შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"შენ არავინ გგავს!"[ნაწილი 4]


6-04-2015, 20:21
ავტორი aleksandra
ნანახია 1 883

დანარჩენი უკვე აღარ მახსოვს... როგორ დამთავრდა ლუკას დღე, როგორ აღმოვჩნდი ლაშას მანქანაში და ჩემს ოთახამდე როგორ მივააღწიე. ჩემი ტვინის თითოეული უჯრედი ფიქრობდა თუ რა მოხდებოდა ხვალ... ბოროტმოქმედს ნამდვილად არ ჰგავდა და დაშავებითაც არამგონია რამე დაეშავებინა, ერთადერთი რაც შეიძლება გაეკეთებინა ეჩივლა, მაგრამ რით დაამტკიცებდა? საკუთარ თავს ვაიმედებდი, რომ არანაირი სამხილი არ იყო ჩემს წინააღმდეგ და მაინც მეორე დღეს სულ კანკალთ წავედი სკოლაში...

გოგოები ეჭვის თვალით მიყურებდნენ, ხომ მშვიდობაა, ძალიან ცუდი ფერი გაქვსო, მაგრამ არ მინდოდა ჩემს გამო ვინმეს ენერვიულა და ამიტომ უამრავ ტყუილს ვიგონებდი თავის დასაძვრენად...

გაკვეთილები, რომ დამთავრდა და გარეთ გამოვედი შიშსგან თვალების აქეთ–იქით ცეცება დავიწყე, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ საშიშ არაფერი იყო.. "რის გეშინია ალისია, ის კაცი ვერაფერს დაგიშავებს! რასაც იმსახურებდა ის მიიღო,შენ კი მშვიდად იყავი, არაფერი არ გემიქრება" დამამშვიდა ჩემმა ეგომ, მაგრამ ვაი რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო...


ინგლისურიდან მოვდიოდი, ბინდდებოდა... ერთი პერიოდი ვიფიქრე ლაშას დავურეკავ და დამხვდესთქო, მაგრამ ჩემს თავს შემოვუძახე, რომ არაფერი იყო საშიში და დავადექი დაღმართს.. ქარი უბერავდა საშინლად,როგორცჩვევია ხოლმე შემოდგომის მიწურურულს... კაპიიშონი დავიფარე, მაგრამ ვერაფერი ვერ მოვუხერხე ამხელა თმას პირდაპირ სახეში, რომ მეყრებოდა და გზის დანახვაში მიშლიდა ხელს... თმის რეზინის მოსაძებნად გავჩერდი, შავი მოძრავი"რაღაც" რომ გაჩერდა ახლოს... "ოღონდ ის არ იყოსმეთკი" კი გავიფიქრე, მაგრამ რათ გინდა რა, მე ბედი ვინ მომცა სწორედ ის იყო! "თავი ისე დაიჭირე ვითომ არაფერი მომხდარა" შემოვიძახე ჩემს თავს და თმა უკან გადავიყარე...

–მერე კიდევ იტყვით, რომ არ დამსდევთ? რას გავს თქვენი საქციელი?– საუკეთესო თავდაცვა ხომ თავდასხმაა და მეც ამ ხერხს მივმართე.

–ალისია,ალისია ჯობს ჩაჯდე მანქანაში და აქ გავაგრძელოთ საუბარი, თან როგორ ხვდები ბევრი გვაქს სალაპარაკო– ისეთი ცინიკური ხმით მითხრა, რომ შემძლებოდა გვარიანად დავალურჯებდი, მაგრამ....

–უცხოებს მანქანაში არ ვუჯდები და თან მითუმეტეს ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს! ასე, რომ კარგად– თავის დაძვრენა ვცადე და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ვინ დაგაცადა რო...

–"ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა"– ამის თქმა იყო და ისე აღმოვჩნდი უცნობის ზურგზე, როგორც კარტოფილის ტომარა...

–რას აკეთებ? დამსვი თორემ ვიკივლებ– მივმართე მოძვლებულ მეთოს, მაგრამ ან კივილი ვინ დამაცადა, მომენტალურად აღმოვჩნდი საბარგულში. აი აქ მართლა გადამეკეტა! ამას ვინ ვგონივარ, ვინ მისცა ამის უფლება..

–გააღე ახლავე ეს საბარგული თორემ გიჩივლებ, გეფიცები დავაჭერინებ შენს თავს– გავკიოდი, მაგრამ სრულიად უშედეგოდ, რადგან ვხვდებოდი, რომ ჩემი ხმას ყურადღებას არც აქცევდა(თუ ესმოდა საერთოდ)

გვიან მომაფიქრდა, რომ ტელეფონი მქონდა და დარეკვა შემეძლო(სტრესის ბრალია თორე მართლა ასეთი ჩურჩუტი კი არ ვარ) მაგრამ... ჯანდაბა!! სად არის ტელეფონი? გადავხედე განვლლის 40 წუთს და ტვინშ ცუდად გამკრა, რომ მასწავლებლეთან "შტეფცელში"(არ მახსოვს რა ქვია) შეერთებული დამრჩა... აი ამას ჰქვია იღბალი მეთამაშებაო! ბოლოს წინა იმედი ის იყო, რომ გონს მოეგებოდა და დროულად დამაბრუნებდა უკან, ბოლო კი ის, რომ ოჯახში ადვიალდ შეამჩნევდნენ ჩემს დაგვიანებას...

მანქანის გაჩერება, რომ ვიგრძენი, იმედი მომეცა იქნებ გონს მოეგოთქო, მაგრამ საბარგული, რომ აიხადა და მიწაზე "გადმომსვა" ა ი მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ სერიოზულად "დარხეული" მქონდა...


წარმოიდგინეთ! ხო, ხო წარმოიდგინეთ! უმთვარი, საშინლად ბნელი ღამე, უკაცრიელი ადგილი(ამას იმით მივხვდი, რომ არსად არ ჩანდა თუნდაც მბჟუტავი სინათლე) საიდანღაც ტურას ან მგლის გამაყრუებელი ყმუილი, რომ ისმის და უცხო მამაკაცი, რომელსაც სამაგიეროს გადახდის სურვილიი ამოძრავებს. მოდი და არ შეგეშინდეს, როგორი მაგარი გოგოც არ უნდა იყო, მაინც შეუძლებელია შიშმა არ აგიტანოს

–აქ რა გვინდა?– ჩემი ხმა მე თვითონ ვეღარ ვიცანი, ისეთი შეცვლილი და "მოკანკალე" იყო.. სიბნელის მიუხედავად ნათლად დავინახე, რომ მისი სახე კმაყოფილებას მოეცვა

–პატარავ, შენ ხომ იცი, რომ სხვის ნივთებს ხელი არ უნდა ახლო? მითუმეტეს დააზიანო, არ გასწავლა დედიკომ, რომ ამის გამო დაისჯები?– ისეთი ამაზრზე მომეჩვენა იმ დროს მისი ხმის ტემბრი ცუდად, რომ არ გავხდი მიკვირს...

–რაზე ლაპარაკობ ვერ ვხვდები–არაფრის დიდებიტ არ გავტყდებოდი.

–დებილი ვარ შენი აზრით? თუ რატომ გგონია, რომ გამასულელებ, მანქანა დამიზიანე, იძულებული გამხადე გვინა ბავშვთან ერთად ფეხით მევლო და იმის მაგივრად, რომ ბოდიშ მოიხადო არც კი აღიარებ შენს დანაშაულს, შენი აზრით ეს სწორი საქციელია? მითუმეტეს უნდა ხვდებოდე, რომ არ ხარ კარგ სიტუაციაში– ნიშნისმოგებით ნათქვამი ყველა სიტყვა მძაგს, მაგრამ რა დროს ეს არის, შიშისგან ცოტაც და ავცახცახდები

–4 საბურავს უნდა გადამაყოლო?–გრძელი ენა რომ მაქვს არ მითქვამს ხო? ხოდა ახლა გაგიეთ, რომ ენას კბილს ვერ ვაჭერ და ყველაფერს ვაყრანტალებ, რაც მაფიქრდება

–ანუ აღიარებ ხო? უნა ხვდებოდე, რომ სააბურავები არ არის მნიშვნელოვანი, შენი კრიმინალური საქციელის გამო იმყოფები აქ

– რას აპირებ? საბურავების გამო უნდა მომკლა და გვამი გადამალო თუ ტურა–მგლის საკვებად უნდა დამტოვო აქ?– დებილია თუ გიჟი, ნეტა რა ვთქვი ახლა სასაცილო, რომ გადაბჟირდა?

–ამდენი დეტექტივი არ უნდა იკითხო, ალისია, ისე ღირსი კი ხარ მაგ ყველაფრის, მაგრამ სინდისი შემაწუხებს მერე... ჩაჯექი ახლა მანქანაში, ჯერ–ჯერობით შეშინებაც საკმარისია, გაფრთხილებ მსგავსი რამე განმეორდება კიდევ და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ– მკაცრი ხმით მითხრა და მანქანისკენ მიმითითა.

–შენ სერიოზულად ვერ ხარ–ენაზე კბილის დაჭერა ისწავლე ალისია!–შენთაბ რაღა უნდა მქონდეს საერთო, ხო კიდევ რაც დაიმსახურე ის მიიღე, ქალთან მოქცევა უნდა იცოდე!– აი რა ჭირად მინდა ეს გამბედაობა მეტყივთ ვინმე? რამოდენიმე წუთით ადრე რამის სიცოცხლეს გამოვეთხოვე და ახლა ვიდექი და ვყრანტლებდი უაზროდ! კიდევ კარგი დროულად მოვეგე გონს და მანქანაშ ჩავხტი, ვაი თუ გადაიფიქროსთქო...

რატომ შემარჩინა მაშინ ეს სიტყვები დღემდე არ ვიცი, მე მის ადგილას,რომ ვყოფილიყავი ალბათ იქვე მივახრჩიბდი, მაგრამ
ის სხვა იყო...

სულ სხვაა..

ამას მერე მივხვდი,

საკმაოდ გვიან...



№1  offline წევრი Girlfromlondon

პირველიი.გოგოს სახელი მომეწონა საოცრად .
მმმ.ალისია ალისია ალისია :D
მეორე.მანქანა პორშე .ეს უკვე ნიშნავს ,რომ სუსტ წერტილში დამარტყი.(კაი ხო ვხუმრობ)
საშინლად დამაინტრიგებელ ადგილზე გაწყვიტე."დიდი მრისხანე ბიჭის" სახელი ჯერ კიდევ არ ვიცით და იმედია მომდევნო თავში გავიგებთ.
მოკლედ გელოდები გელოდები გელოდებიი ! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent