ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 12
დრო ძალიან სწრაფად გადის, ხვალ ახალი წელია. მე ნინოსთან ერთად დავდივარ საყიდლებზე, ვემზადებით მთელი ოჯახი. სახლში წამოვედი და ანის დავურეკე, საყიდლებზე წასვლა გადავწყვიტეთ. ერთმანეთს სავაჭრო ცენტრში შევხვდით. - აბა რას შვები, როგორ ხარ დაკარგულო? - რავი ვარ რა შენ რას შვები? - მეც ვარ ვემზადები ხვალინდელი დღისათვის. - მშობლებთან ერთად აღნიშნავ? - ხო არადა ლუკასთან ერთად ვგეგმავდი, შენ? მარტო აპირებ აღნიშვნას? - არა ჩემს მშობლებთან. - აი თურმე სად ბრძანდებოდი ეს პერიოდი. - მათთან კარგად ვგრძნობ თავს. ნინოც იცი თან მყვება, სულაც არ ჰგავს კუდიან დედინაცვალს ზღაპრებში, რომ გვხვდება. ის საყვარელია. - ძალიან მიხარია, რომ მათთან გადაწყვიტე შერიგება, პირადზე რას მეტყვი? - არც არაფერი, გიორგის მერე არა მგონია ვინმეს, რომ გავხედო. მაგრამ მაინც კარგად ვარ მარტო შენ და ლუკამ რა გადაწყვიტეთ? - ჯერ-ჯერობით არაფერი, მაგრამ რაღაცას ვფიქრობთ წლის ბოლოსთვის და ძალიან მოგეწონება. - კარგი, მე მიყვარს სურპრიზები. საჩუქრები ვიყიდეთ, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლკისაკენ წამოვედი. ყველასთვის ვიყიდე საჩუქრები იმედია მოეწონებათ. დაძინებას ვაპირებდი, როდესაც კარზე დამიკაკუნეს. კარი გავაღე და ვიღაც ბიჭი შემრჩა ხელთ. - უკაცრავად მარიამ ბერიძე ბრძანდებით? - გისმენთ, თქვენ ვინ ბრძანდებით? - მე ნიკა ვარ, გიორგის ნაცნობი. - გიორგის? - დიახ იცით ის ძალიან მაგარი ნასვამი ვიპოვეთ მე და ჩემმა შეყვარებულმა, სახლში მივიყვანეთ მაგრამ, საფულე გასაღები და ტელეფონი თან არ ჰქონდა, გარეთ ვერ დავტოვებდით. ასე , რომ მოგმართეთ თქვენ. ჩემი შეყვარებული სახლში უნდა მივიყვანო თორემ მშობლები დასჯიან და ხვალ ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს. ხომ გესმით ჩემი. - გასაგებია, წამოდი გადმოყვანაში დამეხმარე. - თქვენ აქ დარჩით, მე თვითონ გადმოვიყვან. ცოტა ხნის შემდეგ ნიკამ გიორგი მისაღებში დივანზე წამოაწვინა დამემშვიდობა და წავიდა. კუხნაში გავედი ყავა გავიმზადე, მისაღებში დავბრუნდი ყავა მივირთვი და გიორგის გაღვიძება გადავწყვიტე. ხვერწნის შედეგად ძლივს მოვიყვანე გონს. - გიორგი, გიორგი წამოდი საძინებელ ოთახში გავიდეთ. - არ მინდა, იყოს აქ ვიქნები. - წამოდი გთხოვ თუ გინდა, რომ მშვიდად დავიძინო წამომყევი. - იყოს მართლა სულ რაღაც ათი წუთი და სახლში წავალ გპირდები. - სად წახვალ გასაღები, საფულე ტელეფონი არაფერი არ გაქვს, არ მესმის ამდენი სად დალიე ან რატომ? - როგორ თუ არა მაქვს? - წამოდი საძინებელში გაგიყვან, იქ გამოიძინე. - არ მინდა მარტო, რომ ვიყო საძინებელ ოთახში. - ჩემს ოთახში წამოდი. - და შენც ჩემთან ერთად იქნები? - შენთან ახლოს ვიქნები, შენ დაისვენე, მე წავიკითხავ ცოტა ხნით წიგნს. - კარგი მაგრამ, იცოდე არ მიმატოვო. მე შენ მჭირდები მარ. - მოდი დამეყრდენი. საძინებელ ოთახში ავედით და გიორგი საწოლზე დავსვი ფეხზე გავხადე და ჩემი წიგნისაკენ წავედი. - მარ საროჩკის გახდაში არ მომეხმარები? - კარგი ახლავეს მოვალ. წიგნი ავიღე და გიორგისთან დავბრუნდი, ფრთხილად შევუხსენი ღილები და საროჩკის გახდაში დავეხმარე. ვცდილობდი, რომ მისი გულ-მკერდისათვის არ შემეხედა, ასევე დამეიგნორებინა მისი პრესი და მოხდენილი სხეული, მაგრამ უშედეგოდ. თვალი მაინც გამექცა მისკენ, რაზეც საყვარლად ჩაეღიმა და საწოლზე წამოწვა. - შენ არ დაწვები? - როგორ არა მეც წამოვწვები. საწოლზე წამოვწექი და წიგნის კითხვა დავიწყე, თუმცა გულახდილად, რომ გითხრათ ვერც ვერაფერი ვერ გავიგე ერთსა და იმავე სტრიქონებს უაზროდ ვკითხულობდი, ჩემი ფიქრები კი სადღაც დაფრინავდნენ. - მარ მინდა, რომ ჩაგეხუტო იცი? - ამ სიცხეში ჩახუტება, კარგი აზრი არაა ხო იცი? - კარგი რა მარ ვიცი, რომ შენც გინდა ჩახუტება. - სულაც არა, არ მინდა, ( თუ ჩახუტება გინდა რაღას უცდი ბუტბუტებს გულში ჩემი მეორე მე.) - იცი რა მე მაინც ჩაგეხუტები მოგწონს თუ არა შენ ეს. წიგნი წამართვა გვერდზე მოისროლა და ამაკრა მის მხურვალე სხეულს. ასე ვყავდი, რამოდენიმე წამის განმავლობაში. ვგრძნობდი, რომ არასწორი იყო ყველაფერი, მაგრამ მისი სიახლოვე ისეთ სიხარულს მანიჭებდა, რომ ბედნიერებისაგან თითქოს დავფრინავდი. მთელი ღამის განმავლობაში მას ვუცქერდი, მისი ძილის დარაჯი გახლდით, რადგან ვერც ძილი მოვახერხე. 7 საათი სრულდებოდა, როდესაც გაიღვიძა და გამიღიმა. - დილა მშვიდობისა მშვენიერო. - პრივეტ. - როგორ ხარ? - რავი არამიშავს, შენ როგორ ხარ? - ცოტათი თავი მტკივა. - ეგ გასაკვირი არცაა. - ძალიან მაგარი ნასვამი ვიყავი? - საკმაოდ. - მითხარი რამე ხომ არ გაწყენინე ან ხო ხვდები არა. - არა ნუ ნერვიულობ ყველაფერი რიგზეა. - კარგია, შენთან როგორ აღმოვჩნდი? - ნიკამ მოგიყვანა. - ნიკამ... არ მახსოვს. - არც იცნობდი, სახლამდე მოგიყვანეს. - გასაგებია. - ყავას დალევ? - დიდი სიამოვნებით დავლევდი. - მაშინ წავალ წყალს დავადგამ. - შენი გაშვებაც, რომ არ მინდა. - ნუ სულელობ. - გეფიცები მარ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში. -ხოო... - მართლა, მარ ვისურვებდი, რომ დილით სულ შენი ლამაზი სახე დამენახა. - გასაგებია, მაგრამ. - შენ ყველაფერს ართულებ მარ, უბრალოდ არ მაძლევ უფლებას, რომ შენს გვერდით ვიყო და რაც მთავარია შენს თავს არ აძლევ უფლებას, რომ ბედნიერი იყო. - მოდი სხვა რამეზე ვისაუბროთ. -როგორც გინდა. - კარგი ყავას გავამზადებ და შენც ჩამო ხო. - კარგი მარ, ჩამოვალ. ავდექი თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი ყავისათვის წყალი დავადგი და სალათაც გავამზადე ჩვენთვის, ცოტა ხნის შემდეგ გიორგიც ჩამოვიდა და ისევ მომიქცია მის მარწუხებში, რამოდენიმე წამი ვყავდი ასე და შემდეგ გამიშვა. სუფრა გავშალეთ და მივირთვით. - დღეს რას აპირებ? რა გეგმები გაქვს? - ჩემს ოჯახთან ერთად ვაპირებ, რომ ავღნიშნო და შენ? - მე ჯერ ქალაქში და შემდეგ ჩემებთან დღეს ჩამოვლიან. - კარგია. - იცი რა ვიფიქრე? დღეს მე შენ ანი და ლუკა ერთმანეთს შევხვდეთ ასე 10 საათისათვის და მერე სახლებში წავიდეთ. - კარგი აზრია. - მაშინ ლუკას გადავურეკავ მერე. - კარგი. - მინდა იცოდე მარ, რაც დილით გითხარი, სიმართლე იყო ახლა კი წავალ აღარ მოგაცდენ. ნაზად მაკოცა ლოყაზე და სახლიდან გავიდა, ცოტა ხნით ფიქრებს მივეცი თავი შემდეგ კი სახლის დალაგებას შევუდექი. ღამისათვის გიორგიმ დამირეკა ერთმანეთს ამირანში ვხვდებოდით 9 საათზე. ესეც ასე მომდევნო თავი. იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.