დარჩი ჩემთან (8)
დაჩიმ მოცეკვავეთა ბრბოში ძალით შეიყვანა ნია.შუა წრეში შეჩერდა.ნიამაც შეწინააღმდეგება შეწყვიტა ეგონა გაუშვებდა ხელს და ისიც მოშორდებოდა ამ იდიოტს,თუმცა ბიჭმა მეორე ხელი წელზე მოხვია.უფრო კომფორტულად შემოაჭდო ხელები და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა. -სხვათაშორის მადლობა უნდა მითხრა-სიმღერის ტალღებს აყოლილმა ბიჭმა წაჩურჩულა მის მკლავებში მომწყვდეულ გოგონას. -რისთვის?იმისთვის,რომ ძალით მაცეკვებ შენთან?-თვალებში შეხედა აღშფოთებულმა გოგონამ. -არა.იმისთვის,რომ იმ ფსიქოპასიგან გისხენი-შეღიმა დაჩიმ. -კიდევ საკითხავია ფსიკოპატი რომელი ხართ-შებღვირა ნიამ.-გაფრთხილებ ფეხები მომარიდე-ეშმაკურად გახედა დაჩის. -რატომ?-ნია უცებ ფეხზე შედგა.დაჩიმაც გმინვა ამოუშვა თუმცა მისთვის ხელი არ გაუშვია. -ამისთვის.ნუ როცა ვცეკვავ საერთოდ ფეხებს ვაბიჯებ ხოლმე ჩემდაუნებურად.თუმცა ვაღარებ ეს ზაკაზად გავაკეთე-ჩაიხითხითა ნიამ. -არაუშავს ავიტან როგორმე-თითქოს ორივე დაზავდა და ეს ცეკვა აჩუქეს ბოლოს ერთმანეთს.შორი ახლოს მათი სამეგობრო პირდაღებული შეყურებდა მათ. -აშკარად ბევრი დავლიე თუ მართლა დაჩი ცეკვავ?-გიორგი მიიჭრა უკვე გაშტერებულ წყვილებთან. -მაშინ მეც ბევრი დავლიე,რადგან აშკარად იმავეს ვხედავ-ხატიამ უცებ ლევანს უჩქმიტა. -მტკივნეულია-ჩაიცინა ლევანმა. -ანუ არ გვესეზმრება.მაპატიე საყვარელო-ჩქმეტისთვის ლოყაზე აკოცა. -ხომ ვთქვი რომ რქებს მოატეხავს ერთ ვიღაცასთქო -ჩაიცინა ისევ ლევანმა. -ჩემ დას რომ ვეუბნები სასწაულები ხდება იქ სადაც შენ ხართქო არ მიჯერებს-ჩაიცინა თაკომ.-ცეკვა აღარ მინდა- ლუკას ხელი გაუშვა და თავიანთი მაგიდისკენ წავიდა.ისიც უკან მორჩილად გაჰყვა. დაჩი სასმელმა უფრო გაათამამა.შიგადაშიგ ნიას უღიმოდა კიდეც. -იცი რთული ადამიანი ხარ- ცეკვას თავი დაანება ნიამ და დაჩის შეხედა.-იმ დღეს მოხვედი მეგობაროო...მეორე დღეს კი ისევ დაჩი დაბრუნდა. უჟმური მკაცრი სახით.-ბიჭი ნელი სვლით დაიხარა მისკენ.ხელებში მისი თავი მოიქცია.-რას აკე....-თქმა ვეღარ მოასწრო.დაჩი მის ტუჩებს შეეხო და პირველი კოცნა მოპარა.მოულოდნელობისგან ნია ადგილს მიეყინა.მის ტუჩებს მოწყდა და თვალებში შეხედა. მოჩხუბარ მუდამ რაღაცის სათქმელად გამზადებული ნია ახლა ვერც აზრებს უყრიდა თავს და სათქმელს მითუმეტეს.მისი ხელებიდან თავი დაიხსნა და უკან მოუხედავად გავარდა კლუბიდან. -ჯანდაბა ეს არ უნდა მექნა- დაჩიმ თავზე ნერვიულად ხელი გადაისვა თვალი მეგობრებისკენ გააპარა.მომღიმარმა ლევანმა თვალით ანიშნა გაყოლოდა.ისიც იმავე მიმართულებით გაიქცა. -ნია მე გრჩები- ჩაიცინა თაკომ და ადგომას აპირებდა,რო მათ გაყოლოდა. -შენ მე მიგიყვან- გაუღიმა ლუკამ. ხელი მოკიდა და გასასვლელისკენ წაიყვანა. -***** დაბნეული მიდიოდა ნია გზაში.ვარაუდად მიაბიჯებდა,თან კოცნის და იმ შეგრძნებების გახსენება კიდევ უფრო აბნევდა. -ნია! ნია!- ყვირილით მირბოდა დაჩი.გოგონამ თავი მოაბრუნა და მალევე უკან შემობრუნდა. ტაქსმა ნიასკენ შემოუხვია.მანაც მაშინვე გააჩერა და შიგნით შეხტა. -სწაფად წადით თუ შეგიძლიათ- ჩაიბურტყუნა გოგონამ. -შეყვარებულთან იჩხუბე?- მოხუცებული კაცი მოუბრუნდა ნიას,როცა უკან მათი მიმართულებით მოძრავი დაჩი შენიშნა. -შეყვარებული არ არის- ჩაილაპარაკა თავისთვის -უბრალოდ მეგობარია- დაამატა ნიამ. -რას გაგიგებთ ამ ახალგაზრდებს ადრე შეყვარებული ერქვათ,ახლა მეგობარიო- ჩაიცინა კაცმა დაა კონცენტრაცია ისევ გზისკენ გადაიტანა.გოგონა კი ჩუმად იჯდა ფიქრებში ჩაკარგული.დაჩიმ შეწყვიტა ნიას დევნა და უკან აბრუნდა კლუბთან თავისი მანქანის წამოსაყვანად. -**** შაბათი საღამოს შემდეგ ნიას არ უნახავს დაჩი.თუმცა ვერც მომხდარს ივიწყებდა.მთელი დღე სოფისთან ერთად იყო კაფეში.ცდილობდა მუშაობაზე გადაეტანა ყურადღება, მაგრამ ნაკლებად გამოდიოდა. -ახ ჯანდაბა თავი მისკდება უკვე- სკამზე დაენარცხა ნია. - გინდა გითხრა რა ხდება შენს თავს? - გვერდით მიუჯდა სოფი.- დაჩი მოგწონს და ვერ აცნობიერებ. - სისულელეა არ მომწონს.-ამოისუნთქა ნიამ. -კარგი რა შენ გგონია,რომ ლევანი მოგწონდა თუმცა სინამდვილეში დაჩი მოგწონს. - მხარზე ხელი დაადო მეგობარს. - არ გინდა, რომ გულს მოუსმინო და არა გონებას?- თავი ააწევინა ნიას და თვალებში შეხედა. -რა გავაკეთო?- აცქმუტდა ნია- ხვალ სკოლაა... -თავი ხელებში ჩარგო. -ძაანაც კარგი-ხელები ერთმანეთს შემოკრა მხიარულად სოფიმ.-როცა ნახავ გულს მოუსმინე და არა გონებას. -**** სკოლის ჭიშკართან იდგა და აქეთ იქეთ ათვალიერებდა.ცდილობდა დაჩის ნახვა აერიდებინა. - დღეს დამალობანას თამაშობ?-სიცილს ვერ იკავებდა თაკო. -გაჩუმდი შენ-შებღვირა დას და კიდევ ერთხელ მოავლო ეზოს თვალი.-გზა თავისუფალია-წელში გასწორდა და ეზოში შეაბიჯა. -არა კაი აქ დაემალე ვერ ნახე,მაგრამ კლასში შენს უკან ზის-დასცინოდა ნიას. -აიი!შენ ვისკენ ხარ ვაფშე.- ისევ დაბღვერილმა გახედა.- და როგორც აღნიშნე ჩემს უკან ზის.არ მივტრიალდები და ეგ იქნება. -წარმატებები- გაუღიმა დას.- ისე გირჩევ სკოლაში შესვლა იჩქარო დაჩი მოდის უკან.- ნიას უკან არც მიუხედავს ისე შევარდა სკოლაში. თაკო კი უკან სიცილით იგუდებოდა და მშვიდად მიუყვებოდა კიბეებს. ნიამ წამში აირბინა ორი სართული და კიბეების თავზე დადგა.სულს ძლივს ითქვამდა. -ვინმე მოგდევს?- მის წინ დაჩი იდგა მომღიმარი სახით. უკან მათ თაკოც მოუახლოვდა. -უი დაჩი აქ ხარ. გამარჯობა-გაუღიმა ბიჭს. -გაგიმარჯოს თაკო- გაუღიმა მასაც.მალევე დატოვა თაკომ ორივე. -აბა უკან მოდისო?!მოვკლავ ამ საწყალს -ჩაიბურტყუნა და დას ისე უყურებდა მზერით მოკლავდა,რომ შეძლებოდა უკვე მკვდარი იქნებოდა. -იცი რაღაც დამავიწყდა- შეღიმა დაჩის და მობრუნებას აპირებდა,მაგრამ ხელი ჩაავლო ბიჭმა. - იქნებ მე გამირბიხარ?- წარბი ასწია. - რა სისულელეა.- ღიმილიანი სახით ხელი აიქნია. - კარგი მაშინ მოდი ვილაპარაკოთ იმ დღეს...-ლაპარაკი არ დაასრულებინა. - ააა... მართლა მეჩქარება,რაღაც დამავიწყდა. -ნიამ ხელი გააშვებინა და კიბეებზე დაეშვა.პირველ სართულზე თვალებს აცეცებდა სად შეიძლებოდა შესულიყო და აი ისიც.საკონცერტო დარბაზი.კარები გამოაღო და შიგნით შევარდა.-რა ჯანდაბა გჭირს - ამოისუნთქა ძლივს.სცენისკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით, სადაც ფორტეპიანო იდგა.-ახლა ნამდვილად მჭირდები - ხელები გაავარჯიშა და გაბადრული სახით მიუჯდა.ხელები თავისით სრიალებდნენ კლავიშებზე დარბაზში კი წყნარი მუსიკის ხმა ისმოდა.მუსიკა შეწყდა და ნიამაც ღრმად ჩაისუნთქა. - მაინც არ მიშველა-თვალები მოჭუტა და კლავიშებს დაარტა შუბლი.-გულს მოვუსმინო.რა ჯანდაბას მეუბნება ეს დუგ დუგი-მიირტყა მკერდზე ხელი.-არ დაიღალეე? შეანელე ცოტახანს.-მკერდზე ხელს ირტყავდა და თან გულს ეჩხუბებოდა. დარბაზის სიბნელედან ლანდები გამოიკვეთა.სცენაზე ავიდა და ფორტეპიანოსთან შედგა -შესანიშნავად უკრავ-ნიამ ხმის მიმართულებით ასწია თავი და მომღიმარი დაჩი შეეფეთა. -დიდიხანია აქ ხარ?- საწყლად იკითხა გოგონამ.დაჩი გვერდით მიუჯდა. -საკმაოდ.-ნიამ ისევ კლავიშებზე დაკრა თავი. -რატომ არ გინდა უბრალოდ დამტოვო-ჩაიდუდღუნა გოგონამ. -მინდა მაგრამ არ შემიძლია.-ხელები თავზე მოისვა.ნიამაც ახედა ქვევიდან. -ხელი როდის იტკინე- იკითხა უცებ,როცა მარცხენა ხელი დაუნახა შეხვეული ნიამ. - არაფერია მალე გაივლის.მოიც შენ ჩემზე ღელავ?-მხიარულად მიატრიალა მისკენ თავი,თან ცდილობდა ხელზე აღარაფერს შეკითხვოდა. - ცოტათი-ჩაიღიმა ნიამ. -ის კოცნა...-კიდევ არ აცალა სათქმელი. -ვიცი ნასვამი იყავი,შემთხვევითობა იყო და ძალიან წუხარ.-თავი ჩაღუნა გოგომ. -არაა არ ვწუხვარ. -ნიამ სწრაფად ახედა ისევ-არც ისეთი ნასვამი ვიყავი ჩემი ქცევები არ გამეკონტროლებინა.იმიტომ გაკოცე,რომ ასე მინდოდა. ახლაც მინდა იგივე გავაკეთო,თუმცა მეშინია ისევ არ გაიქცე-გაშტერებულ ნიას ლოყაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა. -გთხოვ ასე აღარ მოიქცე-ხელზე ხელი მოუჭირა გოგონამ და ძირს ჩამოსწია. -დამავიწყდა შენ,ხომ სხვა მოგწონს-თავი ჩაღუნა ფეხზე წამოდგა და დარბაზიდან გავიდა. -სრული იდიოტი ხარ ნია- თავის თავს ტუქსავდა-ჯერ ერთი კოცნა ვერ მოგინელებია -ისევ დასცხო კლავიშებს თავი.დარბაზში კი არეული ნოტების ხმა გაისმა. -**** სახლში წასვლამდე თავის ბარს ესტუმრა დაჩი.რამდენიმე ჭიქა ვისკი და უკვე მზად იყო სახლში მისასვლელად და მამამისის ასატანად. -დაჩი!-მკაცრი ხმა გაისმა სახლში -დიახ თქვენო უდიდებულესობავ- თავი დაუკრა კაცს. -მორჩი ამ ცინიზმს-ხელი აიქნია კაცმა.-უნდა ვილაპარაკოთ. -რასაც შენ აკეთებ მაგას ლაპარაკი არ ქვია.შენ ბრძანებ მე უნდა შევასრულო-შეღიმა მამამის და თან წაბარბაცდა. -გეყოფა სმა!-კაცის ყვირილი სახლში ექოდ გაისმა. -ოჰ ვყვირით კიდეც.-ისევ ჩაუღიმა მამას.-მე უკვე გითხარი.არ ვაპირებ იმ შენი ბიზნეს პარტნიორის შვილზე ვიქორწინო. -იმ ვიღაც გოგოს გამო?-ირონიულად გახედა შვილს. -ის ვიღაც გოგო არ არის.ის გოგოა,რომელიც მე შენს შვილს მიყვარს-მკერდზე ხელი დაირტყა დაჩიმ. -რომ გამოფხიზლდები მერე ვილაპარაკოთ-უჩვეულოდ მალე დაწყნარდა კაცი და სავარძელში ჩაესვენა. -მაინც არაფერი შეიცვლება ამით-ბოლო სიტყვა თქვა დაჩიმ და თავისი ოთახისკენ წავიდა. **** დილა ნიასთვის უჩვეულოდ არეულად დაიწყო. მთელი ღამე ფიქრებს ვერ იშორებდა გონებიდან და ვერ იძინებდა.დილით აწეწილი თმით და ხალათით ჩავიდა სამზარეულოში. დედამისის შემდეგ ყველაზე ადრე ნია ამდგარა.მაია სამზარეულოში საქმიანობდა გოგოებისთვის საუზმეს ამზადებდა. -ასე ადრე რატომ გაიღვიძე?-გახედა ღიმილით ქალმა. -მეძინა რო საერთოდ-თავი მოიქექა და სამზარეულოში შეაბოტა. -რამე მოხდა? არ გინდა დედიკოს გაანდო? -ნია დედის წინ ჩამოჯდა. -დეე...-სათქმელს წელავდა ნია.-რა იგრძენი როცა პირველად გაკოცეს?-ქალი შვილის მოულოდნელი კითხვისგან დაიბნა თუმცა შემდეგ ჩაიღიმა. -პირველი კოცნა-ჩაიღიმა თითქოს თვალწინ დაუდგა ის მომენტი და ის შეგრძნებები,რომელიც მაშინ განიცადა.-როდესაც მამაშენმა პირველი კოცნა მომპარა-ისევ ჩაიცინა -თავში თითქოს ფეიერვერკები ერთდროულად აფეთქდნენ.მუცელში მილიონობით პეპელამ ერთად ფრენა დაიწყო.გული იმაზე სწრაფად ცემდა ვიდრე ჩვეულებრივ. ამ კოცნის შემდეგ რამდენიმე დღე შოკში ვიყავი -ჩაიხითხითა ქალმა-და რადენჯერმე თავის არიდებაც ვცადე,მაგრამ ისეთი ჯიუტი იყო მაინც ვერ ვარიდებდი თავს. -ვა რა მაგარია ე.ი მამა იყო ის ვინც პირველად გაკოცა-სამზარეულოში თაკო შემოვიდა გაღიმებული. -რამდენიხანია რაც მანდედან გვისმენ? -სიცილით უთხრა შვილს. -საკმაოდ დედა-კმაყოფილი ჩამოუჯდა წინ.ქალმა კი თავი გადააქნია. -რატომ მკითხე ნია? -ისევ მას მიუბრუნდა-რამე მოხდა?-ქალს თვალები აუციმციმდა. -მოხდა სასწაული და ვიღაცამ გაბედა და ისე ახლოს მოვიდა შენამდე,რომ კოცნა წაიღო? -თაკოს დედის სიტყვებზე სიცილი აუტყდა. -მარტო კოცნას ვინ ჩივის მგონი გულიც გააყოლა-სიცილით იგუდებოდა თაკო.-მასეთი მკვლელი მზერით ნუ მიყურებს მეშინია- სიცილით ეუბნებოდა დედამისს. -ააჰ!-ამოიგმინა ნიამ და თავი ხელებში ჩარგო. -ეს არ მეტყვის მაინც ვინაა-ქალმა თაკოს გახედა ინტერესით. -ძეგლი უნდა დავუდგა ამ რქიანის მორჯულებისთვის-ჩაიხითხითა ქალმა. -აღიარეთ,რომ ნაშვილები ვარ -თავი ასწია ნიამ და გაბრაზებულმა გადახედა. -რომელ დედას უხარია მის შვილს რო ვიღაც კოცნას პარავს-ბოლოს სიტყვები ნელა და დარცხვენით ჩაილაპარაკა. -მე -ისევ გაიცინა ქალმა და თაკოც აყვა. -მე გეტყვი დე ძან კარგი ბიჭია.-დაიწყო თაკომ,ნია ეგრევე ფეხზე წამოხტა და კიბეებს მიაშურა.-ხოდა იმას ვამბობდი,რომ ძაან კარგია ესაა ძაან რქიანი ჯიუტი ჯიქი-გაბრაზებულმა ტუჩი მოიკვნიტა. -მშვენიერია - ქალმა ხელები ერთმანეთს მხიარულად გაუსვა და საუზმეს მიუბრუნდა,თუმცა მალევე თაკოს მოუბრუნდა.-ქალბატონო შენ ჯერ არც იფიქრო -თითი დაუქნია გოგონას ისიც გაბუსხული ადგა. -ის კი არა მე ვარ ნაშვილები-ბუზღუნით გავიდა სამზარეულოდან. -საერთოდ ორივე გიშვილეთ-სიცილით მიაყვირა ქალმა სამზარეულოდან. -*** მთელი დღე სკოლაში თვალებით დაჩის ეძებდა ის კი არადა არ ჩანდა.ნია დერეფანში იდგა მოწყენილი და მოსაცმლის ელვა შესაკრავს აწვალებდა. - ნია არ გინდა ეზოში ჩავიდეთ?- საყვარლად შეხედა სალიმ. -რავი წავიდეთ- უღიმღამოდ გაყვა მეგობარს. - დაჩიზე ფიქრობ?- არც შეუხედავს მისთვის ისე კითხა. -.... -ნიამ მხოლოდ დუმილით უპასუხა. - მიხვდი ბოლობოლო, რომ შეგიყვარდა დაჩი და ყველას გვეშველება- ჩაიხითხითა სალიმ,თუმცა სახეზე სევდის ელფერმა გადაკრა.ამასობაში ეზოშიც გავიდნენ და დაჩის სამეგობროს შეუერთდნენ.ნია ისევ თვალებით მათთან დაჩის ეძებდა თუმცა არ იყო. - რა იყო ნია დაჩის ეძებ?- ეშმაკურად ჩაიღიმა ლუკამ. -ლუკა-ლევანმა გაბრაზებით გახედა.გიორგიმ კი უმნიშვნელოდ დარტყა ხელი. - რატომ არ არის?-ნიას ყველანაირი მორიდება დაავიწყდა და ყველას პირი დააღებინა მისმა ამ კითხვამ. -სიმართლე გითხრა პრობლემები აქ- ჩაილაპარაკა გიორგიმ. გოგონას კი თითქოს ამის გაგონებაზე სუნთქვა შეეკვრა. - რა პრობლემები?-ჩაილაპარაკა თავისთვის.მასზე ნერვიულობამ მთელი სხეული მოუცვა. რა იყო ეს ვერც თვითონ ხვდებოდა.ასე უცებ როგორ და რანაირად შეიცვალა ბიჭის მიმართ,რომელსააც ასე ვერ იტანდა. -ნუ გეშინი ჩვენ მასთან ვართ და მოვაგვარებთ ყველაფერს.მართალია ახლა თავს გვარიდებს თუმცა მას არ დავტოვებთ მაინც- დაამშვიდა ლევანმა გოგონა და გაუღიმა.სკოლაში ზარის ხმა გაისმა ყველა წამოიშალა შესასვლელად. ნია კი არ განძრეულა. - ნია წამოდი -სალიმ საწყლად გახედა. -შედი და მოვალ მეც-გასძახა მეგობარს. სალიც მის სურვილს დაემორჩილა.ცოტახანი იტრიალა ეზოში ნამდვილად არ უნდოდა ახლა გაკვეთილზე ასვლა.თვალები შემოსასვლელისკენ ეპარებოდა.ელოდა მისი გული,გონება, სხეული ელოდა დაჩის მოსვლას,თუმცა ის არ ჩანდა.უღიმღამოდ შებრუნდა კიბეებისკენ ნელი ნაბიჯიით მიიწევდა წინ. -რას აკეთებ?-თავის თავვს უბრაზდებოდა-ვეღარ გცნობ ნია-ამოისუნთა და ნაბიჯი უნდა გადაედგა,როცა უკნიდან ვიღაცის ჩახუტება იგრძნო. ნია გაბრძოლებას აპირებდა, მაგრამ ხმის გაგებისას უბრალოდ გაჩუმდა. -ცოტახანი და წავალ- წაჩურჩულა ბიჭმა. თავი მხარზე დაადო და ცოტახნით თვალები დახუჭა. -დაჩი-ჩაილაპარაკა ნიამ კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა თუმცა არ აცადა. -კარგი მივდივარ.გიშვებ-ბიჭმა მისი სათქმელი სხვანაირად მიიღო და შემოხვეულ ხელებს ხსნიდა,როცა ნიამ დაუჭირა. -ეგ არ მიგულიხსმია-ხელებს მაგრად უჭერდა ნია არ უნდა მისი ხელიდან თავის დახსნა.დაჩის მისი სიტყვები თან გაუკვირდა,თან ესიამოვნა. უფრო კარგად შემოხვია ხელები და მიიკრა. -მეგონა ჩემი გაგდება გინდოდა-ჩაიღიმა ბიჭმა მის მხარზე. -არც მიფიქრია. უბრალოდ მაინტერესებს კარგად ხარ?- გოგონა მისკენ ისე შეტრიალდა თავი ხელებიდან არც დაუხსნია.ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს იდგნენ.ნია მის თვალებში აშკარა ტკივილს გრძნობდა მომღიმარი სახის უკან. -არ ვიყავი კარგად,მაგრამ მოვედი ჩაგეხუტე და კარგად ვარ.-დაჩიმ თვითონ შეუშვა ხელები -ახლა კი წავალ-შებრუნდა და წავიდა.უკნიდან კი ნია უყურებდა. როგორ უნდოდა შეეჩერებინა ცოტახანით კიდევ. -დაჩი-მის ბაგეებს წამოსცდა უნებურად.ბიჭიც მაშინვე შემოტრიალდა.ნიაც მისი მიმართულებით დაიძრა.მიუახლოვდა წელზე ხელები შემოხვია და მიეხუტა.-ახლა კიდევ უფრო კარგად იქნები- ხმაში ღიმილი შეეპარა ნიას. -სხვანაირად არ იფიქრო უბრალოდ ნერვებს აღარავინ მიშლის და-უთხრა და მოშორდა დაჩის სხეულს. მისი ამ საქციელით ძალიან კმაყოფილი იყო ბიჭი.გაუღიმა ხელებში გოგონას თავი მოიქცია შუბლზე აკოცა და ეზო სწრაფად დატოვა. -***** სამზარეულოში ყავის ჭიქით ხელში იჯდა ნია ჩაფიქრებული. იმ დღის შემდეგ ერთ კვირაზე მეტი იყო დაჩი არ ენახა.ბიჭებისგან იგებდა უმნიშვნელოდ რაღაცეებს კიდევ.დარეკვაც ბევრჯერ უნდოდა თუმცა აკრეფილი ნომერი წაშალა და ტელეფონი გაურკვეველი მიმართულებით მოისროლა ხოლმე. -რაზე ფიქრობ?-ოთახში თაკო შემოვიდა შეწუხებული სახით. -დაჩიზე-დაუფიქრებლად თქვა ნიამ.გოგონას კი ცოტა გაუკვირდა მისი ასე პირდაპირობა.-ჰო დაჩიზე ნუ მიყურებ ეგრე.იმდენმა მიძახეთ გიყვარს გიყვარსო,მგონი მართლა მიყვარს -ხელებში თავი ჩარგო და ამოიგმინვა. -მგონი ცოტა დაგაგვიანდა აღიარება-ჩაიდუდღინა თაკომ თავისთვის. -რა მითხარი? -თავი ასწია უცებ ნიამ. -შენთვის ახალი ამბავი მაქვს.ხვალ დაბადების დღის წვეულებაზე ხარ დაპატიჟებული.ნუ მარტო შენ არ.. -არ მინდა არსად წასვლა-წამოიყვირა ნიამ. -რა იცი ხოლმე ეს სათქმელს არ დაამთავრებინებს ადამიანს.თვალები აატრიალა თაკომ.-მარტო შენ არ იქნები სკოლიდან იქნებიან ბავშვები, ასევე ნაღები საზოგადოება და ყვითელი პრესაც. -ხოდა მითუმეტეს არ წავალ-თავი ისევ ხელებში ჩარგო. -და თუ ეს დაჩის დაბადების დღეა?-წარბები შეათამაშა გოგონამ. -როდის?-თავი ასწია უცებ. -ხვალ საღამოს ბიჭები გამოგივლიან და წაგიყვანენ თან.უფ დაკითხვას თუ მოვრჩით მიდი ყავა მეც გამიკეთე-სკამზე დაენარცხა თაკო.ნია ისეთი გახარებული იყო დაჩის ნახვის შესაძლებლობით ფეხზე წამოხტა და ყავის მომზადება დაიწყო.კარებზე კაკუნი გაისმა თაკო ფეხზე წამოხტა -მე გავაღებ შენ ყავა გამიკეთე.-მიაძახა უკან და თან კარები გააღო ხელში კი მომღიმარი ლუკა შემორჩათ. -პრივეტ საყვარელო -აქ რა გინდა?-გაუკვირდა მისი დანახვა გოგონას. -შემომიშვი და გეტყვი თან ხელი მომძვრა-მარჯვენა ხელი წინ გამოსწია. პაკეტში დიდი ყუთი იყო. -შემოდი.-თაკო გაიწია და ლუკაც შევიდა თავისი ბარგით.სამზარეულოდან ნიამ გამოიხედა. -პრივეტ ნია.შენთან რაღაც გამომატანეს-ხელი მაღლა ასწია და დაანახა. -რა არის?-გამოვიდა სამზარეულოდან თან თაკოს თავისი ყავა შეაჩეჩა ხელში. -აიღე და ნახე-გაუწოდა ნიას ბიჭმა,თვითონ კი თაკოსკენ წავიდა ხელიდან ყავის ჭიქა გამოსტაცა და მოსვა. -მმმ....გემრიელია. -ეე ეგ ჩემი იყო-გააპროტესტა გოგონამ. -მაგრამ მე ვსვავ-გაეკრიჭა ბიჭი.ნიამ ყუთი გახსნა ზემოდან წერილი ედო. "მინდა ამ კაბაში გნახო.დაჩი" წერილის წაკითხვაზე ჩაიღიმა. შემდეგ გადასწია და კაბას შეხედა.ნაზი თეთრი კაბა მკერდზე ოდნავ გამოყვანილი და შემდეგ გაშვებული იყო. ყელზე თეთრი მარგალიტით იყო გაწყობილი. -**** დარბაზი ხალხით ნელნელა ივსებოდა.დაჩი მოუთმენლად ცქმუტავდა და კარებისკენ ეჭირა თვალი.დაჩის მამამისი მიუახლოვდა. -როგორც გითხარი მხოლოდ ორი ვარიანტი გაქვს. ან შენ თვითონ აცხადებ ქორწინების შესახებ ან მე ვაცხადებ, რომ სასწავლებლად ამერიკაში გიშვებ. -ყველას უნდა შეშურდეს შენნაირი მამის-ირონიულად გაუღიმა დაჩიმ. -გეყოფა დაჩი-გაღიმებული სახით ეუბნებოდა კაცი.მამა-შვილს ჟურნალისტები თავისი აპარატებით მომარჯვებულები უთვალთვალებდნენ.-ლიზი უკვე გაიცანი მშვენიერი გოგოა და მგონი მოგწონს კიდევაც. -კი გავგიჟდი ისე მომწონს-ისევ ირონიული ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. თვალი კარებში შემოსული ნიასკენ გააპარა და სახე გაუნათდა. -ნუ გეშინია არჩევანი გავაკეთე უკვე.იმედია დღეს მაინც დამაცდი ცოტახანს ბედნიერებას.-დაჩიმ მხარზე ხელი დაკრა და ნიასკენ წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.