შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ გართობა ( თავი 7)


8-11-2016, 06:58
ავტორი loveblee
ნანახია 1 506

უკვე საღამო ახლოვდებოდა აუზიდან რომ წამოვიდნენ და გასეირნება გადაწყვიტეს. დეას თავისი ძველი მეგობრები უნდა ენახა და ამიტომ მათ არ გაჰყვა. აიდა, ევა და ცოტნე წინ მიდიოდნენ. ბექა და აკო უკან მიყვებოდა სამივეს და რაღაც საქმეზე სერიოზული სახით ლაპარაკობდნენ. ევა და აიდა ცოტნეს ნაშებს დასცინოდნენ როცა ევას მობილურზე მესიჯი მოუვიდა. მობილური ფრთხილად ამოიღო და ნაცნობი ნომერი რომ დაინახა ჩაეღიმა.
[როგორ ხარ გიჟო? <3]
ნიკას მესიჯზე ევას გაეცინა. აიდამ და ცოტნემ ერთმანეთს შეხედეს, შემდეგ კი ევას მობილურს ჩააშტერდნენ.
-ნიკა ვინაა?!_ბრაზი შეპარბოდა ცოტნეს.
-მეგობარია._მოიშორა ევამ ცოტნე და ნიკას მიწერა.
[აუ რავცი ვსეირნობთ... შენ რას შვები?]
-ეს მომატყუებს ეხლა?_ცოტნემ აიდას შეხედა და ევასკენ ხელი გაიშვირა.
-უფრო ხმამაღლა რო იყვირო არა?_ევამ წარბი აუწია ცოტნეს.
[მომენატრე ძალიან <3 მნახავ დღეს?]
-აუ აკოს არ უთხრა რა ცოტნე. ეჩხუბება მერე და მაგის წიოკის თავი არ მაქ და მგონი არც შენ გაქ მაგ ბიჭის ცემის თავი მერე._უთხრა აიდამ ცოტნეს და ჟაკეტი შემოიცვა.
-თუ საცემია რატო არ ვცემო ტო?!_ხელების ქნევა დაიწყო ცოტნემ.
-ვაიმე არ არის საცემი და ტყუილად რომ ცემო გინდა? და ნუ იცი ამ ხელების ქნევა. ხან თავში გამარტყავ, ხან მუცელში._წუბღვირა აიდამ.
[აუ დღეს არამგონია, მაგრამ ვეცდები]
-ჯულიეტა მოდი აქ!_დაუძახა ცოტნემ.
-რა გინდა?
-ნიკა ვინაა?
-ჩემი პარალელ კლასელი.
-აკომ არ იცის ხო?
-განუყრელი ძმები არიან._თვალები გადაატრიალა აიდამ._არ გითხარი რო არ იცის თქო?
-შენ ნუ მეჭიმები თორე ერთხელ ისე გავიქნევ ამ ხელს ჩამოგაყრევინებ კბილებს.
-დამშვიდდი, დაწყნარდი._მხარზე ადებდა აიდა ცოტნეს ხელს.
-რახდება?_აკო და ბექაც შემოუერთდნენ დიალოგს.
-არაფერი._თქვა ცოტნემ და მის მობილურზე ზარი შემოვიდა. ცოტნეს სახე შეეცვალა და უპასუხა.
-ბიძია?...კარგად შენ როგორ ხარ?...კარგად არიან...კი მითხრა მამაჩემმა წამოდიო მარა არაფერი არ იყო და ტყუილად რატო წამოვსულიყავი...რა?...მართლა?...აუ ჯიგარი ხარ ტოო...როდის?... ზეგ... ბაზარი არაა...დროებით.
ცოტნემ მობილური როგორც კი გათიშა სიხარულით ყვირილი დაიწყო.
-რახდება ოე?_კითხა ბექამ.
-სამსახური შე*ემა. რუსეთში მივფრინავ ზეგ.
-ვაიმე რა მაგარია._დაიყვირა აიდამ და ყველა სიხარულით ჩაეხუტა ცოტნეს.

***
-მოგვენატრები ცოტნე._ჩაეხუტნენ გოგოები._მალე ჩამოდი._უთხრა ევამ და სატირლად გაამზადა სახე.
-რა გატირებს შე ბოთე._თმები აუჩეჩა ცოტნემ ევას.
-ბიჭი მიფრინდება ხალხნოოოო._ევამ ხმამაგლა თქვა და ხელები გაშალა. აეროპორტში ხალხმა გაოცებული სახით სახით დაუწყო ყურება ევას.
-გამოიწიე გოგო._გამოქაჩა აკომ და ცოტნეს გადაეხვია._მაგრად ძმა. დარეკე რო ჩახვალ._ბექაც გადაეხვია ცოტნეს. ცოტნე ესკალატორით ნელ ნელა მიიწევდა ზევით. უეცრად აიდამ და ევამ ვითომ ტირილი დაიწყეს და ხალხის ყურადღება კიდევ მიიქციეს. აკო თვალები გადაატრიალა და ორივე გაათრია აეროპორტიდან.
აკომ, გოგოები და ბექა თავის სახლში მიიყვანა.
-ბიჭო მამაჩემს დავჭირდი რაღაცაში და რამდენიმე საათში მოვალ კარგი? არ წახვიდე იყავი აქ და დეაც ამოვიდეს მიწერე. აკო უეცრად გავარდა სახლიდან. სამივე ჩუმად ისხდნენ ცოტახანს. ბოლოს ევა წამოდგა.
-მოდი მე გავალ გარეთ კარგი?_ხელი გაიშვრა კარისკენ. აიდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ბექა კი მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლა. ევამაც მხოლოდ გაუღიმა და სახლიდა გავიდა. ბინის წინ, მანქანასთან მიყურებული ნიკა რომ დაინახა გიჟივით გაექანა და ჩაეხუტა.
-როგორ მომენატრე იცი? ორიდღეა არ მინახიხარ და უკვე გიჟს ვგავარ._თქვა ნიკამ და შეუბლზე აკოცა ევას.
-მეც მომენატრე თან ზალიან.
-გინდა სადმე წავიდეთ?
-არა, მეზარება, დავიღალე ძალიან. ჩემი მეგობარი გავაცილეთ აეროპორტში და არსად სიარულის ფეხები არ მაქვს.
-თუ გინდა ხელში აგიყვან._სიცილით უთხრა ნიკამ და ევას აყვანისთვის მოემზადა მაგრამ ევამ გააჩერა.
-არ მინდა იყოს. ესეც კარგად ვარ._ცოტახანს ევა და ნიკა უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი ევამ დააღღვია სიჩუმე.
-მართლა გიყვარდი?
-რა თქმაუნდა მიყვარდი...ყოველ კვირა რომ ახალ-ახალი თმის ფერით რომ დადიოდი. ყველაზე განსხვავებული და პოზიტიური ადამიანი ხარ._ევამ ნიკას ნიკაპზე აკოცა და უფრო ჩაეხუტა._მერვე კლაში რომ რეზის დაბადების დღეზე ვიყავით გახსოვს?
-როგორ არ მახსოვს.
-აჭარული რომ იცეკვე ეგ თუ გახსოვს?
-კი მახსოვს._გაეცინა ევას.
-ყველა ბიჭი შენ რომ გეცეკვებოდა. მე კიდევ მუდოსავით ვიჯექი.
-მე მაინც შენ მიყვარდი. ყველაზე ძალიან შენ მტკენდი გულს მაგრამ მაინც შენ.
-კარგი რა, ნუ იხსენებ ძველ ამბებს._ნიკამ ევას თვალებში ჩახედა, ცხვირზე აკოცა და ორივე თავის ფიქრებში, ერთმანეთზე ჩახუტებულები გაფრინდნენ.

***
როგორც კი ევა გავიდა, აიდა მაშინვე წამოდგა, უკანა ჟიბეებში ხელები ჩაიწყო და ბექას მიუბრუნდა.
-ნაყინი გინდა?
-არ მინდა. დაჯექი.
აიდა ნელა წავიდა და დივანზე ჩამოჯდა.
-მოყევი რამე._კითხა ბექამ.
-რავი რა მოვყვე.
-ნუ იცით გოგოებმა ეს "რავი რა მოვყვე"
-ეგ ყევლამ იცის.
-კარგი მაშინ შენზე მომიყევი._თქვა ბექამ და აიდას მიუახლოვდა. აიდას ბექას საქციელზე ჩაეღიმა, აათვალიერა და ღრმად ჩაისუნთხა.
-აიდა რომ მქვია იცი უკვე. ჩვიდმეტის ვხდები ორ კვირაში. მეთორმეტეში გადავდივარ. მიყვარს ცეკვა. ქართული, უცხოური, ყველანაირი. ვმღერი კიდევ.
-ვაა მაგარია...ვინმე თუ გყვარებია?
-სიყვარულით არავინ. მოწონებით ერთი ბიჭი მომწონდა. იმასაც მოვწონდი მაგრამ მომბეზრდა. რამდენ ბიჭთანაც დამინახავდა სულ მეჩხუბებოდა, ავდექი და მეც ვუთხარი დავაითქო. იმისმერე მწერს მაგრამ მადლობა ღმერთს "Seen" რომ არსებობს.
-ნაგლო._გაიცინა ბექამ. აიდასაც გაეცინა.
-შენ?_კითხა აიდამ.
-ერთი გოგო მიყვარდა. იმასაც მოვწონდი მაგრამ მერე რაღაც მოხდა და ზედ არ მიყურებდა, დამცინოდა. აგდებულად მელაპარაკებოდა. ხოდა მეც ავდექი და მაგის ორი დაქალი გავ*იმე.
-არ გყვარებია თუ ეგრე მოექეცი.
-შეიძლება არ მყვარებია მაგრამ ძალიან მომწონდა. მერე "Facebook"-ზე სხვადასხვა ნაშები მთაგავდნენ სურათებზე და ისტერიკებში ჩამივარდა, რას მიკეთებ, რატომ მექცევი ასეო.
-ეგეც კაი დარტყმული ყოფილა.
-ეხლა აღარ მოგწონს?
-არა, რაღაც ფართიზე სამმა ბიჭმა "ითრია" და ყველა მაგაზე ლაპარაკობს.
-რა საინტერესო ისტორიაა.
-ისე, იქაურ გოგოებს ბევრად ჯობიხარ.
-მართლა?_გაუკვიდა აიდას და ცოტა წამოწითლდა.
-კი, თან ძალიან... სასმელი არ გაქვს?
-იქ დევს და გამოიღე._აიდამ ხელით უჩვენა ბექას.
რამდენიმე ჭიქის შემდეგ ბექას სასმელი მოეკიდა.
-პირველად რომ დაგინახე, მეთქი სამოთხეში მოვხვდითქო... საქართველოს ხსენებაც არ მინდოდა და მგონი ეხლა პირიქით ვარ.
-ნასვამი ხარ ბექა ნუ ბოდიალობ რარაცეებს._აიდამ ჭიქა გამოართვა.
-ფხიზელიც ასე ვფიქრობ უბრალოდ სასმელმა მეტი გამბედაობა მომცა._ბექა აიდას მიუახლოვდა.
-ბექა აკოს ოთახში შედი და დაიძინე._ბექამ თავი გააქნია. აიდას ფეხებზე ხელი ნელა აატარა და დივანზე დაწყობინა. თვითონ კი მის ზემოდან მოექცა. აიდას ბექას სიახლოვე უფრო აბნევდა.
-აიდა, ვიცი რომ მოგწონვარ.
-საიდან მოიტანე._მოშორებას ცდილობდა აიდა მაგრამ ამაოდ. ბექა გიჟივით დააცხრა აიდას ტუჩებს. გოგო თავიდან ხელებს ურტყავდა მაგრამ იმდენად ესიამოვნა ბექას კოცნაში აყვა. როდესაც მათი ტუჩები ერთმანეთს მოშორდნე აიდას ჩაეღიმა. ბექამ აიდას ტუჩებზე თითები ნელა გადაატარა და ხმადაბლა თქვა.
-ყველაზე გემრელია.
-ბექა..._აიდას რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ბექამ არ დააცალა.
-გთხოვ არაფერი თქვა._ბექამ აიდა მუცელზე დაიწვინა და ჩაეხუტა. აიდას ორმაგად ჰქონდა აჩქარებული გული და ბედნიერებისგან უბრალოდ იღიმოდა.

--------------
ძალიან დიდი ბოდიში რომ ასე ძალიან დავაგვიანე. კომპიუტერი გამიFუჭდა და მობილურუთ ვერ დავწერე. ბოდიში კიდევ ერთხელ. ესეც ისე სწრაფად დავწერე და ვეცადე დიდი გამოსულიყო. <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent