეს ტკივილი ვერ შეედრება პირვანდელს, მაგრამ მაინც საშინელებაა.
რაილი ბევრს ხუმრობდა დილით, ვფიქრობ ცდილობს თავის ტკივილისგან ყურადღება გადაიტანოს. ბევრი ბიჭი მოდიოდა და ცდილობდა საუბარი წამოეწყო ჩვენთან, ცდილობდნენ მხიარულები ყოფილიყვნენ. მძულს ეს შეგრძნება, როცა ყველა ზედმეტად ცდილობს სრულყოფილები იყვნენ. ეს მანდომებდა მთელი ძალით მეყვირა ყველასთვის რომ ჩვენ არ ვართ დაწყევლილ ფილმში!
როდესაც სამუშაო დასრულდა და მზე ჩასვლას იწყებდა, მე და რაილი ლორანის სანახავად გავიპარეთ.
ვიღაც გოგონამ გააღო კარები როდესაც დავაკაკუნეთ.
- ლორანის დავუძახებ - ჩაიბუზღუნა და ამოიოხრა.
ყველა მათგანმა იცის ვინც ვართ, ისინი უბრალოდ შეეჩვივნენ და არ ლაპარაკობენ მცველებთან ამის შესახებ. როგორც ვხვდები ორ მხარეს შორის უთქმელი კანონია, ჯოჯოხეთში მყოფ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია იმეგობრონ და საიდუმლოება დაცულია. ყველაფრის შემდეგ ჩვენ ისევ ბავშვები ვართ.
- გამარჯობა- ლორანი გამოვარდა და მიტოვებულ კაბინაში წავედით - რა ხდება თქვენსკენ ბიჭებო?
- გუშინ ბევრი დავლიეთ - რაილიმ ამოიოხრა - ალბათ ნახევარი ბოთლი მხოლოდ მე დავლიე.
ჩავიცინე - ნაახევარი რომ დაგელია მკვდარი იქნებოდა.
უაზროდ ვლაპარაკობდით. კაბინაში მივედით და ლორანმა საჭმლის ჩხირების გამოყენების ხელოვნებას გვაზიარა, მე და რაილიმ სტრიპტიზი ვიცეკვეთ და ლორანი ჩამოდნა ჩვენი ყურებით. გავიცინეთ და ჩვეულებრივი ადამიანებივით ვილაპარაკეთ.
მაგრამ მაინც რაღაც არ მასვენებდა.


" -რონი, გინდა ვითამაშოთ?
-რათქმაუნდა, თუ კალათბურთი არ იქნება.
- აწწ, ნუ ხარ ესეთი უხეში სპორტის მიმართ, რა დაგიშავა?
- მოდი გავიხსენოთ ჰმ? ცხვირი გავიტეხე, ფეხი ვიღძე, ტვინის შერყევა, საკუთარი თავის რწმენა დამემსხვრა და შენი მთლიანი დროის მოპარვა ჩემგან?
ალექსმა ამოიოხრა და ჩემსკენ გადმოხტა დივნის ბოლოდან. სხეულით მომიახლოვდა და ნაპერწკლებმა მთელი სხეული გამინათეს. ტუჩები ჩემს ყბასთან მოიტანა, გავიგე როგორ ჩაისუნთქა ღრმად.
- რამდენად გიყვარვარ რონი? - ამოიოხრა, მისმა დაბალმა ხმამ მომაჯადოვა.
ცეცხლში გავეხვიე.
- ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ - ამოვიკვნესე და მისი ხელები ჩემს მაიკას მოეჭიდა.
ძლიერი გრძნობით დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ის ყოველთვის დომინირებდა, კალთაში ჩავუჯექი, მინდოდა იმდენად შევხებოდი რამდენადაც შესაძლებელი იყო."

- გამარჯობააა? მაქსს დედამიწაზე დაეშვი? - ლორანიმ ხელი სახის წინ ამიქნია და გაკვირვებით დავახამხამე თვალები.
- მ-მაპატიეთ - ჩავიჩურჩულე, ვცადე მოგონება მომეშორებინა.
მუხლები მოვხარე და ნიკაპთან მივიტანე, მინდოდა უჩინარი ვყოფილიყავი. უბრალოდ მინდოდა დავწოლილიყავი და მეტირა, ან უფრო უკეთესი, დავწოლილიყავი და უცბად ალექსი მეპოვა ჩემს გვერდით.
მაგრამ, ვიცოდი ცრემლები არასდროს მოვიდოდნენ, როგორც არ უნდა მდომოდა.
ასევე ვიცოდი რომ ჩემი ძმა არასდროს იქნებოდა აქ. ორი წლის მანძილზე თავი დავანებე იმ აზრს, რომ ოდესმე სახლში დავბრუნდებოდი. ეს იყო ჩემი სახლი. ალექსი თითქოს ღმერთი იყო ჩემს გონებაში, ვიღავი ვისაც თაყვანი უნდა სცე და გახსოვდეს, ილტვოდე მისკენ და ოცნებობდე მასზე, გიყვარდეს ისე რომ ტკივილს გაყენებდეს ფიზიკურად. მაგრამ ის აღარ იყო ნამდვილი ჩემთვის. ის თითქოს მითიური არსება იყო რომლისთვისაც ყველაფერს გავწირადი, მაგრამ მაინც ვერასდროს ვიქნებოდი მასთან, ვერასდროს დავიჯერებდი მის არსებობას. რატომ? ზუსტად არ ვიცი.
სინამდვილეში ვიცი. იმიტომ რომ მიყვარს, წარმოუდგენლად, გონების დამბინდავად, შეუცვლელად, ძლიერად, მე ის მიყვარს. ვერასდროს შევწყვეტ მის სიყვარულს, არამგონია ჩემს გენეტიკურ კოდს შეეძლოს ამის გაკეთება.
- ძმაო - რაილიმ ჩემთან ახლოს მოიწია და ხელები მხრებზე მომხვია.
მოვიშორე, რაც უფრო უცნაური იყო ვიდრე ჩემი მოგონებები. უბრალოდ არ შემეძლო ადამიანის შეხება მეგრძნო. არ შემეძლო თუ ეს ალექსი არ იქნებოდა, უბრალოდ... ცუდად ვგრძნობდი თავს. თითქოს გული მერეოდა. მუცელში რაღაც ამომიტრიალდა, ახსნა არ შემიძლია. ვიგრძენი თითქოს ვტიროდი, ვფიცავარ ვიგრძენი ცრემლები, ვიგრძენი როგორ ჩამომდიოდა ლოყებზე და ჩემი მკერდი ცრემლებით დახშული, თითქოს ვიღაცამ ძლიერად ჩამიხუტა. მაგრამ არა, არავინ ჩამხუტებია და როდესაც ხელი ლოყაზე დავიდე, მშრალი იყო. ავდექი და კაბინის სხვა მხარეს გადავედი, სადაც თავი კედლის პატარა ხვრელში გადავყავი და ყველაფერი ამოვიღე რაც მუცელში მქონდა.
- ო ღმერთო, მაქსი? - რაილიმ დაიყვირა - რა გჭირს?
დავჯექი და კედელს მივეყუდე, პირი გავიწმინდე და ცუდი გემო მახსენებდა რომ არ მქონდა საღეწი რეზინი, ან ტკბილი ტუჩები რომ მეკოცნა. თავი უკან გადავწიე და ავკანკალდი, ხელები ტანზე შემოვიხვიე. რაც შეიძლეპა მოვიხარე რომ დავპატარავებულიყავი და წინ და უკან ვქანაობდი.
- ო ღმერთო - ვიგრძენი ხელები ჩემს გარშემო და ამჯერად არ მქონდა ძალა მომეშორებინა - ო ღმერთო, პატარა, მაქსი, გთზოვ.
გავიგე ნერვიულობა რაილის ხმაში, მაგრამ არაფერი მითქვამს. არ ვენდობოდი ჩემს თავს რომ მელაპარაკა. ჩემი ცხოვრების ყველა ოცნება გაქრა, მივხვდი რომ ვერასდროს ვნახავდი დედაჩემს ან მამაჩემს ან პატარა ანალინს. ალბათ გავიყიდებოდი და რაილის დავშორდებოდი, როდესაც ცხრამეტის გავხდებოდი და უკვე ზრდასრული ვიქნებოდი, უფროს პორნო ვარსკვლავებში გადავინაცვლებდი და უსევ ესე ვიქნებოდი გამოყენებული. ქალები ჩემზე იძალადებდნენ, კაცებიც, უფროსები, ბავშვები და პროფესიონალები და იდიოტი უფროსები უბრალოდ უყურებდნენ ფულს რომელიც ჩემგან იშოვეს.
- ლორანი, რა სჭირს? მაქსი, გთხოვ თქვი რამე!
უკონტროლოდ ავკანკალდი და რაილის მივეყრდენი. თვალების გახელის გარეშე თავი ოდნავ ავწიე.
- სი-სიგარეტი მ-მ-მჭირდებ-ა - ვთქვი.
შვებით ამოისუნთქა და ხელები ოდნავ მოუშვა, იცოდა არ მინდოდა შემხებოდა. მისგან მოშორებით გადავინახვლე და ორივეს შევხედე.
- ეს პატარა შოუ უნდა აგვიხსნა მისტერ - ლორანმა თვალები დამიბრიალა.
- ოჯახი მენატრება - ამოვთქვი და კბილები ერთმანეთს დავაჭირე.
- იმდენად რომ მუცელი ამოისუფთავე? - მკითხა რაილიმ და სიგარეტი მომაწოდა.
- რაღაც მსგავსი - ისევ ვკანკალებდი,
ორივე ჩუმად მიყურებდნენ.
- გთხოვთ - შევემუდარე - საშინლად ვგრძნობ თავს დღეს კარგით? ზუსტად ორი წელი გავიდა რაც აქ მოვედი და დამარხული მოგონებები საფლავებიდან ამოძვრნენ.
კვამლი გამოვუშვი ჰაერში, ვნატრობდი უბრალოდ მარტო დავეტოვე. ვერ ხედავდნენ რომ ამაზე ლაპარაკი უფრო უარესად გამხდიდა?
ლორანი ჩემს წინ დაჯდა, სიგარეტი კვამლზე რეაქცია აღარ ჰქონდა და შემომხედა.
- ეს უფრო მეტია ვიდრე ოჯახის პრობლემა, ეს სიყვარულის პრობლემაა არა?
ამოვიოხრე და ფეხი ვკარი. ის უბრალოდ გახტა ჩემგან და გაიღიმა, ამაყობდა მართალი რომ აღმოჩნდა.
- უკეთესი იქნება თუ ილაპარაკებ - რაილიმ შემომთავაზა.
თავი გავიქნიე - სიყვარულზე არ ვილაპარაკებ - ვეცადე მსუბუქად მეთქვა, მაგრამ თუ ვცდიდი ალექსზე ლაპარაკს...უბრალოდ კონტროლს დავკარგავდი.
- კარგი, მაშინ შენს ოჯახზე მოგვიყევი - თქვა რაილიმ.
- ჯერ შენ.
- უფროსი და მყავს რომელიც ძუკნაა, დედა მამა და ძაღლი, სახელად ბუსტერი - თქვა ავტომატურად.
ლორანიმ გაიცინა - შენ ძუკნა დას რა ჰქვია?
- საბრინა და მძულს ის. ჩემს ნივთებს იპარავდა და ბაყაყებს საწოლში მისვავდა, ჩემი ოდეკოლონი ქალის სუნამოთი შეცვალა. ისე ჩანს თითქოს ჩემს გაბრაზებაზე მეტად არაფერი უყვარდა.
მისი გამოხედვა ოდნავ შერბილდა - მაგრამ ჩვენ სახლში მივდიოდით როცა მე წამომიყვანეს, ჩვიდმეტის იყო და მე თხუთმეტის. სცადა ისინი შეეჩერებინა და მიყვიროდა მთელი დროის მანძილზე. მას მართლა ვუყვარდი, ეს ბოლოს დავინახე. ასე რომ... ვფიქრობ მენატრება.
გავიფიქრე როგორი იქნებოდა ალექსი რომ მძულებოდა. არა, შესაძლებელიც არაა. თიუთქოს ამაზე ვერც ვფიქრობდი.
- ლორანი, შენი ჯერია.
- კარგი, მე დედისერთა ვიყავი. ჩემი მშობლები გაშორდნენ მაგრამ არ დაქორწინებულად. ორივე მიყვარდა, ისევ მიყვარს. საშინელებაა მათგან შორს ყოფნა - ამოიოხრა და თვალები აუცრემლიანდა - ყოველთვის მაინტერესებდა როგორ არიან ჩემს გარეშე.
არ ვიცოდი ლაპარაკს როგორ შევძლებდი.
- ძალიან პატარა ვიყავი როდესაც მიშვილეს, ბიოლოგიური მშობლები ავტოავარიაში დაიხოდნენ, ნათესავები არ მყავდა ან უარი თქვეს ჩემს მოვლაზე. დედა და მამა მყავს, პატარა და რომელიც სამი წლის იქნება ეხლა. მაინტერესებს როგორ გაიზარდა... - ჩავფიქრდი და მალევე დავბრუნდი აწმყოში - და ძმა, ზუსტად ჩემი ასაკის, ერთ დღეს დავიბადეთ - ამოვიოხრე თითქმის გაუგებრად.
- უცნაურია - თქვა რაილიმ.
ნერწყვი გადავყლაპე რომ ლაპარაკის უნარი დამბრუნებოდა.
- შენთან ერთად რატომ არ წამოიყვანეს? - ლორანიმ იკითხა.
- სცადეს - მხოლოდ ეს ვუპასუხე.
როგორღაც, ყველამ ვიცოდით რომ საუბარი დავასრულეთ. რაილიმ ზურგით წამიყვანა კაბინაში. მზე თითქმის ჰორიზონტს ჩასულიყო, მთები იასამნისფრად მოჩანდნენ, მუქ ლურჯად. ალბათ კარგი დასასვენებელი ადგილი იქნებოდა. ჩავიცინე როდესაც დავფიქრდი, ორი წლის წინ შეიძლება დღეები მეხვეწნა მსობლებისთვის რომ გამოვეშვით. ეხლა ყველაფერს დავთმობდი უკან რომ შემეძლოს დაბრუნება.
- რაილი?
- ჰო მაქსი?
- არავინ დაგვიხსნის არა?
- ...
- რაილი?
- არა, არავინ დაგვიხსნის.


" ახალი ხედვიდან, მტრედი ისწრაფვის სიზმრისკენ.
მთვარე რომ ოდნავ დიდი ყოფილიყო, შეიძლება ცა ჩაეყლაპა.
რომ ყოფილიყო, რომ ყოფილიყო.
რატომ გვაფერხებს სიტყვები ესე ძალიან?
ყოველთვის როდესაც მზე ოდნავ ჩავა,
სიბნელის ნაწილი გვახსენებს სისასტიკეს.
მტრედი ტირის ტანჯვის ცრემლებით,
სამყაროს აფიქრებს თუ რა სიცრუე იმალება სრულყოფილი ნიღბის უკან. "



1 აპრილი, 2016.
კარგი, დავიწყებ რომ ლამაზი და შესანიშნავი დღე, შეიძლება ორპირი იყოს (იცი რას ვგულისხმობ აქ?!).
სერიოზულად, არ შემიძლია სიღრმისეულად გადმოვცე ყველაფერი სიტყვებით. მალე გავითიშები, და ჩემი სიგარეტი (სინათლე რომლის დახმარებითაც ვწერ) მალე ჩაიწვება და იღბალი მიმტყუნებს. თუ უკვე არ მოხდა ესე. ასე რომ, დავიწყებ საიდანაც საჭიროა, ყველაზე ლოგიკური ადგილიდან, რადგან ქაოსში ადამიანების მოდგმას ლოგიკა ერთვება.
და ვინ ვარ მე რომ ვუარყო ათასობით წელი ჩემს წინააღმედ?
არ დამიწერია ერთი თქვე იქნება, რადგან, ნუ, არაფერი იყო რომ დამეწერა. შესაძლოა ერთადერთი, რაც საინტერესო მოხდა ხუთი დღის განმავლობაში იყო, როდესაც მცველმა ლუკა დაიჭირა მოპარული სიგარეტით, რომლითაც ყვლეს სავსე გვაქვს ჯიბეები, ბალიშები და ყველაფერი თამბაქოთი (ერთადერთი რითიც ვარსებობთ) და "სასჯელად" პორნოს დამატებითი სესია მიუსაჯეს.
საინტერესო რაღაცეები დღეს მოხდა. დილიდან დაწყებული, მომენტიდან როდესაც რაილიმ გამაღვიძა. სიმართლე რომ ვთქვა, ვფიქრობ ყველაფერი უკეთესად იქნებოდა საწოლში რომ დავრჩენილიყავით/
- წამოდი იდიოტო, ადექი, ადექი, ადექი, ადექი! - რამდენჯერმე ჩამარტყა და გადავტრიალდი - ჩვიდმეტი ათასჯერ გამაღვიძე ღამე, დაწყევლილი ყვირილით, ეხლა ჩემი დროა სამაგიერო გადაგიხარო.
- ოჰ, მოკეტე რაი, იცი რომ გიყვარვარ - ამოვიოხრე და სიგარეტი ავანთე, ბნელ ოთახში მიმოვიხედე - ყველას სძინავს!
გაიღწიჭა - ვიცი, თხუთმეტი წუთით ადრე ავდექი.
ნათქვამი,საათისკენ თითის გაშვერით დადასტურა.
- რატომ გააკეთე ეს?
- პირველები მივალთ მინდორზე! - გამოაცხადა რაილიმ, ახტა და ლამის საწოლიდან გადამაგდო.
როდესაც გავედით, დღიური მაისურში დავმალე ფანქართან ერთად. ბოლო დროს ყველგან დამქონდა სადაც არ უნდა წავსულიყავით. რატომღაც ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვინმე მომპარავდა.
წარმოდგენა არ მაქვს რატომ გაუჩნდა რაილის ინტერესი პირველები მივხულიყავით მინდორზე, თანაც თითქმის ყოველ ჯერზე ვიგვიანებთ. იმ დროს მივედით როცა მცველი მოვიდა და ჩვენი დანახვა გაუკვირდა.
- არც ისე ხშირია თქვენ ორნი პირველები მოსულიყავით, რატომ იჩქარეთ?
რაილიმ ჩაიხითხითა - იმიტომ რომ მინდოდა მეცადა კარგი ვყოფილიყავი!
უცნაურად შევხედე თვალის კუთხიდან. მინდოდა რაღაც მეთქვა მაგრამ გავჩუმდი. დარწმუნებული არ ვიყავი რაილი კარგად თუ იყო, რადგან მან ჩაიხითხითა, ჩაიხითხითა! თანაც მცველთან, რამაც გამაოცა. პირი გავაღე და უაზროდ დავილაპარაკე:
- დაბოლილი ხარ?
ამჯერად მან ჩემსკენ ჩაიხითხითა და ძლიერად ჩამეხუტა. შევბარბაცდი და მისი სუნი ჩავისუნთქე, არაფერი უცნაური. შეიძლება გუშინ ღამით მართლა ბევრჯერ გააღვიძე. ვიფიქრე ჯობდა არ მეყვირა და რაილის მეტი დაეძინა.
- არა სულელო, ძალიან, ძალიან, ძალიან ენერგიულად ვარ.
ჰო, აშკარად გადაღლილი.
- კარგი, უბრალდ მუშაობა დავიწყოთ კარგი? შემდეგ სახლში მივალთ და კარგად დაი...
ვეღარ მოვახერხე წინადადების დამთავრება როცა ყვირილმა შემაწყვეტინა.
- დამეხმარეთ, გთხოვთ, გთხოვთ დამეხმარეთ! აააა! დამეხმარეთ!
მე და რაილიმ ერთმანეთს შევხედეთ, მისი ჰიპერაქტიულობა გამქრალიყო როდესაც ორივემ ვიცანით ხმა.
- ლორანი - ჩავიჩურჩულეთ ერთდროულად და გავიქეცით.
მესმოდა როგორ გვეძახდა მცველი დავბრუნებულიყავით, მაგრამ არ მაღელვებდა.
პრაქტიკულად გადავიფრინეთ მინდორი. ლორანის ყვირილი ჩაგვესმოდა და ვერაფერზე ვფიქრობდით. როგორღაც, ვიცოდი თუ არ გადავარჩენდით, თუ რაღაც მოუვიდოდა მას, ჩემი მსხვრევადი კედელი, რომელიც თავის დასაცავად ავაშენე, ჩამოიშლებოდა. არ შემეძლო ბავშვური, ლამაზი ლორანი, ჩემი მეორე საუკეთესო მეგობარი, ჩემი და რაილის მესამე ბორბალი, ოდესმე ტკივილში წარმომედგინა.
-ლორან! - რაილიმ დაიყვირა როდესაც თვალი მოვკარით.
ერთ ერთი უზარმაზარი მცველი იდგა დასისხლიანებულ, ნაცემ, ნახევრად შიშველ რაილისთან. კაცი, სხვა მცველებივით, უხეში და დებილი ჩანდა. ამან არ შემაჩერა, მხოლოდ სისხლს ვხედავდი. როგორ გავედა მისთვის რამე დაეშავებინა? როგორ ბედავდა? გოგონა უმოძრაოდ იწვა, ჭრილობები გვერდებზე ეტყობოდა და უფარავდა ფეხებს, მკერდს და ყელს.
- Aidez... (დამეხმარეთ) - ლორანიმ ამოიგმინა.
ამან ყველაფერი ქნა.
მე და რაილი კაცს დავესხით თავს. ვყვიროდი და სისხლიანმა მკვლელობამ ჩემი გონება და მხედველობა დაფარა. არასდროს მიგვრძვნია ესე მანამდე. თითქოს დედა ვიყავი და ვიღაც ჩემს შვილს სტკენდა.
- მოკვდი ! მოკვდი! - ვუყვიროდი კაცს რომელსაც თავს ვესხოდი.
დიდი იყო, მაგრამ არ იყო მომზადებული ორი ადამიანის, ბრაზით დაბინდულების, თავდასხმას. კუნთები, რომლებიც აქ ყოფნისას გამოვიმუშავე მეხმარებოდა. ასევე რაც რაილისგან და სტივენისგან ვისწავლე თავდასაცავად. ასე რომ ეს გამოცდილება დამეხმარე მისი თავის ქალა საკმაოდ ძლიერად დამეზიანებინა. მცველს შანსიი არ ჰქონდა. რაილიმ დაიჭირა, ხელებიდან დანა გამოვაცალე და ფიქრის გარეშე დავჭერი.
თითქოს სიბრაზის ტალღამ შემომიტია და კონტროლი დამაკარგვინა. მკერდიდან დანა გამოვაცალე და ისევ დავჭერი. არასდროს მეგონა ეს ასეთი მარტივი ყოფილიყო. არ შევჩერებულვარ, ისევ და ისევ და ისევ ვასობდი დანას მის მკერდში. რაილი მიყვიროდა რომ არ გავჩერებულიყავი, ისევ დამეჭრა.
მკვდარი იყო. კაცი მოვკალი, სისხლისგან იცლებოდა და მე მაინც არ გავჩერებულვარ.
უეცრად რამდენიმე ხელი ჩამეჭიდა და კაცისგან მომაშორა. ვიბრძოდი და ვყვიროდი. ცხოველივით. ნელა, ძალიან ნელა ისევ დაბრუნდა სამყარო ჩემს გარშემო. დავინახე კაცი ჩემს წინ რომ იწვა, დავინახე სისხლი, დავინახე დანა ჩემს ხელში. იარაღს ხელი გავუშვი. ჩემი წინა მხარე მთლიანად სისხლიანი იყო და სუნი ყელს მიწვავდა.
რა ჩავიდინე?
- კარგი, კარგი კარგი... - ბატონის ხმა გაისმა ჩემს უკან და ავწრიალდი ხელების წინააღმდეგ რომელიც მიჭერდა. მინდოდა შევბრუნებულიყავი და დამენახა.
- რა გვაქვს აქ? - ჩაიცინა მან და ჩემს წინ მოვიდა. საშიშმა გამოხედვამ გაიელვა მის თვალებში, ისეთმა, როგორიც აქამდე არ მინახავს.
ნერწყვი გადავყლაპე. ხელები რომ თავისუფალი მქონოდა ალბათ ვიკანკალებდი.
მომხდარს თვალი გადაავლო, ხელი თავისდასაცავად პირგაღებულ რაილის აუწია.
- არაფერი თქვა. წაიყვანეთ სახლში.
გამოგვათრიეს და სახლში შეგვყარეს. მცველს საპყრობილისკენ მივყავდი. რაილი კი ზემოთ აჰყავდათ.
- დაიცადეთ - ავყვირდი - სად მიგყავთ რაილი?
სასოწარკვეთილმა დავიყვირე მაგრამ არავინ შეიმჩნია ჩემი კითხვა. რაილიმ მხარს ზემოდან გადმომხედა, მისი ღრმა, ყავისფერი თვალები შიშს მოეცვა.
ამ დროს ბოლოჯერ ვნახე მისი თვალები.
საპყრობილეში შემაგდეს.
ამოვიოხრე და წამოვჯექი, მიმოვიხედე. ძალიან ბნელოდა, ერთადერთი სინათლე რომელიც შემოდიოდა, კუთხეში პატარა ხვრელი იყო. თვალები სიბნელეს შევაჩვიე.
- გამომიშვით! - ვყვიროდი და კარზე ვაბრახუნებდი - გამომიშვით ამ ადგილიდან!
ყველა მცდელობა უშედეგო იყო და მალე გავაცნობიერე ეს. ისევ კუთხეში მოვიხარე. დიდი დრო იყო მას შემდეგ რაც სრულიად მარტო ვიყავი, შემაძრწუნებელი განცდა იყო. მთელი საპყრობილე ქვით იყო გაკეთებული და ციოდა.
ავკანკალდი და თვალები დავხუჭე. თავი დავტუქსე ბავშვური ქცევისთვის, ვამბობდი რომ უფრო საშინელ სიტუაციებს გადავრჩენილვარ. რაილი ზემოთ იყო ალბათ "სჯიდნენ" როგორც ლუკა დასაჯეს. ეს მტკივნეული იქნებოდა მაგრამ გადაიტანდა. შემდეგი ალბათ მე ვიქნებოდი.
ამ დროს ყვირილი დაიწყო.
-ააააჰ! ჯანდაბა, ღმერთმა დასწყევლოს, ღმერთო ჩემო! დამეხმარეთ! გაჩერდით! მომშორდით! გაჩერდით! გთხოვთ!
სუნთქვა შემეკრა და კარისკენ გავიქეცი ისევ.
- რაილი! - დავიყვირე, ვცადე კივილი ჩამეხშო რომელიც ზემოდან მოდიოდა - რაილი!
გავიგე ტირილის ხმა, ტირილის წარმოუდგენლად საშინელი ხმა, დროში გავიყინე. ვერ ვიჯერებდი. რაილი არასდროს ტირის. ამ დროს მივხვდი, ეს უფრო უარესი იყო ვიდრე "სასჯელი". ეს უფრო, უფრო საშინელი იყო. რაილი ტიროდა.... რაილი ტიროდა!!
ვიგრძენი როგორ მინდოდა მას დავხმარებოდი, ეს ლორანის დაცვაზე ძლიერი შეგრძნება იყო. კარზე ვაბრახუნებდი, ვყვიროდი შეუჩერებლად, ყელი ჩამიშრა. არაფერი ხდებოდა. რაილი ისევ ყვიროდა ზემოთ, მისი აუტანელი, გონების დამბინდავი ტირილი მანდომებდა დავმჯდარიყავი და მეტირა.
ავტომატურად უკან დავბრუნდი, ვცადე ხმები ჩამეხშო. ყურები დავიცავი და ეს საკმარისად მოქმედებდა. წინ და უკან ვქანაობდი. მინდოდა მეფიქრა უკეთეს რაღაცაზე ვიდრე ჩემს საუკეთესო მეგობარზე საშინელ ტკივილში. ალექსზე ნეტარმა ფიქრმა მოიცვა ჩემი გონება. ეს ყოველდღე არ ხდებოდა მეიძულებინა ჩემი თავი მასზე მეფიქრა. როდესაც ეს გავაკეთე, სამოთხისებრი სიამოვნება და ტკივილი ერთდროულად ვიგრძენი.
რამდენიმე საათი გავიდა, გავიგე კარის გაღების, რაღაცის შემოგდებიდა და ისევ კარის დაკეტვის ხმა. სუნთქვა გამიძნელდა და ალექსზე ფიქრს მოვწყდი და სხეულის ჩრდილთან მივცოცდი.
- რაილი? - ჩავიჩურჩულე.
არავინ მიპასუხა.
სხელი სწრაფად გადმოვატრიალე. ეს რაილი იყო მაგრამ უსიცოცხლო. სისხლით მოცული. ვიგრძენი შვება როდესაც დაბალი პულსი ვიპოვე. ჩემს კალთაში დავიწვინე და მისი თმის მოფერება დავიწყე. რბილად მივიხუტე. ვიგრძენი სახვევი მის თავზე. მაგრამ არ მიფიქრია ბევრი ამის შესახებ. რამდენიმე წუთში შეირხა.
- მაქსი... - ამოიოხრა, ხელი ჩემს სახეს შეახო.
- ჩშშ, აქ ვარ.
- მტკივა - ამოიკვნესა, მესმოდა მისი ტკივილით სავსე ხმა.
- სად?
სახვევზე მიმითითა რომელიც სახეზე ჰქონდა შემოხვეული. მოხსნა დავიწყე მაგრამ შემაჩერა.
- არა! არა, არ მინდა რომ მომხსნა - ჩაიჩურჩულა.
- რატომ, მინდა ვნახო რა გჭირს, შეიძლება დაგეხმარო.
- ვიცი რაც მჭირს მაქსი. და შენ არ შეგიძლია რამის გაკეთება - ჩემს ხელებში თრთოდა. ვოცნებობდი ტკივილი შემეწოვა მისი სხეულიდან.
- რა მოხდა?
მეშინოდა ამის კითხვის, უფრო მეტად პასუხის.
- ჩემი თვალები მაქსი - ქვითინებდა, მისი ხმა ისეთი დაბალი იყო ტირილი მომინდა - მათ თვალები თავის ქალიდან ამომგლიჯეს. ვეღარ ვხედავ.
ჩემს მკლავებში მეჭირა როდესაც დაიყვირა. ვეცადე ეს წარმომედგინა. რაილი თვალების გარეშე. მხედველობის გარეშე. ვეცადე წარმომედგინა გაღვიძება, როდესაც მხოლოდ მის სახეს დავინახავდი ჩემს გვერდით, არა მის ლამაზ, ყავისფერ თვალებს, თვალებს რომლების მას შარმს და ქარიზმას აძლევდა. წინ და უკან ვარწევდი, ვერ ვფიქრობდი.
- მ-მაქსი, რა მოხდება თუ ისინი შენ თვალებსაც წაიღებენ? შენი თვალები ბევრად ლამაზია ვიდრე ჩემი, არ მინდა შენი თვალები წაიღონ მაქსი!
- არა რაი. გთხოვ უფრალოდ მოკეტე. გულს მიტეხავ - სუნი შემეხუთა, ვეცადე ცრემლი არ ჩამომსვლოდა.
გაჩუმდა, პერიოდულად სლუკუნი აღმოხდებოდა ტუჩებიდან. არ ვიიცი რამდენხანს ვიჯექით ერთად, ის ჩემს ხელებში და არა პირიქით როგორც მანამდე.
- მაქსი? - ბოლოს ამოიჩურჩულა.
- რაი?
- მითხარი მასზე.
- ვიზე მოგიყვე?
დავიბენი,
- მითხარი, გოგონაზე რომელიც შეგიყვარდა, უკან, სახლში. მითხარი მასზე და შეეძლება ბრმა კაცს დაინახოს ის. რა ერქვა?
ძლივს ამოვისუნქე. ალბათ უკვე დრო იყო - ალექსი.
- ანუ ის არის ვიზეც სიზმრებს ნახულობ - ჩაიცინა მსუბუქად, ტკივილი ისმოდა მის ხმაში - შენ თქვი მისი სახელი ძილში.
ოდნავ გავიცინე, უფრო მეტად მივიხუტე. მეშინოდა რომ თუ გაჩუმდებოდა ხმასაც დაკარგავდა.
- კარგი ტანი აქვს?
თავი დავაქნიე, შემდეგ გამახსენდა ჩემი დანახვა არ შეეძლო - სრულყოფილი სხეული. ყოველთვის მიზიდავდა მისი სრულყოფილება.
ლამის გავიგე მისი ჩაცინება - მითხარი მის თვალებზე, ლამაზი ჰქონდა?
- ოჰ ღმერთო - ამოვიოხრა ოცნებაში წასულმა - ყველაზე ლამაზი თვალები. ისეთი შეგრძნება იყო თითქოს ოკეანე მითრევდა. ამ თვალებს შეეძლოთ ეთქვათ ნებისმიერი რამე და ყველაფერს გავაკეთებდი.
- როგორი სუნი ჰქონდა? - მკითხა რაილიმ. ალბათ ცდილობდა გონებიდან ტკივილი და სისხლის სუნი განედევნა.
- როგორც... ყავას - ჩავილაპარაკე - როგორც ყავა და ზაფხული ერთად შეზავებული. ყველაზე დიდებული კომბინაცია სასიმოვნო სურნელის სარეცხი სითხის და ყავის და ზაფხულის და დარიჩინის.
მან გაიცინა ამაზე, მაგრამ ეს სიმართლე იყო. ალექსის სუნი უნიკალური იყო და ვერ აღვწერდი, მაგრამ ცინამონის ტოსტისას ჰგავდა. აბსოლიტურად სასიამოვნო.
- როგორი იყო ეს? მასთან ყოფნას ვგულისხმობ? - მკითხა რაილიმ, ცნობისმოყვარეობამ ტკივილი ჩაანაცვლა მის ხმაში - როგორია ნამდვილი სიყვარულის შეგრძნება?
ცოტახანს ჩავფიქრდი როგორ მეთქვა მისთვის.
- ნამდვილი სიყვარული... თამბაქოსავთაა. მთლიანად გონების დამბინდავი, მიმზიდველი. ტკბილი, ღმერთო რაი, ისეთი ტკბილი შეგიძლია გემოც გაუგო. და ყოველთვის როცა სიყვარულს ჩაისუნქავ, შეგიძლია იგრძნო შენი მგერდი როგორ იზრდება და გული უფრო დიდი ხდება. ნამდვილი სიყვარული, თითქოს სამყარო შენს ხელშია და შეგიძლია როგორც მოგესურვება ისე ამოატრიალო. ნამდვილი სიყვარული? - ამოვიოხრე, მახსოვდა ეს გრძნობა ალექსისგან - ნამდვილი სიყვარულია როდესაც შეგიძლია საბოლოოდ შეწყვიტო ძიება რაილი. ნამდვილი სიყვარულია როდესაც შენი სული გეუბნევა რომ სახლში ხარ.
რამდენიმე წუთს სიჩუმე იუო. ვიგიქრე რაილს დაეძინა სანამ არ წამოჯდა და შემომხედა.
- ღმერთო, ნეტავ ეხლა გხედავდე.
- რატომ?
- შემეძლებოდა თვალებში შემომეხედა და მეთქვა რა ძალიან, ძალიან იღბლიანი ის გოგო რომ შენ გიყვარს.
ჩემი ტუჩის კუთხეები ღიმილით ოდნავ ამეწია - რაი, ის ჩემი ძმაა.
- რა?
- ჩემი ნახევარძმა, ალექსი. ჩემს ნახევარ ძმაზე ვარ შეყვარებული.
ჩემს სიტყვებზე ყბა ჩამოუვარდა - გეი ხარ? ვიფიქრე ეს ხუმრობა იყო!
ოდნავ ჩავიხითხითე - ნუ, თუ ეს ისაა რაც გაღელვებს, და არა ჩემი ძმა რომაა..
- ღმერთო არა! - წამოიყვირა - ძალიან მაგარია!
თვალები დავახამხამე და სიცილი დავიწყე. ვიცინოდი და ვიცინოდი და რაილიც ჩემთან ერთად იცინოდა. ერთმანეთი გვეჭირა და ორივემ ვიცოდით, ჩვენი საღი აზროვნება სადღაც გამქრალიყო.
უეცრად, კარგი გაიღო და ჩვენი სიცილი შეწყდა. მცველმა შუქი მოგვანათა და ამიყვანა თითქოს წონა საერთოდ არ მქონდა.
- პატარა! - რაილიმ დამიყვირა, მაგრამ დაბრმავებულს და საშინელ ტკივილში მყოფს არ შეეძლო ჩემი დახსნა.
- კარგად ვიქნები - დავარწმუნე.
რეალობამ, რომ შეიძლებოდა თვალები ამოეცალათ, უბრად დამარტყა. მცველისგან დაღწევა ვცადე მაგრამ ზედმეტად ძლიერი იყო და მე ზედმეტად... აარონი. კიბეებზე ამიყვანა სადაც საწოლი იდგა და ზედ ბატონი იჯდა.
- მაქს, თუ უნდა დაგიძახო... აარონ - მცველმა გამიშვა და ბატონი ჩემთან მოვიდა - იცი რა გავუკეთეთ შენს მეგობარს?
დავისისინე - როგორ გაბედე მისი თვალების ამოღება - მოვცარი კბილებიდან - როგორ გაბედე!
ფეხში ჩავარტი, მაგრამ მხოლოდ წარბი ამისია - მოდი აქ.
სხვა გზა არ მქონდა, უნდა გავყოლოდი პატარა მაგიდაზე რომელიც სისხლით იყო დაფარული. რაილის სისხლით, გავაანალიზე. გული სწრაფად მიცემდა. არ მინდოდა თვალები ამოეცალათ. არ მინდოდა ჩემი მხედველობა წაეღოთ. არ მინდოდა გამეგონა ჩემი თვლაები როგორ დაეცემოდნენ იატაკზე. არ მინდოდა ამ ტკივილის განცდა...
ჩემ თავს გაჩუმება ვუბრძანე. ბატონმა მაჯა დამიჭირა და მაგიდაზე გააჩერა. დანა ამოიღო მაგიდის უჯრიდან და ბოროტად გაიღიმა.
- ოჰ, შენი თვალები ზედმეტად ლამაზია რომ დაკარგო. ვერასდროს გაიყიდები ისეთ კარგ ფასად მათ გარეშე. მაგრამ შენი თითები, ეს სხვა საქმეა.
როდესაც დანა ჩემი მარცხენა ხელის ცერა თითთან მოიტანა, სუნთქვა შემეკრა. არ მქონდა დრო რამის გაკეთების როცა უბრალოდ მოჭრა. შიშით ვუყურებდი სისხლმა როგორ იფეთქა. დავინახე, ჩემი სხეულის ნაწილი რომელიც მაგიდაზე გაგორდა. შემდეგ ტკივილმა მომიცვა. დავიყვირე. ღმერთმა დასწყევლოს, ჯანდაბა. ეს ყველაზე საშინელი ტკივილი იყო რაც ოდესმე მიგრძვნია.
ბატონი გაიკრიჭა და დანა ბეჭდის თითთან გადაიტანა. როგორ უნდა დავქორწინებულიყავი ალექსზე ოდესმე, ჩემი არათითის გარეშე? შემდეგ ისევ დაწვა დანას და სხეულის კიდევ ერთი ნაწილი გაგორდა მაგიდაზე. ტკივილი, ღმერთო ტკივილი, ეს წარმოუდგენელი იყო.
- საკმარისია უკვე?
- კი! - დავიყვირე - გთხოვთ, მორჩით გთხოვთ, არა!
შუა თითიც მომაჭრა. შავმა წერტილებმა მხედველობა დამიბინდეს. ვიცოდი ბევრი სისხლის დაკარგვის ბრალი იყო. ალბათ ჩემი თითები მოსწყინდა, რადგან ბატონმა დანა მკერდში ჩამასო. არა იმდენად რომ მოვეკალი, მაგრამ საკმაოდ ღრმად რომ მტკენოდა როგორც ჯოჯოხეთის ცეცხლი. ვყვიროდი და ვყვიროდი, ისე მჭრიდა როგორც ფურცელს. ვიგრძენი სისხლი ოკეანესავით იღვრებოდა იატაკზე და მასში ვცურავდი. მხედველობა დამებინდა. მალე გონებას დავკარგავდი. ვგრძნობდი დანას მკერდზე. უკანასკნელი აზრი რამაც გათიშვამდე გამიელვა იყო, რომ კიდევ მქონდა ორი თითი.
არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ გავიღვიძე საპყრობილეში. ვიგრძენი თავი ნაცნობ კალთაში მედო და თითები სახეზე მეფერებოდენ.
- რაილი - ჩემი ხმა ჩახლეჩილი იყო ყვირილისგან.
- მადლობა ღმერთო, მადლობა - ამოიოხრა, ხმა ოდნავ უკეთესი ჰქონდა ვიდრე წინათ - რა გაგიკეთეს?
- რამდენ ხანს ვიყავი გათიშული?
- ძალიან დიდ ხანს - მითხრა რაილიმ - მეგონა არასდროს აღარ გაიღვიძებდი.
- დამჭრა - ამოვიკვნესე და ვცადე გავმოძრავებულიყავი. არაფერი გამოვიდა - თითები მომაჭრა.
რაილის სუნთქვა შეეკვრა და რაღაც მითხრა, ვერ გავიგე რა, უეცრად წარმოუდგენელმა ტკივილმა მომიცვა.
ღრმად ვსუნთქავდი რომ განელებულიყო, მაგრამ არ მშველოდა. თითქოს ცხელი ისარი მიპობდა მკერდს და შუაზე მიხსნიდა. დავიხედე და სახვევები დავინახე, მაგრამ მთლიანად სისხლით დაფარული. ალბათ სისხლისგან დავიცლებოდი სანამ სხვა რამე მომკლავდა.
- უნდა დავწერო - ვუთხარი რაილის და მითხრა რომ ჭკუიდან გადავედი.
დღიური ავიღე, რომელიც დავარდნილიყო სანამ წამიყვანდნენ. სიგარეტი ვიპოვე და სანთებელა მაისურის ქვეშ. ავანთე, გემომ და კვამლმა ოდნავ შემიმსუბუქა ტკივილი. რაილისთან ახლოს მივჩოჩდი. ეხლა ვწერ და ველოდები დასასრულს. მარჯვენა ხელიც დაბუჟებული მაქვს მაგრამ წერა შემიძლია. თავბრუ მეხვევა და სისხლისგან ვიცლები. ვკვდები.
- მაქსი, შენ... - რაილიმ დაიწყო მაგრამ შევაწყვეტინე.
- აარონი.
- რა?
- ჩემი ნამდვილი სახელი აარონია. აარონ მაქსიმუ ვრაითი.
- ოჰ - თქვა სევდიანად და ვიცოდი რომ ხვდებოდა, აქედან ვერცერთი გავაღწევდით ცოცხლები.
- ვიფიქრე შეიძლება გინდოდა გცოდნოდა - დავიჩურჩულე.



" გამელოტებულ და გაშიშვლებულ მტრედს არსაით აქვს წასასვლელი.
ხეებსაც კი,თავიანთი ჩუმი ხმებით, აღარ შეუძლიათ მისი გადარჩენა როგორც შეეძლოთ.
მტრედი დკარგულია. მისი საბუდარი გატეხილია. მისი გული გატეხილია.
მისი სული ნაწილებადაა დამსხვრეული. მისი ჭრილობებიდან აღარ იღვრება სისხლი.
მისი დახშული თვალები შეჰყურებენ ცას როდესაც ის შესჩივის თავის დანაკარგს.
რატომ არის ღამე ესეთი სასტიკი? "




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent