გრძნობათა სიჭარბე (12)
მეორე დილით პირველი ნენე წამოხტა ფეხზე.პიჟამას ამარა გავიდა აივანზე და სუფთა ჰაერი ხარბად ჩაისუნთაა.სწრაფად მოემზადა და ოთახი დატოვა.ჯერ თეკოს და სანდრექსას შეუვარდა ოთახში და ერთმანთზე მიწეპებულ წყვილს შუაში ჩაუხტა.მანამ არ წამოდგა ფეხზე,სანამ საბოლოოდ არ გამოაფხიზლა ორივე და ცეკვა-ცეკვით დატოვა ოთახი.მერე პირველ სართულზე ჩაირბინა და აკოს და ანოს შეუვარდა ჟრიამულით ოთახში.ისინიც უცებ გააღვიძა და ბედნიერმა სამზარეულოს მიაშურა.საუზმის მომზადებაც თავის თავზე იკისრა.ღიღინით იღებდა საჭირო ინგრედიენტებს და თეფშებზე აწყობდა.ყველაფერი რომ მოამზადა სუფრაც გაშალა და კმაყოფილი ღიმილით დაიკავა თავისი ადგილი.ცოტა ხანში ბავშვების ფეხის ხმას გაიგონა და რიგრიგობით შემოფრატუნდნენ სამზარეულოში.ზოგი თვალებს ისრესდა და ზოგი მთქნარებისგან მომანჭული სახით იდგა.ნენეს მომზადებული საუზმე რომ დაინახეს გაოცების ნიშნად ერთმანეთს გადახედეს და კუთვნილი ადგილები დაიკავეს -არაფრის რომ გაგაღვიძეთ.არაუშავს არც საუზმის მომზადებისთვის შევწუხებულვარ.მადლობა-სათნო სახით ჩამოარაკრაკა ნენემ და იმათ სიცილზე თვითონაც ბოლო ხმაზე გადაიკისკისა -აუ ჯიგარი ხარ ნენეჩკა-ცერა თითი მაღლა აუწია სანდრექსამ და ყავა მოსვა -მაგ სახელს მეორედ დამიძახებ და თავს მოგაჭრი-წარბშეკრულმა უთხრა და გაფრთხილების ნიშნად თითი დაუქნია -დღეს რა ბზიკმა გიკბინა?-ცხვირაბზუებულმა დაგესლა ანომ და ლუკმა პირში გაიქანა -ა გაუკეთე ახლა ასეთ უმადურს სიკეთე-მოჩვენებითი სიბრაზით ჩაილაპარაკა -ამ დროს ხო იცი ჩემი ძ...ი გლოცავენ-სიცილით უთხრა და სიამაყეები შეათამაშა -მთელი თავისი სიდიადით დამლოცონ-ხუმრობაში აყვა ნენეც და თავი ძირს დახარა ქედის მოხრის ნიშნად -ჩემს საკუთრებას ნუ ეხები-ხელი სასაცილოდ ააფრიალა აკომ და ანოს გადაეფარა -აკო მე მხოლოდ შორიდან ვეტრფი-თავი შორს დაიჭირა ნენემ და ხმამაღლა გაიცინა -მიკვირს თქვენი დაქალი როგორ ვარ-თავი გააქნია თეკომ და ფეხზე წამოდგა -დაგუბებულ წყალში რომ უფრო ბევრი ბაქტერიაა,ეგ ხარ შენ-სიცილით უთხრა ანომ და მისი დაბრიალებული თვალების დანახვისას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა -რამდენი ლაპარაკი გიყვართ რა-მოჩვენებითი სიბრაზით თქვა სანდრომ და სათითაოდ აუჩეჩა სამივეს თმა. -ჩვენ გარეთ დაგელოდებით-დაიბარა აკომ და სანდროსთან ერთად გავიდა სამზარეულოდან.ჩქარი ტემპით დაალაგეს ყველაფერი და სრულიად მომზადებულები გავიდნენ ბიჭებთან.ისევ ისე გადანაწილდნენ,როგორც წამოსვლის დროს.უბრალოდ ნენე ცოცხალი თავით არ დაჯდა წინ და თეკოს დაუთმო ადგილი.მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილას და მანქანიდან გადმოსულებს გასაოცრად აღმოხდათ გაუგებარი ბგერები ამ სილამაზეში ჩაუფლული ნიკორწმინდის დანახვისას.ნენემ სწრაფა მოიფარა თავსაბურავი და პირველი წავიდა ტახრისაკენ.ეზოში შესულმა გარემოს დიდი ინტერესით მოავლო თვალი და ბედნიერებისგან გაეღიმა.კიდევ უფრო აუჩქარა ნაბიჯს და ტახრის კიდესთან გაჩერდა,თავსაბურავი გაისწორა და შიგნით შევიდა.დიდი მოწიწებით ემთხვია ხატებს და პირჯვარი გადაიწერა.მერე კუთხეში მყოფ მესანთლესთან სანთლები იყიდა და ღვთისმშობლის ხატის წინ დაანთო.თავდახრილი იდგა და ლოცულობდა.ღმერთს მისი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნას ევედრებოდა,მოულოდნელად კიდევ რომ გაკაწრა გულში რაღაცამ და სწრაფად მიიჭირა მტკივნეულ ადგილას ხელი.რამდენიმე წამში ტკივილმაც იკლო და წერეთელმაც მშვიდად ამოისუნთქა.თითქმის უკვე შეჩვეული იყო ასე მოულოდნელად გაჩენილ ჭვალებს.მაგრამ მაინც უკვირდა.თან ვერც ხვდებოდა რა დროს ემართებოდა.სრულ გაურკვევლობაში იყო.ბევრი ფიქრიც არ უნდოდაა.არც მეგობრების შეშინება.ამოტომ გმირულად იტანდა უცაბედად მოვლენილ ტალღებს მარცხენა მხარეს და გმირულადაც უმკლავდებოდა. -ნენე წავედით-საიდანღაც ანოს წიკვინა ხმა გაიგონა და სწრაფად მოეგო გონს.სანდროს მანქანაში ჩასკუპდაა და თავისი ადგილი დაიკავა უკანა სავარძელზე. –სად იყავი ამდენხანს?–შეკრული წარბებით გამოხედა თეკომ –ვლოცულობდი,თქვენნაირი ურწმუნო კი არ ვარ–ენა გამოუყო და ფანჯარაში გაიხედა –ილოცე იქნებ გაიმეტოს ღმერთმა ერთი კაცი შენთვის და დატკბე–მწარედ უკბინა თეკომ –ჩემ სანდრექსას შეენნაირი უჟმურისთვის როგორ ვიმეტებდი,მიკვირს–მედიდურად ასწია თავი და ნიშნისმოგებით გახედა თეკოს –პირიქით მადლობა მითხარით ამ ცანცარას რომ ვიტან–თავი დაიფასა და სანდოს გაბღვერილი სახის ძლივს შეიკავა სიცილი –ეს ცანცარა იქნება რომ ჩაგსვამთ ორივეს ძირს და მოგიწევთ სახლამდე ფეხით სიარული–ირონიული ღიმილით უთხრა სანდრომ და თვალი ჩაუკრა გაოცებულ გოგოებს –ხოდა აავაგდებთ გზაში მაგარ მანქანიან ბიჭს და საერთოდ არ დაგვჭირდება სახლში მოსვლა–წარბების თამაშით უთხრა თეკომ –აქ მარტო კარგ კაჭკიან ბიჭს თუ ააგდებთ,თორე სხვას ვერაფერს–სიცილით უთხრა სანდრომ და სარკიდან უკან გაყუსულ ნენეს თვალი ჩაუკრა.სახლთან მისულები თითქმის გაუჩერებელი მანქანიდან გადახტა ნენე და პირდაპირ ჰამაკისკენ აიღო გეზი.კომფორტულად მოკალათდა შიგნით და ეზოში შემომავალ ბავშვებს პატარა ბავშვივით დაეჭყანა. –იყავი და იკოტრიალე მანდ,მე ჩემს ქმართან ვიკოტრიალებ რბილ საწოლში–კისკისით უთხრა ანომ და დიდი სამბით ხელჩაკიდებული შევიდა აკოსთან ერთად სახლში. –თქვენ მაინც მოდით–საწყლად მომანჭა ტუჩები და თეკოს და სანდროს შეევედრა –რომ მინდოდეს მაშინ კი არ ჩამაწვენდა–გაბღვერილმა უთხრა სანდრომ –ჩვენც უნდა დავისვენოთ,ჩვენს ოთახში–ბოლო სიტყვები გამომწვევად წარმოთქვა თეკომ და მოწყვეტით აკოცა სანდროს ტუჩებზე.სიცილით შევიდნენ სახლში და დატოვეს ასე მარტო ნენე ჰამაკში ჩაწოლილი და გაბუსული.ცოტა ხანი წყნარად იწვა და არაფერზე არ ფიქრობდა.უბრალოდ ფოთლების შრიალს უსმენდა და ტკბებოდა.მერე თანდათან მოსვენება დაკარგა.გადატრიალდა,გადმოტრიალდა,ტელეფონზე ითამაშა,მაგრამ მაინც ვერ მოისვენა.იფიქრა დაღლილობის ბრალიაო.ფეხზე წამოდგა და ოთახში წავიდა დასასვენებლად.ნელა აუყვა კიბეებს და კარის გაღებისთანავე ცარიელი საწოლის დანახვამ რაღაც ჩაწყვიტა გულში.უცებ გაახსენდა ბავშვების საქციელი და კიდევ უფრო ეტკინა გული.მურმანის ეკალი ჰგონია თავისი თავი.კი იციის როგორი ძვირფასია მათთვის,მაგრამ მაინც ჰგონია რომ ზედმეტია და რომ წყვილებს მყუდროებაში ხელს უშლის.საწოლზე დაწოლის ხალისი დაკრგა და აივანზე გავიდა.ფეხები მოაჯირზე შემოაწყო და ბუნებაზე დაკვივება დაიწყო.ისევ თავის მარტოობაზე შემოაწვა ფიქრები.თავს ამ წამს ყველა უბედურ ადამიანად თვლიდა.რომელსაც საყვარელი ადამიანის სითბო და სიყვარული სჭირდება.ელემენტარული ჩახუტება და გვერდში დგომა.თეკოს და ანოს გაბრწყინებული თვალები რომ ახსენდება,თვითონაც უნდება სიყვარული.ისეთი სიყვარული ყველა დაბრკოლებას რომ გადაალახინებს და ყველაფერს შეაძლებინებს.რომანტიკულ ფილმებში რომაა ისეთი.საერთოდ არ უნდა ოცნების პრინცი,მთავარია ნენესთვის კომფორტული ადამიანი იყოს.უბრალოდ მეორე ნახევარი უნდა,ერთ მთლიან სიყვარულის ისტორიას რომ შექმნიან. თვალზე მომდგარი ცრემლი სწრაფად მოიწმინდა და ფეხზე ადგა უეცრად თავბრუსხვევა რომ იგრძნო,მერე თანდათან თვალს დაუბნელდა და სწრაფად ჩასჭიდა სავარძელს ხელი თავის დასამაგრებლად.რამდენიმე წამი ასე გაშეშებული იდგა,სანამ მთლიანად არ დაეწმინდა თვალთახედვა და ნელა წავიდა საწოლისკენ.ტანსაცმლის გაუხთელად შეწვა და თბილი პლედი გადაიფარა.კიდევ ერთხელ აუჩუყა გული თავისმა უსუსურობამ.აქამდე ასეთი რამ არასდროს არ დამართნია.გულის საშინელი შეტევები არ კმაროდა,ახლა თავსბრუსხვევაც რომ დაემატა ზედ.თან ამ ბოლო დროს საშინლად გულჩვილი გახდა.ყველაფერი უხარია და სწყინს.არეულია.ეტირება.ამდენხანს თუ მეგობრებს იქით დასცინოდა მისთვის მამაკაცებს რომ არჩევდნენ,ახლა თვითონ იგრძნო უუსიყვარულობა რამხელა დანაკლისია.თან ამ ყველაფერთან ერთად საშინელ დეჟავუს განიცდის და ჰგონია რომ ოდესღაც ძალიან ძლიერ უყვარდა.უყვარდა მთელი გულით.მაგრამ საშინელი იმედგაცრუება გადაიტანა.საყვარელი ადამიანის დააკარგვისგან მიყენებული იმედგაცრუება.რამდენჯერ უგრძვნია გულზე მოწოლილი უსუსურობის განცდა.განცდა იმისა,რომ არაფრის კეთება არ შეგიძლია.არ შეგიძლია სიყვარულის გადარჩენა.მერე თითქოს ყველაფერი საშინელი ტკივილის ფონზე მთავრდება და მისი მეხსიერებაც აქ წყდება.ამის გარდა თითქოს არაფერი არ ახსოვს.დაამთავრა ცხოვრება და მორჩა ნენე.კიდევ ერთხელ მოიწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლი და თვალები დახუჭა. ***** ეზოში ისხდნენ და აკოს გაკეთებულ სალათს მიირთმევდნენ და ნახელავს უმოწმებდნენ -აკო პერფეეკტ-წამოიძახა უცებ თეკომ და ცერა თითი მაღლა აწია მოწონების ნიშნად -ძვირფასო მეუღლე დღეიდან სამზარეულო შენია-დიდი სამბით ახალა ანომ და გადაიკისკისა -ძმაო აწი შენთან რომ მოვალთ ამის ნატიტყნები აღარ გვაჭამო თუ კაცი ხარ-სიცილით უთხრა სანდრომ და თავით ანოსკენ ანიშნა.ანომ გაბრაზების ნიშნად ტუჩები გაბუსხა და ქმარს მიეკრო. -შენ რატომ ხარ მწარე ჩუმად?-ახლა ნენეს მიუტრიალსა სანდრო -მეც ძაან მომე.....-სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო უეცრად საშინელი გულის რევის შეგრძნება რომ დაეწყო და პირზე ხელ აფარებული სწრაფად გაიქცა სააბაზანოსკენ.მთელი თხუთმეტი წუთი გაატარა უნიტაზზე დამხობილმა და შვება მაინც ვერ იგრძნო.ბოლოს მოთენთილი გამოვიდა გარეთ და კართან აყუდებული მეგობრების დანახვაზე სიცილი ძლივს შეიკავა. -რა დაგემართა?-დაფეთებული სახით ჰკითხა ანომ და კარგად შეათვალიერა ფერწასული ნენე -რადა მომწამლა შენმა ქმარმა-მოჭუტული თვალებით გახედა აკოს და მის გულუბრყვილო გამოხედვაზე ონდავ ჩაეღიმა -კი მაგრამ ყველა კარგადაა და-დაბნეულმა იკითხა აკომ და სხვები შეათვალიერა -მე ხომ იცი რა სათუთი და ნაზი ვარ-საწყალი ხმით უთხრა ნენემ და სახე მომანჭა აფერისტულას -უიიიი შენნაირი სათუთი მეორე არ დადის მთელს დუნიაზე-რაჭველების კილოთი დასცინა სანდრექსამ და თმა აუჩეჩა.თან გარეთ გავიდნენ და სუფთა ჰაერზე გააგძელეს ისევ საუბარი.ნენე მაინც ვერ ისვენებდა.მუცელში ტრიალს გრძნობდა და მომენტებში გულისრევის შეგრძნება ისევ აწვებოდა. -აუ სანდრექსსს მანქანა მათხოვე რა-შუა საუბრის დროს ჰკითხა სანდროს და თვალები აუციმციმა -რად გინდა გოგო აქ მანქანა-გაკვირვებულმა უთხრა სანდრომ -რად და ნაშობას ავყრი-სიცილით უთხრა ნენემ.მაგრამ სადროს დაბრიალებული თვალებია დანახვისას სწრაფად გადააკეთა-აფთიაქში წავალ წამალს ვიყიდი მოწამლულობისას და თან ცოტას გავისეირნებ -კარგი და მალე მოდი იცოდე-ცოტახნის ყოყმანის მერე დაეთანხმა სანდრო და გასაღები მისცა -ჩემი სუპერ ბიჭი ხარ შენ-ლოყაზე მაგრად აკოცა და მანქანისკენ წავიდა -იცოდეთ არაფერი გააფუჭოთ ჩემს არ ყოფნაში-ხელი დაუქნია მეგობრებს და მანქანა დაქოქა.ნელა მიდიოდა და თან ხედებს ათვალიერებდა.ზუსტად არც იცოდა საით იყო ცენტრი,მაგრამ კითხვა-კითხვით მიაგნო და აფთიაქთან გააჩერა მანქანა.უუ -გამარჯობათ,რით შემიძლია დაგეხმაროთ?-შიგნით შესულს ახალგაზრდა მომღიმარი ფარმაცევტი დახვდა -იცით მოვიწამლე და საშინლად ვგრძნობ თავს.გული მერევა,თავბრუ მეხვევა და სისუსტეს ვგრძნობ და რამე ძლიერი მინდა რომ გამიქროს ეს ყველაფერი-მოწყენილი სახით უთხრა -კარგით ახლავე მოგართმევთ-რამდენიმე წამით გაუჩინარდა გოგონა და უკან დაბრუნებულმა წინ ორსულობის ტესტი ნენეს -ეს რა არის?-სიცილით იკითხა ნენემ და ტესტი შორიდან შეათვალიერა -ორსულობის ტესტი-ისევ ღიმილიანი სახით განუცხადა გოგონამ -ეგ ვიცი რაც არის,მაგრამ მე რად მინდა-სახიდან გაოცებას და სიცილს ვერ იშორებდა ნენე.თან გოგონაას უცოდინრობაზე და ნეპოტიზმით დაავადებულ ქვეყანაზე ფიქრობდა.-"ესეც ალბათ ნაცნობობით მუშაობს აქ და არ იცის მოწამლულზე წამალი რომ უნდა მისცეს და რა ორსულობის ტესტი ქალიშვილ გოგოს" -ქვენი სიმპტომების მიხედვით ორსულად ბრძანდებით-ისეთი ბედნიერი სახით განუცხადა გოგონამ ნენეს ეჭვი შეეაპარა საკუთარ სიმართლეში -ორსულად კი არა აკოს გაკეთებულმა სალათმა მომწამლა და შენი ჭირიმე წამალი მომეცი რამე რა იქნება -წააფირისტო სახით უთხრა.გოგონა თავისას მაინც არ იშლიდა და ტესტს აძალებდა. -კარგი კარგი,წავიღებ ამ ტესტსაც და წამალიც მომეცი რამე-მობეზრებული სახით უთხრა ნენემ და ტესტი და მოწოდებული წამალი ჩანთაში ჩაიგდო და აფერისტული ღიმილოთ დაემშვიდობა გოგონას -ჯერ ტესტი გაიკეთეთ,თორემ ორსულად რომ იყოთ ეგ წამალი გაწყენთ-კარში გადიოდა გოგონას წიკვინა ხმა რომ გაიგონა.მობეზრების ნიშნად თვალები გადაატრიალა და მანქანაში ჩაჯდა.მთელი გზა სულ ღიღინით და ღიმილიანი სახით მიდიოდა.აფთიაქის ამბებს რომ იხსენებდა ბოლო ხმაზე უნდოდა სიცილი.რა ორსულობა და რის ორსულოა.ქალო დასანახად ნატრულობს კაცს.ამდენი ხანია უმწიკლოდ ინახავს თავს და ამან ორსულად ხარო არ აჯახა?! აფსუს,საით მიექანები ბეკრულო საქართველო.დანანებით გადააქნია თავი და ეზოში შეაყენა მანქანა.ბავშვები უკვე სახლში იყვნენ შესულები და რაღაც ფილმს უყურებდნენ მთელი ემოციებით.ხელი ჩაიქნია და სამზარეულოში შევიდა წამლის დასალევად.წყალს ასხამდა იმ გოგოს ბოლო სიტყვები რომ გაახსენდა.არა რა სისულელე იყო ორსულობა.მაგრამ მოდი ნაყიდიაქვს ტესტი და გაიკეთებს ბარემ.ტყუილად ხომ არ გადააგდებს.თან კარგადაც იცინებს და მერე გასახსენებლადაც კიდევ ერთი სასაცილო ისტორია მიემატება მის სიას.სწრაფად შევარდა სააბაზანოში და ტესტი გახსნა.ინსტრუქცია წაიკითხა და ყველაფერი ისე გააკეთა როგორც საჭირო იყო.თან ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან და თავის თავს დასცინოდა იმ გოგოს რომ დაუჯერა.რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ზერელედ დახედა ტესტს და ორი წითელი გაზის დანახვისას თვალები ლამის შუბლზე აუვიდა.ნერვიულად გადაიკისკისა ალბათ მომელანდაო და ისევ დახედა ტესტს.არაფერიც არ მოლანდებია.ორსულობის ტესტი დადებით შედეგს აჩვენებდა.რაც იმას ნიშნავდა რონ ნენე წერეთელი ორსულად იყო. -არააა,არაა და არააა-იმეორებდააა ერთიდაიგივეს და ბოლო ხმაზე კისკისებდა.როგორ შეიძლება ორსულად ყოფილიყო.იმ გოგომ იმდნი უძახა ორსულად ხარო უეჭველი ტესტი მოაჯადოვა.აბა სხვანაირად როგორ ახსნის.არ ჯერა.რა სისულელეა.რა ორსულობა,რა ტესტი.საერთოდ როგორ დაუჯერა იმ გოგოს.მაგრამ ტესტზე აშკარად ორი წითელი ხაზია.რაც დადებითს ნისნავს.მაგრამ ნენეს პასუხი როგორ შეიძლება დადებითი იყოს. თავდახრილი ისევ ტესტს უყურებდა..-კი მაგრამ როგორ,რანაირად.აარაა ტყუილია.რაღაც შეცდომააა-თავს აქნევდა და თავის თავს ამშვიდებდა.თავში ყველაფერი აერია.ერთიანად კანკალებდა.ისევ საშინელი ჩხვლეტა იგრძნო გულში და სწრაფად დაეყრდნო პირსაბანს.ხომ იცოდა რონ ტესტი ცდებოდა,რონ არ არსებობდა 0.000001 პროცენტიც კი რომ ორსულად ყოფილიყო,მაგრამ საშინლად განიცადა.როგორც კი ცოტა შვება იგრძნო ტკივილისგან მაშინვე ასწია თავი და სარკეში მის გვერდით აშკარად სილუეტი დაინახა.სწრაფად დაახამხამა თვალები და მარტო თავისი თავის დანახვისას შვებით ამოისუნთქა.ერთი ღრმად ამოისუნთქა და თავის ბედზეე ხმამაღლა გადაიკისკისა.სხვას რომ მოეყოლა მისთვის ასეთი რამე გულიანად დასცინებდა.ახლა კიდე თვითონ იყო ასეთ სიტუაციაში და წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ექნა.სადღაც გულის სირღმეში მაინც უელვებდა ის აზრი,რომ შეიძლება ეს ყველაფერი სიმართლე ყოფილიყოს.ბათუმში ისე ერთობოდა ჭკუა არ მოეკითხებოდა.შეიძლებაა მართლაც მოხდა რამე და არ ახსოვს.იქნებ უბრალოდ ერთი ღამე გაატარა ვინმესთან და დაივიწყა.მაგრამ ასე უგზო–უკვლოდ როგორ გაქრა ის ღამე?! არაა ასეთი რამ არ არსებობს.მაშინ რამეს მაინც გაიხსენებდა.რამე ხელჩასაჭიდს.ხვალვე დაბრუნდება ქალაქში და ექიმთან მივა.მერე რა რომ არ ჯერა ტესტის..სიფრთხილეს თავი არ სტკივა.შეამოწმებს და დარწმუნდება.შვებით ამოისუნთქვა.ტესტი საიმედოდ დამალა ჩანთაში და მეგობრებთან გავიდა,რომელიც ისევ ისეთ პოზაში ისხდნენ და თურმე ნენეს საყვარელ ფილმს უყურებდნენ.წერეთელმაც კომფორტულად დაიკავა ადგილი ბავშვების გვერდით და საყვარელი მსახიობის დანახვისას თავში უეცრად რაღაც კადრებმა დაუწყეს რიგრიგობით გადასვლა.ხედავდა როგორ ისხდნენ იგივე სიტუაციაში ანო,აკო,ნენე და კიდევ ვიღაც უცნობი.რომლის სახე არაფრიდ არ ჩანდა.თავი საშინლად ატკივდა და თითქოს ტელევიზორი რომ აშიშინდება ისე დაიწყო ამ კადრებმა შიშინი.სწრადაფ იცვლებოდა მომენტები და ბოლოს რაც დაინახა თავისი თავი იყო უზომოდ ბედნიერი,ვიღაცას რომ შესცქეროდა შეყვარებული თვალებით.თვალებდახუჭული იჯდა და თავზე მაგრად იჭერდა ხელებს.ეგონა ტკივილისგან გაუსკდებოდა.თუმცა უეცრად ყველაფერი გაქრა და როგორც კი თვალები გაახილა,იგივე სიტუაციაში იყო,როგორშიც დაჯდა.ვერ მიხვდა რა მოხდა,ან რა დაემართა..რა კადრებმა გაურბინეს თვალწინ.სიტუაცია თითქოს სადღაც ნანაცი ჰქონდა.თითქოს მისთვის ნაცნობი რაღაც დაინახა.მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან აღსოვდა.ისევ ის საშინელი დეჟავუს შგრძნება განიცადა,რაც მაშინ.რატომ ვერასდროს ვერ ხედავს მამაკაცის სახეს ან ვინაა საერთოდ ეს მამაკაცი?! ათასნაირი აზრები უტრიალებდა თავში,რომლებზეც პასუხიც კი არ ჰქონდა. –ნენე აქ ხარ?!–სანდროს ხმა გაიგონა,რომელიც სახის წინ ხელებს უფრიალებდა ფიქრებში წასულ წერეთელს –რა ხდებაა?–უცებ გამოერკვა ფიქრებიდან და გათიშული სახით ინსტიქტურად უპასუხა სანდროს –არაფერი,ისეთი სახე გაქვს შეგვეშინდა–მშვიდად უთხრა თეკომ და მის სახეს დააკვირდა –დარწმუნებული ხართ რომ ბათუმში ჩემს თავს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა?–მოულოდნელად იკითხა და მეგობრების დაბნეული სახეების დანახვისას რაღაცამ დააეჭვა –რა უნდა მომხდარიყო განსაკუთრებული?–სიტუაცია ისევ თეკომ განმუხტა და ნენეს მოჭუტულ თვალებს დააკვირდა –ხანდახან მგონია რაღაცეები დავიწყებული მაქვს.ხშირად საშინელი დეჟავუს შეგრძნება მაქვს,ხან რაღაც კადრებს ვხედავ ფრანგმენტებას...დავიბენი–გულწრფელად გაუმხილა ყველაფერი და დასევდიანდა –დეჟავუ ყველა ადამიანს აქვს.რაც შეეხება ბათუმს,იქ არაფერი მომხდარა ისეთი რაც შენ არ იცი–აკანკალებული ხმით ამშვიდებდა ანო და თან აკოს ხელს უჭერდა ძლიერად –შეიძლება ვინმე მყოლოდა და დამვიწყებოდა?–კიდევ ერთი მოულოდნელი შეკითხვა დასვა –ნენე რა გჭირს,რა კითხვებია.როგორ შეიძლება ვინმე დგავიწყდეს,ისე რომ საერთოდ არ გახსოვდეს.თავი ფილმში ხომ არ გგონია?–აგრესიაზე გადავიდა თეკო,ცდილობდა ამით ნენეს შეკითხვებისგან თავი დაეხსნათ და მეორედ ასეთ თემებზე აღარ ეფიქრა –სჯობს დაისვენო,ხვალ უკეთ იქნები–თანაგრძნობის ნიშნად ლოყაზე მოეფერა ანო და ოთახისკენ ანიშნა.ნენეც ხმის ამოუღებლად ადგა ფეხზე და კიბეებს აუყვა. –რაღაცეები ახსენდება როგორც ჩანს–ჩაფიქრებულმა თქვა სანდრომ –ჩვენ მაინც არაფერი ვუთხრათ,სანამ თვითონ არ გაიხსენებს–თქვა აკომ და ფეხზე წამოდგა. –რომ არა დემეტრე–ბრაზით დაიწყო თეკომ და შუაში გაწყვიტა სათქმელი აკოს სევდიანი თვალების დანახვისას –ჩემი ბრალია,მე გავაცანი–თავს იდანაშაულებდა აკო და საშინლად ნაწყენი იყო მეგობარზე –არა შენი ბრალი არაფერი.ეგრე იყო საჭირო და მოხდა.თავსაც ნუ იდანაშაულებ უვარგისი მეგობრის გამო–კიდევ ერთხელ გაცოფთა თეკო –ახლა მთავარია სულ მის გვერდით ვიყოთ–ანოს ნათქვამს ყველა დაეთანხმა და ჩაფიქრებულებმა გააგრძელეს ფილმის ყურება. **** დილით მზეც არ იყო ამოსული ნენე რომ ადგა და მომზადება დაიწყო.წუხელი მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა.ათას რამეზე ფიქრობდა.ყველაფერს ატრიალებდა გონებაში და რაღაც საეჭვოს ეძებდა.თუმცა ყოველ ჯერზე ცდაზე უშედეგოდ მთავრდებოდა.რაღაც აეჭვებდა და რა თვითონაც არ იცოდა.თუმცა ენდობოდა მეგობრებს და რახან ეუბნებოდნენ რომ ყველაფერი კარგად იყო,ნენესაც სჯეროდა.წუხელ ორსულობაზე და ტესტზე არაფერი თქვა.იფიქრებდნენ გაგიჟდაო.თვითონაც გიჟი ეგონა მისი თავი და რა გასაკვირია.ამიტომ ადგა ასე ადრე.ჩუმად უნდა წავიდეს ქალაქში.მარტო ყოფნა უნდა ცოტახნით.რაღაცეებსზე დაფიქრებდა და დამშვიდება.თანაც ექიმთან მივა და გაიგებს რა სჭირს.რატომ შემოუტია ყველაფერმა ასე ერთად.ორსულობის ამბებსაც გაარკვევს და კარგადაც იცინებს მერე თავისი დაფეთებული სახის გახსენებისას.სევდიანად მოავლო ოთახს თვალი და ფეხაკრებით ჩავიდა კიბეებზე.მანამდე გამოძხებული ტაქსი სახლიდან მოშორებით ელოდა.არ უნდოდა რომელიმეს დაენახა.უხმაუროდ გაიხურა კარი და ტაქსიში ჩაჯდა.კიდევ ერთხელ მოავლო სევდიანი მზერა გარემოს და მძღოლს წასვლაა ანიშნა.მთელი გზა გათიშული იჯდა.ვერაფერზე ვერ ფიქრობდა.მხოლოდ მანქანის გაჩერების მერე მოეგო გონს და საკუთარი ბინის დანახვისას მიხვდა უკვე ადგილზე რომ იყო.მძღოლს თანხა გადაუხადა და ჩემოდანი ლიპტში შეათრია.სახლში შესვლისაც ჩანთა კუთხეში დადო და აწრიალებული ტელეფონის დანახვისას თავი ოდნავ გადააქნია და საერთოდ გამორთო.ბავშვებს წერილი დაუტოვა და ყველაფერი აუხსნა.ამიტომ არ სჭირდებოდა ზედმეტი რეკვები.ახლა თავისი საქმისთვის უნდა მიეხედა.ტანზე როგორც კი გამოიცვალა,კარი გაიხურა და დანიშნულების ადგილისკენ წავიდა. მაღალი შენობის წინ იდგა და ვერ გაებედა შესულიყო თუ არა.საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა იქ.მის თავში ხომ ეჭვი არ ეპარებოდა?ერთი უბრალოდ ტესტის შედეგმა რატომ დააბნია ასე? ათასი კითხა ქონდა და ყველა უპასუხო.გული სხვას ეუბნებოდა და გონება სხვას.მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და უკან არაფრის დიდებით არ დაიხევდა.ღრმად ამოისუნთქა და შენობაში შევიდა.მიმღებში ყველაფერი დეტალურად აუხსნეს და მითიებული ოთახისკენ სულ გული ფრიალით წავიდა.ფეხები უკან რჩებოდ,თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა.საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა.როგორც კი სასურველ ოთახამდე მივიდა,მაშინვე ჩამოსწია ურდული და გაბედულად შეაღო ოთახის კარები.ახალგაზრდა მომცინარი ქალის დანახვისას ცოტა მოეშვა.მაშინვე დაიკავა მითითებული ადგილი და ექიმს თავისი სიმპტომები აუხსნა.ქალმაც ღიმილით დაუქნია თავი და ეხოს ოთახისკენ მიუთითა.კომფორტულად მოკალათდა საწოლზე და მაისური აიწია.ცივი სითხის შეხებამ ცოტა არასასიამნო შეგრძნება გამოიწვია.მერე თანდათან შეეჩვია რაღაცის სრიალს მუცელზე და ექიმს დაელოდა მომლოდინე თვალებით,რომელიც ეკრანს გაფაციცებით უყურებდა.ქალის ჩუმად ყოფნის დრო ისე გაიწელა,სადაც იყო ფეხზე წამოხტებოდა და იქიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა. –გილოცავთ,ორსულად ხართ–ის იყო მოთმინების ბოლო წვეთებს ცლიდა,ექიმმა ეკრანი რომ შემოუტრიალა და ბედნიერმა ახალა –რაა??????–იმხელა ხმაზე იკივლა ქალი შიშისგან ადგილზე შეხტა –გოგონა უკვე 2 თვის ორსული ხართ–მშვიდი სახით აუხსნა და ისევ ეკრანს მიუტრიალდა –კარგად დააკვირდით რა,ხომ არ გეშლებათ?–კიდევ ერთხელ ჰკითხა ვედრებით და ექიმის გაოცებული სახის დანახვისას,ცოტა შერცხვა –არა,არ მეშლება–თავი გაქქნია და ხელსახოცი მისცა მუცლის მოსაწმენდად.იწვა გაოცებული ნენე და ვერ იჯერებდა გაგონილს.არ არსებობდა.არ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო.ვერანაირად ვერ იქნებოდა ორსულად.კი მაგრამ ბავშვები ასე ჰაერზე ხომ არ ჩნდებიან?ესეიგი ვიღაცასთან იწვა და არ ახსოვს."ვიღაცა" საშინლად მოხვდა ეს სიტყვა გულზე.წარმოდგენა არ აქვს რა დაემართა ისეთი ან რა დალია ასე დაუფიქრებელი შეცდომა რომ დაუშვა.ვერაფერს ვერ გრძნობდა.ვერაფერზე ვერ ფიქრობდა.ჯერ კიდევ შეცდომმა ეგონა ექიმის სიტყვები. ორსულად იყო. ნენე წერეთელი იყო ორსულად. წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო მამა. წარმოდგენა არ ჰქონდა როდის ჩაისახა ბავშვი. წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ექნა ახლა. და საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა რა ჯანდაბა ხდებოდა მის ცხოვრებაში. მთლიანად გათიშული გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან.რაღაც ფურცელი ეკავა ხელში,რომელიც წამოსვლის წინ ექიმმა შეაჩეჩა. "ნენე წერეთელი 5კვირის ორსული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი სქესი უცნობი" ამოიკითხა და ინსტიქურად მუცელზე მიიდო ხელი.რაღაცნაირი ენერეგია იგრძნო.სულ სხვანაირი.აქამდე რომ არ განუცდია ისეთი.ერთიანად მოეშვა და დამშვიდდა. აღარაფერზე აღარ უნდოდა ფიქრი.უფროსწორად ვერ ფიქრობდა.კითხვებზე პასუხებს მხოლოდ მეგობრები გასცემდნენ.იცოდა დღესვე ჩამოვიდოდნენ თბილიში და ყველაფერს იმათგან გაიგებდა.ტაქსი გააჩერა და თავისი საყვარელი ადგილისკენ წავიდა. აუზში ცურავდა და საერთოდ ვერაფერზე ვერ ფიქრობდა.იცოდა მკვეთრი მოძრაობები ორსულობის დროს არ იყო კარგი,ამიტომ ცდილობდა ნელა ეცურა.მთელი 2 საათი გაატარა წყალში მთლიანად გათიშულმა.სიცივე რომ იგრძნო წყლიდან ამოვიდა და პირსახოცშემოხვეული დაჯდა აუზის კიდეზე.არ უნდოდა ბავშვისთვის ზიანი მიეყენებინა. მისთვის წყალი ყოველთვის ყველაზე კარგი განტვირთვა იყო.სულიერად მშვიდდება და ყველაფერი ავიწყდება.წყალში ყოფნის დროს არ შეუძლია რამეზე ფიქრი.ამიტომ მოვიდა ახლა აქ.ამდენხანს აუზის კიდეზე მიყრდნობილი იყო მხოლოდ წყალში,ახლა კიდე რაც ცურვა ისწავლა ერთ ადგილას რა მოასვენებს.უეცრად ისევ საშინელი თავის ტკივილი იგრძნო,კადრებად დაუდგა თვალწინ მომენტები.ისევ გაფუჭებული კასეტასავით შიშინით მიდიიოდა კადრები.ნენე,წყალი,მამაკაცი.კიდევ უფრო მაგრად მიიჭირა თავზე ხელი და ნათლად დაინახა აკისკისებული თავისი თავი,უმოწყალოდ რომ იქნევს წყალში ხელებს და მის გვერდით მყოფი მამაკაცი.მერე ამ მამაკაცთან მიხუტებული თავისი თავი დაინახა,მერე პირველი კოცნა,გამხელილი გრძნობები,..მერე თავის ტკივილი უფრო გაუძლიერდა.უკვე აუტანელი ხდებოდა ტკივილი.მთელი ძალით კიდევ უფრო მაგრად იჭერდა ხელებს და გონებას ძალას ატანდა.ხვდებოდა რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა მის ცხოვრებაში.ხვდებოდა რაღაც უნდა გაეხსენებინა ბოლომდე.აუცილებლად.მთელი ძალით ძაბავდა გონებას,მანამ სანამ მამაკაცის სახე არ დაინახა აშიშინებულ გონების ნაწყვეტებში.რაღაც აინთო უცებ.თითქოს ღილაკზე თითი დააჭირეს და ნენეს გონებამ ერთ წამში დავიწყებული ინფრმაციაა აღადგინა.გაიხსენაა.ყველაფერი გაიხსენა. დემეტრე ბაბლუანი გაიხსენა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.