ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 13
9 საათისათვის მე და გიორგი წავედით ამირანში, იქ ლუკა და ანი გველოდებოდნენ. - ბავშვებო თქვენთვის რაღაც მაქვს. - ჩვენც მარიამ. ერთმანეთს გადავეცით საჩუქრები. - საათი და საფულე არაჩვეულებრივია გოგონებო. - მეც მომეწონა ლუკა, თან ხომ იცი ჩემი საფულე დამეკარგა თანაც ძველი იყო და ამით შევცვლი. - მადლობა ანი ძალიან მომწონს ეგ წიგნი ზუზაკმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. - დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას იტყოდი. - თუ წაიკითხავ შენც მოგეწონება ლუკაჩო. - არა იყოს... შენ ხომ წაიკითხე ესეც ყველას გვეყოფა. - " ელიფ შაფაქის - სიყვარულის 40 წესი", როგორი წიგნია? - მაგარი არის ანი ძალიან მოგეწონება, მადლობა გიორგი. - მიხარია თუ მოგეწონა ხო ისედა დილით, რატომ არ მომეცი ჩემი საჩუქარი? - დამავიწყდა. - გასაგებია. ჩავუჯექით ჩვენებურად ვსვამდით ვცეკვავდით და დროს კარგად ვატარებდით, 11 საათისათვის დავიშალეთ და სახლებისაკენ წამოვედით, გიორგიმ გადაწყვიტა ჩემი გაცილება ასე, რომ ერთად ჩავჯექით ტაქსში და ჩემი მშობლების სახლისაკენ წავედით. - მისმინე მარ დღეს... - გიორგი იცი ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერი ვარ. - მეც ბედნიერი ვარ, ჩემთან ერთად როცა ხარ. უბრალოდ თვალს ვერ გაშორებ, ძალიან ლამაზი ხარ. - მადლობა, კომპლიმენტისთვის, შენც ელეგანტურად გამოიყურები. - ვეცადე მაქსიმალურად შენთვის გავიპრანჭე. - და მეც მომეწონე 10 ქულას გიწერ. - და ჩემი ჯილდო რა არის? - ჯილდო? გულახდილად, რომ გითხრა არც მიფიქრია იცი. - კარგი მაშინ გაკოცებ და ეს იქნება ჩემი საჩუქარიც. - მაგრამ მე არ გაძლევ კოცნის უფლებას. - და მაინც გაკოცებ იმიტომ, რომ გული მიგრძნობს ეს შენც გინდა. - ნუთუ, როდის მერე ხვდები მე რა მინდა და რა არა. - გაჩუმდი და გამიღიმე შენს ღიმილზე ვაფრენ. - მეც, ძალიან ლამაზი ღიმილი გაქვს. - შეიძლება, მაგრამ შენსას მაინც ვერ ჯობია. - ალბათ, კარგი გვიანია და შევალ სახლში ხო. - კარგი, დამდეგ ახალ წელს გილოცავ მშვენიერო. - მეც გილოცავ გიორგი, ყოველივე კარგს გისურვებ. - იმედი მაქვს, მომდევნო წელს ერთად შევხვდებით. - ვნახოთ მანამდე დრო გვაქვს. მომიახლოვდა გულში ჩამიკრა და ნაზად მეამბორა ლოყაზე. - კარგად მარიამ ხვალ გნახავ. - კარგი, ხვალამდე გიორგი. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლში შევედი, შემებს საჩუქრები დავურიგე და მათგანაც მივიღე საჩუქრები. - კარგით რა, რატომ შეწუხდით. - რა შეწუხებაა შვილო, არ ვიცოდით გქონდა თუ არა ასე, რომ იმედია მოგეწონება. - დიდი მადლობა მართლა ძალიან მომეწონა. - მისმინე ბებო, მე შენთვის განსაკუთრებული საჩუქარი მაქვს. ამ ყელსაბამს ჩემი ბებო ატარებდა, მისგან გამიგია, რომ უძველესია, შეიძლება საგვარეულოც ვუწოდოთ. ძალიან მინდა, რომ შენ გაჩუქო, მართალია ძველია, მაგრამ მშვენიერია. - მადლობა ბებო ძალიან ლამაზია. - შენ გენაცვალოს ბებო, ჩემო ლამაზო და მშვენიერო. - ჩემო მშვენიერო ქალბატონებო, მაგიდას აღარ მივუჯდეთ, სულ რაღაც 10 წუთში ახალი წელი შემოაღებს კარს. - მართლაც გურამ წავედით. ყველანი ზალაში გავედით ნინოს მიერ გაწყობილი სუფრა დაგვხვდა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს სუფრას ჩიტის რძეც კი არ აკლდა. ყველანი დავჯექით კუთვნილ ადგილებზე და უკუთვლა დავიწყეთ. ათი, ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი... - იმედია ჩვენი პატარა, ჩვენთან იქნება სულ. გაიღიმა და გურამს გახედა ნინომ. ხუთი, ოთხი, სამი, ორი ... - იმედია, ჩემი ყველა სურვილი ამისრულდება, ოჯახით დაწყებული, სიყვარულით დამთავრებული. ერთი... გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ... გურამმა, როგორც ოჯახის უფროსმა შამპანიურით სავსე ჭიქა ასწია და საუბარი წამოიწყო. - გილოცავთ ჩემო მშვენიერო ქალბატონებო ახალ წელს, გისურვებთ ყოველივე კარგს. იმედია ეს წელიწადი ყველასთვის იქნება ბარაქიანი და ბედნიერი. ყველამ შევსვით სასმისი ერთმანეთს გადავეხვიეთ და შევუდექით დროს ტარებას, რამოდენიმე საათის შემდეგ სუფრა ავალაგეთ და დასაძინებლად ჩვენს ოთახებში გავედით. მე, როგორც ყოველთვის ნიას საძინებელს მივაშურე პიჟამო ჩავიცვი და დასაძინებლად წამოვწექი. ვცდილობდი დაძინებას, მაგრამ უშედეგოდ ფიქრები არ მასვენებდა, თავს უცნაურად ვგრძნობდი. ამ სახლში ადრეც ვყოფილვარ, დავრჩენილვარ, მაგრამ დღეს რაღაც განსხვავებულს ვგრძნობდი, ბედნიერი ვიყავი ჩემი ოჯახის გვერდით. არც კი მახსოვს როდის ჩამეძინა. დილით მზის სხივებმა გამაღვიძა, ტელეფონს დავხედე 7 საათი სრულდებოდა, ოთახი კიდევ ერთხელ მოვათვალიერე. ამ საძინებლის თითოეული კუთხე და კუნჭული შესწავლილი მქონდა. ყველა ფოტო, სათამაშო, სამოსელი, წიგნებიც კი რომლებსაც თითქმის არ მიკარებია არავინ 17 წელიწადი. კიდევ ერთხელ მივუახლოვდი წიგნების თაროს და თვალი გადავავლე თითოეულ წიგნს, უეცრად თვალი მომჭრა ერთ-ერთმა წიგნმა გადმოვიღე და დიდი ინტერესით შევათვალიერე. ჩემი ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ სინამდვილეში ჩემი წიგნი სულ სხვა რამ აღმოჩნდა.მე ხელთ მქონდა ნიას დღიური. გამიხარდა იმის გაგება, რომ ისიც დღიურს აწარმოებდა ჩემსავით. მთელი არსებით მსურდა დღიურის წაკითხვა, მაგრამ ასევე მეშინოდა იმის რასაც მასში აღმოვაჩენდი და თან სირცხვილის გრძნობა მიჩნდებოდა. სხვისი დღიურის კითხვა ეს იგივეა ხელები აფათურო მის ცხოვრებაში, სულში. ამიტომ ვცდილობდი თავის შეკავებას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე დღიურის წაკითხვა. ფრთხილად გადავშალე დღიური და თვალი მოვკარი ნიას ფოტოს.ის ალბათ 14-15 წლის იქნებოდა, ამ ფოტოზე დაბლა კი ლამაზად წაეწერათ, რამოდენიმე სიტყვა. უბეწდნიერესი დღე ჩემი 15 წლის იუბილე. კარზე კაკუნმა მაიძულა დღიურის დახურვა. ნიას დღიური ჩემს ჩანთაში ჩავაგდე და ნინოს კარი გავუღე. - დილამშვიდობისა, როგორ გეძინა შვილო? - არაჩვეულებრივად თქვენ, როგორ გეძინათ? - ჩვენც ნორმალურად. უბრალოდ ნიაზე ვფიქრობდი, ძალიან მომენატრა აქ, რომ ყოფილიყო უბედნიერესი ვიქნებოდი. საწოლზე ჩამოჯდა და ცხვირსახოცით ცრემლები მოიწმინდა, მაგრამ მალევე ისევ ცრემლები წასკდა, ნაზად მოვეხვიე და ასე გულში ჩაკრულს დავუწყე საუბარი. - დამშვიდდით ქალბატონო ნინო, ვიცი თქვენს შვილს ვერასოდეს ვერ შევცვლი, მაგრამ მე ხომ აქ ვარ თქვენთან .მეც ხომ თქვენი შვილი ვარ ვიცი, რომ ნია გენატრებათ, მაგრამ ის ხომ ჩვენთანაა, ჩვენს გვერდით. უბრალოდ ჩვენ მას ვერ ვხედავთ. მე კი ძალიან მჭირდება, რომ გაღიმებული გიხილოთ. თქვენ ხომ ჩემი ოჯახი ხართ. ვიცი ძალიან ბევრს ვითხოვ, მაგრამ ახლა ისე როგორც არასდროს. ორივე მშობლები მჭირდება დედაც და მამაც. ასე, რომ ჩემო მშვენიერო დედიკო მოდი ცრემლები მოვიწმინდოთ და დაბლა ჩავიდეთ ჩვენებთან. - კარგი, როგორც შენ იტყვი შვილო, გინდა დაგეხმარო? - რატომაც არა, ერთად დავალაგეთ საძინებელი, ტანზე გამოვიცვალე და სარკის წინ ჩამოვჯექი, ნინოც მომიახლოვდა. - მოდი თმების ჩამოვარცხნაში მოგეხმარები. სავარცხალი აიღო და ნელ-ნელა დამიწყო თმების ჩამოვარცხნა. ცოტა ხანში კი კვლავ ატირდა. - ხომ გთხოვე, რომ არ გეტირა დედიკო. - ეს სიხარულის ცრემლებია შვილო, შენ მე დედას მიწოდებ ეს კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. - შენ კიდევ ღვიძლი შვილივით მიმიღე და ესეც ბევრს ნიშნავს ჩემთვის. კიდევ ერთხელ ერთმანეთს გადავეხვიეთ და საძინებლიდან გავედით. სამზარეულოში ციალა ბებო ფუსფუსებდა, გურამი კი მას დილის სიახლეებს უზიარებდა, ჩვენ დანახვაზე გაჩერდა მოგვესალმა და გაიღიმა, სუფრას მივუჯექით, მივირთვით და ვისაუბრეთ ცოტა ხნის შემდეგ სახლისაკენ წამოვედი. ესეც მომდევნო თავი იმედია მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.