შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Born Again


9-11-2016, 16:20
ავტორი NiNo Payne
ნანახია 1 331

2
•ყველაფერი ბურუსში იყო გახვეული. გარშემო სიბნელე სუფევდა. შავ ფერში მხოლოდ ერთი თეთი კაშკაშა წერტილი ჩანდა. მერიდიტი და პატარა გოგონა წყვდიადში ხელჩაკიდებულნი მიუყვებოდნენ პატარა ბილიკს. მერიდიტი გაკვირვებული ჯერ თეთრ წერტილს უყურებდა შემდეგ კი პატარა გოგონას, რომელიც ანგელოზს უფრო გავდა. გოგონას ღია ფერის კანი ჰქონდა. ქერა კულულა თმები ლამაზად დაჰფენოდა თეთრ სამოსზე, მისი პატარა წითელი ტუჩები ნაზად გაწეულიყო და გაღიმებული სახით უყურებდა მერიდიტს, ხოლო მისი ოკეანესავით ღრმა და ცისფერი თვალები სიყვარულს აფრქვევდა. მერიდიტმა თითქოს პატარა ბავშვი თავის თავს მიამსგავსა, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია. ეს მერიდიტი არი იყო.
კაშკაშა წერტილი უფრო ახლოვდებოდა. მერიდიტი კი ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, ვერ ხვდებოდა ვინ იყო ეს გოგონა, ვერ ხვდებოდა სად იყო უბრალოდ ბავშვს მიყვებოდა კვალდაკვალ. ბავშვი გაჩერდა. მერიდიტმაც მას მიბაძა.
-დედა.-გოგონამ ნაზი ხმით დაუძახა. გოგონას მხოლოდ ერთი სიტყვა რომელმაც მერიდიტი ააფორიაქა. ის ვერ ხვდებოდა რა უნდოდა პატარა ანგელოზს.
-დედა.-კიდევ ერთი სიტყვა, რონელმაც მერიდიტი გონს მოაგო. ეს ხომ მისი პატარა გოგონა იყო მისი ლიზა იყო.
-დედა.-ლიზა ისევ იმავეს იმეორებდა და მერიდიტს სევდიანი თვალებით უმზერდა, თითქოს ემშვიდობებოდა, მაგრამ ეს მართლაც ასეა. პატარა ლიზა მიდიოდა, მიდიოდა შორს, დედას მარტო ტოვებდა. მერიდიტის მზერა კი სიყვარულით იყო გაჟღენთილი. მას ხომ ჯერ არ გაეგო თავისი შვილის გარდაცვალების ამბავი, მან არც კი იცოდა რა ხდებოდა მის თავს.
-შვილო.-ძლივს წარმოსთქვა ერთი სიტყვა და თავისი საყვარელი შვილი გულში ძლიერ ჩაიკრა.
-დედა.-ლიზან წამით მოხვია ხელი მაგრამ მალე მოშორდა დედას.
-ლიზა?!-მერიდიტი გაკვირვებული იყო ლიზას საქციელით.
-დედა.-ლიზამ ერთი ნაბიჯი გადადგა თეთრი სივრცისკენ, მერიდიტს კი თვალსაც კი არ აშორებდა.
-ლიზა.-დედის თვალები გაოცებული უმზერდა ქერა გოგონას.
-დედა.-ლიზა რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწია, ქალს კი თვალს არ წყვეტდა.
-ლიზა!-მერიდიტმა მისკენ სცადა წასვლა, მაგრამ თითქოს რაღაც ძალა აკავებდა არ უშვებდა.მის თვალებში შიში იკითხებოდა.
-დედა.-გოგონამ გაუღიმა დედას და ხელი ნაზად დაუქნია.-ნახვამდის დედა.
-ლიზაა!-მერიდიტმა იკივლა, თვალებიდან ცრემლები ცვიოდა.-ლიზა მოიცადე!
-ნახვამდის დედა.-გოგონას ტკბილი ხმა საბოლოოდ გაისმა და პატარა ანგელოზი უსასრულობისკენ გაფრინდა.
-ლიზაა!!... ლიზაა!..! ლიზაა!!..-მერიდიტი კი ყვირილს არ წყვეტდა. ეძახდა მის ერთადერთ შვილს, ერთადერს ანგელოზს და ცხოვრების სულისჩამდგმელს. ხელს წინ იწვდიდა უნდოდა პატარა ლიზასთვის მოეკიდა და უკან თავისთან დაებრუნებინა, მაგრამ მერიდიტს განძრევის საშუალებაც კი არ ჰქონდა. გაუნძრევლად ერთ ადგილას იდგა. ამდენი ყვირილისგან ხმასაც ვეღარ იღებდა. ტკივილი სულის ყოველ კუნჭულში აღწევდა და საშინლად ტკენდა. მან შვილთან ერთად გული და სულიც დაკარგა.•
ამდენი ტირილისგაც უკვე ცრემლებიც კი აღარ დიოდა. მერე რა რომ კომაში ჩავარდნილი პალატის საწოლს იყო მიჯაჭვული?! მას გული მაინც სტკიოდა, ცრემლები მაინც შეუმჩნევლად და შეუჩერებლივ მოდიოდნენ თვალებიდან და ზეწარს ეცემოდნენ. გოგონა, მიუხედავად მისი მდგომარეობისა უდიდეს ტკივილსა და დანაკლისს გრძნობდა. სურდა რაც შეიძლება მალე გაეღვიძებინა და საშინელი სიზმრებისგან თავი დაეღწია. სურდა ენახა თავისი პატარა ლიზა სრულიად უვნებელი და დაცული. მაგრამ შეეძლო კი ეს? პარალიზებული იყო, მისი არც ერთი კუნთი მას არ ემორჩილებოდა, ტუჩებიიმის ნებას არ ჰყვებოდა, საშუალებას არ აძლევდა ეყვირა, შვილისთვის დაეძახა, მხოლოდ უძრავად იწვა. გულის სიღრმეში კი შვილის ნახვის იმედს ისახავდა და მოუთმენლად ელოდა როდის ჩაიკრავდა პატარა ანგელოზს გულში, რომელმაც უკვე დიდი ხანია ის დატოვა. მერიდტს დიდი განსაცდელი ელის წინ. მას მხოლოდ გვერდით დგომა თუ გადაარჩენს. მაგრამ გამოხატავს კი ვინმე მის მიმართ თანაგრძნობას?!



№1  offline წევრი Imagination

მერედიტი გაქვს უამრავჯერ გამოყენებული.გაზარდე თავები, სასვან ნიშნებსაც მიაქციე ყურადღება.საინტერესო ჩანს, წარმატებებს გისურვებ.

 


№2  offline წევრი Lool

ცოტა გაზარდე თავები. ♥♥ კარგია უცხო სახელებით და ამბებით ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent