კალეიდოსკოპი (I თავი)
კალეიდოსკოპი(kaleidoscope) - გავრცელებული საბავშვო სათამაშო - ოპტიკური ხელსაწყო; წარმოადგენს მუყაოს ან ხის მილს, რომლის შიგნით სიგრძეზე ერთმანეთის მიმართ კუთხით მოთავსებულია სამი სარკე; მილის ტრიალით სარკეებს შორის მოქცეული ფერადი მინის ნატეხებისაგან იქმნება სხვადასხვაგვარი ლამაზი სიმეტრიული სახეები გადატ. რისამე (მოვლენების, ამბების და მისთ.) სწრაფი და განუწყვეტელი ცვლა. ზაფხულის ხვატი მიდამოს აყრუებდა. ივნისის მცხუნვარე მზე შუადღისას თავის ოქროსფერ სხივებს მაქსიმალურ სიკაშკაშეს ანიჭებდა და ისინიც უწყლობისგან გამხმარ ბალახისა და სარეველაშერეული ხორბლის თავთავების წვერებიდან არეკლილები, გარემოს ოქროსფერ თავსაბურავს ახვევდნენ. მუხლამდე ბალახში ჩაკარგული მწერები ზუზუნისგან შეწუხებულნი, ღვართგადენილი მიწის სინესტისკენ მიისწრაფვოდნენ, რომ როგორმე თავი შეეფერებინათ. ბალახების გამხმარ ღეროებზე აცოცებული და მათ ფონზე უჩინარი კალიები თავიანთი უზარმაზარი გრძელი ფეხებით გულისგამაწვრილებელ ხმას გამოსცემდნენ და სიცხისაგან გათანგულ გარემოს კიდევ უფრო აყრუებდნენ. ზაფხული მთელი თავისი დიდებულებით შემობრძანებულიყო და კარგა ხანს ფეხის მონაცვლებას არ აპირებდა. ეს განსაკუთრებით კარგად, სწორედ ამ ადგილას, შუაგულ მინდორში იგრძნობოდა, რომლის ერთადერთ კონტრასტს გარემოსთან ძველი, ხის სახლი და ნახევრად გამხმარი ხე წარმოადგენდა. ისიც რა თქმა უნდა უწყლობისაგან... თუ უწყალოებისაგან. სახლისთვის რომ შეგეხედათ, მაშინვე გაგიელვებდათ თავში აზრი „ეს უსახური შენობა აქ ვის დარჩენიაო“, თუმცა იმასაც აღარებდით, რომ ამ სახლის გარეში პეიზაჟი უფრო უსახური იქნებოდა, ვიდრე თავად სახლი იყო. ამ მიყრუებული ადგილისთვის, თვალს მიფარებული, მაგრამ ამავდროულად შემთხვევითი გამვლელისთვის ძალიან შესამჩნევი და გაოცების გამომწვევი. თითქოს ისეთი რაღაც იყო ამ სახლში, რაც ერთდროულად გაშფოთებდა და გიზიდავდა კიდეც, რაღაც წარმოუდგენლად მისტიური და მომნუსხველი. სულ რაღაც ორი სართულისაგან შედგებოდა და საბოლოოდ დიდი მანსარდა აგვირგვინებდა მის შემადგენლობას, რომელსაც ერთი შეხედვით მესამე სართულად თუ ჩათვდით. მრავალ წვიმას, თოვლსა თუ ქარიშხალგამოვლილი ფასადი სანახევროდ ჩამოშორებული ჰქონდა ჟამთაგან შეწირულ ნაგებობას და რაც ზედ შერცენოდა იმასაც არ ეტყობოდა კარგი დღე. დასავლეთის მხარე, თითქმის მთლიანად დამპალი იყო ნესტისგან და ამის შემჩნევას დაკვირვებული თვალი სულაც არ სჭირდებოდა. სახლს სულ ორი შესასვლელი ჰქონდა, ერთი წინა მხრიდან, რომელიც პატარა აივანზე გამოდიოდა, მეორე კი უკანა მხარეს ცალფრთიანი, ხის კარი, ჩამომპალი კედლის გასწვრივ, ძველი, დაჟანგული პირსაბანის გვერდით. ალბათ ეს ადგილი ოდესღაც სამზარეულოს გაგრძელებას წარმოადგენდა, საიდანაც უკანა კარი გამოდიოდა. წინა, მთავარი შესასვლელი ხისავე პატარა მოკლე აივანზე გამოდიოდა, იქამდე ასასვლელად კი გვერდითა მხრიდან ორიოდე საფეხურის ავლა იყო საჭირო. აივანს რიკულები ალაგ-ალაგ მორყეული ჰქონდა, აქა-იქ კი ჩაცვენილი მოხუცის კბილებივით. პირმაღი ორ დიდ ბოძს ეყრდნობოდა. შესასვლელი ორფრთიანი კარი, რომლის შუშებზეც კარგა ხნის გაურეცხავი, ოდესღაც თეთრი, აწ უკვე ნაცრისფერი ფარდა ფრიალებდა, ოდნავ შეღებული იყო. სწორედ იგივე სანახავი იყო ფანჯრებიც, რომელიც სახლს სულ რაღაც ოთხი ცალი გააჩნდა. ორი წინ, ორი კიდევ დასავლეთის მხარეს. მათზეც ულებლივ თავს იწონებდა ნაცრისფერი ფარდის ნაგლეჯი. სახლის წინ, ნახევრად გამხმარი ხის ძირში ძველი, დაჟანული საქანელა ეკიდა, რომელსაც აქა-იქ შეჩენოდა ოდესღაც არსებული თეთრი საღებავი და ქარის ოდნავ დაბერვაზე შემზარავ, გულისგამაწვრილებელ ჭრიალს გამოსცემდა, თუმცა ახლა მიყუჩებულიყო თავისთვის, ალბათ გამთანგავ სიცხეს მასზეც ემოქმედა. საქანელი ძირში ოდეღაც ალბათ ბორბლად წოდებული ნივთი ეგდო, ახლა კი მხოლოდ კაუჩუკიღა დარჩენილიყო. გარედან ეს ყველაფერი საშინელებათა ფილმის გადასაღებ ლოკაციას მოგაგონებდათ, თუმცა არც შიგნიდან იყო ნაკლები. როგორც კი პირმაღზე შაბიჯებდით იატაკი თქვენს ქვეშ ავისმომასწავებლად გაიჭრიალებდა. ალბათ აქაც შეეღწია სიდამპლეს და ფიცრებში გამჯდარიყო. ოდნავ შეღებული კარიდან კარგად მოჩანდა მზის დამრეც სხივებში მოთავსებული მტვრის ნაწილაკები, რომლებიც ქაოსურად მოძრაობდნენ. სახლში კი სრული სიბნელე ჩამოწოლილიყო, რომელსაც სულ ოდნავ არღვევდა განაცრისფრებული ფარდების გავლით შემომავალი სინათლე. შესვლისთანავე, თუ გაგიმართლებდათ და იქაურობას რამით გაანათებდით, პირველი რაც თვალში მოგხვდებოდათ, ეს ოდნავ მარჯვნივ მდებარე დიდი ხის კიბე იყო, რომელზეც წითელი, ალაგ-ალაგ ნაფლეთებად ქცეული ხალიჩა დაშვებულიყო. ოთახში ასევე იდგა, მაგიდა ოთხი სკამით, დივანი, პატარა მაგიდა და ძველი ბუხარი, რომლის თავზეც დიდის ამბით შემოეწყოთ რამოდენიმე უცნაური, მრგვალი, მსხვილი, მოკლე მილის ფორმის ნივთები. მათ შორის იყო რამოდენიმეც, რასაც განსხვავებული ფორმა ჰქონდათ. ეს ერთი შეხედვით სრულიად უსარგებლო ნივთები, ყველა მნახველისთვის ალბათ გაოცებასა დაინტერესს გამოიწვევდა. ოთახში ასევე იდგა 50-იანი წლების დიზაინის კარგა ხნის გაფუჭებული ტელეფონი და რამოდენიმე ჩვეულებრივი ნივთი, რასაც ალბათ ყველა სახლში შეხვდებოდით. კიბის უკან კარი იყო, რომელიც სამზარეულოში გადიოდა, ესეც რა თქმა უნდა სიძველისა და ჟანგის სუნად ყარდა ჩვეულებრივი, მოძველებული მოწყობილობებით. იქვე მეორე კარიც იყო, რას საპირფარეშოში გადიოდა. კიდევ ერთი კარი გამოდიოდა ოთახში, რომელიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფლიყო კიბის უჯრედს ეკუთვნოდა. თუმცა თუმცა განსხვავებით სხვა კარებისგან ის აშკარად უფრო ხშირი მოხმარების საგანი უნდა ყოფილიყო. კიბეც რა თქმა უნდა ჭრიალით უნდა აევლოთ, თუ მეორე სართულზე მოხვედრა მოგინდებოდათ. აქ ერთი არც ისე დიდი დერეფანი იყო, რომელშიც კიბეზე დაგებული ხალიჩა გაგრძელებას ჰპოვებდა დერეფნის ბოლომდე. დერეფანში ორი კარი გამოდიოდა და ორივე საძინებელს ეკუთვნოდა. საძინებლებიც არაფრით გამორჩეულნი, ჩვეულებრივ რეტრო სტილში მოწყობილები, განიერი საწოლებით და აბაჟურიანი ლამპებით. ძველი კაკლის ხის კარადებითა და ტუმბოებით. ფეხებმორყეული სკამებით. თითო ოთახში თითო ვიწრო, დარაბებიანი ფანჯარა იყო, განუყრელი განაცრისფრებული ფარდებით. დერეფნის ბოლოს კი კიბე ადიოდა სხვენში. გასაოცარი ის იყო, რომ მიუხედავად ასეთი სიძველისა და სიდამპლისა, სახლი მაინც საოცრად მოწესრიგებულად მოგეჩვენებოდათ. ვერსად ნახავდით უწესრიგოდ დაყრილ ნივთებს, ოდნავ მტვერს, აბლაბუდებს ან დაუსუფთავებელ იატაკს. სხვენში კი სრულიად საპირისპირო ვითარება იყო. რეალური ქაოსი სწორედ აქ სუფევდა, თითქოს ათეული წლების განმავლობაში არავის ამოუკითხავს ამ მიტოვებული, თითქმის სანაგვედ ქცეული ოთახისთვის, სადაც ყველა გამოუსადეგარ ნივთს მოეყარა თავი. ალბათ მართლა ათწლეულები არ ამოუკითხავს არავის იმდენი მტვერი, აბლაბუდა თუ ობი იყო ამ მიტოვებულ ადგილას, რომელიც ჟამთა ცვლისგან დაჩაჩანაკებულ და დაბერებულ ნივთებს საგულდაგულოდ ინახავდა სამუზეომო ექსპონატებივით. ამ ნივთებთან ერთად კი მათი პატრონების სამარადისო ხსოვნასაც უფრთხილდებოდა, რომლის გამგებიცა და თვითმხილველიც არავინ იყო გარდა ობობებისა, რომლებიც ასე საგულდაგულოდ მუშაობდნენ სხვენში, და ნესტის ჭიებისა. ეს ნივთები თავიანთი მოგონებებიანად უკვე ამ პატარა, მტვრიანი ჯურღმულის საკუთრებად გადაქცეულიყვნენ და მათი განცალკევება შეუძლებელ პერსპექტივად ისახებოდა. სახლს ყველა მისი ბინადარი, ნივთებიდან დაწყებული, სულიერი არსებებით დამთავრებული ისე შეესისხლხორცებინა, თითქოს თავადაც სულიერ არსებად გადაქცეულიყო და საკუთარი ბინადრებით იკვებებოდა. ყველაზე მხდალი ადამიანისთვის კი მისი სიცოცხლის დამადასტურებელ საბუთად ისიც კი შეიძლება ჩათვლილიყო, რომ სახლი ყველა ფეხის ნაბიჯის გადადგმაზე თუ ქარის დაბერვაზე საოცარი ხმოვანებით აჭრიალდებოდა და მასში დაუკითხავად შემოჭრილ ადამიანსა თუ უბრალოდ ქარს თავისი არსებობის შესახებ ატყობინებდა და აფრთხილებდა. ამ წამსაც, როგორც ყოველთვის,ხის ძველ ქოხმახად ქცეული სახლი ზაფხულის თაკარა მზის ქვეშ არ კარგავდა თავის ბუნებას და ძველებურად პირქუშ სანახაობას უქმნიდა უბრალო ცხოველებს თუ წელიწადში რამოდენიმეჯერ შემთხვევით გამოვლილ ადამიანს. როგორც უმეტეს შემთხვევაში, ახლაც კაციშვილის ჭაჭანება არ ისმოდა, ვერ გაარვევდი სახლში ვინმე ცხოვრობდა თუ არა. შეღებული კარიდან მისაღებ ოთახში ნელი, ცხელი სიო შემოდიოდა. სახლის ღრმა წიაღიდან კი უცნაური ხმები ამოდიოდა, შემაშფოთებელი, დამთრგუნველი. ჭრიალის ხმა გაისმა, შემდე კიდევ... კიდევ და კიდევ... ხმა უფრო ახლოვდებოდა და უფრო ძლიერდებოდა. უცებ კიბის უჯრედის კარი ნელა გაიღო და მაღალი სილუეტი გამოჩნდა.მძიმედ სუნთქავდა. რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და თითოეულ მათგანზე იატაკი უფრო ომახიანად ასრულებდა თავის პარტიას. მაღალი სხეული ღია კარისკენ მიემართებოდა, თან დროდადრო ხელიდან წვეთ-წვეთობით ჩამოსდიოდა წითელი სითხე, რომელსაც იატაკზე დაცემისთანავე იწოვდა ძველი ფიცრები. მაგრამ ეს არ იყო მისი სისხლი. კართან მიღწეული სხეული შედგა, მაგრად ჩასჭიდა ხელი ნახევრად მოშლილ სახელურს და გარედან შემომავალ მზესა და ცხელ ჰაერს მიუშვირა სახე, ცოტა ხანი ასე იდგა, შემდეგ კი ღრმად, მთელი გულით ამოიოხრა… „სად ჯანდაბაში ვარ ნეტა? მგონი სულ ამერია გზა-კვალი. თან ერთი სახლიც კი არ ჩანს ამ დასაწვავ ჰორიზონტზე... ღმერთო რა ვქნა!“ ფიქრობდა და გაბრაზებული მიუყვებოდა გახურებულ, ვიწრო ასფალტის გზას, რომელსაც სიცხისაგან საცაა ბოლი აუვიდოდა, თუ უკვე არ ასდიოდა. მაისის ბოლო დღე იდგა და შუადღის მზეც უმოწყალოდ აფრქვევდა სხივებს მიდამოს. -თან როგორ ცხელა. ეს ჯაბახანაც ახლა გაფუჭდა და დამტოვა ამ დასაწვავ ადგილას. ტელეფონიც კი არ იჭერს - თავისთვის ბურდღუნებდა და სიცხისგან გათანგული უკვე დახტოდა ასფალტზე, რადგან მცხუნვარებას უკვე ფეხსაცმლის ძირიდანაც შეეღწია და უმოწყალოდ სტანჯავდა ისედაც გატანჯულ გოგონას. - შესანიშნავი დასვენება გამომივიდა - ირონულად აღნიშნა და გზა კვლავ განაგრძო. მალე ჰორიზონტზე, რომელიც მხოლოდ უკიდეგანო, გადახრუკული ველებისაგან შესდგებოდა ხე ამოიწვერა და ამ ამბით ოდნაც გახალისებულმა უფრო მეტი შემართებით განაგრძო გზა აღთქმული მიწისაკენ, რომელიც მხოლოდ ხის ჩრდილით შემოიფარგლებოდა. ნელ-ნელა უახლოვდებოდა ერთადერთ მწვანე კუნძულს უკიდეგნო უდაბნოში და უკვე იქ მიღწეულს გაოცების შეძახილი აღმოხდა. -არ არსებობს, რა მაგარია. სწორედ ეს მჭირდებოდა. ხის ძირში, ერთად შეჩურთული, სახელდახელოდ გაკეთებული ქვებიდან ცივი წყარო მოწანწკარებდა. საოცრად გახარებული მავარდა და ხელი შეუშვირა წვეთ წვეთად მომავალ წყალს. პეშვი აავსო და სულმოუთქმელად დაეწაფა, შემდეგ იგივე წყვლით სახე და ხელები გაიგრილა.ამასობაშ ცატა გონს მოვიდა და გარემო კიდევ უფრო კარგად დაათვალიერა. გაოცებული უყურებდა გარემოს მწვანე, გაფართოებული თვალებით. ეს დაწყევლილი ადგილი, უცებ საოცრად ლამაზი მოეჩვენა. ყანები ხორბლისფერიდან ორქოსფერში გადადიოდნენ და ოდნავ, ცხელი სიოს დაბერვაზე ზღვასავით ღელავდა. ამ ყოველივესთან კი ძალიან ძლიერ კონტრასტს ქმნიდა ლაჟვარდისფერი, უღრუბლო ცა, რომელზე უმოწყალოდ კაშკაშებდა ცხრათავალა მზე. ღიმილით რამოდენიმეჯერ მოავლო თვალი გარემოს და მხრებში გასწორდა. -პირდაპირ საოცარია - ეს სიტყვები მოსწყვდა მის ბაგეებს და დასასვენებლად ადგილის ძებნა დაიწყო. მალევე ჩამოჯდა ხის ძირში კომფორტულად, ფეხები გადააჯვარედინა და ზურგით ხის გაუხეშებულ ტანს მიეყრდნო. ცოტახანში ერთფეროვანი, უცვლელი პეიზაჟის ყურებით დაღლილმა თვალები მილულა და წაარსულსა და მომავალზე ფიქრებში გადართო თავისი გონება. მთელი თავისი ცნობიერი ცხოვრება დაზუსტებით მხოლოდ ერთი რამ იცოდა. ამ სამყაროში მარტო იყო, საკუთარი თავის ამარა და არავის იმედი არ უნდა ჰქონოდა ისე, როგორც საკუთარი თავის. ამ პრინციპით იზრდებოდა ბავშვთა სახლში და ამ პრინციპითვე მოვიდა აქამდე. თუმცა ძალიან იშვიათად, ალბათ წელიწადში ორიოდეჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სენტიმენტალური გრძნობები და ემოციები მთელი თავისი სიძლიერით შემოაწვებოდა, ღრმად, გულში დამალული ოცნებები მზის სინათლეზე გამოდიოდა. მაშინ უმძაფრდებოდა სურვილი, რომელსაც საკუთარ თავთანაც არ აღიარებდა - ჰყოლოდა ვინმე გვერდით საყრდენი, რომელიც რთულ სიტუაციაში ყოველგვარი ყოყმანისა თუ ანგარების გარეშე, მთელი გულით დაუდგებოდა გვერდით და დახმარებას აღმოუჩენდა, ცხოვრებისეულ ჭრილობებს მოურჩენდა.. თუმცა ასეთი ადამიანი მთელი ოცდაორი წლის მანძილზე არ გამოჩენილა და არც მომავალში ჰქონდა მისი აღმოჩენის იმედი. პირველად არსებული მარტოობა ოთხი წლისამ გაიაზრა და მთელი სიმძიმით განიცადა; როდესაც გაიგო, რომ ყველა ნორმალური ბავშვი ოჯახში, დედასა და მამასთან იზრდებოდა. როდესაც ბავშვთა სახლის აღმზრდელებს მშობლების შესახებ ჰკითხა, უგულოო პასუხად მიიღო ის, რომ არავის არ აინტერესებდა. არც ის და არც მისი სხვა თანატოლები, რომლებიც აქაურობას სამოწყალოდ იყვნენ შეფარებულნი. იმდენად არარაობები იყვნენ, რომ მშობლებმაც კი არ ისურვეს მათი დატვება და უპატრონოდ მიაგდეს სამშობიაროებში, სხვადასხვა სახლის კარებთან თუ ნაგვის ბუნკერებში. მოგვიანებით, როდესაც საკმარისად წამოიზარდა იმისათვის, რომ ყველაფრის გაანალიზება და სწორი დასკვნების გამოტანა შესძლებოდა, სიმართლეც გაიგო. ის სწორედ იმ მცორერიცხოვან ბავშვთა რიგებში შედიოდა, რომლებიც ზამთრის ცივ, თოვლიან დღეს ერთ-ერთ ბუნკერში პოულობდნენ სრულიად გაყინულს და სიცოცხლეს ძლივს უნარჩუნებდნენ. იმ წამს მთელი სიმძაფრით ეწვია მარტოობის მახრჩობელა სურნელი და აღარასოდეს მოშორებია კისრიდან. მაშინ ირწმუნა ადამიანთა სისასტიკის და გადაწყვიტა ამიერიდან არა ცრუ იმედებით, არამედ მხოლოდ საკუთარი თავით ეცხოვრა. იმ წყეული ადგილის დატოვების შემდეგ დიდი შრომისა და წვალების შემდეგ მოახერხა და უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მიზნისკენ დაუღალავად მიიღწევდა. ახლა უკვე საკუთარი პროფესია აქვს და ნანატრი თავისუფლების შეგრძნებაც თან სდევს მის ყოველ ნაბიჯს. წარსულსა და მომავალზე ფიქრებში ჩასთვლიმა..... თვალი რომ გაახილა საკმაოდ მოსაღამოვებულიყო. დაისის ცა მრავალფერად იყო აჭრელებული. წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ლაჟვარდისფერი ერთმანეთში არეულიყო და ჰარმონიულ სურათს ქმნიდა თვალუწვდენელ ჰორიზონტზე. ახლა უკვე ღრუბლებიც გამოჩენილიყო აქა-იქ, მზეც სწორედ მათ მიღმა ფარავდა სინათლის ნაწილს. ჰაერში მხურვალებაც საკმაოდ მოკლებულიყო. ცალი ხელით მოიფშვნიტა მიბნედილი თვალები და ბოლოს რამოდენიმეჯერ დაახამხამა, რომ უფრო კარგად გამორვეულიყო შორეული სიზმრებიდან. ბოლოს აღიდგინა თუ სად და როგორ იმყოფებოდა და მშვიდი სახე შეშფოთებამ დაფარა. ცალი ხელი მტვრიან მიწას დააყრდნო და ნელ-ნელა წამოიმართა, რაც შეეძლო წელში გაიმართა და უხერხული წოლისგან მოდუნებულმა ხერხემალმაც ტკაცანის ხმა გამოიღო. ზარმაცად ჩამოიფერთხა ნაცრისფერ შორტზე მიკრობილი, მიწიდან აყოლილი მტვრის ნაწილაკები თუ ჭიანჭველები, სანდლებიც შეისწორა და კვლავ ვიწრო, მოასფალტებულ გზაზე გავიდა, რომელიც სულ რაღაც ათიოდე მეტრის მოშორებით იმყოფებოდა ხიდან. „ამდენი ხანია მოვდივარ და ერთი სახლიც კი ვერ ვნახე გარშემო. არც არავის ჩაუვლია. მანქანაში დაბრუნებაც უაზროა. ჯობია ისევ გზა გავაგრძელო. იქნებ ახლა მაინც გამოჩნდეს ორ ფეხზე მოსიარულე სულიერი.“ -ჩაიქირქილა თავისთვის და შუა გზაზე სრულიად აუდგილოდ დეგდებულ ქვას ფეხი ჰაჰკრა. პასუხად საკმაოდ მტკივნეულად ამოიკივლა, ქვაც მიაწყევლა, მისი იქ დამგდებიც და საკუთარი თავიც და ასკინკილით, შემდეგ კი ჩვეული შენელებული ნაბიჯით განაგრძო გზა დავლეთის გაწითლებული ცის მიმართულებით. არადა გზაც არ ილეოდა. უსაშველოდ იწელებოდა და ისედაც საშინლად მოკლე მოთმინების ძაფს კიდევ უფრო ამოკლებდა. დიდი ხანი არ იყო გასული მისი და ქვის შეტაკებისაგან რომ ნაცნობი ხმაური მოესმა შორიდან... ხმა ახლოვდებოდა. -ღმერთო ჩემო, მანქანა, ადამიანი, გადავრჩი - წამოიკივლა გახარებულმა და მანქანისაკენ შებრუნდა. -ჰეი, აქეთ. გააჩერეთ. - ხელებს აქეთ-იქეთ იქნევდა თუმცა როდესაც შეამჩნია, რომ მძღოლი გაჩრებას არ აპირებდა და უკანასკნელი იმედიც ხელიდან ეცლებოდა, გადაწყვიტა უკიდურესი ზომებისათვის მიემართა დად მანქანას წინ გადასდგომოდა. -გააჩერე, გააჩერე... - იყვირა რამოდენიმეჯერ და ბოლოს უიმედოდ გადახტა გზიდან, რათა სწრაფად მიმავალ მანქანას არ გაეტანა, მის წინ სულ რაღაც ორ მეტრზე რომ იმყოფებოდა. -იდიოტო! გააჩერე... აქ არ დამტოვოთ! ჰეი! გააჩერეთ... -უკანასკნელად, უხალისოდ წამოიძახა და ბუღადენილ გზას და მასზე მქროლავ მანქანას გააყოლა თვალი. „დეგენერატია ვინც არ უნდა იყოს, უღმერთოები. როგორ შეიძლება ადამიანის ასეთ ადგილას მარტო დატოვება გასაჭირში. მით უმეტეს იქმადე ჩემს მანქანას აუცილებლად შეამჩნევდა. არაუშავს ანა, აქედან აუცილებლად გააღწევ“- აიმედებდა საკუთარ თავს და უკვე ძლივს მილასლასებდა. დაისის მზე უკანასკნელ სხივებს ითვლიდა. უკვე იმედიც აღარ ჰქონდა, რომ დღეს აქედან გააღწევდა, რომ უცებ გზის მარჯვნივ, ჰრდილოეთით რაღაც შენიშნა. ჩამავალი მზის სხივებზე რაღაც ლაპლაპებდა. კარგად რომ დააკვირდა, მიხვდა სახლის სახურავი უნდა ყოფილიყო. მგონი მეშველაო ფიქრა და სასწრაფოდ გადაუხვია გზიდან. ნელა მიიწევდა დანიშნულების ადგილისაკენ იმედით აღსავსე და ბალახებისა და მწერებისაგად შეწუხებული, რომლებიც უმოწყალოდ აცოცავდნენ მოშიშვლებულ ფეხებზე. ათიოდე წუთში მიაღწია სახლს და გაოგნებული მიაცქერდა. ვერაფრით დაიჯერებდა, რომ ასეთ სახლში დღეს ვინმე ცხოვრობდა. თუმცა იმედი ბოლოს კვდებაო ნათქვამია და ისიც არ შეეპუა ბედს. -გამარჯობაა! არის აქ ვინმე? - საკმაოდ ხმამაღლა იკითხა და სახლის ფანჯრებს დაკვირვებით დაუწყო ყურება. თუმცა არავინ გამოხმაურების. -არის აქ ვინმე? - კიდევ ერთხელ წამოიძახა, თუმცა უშედეგოდ. აშკარა იყო, რომ სახლი ცარიელი დახვედროდა. ბოლოს შესვლა გადაწყვიტა, იმ იმედით, რომ სადმე ძველ ტელეფონს მოიძიებდა და დარეკვას შესძლებდა. პირმაღზე ასვლისას იატაკმა საშინელი ჭრიალი გამოსცა, რამაც ცოტა შეაშფოთა, თუმცა შემდგომ მამაცურად შეაღო კარი და სიძველის სუნი მაშინვე დაეტაკა მის ფაქიზ ყნოსვას. გაკვირვებით შეათვალიერა მისაღები, რომელშიც სიძველის მიუხედავად საოცარი წესრიგი სუფევდა. ყველაფრის შესწავლის შემდეგ მზერა ბუხარზე და მის თავზე დალაგებულ უცნაური ფორმის მილებზე გადაიტანა. ფეხაკრეფით მიუახლოვდა და ერთ-ერთი მათგანი ხელში აიღო. არც ისე დიდხანს ატრიალა და მის დანიშნულებას მიხვდა. მილი კარიდან შემომავალ მკრთალ სინათლეს მიუშვირა და ცალი თვალით ჩაიხედა. პატარა, ფერად ფერადი ბურთულები სარკეების მეშვეობით ერთ მთლიან, შეკრულ წრეს ქმნიდნენ და მრავალფეროვნების ალში გახვეულ პატარა, მშვენიერ სამყაროს წარმოგიდგენდათ თქვენს თვალწინ. -კალეიდოსკოპი... რამდენი ხანია არ შემხვედრია - ჩაილაპარაკა ღიმილით. მერე იყო ყრუ ტკივილი კეფის არეში, გონების დაბინდვა, სიბნელე და მეტი არაფერი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.