შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ სიცოცხლეში (მეშვიდე თავი)


9-11-2016, 12:46
ავტორი padackles
ნანახია 1 338

-რას აკეთებ, გაგიჟდი? -ხელი გაინთავისუფლა და მტკივან მაჯაზე მოისვა.
გარეთ საკმაოდ სციოდა. განათებულ ქუჩებში ფეხით მომავლი ხალხი დადიოდა, მანქანები ზოგჯერ სიგნალით იკლებდნენ იქაურობას. ყველა თავისთვის იყო, რობოტებივით მომართულნი დადიოდნენ, მხოლოდ ანდრეი და ალისია კამათობდა რესტორნის კარებთან.
-გატკინე? -აღელდა ანდრეი და ხელი შეაშველა. -ვწუხვარ.
-შემეშვი. მთვრალი ხარ.
-მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე. -ანდრეიმ ქურთუკი გაიხადა და მოშიშვლებულ მხრებზე მოაფარა. -შენი დაცვა სად არის?
-ჩემს მეგობარს გულისხმობ.
ალისია შეუდარებლად გამოიყურებოდა. გრძელი დეკოლტე კაბა ეცვა, თეთრი დაბალი ფეხსაცმელები და თმები მაღლა აეწია. სადა მაკიაჟი და ლამაზი გოგონა.
-მომისმინე გოგო. -კარგი ალისია, მისმინე -ცოტათი დამშვიდებულმა უთხრა ანდრეიმ. -რატომ ვერ ხვდები ვერაფერს? იქნებ საქციელი იმაზე მეტს აკეთებს ვიდრე სიტყვები?
ალისია მიხვდა საით მიჰყავდა ანდრეის საუბარი და შეკრთა.
-შენი საქციელი და სიტყვები ერთს ამბობენ, იმას რომ ჩემი დანახვა ძალიან არ გსიამოვნებს. -და გადაწყვიტა თავს დასხმოდა.
-იქნებ თვალები მეტს გეუბნება ვიდრე ტუჩები?
-შენი თვალებიც, საქციელიც და სიტყვებიც, ერთიც გულს მტკენს, მეორეც და მესამეც.
-მისმინე-მეთქი, ძნელია გაიგო უშენოდ როგორი მარტო ვარ. ვერ ვიძინებ თავში ვიღაცა უზარმაზარ ჩაქუჩს მირტყამს და თან ალისიაო გაიძახის. ამიტომ მომისმინე თორემ წინადადებას ვერ დავასრულებ, არაფერი არ იცი ჩემზე.
-ხო არ ვიცი და არც მაქვს სურვილი ვიცოდე, ის კი ვიცი, რომ თავიდანვე შეურაწყოფის მოყენებით დაიწყე ურთიერთობა, ერთი საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი ხარ, შენს თავზე შეყვარებული. მხოლოდ შენს თავზე ზრუნავ და თუ ვინმეს სტკენ გულს ამაზე ოდნავაც კი არ ფიქრობ, საზიზღარო.
-მიყვარხარ -სიტყვა შეაწყვეტინა ანდრეიმ და ეს მეტად საბედისწერო სიტყვები ბოლო ხმაზე იყვირა.
-რაა? -ენა დაება ალისიას. -სად არის კამერები, ახლა საჯაროდ მამასხარავებ უკვე? -ისტერიულად იცინოდა, თითქმის ისტერიკამდე მივიდა. იცინოდა, იცინოდა და კვლავ იცინოდა როგორმე ცრემლბი რომ დაემალა.
-მშვენიერი ხარ. -ერთი ნაბიჯი გადადგა ალისიასკენ. - შენი ლამაზი თვალებიც შემხვედრიან მგონი სადღაც წარსულში. ძალიან შუქმფენი სილამაზე გაქვს, თანაც ისეთი თვალებხატულა ხარ რომ ასეთ სილამაზეს ზღაპრული ფუნჯითაც ვერ დავხატავდი. რომ შემოგხედე გავიფიქრე ლამაზია როგორც შობის დილაა მეთქი. შენი სილამაზე ეს ისეთი აშკარაა. მეტიც ახლა თუ რამეს ვისურვებდი მხოლოდ იმას რაც იაკობმა შესთხოვა უფალს რომ მთვარე გაეჩერებინა და დღევანდელი ეს საღამო შენი სილამაზის ამ წამის მარადისობად ქცეულიყო. მართლაც ძალიან ნათელი წყვდიად შემანგრეველი მომნუსხველი სილამაზე გაქვს, თანაც მეშინია მეტაფორების ზღვაში არ ჩავიძირო. მიყვარხარ, ჰო ასეთი გრძნობა არავის მიმართ არ მქონია, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ გულს მაინც ყოველ წამს გტკენდი. შემეშინდა ამ გრძნობის რადგან ეს არასოდეს გამნიცდია. შემეშინდა გამხელის რადგან შენ ჩემზე ცხრა წლით ხარ უმცროსი. არ ვიცოდი ეს შენთვის რას ნიშნავდა. სიმართლე გითხრა ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, ახლა დარწმუნებული ვარ ჩემს სიტყვებში. ისიც კი არ ვიცი გიყვარვარ თუ არა, მაპატიებ თუ არა გულის ტკენას რაც ამ დღეებში მოგაყენე. ალბათ გძულვარ კიდეც. მე, მე ჩემთვის ვცდილობდი დამეცავი, მაგრამ პირიქით გულს გტკენდი, მეგობარმა მიმახვედრა, თვალები ამიხილა, ის გრძნობა რაც მქონდა სიყვარული იყო, არ მინდა და...... (დაგკარგო)
-საიდან იცი რომ ეს სიყვარულია?
-ვგრძნობ.
-რას.
-თუ როგორ დარბის მუცელში ერთდროულად უამრავი ცხენი და როგორ აწვებიან გულს. მგონი ეს ის არის, რას ეძახით გოგონები? პეპლები დაფარფატებენ მუცელშიო. ჰო, ჰო სწორედ ასეა ეს პეპლები გულს უღიტინებენ.
-ეს ნორეპინეფრინია, რომელიც კუჭის ვაზოკონსტრიქციას იწვევს.
-რაა?
-ბევრს ვკითხულობ. ან წინა ცხოვრებაში ექიმი ვიყავი, ან მეცნიერი, ან მედიცინის დოქტორი. კარგი დაივიწყე. ჩვენ ხომ ჯერ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს.
-ჩშ! არაფერი თქვა. მომისმინე და შემდეგ გადაწყვიტე. შემიყვარდი და უბრალოდ მენდე. მენდე და შემიყვარე. ჩემს გამოწვდილ ხელს მცირედით მაინც შეახე ხელი და გპირდები მთელი ცხოვრება მაგრად მექნება ჩაჭიდებული. უბრალოდ მენდე, გესმის? მენდე. ჩშ! -სულ უფრო მეტად უახლოვდებოდა ანდრეი ალისიას. -არაფერი თქვა, მხოლოდ ჩემს გულს მოუსმინე, ყური უგდე როგორ ძგერს. ჩემს სხეულში შენი ამოსუნთქვით ვიარსებებ. ბალანსი იქნება ჩვენს შორის. მე-შენით, შენ-ჩემით, ცალ-ცალკე ბალანსი ირღვევა, უშენოდ ყველაფერი შავი და უფერული გახდება. ბალანსი შენსკენ გადაიხრება და ჩემსკენ მიწას დაკრული იმედები დარჩება, რომელიც შენი გაღიმების მოლოდინში იქნება, შენ კიდევ ცისკენ მიმართული ჩემი ოცნება იქნები.
-ახლა ჩემი ტვინი ფენილეთილამინს გამოჰყოფს.
-ავად ხარ?
-არა -იცინის და ხელებს სასაცილოდ აქნევს -ანუ როცა ადამიანი შეყვარებულია ფენილეთილამინს გამოჰყოფს.
-შეგიძლია მეცნიერული ტერმინებით საუბარს თავი დაანებო და ადამიანურ ენაზე მელაპარაკო? რაა? მოიცა. ანუ გიყვარვარ? ამის თქმა გინდა მაგ შენი ჰემინეთილების წყალობით, რომ გიყვარვარ.
-ფენილეთილამინი და ჰო მეც მიყვარხარ -თავი დახარა ალისიამ და ცრემლით დაენამა თვალები.
-შენი ტუჩების გემო ყველაზე კარგია ჩემს ცხოვრებაში.
-ისე, რომ იცოდე ეს ჩემი პირველი კოცნა იყო.
-მოიცა რაა? დამცინი? ოცდაერთი წლის გოგოს ბიჭისთვის არასოდეს გიკოცნია? -აშკარა გაოცება დაეხატა სახეზე ანდრეის და სიცილი აუტყდა. -მოიცა მართლა? -სერიოზულად შეხედა ანდრეიმ მას შემდეგ რაც ალისიას სახეზე წარბიც არ შეტოკებია.
-ნამდვილი ანგელოზი ხარ -ორივე ხელი მოხვია წელზე და ჩაეხუტა. ალისიაც ჩაეხუტა თუმცა უხერხულობის გასაფანტად მალევე გაცლა ამოჯობინა. ანდრეის კვლავ მის წელზე ჰქონდა ხელები და აზრადაც არ მოსვლია თავში, ხელი გაეშვა. ალისიას გული გამალებთ უცემდა, ტანში აჟრჟოლებდა. წამი საუკუნედ გადაექცა თავი მკერდზე დაადო და ხელები ზურგზე მოხვია. ანდრეიმ ალისიას თმები თითებში ახლართა და კისერში აკოცა. -ჟასმინის სურნელი გაქვს.
-მოგწონს?
-ძალიან.
სწორედ ეს დღე და წამი იყო როცა მიხვდნენ, რომ არც ერთი წამის გატარება არ უნდოდათ ერთმანეთის გარეშე.
-მთელი ცხოვრება გეძებ. არ მინდა შემეშალო სხვაში. -როცა იპოვი რთულია უთხრა შენ ჩემი ხარ და არსად გაგიშვებ. გერიდება, რადგან ახალი ხარ მის ცხოვრებაში და თითოეულ სიტყვას წონი, დამაბნეველი არ იყო მისთვის.
-ის ვარ ვისაც ეძებდი. -ყურებამდე გაღიმებული იდგა ანდრეი.
-არ გეშინია ძილში რომ ვლაპარაკობ? -თქვა და თავადაც გაეცინა ამ სულელურ ნათქვამზე.
-არაუშავს სამაგიეროდ მე ძილში დავდივარ.
-მართლა? -დაიჯერა ალისიამ.
-მგონი გავგიჟდი.
-ცოტა ვერ ვართ ყველანი. ამ სამყაროში ცოტა თუ ვერ ხარ ადვილია გაძლო.
-მაპატიე, რომ მეშინოდა ამ გრძნობის. -უთხრა ანდრეიმ და ძლიერად მოეხვია.
-მიყვარხარ, მიყვარხარ. მინდა ის ადამიანი ვიყო ვისაც გაჭირვების დროს გაიხსენებ, ჩემს თვალებში სარკეს ხედავდე რომელშიც მხოლოდ ჩემი თავი გამოჩნდება.
ალისიას ქურთუკი ჩამოსძვრა ცალ მხარეს. ანდრეიმ შიშველ მკლავზე ხელი ჩამოუსვა, გოგონას ტანი დაეხორკლა. ანდრეის გაეღიმა, ხელი დაბლა დასწია და ალისიას ჩაკიდა ხელი.
ვერ გრძნობდა ძირს მიწას, ირგვლივ სამყაროს. ყველგან მდუმარება სუფევდა, ვერავის აღიქვამდა ანდრეის გარდა. ჟრუალტელი უვლიდა ტანში, ბედნიერებით აღვსილი იღიმოდა, მუხლები უკანკალებდა. გრძნობა მორეული თავს ვერ იკავედბა სადაცა იყო წაიქცეოდა, წელზე მოხვია ანდრეის ხელი და მიეხუტა, თავი მკედზე მიადო და გაინაბა. თავი დაცულად იგრძნო. დიახ სწორედ ის არის რასაც ამდენი ხანი ელოდა ალისიას გული, სული და სხეული. ის არის ვისზეც ოცნებოდა, ვისაც ოცნებაში ხატავდა. აი თურმე რა არის ბედნიერება, ჩაეხუტო საყვარელ ადამიანს და შენი სხეულით იგრძნო მისი გული. ესმოდა მისი სიყვარულით როგორ უცემდა ანდრეის გული და ამან უფრო მეტად გააბედნიერა. არც ანდრეი იყო ნაკლებ დღეში. ხელის გულები გაუოფლიანდა და ალისის ხელებს გადასდო სისველე. დაცვარული შუბლი მოიწმინდა და რომ არ დაენახა როგორ უცქერდნენ გამვლელები მათ ალბათ კიდევ უფრო დიდხანს იდგებოდნენ ასე.
ანდრეი ალისიასკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა. ახლა უკვე დაფარული სურვილით და გამოხატული ზიზღით კი არა, არამედ მთელი გრძნობით, დიდი სურვილით.
ალისიას ტანში ჟრუალნტელმა დაუარა, ისევ ისე აუფორიაქდა გული როგორც პირველი კოცნისას, ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და ირგვლივ ყველაფერი გაქრა.
ანდრეიმ მაგრად მოხვია მკლავები და გულზე მიიხუტა -შენ ვერ წამოიდგენ როგორ მიყვახარ. -ყურში უჩურჩულა ანდრეიმ, მერე მცივანი ხელები ხელებში მოიქცია, პირთან მიიტანა და ორთქლით მის გათბობას შეეცადა.

დედამიწას 25 ნოემბერს ლამაზი წყვილი შეუერთდა. ლამაზი უხერხული ნათქვამიც კი არის, ამ ორი უსაყვარლესი ადამიანის შესახებ. არ ვიცი, როგორ ითქმის, მოდი თავიდან დავიწყებ.
დედამიწას 25 ნოემბერს ერთი ულამაზესი და შესანიშნავი წყვილი შეუერთდა. აი ასე სჯობს. ულამაზესი წყვილი. ქართველი მწვანეთვალება ალისია და უკრაინელი მწვანეთვალება ანდრეი. ერთად ორივე ამერიკაში.
რა მაგარია არა სიყვარული. ორი ერთმანეთთან მოციმციმე, სიყვარულის ნაპერწკლებით ანთებული თვალები.
დღეს უკვე ბედნიერი გამომეტყველებით, ერთმანეთთან ჩახუტებულნი ბედნიერი წყვილი, მთვარით განათებულ ბევერლი ჰილსის ქუჩებში დადიან. აჩხაკუნდა პაპარაცული ფოტო-აპარატები.
სიცივეა. ალისიას ანდრეის ქურთუკი აქვს მოფარებული ანდრეი კი მოკლემკლავიანი მაისურით დადის. ხელი მაგრად აქვს ჩაკიდებული შეყვარებულისთვის. მის გულში ახალ და საოცარ გრძნობას ეპოვა ადგილი. გული გამალებით უცემდა ორივეს, მუცელში მილიონობით პეპელა დაფარფატებდა. ალისიას თითქოს რცხვენოდა მისი საქციელის, ეგონა რამეს აშავებდა და სადაცაა გამოიჭერდნენ დანაშაულში. ჯერ ხომ არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ? გაბრაზებული და გაღიზიანებული სახეების მეტი არაფერი ემეტებოდათ ერთმანეთისთვის. თუმცა ის ორ კვირიანი ურთიერთობა რაც ფილმის გადაღებისთვის დასჭირდა ანდრეიმ ალისიას შესაცნობად ნამდვილად გამოიყენა. მთელი ამ დროის განმავლობაში მისგან დამოუკიდებლად მოსწონდა მისი მოძრაობა, ტანის ნარნარად რხევა, სიცილი და და ზურმუხტისფერი თვალები. შეიცნო თუ რაოდენ კეთილი და დიდი გული ჰქონდა, ყველასთვის ფართო და გაშლილი.
-მინდა ჩემი ოჯახი გაგაცნო.
-მე მინდა გიგას ერთად ვუთხრათ ჩვენი ამბავი.
-ჩვენი ამბავი. რა სასიამოვნოდ ჟღერს. -სასტუმროს შესასვლელთან გაჩერდნენ ისინი და ალისიას წინ მდგარს ხელები ჩაკიდა ანდრეიმ. -რა მშვენიერი საღამოა. მასზე მშვენიერი კი შენ ხარ. ისეთი ლამაზი ხარ შენი შემყურე მთვარე დაიმალება და შენს დაძინებამდე არ გამოჩნდება. -ნუ მორცხვობ- ნიკაპზე ორი თითი მოკიდა და თავი მაღლა ააწევინა.
-გიყურებ და სიტყვები ფიფქებივით იფანტება. მინდა შეგეხო სახეზე. თვალებს დავხუჭავდი და წამოვიდგენდი როგორ გიხსნიდი სიყვარულს. მთელი არსებით მინდა შეგიგძნო. ახლა კი თვალებს ვახელ და ვხედავ შენს ზურმუხტისფერ თვალებს. მაშინვე მინდა ფიქრს შევეშვა და თვალები დაგიკოცნო, კისერზე ჩამოგეკიდო და ძალიან მაგრად მოგეხვიო. სოცარი გძნობით მიყვარხარ, ამაზე მეტად შეუძლებელია, წარმოდგენაც კი არ შეიძლება მეტი სიყვარულის, უბრალოდ არ არსებობს ამაზე მეტი. შენ ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ.
-მივხვდი რა არის ბედნიერება. მოიცა ხომ არ გცივა? არ მინდა ლაპარაკით გაგაბრუო.
-მითხარი რა არის ბედნიერება -თვალებში ჩააცქერდა ალისია.
-ბედნიერებაა როცა თვალებში მიყურებ და ჩემთვის იცინი. მხოლოდ მე მეკუთვნის შენი ღიმილი, თვალები, ფიქრები. გეხები სახეზე და მორცხვად ხრი თვალებს დაბლა, წითლდები და ტუჩებს იკვნეტ.
-ასე არ ვიქცევი. ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა გოგოს.
-სწორად ასეთი ხარ. ჰო მართლა შენი მეგობარი ისეთი მკაცრია როგორიც სჩანს?
-მგონი შეგეშინდა. წავედით -ხელი ჩაკიდა ალისიამ და სასტუმროში შეიყვანა. გიგას ოთახის კარზე დარეკა ზარი.
-როგოც იქნა -შეშინებულმა გააღო კარები გიგამ. გირეკავდი რატომ არ მპასუხობ? -სასოწარკვეთილმა გიგამ მოგვიანებით შენიშნა შოლტივით აყუდებული ანდრეი. -რა ხდება?
ალისიამ ხელი სწრაფად გაუშვა ანდრეის ხელს და ახლა შეამჩნია რომ ჩანთა რესტორანში დარჩა.
-ჩანთა დამრჩა.
-მგონი ეს უკვე ნაკლებად მაინტერესებს. -წარბებს არ ხსნიდა გიგა.
-შევიდეთ.
ანდრეი ჩუმად იდგა. არც იღიმოდა და არც სერიოზული სახე ჰქონდა. ამ წუთში კაცი შვილი ვერ გაიგებდა რას ფიქრობდა ანდრეი. მგონი გიგას სახემ შეაშინა როცა ალისიასთან ერთად დაინახა იგი.
-ორივე? -გიგა ადგილიდან არ იძვროდა.
-თუ შეიძლება ორივე შემოვალთ.
-თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი -ხელი გაუწოდა ანდრეიმ როცა ოთახში შევიდნენ.
-სასმელი არ მაქვს ვერ შემოგთავაზებ -იცრუა გიგამ.
-მგონი არ მოგწონვარ.
-მართლა? ასე ფიქრობ? ეს ალისიას არ უნდა მოსწონდე, მე რა შუაში ვარ.
-გიგა რა მოხდა? -ეწყინა ალისიას.
-მგონი რაღაცის თქმა გინდა. და ნუ გწყინს ყველაფერი. ჩემი საქმე მე ვიცი -უთხრა ქართულად.
ალისიამ არაფერი უპასუხა, უბრალოდ ანდეისთან მივიდა და ხელი ჩაკიდა.
-ვფიქრობ უნდა ვცემო -მეტი ვერაფერი მოიფიქრა გიგამ.
-შეწყვიტე ქართულად ლაპარაკი უხერხულია.
გიგამ ამოიხვნეშა. გაბრაზდა რადგან კარგად იცოდა მათი ამერიკაში ყოფნის დროს თუ როგორ სტკიოდა გული ალისიას ანდრეისთან ურთიერთობის დროს. თუმცა მეორე მხრივ ბედნიერი გახლდა ალისიამ იპოვა სიყვარული რომელსაც ყოველთვის ზღაპრულ ფერებში ხატავდა. მაგრამ ვერ წარმოიდგენდა მისი სიყვარული თუ ქართველი არ იქნებოდა. რა ქნას ახლა გიგამ მიულოცოს თუ კინწის კვრით გააგდოს ანდრეი აქედან.
-ბედნიერი ხარ?
-ისე როგორც არასდროს- ცრემლი მოერია ალისიას და ანდრეის გახედა.
გიგას უმნიშვნელოდ გაეღიმა. ნაბიჯი გადადგა და ანდრეის ხელი გაუწოდა.
-ჩემს დას გაუფრთხილდი თორემ ძალიან გცემ. -ხელზე ხელი მოუჭირა და ამით მისი მარჯვენის სიძლიერე დაანახა.
-ასეც ვფიქრობდი რომ საშიში იყავი -სერიოზულად თქვა ანდრეიმ და გიგას ალისიას ბედნიერება დაპირდა.
გიგა კარადასთან მივიდა და სასმელი აიღო.
ანდრეის გაეცინა.
-რა მოხდა? -იკითხა თითქოს გაკვირვებულმა და ბოლომდე მაინც არ უხსნიდა წარბს სასიძოს.
-არაფერი. -ღიმილით გახედა მომღიმარ და ახლა უკვე დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ალისიას.
-ბედნიერება ეს არის. როცა სიყვარულში მხარდაჭერას გრძნობ შენთვის საუკეთესო ადამიანებისგან.
ანდრეი წავიდა.
გიგამ რამდენიმე წუთში თავში შემოირტყა ხელი და უკმაყოფილო სახით უთხრა ალისიას რომ საფულე დარჩა რესტორანში. გიგა სირბილით დაეშვა კიბეებზე და სასტუმროდან გასულ ანდრეის დაუძახა.
-ჰეი ანდრეი!
ანდრეი ის ის იყო ტაქსში უნდა ჩაედგა ფეხი როცა მისი სახელი გაიგონა და უკან მიიხედა -მაპატიე მეგობარო დამაგვიანდება. -უთხრა მძღოლს და ხელის აწევით დაემშვიდობა. -ალისია ხომ კარგადაა გიგა? -ჩქარი ნაბიჯით წავიდა მისკენ.
-კი ყველაფერი რიგზეა. შეგვიძლია ვილაპარაკოთ? არ მინდოდა მასთან ერთად მესაუბრა ამ თემაზე.
-მოდი ჩამოვჯდეთ -ხელი დაადო მკლავზე და სასტუმოს წინ მდებარე გრძელ სკამზე ანიშნა.
-სასტუმროს რესტორანში შევიდეთ. ალისიას ვუთხარი რომ საფულე დამრჩა იქ. ისეთი ეჭვიანია იკითხავს მართლა თუ ვიყავი იქ, ამიტომ ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად სჯობს იქ შევიდეთ. -გაუღიმ გიგამ და გამამხნევებლად მკლავზე მოუთათუნა ხელი.
-არ მინდა ამ საუბრის შესახებ ალისიამ იცოდეს -უთხრა მას შემდეგ რაც ერთ-ერთ მაგიდასთან დაიკავა ადგილი და მიმტანს წითელი ღვინო შეუკვეთა.
-მე არ ვსვამ.
-არც მე მაგრამ უხერხულობის მოსახსნელად თითო ჭიქა კარგი იქნება.
-მეგონა ჩვენს შორის ყველაფერი გარკვეული იყო. -დაძაბული იჯდა სკამზე ანდრეი თითქოს გაირყეოდა თუ არა ნაღმი აფეთქდებოდა.
-კარგი მოეშვი მეგობარო -დაეკრიჭა გიგა -ჯერ ჩემი შეშინებული კაცი არ მინახავს და შენ რას კანკალებ -თავისთვის იხუმა გიგამ.
-არ მოგწონვარ? -კვლავ წარბ შეკრული იჯდა ანდრეი.
-ალისიას უნდა მოსწონდე. კარგი საქმეზე გადავიდეთ. შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ისეთი გარეგნობა გაქვს როგორიც ალისიას მოსწონს მაგრამ გარეგნობა არაფერია თუ სული არ გაქვს ლამაზი. მე ის მაშფოთებს ალისიას აქ ჩამოსვლის დღიდან შენს გამო ცრემლი არ შეშრობია თვალებზე. გადაღებების დასრულების შემდეგ სასტუმროში მოსულს ტირილისგან თვალები ჰქონდა ჩაწითლებული. როცა ვეკითხებოდი რა სჭირდა ხან რა ჩაუვარდა თვალში და ხან რა. მე ველოდებოდი როდის მეტყოდა სიმართლეს, მჯეროდა რომ ჩვენი საქათველოში გამგზავების შემდეგ მისი ცრემლები დასრულდებოდა. ვწყევლიდი იმ დღეს როცა ლოს-ანჯელესში დავდგით ფეხი. საოცნებო ლოს-ანჯელესი ცრემლების მიზეზი ხდებოდა. არ ვიცოდი მის გულში ასე ერთიანად თუ იყავი მოდებული. ერთ დილას გულამოვადნილი ტიროდა, არაფრის თქმას არ აპირებდა, მივხვდი რაც სჭირდა, ისე შეყვარებოდი გულიც რომ ამოეცალათ დარჩენილ ღრმულსაც ეყვარებოდი. ერთი სახელი ეკერა პირზე "ანდრეი, ანდრეი..." ვიცი ვინც არის ანდრეი ლუჩენკო, გოგონების მოყვარული მაჩო. იცი რომ ალისია ობოლია და ეს ყველაზე მეტად შენ უნდა გესმოდეს. მთელი ცხოვრება რაღაც აკლდა მაგრამ ვერასოდეს ივსებდა ამ დანაკლისს მიუხედავად იმისა რომ შესანიშნავი აღმზრდელები ჰყავდა. საოცარი გული აქვს, კეთილი და თბილი. ყველაზე ემოციურია ვისაც კი ვიცნობ და პატარა მიზეზითაც შეიძლება მისი გულის ტკენა. არ გემუქრები გაფრთხილებ ალისიას თვალზე ცრემლი არასოდეს არ უნდა იყოს. ის უდიდეს ბედნიერებას იმსახურებს.-გიგამ სიტყვის დასრულებისთანავე მოსვა ღვინო რომელიც რამდენიმე წუთის წინ მოიტანეს -ჰო მართლა კარგია რომ ღვინო არ გიყვარს, სასმლით არ არის ალისია აფრთოვანებული.
ანდრეი უყურებდა გიგას და სიხარულს გრძნობდა როცა ასეთი კარგი მეგობარი ჰყავდა ალისიას.
-არ ვიცი როგორ დაგაჯერო რომ სიყვარულით ანთია ჩემი გული.
-ალისიას უნდა სჯეროდეს ამის.
-ალისია მიყვარს. სიყვარული ეს ფართე მცნება. როგორია იცი? როცა მის თვალებში ხედავ მთელ სამყაროს, მის თვალების მიღმა აღმოაჩენ რომ აქამდე არასოდეს გიცხოვრია.
-ლამაზი სიტყვები გყვარებია ძმობილო.
-პირიქით ასე ლამაზად აქამდე არასოდეს მისაუბრია. სიყვარული ცვლის ადამიანს. მეგობარს რომელსაც ვუმტკიცებდი რომ სიყვარული არ არსებობს ერთხელ ასეთი სიტყვები მითხრა " არჩევანი ზეცაში კეთდება, ჩვენთვის ვიღაც ყოველთვის იბადებაო" ვგრძნობ რომ ალისია ჩემი მეორე მე არის, ის ჩემი მეორე ნახევარია. ჩემი სულისა და სხეულის ნაწილი. არ ვიცი როგორ ავხსნა ეს -ეიფორიაში იყო ანდრეი და მთელი სხეულით ცდილობდა აეხსნა ამ გრძნობის შესახებ.


ალისია ბედნიერებისაგან ცას უწევდა ხელებს. ახლა მისთვის მარტო დარჩენა ყველაზე დიდი უბედურება იყო. მას ახლა სიყვარულზე სურდა ვინმესთან საუბარი. ეს ვინმე კი ვინ იქნებოდა თუ არა გიგა. მაგრამ სად არის გიგა? ამდენი ხანი დასჭირდა რომ საფულე ამოეტანა აქამდე? ფიქრობდა ალისია როცა ღიღინით შემოაღო კარები გიგამ.
-იპოვე?
-რა?
-რა გიგა? რა თქმა უნდა საფულე.
-აჰ კი რა თქმა უნდა. -ჯიბიდან საფულე ამოიღო და ალისიას დაანახა.
-მერე ამდენი ხანი დაგჭირდა ამისთვის?
-სადაც ვიჯექი იქ მეგონა დამხვდებოდა, თურმე კარებთან ამომვადნია (როდის ისწავლე ამდენი ტყული) -საკუთარ თავს გაუწყრა გიგა.
-ანდრეი ხომ არ გინახავს?
"ეს გოგო გულთმისანია?' -გაიფიქრა მან და უპასუხა რომ არ უნახავს. საუბრის გადასატანად კი ალისიას ჰკითხა იყო თუ არა იგი ბედნიერი.
ალისიამ ნიჟარაში ჩადო ჭიქები და საწოლზე ჩამოუჯდა მეგობარს.
-წარმოუდგენლად. ბედნიერებაა როცა თვალებში გიყურებს და შენთვის იცინის. მხოლოდ შენ გეკუთვნის მისი ღიმილი, თვალები, ფიქრები. იცი რა არის ეს? ეს რომ იცოდე უნდა გიყვარდეს. არა ეგოისტურად არამედ წრფელი და წმინდა სიყვარულით. უნდა გესმოდეს მისი და თუ რამეში არ ეხმარები უბრალოდ პატივი უნდა სცე მის აზრს. რა კარგია როცა გიყვარს და უყვარხარ. -სანთელივით დაიღვარა ალისია. -როცა მის გულს გრძნობ, როცა მისი დანახვისას გული გიფრიალებს და მუხლები გეკეცება. რა სასიამოვნოა როცა შენი დანახვისას მასაც იგივე ემართება, იგივე გრძნობა იბყრობს, იგივე ემოციებით ივსება. ღმერთო რა ბედნიერებაა როცა გიყვარს.
რა ხდება მაშინ როცა სიყვარული ღია კარებში შემოფრინდება და მთლიანად მოედება სხეულს. ეს რა გრძნობა? როგორ აიხსნება? რატომ იხურება კარები და რატომ არ შეიძლება უკან გაფრენა? სწორედ ეს არის სიყვარული რომ მხოლოდ ერთხელ აღებს კარებს და უკან დასაბრუნებელი დაკეტილი ხვდება.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მეც კი გადმომედო ალისიას და ანდრეის ეიფორია... ასე მგონია მეც შეყვარებული ვარ ანდრეაზე და ალისიაზე... მართლა საოცარი სიტყვებით გადმოცემ ყველაფერს... ძალიან მაგარია ყოჩაღ....

 


№2  offline წევრი padackles

უცნობი ქ
მეც კი გადმომედო ალისიას და ანდრეის ეიფორია... ასე მგონია მეც შეყვარებული ვარ ანდრეაზე და ალისიაზე... მართლა საოცარი სიტყვებით გადმოცემ ყველაფერს... ძალიან მაგარია ყოჩაღ....
. Mixaria ROM mogwons :* :*

 


№3 სტუმარი გვანცა))

ანდრეიმ რომ ალისიას სიყვარული აუხსნაა თითითქოს მევიყავი,ალისიას ადგილას :დდ(კიმინდა მაგრამმ სადაა):დდ ძაან მაგარი სიტყვებით გგქონდა გადმოცემული ესს სცენა<3
უკვე ბევრჯერ გითხარი დაა კიდე გიმეორებ როო უუმაგრესიი ხარრ<3
არვიცი რატო არ კითხულობენნ ამმ ისტორიას რადგან ძაანნ ძანნ მაგარიაა....წარმატებებიი))^^

უჰჰ რაკაიი იყოოოო....
მალე დადე რაა....
ძაან მაგარია

 


№4  offline წევრი padackles

გვანცა))
ანდრეიმ რომ ალისიას სიყვარული აუხსნაა თითითქოს მევიყავი,ალისიას ადგილას :დდ(კიმინდა მაგრამმ სადაა):დდ ძაან მაგარი სიტყვებით გგქონდა გადმოცემული ესს სცენა<3
უკვე ბევრჯერ გითხარი დაა კიდე გიმეორებ როო უუმაგრესიი ხარრ<3
არვიცი რატო არ კითხულობენნ ამმ ისტორიას რადგან ძაანნ ძანნ მაგარიაა....წარმატებებიი))^^

უჰჰ რაკაიი იყოოოო....
მალე დადე რაა....
ძაან მაგარია
.
(ეჰ მეც მინდა ასეთი სიყვარულის ახსნა მარა სადაა? :D. ). ველოდოთ რა იცი რა ხდება :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent