შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარჩი ჩემთან (6)


8-11-2016, 14:04
ავტორი mariia
ნანახია 2 578

სალიმ მაშინვე დაავლო ნიას ნივთებს ხელი და საცურაო აუზისკენ გაემართა.ნიას იმ დღეში დანახვის შემდეგ შოკი მიიღო.
-როგორ გაბედეს ამის გაკეთება?-ბრაზს ვერ იკავებდა სალი.პირსახოცით სახე მოწმინდა.-საყვარელო ნუ ზიხარ ასე გაშეშებული შედი დაიბანე აქ დაგელოდები არსად წავალ-ხელით ნიკაპი ააწევინა და თვალებში შეხედა.-მოდი ადექი-მხრებში ამოქაჩა და ფეხზე წამოაყენა.ნიამ ნელი სვლით გზა აბაზანისკენ განაგრძო, თან თავისი ნივთებიც გაიყოლა.
-*****
აუზიდან გამოსული დაჩის სახე სახეს აღარ გავდა.გააფთრებულიი ლომივით უყურებოდა ეზოში და დამნაშავეს დაუწყო ძებნა.კიბეებთან იდგნენ დამნაშავე გოგონები და გულიანად ხარხარებდნენ.მანაც მათკენ აიღო გეზი.ხელები მომუშტვოდა.ისე ძალიან უჭერდა ხელებს თითების ბალიშები გათეთრებოდა და ძარღვები ეტყობოდა ხელის მტევნებზე.
-ლევან დაჩის სახეს შეხედე- გიომ მხარზე მიკრა ხელი. სამივემ მისკენ მიიხედა.
-ძალიან გაცოფებულია- დაასკვნა ლუკამ. სამივე მისკენ გაემართა დიდი სისწრაფით.სანამ ნინის თმებს სწვდებოდა ლევანმა შეაჩერა.
-დაჩი დაწყნარდი.არ გინდა. არ ღირს ეს უტვინო გოგოები ამად.-მხრების ქვეშ ამოუდო ხელები.თვითონ კი მასსა და გოგოებს შორის იდგა.
-დაჩი რამე მოხდა?-ნინი უდანაშაულო სახით შეჰყურებდა.
-კი მოხდა. გამოუსწორებელი რაღაც მოხდა-თითი მისკენ გასწია და დამუქრების ნიშნად დაუქნია.ისევ ლევანი აკავებდა. დროდადრო გიო და ლუკაც ეხმარებოდნენ მის შეკავებაში.
-ასეთი რა გააკეთეთ გაცოფებულია-ლუკამ შეხედა გოგოებს.
-არაფერი გაგვიკეთებია ეგეთი-გაისმა მეორე გოგოს ხმა.ამან კიდევ უფრო გააცოფა.
-თქვენ მაგას არაფერს ეძახით.ვინ მოგცათ უფლება ჩემი სახელით ვინმეს რამე დაუშავოთ? -ცოფებს ყრიდა დაჩი.
-მან ხომ შენ წინააღმდეგობა გაგიწია.ჩვენ უბრალოდ ჭკუა ვასწავლეთ-ნინიმ ისე თქვა თითქოს მაგიდაზე დადებულ ჭიქას თავისი ადგილი მიუჩინა და ამისთვის შექებას ელოდა.-კი არ უნდა ბრაზობდე პირიქით უნდა მაქებდე.-სიბრაზემ გადაკრა გოგონას სახეზე.
-გაქებდე?!-ირონიულად ჩაიცინა და კიდევ ერთხელ გაიწია მისკენ,რომ არა ბიჭები ნამდვილად გაგლეჯდა.-ლევან გამიშვი ხელი-გამოცრა კბილებიდან.
-დაწყნარდი დაჩი.ნუ გავიწყდება გოგონები არიან.სულელი გოგონები.-ლევანმა ბრაზ მოკიდებული მზერა ესროლა ამ სულელებს.
-გამიშვი წყნარად ვარ არაფერს ვიზავ.-ლევანმაც სიტყვაზე დაუჯერა და ხელები შეუშვა.დაჩიმ მაისური შეისწორადა ნინისთან უფრო ახლოს მივიდა.-გაფრთხილებ კიდევ ერთხელ ასეთ რამეს გააკეთებ და ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ.-ცხვირ წინ თითი აუქნია გოგონას და გამჭოლი მზერა ესროლა.მათ ირგვლივ მოსწავლეების ბრბო შეკრებილიყო.ბრბოს თაკო გამოეყო.ვერ იჯერებდა დაჩის ნათქვამს.ვერც იმას, რომ ამ სულელებს შეეძლოთ მისი დისთვის რამე დაეშავებინათ.დაჩი შემობრუნებას აპირებდა,როცა ხმამ შეაჩერა.
-შენთვის რა მნიშვნელობა ექნება რა მოუვა იმ მატრაკვეცას-ლამის ტირილის პირას მისულმა ნინიმ წამოიყვირა.მის სიტყვებზე კი დაჩი უმალვე შემობრუნდა.მკვლელი მზერა ესროლა და კბილებიდან გმინვა გამოუშვა.
-დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.-გამოსცრა კბილებიდან.ბიჭებს კი მის ნათქვამზე სახეზე ღიმილმა გადაკრა.
-კარგი დაჩი გეყოს-ხელით უბიძგა ლევანმა.-წავიდეთ თორემ დირექტორი გამოვა. -მათთან უცებ თაკო მიიჭრა.
-ნიას რამე დაუშავეს?სადაა?-შეშფოთებული ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს.
-აუზის გასახდელშია სალიც იქაა-შეღიმმა ლევანმა. პასუხის გაგებისას ადგილიდან მოსწყდა გოგონა აუზის მიმართულებით.
-ეს მისი დაა ხო-ეშმაკური ღიმილით უყურებდა ლუკა გოგონას.
-კარგი რა ლუკა-თვალები აატრიალა გიორგიმ.-პატარაა.
-შენ ხო დიდი მყავხარ რას ამბობ.-ჩაუღიმა ძმაკაცს.
-სათქვენო გოგო არაა-დაჩიმ ახლა მათზე გადმოიტანა მზერა.
-ვითომ რატომ? -კითხვის ნიშნიანი მზერა ესროლა ლუკამ.-რას მიწუნებ ერთი?რას მიწუნებს?-ახლა ლევანს მიუბრუნდა,რომელიც მის სიტყვებზე იცინოდა.
-დაჩის იმის თქმა უნდა,რომ არ არიან სათამაშო გოგოები,რომელსაც მხოლოდ დღეს შეხვდები ხვალ კი მიატოვებ.-განუმარტა ლევანმა.ნელნელა ბუნტის ადგილს მოშორდნენ და სკოლაში შევიდნენ.
-****
თაკომ კარები შეაღო და ენა გადმოგდებული სუნთქავდა.
-სა...სალი...-ძლივს ითქვავდა სულს.-ნია როგორაა?-მიღოღდაა გოგონასთან და იქვე შეზლოგზე დაენარცხა.
-იბანს.იმ დამპლებს კვერცხი,შაქრის, პურა და წვენი დაუსხიათ თავზე.-ხელები მომუშტაა სალიმ-იდიოტი გოგოები დიდი სიამოვნებით ვასწავლიდი ჭკუას.
-ნუ გეშინიაა ასწავლეს უკვე ჭკუა-კმაყოფილმა ჩაიღიმა და ხელები ერთმანეთს შემოკრა.
-მართლა? ვინ?-ინტერესით შეჰყურებდა თაკოს.
-დაჩიმ-წარბები აათამაშა გოგონამ.
-რა დაჩი?-გაოგნებისგან პირი დააღო სალიმ.
-ხო დაჩიმ. ლევანს რომ არ შეეკავებინა იმ გოგოების ბუნდღას ვეღარ იპოვნიდი.-კმაყოფილად ჩაიღიმა.
-ვერ ვიჯერებ-სალი ისევ პირდაღებული შეყურებდა.ნია კი ჩუმად იქვე კედელს ამოფარებული თაკოს ნათქვამს ისმენდა.
-დაიჯერე.დაიჯერე.საკუთარი თვალებით დავინახე-თითები თვალებთან მიიტანა.-და ისიც დაამატა თუ კიდევ რამეს გაბედავდნენ ვეღარ გადაურჩებოდნენ.-თაკო გაქაფული ლაპარაკობდა.ნიას კიი წეღანდელი სიტყვები გაახსენდა, სადაც ყველაფერში ბრალს მას სდებდა.დანაშაულის გრძნობა შემოაწვა.თუმცა მას ხომ მისთვის არაფერი უთქვამს,ასე რომ ყველაფერი რიგზეა.ამოისუნთქა და თმების მშრალებით გავიდა გოგოებთან,ვითომ არც არაფერი გაუგია.
-****
ნიას დაჩი დილის აქეთ აღარ დაუნახავს.არადა თითქოს მის რაღაც ნაწილს მისი ნახვა უნდოდა.კლასიდან სალისთან ერთად გამოვიდა.სკოლა თითქმის ცარიელი იყო.გასავლელთან დათო დაინახა,რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა და თან ბრაზობდა.
-რა მოუვიდა ამას?-თვალებით ნიას მასზე ანიშნა.
-მოიც ჩუმად რაღაცას ამბობს -ხელი ტუჩზე მიიდო.
-როგორც მოვილაპარაკეთ ისე ვქენი.თუმცა ჩვენთვის არაფერი ხეირი არა.იმ იდიოტს ამ ნიას დაცვა მოუნდა.
-შენზე ამბობს?-გაოცებულმა შეხედა ნიას
-მოიცადე ერთი წუთით.-კოპები შეკრა ნიამ
-ხომ გეუბნები.ყველაფერი ვუთხარი ამ სულელ გოგოებს იმ დღეს როგორ გადამარჩინა ნიამ და როგორ გაუსწორდა იმ იდიოტის ბანდას.ესენიც ადგნენ და დაიწყეს სამაგიეროს გადახდა,თუმცა ამ იდიოტმა სხვანაირად იმოქმედა.ხოო-თავს აქნევდა დათო თანხმობის ნიშნად თან ნელნელა გასასვლელისკენ მიდიოდა.გოგონები უკან ჩუმად მიყვებოდნენ.ნიას ხელი მოემუშტა და მთელი ძალით უჭერდა ხელს.-კარგი გასაგებია.-ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიცურა ამასობაში კიბეებზე დაეშვა და უკვე სკოლის ეზოში იყო. გოგოებიც მას მიყვებოდნენ.ნიას არ უნდოდა ეს მომენტი ხელიდან გაეშვა.
-დათო-შეყვირა ნიამ.მისი შეძახილი მთელმა ეზომ გაიგო.მათ შორის უკვე თითქმის ჭიშკარში გასულმა დაჩიმ და მისმა მეგობრებმა.მის ხმაზე უკან შემობრუნდნენ და ნიას შეხედეს,რომელიც აშკარად გააფთრებული მიაბიჯებდა დათოსკენ,რომელიც ღიმილიანი სახით შემობრუნდა მისკენ.
-რამე გინდა ნია?-იდიოტური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-კი მინდა ეგ ღიმილი სახეზე შეგაყინო-მომუშტუში ხელი პირდაპირ მარცხენა ლოყაზე მიახატა.დათო მოულოდნელობისგან წაბარბაცდა.
-ვახ ჩემი რა დაარტყა-გიორგიმ პირი დააღო.დანარჩენებიც პირდაღებულები შესცქეროდნენ.ნიამ წაბარბაცებულ დათოს ხელი ჩაავლო მაისურში და წიხლი საზარდულში ამოკრა ტკივილისგან დათო იქვე ჩაიკეცა.
-აუუუ ჩემიი მე მეტკინა-თითზე იკბინა ლუკამ.დაჩი კი ნიასკენ გაემართა.რომელიც კიდევ ცდილობდა მისთვის დაერტყა.ხელზე ჩაავლო და მისკენ მოზიდა.
-ნია გეყოფა.-მშვიდი თვალებით შეყურებდა გოგონას.ნიაც მის ნათქვამს დამორჩილდა.-ახლა რა დაშავა?ასე გამეტებით,რომ სცემ- ჩაიღიმა დაჩიმ.
-მეტის ღირსია-მისკენ გაიწია კიდევ ერთი წიხლი,რომ ჩაენათებინა მოკაკვული ბიჭისთვის.დაჩიმ უკან გამოსწია ისევ.ხელზე შეხებისას ნიას სახე დაეჭყანა.-აუუ-ხელი ახლოს მიიტანა სახესთან.სიბრაზისგან წეღან დარყმის დროს მიყენებული ტკივილი ვერც კი იგრძნო,თუმცა ახლა საშინლად უხურდა და უჭირდა თითების მოძრაობა.
-წამოდი-მეორე ხელზე მოკიდა დაჩიმ ხელი და ისევ სკოლაში შეაბრუნა უკან კი პირდაღებული სალი და კიდევ მომღიმარი ბიჭები მოიტოვა. ექთნის კაბინეტში შეიყვანა,თუმცა ის იქ არ დახვედრია.პაციენტისთვის განკუთვნილ სკამზე დასვა და ხელისთვის რაღაცეებს ძებნა დაუწყო.იქვე მდგარი მაცივრიდან რამდენიმე ყინულიც გამოიღო და თავის ცხვირსახოცში გაახვია.მასთან ახლოს მეორე სკამი მიაჩოჩა.ნია ყურადღებით აკვირდებოდა მის ქცევებს.ნელი მოძრაობით აიღო გოგონას ხელი და თითები გაუშალა.მხოლოდ ყრუდ აღმოხდა გაშლისას ხმა.ბიჭიც ეგრევე გაჩერდა და ნიას ამოხედა ქვევიდან.მისი ხელი კი თავის ხელზე ედო,მეორე ხელით კი ყინულს ადებდა ზემოდან.
-გტკივა?-ქვევიდან ამოხედა ნიას თვალებში.
-აჰამ ცოტა-თავი დაუქნია ნიამ.
-კარგი დარყმა გცოდნია-ჩაიღიმა დაჩიმ ისე,რომ ახლა მის ხელს უყურებდა,თან ხელზე ყინულის სმას განაგრძობდა.
-მაპატიე-გაისმა უცებ გოგონას გულწრფელი ხმა.დაჩიმ მოულოდნელობისგან თავი მაღლა ასწია.
-რა?რა გაპატიო? იმ იდიოტის გამო, რომ გამრეცხე თუ ის,რომ გძულვარ?-თვალებში შესცქეროდა ნიას.
-გაიგონე? -დარცხვენილმა თავი ჩაღუნა.-არ მინდოდა ამის თქმა.გაბრაზებულ გულზე ვთქვი. ყველაფერი იმ კრეტინის ბრალია-უცებ მტკივანი ხელი აიქნია და ისევ ამოიგმინა ტკივილისგან.
-ხელი გააჩერე-ისევ დაიდო მისი ხელი ბიჭმა. ყინული გვერდით გადადო. -ამას წაგისმენ აღარ გეტკინება,თან შეგიხვევ.-მალამოს თავი მოხსნა და ნაზად უსვამდა ხელზე.შემდეგ ბინტი დაახვია და ლამაზად გაკვანძა.-მზადაა-ფეხზე წამოდგა აღებული ნივთები თავის ადგილზე დააბრუნა.სველი ცხვირსახოცი გაწურა და ჯიბეში ჩაიბრუნა.დაჩი გასავლელისკენ წავიდა.
-ბოდიში. მაპატიე. -სკამიდან წამოხტა გოგონა და მისკენ წავიდა დაჩიც უცებ შემობრუნდა მისკენ.ნია მოულოდნელად შეცბა მისი შემობრუნებით,თან იქვე მდგარ სკამს ფეხი წამოკრა.დაჩი,რომ არა ახლა იატაკს იქნებოდა ჩახუტებული.-მადლობა-შეღიმა მის ხელეში მომწყვდეულმა ნიამ.ბიჭი მის თვალებში იყურებოდა.ცდილობდა მისი მოთაფლისფრო-მომწვანო თვალებში ამოეკითა ის რაც ასე უჭამდა ტვინს და ნერვებს.
-ბოდიში მიღებულია-უცებ თქვა დაჩიმ ფეხზე წამოაყენა და ოთახი დატოვა.ნია კიდევ რამდენიმე წუთი იყო ოთახში,სანამ ტელეფონის გამაყრუებელმა ზარმა გონზე არ მოიყვანა.
-ხო სალი მოვდივარ.-ტელეფონი გათიშა ჯიბეში ჩაიბრუნა და მანაც დატოვა ექთნის ოთახი.

***
სათამაშო ოთახში კომფორტულად მოკალათებული დაჩი კომპიუტერს ფეხბურთს ეთამაშებოდა.საერთოდ ყოველთვის იგებდა,თუმცა დღეს უღიმღამოდ ატრიალებდა ჯეოსტიკებს.კარები გიორგიმ და ლუკამ შემოაღეს სიცილით.
-უფრო ადრე გელოდით-გამოსძახა დაჩიმ თავმოუტრიალებლად.
-მეც მეგონა ადრე მოვიდოდით თუმცა ამან ხან ანკაო,ხან ტასოო გამოედო ღობე-ყორეს-ლუკამ სიცილი შეწყვიტა და კოპებშეკრული ჩაენარცხა სავარძელში.
-რა ვქნა ძმაო გოგოებს ვუყვარვარ-კმაყოფილმა გადასწია თავი და კომფორტულად მოკალათდა სავარძელში გიორგიც.დაჩიმ ჯეოსტიკი გვერდით გადააგდო და მათკენ წავიდა.
-ლევანი სადაა?-იკითხა დაჩიმ,თან მაგიდაზე ტელეფონს დაწვდა.
-მალე მოვა-წამოიწია გიორგი.ლუკასკენ მიბრუნდა.-არაა რაა ნიასნაირი გოგო ჯერ არ შემხვედრია -ჩაიცინა გიორგიმ.
-აბაა... რა მოსდოო ჯერ ყბაში და მერეე...იი..-ფეხები ერთმანეთს გადააჯვარედინა ლუკამ- გახსენებაზეც კი მის მაგივრად მეტკინა-ჩაიხითხითა ლუკამ.დაჩიმ მათი მოსმენის შემდეგ ტელეფონზე დარეკა და მოსამსახურეს მათთვის საჭმელ-სასმელის ამოტანა უბრძანა.
-მგონი ნიას ლევანი მოსწონს-ცალი თვალი მოჭუტა გიორგიმ.დაჩიმ კი ამის გაგონებაზე ტელეფონი სავარძელშო მოისროლა და გაბრაზებული სახით დაჯდა.
-ვწუხვარ თუ ასეა, რადგან იმედი გაუცრუვდება.ყველამ კარგად ვიცით ლევანს ვინც უყვარს-ლუკამ ორივეს თვალი მოავლო.ამ დროს კარები გაიღო და ლევანიც შემოვიდა.
-ჩვენი მისტერ სიმშვიდეც მოვიდა -წამოიყვირა გიორგიმ.ლევანს მის ნათქვამზე გაეცინა დაჩის ჩაუარა, მხარზე ხელი დაკრა და გვერდით მიუჯდა.
-რამე ახალი ხდება?-ლევანმა მოავლო სამივეს სახე.
-არაფერი ვამბობდით ნია...-ლუკას ლაპარაკი დაჩიმ გააწყვეტინა.
-ნიას კუნფუს ილეთებს იხსენებდნენ ბიჭები-ჩაიღიმა თავისივე ნათქვამზე ბიჭმა.ლუკა კი მიხვდა როგორ მოხერხებულად მოაკეტინეს.
-მეც გაოცებული დავრჩი-ჩაიხითხითა ლევანმა -ნუ კიი ვხვდებოდი როგორიც იყო,თუმცა ესეთიც არ მეგონა-მათ ლაპარაკში მოსამსახურემაც შემოაღო კარები.ლანგრით ბიჭებს სასმელი და საჭმელები შემოუტანა წამში ყელაფერი მაგიდაზე გაუწყო და გავიდა.
-როგორ მშია-ხელები მოიქექა ლუკამ- რა საყვარლად მიყურებს ეს ქათმის ბარკალი-ხელი დაავლო და სწრაფადვე მოიქცია კბილებში.
-მსუნაგი-გიორგი წარბ აწრული შეჰყურებდა შემდეგ კი ლევანს და დაჩის აყვა სიცილში.მათი ყურადღება კარებში შემოცქრიალებულმა გოგონამ მიიქცია.
-ვაა ეს ვინ ჩამოსულა-დაჩი სწრაფად წამოდგა ფეხზე და გოგონასკენ გაემართა.გიორგიმ ხელში აღებული წვენით სავსე ჭიქა დადგა და ფეხზე წამოდგა.ლუკამ კიი ძლივს მოკბეჩილი ლუკმა კარგად მოიქცია ყბაში და შემოსულს გაუღიმა.ლევანმა კი პირიქით წვენით სავსე ჭიქას ხელი მოკიდა და მოსვა.გოგონას მხოლოდ წამით შეხედა.
-მოგენატრეთ ბიჭებო?-დაჩის მოეხვია შემდეგ გიორგისკენ წავიდა.
-აბა რაა -ლუკა თან ლუკმის დაღეჭვას ცდილობდა,თან ლაპარაკობდა.გოგონა მასაც მოეხვია და შემდეგ ლევანს გახედა.
-შენ არ გადამეხვევი?-ხელები გაუშალა ბიჭს მისგან კი მხოლოდ ქვევიდან ამოხედვა მიიღო.-ისევ მიბრაზდები.გასაგებია,მაგრამ უკვე აქ ვარ-მხიარულად წავიდა მისკენ გვერდით მიუჯდა და მიეხუტა.ლევანსაც არ გაუწევია წინააღმდეგობა.მასაც ძალიან მონატრებია მისი ხმა,სურნელი,სითბო.მარცხენა ხელი ამოსწია მხარზე დაადო და უფრო ახლოს მიიხუტა.ბრაზიც უცებ გაქრა.ნიკაპი გოგონას თავზე დაადო დაა მისი სურნელი შეისუნთქა. განაბული უყურებდნენ ბიჭები ამ ორ გვრიტს.დაჩიმ თავისი ადგილი გოგოს დაუთმო დაა მეორე სავარძელში გადაჯდა.
-ეხლა ამათ ტკბილ სცენებს უნდა ვუყუროთ-კოპები შეკრა უცებ ლუკამ.
-ხატ რატომ არ გვითხარი რო მოდიოდი?-დაჩიმ ყურადღება ლუკადან ისევ მათზე გადაიტანა.
-სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. ბოლო გამოცდა ჩავაბარე თუ არა ეგრევე აქეთ წამოვედი.როგორ მომენატრეთ -გოგონა უფროო მიეხუტა მის სხეულს.ლევანიც განაბული უფრო და უფრო იკრავდა გულში.
-მოგენატრეთო და ლევანს მიეწეპა.ნწ ნწ ნწ.-თავი გადააქნია ლუკამ.
-ჩვენც მოვენატრეთ,თუმცა შეყვარებული მეტად მოენატრა- ჩაიცინა გიორგიმ.ბიჭებიც აყვნენ სიცილში.ლევანი კიი ამდენი ხნის ნანატრი წუთებით ტკბებოდა.
-***
ნია ოთახში იყო წამოწოლი ხელი მუცელზე დაედო და ჭერს შეჰყურებდა.ყველაფერი გონებაში არეული ქონდა და ცდილობდა დაელაგებინა.თუმცა დაჩის მიმართ თავს დამნაშავედ გრძნობდა ცხოვრებაში პირველად ვიღაცის მიმართ ასეთი გრძნობდა გაუჩნდა.
-უტვინო ხარ დაეხმარე იმას ვინც ამას არ იმსახურებდა და ეჩხუბე იმას ვინც ამას არ იმსახურებდა.მეტის ღირსი ხარ-მტკივანი ხელი თავში გაიქანა.ცალკე თავის ტკივილისგან აკივლდა და ცალკე ხელის ტკივილისგან.- აუუ აუ აუუ...-წრუწუნებდა ლოგინზე.
-რა ძაღლივით ყმუიხარ-ოთახში სიცილით თაკო შემოვიდა.-იააა!!!-წამოიყვირა ცალი ფეხი და ხელი მაღლა ასწია,მეორე ხელი მკერთთან მიიდო.ცდილოდა კუნფუს ილეთს დამსგავსებოდა.
-რას იხლართები?-წარბაწეული ღიმილიანი სახით შეყურბდა დას.
-შენ გბაძავ დაო-გაეკრიჭა ნიას.
-კაცი ხო ვერაფერს გამოგაპარებს.სახლში ხარ და თვალები სკოლაში გაქვს-გასწორდა ლოგინზე ნია.
-მე თვალები იქ მაქვს,სადაც შენ ხარ იმიტომ, რომ მაგარი რაღაცეები ხდება.-ისევ გაეკტიჭა და ლოგინზე შეხტა.-დედა დაგთანხმდა?-იკითხა უცებ თაკომ.
-კი როგორც იქნა. თუმცა მეეჭვება ამ ხელით ხვალ ვიმუშაო -ხელზე დაიხედა საწყლად.
-არაუშავს სოფიც ხომ იქ იქნება არ გაგიჭირდება,თან ხელიც ხვალ უკეთ გექნება ისეთი ჯადოსნური ხელების წყალობით როგორიც დაჩის აქვს-წარბები შეათამაშა გოგონამ.
-გაეთრიე აქედან-სიცილით წიხლი უთავაზა და ლოგინიდან წამოაგდო.
-კარგი წავალ.დილით კი ნახე უკვე ტკივილს ვეღარ იგრძნობ-ენა გამოუყო დას და ოთახიდან გავიდა.
-ღმერთო შენ მიშველე-ისევ მტკივანი ხელი დაირტყა თავზე ოღონდ ამჯერად ჩუმად წამოიკვნესა -ჯანდაბა სულ მავიწყდება ეს ხელი.თუმცა არ ვნანობ ავიტან ამ ტკივილს სამაგიეროდ კარგად მოვარტყი.ნეტა ვის ელაპარაკებოდა?-ნიას ისევ ის მომენტი გაახსენდა. აზრზე ვერ მოდიოდა ვის შეიძლებოდა დათოსთვის ეს შეეკვეთა ან რა მიზეზით.ამ ფიქრებში წოწიალით ჩაეძინა ნიას.
-****
ნია და სალი გვერდი-გვერდ ისხდნენ კლასში და ცდილობდნენ გაკვეთილისთვის ყურადღებით მოესმინათ.ბიჭები სკოლაში დაგვიანებით მოვიდნენ.ამიტომ ვერც ნიამდა ვერც სალიმ ვერ დაინახეს.გაკვეთილის დამთავრებამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი.მასწავლებელმა გამჭირვალე მინის ყუთი ამოიღო სადაც კონვერტები იყო ჩაყრილი.
-რა ხდება?-გადაუჩურჩულა სალის.
-კონვერტებს ამოვიღებთ და ვისაც შეხვდება ცარიელი ფურცელი ის კლასში რჩება ვისაც არა ის შეიცვლის კლასს და გადავა ჩვენ პარალელში.
-ეს რა წესია.-კოპები შეკრა ნიამ.-იქნებ არ მინდა იქ გადასვლა.
-ყოველი სემესტრის ბოლოს ასე აკეთებენ.-სალის ლაპარაკი მასწავლებლის ხმამ შეაწყვეტინა.
-ყველა სათითაოდ მოდით და კონვერტი აირჩიეთ.ანალოგიური ხდება პარალელ კლასშიც ვისაც ციფრები შეგხვდებათ ცვლით ადგილებს მათთან და ანალოგიურად.-ყველამ სათითაოდ ამოიღეს ფურცლები. ნიამ ნელა გახსნა კონვერტი,რატომღაც სულ არ უნდოდა მათთამ გადასვლა.ცარიელი ფურცლის დანახვისას გულზე მოეშვა და სკამზე გადაწვა.
-არის მე ვრჩები.-ხელი გამარჯვების ნიშნად აწია.
-მეც-კმაყოფილად გაუღიმა სალიმ.-ნეტავ იქიდან ვინ გადმოვა-თვალი კარებისკენ გააპარა გოგონამ.
-მთავარია მე არ გადავალ მასთან-კმაყოფილად ჩაილაპარაკა.
-ვისაც ნომრები ამოგივიდათ ჩალაგეთ ნივთები და წამომყევით პარალელ კლასში.-მასწავლებელმა ბრძანება გასცა და წასასვლელად მოემზადა.ამასობაში ზარიც დაირეკა.წამსვლელებიც წავიდნენ. ნიამ თავი მაგიდაზე დადო ამოისუნთქა და თვალები მილულა.
-ნია ცოტახანი გავალ-გადაულაპარაკა სალიმ მაგიდაზე გართხმულს და კლასი დატოვა.ნეტარებაში ხელი უკან ვიღაცის მძიმედ დაჯდომამ შეუშალა.თვალები ჭყიტა და ის იყო უნდა ეყვირა.მიტრიალდა და საყვირლად პირი დააღო,თუმცა ვეღარაფერი თქვა.
-ვიცი ძალიან გაგიხარდა ჩემიი დანახვა.ემოციები არაა საჭირო-უკნიდან უღიმოდა დაჩი და ღიად დარჩენილი პირი ნიკაპის აწევით დაახურინა.
-გაუმარჯოს ნია-გვერდიდან ლუკას ხმა მოესმა, რომელიც ასევე გაბადრული სახით შეყურებდა.
-ტყუილად გამიხარდა ცარიელი ფურცელი-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნიამ.კლასში თაკო შემოიჭრა და ნიას წინ დადგა.
-იცი რა მოხდა?-გაბრაზებული დაეხეთქა სკამზე -ის სულელური კონვერტი ავირჩიე და პარალელში გადავდივარ.
-აქაც ეგ მოხდა ოღონდ მე არ გადავედი ესენი გადმოვიდნენ-თვალით უკან მჯდომებზე ანიშნა,რომელებიც მომღიმარი სახით შეყურებდნენ ჭირვეულ გოგონას.
-უიჰ!გამარჯობა ბიჭებო-გაუცინა უკან მსხდომთ.ლუკაზე მზერა ცოტა უფრო დიდიხანი გააჩრა.მანაც ხელი გამოუწოდა.
-გაგიმარჯოს მე ლუკა ვარ -მკვლელი ღიმილით უღიმოდა თაკოს.მანაც ჩამოართვა დაჰიპნოზებულივით ხელი და გაუღიმა.
-მე თაკო.ამ გიჟის და-თვალებით ნიაზე ანიშნა. ბიჭებს გაეცინათ მის ნათქვამზე ნიამ კი თვალები აატრიალა.
-აუ როგორ არ მინდოდა ცალ-ცალკე ვყოფილიყავით-ბიჭებთან ანცად მიიჭრა გოგონა და ყველას ყურადღება მიიპყრო.შემდეგ ნიას შეხედა.-შენ ნია ხარ? -გაუღიმა გოგონამ.
-დიახ-მანაც ღიმილითვე უპასუხა.ამ გოგონას მიმართ რატომღაც კარგად განეწყო. სასიამოვნო აურა მოდიოდა მისგან.
-სასიამოვნოა.ლუკამ მითხრა შენს შეახებ.-ლუკამ კმაყოფილად დააქნია თავი.-მიხარია, რომ გაგიცანი მე ხატია ვარ.-ხელი ჩამოართვა ნიას.-მათი მეგობარი და მისტერ სიმშვიდის შეყვარებული.-ნიამაც გაუცინა.თუმცა ვერ მიხვდა ვის გულისხმობდა ხატია.დაჩი კი მის სახეს აკვირდებოდა.
-ხატ.-ოთახში თავი ლევანმა შემოყო-გამარჯობა ნია-მისალმების შემდეგ ისევ მზერა მისთვის ყველაზე ძვირფასზე გადაიტანა.-მივდივარ წამოდი.-თვალებ გაბრწყინებული შეყურებდა გოგონას.ნიამ პირველად შენიშნა გაბრწინებული მზერა მის სახეზე.
-აი ჩემი მისტერ სიმშვიდეც -გაებადრა გოგონაც.ყურზე კულული გადაიწია და ნიას მოუბრუნდა.-იმედია ვიმეგობრებთ-ღიმილით უთხრა გოგონას,მანაც ტკივილნარევი თუმცა მაინც ღიმილით ჩამოართვა ხელი ისევ.ხატია კი ანცად გაემართა მომღიმარი ბიჭისკენ.მკლავ ქვეშ შეუძვრა და კმაყოფილი გავიდა ოთახიდან.ზარმაც არ დააყოვდა.ნიამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და წინ მიბრუნდა.
-მეც წავედი -წამოხტა თაკო.
-კიდევ შევხვდებით-ეშმაკურად მიაძახა ლუკამ.კლასი მოსწავლეებით აივსო.დაჩის მზერა კი მხოლოდ ნიას შეყურებდა და მის ტკივილს გრძნობდა.
-****
ერთ-ერთ ბარში დაჩი იჯდა და რამდენიმე ჭიქა სასმელი დალია.დღევანდელი კლასში მომხდარი ამბის შემდეგ ისედაც უხასიათოდ მყოფს სახლში მისულს,კიდევ მამამისმა დაუმატა.გაბრაზებული მანქანაში ჩაჯდა და პირდაპირ ბარისკენ აიღო გეზი.ამ ჭიქის დალევით მიხვდა,რომ მეტი აღარ უნდოდა.ბარიდან გამოსული მანქანას მიაშურა დაქოქა და გზამ თვითონ აჩვენა სად უნდა წასულიყო.
ნიას სახლის კარებთან იდგა მანქანაზე მიყრდნობი და ცდილობდა ტელეფონზე მისი ნომერი აეკრიფა.მისამართიც და ნომერიც იმ დღეს სამასწალებლოში ყოფნისას შემთხვევით ნიას პირად საქმეში ნახა,რომელიც სასწავლო ნაწილს ედო მაგიდაზე და რაღაც ბედით გადაშლილი იყო.მანაც რატომღაც მისი ნომერი ჩაიწერა.მანქანაზე მიყრდნობილი ელოდა,როდის უპასუხებდა ნია.
-გისმენთ -გაისმა გოგონას პასუხიც.
-შენს სახლთან ვარ შეგიძლია ჩამოხვიდე?-დაჩი მაღლა ფანჯრებისკენ აიხედა.
-დაჩი აქ რა გინდა?-ნიამაც არ დააყოვნა და ფანჯრიდან გადმოიხედა.
-არაფერი უბრალოდ მეგობართან მომინდა ლაპარაკი. -იცრუა ბიჭმა,რომელიც უკვე კმაყოფილი იყო მისი სახის დანახვით.
-მერე რაღა ჩემთან მოხვედი.წასულიყავი რომელიმე შენს მეგობართან-ჩასძახა ნიამ ტელეფონში,თან დაჩის უყურებდა ზემოდან კოპებშეკრული.
-კარგი მაშინ მე ამოვალ.-დაჩი ტელეფონის გათიშას აპირებდა,როცა ნიამ წამოიყვირა.
-კარგი კარგი დამელოდე ჩამოვალ.-ფანჯრიდან თავი შეყო,ტელეფონიც გათიშა და ორ წუთში კარებიდან გამოვიდა.დაჩის მის დანახვაზე სიცილი აუტყდა.ტანზე მიკიმაუსიანი პიჟამოები ეცვა ფეხზე კი დათუჩა თბილუნები. ზემოდან კი გრძელი ჟაკეტი მოეცვა. დაჩი სიცილს ვეღარ იკავებდა.
-თუ სიცილს მორჩი შევალ.-გაბრაზდა და შეტრიალებას აპირებდა თუმცა ხელი ჩაავლო დაჩიმ და გააჩერა.
-ძალიან საყვარელი ხარ მაგ პიჟამოებში- ჩაიცინა ისევ.-მანქანაში ჩაჯექი შეგცივდება-თან გაუღიმა. ნიაც რატომღაც მორჩილად დაჰყვა, მანქანას მეორე მხრიდან მოუარა და შიგნით ჩაჯდა. დაჩიც დაუბრუნდა მძღოლის ადგილს.
-სად მივდივართ?-შეშფოთება აღმოხდა ნიას, როცა მანქანის დაქოქვის ხმა გაიგონა.
-ნახავ,როცა მივალთ.-გაუღიმა გაკვირვებულ გოგონას და მანქანა ადგილს მოწყვიტა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე ვგიჟდები მე ამათზე რა საყვარლები არიან ჩემთვიიიიის.იმედია ჩვენი დაჩიკო დატკბება ცოტა.აი ნიაზე ვიცინე მგონი სული ძლივს ჩავითქვი.ძან მაგარი იყო
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი mariia

La-Na
ვაიმე ვგიჟდები მე ამათზე რა საყვარლები არიან ჩემთვიიიიის.იმედია ჩვენი დაჩიკო დატკბება ცოტა.აი ნიაზე ვიცინე მგონი სული ძლივს ჩავითქვი.ძან მაგარი იყო

მიხარია, რომ ასე მოგწონს ^^

 


№3  offline წევრი LoNdA DM

მომწონს მხოლოდ ის არ მომეწონა რომ მას ლევანის მიმართ რაღაც ინტერესი ჰქონდა

 


№4  offline აქტიური მკითხველი select

აუუ აან მაგრად მომწონს
ეს ოთხეული ძაან მაგრები არიაან რაა მისტერ სიმშვიდეა ნაღდად ლევანი
ცუდია ნიას გრძნობები რომ აქვს ლევანის მიმართ უ არ აქვს?
ცემის მომენტზე ვიხოხე იმდენი ვიცინე ბიჭების კომენტარებზე ხო საერთოდ ეს ლუკა რა ჩასაულაპიააა უუფფფ საყვარელია ძაან
წარმატებები და არ შეწყვიტოო

 


№5  offline წევრი mariia

LoNdA DM
მომწონს მხოლოდ ის არ მომეწონა რომ მას ლევანის მიმართ რაღაც ინტერესი ჰქონდა

select
აუუ აან მაგრად მომწონს
ეს ოთხეული ძაან მაგრები არიაან რაა მისტერ სიმშვიდეა ნაღდად ლევანი
ცუდია ნიას გრძნობები რომ აქვს ლევანის მიმართ უ არ აქვს?
ცემის მომენტზე ვიხოხე იმდენი ვიცინე ბიჭების კომენტარებზე ხო საერთოდ ეს ლუკა რა ჩასაულაპიააა უუფფფ საყვარელია ძაან
წარმატებები და არ შეწყვიტოო



ნუ ეგონაა რომ ქონდაა. მადლობა, რომ კითხულობთ და მოგწონთ <3

 


№6 სტუმარი Guest lena

dges dade ra. kargi gogo xar da dzalian momecona carmatebebi :*

 


№7  offline წევრი mariia

Guest lena
dges dade ra. kargi gogo xar da dzalian momecona carmatebebi :*

დღეში მხოლოდ ერთხელ მადებინებს სამწუხაროდ. დილით დავდებ შემდეგს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent