შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ სიცოცხლეში. (მეექვსე თავი)


8-11-2016, 19:31
ავტორი padackles
ნანახია 1 359

ანდრეი ალისიას მიუახლოვდა, ისე ახლოს რომ მის სუნთქვას ყელთან გრძნობდა.
ესმოდა რა ბაგა-ბუგი გაჰქონდა გულს მკერდში, თითქოს საგულეს მოსწყდა და აქეთ-იქით დაიწყო ხტუნვა. იგი გაურყევლად იდგა და გოგონას თმის სურნელს ყნოსავდა. ანდრეი როცა ალისიასკენ საკოცნელად დაიხარა ფაქიზმა გოგონამ ოდნავ ასწია თავი, სწორედ ამ დროს ანდრეიმ ლამაზ თვალებში გაკიაფებული ცრემლი შენიშნა. ალისიამ თავი მორიდებით ასწია მაღლა და თვალები ბიჭის უძირო თვალებს გაუსწორა. როცა შეხედა გოგონას წყლიან თვალებს ანდრეის გულში სინაზე შეერია და გული გაუფართოვდა.
-ნამდვილი ხარ? -ჩურჩულით წარმოსთქვა ბაგეებმა, მკლავზე ნაზად მოკიდა ხელი და სახე ნელ-ნელა ახლოს მიიტანა მასთან, თავი დახარა, თვალები დახუჭა და ანდრეის ტუჩები ნაზად შეეხო გოგონას ტუჩებს, სისხლმა სწრაფად იწყო ვენებში მოძრაობა, ვნება და გრძნობა არეული ბიჭი თავდავიწყებას მიეცა.
ალისია შეკრთა, ანდრეიმ იგრძნო მისი აღელვება, მთელი სინაზით ჰკოცნიდა, თითქოს ეშინოდა რაიმე არ დაეშავებინა მისთვის. ახლა ყველაფერი ნამდვილი იყო, არ იყო თამაში, არც აგრესია, მხოლო სინაზე და სითბო.
-მორჩა გადაღებულია -დაიძახა რეჟისორმა და კამერა გამორთო.
ანდრეიმ წელზე მოხვია ხელი და ფრთხილად მიიზიდა მისკენ. გოგონა ანდრეის სურვილს დაჰყვა, ხელი სახეზე ფრთხილად შეახო და ნაზად მოეფერა.
-გადაღებულია -კვლავ გაიმეორა ჯონმა, კამერა გამორთო და წყვილს ახლოს მიუახლოვდა.
-ანდრეი და ალისია სწრაფად დასცილდნენ ერთმანეთს.
-ნამდვილი ყოფილხარ -თქვა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა.
-ცხოველი -ხელი უხეშად მოისვა ტუჩებზე ალისიამ თითქოს სიბინძურის ჩამოწმენდას ლამობდა.
-კოცნა გესწავლა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ხეს ვკოცნიდი, რა საშინელება იყო.
-ხელები არ მახლო, გასწიე იქით.
-არც იოცნებო ჩემი შეხება.
-ვინ ხარ შენ? მარიონეტი. ვიღაცის მიერ დაწერილ სცენას თამაშობ და მერე მილიონობით გოგო გეთაყვანება. -ანგარიშმიუცემლად მიუგო ალისიამ.
-შენ ხომ მყავხარ ინგლისის დედოფალი? -ერთმანეთის შეურაწყოფას არ ეშვებოდნენ ისინი.
-მჟავე ლიმონი ხარ -თქვა ცრემლმორეულმა ალისიამ და ოთახიდან გავიდა.
-ეკუთვნის -ჩაილაპარაკა ანდრეიმ.
-ზედმეტი მოგდის ანდრეი -მასთან მივარდა ჯონი და ხელი ჩაავლო მაისურში. -მერე გარეთ გავიდა და ალისიასთან შევიდა მეორე ოთახში, უნდოდა დაემშვიდებინა, მაგრამ ის უკვე წასული დახვდა. განერვიულებულმა ჯონმა გიგას დაურეკა, ალისია როგორც კი მივიდოდა დაემშვიდებინა იგი.
ანდრეი ცალკე სკამზე ზის და ხელები თავში აქვს ჩარგული, ჯონს გახედა, ისევ დახარა თავი და შეუმჩნეველი ცრემლი გადმოუგორდა თვალებიდან, ყურადღების მიღმა დატოვა და შესაბამისად მისი მოწმენდაც არ უცდია.
-დამშვიდდა?- შეეკითხა ანდრეი მას შემდეგ რაც ოთახში დაბრუნდა.
-წასული დამხვდა.
-მე წავედი, -უთხრა ჯონს და მათკენ გაუხედავად დატოვა ოთახი.
-მოიცა ჯერ სად მიდიხარ? ჯერ კიდევ გასარკვევი გვაქვს რაღაც რაღაცეები -რეჟისორის ეს სიტყვები აღარ გაუგონია მას.
გარეთ გავიდა. მოღრუბლული ციდან წვიმას აპირებდა. ქუჩა გადაჭრა და ფეხით გაიარა, ფიქრებს მისცემოდა, გზად გოგონები შეხვდნენ, რომლებმაც თვალი ჩაუკრეს ანდრეის. გზა განაგრძო. ერთხანს გზაზე შეჩერდა. ხალხი აქეთ-იქით მიდი-მოდიოდნენ, ყველას თავისი გზა ჰქონდა, ზოგს სადღაც მიეჩქარებოდა, ზოგიც კიდევ სასეირნოდ იყო გამოსული, მაგრამ ამინდის გაუარესების გამო ნაბიჯებისთვის მოეჩქარებინათ. პალმის ხეები ორივე მხარეს არის ჩამწკრივებული, ქარი ოდნავ ძლიერად არხევდა ფოთლებს.
გარეთ ისევ სცრიდა. ცივი წვიმა ძვლებში ატანდა, სიცივიგან კანკალმა აიტანა და თავი მხრებში ჩარგო. თავს საზიზღრად გრძნობდა, შეეშინდა, საკუთარი თავის გაუკვირდა ასე უხეშად რომ მოექცა ქალს "და ამის შემდეგ ადამიანი გქვია შენ?" ირგვლივ მიმოიხედა, მიხვდა, რომ აღარ საუბრობდა გოგონებზე, მეტიც მათ ზედაც კი არ უყურებდა. ისევ განაგრძო გზა. მოღრუბული ციდან წვიმა წამოვიდა. თითქოს იგი ვერ გრძნობდა წვიმის წვეთებს, მიდის ფეხის აუჩქარებლად, მიდის პირდაპირ, გაუაზრებლად. ტელეფონის ხმა ისმის. დახედა. ბენი რეკავს. გაუთიშა. არავისთან საუბარი არ სურდა.
საღამო იყო, დრო ისე გავიდა ვერ გაიგო, მაგრამ სახლში წასვლას მაინც არ ჩქარობდა. წვიმის წვეთები კი განუწყვეტლივ სცრის, სცრის. ფოთლებზე აკვროდა პალმის ხეებს წვეთები.

***
"ღმერთო ჩემო ალისია, ხომ გთხოვე ყველაფრისთვის დაგენებებინა თავი და საქართველოში დავბრუნებულიყავით. რა მოხდებოდა თავისნება არ იყო." ბოლთას სცემდა ოთახში გიგა და ხან საავადმყოფოებში რეკავდა, ხან პოლიციაში. ოთახში გაჩერება ზედმეტი იყო. მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და კვლავ გარეთ გაიჭრა.

უკვე კარგად ჩამობნელებულიყო. ზამთარია და დღე შასაბამისად მოკლე არის ამიტომ ცხრა საათზე უკვე ძალიან ბნელა. ქუჩები ლამპიონებს გაენათებინა. ძალიან ძლიერად წვიმს. მშვენიერი იყო ყველაფერი, განათებული ქუჩები. ძლიერი წვიმა. ლამპიონებისა და ფერად-ფერადი ნათურების ფონზე მხოლოდ ერთი გოგონა იჯდა სკამზე, დიდ ლამაზ ბაღში სადაც ირგვლივ ყველაფერი სველი იყო, თავად გოგონაც, რომელიც სკამზე იჯდა და კვლავ სველედბოდა. იგი სველდებოდა მაგრამ ამას ყურადღების მიღმა ტოვებდა. ისეთი საყვარელი და დაუცველი ჩანდა იგი. მაისური მთლიანად მიწებებოდა სხეულს, რომელსაც უფრო ამაღლებულს და გამოკვეთილს ხდიდა. სველი თმები ბეჭებზე დაყროდა და სიცივეს აგრძნობინებდა. ხელები გულზე დაეკრიფა, თავი ძირს დაეხარა და მისი ლამაზი მწვანე თვალებიდან ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით ირეოდა წვიმაში. მისი ცრემლები ისევ სწყდება თვალებს, ძირს ეცემიან და მერე უკვალოდ იკარგებიან, სველ ქვის ფილებზე, ისე თითქოს არც არასდროს გაჩენილან ლამაზი გოგონას თვალებზე.
-ალისია -მოესმა განერვიულებული ხმა.
-შეენ? აქ როგორ მომაგენი?
-აქ დაგინახე და მოვედი, აქ რა გინდა? ვნერვიულობდი შენზე. წამო სახლში წავიდეთ, გაცივდები.
-არა გიგა არ მინდა. -სიცივისგან კანკალმა აიტანა და თავი მხრებში ჩარგო.
-რას ამბობ გოგო? რა მოგივიდა. შეხედე როგორ გცივა. -სწრაფად მოიხადა ქურთუკი მეგობარმა და სიცივისგან აძაგძაგებულ ალისიას მოაფარა, წამოდგომაში მოეხმარა, გვერდით ამოუდგა და გულთან მიხუტებული მანქანამდე მიიყვანა.

მხრებზე ხელი მოხვია და სიცივისგან სულ მთლიანად აკანკალებული გოგონა ოთახში აიყვანა და აგიზგიზებულ ბუხართან დასვა, მერე თბილი საბანი მოიტანა და ზურგზე მოაფარა. თმები გაუშალა და პირსახოცით მისი შეშრობა დაიწყო. ბუხარში შეშის ტკაცუნის ხმა ისმოდა.
გიგამ ჭიქაში ცოტა კონიაკი ჩამოასხა და მიაწოდა.
უარის ნიშნად თავი გააქნია. -ხომ იცი სასმელი არ მიყვარს.
-ახლა დალიე, დაგამშვიდებს. -დააძალა გიგამ, მაგრამ მას შემდეგ რაც მიხვდა რომ ვერაფერს გახდებოდა მაგიდაზე დააბრუნა ჭიქა და თავად მის გვერდით მოკალათდა, სახეზე ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია.
გიგამ ბუხარში შეშა შეუკეთა, მაგრამ არ გახდა საჭირო რადგან ალისიამ დაძინება გადაწყვიტა.
გიგამ ოთახი დატოვა და თავის ნომეში დაბრუნდა.
სიცივისგან ალისია ჯერ კიდევ კანკალებდა, საბანი მოიძრო და სავარძელზე გადაფინა, თავად ტანსაცმლის გახდა დაიწყო, სველი ტანსაცმელი საცვლებთან ერთად სააბაზანოში გადაფინა, ახალი მშრალი საღამური ჩაიცვა და თბილ საწოლში ჩაწვა.
-როგორი შეცდომა დავუშვი -ფიქრობდა იგი. -ბატონ ჯონს კარგი უნდოდა ჩემთვის, მაგრამ, მე ხომ ვიცოდი, მე ხომ ვიცოდი რომ არაფერი გამოვიდოდა, მე ისევ მე ვარ, ისევ ის საწყალი და მორცხვი გოგონა, როგორიც ვიყავი. მე ვარ სულელი, ასე ერთი ხელის მოსმით როგო გავეხვიე ამ შარში. ასე ვინ იქცევა, ალბათ ძალიან სულელი გოგონა, როგორიც მე ვარ. ანდრეი. ეს სახელი ხომ მრავალწერტილს იწვევს ჩემში. რა მეოცნებე ვარ, ძალიან მეოცნებე. მე სულელს კი ის შემიყვარდა, იქნებ მთაწმინდაზე, რომ არ შევხვედროდი არც არასდროს გადაკვეთილიყო ჩვენი გზები, იქნებ არც არასდროს მენახა. ალბათ თამარი ლექციაზე ზის ახლა და ვენატრები. ანდრეი. ანდრეი. ანდრეი. -იმეორებდა ალისიას ბაგეები. -რა გავაკეთე კარგი აქ ჩამოსვლით, ძალიან დავიმძიმე გული, ძალიან ვიტკინე გული. ალბათ, როგორ ვძულვარ ანდრეის, როგორ. მე კი როგორ მიყვარს ჩემზე 9 წლით უფროსი კაცი. ბავშვი ვგონივარ ალბათ, თუმცა ბავშვი ვარ. მაგრამ ბავშვივითაც, რომ არ მექცევა, ესეც ჩემი ბრალია, მე ვეჩხუბე თავიდან, მე წამოვიწყე ეს უაზრო კინკლაობა, მე. ჩემი ბრალია ყველაფერი" -ტუჩებზე მოისვა ხელი ალისიამ, სიმოვნებისგან ჟრუანტელმა დაუარა -მე ხომ პირველად ვაკოცე ბიჭს, თანაც ვაკოცე ანდრეი ლუჩენკოს, მან კი მითხრა, რომ საშინელება იყო ეს. ღმერთო როგორ მიყვარს. როგორ ვუთხრა ეს ყველაფერი გიგას. როგორ გაიგებს ამას, ან რას იფიქრებს ჩემზე. -ფიქრობდა ალისია და ამ ფიქრებში გართულს ღრმად ჩაეძინა.

დილა მშვენიერი გათენდა, გუშინდელი მოქუფრული ამინდი მზის სხივებს შეეცვალა. წვიმის კვალიც კი არსად სჩანდა, თითქოს ლოს-ანჯელესს წვიმის წვეთები რამდენიმე დღე არ სტუმრებიაო.
მშვიდად ეძინა ალისიას. ღიმილმაც გაჰკრა სახეზე, რეფლექსიაო ხალხი იტყოდა მაგრამ ვფიქრობ ლამაზ სიზმარს ხედავდა და ამიტომაც იყო ასეთი მშვიდი და ღიმილ გამკრთალი სახით. მხოლოდ ტელეფონის ზარმა დააკრთო მისი ძილი და გაბრაზებული და გაბრუებული ისე გადასწვდა კამოდზე ტელეფონს და ისე უპასუხა თავი ბალიშიდან არ აუწევია.
-ალისია-ჩაესმა ტელეფონს მიღმა. სწრაფად წამოჰყო თავი და საწოლზე წამოჯდა. აღარც ახალგამოღვიძებულზე დატოვებული ძილბურანი ჰქონდა და აღარც ძილის სურვილი. გულმა გამალებით დაუწყო ცემა როცა მშვიდი მაგრამ ბოხი ხმა ჩაესმა ყურში. გახშირებული სუნთქავდა და ანდრეის მშვიდ დაძახებას "ალისია, ალისია" განაბული უსმენდა.
-გისმენ ანდრეი. -უთხრა ბოლოს ძალა მოკრებილმა.
-ალისია შემაჩერე. ვერ ვხვდები რა მომდის. ალისია, რაღაც უცხოა და სხვა. შემაჩერე ალისია, შენ თუ არ შემაჩერებ მაშინ მე არასოდეს შევჩერდები რადგან მგონი შემიყვარდი.
-ოჰ ანდრეი. -აღმოხდა ალისიას და ლამის ტელეფონი გაუვარდა ხელიდან. გული გაუკენწლა სიტყვებმა. საუკუნედ იქცა წამები. აღქმა გაუჭიდა ანდრეის მიერ წარმოთქმული სიტყვების და მისი სიჩუმის. ალისია ელოდა, კვლავ ელოდა ანდრეი რამეს ეტყოდა, გულს უფრო დაუამებდა და მუხლებში ძალას წაართმევდა. ჰო თქვა ანდრეიმ, ისე თქვა არ დალოდებია ალისიას პასუხს და ეს მეტად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა გოგონასთვის.
-შენ რა დაიჯერე? -გადაიხარხარა ანდრეიმ ისე რომ სულს ძლივს ითქვამდა.
ალისიამ მწარედ იკბინა ტუჩზე და პირი მაგრად მომუწა რათა მისი სულიდან წამოსული ტკივილს ხმა არ გაეგონა ანდრეის.
რა უნდა ანდრეის. დილის შვიდ საათზე იმიტომ გაიღვიძა რომ დაეცინა მისთვის და დაემცირებინა?
-ასე მოგწონს ჩემი წვალება? -ძლივს ჰკითა ბოლოს ალისიამ.
-მომწონს? მომწონს არა, ამაზე ვგიჟდები.
-ყოჩაღ ანდრეი. -თავი ვეღარ შეიკავა და ასლუკუნდა. ცრემლები დაუგროვდა თვალებში, ლოყები დაუსველდა, ტელეფონი დაუსველდა.
-ტირიხარ? უბრალოდ გავიხუმრე. აი ხომ ხედავ სულელი ხარ რადგან ყველას ენდობი. ამიტომაც გტკივა გული. კარგი, კარგი დამვიდდი ასე (არ შეიძლება) -უნდოდა ეთქვა მაგრამ ალისიამ წითელ ღილაკს დააჭირა თითი და ტელეფონი საწოლზე მიაგდო.

-როგორ ხარ? -ოთახში გიგა შემოვიდა. -რამდენჯერ გითხარი კარები ჩაკეტე მეთქი.
ალისია ჯერ კიდევ საწოლში კედლისკენ გადაბრუნებული იწვა როცა გიგა შემოვიდა ოთახში. ადგომას არ ჩქარობდა.
გიგა პირდაპირ ფანჯარასთან მივიდა, ფარდები გადასწია და ალისიას საწოლზე ჩამოუჯდა და მისკენ გადმოაბრუნა. -შენ რა ტირი ხარ?
-არა, -ხელი მოისვა თვალებზე და თავი ძირს დახარა.
-მაშ, რა მოგივიდა? საქართველო გენატრება? ახლავე წავიდეთ.
-არა ეგ არაფერ შუაშია -საწოლზე წამოჯდა ალისია. -ვიცი ანდრეი ისეთი ცივი არ არის როგორადაც თავს მაჩვენებს.
-ალისია ისევ გაწყენინა რამე? გუშინ საღამოს შენთან იყო მოსული?
-მიყვარს -მხურვალე ცრემლი გადმოუგორდა თვალებიდან ალისიას.
-რაა? ალისია გაიმეორე რა თქვი -სახეში მოჰკიდა ხელი გიგამ და თვალებში ჩახედა.
-მიყვარს გიგა, ანდრეი მიყვარს. -იმეორებდა კვლავ და კვლავ, თვალებს კი ნაღვლიანად იწმენდდა.
-კარგი ჩემო ძვირფასო -გიგამ გულზე მიიკრა იგი, მერე ცრემლები მოსწმინდა, მისი ხელები ხელში დაიჭირა და უთხრა: -როგორ? როდის მოასწარი მისი შეყვარება? -და თავზე აკოცა.
ალისიას სახეზე ცრემლმა იწყო დინება. ემოცია ვეღარ დაიტია გულმა და გულამოსკვნილი აქვითინდა. მას ძალიან სჭიდებოდა ემოციებისგან დაცლა, სჭირდებოდა და გააკეთა კიდეც.
-ჩემო პატარა დაიკო, ის ხომ ყველას უყვარს, არ მინდა დაიტანჯო -კვლავ ჩაეხუტა გიგა. -ასეთი ლამაზი ხარ და უამრავი თაყვანისმცემელი გყავს.
-მთელ ქვეყანას რომ უყვარდე რა მნიშვნელობა აქვს, იმ ერთს თუ არ უყვარხარ მაინც.
-კარგი დამშვიდდი.
-არა უშავს უკვე შევეგუე. -დამშვიდდა იგი.
-კარგი გოგო ხარ. -თავზე ხელი გადაუსვა გიგამ. -კარგი ლამაზო, დღეს დაისვენე. თუ გინდა საერთოდ ნუ წახვალ გადაღებებზე.
-არა დღეს უკანასკნელად მივდივარ. ხვალ კი შეგვიძლია სახლში გავფრინდეთ.


-ჩემი ქურთუკი სად არის? -მშვიდად დაეძებდა კულისებში ანდრეი.
-ალბათ გამოსაცვლელ ოთახში დაგრჩა, მაგრამ მოიცადე -მისი შეჩერება სცადა ოპერატორმა მაგრამ ანდრეი შურდულივით გაიჭრა კარებში.
ჩვეული სიდინჯით შეაღო გამოსაცვლელი ოთახის კარები და ადგილზე შედგა.
-აქ რა გინდა? -ელვისებურად შემობრუნდა ალისია.
-უბრალოდ მოსალმება მინდოდა -გაეღიმა ანდრეის.
-რა უსირცხვილო ხარ, როგორ შემოდი დაუკითხავად? გვირაბში ხომ არ იზრდებოდი? -ფეხზე წამოდგა ალისია.
-ბევრს ტლიკინებ.
-იქნებ დაკაკუნება გეცადა. მაპატიე ეს არ უნდა მეთქვა, ეს ჟესტი ხომ კულტურის საკითხია, შენ როგორ გაკადრებ. იქნებ შიშველი ვარ და კოსტიუმს ვიზომებ, ბოდიში მაინც მოგეხადა.
-მოვიხდიდი ბევრს რომ არ ტლიკინებდე, თუმცა შიშველიც ძალიან ლამაზი იქნები-გაეღიმა ანდრეის.
-გადი ოთახიდან თავხედო.
-მაკოცე და წავალ -ეღტი ნაბიჯი გადადგა წინ და ლოყა მიუშვირა.
ალისია დაიბნა და გაწითლდა. -ასე თავხედურად არავინ მოქცევია მას და ამან შეაკრთო.
-მაპატიე, ცუდად არ გამიგო -თავი დახარა ანდრეიმ მიხვდა, რომ ცუდად გამოუვიდა.-მე უბრალოდ ქურთუკის ასაღებად შემოვედი.
-გადი-თქო. -მაისური ესროლა გაცოფებულმა. -საზიზღარო. იდიოტო. თავხედო -ქართულად მიაძახა და ნასროლი მაისური კედელზე ჩაცურდა.
-ვერ გავიგე? -თვალები შუბლზე მოექცა.
-გამგონი გაიგებს. -უთხრა და ყვირილით კიდევ ერთი მაისური გაუქანა.
-ვისწავლი მაგ ქართულს და მერე რასაც მეტყვი შეხედავ. -უთხრა და გაცოფებულმა კარი გაიჯახუნა. რამდენიმე წამი კარს მიღმა იცდიდა, კარები კვლავ შეაღო და მიაძახა -მახინჯო.
დაკეტილ კარს მიღმა გაჩერდა ისე რომ სახელურისთვის ხელი არ გაუშვია, იატაკს დააშტერდა და ალისიას დანახვაზე გამოწვეულ უცნაურ გრძნობას ჩაუფიქრდა, ტანი უცნაურად აუცახცახდა და ჩუმად ჩაილაპარაკა ისე თითქოს თავის ყურსაც არ უნდოდა გაეგონა -მგონი შემიყვარდი. -თავდახრილმა დერეფანი გაიარა და კვლავ იმ ოთახში დაბრუნდა სადაც ხმის ოპერატორი იყო და სულელივით იღრიჯებოდა.
-ველურია ეს გოგო -გაბრაზებული დაუბრუნდა თავის სავარძელს.
-რა მოხდა? დაგხვდა სიურპრიზი? -სიცილისგან ძლივს შეიკავა თავი ოპერატორმა.
-ოთახიდან გამომაგდო, -სიბრაზისგან სახე დაემანჭა ანდრეის -ბრაზი აქვს თვალებში, ბრაზი. სულ საჩხუბრად იწევს -გაცოფებული ქაქანებდა იგი.
-ეჰ ანდრეი, მგონი აღარ ხარ ხუმრობის ხასიათზე. შეიგნე, რომ ალისიას ისე ვერ მოექცევი, როგორც სხვა ქალებს.
-იუმორის დონე დაბალი აქვს და მასთან ხუმრობაც საშიშია რამე არ ჩაგარტას თავში. რაც შეეხება შენს მეორე ფრაზას ვინ გითხრა, რომ მასთან ისეთი ურთიერთობა მინდა, როგორც სხვებთან? არ მომწონს ეგ გოგო, უბრალოდ ვცდილობდი მეგობრული ურთიერთობა შემენარჩუნებინა. ბავშვთან რა საერთო უნდა მქონდეს.
-რა ვიცი, რა ვიცი - ეს სიტყვები მხოლოდ ანდრეის გასაბაზებლად წამოისროლა და მეტი არაფერი. -მოიცა ანდრეი, ასე თუ ვიმსჯელეთ არც ისე დიდი სხვაობა არ არის ცხრა წელი.


-გიგა ბილეთები ხომ არ დაგიჯავშნია ჯერ? მე კარგად ვარ, თუ არ გეწყინება ამ ერთი თვის ამოწურვამდე დავრჩეთ. -ღიმილით შეაპარა ალისიამ და ჭამა განაგრძო. -ხვალ წვეულებაა, ფილმის გადაღებას აღნიშნავებენ. ბატონ ჯონს რომ ვუთხარი ვერ მოვდივრთქო თითქოს იმედი გავუცუე, სახეზე დაეტყო წყენა. ვეღარ შევკადრე გაჯიუტება და დავთანხმდი. მაგრამ შენ თუ გინდა დაბრუნება აუცილებლად წავიდეთ. -სინამდვილეში ალისიას არ ემეტებოდა ანდრეის დატოვება. როცა სიყვარული კარებში შემოდის გონება ფანჯრიდან იპარება.
-დავრჩეთ -გაეცინა გიგას და წყალი მოსვა.
-მაშინ აქედან სავაჭრო ცენტრში გავიდეთ, რაღაცეები ვიყიდოთ ჩვენთვის. დღეს განსაკუთრებით სიმპატიური უნდა იყო.
-რატომ? -მე ასეც კარგად ვგრძნობ თავს. -სპორტიულ ტანისამოსზე დაიხედა გიგამ.
-ასე ჩაცმული ხომ ვერ წამოხვალ?
-სად წვეულებაზე? არც ვაპირებ.
-ჰმ?! -წარბები აზიდა ალისიამ და ჭამა შეწყვიტა.
***
მთელი ღამე ვერ მოისვენა ალისიამ, ფიქრობდა ყველაფერზე, მაგრამ ვერ გამოერკვა რა იყო მთავარი საფიქრალი.
საღამოს ადრე დაიწყო მომზადება. სარკეში ჩაიხედა, კმაყოფილებით მის ორეულს გაუღიმა, მერე კარადასთან მივიდა ღია ლურჯი მოკლე მკლავიანი მაისური გადაიცვა, რომელზეც მისი მოხდენილი ტანი ლამაზად ჰქონდა გამოკვეთილი, სადა ნაცრისფერი შარვალი ჩაიცვა, მასთან მუქი თაფლისფერი ფეხსაცმელები შეუხამა. მოდური ქურთუკი ჩაიცვა, საათი მოირგო და სახლიდან გავიდა.

ანდრეი ბართან იჯდა. უკვე ერთი საათია ჩაფიქრებული, ერთ ჭიქა სასმელს წრუპავდა. ჭიქას დაჰყურებდა და შორი ფიქრებით სხეული დაეტოვებინა. მხოლოდ შიგადაშიგ თუ გახედავდა ალისიას, რომელიც გიტარაზე მშვიდ და სასიამოვნო მუსიკას უკრავდა. ყველანი განაბულნი უსმენდნენ. დიდი ნიჭია გააჩერო წვეულება და საათობით ასმენინო შენი დაკვრა. ეს მოახერხა. არც მუსიკა უკრავდა, ხალხი აღარ ცეკვავდა, ირგვლივ შემოუსხდნენ ალისიას და საოცარი ჰანგებით ტკბობას განაგრძობდნენ. სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდათ ტანში მაშინ როცა სიმღერის ტექსტიდან ერთი სიტყვის გაგებაც კი არ შეეძლოთ. სიმღერა ჟღერდა ისე საოცრად, ჰაეროვნად და თბილად. ალისიას ხმა ატკბობდა მეგობრებს. ბარმენმაც კი შეწყვიტა ბოთლების ჰაერში ტრიალი და სტუმრებს ჩამოუჯდა გვერდით. მხოლოდ ანდრეის არ შეუცვლია ადგილი. ჭიქას დასცქეროდა და შორი ფიქრებისკენ წასულიყო. თითქოს არ აინტერესებდა გოგონა, რომელიც ყველას აინტერესებდა. გახედავდა და ღიმილიანი სახით თავს გააქნევდა.
ალისიას სიმღერა ჯერ არ დაესრულებინა რომ ანდრეი მიუახლოვდა. გიტარა გამოართვა და გვერდით მსხმომს მიაწოდა, ალისიას ხელი ჩაკიდა და მსმენელთა გუნდი გაარღვია.
-გაჩერდი ანდრეი, არ გინდა - ფეხზე წამოდგა და მისი შეჩერება სცადა ერთ-ერთმა მსახიობმა რომელიც იმავე ფილმში თამაშობდა. იგი დარწმუნებული იყო ისევ საშინელებას ეტყოდა ალისიას და კვლავ გულს მოუკლავდა.
ბატონმა ჯონმა მსახიობს თავი გაუქნია და ადგილზე დასვა. იგი არასოდეს დაუშვებდა რომ ანდრეი რამეს დაუშავებდა გოგონას.
ალისიას გული თრთოდა. წყინდა და ეშინოდა ანდრეის მორიგი სისულელე არ გაეკეთებინა და უფრო მეტად არ დაემსხვირა მისი გული.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ალისიას და ანდრეის კოცნის სცენა იყო ყველაზე საოცარი და თბილი... არ ვიცი რა ვთქვა ან რა უნდა მოხდეს შემდეგ მაგრამ კარგი ხარ ძალიან და წერა არ შეწყვიტო რა... ძალიან კარგად წერ...

 


№2  offline წევრი padackles

უცნობი ქ
ალისიას და ანდრეის კოცნის სცენა იყო ყველაზე საოცარი და თბილი... არ ვიცი რა ვთქვა ან რა უნდა მოხდეს შემდეგ მაგრამ კარგი ხარ ძალიან და წერა არ შეწყვიტო რა... ძალიან კარგად წერ...
gaixare madloba: *

 


№3 სტუმარი გვანცა))

ჩემი მჟავე ლიმონიაა ანნდრეა))როგორრმიყვარს ესს ბიჭი❤რა კარგი თავი იყო, სასიამოვნო წასაკითხი დაა რაც მთავარიაა მხიარული)) ვგიჟდები უკვე მეე ამ ისტორიაზე,ძან მაგარიაა....
კარგიაა რომ არ აგვიანებ დაა თან დიდ თავებს დებ❤მაგარი გოგო ხარ შენ..არ შეწყვიტო წერა...წარმატებებიი <3<3

 


№4  offline წევრი padackles

გვანცა))
ჩემი მჟავე ლიმონიაა ანნდრეა))როგორრმიყვარს ესს ბიჭი❤რა კარგი თავი იყო, სასიამოვნო წასაკითხი დაა რაც მთავარიაა მხიარული)) ვგიჟდები უკვე მეე ამ ისტორიაზე,ძან მაგარიაა....
კარგიაა რომ არ აგვიანებ დაა თან დიდ თავებს დებ❤მაგარი გოგო ხარ შენ..არ შეწყვიტო წერა...წარმატებებიი <3<3

Madlobaa gaixaree ))) :* :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent