შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარჩი ჩემთან (4)


6-11-2016, 14:18
ავტორი mariia
ნანახია 2 362

დაჩიმ ცოტახანს უყურა როგორ ითრევდა გოგონა ფეხს და უკან მსხვერპლს უყურებდა.მკაცრი სახე მიიღო ისევ დაჩიმ და დაწყებულის გასაგრძელებლად მიბრუნდა.გიორგი და ლევანიც უწინდელ მდგომარეობას დაუბრუნდნენ.

-იდიოტები,თავის თავზე დიდი წარმოდგენი მქონე იდიოტები.-თავისთვის პუტუნებდა და თან ნელ-ნელა მოაბიჯებდა.-იქნებ რამით დავეხმარო,მაგრამ როგორ? რა გავაკეთო?-კითხვების დასმას განაგრძობდა საკუთარ თავთან და პასუხმაც არ დააყოვდა უცებ,როცა მისმა თვალებმა იქვე წყარო,წყაროს მილზე წამოცმული შლანგი დაინახა.თვალით მისი სიგრძე გაზომა და ეშმაკურად ჩაიცინა.შლანგს ხელი დაავლო და მათთკენ გაემართა.ნელ-ნელა უახლოვდებოდ ამათ-დედი რაც შეეხება შენ მუქარას სკოლაზე ვრცელდება და არა სკოლის გარეთ.ეს კი სკოლასთან ახლოს მდებარე ტერიტორიაა და არა სკოლა.ამ აზრით დაიმშვიდდა თავი,უკვე მათთან შორი ახლოს იდგა.მილიდან წყლის გამოსაშვებად მხოლოდ სახელურის გადაწევა იყო საჭირო.

-ჰეი!-შესძახა ბიჭებს.

-ხომ გითხარი წასულიყავი და პრობლემების ძებნას შეეშვითქო-მოთმინება დაკარგული დაჩი შემობრუნდა და გოგონას მომღიმარ სახეს წააწყდა.

-წეღან ზედმეტად შეცხელებულები მომეჩვენეთ და მინდა დაგეხმაროთ.-ხელი მაღლა აწია სახელური გადაწია და წყალმაც მილიდან იშხეფა.წყლის ჭავლი პირდაპირ დაჩისა და გიორგისკენ მიმართულებით მიუშვა.ლევანი კი გაოცებული თვალებით უყურებდა ნიას,გოგოს,რომელმაც გაბედა და დაჩის წინააღმდეგობა გაუწია.ამ სანახაობას ხელს ნამდვილად ვერ შეუშლიდა,სატვირთვოს უფრო კომფორტულად მიეყრდნო და სანახაობას თვალს არ აშორებდა.დაჩი და გიორგი თავიდან ფეხებამდე გაილუმპნენ.-გაიქეცი შე უტვინო-შეყვირა გოგონამ მსხვერპლს.ისიც ადგილიდან მოწყდა.

-შენი!-ბრაზ მოკიდებული ცდილობდა წყლის მოგერიებას.კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა კიდევ უფრო კარგად,რომ შესხმოდა.მილი ონკანიდან გამოძვრა და წყალმაც იკლო,ცოტახანში კი წვეთებიღა ჩამოდიოდა მილიდან.ნიას მომღიმარ სახეს ახლა შიშის ელფერმა გადაკრა.-აი ახლა კი ვერ გადამირჩები-დაჩიმ ჯერ თავის სველ ტანსაცმელზე დაიხედა მერე კი ნიას შეხედა.გიორგი კი თავისთვს იკურთხებოდა და სველ ტანსაცმელს თვალები ააყოლ-ჩააყოლა.

-ძალიან კარგი იყო თქვენთან წუწაობა,თუმცა ძალიან მეჩქარება-ისევ ღიმილიანი სახე ესროლა,მისკენ წამოსულ ბრაზმოკიდებულ დაჩის.შეტრიალდა და ადგილს მოწყდა,წყალთან გავლისას კი შლანგი ისროლა და იქვე დააგდო.იმ კუთხეს თვალი მოაცილა,სადაც ნია გაუჩინარდა და უკან მიბრუნდა,გიორგის ტანზე პერანგს იხდიდა და ისევ განაგრძობდა ლანძღვას.

-ეს უტვინო გოგო-პერანგი გაწურა.უცებ მზერა ლევანზე გადაიტანა,რომელიც მათი შემყურე ხითხითებდა.-იმ გადარეულმა რატომ არ გაგრეცხა ჩვენსავით?-წარბაწეულმა მოღუშული მზერა ესროლა.

-ალბათ იმიტომ,რომ იმ საწყალს არაფერს ვუშავებდი,ან იმიტომ,რომ თქვენზე უფრო მეტად მე მოვწონვარ.-ღიმილი არ შორდებოდა სახეზე.

-იმ ნაბიჭვარს საწყალს ეძახიი?მანამდე ეფიქრა სანამ რამეს დააშავებდა.ჩემთან დაპირისპირება ძვირი დაუჯდება.-ცოფებს ყრიდა დაჩი.უფრო ლევანის ბოლო სიტყვებმა გააბრაზა და დააფიქრაა.თვითონაც ვერ ხვდებოდა რა აბრაზებდა, ან რა ეჭვის ჭია იყო ეს ასე,რომ უღნიდა გონებას და სულს უფორიაქებდა.

-კარგი დაწყნარდით-სიცილს კიდვე ვერ იკავებდა.-გიორგი გასაღები მესროლე მე დავჯდები საჭესთან თქვენ გაიწურეთ და ჩასხედით.-გასაღები უკმაყოფილო სახით ამოიღო ჯიბიდან და მეგობარს ესროლა.მანაც სწრაფი მოძრაობით მარცხენა ხელით დაიჭირა,ხელში შეათამაშა და მანქანისკენ წავიდა.

--__

ნია გამწარებული გარბოდა ავტობუსსაც კი არ დალოდებია.ეგონა თუ ნაბიჯს მოუკლებდა იმ სიმპატიურს მკაცრი გამომეტეყველებით ჩაუვარდებოდა ხელში.მიუხედავად იმისა,რომ მისი სახლი სკოლისგან ასე შორს იყო,ნაახევარ საათში უკვე სახლთან იდგა და სუნთქვა შეკრული სუნთქავდა.გული ისე სწრაფად უცემდა ეგონა გაუსკდებოდა.ისე სწარაფდ მორბოდა ოლიმპიადა,რომ ყოფილიყო ალბათ პირველ ადგილს დაიკავებდა.სახლში შევარდა,კარები მიხურა და ზურგით მიეყუდან.ჯერ კიდევ ხშირად სუნთქავდა.მისაღები ოთახიდან გაკვირვებული სოფი და თაკო იყურებოდნენ,რომლებსაც ნიას ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე თავლები გაუფართოვდათ.

-რა მოხდა? მოგდევს ვინმეე?-სოფი მისკენ წამოვიდა.თაკო სამზარეულლოში შევარდა წყლის გამოსატანად.

-ი...იიქ.... მე... -სულს ვეღარ ითქვამდა.-მე...

-ჯანდაბა დაწყნარდი და მერე მოგვიყევი-სოფიმ ხელი მხარში გაუყარა და მდივნისკენ წაიყვანა.ამ დროს თაკოც გამოჩნდა წყლით სავსე ჭიქით ხელში.

-ცოტა დაისვენე და მერე დალიე.დაღლილ გულზე ნუ დალევ.თან ცივია.-ხელში მიაჩეჩა უკვე მდივანზე ჩამომჯდარ გოგონას.ცოტახანში სუნთქვა ოდნავ წესრიგში ჩაუდგა,უკვე ლაპარაკი აღარ უჭირდა.პირი ისე გამომშრალი ქონდა ზედიზედ სამი ჭიქა დალია.

-ჩემი უტვინო თავის ბრალია სულ.სკოლიდან გამწარებული მოვრბივარ.ასე მგონია უკან მომდევდნენ და ახლაც გარეთ მელოდებიან,როდის გავალ,რომ სამაგიერო გადამიხადონ.-ხმა ამოიდგა ნიამ,მის სიტყვებზე გაშტერებული გოგონები კი ხან ერთმანეთს უყურებდნენ ხან კი ნიას ჯერ კიდევ აჭარხებულ სახეს.

-ვინ მოგდევდა? რა ხდება?-დას მიაყარა კითხვები გაოცებულმა.

-ვინ და ის შენი სიმპატიური ბიჭები.

-მოიც ისევ რამე დააშავეეე?კარგი რაა.იმათ რაღას ერჩი?-ტახტზე შეხტა-შემოპროწიალდა დის ნათქვამით გაღიზიანებული.

-გუშინდელი ამბავი,ხომ გახსოვს,რომ არ ჩავერიე.აი ის ბიჭი ეზოში,რომ ყავდათ გაგდებული.ხოდა დღეს სკოლის გარეთ ყავდათ დაჭერილი.ხოდა მე ჩამერთო ეს ჩემი გადამრჩენელობის ინსტიქტი და დავეხმარე.თუმცა იმის დამხარებით მგონი კი არა ისინი გადავიკიდე.

-მეტის ღირსი ხარ.ჯერ გაგეგო იქნებ სულაც საცემი იყო ის ბიჭი-ამოიგმინვა თაკომ.

-დაწვრილებით მომიყევი რა და როგორ მოხდა.მოკლედ შენ ვერ ეშვები ამ გმირობას.-სოფიმ დატუქსა დაქალი.

-მოკლედ...-დაიწყეო ნიამ და ყველაფერი მისვლის დღიდან რაც იცოდა და რაც არ იცოდა სოფის ყველაფერი მოუყვა.დიდიხანი ილაპარაკეს.თაკო მდივნის კუთხეში გაბრაზებული იჯდა და კოპებშეკრული შესცქეროდა თავის დას.დაქალები კი გამწარებულები უყვებოდნენ ერთმანეთს ახალ თუ ძველს სკოლაში მომხდარ ამბებს.

დასაძინებლად დაწოლისას ნიას სამეულზე ფიქრი აეკვიატა.საერთოდ არასდროს ნანობდა ჩადენილს,თუმცა თაკოს სიტყვები გაახსენდა „იქნებ ღირსი იყოო",იქნებ მართლა იყო დამნაშავე,თუმცა არა ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ.ამ დამამშვიდებელი ფიქრებით თავი დაიმშვიდდა ლოგინში კომფორტულად მოეწყო და ღრმა ძილს მიეცა.

დილით ყველაფერი თავის ჩვეული რიტმით დაიწყო.დედამ ორივე სკოლაში თავის მანქანით მიიყვანა და ჭიშკართან ჩამოსვა.დამნაშავეს გული ამოვარდაზე ქონდა. სად წავიდა შენი სიმამაცა?-შემოსძახა თავის თავს.თაკო ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო და ცხვირ აბზუებული შევიდა სკოლაში,ისე,რომ არც კი დალოდებია დას.ნიამ ღრმად ჩაისუნთქა და სკოლის ეზოში ფეხი შედგა,ყველაა მას უყურებდა და თავისთვის ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.ნიას სალი მიუახლოვდა.
-ნია-შეშფოთებული სახით შეხედა მეგობარს-გუშინდელი ამბავი ყველამ გაიგო.არ ვიცი საიდან და ვინ უთხრა,თუმცა მთელმა სკოლამ იცის.
-რა? საიდან?ოოფ-ღრმად ამოისუნთა-მაზოხისტთან ერთად ჭორიკანებიც აღმოჩდნენ?-ნელი სვლით განაგრძე გზა სკოლისკენ .-ერთს გეტყვი ვინც გააბრაზე იმაზე უფრო იმ ოთხ ლამაზმანს უფრთხილდი თვალებით,რომ შეგჭამეს ლამის.-თვალებით მარცხენა მხარეს გახედა.-ეგ ოთხეული ჩვენი სიმპატიურების სიმპატიურობის მსხვერპლები არიან და დამიჯერე ყველაფერზე არიან წამსვლელები.ისინიც არანაკლებად უსწორდებიან იმათ ვინც ჩვენ ბიჭებს თვალში არ მოსდით ასე,რომ უფრთხილდი.
-ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო პირდაპირ ჩემზეა ნათქვამი რა.-თვალები აატრიალა და სკოლის დერეფანში შევიდა.
სალის ნათქვამიდან გამომდინარე ყოველ ნაბიჯზე საფრთხე ელოდა,მაგრამ მისდა გასაკვირად მთელი დილა არაფერი მომხდარა,თუ არ ჩავთვით მის დანახვაზე ცხვირაბზუებულ მოსწავლეებს და მის ზურგს უკან მოჩურჩულე ხალხს. ნია ხომ ძლიერი გოგოა,არასდროს არაფრის წინაშე უკან არ დაუხევია და არც ახლა დაიხევს.ახლაც ასე ფიქრობს,რომ ისე მოიქცა როგორც უნდა მოქცეულიყო.
ახლა სპორტის გაკვეთილი უწევდათ.ორივე ერთად შევიდნენ დარბაზში. დღეს თვალი არ მოუკრავს სამეულისთვის,იმედოვნებდა,რომ სპორტს არ დაესწრებოდნენ თუმცა იმედი გაუცრუვდა.ისინიც იმ მწკრივში იდგნენ და ელოდებოდნენ ამ ორი წუთით დაგვიანებულებს.
-როგორც იქნა მოხვედით.რამდენი ხანი უნდა გელოდოთ-გაისმა ზვიადის ბოხი ხმა.-გამოიცვალეთ და დასჯის მიზნით ჯერ ჯგუფთან ერთად შემოურბენთ დარბაზს შემდეგ სავარჯიშო დარბაზში შეხვალთ და თითოული 30-30 პრესს გააკეთებთ.-მკაცრი ბრძანება გასცა ზვიადმმა.გოგონებიც გასახდელისკენ გაემართნენ უკნიდან კი ჩაცინების ხმა მოესმათ.
-ორი წუთი არც დაგვიგვიანია რატო დაგვსაჯა.-ბრაზობდა სალი.-მაპატიე ჩემი ბარლია შენც,რომ დაგაგვიანდა.
-არაუშავს.მე ეგ არ მაბრაზებს.სიამოვნებით მივიღებ ამ სასჯელს იქნებ ბრაზი ჩაახშის ჩემში.იმაზე კი ვბრაზდები,დაგვიანება ჩვენთვის არ მოსულა და იმათთვის მთელი ათი წუთი,რომ დაიგვიანეს არაფერია.აი ეს მაცოფებს.დროზე გამოვიცვალოთ ახლა თორემ კიდევ რამეს გვეტყვიან.-გამოცვლა დაიწყეს და მდუმარება ისევ სალიმ დაარღვია.
-შეხედე დაჩის როგორ გიყურებდა?მზერით სიკვდილი,რომ შეიძლებოდეს ალბათ უკვე მკვდარი იქნებოდი.
-არ შემიხედავს სიმართლე გითხრა.მხოლოდ მასწავლებლის გაბრაზებულ სახეს ვუყურებდი და ვცდილობდი არსად გამეხედა.-სწრაფად დარბრუნდნენ თავიანთ ადგილებზე.ბიჭების ხაზზე პირველი მეორე და მესამე ადგილს სიმაღლის მიხედვით სამეული იყოფდა.დაჩიმ ნელი ნაბიჯებით დაიწყო მოძრაობდა და თანდათან სირბილს უმატა დანარჩენები კი მას მიყვებოდნენ.ნია უკან უკამაყოფილო სახით და თავჩაღუნული მიყვებოდა.ხაზიდან გასვლაც არ უნდოდა და ახალი პრობლემის აკიდება,თუმცა სხვა გამოვიდა ხაზიდან და სალისა და მის შუაში ჩადგა.რამდენჯერმე ზურგზე სპეციალურად შეეტაკა,თუმცა ხმა არ გაუცია.უკვე ბოლო წრეს ასრუებდნენ გოგონამ ფეხი გამოდო და ნია დარბაზის იატაკს ჩაეხუტა.კიდევ კარგი მოასწრო და ხელი მოაშველა,თორემ პირდაპირ სახით დაეცემოდა.
-მანდ რა ხდება?-მოისმა ზვიადის ხმა.ამ ამბავში დანაშავე კი მიიჭრა მსხვერპლთან და უდანაშაულო სახე მიიღო.
-ხომ კარგად ხარ შემთხვევით მომივიდა-ყალბი ღიმილი აჩუქა გოგონას.
-არაფერია კარგად ვარ-შეწუხებულმა მიირბინა მეგობართან სალიმ და დამნაშავეს გაბრაზებული მზერა ესროლა.
-ნინი რა ხდებათქო?-გაიმეორა უკვე მათთან ახლოს მოსულმა მასწავლებელმა.მათთან თავი სხვებსაც მოეყარათ.დაჩი და მისი მეგობრები შორი ახლოდან უყურებდნენ ამას და ჩარევას არ აპირებნენ.
-არაფერი მასწ-თვალები დააფახურა გოგონამ და მასწავლებელს შეხედა-შემთხვევით მოხდა.როგორც თვითონ ამბობს კარგადაა.-ნია ამ დროს წამოდგომას ცდილობდა,სალი კი ეხმარებოდა.ფეხის დადგმისას წვივში საშინელი ტკივილი იგრძნო.ტკივილისგან თავიდან უნებურად წამოიყვირა.
-რა მოხდა ნია?სად გტკივა?-შეშფოთებული უყურებდა მეგობარს.ნინი კმაყოფილი შესცქეროდა ამ სანახაობას.თავისი ქერა თმა მარჯვენა მხარეს ყურთან ლამაზად გადაეწია მისი მოლურჯო ფერის თვალები გოგოებისთვის მიენათებინა და კმაყოფილი იღიმებოდა.დაჩი მიტრიალებას აპირებდა როცა გაიგო,რომ კარგად იყო,თუმცა მისმა ყვირილმა ისევ მზერა მასზე გადაატანინა.სულაც არ გახარებია მას რომ ეტკინა რატომ? პირიქით თითქოს,რაღაც მას უფრო ეტკინა.რა იყო ეს?!ეს თავხედი გოგო,ხომ მას ასე ძალიან არ მოწონდა.
-არაუშავს,ეტყობა დაცემისას ფეხი ცუდად მომყვა და...-კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და სიმწრისგან სახე დაემანჭა.
-ახლავე ექთნის კაბინეთში წაგიყვანთ,სასჯელს კი მერე მოიხდი.-მკაცრი ბრძანება გასცა ზვიადმა.
-არაა საჭირო გამივლის-გააპროტესტა გოგონამ."ოხ ეს ჯიუტი გოგო"-თავისთვის ჩაილაპარაკა დაჩიმ და მისკენ ნაბიჯი უნდა გადაედგა და თავისი ხელითვე უნდოდა მიეყვანა ექთნის კაბინეთში თუმცა სულ რაღაც ორი წამით დაასწრეს.ნიასკენ უკვე ლევანი მიემართებოდა.
-რას ქვია გაივლის -გაბრაზებულმა შეუბღვირა სალიმ მეგობარს-ახლავე ექთანთან წავალთ.
-არაა საჭირო მე..-სიტყვის დაბოლოვება ვერ მოასწრო ნიამ,რომ ვიღაცამ ხელი დაავლო და ხელში აიყვანა.
-საჭიროა.მე მიგიყვან ექთანთან შენ გაგიჭირდება შენით მისვლა-ხელში აყვანილ გოგონას შეღიმა და გასასვლელისკენ გაემართა.ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა გაპროტესტებაც კი ვერ მოასწრო მსხვერპლმა,რომელიც ახლა ლევანის მკლავებში იყო მოქცეული.სალი ჯერ გაოგნებული უყურებდა ამ მოქმედებას,მერე კი ჩაეღიმა და მათ უკან გაყვა.ნინი აშკარად არ იყო ამ სანახაობით კმაყოფილი,დაჩისაც სიბრაზემ გადაკრა სახეზე.
-დაინახე რა ქნა ლევანმა?-ჯერ კიდევ შოკში მყოფნა გიორგიმ მკერდზე მიკრა ხელი დაჩის.
-დავინახე-კბილებში გამოსცრაა და სავარჯიშო დარბაზს მიაშურა.შოკირებული გიორგიც მას გაყვა.რა იყოო ეს? რატომ უფორიაქებდა სულს მთელი ეს მომხდარი?ამ კითხვებზე პასუხს ვერ სცემდა და გაბრაზების კორიანტელი კიდევ უფრო უგროვდებოდა სხეულში.



№1  offline წევრი sopho)

ძაან მაგარია მომეწონა ასე გააგრძელე

 


№2  offline წევრი mariia

მადლობთ

სამკუთხედი?? ვინ თქვა რომ არის ^_^

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰ ოჰ ოჰ,აქ ამბები დატრიალდება,ნუ მკითხავთ რა.კარგია ძალიან

არამგონია სასიყვარულო სამკუთხედი შეიქმნას.ლევანი ხვდება მგონი დაჩის რომ მოწონს,რატომღაც ასე მგონია
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent