პირადი მცველი [19]
მთელი დღე მოუსვენრად გაატარა,იქეთ-აქეთ ფაციფუცობდა მაგრამ ამ დროს ფიქრებით სულ სხვაგან იყო,ბედისწერის არასდრო არ სწამდა,რადგან ფიქრობდა რომ ადამიანი თავად ქმნის ბედისწერას,თუმცა ახლა ვერაფრით დაეკავშირებინა ეს ყველაფერი ცხოვრებასთან,ვერაფრით წარმოედგინა თუ ხდებოდა ასეთი დამთხვევები ცხოვრებაში,როგორ შეიძლება ადამიანს დაცილდე,ჩამოშორდე და მისგან ათიათასი კილომეტრით დაშორებული იყო,უცებ კი მისი სიახლოვისგან სუნთქვა შეგეკვრას,სულ აერია თავგზა ანდრეიც მიხვდა რაღაცას,მიხვდა რომ იმ მამაკაცმა ააფორიაქა ასე ძალიან ახალგაზრდა ქალი,თუმცა ჯერ არაფერს ეკითხებოდა,თავს იკავებდა ზედმეტი ყურადღებისგან,წვეულება რომ მოახლოვდა მხოლოდ მაშინ შეაკითხა ნომერში –მზად ხარ? ქალს მოჰკრა თვალი მისაღებიდან,ანათებდა ჭავჭავაძე –მოგწონს? ანასტასია დატრიალდა და მკრთალი ღიმილით გაიღიმა –როგორც ყოველთვის! გამართული ქართულით მიუგო მამაკაცმა და ხელი გამოსდო ქალს –ნატაშა სად არის? იქეთ–აქეთ იხედებოდა ქალი,თუმცა ბავშვს ვერსად ვერ მოჰკრა თვალი –ქვევით გველოდება ***** –მოდი მე შეგიკრავ დვალთან ახლოს მიიწია და ოდნავ წამოიწია ფეხის წვერებზე,რათა მამაკაცის ყელს მისწვდომოდა კაცს თვალებში არ შეუხედავს მისთვის,ეს არ გამოპარვია თაკოს –თავს მარიდებ? ირონიულად გაიღიმა ქალმა და მამაკაცი აათვალიერა –ბევრს ნუ ლაპარაკობ თაკო,მოემზადე –მზად ვარ ახლახანს შეამჩნია დვალმა რომ ქალი მართლაც მზად იყო,მოკლე კაბა ჩაუცვამს და ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი –ქვევით გელოდები უხეშად მიაძახა ქალს და კარი გაიხურა –კარგი საყვარელო კარებიდან მოესმა თაკოს ხმა,მერე ერთი წუთით გაჩერდა,თვალები დახუჭა და ანასტასიას სახე დაუდგა თვალწინ –ღმერთო ჩემო! რა ლამაზი იყო! თავისთის ჩაილაპარაკა,ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ლიფტის ღილაკს ფრთხილად მიაჭირა თითი ***** –Пожалуйста, посетите –Please –Vă rugăm să vizitați –S'il vous plaît visiter –por favor, visita რამოდენიმე ენაზე ესმოდა ეს სიტყვები,თვითონ ღიმილით მიდიოდა წინ და ყველას ესალმებოდა,განურჩევლად სქესისა,ასაკისა და წარმოშობისა,გვერდით პატარა ნატაშასთვის ჰქონდა ხელი ჩაკიდებული,უკან კი ანდრეი მოჰყვებოდათ –რამდენი ხალხია რუსულად ჩაილაპარაკა ანდრეიმ და შეათვალიერა იქაურობა ძალიან მდიდრული დარბაზი იყო,ფრანგულ სტილში გაწყობილი,ძალიან მაღალი ჭერით და მდიდრული იერით –სასმელს მოვიტან ანდრეი წინ წავიდა და ქალი და ბავშვი ადგილზე დარჩნენ ანასტასია ნატაშას ესაუბრებოდა,თან სახეზე ღიმილი გადაჰკვროდა,უცებ ამოღებულ ზურგზე შეხება რომ იგრძნო,ვიღაცამ ცივი ხელის თითები ჩამოუსვა ზურგზე,რომ შებრუნდა ნაცნობ სახეს მოჰრა თვალი,მთლად გაწითლდა,რაღაც უნდა ეთქვა თუმცა დვალმა არ დააცადა –ისევ ისეთი მორცხვი ხარ? სულ გადაეკეტა ჭკუა მამაკაცის ხმაზე,თან ბრაზდებოდა თან კი მის ხმას უსმენდა რომელიც ასე ძალიან ენატრებოდა –გამარჯობა მკვახედ გაუღიმა მამაკაცს დვალს ჩაეცინა,ახლოს მიიწია ქალთან და წელზე შეახო ხელი,მისკენ მიიზიდა,თუმცა ჭავჭავაძე მალევე მიხვდა მის ჩანაფიქრს –გაჩერდი,ბავშვია აქ! სხვა ვერაფერი მოიფიქრა მამაკაცის შესაჩერებლად! დვალი უცებ გაშეშდა,გაქვავდა,პატარა გოგონა რომ დაინახა სუნთქვა შეეკვრა უკან დაიხია და თვალები გაუშტერდა ბავშვზე –აი მეც მოვედი უცებ ანდრეის ხმა მოესმათ უკნიდან,ანდრეიმ მალევე შენიშნა დვალი და მიესალმა,დამიანე ისევ ისე იდგა,გაქვავებული –ჩემმა გოგონამ ხომარ მოიწყინა? ანდრეი ბავშვთან მივიდა და ხელში აიყვანა,დვალს ხელები აუკანკალდა და ეს აშკარად შეამჩნია ჭავჭავაძემ –აი სად ყოფილხარ,ძლივს მოგაგენი თაკო ამოუდგა ზურგიდან მამაკაცს,ხელები მოხვია და მერე გვერდით დაუდგა,გამომწვევი მზერით,დვალი დაიბნა,ვეღარ მიხვდა რა ეთქვა,რა გაეკეთებინა ან საერთოს სად წასულიყო,უცებ ანასტასიას სახე დაიჭირა,ირონიული ღიმილი გადაჰკვროდა ქალს სახეზე –რატომ გეღიმებათ? ვეღარ მოითმინა და შეეკითხა ჭავჭავაძე დაიბნა მამამაკაცის შეკითხვაზე –თქვენი არჩევანი მომეწონა! მოკლედ მოუჭრა ჭავჭავაძემ და თაკოს მიაპყრო მზერა თაკოს ესიამოვნა შექება,უფრო მიეკრო მამაკაცს ნატაშამ რაღაც ჩასჩურჩულა ყურში მამამისს,ანდრეი ანასტასიასთან მოიწია –ჩვენ რამოდენიმე წუთით დაგტოვებთ მამაკაცი ქალთან მიიწია და ლოყაზე აკოცა ჭავჭავაძეს გაუკვირდა ანდრეის საქციელი!თუმცა არ შეიმჩნია,პირიქით როცა იგრძნო დვალის სახე ანდრეის კოცნისას,თვითონაც გადაწყვიტა ემოქმედა –კარგი საყვარელო! მიაძახა მამაკაცს და ნატაშას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ანდრეი ჯერ არ წასულიყო,ანასტასიამ შენიშნა დვალის მუშტი,რომელიც ნელნელა იძვროდა ადგილიდან,მიხვდა რომ ანდრეისთვის უნდა დაერტყა დვალს –ერთი წუთით გავიდეთ? მკლავზე შეახო ხელი დვალს და თვალებში ჩახედა მამაკაცი ქალის შეხებისას დაწყნარდა,სახეც დაუმშვიდდა,ნაკვთებიც –რათქმაუნდა მოკლედ მიუგო ჭავჭავაძეს და უკან მიჰყვა,აივანზე გავიდნენ,ქალი შემობრუნდა და დვალმა მაშინვე შეამჩნია ქალის თვალებში ჩამდგარი ბრაზი –სულ გააფრინე? ჩემს ცხოვრებაში ვეღარ ჩაერევი,თავი დაანებე ანდრეის! თვითონაც არ იცის ეს რატომ თქვა,არც ის ესმის საკუთარ ცხოვრებაში ანდრეი რატომ გარია,მაშინ როდესაც მხოლოდ მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ამ მამაკაცთან დვალს ხმა არ ამოუღია,ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და მოაჯირთან ახლოს მიიწია,რამოდენიმე წუთით ასე იდგა,მერე ქალთან მიიწია,პირისპირ დაუდგა და თვალი–თვალში გაუყარა,ჭავჭავაძეს სუნთქვა შეეკვრა –შენი შვილია? ყველაფერს ელოდა ახლა,ყველანაირ კითხვას,ოღონდ არა ამას,სულ დაიბნა,თავიდან ვერაფერს მიხვდა –ის ანგელოზი,შენია? დვალი უფრო ახლოს მოდიოდა ქალთან და ქალიც უფრო უახლოვდებოდა მამაკაცის წყლიან თვალებს! –ნუთუ ამისთვის გამიმეტე? არ ჩერდებოდა დვალი,ჩუმად ამბობდა თითოეულ სიტყვას,საშინლად სევდიანი ხმით –ოღონდ ბავშვი არა ტასო! ოღონდ შვილი არა! ოღონდ ქალიშვილი არა! დვალს თვალები მთლად აუწყლიანდა და ხმაც აუკანკალდა,ახლა ერთ რამეს მიხვდა ქალი–არანაირად არ შეეძლო გაენადგურებინა კაცი,რომელიც სიგიჟემდე უყვარდა,არ შეეძლო მოეკლა ცოცხალი ადამიანი!არ შეეძლო ამისთვის გაემეტებინა დვალი! ვერ გადაიტანდა! ვერ გადაიტანდა რომ სცოდნოდა ჭავჭავაძეს შვილი ჰყავდა! ამხელა ტკივილს ვერ გაუძლებდა! ვერ გაუმკლავდებოდა! –არ არის ჩემი! დვალმა თავი აწია და თვალები გაუნათდა,მთელი სახე,მთელი სხეული გაუნათდა უცებ! –მართლა? აკანკალებული ხმით ჰკითხა –ჰო,მართლა ჩუმად უთხრა ქალმა და უკან დაიწია,ვეღარ გაუძლო მამაკაცის სიახლოვეს –ვხედავ არც შენ კარგავ დროს,კარგი არჩევანია თაკოზე მიანიშნა ქალმა,დვალს ჩაეღიმა –მე ცხოვრებაში ერთადერთი არჩევანი გავაკეთე,შენ რომ აგირჩიე –უფ,კარგი რა! დვალი ცოტა ხანს დუმდა,მერე ისევ ამოიღო ხმა –შენ რა,ცოლშვილიან კაცთან გაქვს ურთიერთობა? არ წყვეტდა ამ ქალის წამებას დვალი! ანასტასიას გაეცინა,გაუკვირდა–როგორ შეეძლო ეს ეფიქრა დვალს –ხო მოკლედ მოუჭრა –არ გაქვს! ღმერთო ჩემო!სულ გააგიჟებს ეს კაცი! ჯერ ეკითხება,მერე კიდევ ჯიუტად უმტკიცებს მატყუებო! –არ გაქვს! კიდევ ერთხელ გაიმეორა დვალმა ანასტასიამ ჯიქურად შეხედა –ზეპირად გიცნობ! არასდროს გააკეთებ ამას! ღიმილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და სივრცეს მიაშტერდა –ზეპირად მიცნობდი! ახლა აღარ! –როგორ არა! –არა! –დრო არაფერს ცვლის ტასო! ერთმანეთისთის არ შეუხედავთ ისე საუბრობდნენ –დრო ყველაფერს ცვლის! –ტყუილია! მე ვერ მომერია,ვერ შემცვალა ქალმა გახედა –მხოლოდ უშენობას მიმაჩვია დრომ! უშენობაში ცხოვრებას,თუ ამას ცხოვრება ჰქვია! –გაჩერდი –აღარ გაგიშვებ! –გა–ჩე–რდი! სწორედ ამის ეშინოდა ქალს ყველაზე მეტად! მამაკაცი ახლოს მიიწია მასთან –მე შენ ახლა ისე მჭირდები,ისე მინდიხარ,როგორც არასდროს! აღარსად გაგიშვებ ტასო,დაიმახსოვრე! ფრთხილად მიიწია ქალისკენ,ყელთან მხურვალე კოცნა დაუტოვა და მერე ხალხში შეერია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.