შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

SoulMate 14


6-11-2016, 19:18
ავტორი Constance
ნანახია 1 347

2 მაისი, 2016.
ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, გული მერევა. ვითიშები, ან ვკვდები. შეიძლება ბოლო ხმაზე ვყვირივარ. უფრო მეტად ყელაფერი ერთად. ღმერთო ჩემო. არ მჯერა. არ მჯერა. არ მჯერა.
თავი ხელში უნდა ავიყვანო.
დღეს, მე და რაილიმ საპყრობილეში გავიღვიძეთ. თავბრუმეხვეოდა, მთელი ღამის მანძილზე, ნელა ვიცლებოდი სისხლისგან და ხელი თითქოს ცეცხლში მაქვს გახვეული, მკერდს არც ვვახსენებ. თვალებს ძნელად ვახელ და რაილის ლაპარაკი მიჭირს.
მას ესმოდა, თვითონაც წარმოუდგენელ ტკივილში იყო. უკეთესაც ჩანდა, მოძრაობდა და ოთახიდან გასასვლელ გზას ეძებდა. ის ბრმაა, ასე რომ ზუსტად არ ვიცოდი როგორ ცდილობდა ამის გაკეთებას. ჩანდა თითქოს წლები გავიდა, სუნთქვა გამიჭირდა და ის ჩემთან მოვიდა.
- მაქსი - ხელი სახეზე ნაზად მომკიდა - თვალები დაახამხამე თუ ძალიან გტკივა.
დავახამხამე და მან იგრძნო ჩემი წამწამების მოძრაობა.
- კარგი, დაახამხამე თუ მარცხენა ხელის მოძრაობა ოდნავ მაინც შეგიძლია.
ვცადე მაგრამ საშინელი ტკივილი ვიგრძენი. თითქოს საშინლად მძიმე ტვირთი აწვა ჩემს მკლავს, და არა მხოლოდ ხელს.
თავი გავაქნიე. რაილიმ ჩუმად შეიგინა.
- დაიხედე და ნახე სადმე დაჩირქებული თუ გაქვს - მიბრძანა.
მოვახერხე თავის აწევა და ხელის ნახვა. ოჰ ღმერთო, ცუდის ნიშანია.
თვალები დავახამხამე თანხმობის ნიშნად. უმეტესი ჭრილობა დაჩირქებული მქონდა.
- ჯანდაბა, კარგი მკერდზე დაიხედე. როგორი მდგომარეობაა?
ისევ დავიხედე დაგლეჯილ მაისურზე და დავინახე ღრმა ჭრილობები მკერდიდან მუცლამდე. ჩირქის გარეშე. სამაგიეროდ უფრო საშიში იყო.
ვცადე თავი გამექნია რის გამოც კვნესა აღმომხდა. ჯანდაბა, საშინლად მტკივნეული იყო.
- ოჰ, პატარა, ჩემთან დარჩი კარგი? რა ხდება? რამ შეგაშინა? თუ ჩირქი არ არის, ჰმმ...
ვცადე დამძიმებული ტუჩები გამეხსნა რომ მეთქვა რაც მჭირდა მაგრამ ისინი არ მემორჩილებოდნენ,
- სისხლის გამო?
თავი გავაქნიე.
- ჭრილობების?
თავი გავაქნიე.
- კანი გაშავებული გაქვს?
თავი გავაქნიე,
- წითელი ხაზები გაქვს კანზე?
დავეთანხმე.
- ჯანდაბა!
ისევ მკერდზე დავინახე, წითელი ხაზები ვენების მინიატურებს გავდნენ.
- ეს ცუდია მაქსი, თუ იცი დანა რომელიც შენზე გამოიყენა იგივე იყო რაც ჩემს დროს?
თავი გავაქნიე.
- სისხლი გეწამლება. ჯანდაბა. ჯანდაბა, ჯანდაბა, დანა ინფიცირებული იყო, ღმერთმა დასწყევლოს - ჩურჩულებდა და თმაზე მეფერებოდა.
ვოცნებობდი ჩახუტება შემძლებოდა მაგრამ მოძრაობები უფრო მიმძლავრებდნენ ტკივილს. სისხლის მოწამვლა. შეიძლება მოვკვდე. გული სწრაფად მიცემდა და ჭრილობები მეწვოდა.
- სიცხე გაქვს - რაილიმ მითხრა მშვიდად, მისი სუნთქვა შუბლზე მეცემოდა.
მართლა? მცივა, ნუ თუ ჭრილობებს არ ჩავთვლით. ეს მაშინებდა, როგორ მჭირდებოდა რაილი როდესაც თვითონაც ტკივილში იყო. ვფიქრობდი როგორი გრძნობა იყო, არ გქონოდა თვალები. ალბათ ბევრად განსხვავებული ვიდრე თითების არ ქონა.
- ი-იმღერე - უეცრად მოვახერხე თქმა. უცნობი ხმა ამოვიდა ჩემი ტუჩებიდან.
ყელი ამეწვა ამ პატარა სიტყვის თქმაზეც კი. რაილიმ გააგრძელა თმაზე მოფერება, ფრთხილობდა ტკივილი არ გამოეწვია.

" N'oubliez pas de Je t'aime

Ange doux de mes

N'oubliez pas mes mots maintenant

N'oubliez pas ma melodie

Je vaisrester avec vous

A vous maintenir sur et chaleureux

Restez dans mon amour des armes,

Je vais prendre votre maison

N'oublie pas mon simple pression

N'oubliez pas ma chanson

Je t'aime tellement cher

Dermir en toute securite mon enfant "

ოჰ ღმერთო, ლამაზი იყო. მისი ხმა მთლიან ოთახს მოედო. მინდოდა შემძლებოდა თქმა რომ სიმღერამ ტკივილი გაიწოვა ჩემი სხულიდან და სამოთხეში ვიყავი მაგრამ სამწუხაროდ ის არსად გამქრალა. ვერ ვუარყოფ რომ მისი ხმა საოცრად ლამაზი იყო. ერთ ერთი დიდებული რამ როდესაც კვდები არის ის რომ სიცოცხლის ტკბილ მოგონებებს უფრო მეტად აფასებ.
(სიმღერის თარგმანი)
" არ დაივიწყო რომ მიყვარხარ
ჩემო ტკბილო ანგელოზო
არ დაივიწყო ჩემი სიტყვები ეხლა
არ დაივიწყო ჩემი მელოდია
შენთან დავრჩები
უსაფრთხოდ და თბილად გამყოფებ
ჩემს კლავებში დარჩი სიყვარულო,
სახლში წაგიყვან
არ დაივიწყო ჩემი უბრალოდ შეხება
არ დაივიწყო ჩემი სიმღერა
მე შენ მიყვარხარ დიდებულად
დაიძინე უსაფრთხოდ ჩემო პატარა"

რაილის კარის გაღებამ გააწყვეტინა. თავი წამოვწიე როდესაც ფეხის ხმა გავიგე. ორი მცველი ჩვენთან მოვიდა, დაგვიჭირეს და ყურადღება არც კი მიაქციეს ჭრილობებს. ერთმა მხარზე გადამიკიდა. ჩემი სიცოცხლისთვის ვყვიროდი. ოჰ, და ვფიქრობდი რომ მანამდე იყო მტკივნეული?
გული წამივიდეს, გთხოვთ, უბრალოდ გავითიშო. ვთხოვდი კერძოდ არავის.
რაილი ტიროდა ისევ, ამჯერაც ჩემს დანახვაზე - მაქსი! არ ატკინოთ მას, გთხოვთ, მაქსი!
მხედველობა გამიქრა და წარმოუდგენელ აგონიაში ჩავარდი. მთელი ძალით ვეჭიდებოდი ჩემს ჟურნალს თითქოს ჩემი ცხოვრება ყოფილიყოს. კიბეებს ზემოთ, სააბაზანოში დაგვყარეს. ჩემი თვალები სინათლესთან შეგუებას ცდილობდნენ და ეს თავის ტკივილს მიძლიერებდა.
ნახევრად ვგრძნობდი როგორ მბანდა ვიღაც. გონზე მოვდიოდი და ისევ ვითიშებოდი. როდესაც ჭრილობებზე წყალი ვიგრძენი, ისევ დავიყვირე. სერიოზულად ხმა წამერთვა ყვირილისგან, ამგრამ ყოველი ტკივილი წინასთან შედარებით უფრო საშინელი იყო.
ხელი თავიდან შემიხვიეს და ჩემი მკერდიც გაასუფთავეს. არანაირი ინფექსიის საწინააღმდეგო ან ჩვეულებრივი საპონი არ გამოიყენეს. უბრალოდ წყალი და ძველი ტანსაცმელი ჩამაცვეს ისევ. როდესაც გამიყვანეს, ისევ ის პორტუგალიელი კაცი ვნახეთ რომელიც ორი წლის წინ იყო მოსული.
ის და ბატონი რაღაცაზე საუბრობდნენ და მე სერიოზულად არ მქონდა წარმოდგენა რა ხდებოდა. ნახევრად გათიშული ვიყავი როდესაც ოდნავ გავარჩიე სიტყვები.
- ცუდათ გამოიყურება.
- გამოკეთდება.
- აჰ, ესეთი ავადმყოფიც კი ლამაზია.
- დიახ, დიახ. რას იტყვი, მეორე ბიჭსაც წაიყვან?
- რასაც ამაში ითხოვ გადასახადს არ შემიძლია მეორეს საკვების ფული გადავიხადო.
- კარგი არ შეგეკამათები. უბრალოდ ვრაითი წაიყვანე.
- კარგი.
ვიგრძენი ვიღაცამ ამამოძრავა. ამჯერად რაღაცის გაკეთება მინდოდა.
- და-დაიცადეთ - ამოვიკვნესე და სუსტად დავარტყი კაცს - რაილისთან დამშვიდობება მჭირდება.
ჩემდა გასაკვირად მათ მომცეს ამის უფლება. ბიჭის წინ დავიჩოქე და მისი მომლოდინე მკლავებისკენ გავიწიე. ის ჩამეხუტა, ამჯერად არ ადარდებდა ჩემი ჭრილობები. არც მე მაინტერესებდა. მილიარდობით სახის ტკივილი განვიცადე და ეხლაც საშინელ ტანჯვაში ვიყავი, რაილის ცრემლები კი თავზე მეწვეთებოდა. გულზე მივეხუტე. ეხლა საუკეთესო მომენტი იყო მეტირა, ვიფიქრე ჩემთვის. რისთვის ვინახავდი ჩემს ცრემლებს? მაგრამ ვიცოდი უბრალოდ ჩემს თავს დავცინოდი. ცრემლები ალბათ აღარც მქონდა. უკვე არ ვიცოდი როგორ მეტირა.
- მეგობარო, ეს დიდი სიამოვნება იყო - მან ჩაიჩურჩულა და შუბლი ჩემს შუბლს მოადო.
უცნაური იყო, მეყურებინა სახვევებს მისი თვალების ნაცვლად, მაგრამ ის ისევ რაილი იყო.
- უდიდესი ბედნიერება - ამოვიოხრე და წყვილმა ხელმა მომაშორა მისგან.
ცრემლები მის ლოყებზე ჩამოდიოდა სახვევების ქვემოდან.
- ჩემი წესები დავარღვიე შენთვის მაქსი! არასდროს დამავიწყდები! - ის მომტიროდა.
არ ვიცოდი რა მეთქვა. "მიყვარხარ" ალბათ კარგი იქნებოდა მაგრამ ამან გონებაში არც გამიელვა. ამ ყველაფერმა გამანადგურა. მხოლოდ ერთადერთი რამის დაძახება შევძელი საპასუხოდ.
- გადარჩი!
მალე, ჩემი თავი ფურგონში ვიპოვე. იმას ჰქავდა რითიც ბოლოს ვიარე. უკან შემაგდეს. ისევ ვკარგავდი. ისევ წარსულში ვბრუნდებოდი. ვკარგავდი, მაგრამ ამჯერად ალექსს კიარა რაილის. ვაღიარებ ეს ისეთი საშინელი არ იყო როგორც ალექსთან განშორება, მაგრამ რაილის დაკარგვაც ჯოჯოხეთურ ტკივილს მაყენებდა. იმდენად ძლიერს რომ ისევ ნაწილებად ვიშლებოდი. მეტალის იატაკზე ვიწექი, ვსუნთქავდი და სისხლისგან ვიღვრებოდი. გავაცნობიერე რომ სიკვდილი მინდოდა. არ მინდოდა გათავისუფლება. არ მინდოდა უკან დაბრუნება, არ მინდოდა სახლში წასვლა, არ მინდოდა მეფიქრა, არ მინდოდა ტკივილი მეგრძნო...
წამოვჯექი, ჭრილობების ფეთქვას ყურადღება არ მივაქციე. ფურგონის კარის საკეტი ვიპოვე. კარგი რა, ეს ესეთი მარტივი არ იქნებოდა... და მაინც კარის გაღებას ვცდილობდი. ხმაურით გაიღო საკეტი და ვიმედოვნებდი მძღოლმა ვერ გაიგო. რა ჯანდაბაა.
გარე სამყარო მელოდება. ამ კარის გარეთ.
ჭუჭყიან გზას დავხედე მოძრავი მანქანიდან. ძალიან სწრაფი ჩანდა, ცუდათ ვიყავი და ვიცოდი ვკვდებოდი. გადავხტი.
როდესაც მიწაზე დავეცი გადავგორდი დამდენჯერმე და გავჩერდი. ჩემდა საუბედუროდ, პირველი რაც მივხვდი იყო რომ მკვდარი არ ვიყავი. მიმოვიხედე, ბანაკს ვერსად ვხედავდი. უბრალოდ ავდექი და სიარული დავიწყე. არაფერი გარდა მწვანე ბორცვებისა და ჭუჭყიანი გზის. მანქანა ჩემგან უკვე შორს იყო. სხეული დამძიმებული მქონდა, მაგრამ როგორც ამბობენ, სიკვდილის წინ ადამიანს ძალები ემატება.
უბრალოდ სიარულს ვაგრძელებდი.
ვერ გავიაზრე რომ "გავთავისუფლდი". ვერ გავიაზრე რომ სისხლის დაცლით ვკვდებოდი, გარშემო კი არაფერი იყო. დახმარების გარეშე ვიყავი და ეხლა, როდესაც თავისუფალი ვიყავი, უნდა მეფიქრა და თავისთვის მეშველა. არ ვყოფილვარ თავისუფალი ორი წლის მანძილზე. მიუჩვეველი ვიყავი ამ გრძნობას.
სიმართლე რომ ვთქვა, ალექსზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი მის სარკაზმულ ღიმილზე, მის ლამაზ თვალებზე და წარბებზე. ვგიქრობდი მის ხელებზე და კუნთებზე, მის კლავებზე. ვფიქრობდი მის თმაზე და გრძელ წამწამებზე, მის სიცილზე და მის ტუჩებზე, როგორ მიღიტინებდა როდესაც იცოდა როგორ მოქმედებდა ეს ჩემზე. ვფიქრობდი იმ დროზე როცა მითხრა რომ ვუყვარდი, როდესაც მკოცნიდა, ვფიქრობდი რაზე ვლაპარაკობდით მთელი ღამეები. მის თითებზე და მის ცხვირზე და მისი ტუჩების, ჩემს თვალებზე შეხებაზე ყოველ დილით რომ გავერვიძებინე.
მართალია როდესაც ამბობენ რომ თუ კვდები მთელი სიცოცხლე თვალ წინ ჩაგივლის.
ალექსი ჩემი სიცოცხლეა.
რამდენიმე მილი გავიარე და ბანაკში მაინც ვერ მივაღწიე. შუქი დავინახე მოშორებით. სოფელი, ჰო სოფელი დავინახე. არა ქალაქი მაგრამ ალბათ ტელეფონებიი ექნებოდათ. ერთი მილიც არ იყო დარჩენილი, აზრი არ ჰქონდა, მისვლას მაინც ვერ მოვახერხებდი. მუხლებზე დავეცი და ამოვიოხრე. სოფელი, ჰაჰ. რა სისასტიკეა. მათ ტელეფონი ექნებოდათ, ან საავადმყოფო. ხალხი იქნებოდა. უბრალოდ ხალხი. ძალიან ახლოს.
ძალიან ახლოს.
ძალიან ახლოს.
ძალიან ახლოს.
გავითიშე, ვინიცის რამდენი ხნის შემდეგ გავიღვიძე ვიღაცის ყვირილით ფრანგულ ენაზე.
- ოჰ ღმერთო. აქ... აქ.. ოჰ ღმერთო... დაგვეხმარეთ! დაგვეხმარეთ. დახმარება გვჭირდება! ვფიქრობ ის კვდება, ოჰ ღმერთო...
ამოვიკვნესე. რატომ არ მოვკვდი? ვითიშებოდი და ისევ გონზე მოვდიოდი. ხელებიდან ხელებში გადავდიოდი და მანქანაში არმოვჩნდი. ნამდვილ მანქანაში. ჰო, ადგილებით და ყველაფრით. ვიღაცამ წყალი მომაწოდა, რომელიც დიდი ყლუპებით გამოვცალე. შემდეგ სასწრაფოს მანქანაში ვიყავი. ლურჯი და წითელი სინათლეები მეცემოდა და სირენების ხმა ყურებში მესმოდა.
- რა ხდება? - ამოვილაპარაკე ინგლისურად, გონებას არ უნდოდა ფრანგულად საუარი.
ვიღაცამ მიპასუხა, ზუსტად არ ვიცი ვინ იყო, ერთი კაცი რომელიც ზემოდან დამყურებდა.
- ინგლისურად ლაპარაკობ? არ ინერვიულო ბავშვო, კარგად იქნები. რა გქვია?
- აარონ ვრაითი.
შემდეგ საავადმყოფოში ვიყავი და ვიღაცამ ჟანგბადის ნიღაბი გამიკეთა პირზე. რაღაც წვრილი ვენაზე შემიერთეს.
ოჰ ღმერთო, სუნთქვა შემეზლო. ტკბილმა ჰაერმა ფილტვები ამივსო და ამოვიკვნესე. კარგი შეგრძნება იყო, ოდნავ უკეთესობა მაგრძნობინა. მარჯვენა ხელით მაისურში დღიური მოვძებნე, მარცხენას მოძრაობა ისევ არ შემეძლო. დიდი ასოებით დავწერე.
სად ვარ?
სუსტად დავიქნიე ხელი ექთნებს რომ შევემჩნიე. ერთმა დამინახა და გამომხედა.
- ბავშვო, არ ხარ ნორმალური რომ ცდილობ წერო. უბრალოდ დამშვიდდი.
ისევ გავაგრძელე ხელის ქნევა. საბოლოოდ მან წაიკითხა და თვალი გადამავლო.
- შენ საფრანგეთში გვიანაში ხარ.
ამ დროს თავი უკან გადავაგდე. ბოლო ორი წელი სამხრეთ ამერიკაში ვცხოვრობდი. რა გასაკვირია რომ ვერ გამათავისუფლეს.
როდესაც საკმაოდ კარგად ვიყავი რომ დამეწერა დღევანდელი დღე, დავწერე. ეხლა უფრო დაღლილი ვარ და უფრო მეტ ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ ვფიქრობ ტკივილგამაყუჩებლები მოქმედებას იწყებენ.
მაგრამ ამჯერად, თავს უფლება მივეცი იმედი მქონოდა. არასდროს მეგონა ეს დღე თუ მოვიდოდა. უკვე შევამზადე თავი დარჩენილი ცხოვრებისთვის მაგრამ ეს ჩემს გეგმებში არ იყო. არ დამიჭირეს. ვეღაც შემიპყრეს. და პირველად, თავს მივეცი უფლება რომ შეიძლება, შეიძლება სახლში დაბრუნების იმედი მქონოდა.
- ჰეი ბავშვო, ამერიკიდან ხარ?
თავი დავაქნიე, ჟანგბადის ნიღბის გამო ვერ ვლაპარაკობდი.
- აქ რას აკეთებ?
"გრძელი ისტორიაა"
დავწერე ფურცელზემ ღმერთო ისევ თავბრუ მეხვევა და გაბრუება ისევ ბრუნდება. მგონი გავითიშები.


( ალექს ვრაითის მხრიდან)

ალექსმა ყავა მოსვა და თვალები გაუფართოვდა გემოზე.
- ჰაჰ, გითხარი რომ კარგი იყო - სემმა გაუღიმა მაგიდის გადასწვრივ.
ის, პაული, ჯენნი და სემი სტარბაქსში იყვნენ პირველად ალექსის ცხოვრების მანძილზე. რამდენიმე ხანი გასულიყო რაც ალექსი მათთან ერთად ბოლოს იყო გასართობად. ორი წელი, რომ დავაზუსტოდ, მაგრამ ის არ აძლევდა თავის თავს გამხიარულებულიყო. იცინოდა უფრო მეტს ბოლო კვირებში. არ უნდოდა ამაზე ეფიქრა მაგრამ... ცუდი იქნებოდა თუ აარონის გარეშე ცხოვრებას შეეძლებოდა?
ნუ სულ ტყუილად ცდილობდა. ის ტიროდა ღამე და ეცვა აარონის ძველი მაისურები მიუხედავად იმისა რომ ზედმეტად პატარა ჰქონდა. ისევ კანკალებდა შიშით იმის წარმოდგენაზე რომ მარტოს უნდა ებანავა. მაგრამ მაინც, სიცილი დამაჯერებელი იყო.
- რა ჯანდაბამ გაიძულათ დრამა კლუბის შექმნა? - ჰკიYხა სემიმ ჯენის და პაულს.
პაულმა გულგრილად გაუღიმა და ჯენის შეხედა - ვაჩვენოთ?
ჯენიმ თავი გაიქნია დრამატულად - თუ საჭიროა..
შემდეგ, ორივე ადგა და დანარჩენების გასაკვირად მაგიდაზე აძვრნენ.
- რას აკეთებთ, ჩამოდით! - სემიმ დაისისინა და ალექსმა ჩაიხითხითა.
არაფერი გაუკეთებიათ, ჯენამ თავი პაულისკენ შეაბრუნა.
- ჩემო დიდო ბატონო - ჯენი მიესალმა მას, ცხვირი ზემოთ ასწია.
პაულმა იგივე გამომეტყველებით შეხედა და ალექსმა სიცილი დაიწყო - გთხოვთ კეთილო ქალბატონო, პაული დამიძახეთ.
- ჩემო ძვირფასო პაულ - ჯენიმ დაიწყო ისევ. ყველა სტარბაქსში მყოფმა შეწყვიტა საუბარი და დადგმას მიაპყრო ურადღება.
- პატიოსანი და მამაცი ჩანხხარ და მოქმედება გჭირდება - თვალებს ახამხამებდა და ხელი მკერდთან დაიდო.
სემი პირდაღებული უყურებდა, ალექსი კი იღიმოდა დანარჩენ ხალხთან ერთად.
- მისმინეთ, ჩემო კეთილშობილო ქალბატონო, რომ შეამჩნიო ეს გონება გჭირდება. რასაც ამბობ სიმართლეა. მოქმედება მჭირდება. რას შემომთავაზებთ? - პაულმა საქმიანი სახე მიიღო.
- ჩემო ძვირფასო პაულ, დამეხმარეთ... დრამა კლუბის შექმნაში?! - ხელის ნაზი მოქნევით იკითხა ჯენიმ.
პაულმა შეხედა, თითქოს რამდენიმე წუთს ჩაფიქრდა და ისევ ძველი გამომეტყველება დაუბრუნდა - ჩემო კარგო ქალბატონო, არაფერი იქნება იმაზე უკეთესი ტუ შემოგიერთდებით თქვენს მონდომებაში, სადაც გამიძღვებით!
ხელები ჩაკიდეს ერთმანეთს და მაგიდიდან ჩამოხტნენ. აპლოდისმენტები და სიცილი გაისმა. მსახიობებმა რევერანსი გააკეთეს და ისე დაუბრუნდნენ ადგილებს თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
- ასე რომ პასუხი გაგეცით - თქვა ჯენიმ.
- თქვენ ორი ყველაზე უცნაური ხალხი ხართ ვისაც ვიცნობ -სემიმ ჩაიბუზღუნა.
ალექსი გაიღრიჭა და ხელი აიქნია - აწწ სემ, ნუ იქნები ასეთი. ისინი არ არიან შეშლილები, რომანტიკოსები არიან. ჯენი მხოლოდ პაემანზე ეპატიჟებოდა.
ჯენიმ ფეხში ჩაარტა საპასუხოდ და ყველამ გაიცინა. ნუ ჯენას გარდა.
- დიდ შარში ხარ - თქვა სემიმ.
- ოჰ კარგი რა - პაულმა დაიწუწუნა - ეს სტარბაქსია, ვფიქრობ ყველა მონაწილეობს დრამა კლუბში ან თავისი აქვთ.
ყველამ გაიცინა ისევ და ალექსმა თავი გაიქნია.
- ოჰ, ოჰ ალექს - სემიმ შეანჯღრია ბიჭი, მან კი საპასუხოდ წარბი ასწია და ყავა მოსვა - უნდა გვითხრა რა მოხდა ისტორიაზე.
როდესაც მან ეს გაახსენა, ალექს ლამის გადასცდა. წინ მიიწია და გაიღრიჭა.
- გვითხარი! მიდი რა! - ჯენიმ დაიწუწუნა და ისევ დაარტყა.
- კარგი, კარგი - ალექსმა გაიღიმა - კარგი, ისტორიაზე ვიყავი სემისთან ერთად ჰო? და ალბათ ხუთ წუთში საღეჭ რეზინს ვღეჭავდი.
- ოჰ ძმაო - პაულმა შეაწყვეტინა - ქროვსონი გიჟდება როცა საღეჭ რეზინზეა საქმე!
ალექსმა გააჩუმა ხელის აქნევით - არ შემაწყვეტინო ჩემი ისტორია! მოკლედ, როდესაც ჩემს მერხთან მოვიდა გაჩერდა. შემდეგ მივხვდი რომ საღეჭი რეზინი მქონდა და შარში გავეხვეოდი. მან ურნისკენ მიმითითა და თქვა: გადააგდე ვრაით, და როდესაც დაბრუნდები მინდა თავმდაბლობა დავინახო!"
სემი უკვე ხითხითებდა, ან იმიტომ რომ ალექსი ქალის ხმას ბაძავდა ან იმიტომ რომ იცოდა რაც მოხდა შემდეგ.
- მაგრამ მე არ გავინძერი. ერთმანეთს ვუყურებდით და ხმამაღლა ვღეჭავდი. მაგრამ უბრალოდ წინ მივიწიე, ხელი კალთაში დავიდე და ვთქვი: იცით მის ქროვსონ, თუ თავმდაბლობა დავალება არ არის, არ ვარ ვალდებული ეს გავაკეთო."
- ეს არ გიქნია - ჯენიმ ამოიოხრა.
პაულმა გაიცინა და სემმაც. ჯენი ცდილობდა ღიმილი დაეგარა.
- ჰო მე ეს გავაკეთე! და დასჯილი ვარ შემდეგი ორი კვირის მანძილზე.
ალექსმა ჩაიცინა და დარჩენილი ყავა დალია. დაავიწყდა როგორ ენატრებოდა მეგობრებთან გართობა. იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ. ალექსმა იცოდა რომ ძნელი იყო მისი მეგობრებისთვის, არაფერი ეთქვათ ისეთ რამეზე რაც აარონს მოიცავდა, მაგრამ მადლიერი იყო რომ ცდილობდნენ.
- ალექს აპირებ უპასუხო? - სემიმ ჰკითხა და მიუთითა ტელეფონზე რომელიც მაგიდაზე ვიბრირებდა.
ამოიოხრა და დახედა, დედა ურეკავდა.
- არა - თქვა მან.
პაულმა გაიცინა - ეს ჩემი ბიჭია!
ცოტახანში ისევ დარეკა ტელეფონმა.
- მიდი რა ალექს, უპასუხე ამ დაწყევლილ ტელეფონს - თქვა სემიმ.
ისევ დედა ურეკავდა? ჯანდაბა, ალბათ ანალაინთან დარჩენა უნდა ეთხოვა.
- გისმენ? - უპასუხა ბოლოს.
- ალექს? ალექს? - დედამისი გაშმაგებით იმეორებდა - პასპორტი გაქვს?
პრაქტიკულად ტელეფონში ყვიროდა და ალექსმა ყურიდან მოშორებით გასწია.
- აჰ, დედა, დაწყნარდი - ამოიოხრა ტელეფონში - შეიძლება მქონდეს, ადრე გავაკეთეთ იტალიაში წასასვლელად, რატომ?
ქალო ღრმად სუნთქავდა და სწრაფად ლაპარაკობდა - იმიტომ რომ მათ ის იპოვეს ალექს. ის სამხრეთ ამერიკაშია, ცოცხალი!
ამ დროს ალექსმა კონტროლი დაკარგა. ხელიდან გაუვარდა ტელეფონი. მეგობრები გაოცებით უყურებდნენ მაგრამ ბიჭი ვერ ხედავდა ვერაფერს. მხოლოდ ერთადერთი სიტყვა ესმოდა გონებაში: ცოცხალი, ცოცხალი, ცოცხალი ცოცხალი ცოცხალი.
- ალექს ძმაო, კარგად ხარ? ისე გამოიყურები თითქოს მოჩვენება დაინახე.
- უნდა წავიდე! - დაიყვირა მან, ტელეფონი აიღო და გასასვლელისკენ წავიდა.
- ყველაფერი კარგადაა?
კართან შეჩერდა და მიტრიალდა. თვალები ღია ჰქონდა და პირველად ორი წლის მანძილზე სიცოცხლე იგრძნობოდა.
- აარონი.
მოახერხა ამოეთქვა ბოლო სიტყვა და მაღაზიიდან გავიდა. მანქანაში ჩახტა და რამდენიმეწუთში უკვე სახლში იყო. ანალაინი და დედამისი უკვე გამზადებულები იყვნენ და მანქანის გასაღები ჰქონდათ.
- დედა, მითხარი!
- მანქანაში ჩაჯექი - დაუყვირა მან - აეროპორტში მივდივართ და მამაშენი უნდა წავიყვანოთ.
არაფერი უკითხავს, უბრალოდ მანქანაში ჩაჯდა და ანალაინს მიეხმარა ადგილის დაკავებაში.
- უფრო სწრაფად დედა! სწრაფად ატარე! - ალექსმა დაიყვირა.
ანალაინი ხელებს აქეთ-იქით იქნევდა. მის სახეზე დიდი ღიმილი გამოსახულიყო. ჰო- გაიფიქრა ალექსმა - ბედნიერი იყავი, ბედნიერი იყავი რადგან ჩემი ცხოვრების სიყვარული უნდა დავიბრუნოთ.
- კარგი, კარგი, კარგი - ალექსის დედა ღრმად სუნთქვდა თავის დასამშვიდებლად.
- მითხარი რა მოხდა!
- დეტექტივი ბრაუნისგან ზარი მივიღე, გახსოვს ადრე რომ დავიქირავეთ?
- ჰო დედა, მივხვდი ბრალოდ ამიხსენი როგორ იპოვეს!
- კარგი, კარგი ის პატარა სოფელში ნახეს რომელიღაც გარე უბრანში. სოფლის ხალხმა დიდ ქალაქში ჩაიყვანა და შემდეგ საავადმყოფოში მიიყვანეს. ის იქ არის ეხლა.
- საავადმყოფოში? - ალექსმა დაიყვირა - დედა რა მოხდა?!
- არ ვიცი, არ ვიცი! მითხრეს რომ საკმაოდ ცუდათაა დაზიანებული. ცოტა ხანს კიდევ რომ არ ეპოვათ მოკვდებოდა. მისტერ ბრაუნმა არ იცის ბევრი. მან უბრალოდ ეხლახანს შეიტყო. ორი დღის წინ იპოვეს და რამდენიმე ხანი დასჭირდა სიახლეების გავრცელებას.
ორი...დღე... ალექსი ღრმად სუნთქავდა. მისი სიყვარული, მისი რონი დაშავებული იყო სადღაც დაწყევლილ სამხრეთ ამერიკაში ორი დღის მანძილზე?
ეს წამება იყო. მანქანაში ჯდომა. მუშტები ჰქონდა შეკრული და ხან ადუნებდა, იცოდა თავისი ძმა ელოდებოდა საავადმყოფოში. არ შეეძლო თავის თავის ნდობა რომ ელაპარაკა. უბრალოდ აარონი სჭირდებოდა. თითქმის დანებდა, თითქმის სუიციდამდე მივიდა, ეხლა კი უბრალოდ ზედმეტი იყო ყველაფერი დასაჯერებლად. რა მოხდებოდა თუ აღმოჩნდებოდა რომ შეეშალათ. თუ რა იქნებოდა თუ ტყუილად გადაიფრენდნენ მთელს ქვეყანას და აღმოაჩენდნენ რომ იმედი გაუცრუვდათ? ცდილობდა სხეულში იმედი შეეშვა, თუ ეს აარონი არ იქნებოდა ალექსს სერიოზული პრობლემები ექნებოდა.
შემდეგ, ეჭვმა ადგილი სიამოვნებას დაუთმო. ის ფიქრობდა აარონის ღიმილზე და როგორ კარგად თავსდებოდა მათი სხეულები ერთმანეთზე თავსატეხის ორი ნაწილივით. როგორი იქნებოდა შესძლებოდა ისევ დაეჭირა, ნეტარება იქნებოდა. ის ცოცხალი იყო. ის სადღაც იყო და ის ალექსის იყო. ალექსს აინტერესებდა თუ ისევ ისეთი იყო ან თუ შეიცვალა. თუ მის გარეშე შეიცვალა. თავის თავს დახედა და მიხვდა რომ თვითონაც შეცვლილიყო. ისევ ჰიპერაქტიული იყო და არ აინტერესებდა არაფერი...
- ლექსი, კარგად ხარ? - ჰკითხა ანალაინმა.
ალექსმა ამოიოხრა და თავი კანკალით დააქნია - უბრალოდ ძალიან, ძალიან გახარებულივარ.
ანალაინმა გაიღიმა - რატომ ლექსი?
- იმიტომ რომ ვიღაც განსაკუთრებული უნდა ვნახოთ - ჩაიჩურჩულა მან,
ეხლა როდესაც ეს თქვა, მან თავს მისცა უფლება ეოცნება აარონის კოცნაზე, ისევ მის ნახვაზე საკუთარი თვალებით.
- სპეციალური როგორ სააღდგომო კურდღელი?
- უკეთესი ვიდრე სააღდგომო კურდღელი.
- სანტა კლაუსი?
გოგონას გონებაში არავინ იყო სანტა კლაუსზე უკეთესი.
- არა ანა - გაიღიმა ალექსმა - სანტა ვერც მიედრება აარონს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent